Batumelebi | „წითელი ნუსხა“ მიზანში „წითელი ნუსხა“ მიზანში – Batumelebi
RU | GE  

„წითელი ნუსხა“ მიზანში

„წითელი-ნუსხა“-მიზანში

„კარგმა მონადირემ იცის, რომ ფრინველთა გუნდში უნდა ესროლო რიგში ბოლოს და არა პირველს. ახალბედებს კი, რომლებსაც ნადირობის ნებართვის მიღება გამარტივებული წესით, სულ რაღაც 76 ლარად შეუძლიათ, წითელ წიგნში შეტანილი ხოხობი ვერ გაურჩევიათ ტყის ქათმისგან“, – ასე ხედავენ ნადირობასთან დაკავშირებულ პრობლემებს  „პროფესიონალი“ მონადირეები. გარემოს დამცველები კი წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებისადმი მთავრობის გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

ცაგო კახაბერიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ნეკრესის“ გამგეობის თავმჯდომარის, ირაკლი შავგულიძის თქმით, „საქართველოში არის სახეობები, რომლებიც ერთეულია დარჩენილი და არიან სახეობები, რომლებიც ასეულობითაა, მაგრამ ტენდენცია მათი პოპულაციის უარყოფითია, ანუ კლებისკენ მიდის. მათ დაცვა სჭირდებათ“. „ნეკრესის“ თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს წითელი ნუსხა თანამედროვე მიდგომებზეა აწყობილი.  „რაც შეეხება მისი დაცვის ხარისხს, ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. ჩვენ დიდი ხანია არ გაგვიგია იმის შესახებ, რომ ბრაკონიერი აღმოაჩინეს და დასაჯეს“, –  ამბობს ირაკლი შავგულიძე.

გიორგი გოგიბერიძე, რომელიც უკვე ათი წელია ნადირობს და ცოტა ხნის წინ „მონადირეთა კავშირს“  ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ  იშვიათ სახეობებს საფრთხეს არამარტო ის ადამიანები უქმნიან, რომლებიც აკრძალულ ადგილებში, აკრძალულ ვადებში ან აკრძალული საშუალებებით ნადირობენ, არამედ ისინიც, რომლებსაც ამ კუთხით გამოცდილება და განათლება არ აქვთ“.

მისი აზრით, „ძალიან გამარტივებულია ნადირობის უფლების მოპოვება. საკმარისია ახალბედა მონადირე ფლობდეს იარაღს და გადაიხადოს 76 ლარი; თუკი მას მძღოლის ნებართვაც აქვს, სამედიცინო ნებართვა აღარ სჭირდება; უმეტეს შემთხვევაში ისინი ვერ ასხვავებენ ხოხობს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი ტყის ქათმისგან, რომელზეც ნადირობა დაშვებულია და შეიძლება დღეში სამი ცალი მოკლა“.

გოგიბერიძის თქმით, „ამ პრობლემებს ადრე მონადირეთა კავშირი აგვარებდა, მისი გაუქმების შემდეგ კი, ამაზე არავინ ზრუნავს“.

ახალბედა მონადირეების გაუთვიცნობიერებლობა პრობლემაა ირაკლი შავგულიძისთვისაც. ის ამბობს, რომ შეიძლება ეს პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გამკაცრებით გადაიჭრას: „თუ სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს ამ ადამიანებისგან იშვიათი სახეობების განადგურების ფაქტებს, ისინი იძულებული გახდებიან ცოდნა აიმაღლონ. სახელმწიფო არ ზრუნავს იმაზე, რომ მე მანქანის ტარება მასწავლოს, მაგრამ მაჯარიმებს, როდესაც ვარღვევ წესებს, ამიტომ ჩემს ინტერესებშია, რომ ვისწავლო… ლეგალური ნადირობაც ძალიან პრობლემატურია, მაგრამ ნადირობის უფლება თუ მხოლოდ სანადირო მეურნეობებში დაიშვება, იქ უკვე მეურნეობის მმართველები უზრუნველყოფენ იმას, რომ ახალბედა მონადირეს დასაწყისში საქმის მცოდნე გაყვეს. ვფიქრობ, მონდომების შემთხვევაში პრობლემა მოგვარებადია“.

ბრაკონიერების შეუზღუდავ მოქმედებას გიორგი გოგიბერიძე გარემოს დაცვის სამმართველოში დასაქმებული ადამიანების არაპროფესიონალიზმითა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებით ხსნის. ის ამბობს, რომ `მათი მოტყუება მარტივად შეიძლება, რადგან ხშირად ვერც ისინი არჩევენ წითელ ნუსხაში შეტანილ ხოხობს ტყის ქათმისგან“.

გიორგი გოგიბერიძე:  „როგორ დასდევენ „გედები“ ბრაკონიერებს არ ვიცი. თუნდაც ამ დღეებში, ღამით ნებისმიერ ბათუმელს ესმის აპარატებზე დაყენებული მწყრის ხმა, მაგრამ რატომღაც არ ესმის „გედების“ და ვერც მათ მანქანებზე დაყენებულ „პროჟექტორებს“ ხედავენ“.

სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები, ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე  – ეს ის კრიტერიუმებია, რომლებზე დაყრდნობითაც საქართველო იმ 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი.

საქართველოს ფლორისა და ფაუნის ის სახეობები, რომლებიც გადაშენების პირას არიან, წითელ ნუსხაში ჰყავთ შეყვანილი. ამ სახეობების დაცვას სახელმწიფოს კანონი ავალდებულებს. კანონის დამრღვევთა მიმართ და, ზოგადად, წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების დაცვის კუთხით, სახელმწიფო პოლიტიკას გარემოს დამცველი ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ. მათი ინფორმაციით, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სახეობებს საქართველოში ბრაკონიერები აქტიურად ანადგურებენ, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფოს მხრიდან  დაცვის მექანიზმების არაეფექტურობაც“.

გარემოს დამცველი ორგანიზაციები და „პროფესიონალი“ მონადირეები მთავრობას წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში სდებენ ბრალს, არასამთავრობო ორგანიზაცია      „მწვანე ალტერნატივა“ კი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სასამართლოში უჩივის და იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც „ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობები“ დამტკიცდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ ალექსანდრე ხეთაგურმა ბრძანება (#175.1 სექტემბერი), რომლითაც წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობა დასაშვები გახდა, კანონის დარღვევით გამოსცა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველი უნდა გახდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge