ავტორი:ირმა ზოიძე
“ვინც ტყიდან შეშის გამოტანას გვიკრძალავს და მთაზე გვთხოვს ასვლას, მოვიდეს, ნუ იმუშავებს, უბრალოდ, აქედან ავიდეს ტყის თავში და ჩამოვიდეს, მაინტერესებს რა ხასიათზე იქნება”, _ ამბობს მამუკა ფუტკარაძე, რომელმაც ტყეში შეშა უკვე მოჭრა და მდინარის საშუალებით სოფლისკენ დაუშვა.
ცივი მდინარიდან შეშის ამოზიდვა მის დამზადებაზე ნაკლებ ძალებს არ მოითხოვს, თუმცა ასე ის ტრანსპორტირების თანხას ზოგავს.
წელს განხორციელებული ტყის რეფორმის შემდეგ მოსახლეობას სოფლის ახლომდებარე ტყეში, საიდანაც შეშას ეზიდებოდნენ, ხის მოჭრა ეკრძალება. გლეხებს ახლა სოფლიდან 6-7 კილომეტრის დაშორებით უწევთ ხე-ტყის მოსაჭრელად წასვლა.
სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა იმ ადგილების მონიშვნა, სადაც ხის მოჭრა შეიძლება, ახლახან დაასრულეს და მოსახლეობასაც მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა ტყეში საშეშე მასალისთვის შესვლის უფლება.
ნებართვის მოპოვება პირველი ეტაპია. გლეხი კუბურმეტრ შეშაში, იმის მიხედვით თუ რა ჯიშისაა ხე, ორიდან სამ ლარს იხდის, დამატებით 3 ლარს კი სატყეო სააგენტო მომსახურებისთვის იღებს.
შარშან ეს გადასახადი არ არსებობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთდა, ისინი იძულებულნი არიან, საკუთარ შემოსავლებზე თავად იზრუნონ. ხელვაჩაურის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი ინარ დავითაძე: “შეშიდან შემოსული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის, მეორე სამი ლარი კი სატყეოს რჩება. ეს თანხა ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებს ხმარდება”.
შეშის დასამზადებლად გლეხებს ჯერ კიდევ აქვთ 15-20 დღე. პირველი თოვლის შემდეგ კი, ტყეში მუშაობა შეუძლებელი იქნება. არადა, გლეხები ამ დრომდე ვერ ახერხებენ შეშის მომარაგებას და ამის ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური პრობლემაა.
რეინჯერის დამხმარე ბიჭიკო ფუტკარაძე: “მოსახლეობა თურქეთშია გადასული, ფულს აგროვებს შეშის საყიდლად. ყველას არ შეუძლია ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულება. ამიტომ ურჩევნიათ ფული გადაიხადონ და შეშა სხვას დაამუშავებინონ. ეს ხალხი, ალბათ, უფრო ქედაში წავა. ქვითარს რომ გამოიწერ, შემდეგ სადაც გინდა, იქ აიღებ შეშას”.
სოფელ ჭარნალში 900-მდე კომლი ცხოვრობს. რეინჯერი ნური საგინაძე ფიქრობს, რომ მოსახლეობის 35-40 პროცენტი თუ შევა ადგილობრივ ტყეში შეშისთვის: “ზოგიერთი ფიჩხს გამოიტანს ტყიდან, ზოგიერთი თავად დაამუშავებს, უფრო მეტი კი წავა და იყიდის. უშეშოდ არავინ უნდა დარჩეს, აქ ზამთარში საშინელი ნესტია და სიცივეა, გათბობის გარეშე თავს ვერ გაიტან”.
ჭარნალელი გოჩა თევთიძე: “ტყეში მუშაობა ყველას არ შეუძლია. აი, მე, მარტო ამოვედი სამუშაოდ, არა და არ შეიძლება ტყეში მარტო წასვლა. ვინც იცის რას ნიშნავს ტყეში მარტო ყოფნა, ის გაიგებს, _ რომ ჩავარდე, ვინ გიპოვის?– გოჩა შეშას “ქვედა ტყეში” ამზადებს.
ამ კვარტალში წყავისა და თხემლის ხის მოჭრის უფლება მისცეს მოსახლეობას. მართალია, წყავი კარგად იწვის, თუმცა მისი დამზადება საკმაოდ შრომატევადია. გარდა ამისა, მისი ტრანსპორტირებაც ორმაგ ხარჯს მოითხოვს, რადგან მცირე დიამეტრის ხეა და, შესაბამისად, დიდი რაოდენობის ხის მასალის ერთჯერზე გატანა შეუძლებელია. სპეციალური, სამხიდიანი მანქანის დაქირავება კი რთულიც არის და ძვირიც, რადგან სოფელში მხოლოდ ორი ისეთი მანქანაა, რომელიც ტყეში შესვლას შეძლებს.
კიდევ ერთი ბარიერი შეშის მოჭრის პროცესში გოჩა თევთიძის აზრით ის არის, რომ მანქანას ტყეში რეინჯერის ნებართვის გარეშე ვერ შეიყვან, რეინჯერს კი მთელი მინუციპალიტეტის ტყე აბარია, ანუ ყველას ის აძლევს ნებართვას: “ეს არ არის სწორი. მე რომ დაგირეკავ, შენ შეიძლება ხოფჩოს წვერში იყო. რა ვიცი, როდის ჩამოხვალ? მძღოლს კი ამდენი დრო არ აქვს, ის სხვასაც უნდა მოემსახუროს. ახლა აქვს მას სეზონი”.
თავის მხრივ რეინჯერიც ადასტურებს, რომ მას ყველა მხარეში გასვლა და ნებართვის გაცემა უჭირს: “ახალსოფელი, გონიო, სარფი, კვარიათი. დაახლოებით 6000 კომლს ვემსახურები. ახლა რომ დამირეკონ, სარფის თავში უნდა ავიდე. უჩემოდ ტყეში მანქანა ვერ შევა. უსაბუთო მძღოლი 1000 ლარით ჯარიმდება. როცა ხარ ხოფჩოში, ვერ მოხვდები სარფში, სარფში ხარ, ვერ მოხვდები გონიოში, გონიოს თავში ხარ, ვერ მოხვდები ჭარნალის ღელეში, აქ ხარ და ბულვარეთის წვერში ვერ ახვალ. ახლა ხალხი თურქეთშია და შემოტევა არ არის, მერე არ ვიცი, რა იქნება”.
წელს ჭარნალში ძლიერი წვიმის შედეგად სოფელთან ახლოს სტიქიამ ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა. ეს ხეები კომისიამ საშეშედ უკვე ჩამოწერა და ახლა მას რეინჯერის გადაწყვეტილებით ის ადამიანები მოიხმარენ, ვისაც სოფელში ყველაზე მეტად უჭირს.
გრაკლა
იმის გამო, რომ სოფლის ახლოს მოსაჭრელი ხე-ტყის რესურსი ამოწურულია, ხელისუფლებას აკრძალულ ზონაში ხის მოჭრისთვის სოლიდური ჯარიმა აქვს დაწესებული.
ბიჭიკო ფუტკარაძის თქმით, ადგილობრივებმა სანქციების შესახებ იციან: “ერთი ხის მოჭრაზე 500 ლარია ჯარიმა, მის გატანაზე დამატებით 1000 ლარი. გარემოს დაცვა კიდევ რა ჯარიმას დაგაკისრებს, არავინ იცის. ასე რომ, ერთი ხე ისე ძვირი დაგიჯდება, კარგად დაფიქრდები, სანამ მის მოჭრას გადაწყვეტ. სოფელში ამის შესახებ ყველა გავაფრთხილეთ და თავშეყრის ადგილებში სპეციალური განცხადებებიც გავაკარით”.
ტყისთვის ადამიანების გარდა კიდევ ერთი საშიშროება სარეველა გრაკლა არის, რომელიც ძალიან სწრაფად ედება ტყის მასივს. იქ, სადაც ეს ბუჩქოვანი მცენარე ხარობს, სხვა ნერგებს გაზრდის საშუალება არ ეძლევა. გრაკლა მდინარის პირას უკვე იმდენად არის მოდებული, რომ ადგილები, სადაც მანამდე მინდვრები იყო, ბუჩქნარად იქცა. სარეველას გავრცელების არეალის გარემოს დამცველებიც დაინტერესდნენ, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.
ნური საგინაძე: “ამ ბუჩქებს დაწამვლა სჭირდება. არის ასეთი წამალი “ურაგანი”, 40 დღეში მოსპობს სარეველას, მეორეჯერაც თუ დაწამლავენ, საერთოდ აღარ ამოვა. კომუნისტების დროს იწამლებოდა აქაურობა, ტრაქტორებით შემოდიოდნენ და წამლავდნენ.”
ჭარნალის განაშენიანების პოლიტიკა
სოფელ ჭარნალში საკმაოდ ბევრი აკაცია, კაკალი, წაბლი და ევკალიპტია. ეს ნერგები სოფლის მოსახლეობამ დარგო. ჭარნალელებმა კარგად იციან, რომ ერთი ევკალიპტის ხე 100 ლიტრ წყალს შეიწოვს დღე-ღამეში. სწორედ ამიტომ სოფელს ევკალიპტი ტენიანობის შემცირებაში ეხმარება. ევკალიპტის ხეების სიმრავლემ ფუტკრის მოშენებასაც შეუწყო ხელი. მეფუტკრეები, რომლებიც აქ მრავლად არიან, ამბობენ, რომ ახლა კიდევ ერთი ხის ჯიშის, ლიფანის დამატებას აპირრომელიც წაბლის მერე ყვავილობს და ასე თაფლის მიღების დროის გახანგრძლივებას შეუწყობენ ხელს.
შეშა და ბიზნესი
ჭარნალში არყის გამოხდის ოსტატებიც არიან. ბადრი გორგაძე განსაკუთრებულად კარგად ხდის არაყს. ის თავისი სახდელი აპარატით ამაყობს, რომელიც განსხვავებულია და მასში ჩაყრილ ხილს არ “ხრაკავს”. მამუკა ფუტკარაძე კი კარგი პურის მცხობელია. მას საცხობში 11 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. თუმცა მამუკა ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც შეშის მოპოვება გაძვირდა, საცხობს პრობლემები შეექმნება. ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ შეშაზე და გახურებულ აგურზე გამომცხვარ გემრიელ პურს, იმის მიუხედავად, რომ თვითღირებულება გაეზარდა და, შესაბამისად, ფასიც მოემატება, მოსახლეობა მაინც იყიდის.
მოსახლეობის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, პურის გაძვირების შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ საცხობის დახურვა გარდაუვალი იქნება.
შეშა ქალაქელებისთვის
რეფორმის შედეგად “შეშის ბაზრობები” აიკრძალა. ასე რომ დრო, როცა მოულოდნელად თავს დატეხილი თოვლის, უშუქობისა და სიცივის შემთხვევაში ბაზარზე შეშის შეძენა ტომრებით შეიძლებოდა, წარსულს ჩაჰბარდა. ვისაც შეშის ღუმელის დადგმა სურს ბათუმში, აუცილებლად წინასწარ უნდა მიმართოს სატყეო სააგენტოს განცხადებით, გადაიხადოს თანხა ბანკში, დაიქირავოს ტრანსპორტი ხის მჭრელთან ერთად და ტყეში წავიდეს შეშის დასამზადებლად. ზამთარში შეშის ყიდვა უკვე კრიმინალად ჩაითვლება.
რაც შეეხება ლიმიტს, წელს ყველა მუნიციპალიტეტს იმაზე ათასი-ორიათასი კუბურიმეტრით მეტი ხის მასალის ათვისების შესაძლებლობა მიეცა, ვიდრე მანამდე ითვისებდა. ხელვაჩაურს, მართალია, კომლების რაოდენობა მოაკლდა, რადგან მისი ნაწილი ბათუმს შემოუერთდა, მაგრამ სტატუსით ქალაქელობა მოსახლეობის ცხოვრების პირობაზე არ ასახულა, ამიტომაც მათ, ვინც ამ დრომდე შეშით თბებოდა, წელსაც, სავარაუდოდ, იმავე ხერხს უნდა მიმართონ.