Batumelebi | „ქართუ ბანკის“ თანამშრომლები დააკავეს „ქართუ ბანკის“ თანამშრომლები დააკავეს – Batumelebi
RU | GE  

„ქართუ ბანკის“ თანამშრომლები დააკავეს

„ქართუ-ბანკის“-თანამშრო

ეკა ბესელიას პრესსამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ დააკავა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ”ქართუ ბანკის” თანამშრომლები, ასევე ამოიღო ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობის ფულადი თანხა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია, აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. 2011 წლის 18 ოქტომბერს, დღის 17 საათზე განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა ბანკ „ქართუზე“, რომელიც ბიზნესმენ ივანიშვილს ეკუთვნის.
სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისიდან გამოსული ბანკ „ქართუს“ ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, სპეც-დანიშნულებისა და პოლიციის თანამშრომლები. იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს ბანკი „ქართუს“ 6 თანამშრომელი,წაიყვანეს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა ბანკი „ ქართუს“ საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით თანხა.
ხელისუფლების წარმომდგენელთა მხრიდან ადგილი აქვს ძალადობრივ აქტს, ქმედება განხორციელებულია საქართველოს კონსტიტუციისა და ყველა საერთაშორისო ნორმის ფეხქვეშ გათელვით.
ჩვენ მოვითხოვთ, უკანონოდ დაკავებული ადამიანების სასწრაფოდ გათავისუფლებას და ბანკი „ქართუს“ მიტაცებული ქონების დაბრუნებას.
აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნის უპრეცედენტო ფაქტს, მივმართავთ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივი რეაგირებისათვის!
დაკავებულები არიან ბანკი „ქართუს“ თანამშრომლები: მოლარეები – ინგა ჯავახია, ირმა ქეთიშვილი, ლია მაღრაძე, ნატო დავითულიანი. ინკასატორები – არჩილ ჯაფარაშვილი და ზაზა ყაველაშვილი.”
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დღესვე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით. ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება)საქმეს იძიებს ძველი თბილიის რაიონული სამმართველო.
ჯერჯერობით, შსს არ აკონკრეტებს, ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული ადამიანები არიან თუ არა ”ქართუ ბანკის” თანამშრომლები. ”ქართუ ბანკი” ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა 1996 წელს დაარსა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge