სიახლეები

„ფერადი“ შემოქმედება

30.05.2012 • • 1263
„ფერადი“ შემოქმედება

ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) ლუიზა ბალაძე

საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. თუმცა, სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს თავისი ნიჭის საზოგადოებისთვის გაზიარების შესაძლებლობა. საჭიროა აღმოვაჩნოთ ასეთი ადამიანები და ვეზიაროთ მათ შემოქმედებას.
გადავწყვიტე გაგაცნოთ ორი ადამიანი, რომელიც, ვთვლი, რომ მართლაც ძალიან ნიჭიერია.
ნინო თათარაშვილი, 20 წლის, ცხოვრობს ქ. თბილისში. ხატავს ბავშვობიდან, ეს ნიჭი დედისგან გამოყვა, რომელიც მხატვარ-ოქრომჭედელია. როგორც თვითონ აღნიშნა, განსაკუთრებით უყვარს პორტრეტების შექმნა, ასევე ქმნის კარიკატურებსაც. Aამბობს, რომ ბავშვობაში ხატავდა ფერებში, ახლა კი მისი ნამუშევრები ძირითადად ფანქრითაა შესრულებული.
რა თქმა უნდა ეს საქმიანობა მას სიამოვნებას ანიჭებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის ნამუშევარს იწონებენ.
ახლა კი იხილეთ ნინოს რამდენიმე ნახატი…

[slideshow]
ასევე მინდა გაგაცნოთ მეორე ნიჭიერი ახალგაზრდა.

ვახტანგ ნაკაშიძე –  19 წლის, სწავლობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფლობს შემოქმედებით ნიჭს, წერს ლექსებს. მე პირადად მოხიბლული ვარ მისი შემოქმედებით და იმედი მაქვს, თქვენც დადებითან შეაფასებთ მას.
ვახტანგი აღნიშნავს, რომ პირველად დაწერა 2009 წლის ოქტომბერში. ლექსებს ქმნიდა მაშინ, როცა მუზა “ჰყავდა”. როგორც თვითონ ამბობს, ამჟამად ის იშვიათად წერს… ” ვწერდი მხოლოდ მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი. რთულია, როცა არ გეშვება მუზა და თუკი არ გადმოიტან ჩანაფიქრს ფურცელზე ის მოსვენებას არ გაძლევს. ლექსების წერა სიამოვნებას მანიჭებს, განსაკუთრებით წერის დასრულება და სასურველი შედეგის მიღება, უფრო კი იმ ადამიანის ემოცია მიყვარს, ვისაც ჩემი შემოქმედება მართლაც მოსწონს”.
ვახტანგი თავისი ლექსებით იშვიათად გამოდის აუდიტორიის წინაშე, ისიც მხოლოდ მეგობრების წრეში.
ახლა კი წაიკითხეთ მისი რამდენიმე ლექსი და თავად შეაფასეთ:
….
ო, როგორ ძლიერ იწელება ეს დღე უაზროდ,
როგორც სიზიფე მიაჩოჩებს ტანჯვით თავის ქვას,
როგორ არ მინდა განვიცადო ისევ ფიასკო
გულს რა ძლიერ სურს აარიდოს თავი გამიჯვნას.

როგორ მინდა, რომ ქარიშხალმა იფეთქოს ისევ
და გამატანოს მე ტალღების უკვდავ ზვირ(ი)თებს,
და გულსაც თითქოს სიყვარულის დუელში ვიწვევ
ვხედავ ეშმაკის დამცინავი სახის მიმიკებს…

ვიცი ბრძოლაში დამარცხება კვლავ მე მომელის,
მინდა ავხადო სამუდამოდ ჩუმ ფიქრებს ფარდა,
როგორც ტრაგიკულ პერსონაჟებს მცირე ნოველის-
ყველას სიკვდილი განუცდია, ვისაც უყვარდა…

….
ჩემი გრძნობა ისევ ისე მტკიცე არი,
შენ ხარ ჩემი გოგოს, ქალის იდეალი.
შენს ხატებას ალბათ ბევრი ემონება,
შენ ხარ ჩემი ცოდვილ სულის გემოვნება…
ჩემ წინ შენს ლანდს შევცქერი და ისე ვმღერი,
შენ ხარ ამ ფიქრების ერთადერთი მტერი.
ღმერთმა ისევ შენთვის ტანჯვა მიწყალობა,
შენ ხარ ჩემი ოცნებების რეალობა…
თუ გამათბობს ისევ ერთი-ორი ნოტი
შენად იქცა ისევ ჩემი ჰორიზონტი.
ისევ განგებამ შეცვალა ჩემი ნება,
ისევ რითმად გადაიქცა ჩემი ვნება…
ისევ ამ სტრიქონებში ვარ დამარხული,
თუმც კი კვლავაც ფეთქავს წრფელად ჩემი გული.
ისევ გრძნობა, ისევ ისე მტკიცე არი,
ისევ ქალი, ისევ ჩემი იდეალი…

გულს ლახვარი რომ დამასო,
ან თუ ტყუილს დააპირებ,
ეს ლექსიც არ დამიფასო
მე ყველაფერს გაპატიებ.

მხოლოდ ერთხელ თუ მაკოცებ,
მისთვის ღამეს გავათიებ,
მაგის უფლებაც არ მომცე,
მე მაგასაც გაპატიებ.

შენს ღირსად რომც არ ჩამთვალო
თუმც ჩემს გულს კვლავ აატირებ,
ერთხელაც არ შემიბრალო
მაგასაც კი გაპატიებ.

არ მოვითხოვ დამიფასო,
დავთმობ ყველა ნაპატიებს…
ოღონდ არ თქვა სხვა მიყვარსო,
მაგას თავს არ ვაპატიებ!..
ესეც მისი ბოლო ლექსი:

გონებაში კვლავ იდეა დამებადა,
ცალი თვალით მაგიდაზე დანას ვუცქერ,
ვერ ავიტანე უშენოდ ცხოვრება და
ჩემი სისხლიანი თითით გადავფურცლე…
( ვ. ნაკაშიძე )

P.S. საჭიროა თუ არა საზოგადოება იცნობდეს ასეთ ადამიანებს? იმედია დამეთანხმებით, რომ ნიჭიერი ახალგაზრდებით უნდა ვამაყობდეთ.
ნინოსა და ვახოს მსგავსნი ბევრნი არიან, მათ ჩვენი მხარდაჭერა და სტიმული სჭირდებათ, რომ არ შეწყვიტონ შემოქმედებითი საქმიანობა და თავიანთი ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ.

გადაბეჭდვის წესი