მთიანი აჭარა

შუახევში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

30.05.2012
შუახევში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლები მაწყვალთა, ნაღვარევი, ბრილი, ქიძინიძეები, კარაპეტი, კვიახიძეები, ვანი, შუბნის თემი, ოლადაურის თემი და კიდევ რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, ამ სოფლებში თოვლის საფარი ზოგგან ორ მეტრს ზოგგან კი სამ მეტრს აღწევს, მათ შორის ბევრგან გზა ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩახერგა. გაწმენდითი სამუშაოების დაწყება კი დღემდე ვერ ხერხდება.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ ამაღლობლის ინფორმაციით იმ თერთმეტი ტრაქტორიდან, რომელიც შუახევში გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა ოთხი მწყობრიდან გამოვიდა: „ამჟამად მხოლოდ ხუთი ტრაქტორი მუშაობს, თოვლის საფარიც მაღალია, თანაც მოვარდნილმა წვიმებმა ბევრ ადგილას მეწყერული მოვლენების გააქტიურება გამოიწვია, ფაქტობრივად ჩამოსული მასის მხოლოდ ერთი ადგილის გასაწმენდად მთელი დღეა საჭირო. ამ დღეებში შეკეთდება ის ოთხი ტრაქტორიც. სათადარიგო ნაწილების შესაძენად კაცი გვყავს გამოგზავნილი და გაწმენდითი სამუშაოები გაგრძელდება.”

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.