სულხან ოქროპირიძე, ისტორიკოსი
ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში (მემედ აბაშიძის #33 ბარათაშვილის #8), მდებარეობს ბათუმის ყოფილი საფოსტო განყოფილების შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. აღნიშნული შენობა XIX საუკუნის ბოლოს იქნა აგებული. ფოსტის შენობა საინტერესოა იმით, რომ ის კავშირგაბმულობის ფუნქციის მქონე ერთ–ერთი უძველესი ნაგებობაა.
აჭარის სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტით ირკვევა, რომ თავდაპირველად ამ ადგილას არსებული სახლი ფრანგ ვაკიეს ეკუთვნოდა. მისგან შენობა ქუთაისელმა ძმებმა იაკობაშვილებმა შეიძინეს, რომლებიც ვაჭართა ფენას მიეკუთვნებოდნენ. ნაგებობის საფოსტო კანტორად გადაკეთების პროექტი 1913 წელს შემუშავდა, არქიტექტორ მიხეილ ნიკოლოზის ძე ნეპრინცევის მიერ. 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია. წლების მანძილზე შენობა წარმოადგენდა ბათუმის საფოსტო კანტორას.
ეს შენობა 2010 წლის 30 მარტს ლევან ვარშალომიძემ, პირდაპირი მიყიდვის წესით, იმავე დღეს დაფუძნებულ კომპანია „აქთივ ბათუმს“ მიჰყიდა 2 500 000 დოლარად. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები გამოიწვევდა ძეგლის ისტორიული სახის შეცვლას, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ნებართვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპანიას, რეგისტრაციის დღესვე 30 მარტს მისცა (#3/133 ბრძანება).
ახალმა მეპატრონემ ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაიწყო, რასაც მოჰყვა შენობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის გუმბათის მოხსნა. შენობის უკანა მხარეს 13-სართულიანი, 100-ნომრიანი სასტუმრო აიგება. თავად კომპლექსს კი მრავალფუნქციური დანიშნულება ექნება. ფოსტის ყოფილ შენობაში კაზინო განთავსდება. ასევე, მოეწყობა ბიზნესცენტრი, ფიტნესკლუბი, რესტორანი, ღამის კლუბი და სილამაზის ცენტრი.
შენობაზე გამოფენილი ბანერიდან კარგად ჩანს, რომ შენობა, რეკონსტრუქცია–მშენებლობის შემდეგ, შეიძენს ახალ იერსახეს და დაკარგავს თავის ისტორიულ სახეს. რასაც მკაცრად კრძალავს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ (მუხლი 22, 23): „დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას“.
ამ შემთხვევაში დაგეგმილი სამუშაოების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთი სახის შერწყმას, ძველი და ახალი არქიტექტურისას, რომელსაც „ფასადიზმი“ ეწოდება.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აჭარაში სისტემურ ხასიათს ატარებს ისტორიული შენობების გასხვისება, ხშირ შემთხვევაში უცხოელ ინვესტორებზე, რომელთათვისაც ნაკლებად მნიშვნელოვანია აღნიშნული შენობა-ნაგებობები და მათ მთავარ მიზანს ეკონომიკური მოგება წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ფაქტები, თუ როგორ ეხმარება ჩვენი სახელმწიფო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებაში ინვესტორებს (ბათუმის ბულვარი, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი, ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლი). იმის ნაცვლად, რომ ქართულმა სახელმწიფომ აიძულოს ინვესტორი, რომ მათ პატივი სცენ ქართულ ისტორიულ წარსულს, ხშირად სწორედ ქართული სახელმწიფო გამოდის ინიციატორი და თვითონვე უხსნის კონკრეტულ შენობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, აბსურდული მიზეზებით (სასტუმრო „ბელა ვიუ“, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი). შემდეგ კი ამ ძეგლების განადგურება ხდება.
ჩვენგან განსხვავებით, მსოფლიო საზოგადოებამ კარგად იცის ისტორიული ძეგლების ფასი და მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უამრავი რეკომენდაცია და მითითება აქვს მიღებული, რასაც ემატება ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა UNEშჩO-ს მიერ 2004 წლის გენერალურ კონფერენციაზე მიღებულ კონვენციას – „კულტურულ თვითმყოფადობის მრავალფეროვანი ფორმების დაცვისა და წახალისების“ შესახებ. კონვენციის არსს წარმოადგენს ის, რომ გლობალიზაციის პირობებში არ განადგურდეს სხვადასხვა კულტურის უნიკალური ფორმები და პირიქით, უნდა მოხდეს კულტურული ტურიზმის განვითარებაში, ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლების აქტიური ჩართვა, თავის მხრივ, მოითხოვს ძეგლების ხარისხიან მოვლა-პატრონობას, რაც ავტომატურად გამორიცხავს მსგავს ბარბაროსულ ფაქტებს, ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი, არაგანახლებადი რესურსია.
ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ კარგად უნდა აწონ-დაწონოს ის შედეგები, რაც შეიძლება მსგავსმა მიდგომებმა მოიტანოს, რადგან ქალაქ ბათუმის ისტორია არც თუ ისე დიდია, ამ ქალაქის ხიბლი სწორედ მის არქიტექტურულ შენობა-ნაგებობებშია. შესაბამისად, უნდა შემუშავდეს ეფექტური მართვის სტრატეგია როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი პერსპექტივით და ინვესტორმა უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და გვიყვარს ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ისტორია და კულტურა.