სიახლეები

„ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნების სამზადისში

30.05.2012 •
„ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნების სამზადისში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე  როგორ ემზადება „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებისთვის? გაზეთი „ბათუმელები“ ამის შესახებ მოძრაობის წევრს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ესაუბრა. ბატონო ნუგზარ, რა სიახლეებს შესთავაზებთ ამომრჩეველს 2012 წლის არჩევნებზე, რაზე გააკეთებთ აქცენტს?სიახლეები გამომდინარეობს იმ გამოწვევებიდან, რომელთა წინაშე იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა. უმეტესად ეს იქნება დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასთან, ეკონომიკური მდგრადობისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ეკონომიკასთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზებთ სრულიად განსხვავებულ მოდელს დიფერენცირებულ გადასახადებთან დაკავშირებით, არ შეიძლება გადასახადს ერთნაირად იხდიდეს მდიდარიც და ღარიბიც, განსაკუთრებით ეს ეხება დღგ-ს გადასახადს, რომელიც ახრჩობს მცირე მეწარმეებს. როგორ აპირებთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას?ჩვენ პირველად დავიწყებთ საარჩევნო პროგრამის შედგენას ამომრჩევლებთან ერთად. თეზისები უკვე მომზადებული გვაქვს და რამდენიმე დღეში იქნება პრეზენტაცია. მოვივლით თემებს, მოსახლეობას გავაცნობთ ამ თეზისებს, რომ მათთან ერთად ავსახოთ მათი პრობლემები. ეს მოხდება მაის-ივნისის ბოლოს. იქნებიან თუ არა პარტიაში ახალი სახეები?რა თქმა უნდა იქნებიან ახალი სახეები და ამ პროცესში ვინც უკეთ მოახერხებს მუშაობას, ის მოხვდება ჩვენს გუნდში. კონკრეტულად ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, ჩვენ ვმუშაობთ, როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სისტემის კუთხით, რომ იყოს ცნობილი სახეები და საზოგადოებას მოულოდნელობას ნამდვილად არ შევთავაზებთ. გარდა უშუალო შეხვედრებისა, წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტურად წარმართვის მიზნით სხვა რა გაქვთ დაგეგმილი?ჩვენ ყველა იმ საშუალებას თანმიმდევრულად გამოვიყენებთ, რაც საარჩევნო პროცესისთვის იყენებენ. ამომრჩეველთან შეხვედრა თავისთავად იქნება, ასევე პოლიტიკური რეკლამა, მასმედიის შესაძლებლობები, დებატები, კარდაკარ შემოვივლით ამომრჩეველს და ვეცდებით მივაწოდოთ ჩვენი მასალა და საარჩევნო თეზისები, რომ იცოდნენ ვის აძლევენ ხმას. ასევე გამოვიყენებთ თანამედროვე შესაძლებლობებს, იმავე ინტერნეტის მეშვეობით, იქ სადაც ინტერნეტი არ არის, უშუალო კონტაქტი გვექნება მოსახლეობასთან. გვექნება შეხვედრები სამიზნე ჯგუფებთანაც, ეს იქნებიან პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, იძულებით გადაადგილებული პირები… ყველას სპეციფიკური პრობლემები აქვს და ამის მიხედვით დაიგეგმება ჩვენი საარჩევნო ტაქტიკა. თქვენი პარტია იყო წარმოდგენილი პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში. რატომ უნდა მოგცეთ ამ არჩევნებზე ამომრჩეველმა ხმა?ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი ისაა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ დაარწმუნა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მომხრეა სტაბილური განვითარების, თანმიმდევრობის. დანარჩენმა მოსახლეობამ იცის ჩვენი ინიციატივები, რაც ჩვენ შევძელით და გავიტანეთ საქართველოს პარლამენტში, ინიციატივები რომელიც დავაყენეთ უმაღლეს საბჭოში, საკრებულოში. პოლიტიკური კულტურის ის სახე, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებმა დაამკვიდრეს _ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, დავინახოთ და იქ, სადაც არის ჩავარდნა, ვიყოთ პრინციპულები და ვიბრძოლოთ, რომ დროულად გამოსწორდეს და არ ვიყოთ ჩასაფრებულები _ ეს მოსახლეობამ დაინახა. გვითხარით ერთი კონკრეტული მაგალითი, რაც თქვენ ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ…მე შემიძლია ამაზე ბევრი ვისაუბრო, მაგრამ კონკრეტულად გეტყვით. სამი მონიტორინგი, რომელიც ჩავატარეთ: პირველი – საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით, ეს თემა ჩვენ 2008 წელს წამოვწიეთ და ჩვენს დამსახურებად მიგვაჩნია, რომ საკუთრების ხელაღებით ჩამორთმევის პროცესი თითქმის შევაჩერეთ. შემთხვევები ისევ არის, მაგრამ ეს არ ეხება სამას ან ხუთას ოჯახს ერთდროულად. რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც ძალიან მიშვებული იყო, ყველა სოფელი შემოვიარეთ სამი წლის მანძილზე და მესამე – ეს არის მაღალმთიან რაიონებში მეწყრული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ რამდენიმე წელია ვდგავართ მოსახლეობასთან ერთად და სანამ პრობლემა არ გადაწყდება, ყველა ზომას მივმართავთ. ბოლომდე კმაყოფილი არ ვართ, მაგრამ დავარწმუნეთ ხელისუფლება, რომ სანამ სპეცტექნიკა არ იქნება მაღალმთიან რეგიონებში, შეუძლებელია გავუმკლავდეთ ამ პროცესს. რამდენიმე მილიონი ლარი ჩაიდო იმისათვის, რომ მოსახლეობა მომავალ ზამთარს ორგანიზებულად შეხვდეს. ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენ გამოკვეთილი გვაქვს პრობლემატიკა და ჩვენი წარმომადგენლები შესაძლებლობების ფარგლებში იბრძვიან იმისათვის, რომ საკრებულოების დონეზე თანმიმდევრულად გაატარონ ის პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს.

გადაბეჭდვის წესი