მთიანი აჭარა

გაძვირებული ბეშუმი

30.05.2012 • • 4897
გაძვირებული ბეშუმი

ავტორი:  ქეთი ლაბაძე [slideshow]

კურორტ “ბეშუმში” დასვენების ფასმა მიუახლოვდა და ზოგ შემთხვევაში გაუსწრო კიდეც სხვა ტრადიციულ კურორტებს. მაგალითად, ჩვეულებრივ პირობებში ღამის გათევა კურორტ “საირმეში” 10 ლარად არის შესაძლებელი, “ბეშუმში” კი მინიმალური ფასი აგვისტომდე 15 ლარი იყო, აგვისტოში კი  – 18 ლარს  მიაღწია.

ტყე, კოცონი, გართობა _ კურორტ “ბეშუმისთვის” დამახასიათებელი ეს სამი რამ, ამ სეზონზეც აქტუალურია. “ბეშუმი” მთის კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია. მთავარი სამკურნალო ფაქტორია ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი და უმნიშვნელო ტენიანობა, მზის ულტრაიისფერი სხივების სიუხვე, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, მდიდარი ბუნებრივი გარემო. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ბათუმში სიცხეების დაწყებისთანავე, ბათუმელების უმეტესობა ბეშუმში მიდის.

ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ შესანიშნავია. ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ინფორმაციით, კურორტზე წინა წლებთან შედარებით დამსვენებლები მრავლად არიან, თუმცა მათ წელს შედარებით განსხვავებული ფასები დახვდათ: ბეშუმში დასვენების მსურველებს მინიმუმ 15 და მაქსიმუმ 30 ლარის ფარგლებში შეუძლიათ კოტეჯებში ღამის გათევა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ხათუნა აბულაძემ გვითხრა, რომ საოჯახო სასტუმროებში ათი დღის განმავლობაში დასვენება 150 ლარი ღირს, მაგრამ თუ დამსვენებელს კვებაც სურს, ფასი 250 ლარამდე იზრდება. შარშანდელ სეზონთან შედარებით, ფასები გაზრდილია; როგორც კურორტის დირექტორმა თემურ ქედელიძემ გვითხრა, ეს ბაზარზე ფასების მატებითაა გამოწვეული. თუმცა წინა წლებთან შედარებით კურორტზე საცხოვრებელი პირობებიც გაუმჯობესებულია.

ლელა ცინარიძე, რომელიც ბეშუმში ისვენებს, ამბობს, რომ თავს დაცულად გრძნობს, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები: „ყოველთვის, როდესაც კოცონს ვანთებთ, პოლიციელები მოდიან და გვაფრთხილებენ კოცონთან დაკავშირებით ყურადღებით ვიყოთ, ღამით გარეთ თავისუფლად ვტოვებთ ნივთებს _ იმის შიში აღარ გვაქვს, რომ დილით არ დაგვხვდება“.

დამსვენებელი მადონა გვიანიძე, რომელიც სამ შვილთან ერთად ისვენებს, ბეშუმს უპირატესობას ჰავის გამო ანიჭებს. ერთი თვით 2-ოთახიანი ბინა 300 ლარად დაიქირავა, თუმცა უკმაყოფილოა: `ძალიან უკმაყოფილო ვარ, ამ ფასში უკეთეს პირობებში შემეძლო დასვენება აქვე, იმის მიუხედავად, რომ სახლში კომფორტია _ წყლისა და სააბაზანოს მხრივ, სივიწროვის გამო გავწვალდი. როდესაც მითხრეს ორი ოთახი, ვიფიქრე ნორმალური ორი ოთახი იქნება-მეთქი, მაგრამ ძალიან ვიწრო აღმოჩნდა, ბავშვებით გამიჭირდა~.

მადონა გვიანიძე საოჯახო სასტუმროში ისვენებს, ამიტომაც კვებაზე ცალკე თანხა სჭირდება და 1000 ლარზე მეტი დასჭირდა. ამას დამატებული ელექტროენერგიის გადასახადიც, რომელსაც ნებისმიერმა ოჯახი ერთნაირად იხდის _ 50 ლარი. `პროდუქტი ძალიან ძვირია აქ, ხორცში 14 ლარს ვიხდით, მინერალური წყალი ლიკანი კი 1.30 ღირს~, _ ამბობს დამსვენებელი.

ყოველ წელს ბეშუმში ახალი გასართობი ცენტრები იხსნება, რომლებიც, ძირითადად, ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული, მოქმედებაშია ბავშვთა გასართობი ცენტრი „ციცინათელა“, რომელსაც წელს „ბატუტიც“ შეემატა, ასევე „კინოთეატრი“, სტადიონი და სხვადასხვა კაფე-ბარი.

ბათუმიდან ბეშუმში ჩასვლა სამარშრუტო ტაქსით 12 ლარი ღირს. კურორტი წელიწადში, დაახლოებით 7 000 დამსვენებელს იზიდავს. აგვისტოს პირველი შაბათი-კვირა განსაკუთრებით გამორჩეულია კურორტ ბეშუმის დამსვენებელთათვის, რადგან ყოველ წელს, ტრადიციულად, შუამთობის სახალხო დღესასწაული იმართება. ამ დღეს უამრავი ადამიანი იყრის თავს კურორტზე. ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ხალხური შემოქმედების ჩვენება, დოღი,ჭიდაობა და სახალხო სეირნობა იმართება.

წელს საკურორტო სეზონი ბეშუმში 4 ივლის გაიხსნა.

გადაბეჭდვის წესი