Batumelebi | „სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“ „სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“ – Batumelebi
RU | GE  

„სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“

„სიყვარული-პრეზიდენტის

რის პროპაგანდას ეწევა ნაციონალური მედია?

ავტორი: ლელა დუმბაძე

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ვენახში მეზობლებს უმასპინძლა

18 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნაციონალურმა ტელევიზიებმა საქართველოს პრეზიდენტს საინფორმაციო გამოშვებებში, მთლიანობაში, 8 საათი და 52 წუთი დაუთმეს. ყველაზე ვრცელი სიუჟეტები _ 15, 20, 35 წუთი მიხეილ სააკაშვილის თელავის ბაზარში სტუმრობას და კახელი მეზობლების გამასპინძლებას მიუძღვნეს. უპრეცედენტოდ ვრცელი სინქრონით (29 წუთი) გამოირჩეოდა წინანდალში ღვინის ინსტიტუტის გახსნის ამსახველი სიუჟეტი. თბილისში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილ სიუჟეტებში, მიხეილ სააკაშვილის 15-წუთიანი სინქრონებია გამოყენებული.

რას ხედავს მაყურებელი ამ სიუჟეტებში? ავიღოთ ერთ-ერთი, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ „სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“. ჟურნალისტი ოცი წუთის განმავლობაში აჩვენებს, როგორ მიდის პრეზიდენტი ბაზარში, როგორ ყიდულობს ყველს, ერთ კილოგრამს 15 ლარად, როგორ ჩუქნიან მას გლეხები ჩურჩხელებს და უმტკიცებენ სიყვარულს: „აი ხალხო, აი ხალხო, დაინახეთ ხალხო“, _ იძახის პრეზიდენტის ნახვით აღტაცებული 80 წლის მარგო, რომელიც ბედნიერია იმით, რომ სააკაშვილი, როგორც მოკვდავი, ბაზარში საკუთარი თვალით ნახა.

კადრში არსად ჩანან პრეზიდენტის დაცვის წევრები, რომლებიც, როგორც წესი, სააკაშვილთან ერთ მეტრში მიახლოების საშუალებას არ აძლევენ ხოლმე ადამიანებს. პრეზიდენტმა ბაზარში ყველი და ხორცი შეიძინა. ჩურჩხელები პატარა ნიკოლოზისთვის საჩუქრად მიართვეს. ბევრი ქებისა და „კაცი ხარ კაცურის“ შემდეგ, პრეზიდენტმა საკუთარ ვენახს მიაშურა.

ტელევიზიებმა გვაჩვენეს, როგორ უმასპინძლა მან ახალშეძენილ მეზობლებს და როგორ წვავს მათთან ერთად მწვადს, აჭაშნიკებს ქვევრიდან ღვინოს და ქეიფობს. მეზობლები კი, რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტის მეზობლობით ძალიან ბედნიერები არიან, მის სადღეგრძელოებს კამერების წინ სვამენ. „ალბათ სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი, რომ ლამიანებში ქვეყნის პრეზიდენტი ჩემი მეზობელი გახდებოდა. ეს ღვთის ნებაა და გაუმარჯოს ღმერთს. მადლობა პრეზიდენტს, რომ დაგვიმეგობრა. ჩვენს პრეზიდენტსა გაუ-მარ-ჯოს!“ მადლიერმა მეზობლებმა სააკაშვილს კახური ქუდიც აჩუქეს და სთხოვეს, რომ გაეროში სიტყვით გამოსვლისას ეს ქუდი უნდა ეხუროს: „აბა რა, კაცი ვარ და ქუდი მხურავს“, _ განაცხადა სააკაშვილმა.

ტელეკამერების წინ ურთიერთსიყვარულის მტკიცებას ნაციონალურმა ტელეარხებმა ძვირადღირებული საეთერო დრო დაუთმეს დილის, საღამოს და შუადღის გამოშვებებში. ხალხისა და პრეზიდენტის სიყვარულის ახსნის სცენები გაგრძელდა რეაბილიტირებულ აღმაშენებელის გამზირზეც. „ერთხელ გნახო რა, ცხოვრებაში… უნდა გაკოცო“, _ ამბობდა ერთ-ერთი ქალბატონი.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო კარიერის დასაწყისში, ერთ ასაკოვან ადამიანს, თბილისის მეტროში ხელზე კოცნის უფლებაც კი მისცა.

რის პროპაგანდას ეწევა ნაციონალური მედია მსგავსი სიუჟეტებით და უნდა უთმობდნენ თუ არა საინფორმაციო გამოშვებები ამდენ დროს მსგავს დეტალებს არაერთგზის? როგორც ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და არის მედიის მიერ კონსტრუირებული რეალობა.

„მედიას ჩვენს ეპოქაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა იმიტომ აქვს, ჩვენი ტიპის ქვეყნებს იმიტომ უკიჟინებენ ევროპელი პარტნიორები მედიის თავისუფლებას, რომ მედიაში მრავალფეროვნება აისახოს და არა ის, რისი ჩვენებაც სურს ხელისუფლებას. ხელისუფლებას სურს, თვითონ შექმნას რეალობა და არ აჩვენოს ის, რაშიც საზოგადოება, ხალხი ცხოვრობს“.

კითხვაზე, _ ხომ არ ქმნის ხალხიც იმავე ხელოვნურ რეალობას, როცა პრეზიდენტს თავს ბედნიერად და კმაყოფილად აჩვენებს? _ ლელა გაფრინდაშვილი ამბობს: „არსებობენ ისეთი ადამიანებიც, როგორიც აღმაშენებლის გამზირზე იყო მისული პრეზიდენტის სანახავად და ამბობდა, რომ არც შუქი აქვს, არც გაზი, ვერ თბება, ვერ იკვებება, მაგრამ მაინც უყვარს ხელისუფლება. ეს ავტორიტარულ რეჟიმს ახასიათებს. იცით რა ხდებოდა 30-იან წლებში? ადამიანები, რომლებსაც ხვრეტდნენ სტალინის განკარგულებით, სიკვდილის წინ იძახდნენ _ „გაუმარჯოს სტალინს“. ეს ლოგიკა მოქმედებს. ადამიანი, რომელიც დამშეული, ნაცემი და დამფრთხალია, შეიძლება იმღეროს ბელადზე. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვინახავს ის ადამიანები, თუნდაც მარჯანიშვილზე, ვინც ასე არ ფიქრობს. არ შეიძლება ცალმხრივად ამის ჩვენება“.

გაფრინდაშვილის აზრით, ადამიანები, რომლებიც იძახიან _ „მშია, მცივა, მაგრამ პრეზიდენტო მიყვარხარ~ ყველა ტიპის საზოგადოებაში არიან, მათ შორის განვითარებულშიც. ხელისუფლებით მოხიბვლას სხვადასხვა მიზეზი აქვს: „ხშირად ფსიქიკურად არასიჯანსაღის დაღი ადევს ამას, მაგრამ მედიამ უნდა აჩვენოს ასეთებიც, ეგზალტირებულებიც, გახარებულებიც და დაღვრემილებიც“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge