ავტორი: ტატო ცეცხლაძე
მისი კარიერა ბავშვთა ოპერით დაიწყო 10 წლის ასაკში. მანამდე სტუდია „ჩანგის“ აღსაზრდელი იყო. მოგვიანებით ჯგუფ „დაივონსის“ სოლისტი გახდა. ითამაშა სხვადასხვა მიუზიკლში, მაგრამ ბოლოს „ქეთო და კოტეში“ შესრულებულმა როლმა მას პოპულარობა კვლავ მოუტანა – 21-ე საუკუნის კოტედ იქცა. ახლა კი სოლოკარიერის გაგრძელებას და თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას „ჯეოსტარის“ სცენიდან შეეცდება.
„ჯანსაღი ცხოვრება“ საცობების ხარჯზე
ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)
ბათუმში „რეაბილიტირებული“ გზები იმდენად დისკომფორტულია მათთვის, ვინც ავტომობილს მართავს, რომ მძღოლების უმრავლესობა დადებით მახასიათებლებს ვეღარც კი ამჩნევს. „ვინც დააგო“, პირდაპირ იმის ლანძღვას იწყებს. Continue reading “„ჯანსაღი ცხოვრება“ საცობების ხარჯზე”
„წრეზე ტრიალი“ – საკადრო პოლიტიკა აჭარაში
ავტორი: გენო გელაძე (დემოკრატიის ინსტიტუტი)
ნებისმიერ ქვეყანაში, ქალაქსა თუ სოფელში ხელისუფლების განხორციელების ხარისხი და ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კარგად არის დაკომპლექტებული ამა თუ იმ დონის ხელისუფლება. Continue reading “„წრეზე ტრიალი“ – საკადრო პოლიტიკა აჭარაში”
„წითელი ნუსხა“ მიზანში
„კარგმა მონადირემ იცის, რომ ფრინველთა გუნდში უნდა ესროლო რიგში ბოლოს და არა პირველს. ახალბედებს კი, რომლებსაც ნადირობის ნებართვის მიღება გამარტივებული წესით, სულ რაღაც 76 ლარად შეუძლიათ, წითელ წიგნში შეტანილი ხოხობი ვერ გაურჩევიათ ტყის ქათმისგან“, – ასე ხედავენ ნადირობასთან დაკავშირებულ პრობლემებს „პროფესიონალი“ მონადირეები. გარემოს დამცველები კი წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებისადმი მთავრობის გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. Continue reading “„წითელი ნუსხა“ მიზანში”
„წადით კერძო სკოლებში“
ავტორი: ნათია ზოიძე
-ბატონო გია, რატომ აგვიანებს ჩვენი სერთიფიკატები?
-რაღაც ტექნიკური პრობლემაა და..
– ამ ქვეყანაში ყველაფერი „კნოპკებზეა“ და რაღა პედაგოგების სერტიფიკატებს აქვს ტექნიკური პრობლემა?
-რაც მთავარია მოვა…
„ჩვენც გვინდა მაღაზია გვქონდეს”
ავტორი: ქეთი ლაბაძე
ერთი საათის წინ ქალაქ ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ფალიაშვილის ქუჩაზე ვაჭრობდნენ, მერიამ ჯერ ქუჩაზე ადგილის შენაცველება სთხოვა, სამი დღის წინ კი ქუჩა დაატოვებინეს და ძალის გამოყენებით დაუშალეს მაგიდები. „არ დავიშლებით, სანამ მერი არ შეგვხვდება და არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ჩვენც გვინდა მაღაზიები გვქონდეს, მაგრამ ამის საშუალება არ არის და ამიტომ ვვაჭრობთ ქუჩაში“.
გარემოვაჭრეებს ქალაქის ვიცე-მერი, ჯემალ ანანიძე უნდა შეხვედროდა, თუმცა გარემოვაჭრეებმა მერთან შეხვედრა მოითხოვეს: „ვიცე-მერი ვერაფერს ვერ წყვეტს.“
რობერტ ჩხაიძე გარემოვაჭრეებს მერიის შენობის წინ რამდენიმე წუთით შეხვდა.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=YFNlFjfSxOw&w=560&h=349]
ავტორი: ქეთი ლაბაძე
ერთი საათის წინ ქალაქ ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ფალიაშვილის ქუჩაზე ვაჭრობდნენ, მერიამ ჯერ ქუჩაზე ადგილის შენაცველება სთხოვა, სამი დღის წინ კი ქუჩა დაატოვებინეს და ძალის გამოყენებით დაუშალეს მაგიდები. „არ დავიშლებით, სანამ მერი არ შეგვხვდება და არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ჩვენც გვინდა მაღაზიები გვქონდეს, მაგრამ ამის საშუალება არ არის და ამიტომ ვვაჭრობთ ქუჩაში“.
გარემოვაჭრეებს ქალაქის ვიცე-მერი, ჯემალ ანანიძე უნდა შეხვედროდა, თუმცა გარემოვაჭრეებმა მერთან შეხვედრა მოითხოვეს: „ვიცე-მერი ვერაფერს ვერ წყვეტს.“
რობერტ ჩხაიძე გარემოვაჭრეებს მერიის შენობის წინ რამდენიმე წუთით შეხვდა.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=YFNlFjfSxOw&w=560&h=349]
„შეწყდეს ქველმოქმედების დევნა“
ავტორი: ლელა დუმბაძე
დღეს 21 თებერვალს, ბათუმში ზვიად გამსახურდიასა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, იქ სადაც წლების განმავლობაში „წმ. ნინოსა და წმ. ფრანჩესკას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“-ს მიერ დაარსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. ფონდის ხელმძღვანელი სვეტა კუდბა და საზოგადოების წარმომადგენლები, საქველმოქმედო ფონდისთვის შენობის წარტმევის ფაქტს აპროტესტებდნენ.
აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ შენობა საქველმოქმედო ფონდს გასულ წელს წაართვა და შემდეგ დაანგრია, დედათა და ბავშვთა თავშესაფარის გარდა შენობაში უფასო სასადილოც ფუნქციონირებდა, სადაც ასამდე მიუსაფარი ადამიანი ყოველდღიურად იკვებებოდა.
„შეცბა და მითხრა – მტოვებ?“ – ივანიშვილის სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დეტალები
ბიძინა ივანიშვილი ია ანთაძესთან ინტერვიუში ხელისუფლებასთან ურთიერთობის დეტალებს იხსენებს „სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერე, ვინ არიან ესენი. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ მთლიანად ვიყავი ჩართული ჩემს საქმეში, მქონდა ჩემი დღის რეჟიმი, დაკავებული ვიყავი ოჯახით, არ ვხვდებოდი პოლიტიკოსებს. საერთოდ, პოლიტიკა ჩემი თემა არ იყო. Continue reading “„შეცბა და მითხრა – მტოვებ?“ – ივანიშვილის სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დეტალები”
„შადრევანი“ სადარბაზოში
[youtube https://www.youtube.com/watch?v=M0LVUGRa2To]
[youtube https://www.youtube.com/watch?v=M0LVUGRa2To]
„ყველას თავი ხომ არ ტკივა, ზოგიერთს გული გვაწუხებს“
პედაგოგთა დაზღვევა და მედიკამენტები შერჩევით
ავტორი:ნანა კვაჭაძე
რამდენად სამართლიანია, პაციენტს მისცე მხოლოდ ის მედიკამენტები, რაც წინასწარ განსაზღვრულ ნუსხაშია შეტანილი? – კითხულობენ პედაგოგები, რომლებიც ამბობენ, რომ პედაგოგთა დაზღვევით გათვალისწინებული შეღავათით – 50 ლარის ღირებულების მედიკამენტები მთელი წლის მანძილზე – ვერ სარგებლობენ. Continue reading “„ყველას თავი ხომ არ ტკივა, ზოგიერთს გული გვაწუხებს“”
„ყასტრანსოილის“ ნავთობპროექტი ჩაისუბანში
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
სოფელ ჩაისუბნის ტერიტორიაზე, დასახლებულ უბანთან ახლოს, „ყასტრანსოილი“ ნავთობშლამების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. პროექტის საჯარო განხილვა, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტთან ერთად, დეკემბერში იგეგმება. საბოლოო გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემაზე გარემოს დაცვის სამინისტრო მიიღებს. მისი ქვემდებარე ორგანო აჭარაში კომპანიის მუშაობას გარემოს დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით არც თუ ისე დადებითად აფასებს. Continue reading “„ყასტრანსოილის“ ნავთობპროექტი ჩაისუბანში”
„ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნების სამზადისში
ავტორი: ცაგო კახაბერიძე როგორ ემზადება „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებისთვის? გაზეთი „ბათუმელები“ ამის შესახებ მოძრაობის წევრს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ესაუბრა. ბატონო ნუგზარ, რა სიახლეებს შესთავაზებთ ამომრჩეველს 2012 წლის არჩევნებზე, რაზე გააკეთებთ აქცენტს?სიახლეები გამომდინარეობს იმ გამოწვევებიდან, რომელთა წინაშე იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა. უმეტესად ეს იქნება დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასთან, ეკონომიკური მდგრადობისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ეკონომიკასთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზებთ სრულიად განსხვავებულ მოდელს დიფერენცირებულ გადასახადებთან დაკავშირებით, არ შეიძლება გადასახადს ერთნაირად იხდიდეს მდიდარიც და ღარიბიც, განსაკუთრებით ეს ეხება დღგ-ს გადასახადს, რომელიც ახრჩობს მცირე მეწარმეებს. როგორ აპირებთ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას?ჩვენ პირველად დავიწყებთ საარჩევნო პროგრამის შედგენას ამომრჩევლებთან ერთად. თეზისები უკვე მომზადებული გვაქვს და რამდენიმე დღეში იქნება პრეზენტაცია. მოვივლით თემებს, მოსახლეობას გავაცნობთ ამ თეზისებს, რომ მათთან ერთად ავსახოთ მათი პრობლემები. ეს მოხდება მაის-ივნისის ბოლოს. იქნებიან თუ არა პარტიაში ახალი სახეები?რა თქმა უნდა იქნებიან ახალი სახეები და ამ პროცესში ვინც უკეთ მოახერხებს მუშაობას, ის მოხვდება ჩვენს გუნდში. კონკრეტულად ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, ჩვენ ვმუშაობთ, როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სისტემის კუთხით, რომ იყოს ცნობილი სახეები და საზოგადოებას მოულოდნელობას ნამდვილად არ შევთავაზებთ. გარდა უშუალო შეხვედრებისა, წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტურად წარმართვის მიზნით სხვა რა გაქვთ დაგეგმილი? Continue reading “„ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნების სამზადისში”
„ქართული ოცნების” აქცია იუსტიციის სახლთან
ავტორი:ლელა დუმბაძე
„მე თავისუფალი მოქალაქე ვარ” – ამ ლოზუნგით კოალიცია „ქართული ოცნების” წევრები დღეს ბათუმის იუსტიციის სახლის წინ შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მოქალაქებზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტი უსიტყვოდ, ხმამაღალი სტვენით გამოხატეს.
„ესენი არიან მოქალაქეები, რომლებმაც გამოხატეს თავისუფალი ნება, რომ მიეღოთ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა. ხელისუფლება ქვეყანაში ამკვიდრებს კლასიკური ტიპის ავტორიტარიზმს, ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დაბარებულია დასაკითხად ოპოზიციის მხარდამჭერები და ჩვენ, ბუნებრივია ვართ ჩვენი მომხრეების გვერდით.
აქცია „მე ვარ თავისუფალი მოქალაქე” ყოველთვის იქნება იქ, სადაც იქნება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვა”- „თავისუფალი დემოკრატების” წევრი სულხან ღლონტი.
დღეს იუსტიციის სახლში „თავისუფალი დემოკრატების” წევრების დაკითხვა დილის ათი საათიდან მიმდინარეობდა. ამ დროისთვის მერი ცენტერაძე, ოლეგ არველაძე, შოთა თოდაძე, იოსებ ბოლქვაძე, ირაკლი ბერიძე და ნუგზარ სელიმბა არიან დაკითხულნი.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=njiXOTAJEu4&w=560&h=315]
ავტორი:ლელა დუმბაძე
„მე თავისუფალი მოქალაქე ვარ” – ამ ლოზუნგით კოალიცია „ქართული ოცნების” წევრები დღეს ბათუმის იუსტიციის სახლის წინ შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მოქალაქებზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა პროტესტი უსიტყვოდ, ხმამაღალი სტვენით გამოხატეს.
„ესენი არიან მოქალაქეები, რომლებმაც გამოხატეს თავისუფალი ნება, რომ მიეღოთ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა. ხელისუფლება ქვეყანაში ამკვიდრებს კლასიკური ტიპის ავტორიტარიზმს, ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დაბარებულია დასაკითხად ოპოზიციის მხარდამჭერები და ჩვენ, ბუნებრივია ვართ ჩვენი მომხრეების გვერდით.
აქცია „მე ვარ თავისუფალი მოქალაქე” ყოველთვის იქნება იქ, სადაც იქნება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვა”- „თავისუფალი დემოკრატების” წევრი სულხან ღლონტი.
დღეს იუსტიციის სახლში „თავისუფალი დემოკრატების” წევრების დაკითხვა დილის ათი საათიდან მიმდინარეობდა. ამ დროისთვის მერი ცენტერაძე, ოლეგ არველაძე, შოთა თოდაძე, იოსებ ბოლქვაძე, ირაკლი ბერიძე და ნუგზარ სელიმბა არიან დაკითხულნი.
[youtube https://www.youtube.com/watch?v=njiXOTAJEu4&w=560&h=315]
„ქართუ ბანკის“ თანამშრომლები დააკავეს
ეკა ბესელიას პრესსამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ დააკავა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ”ქართუ ბანკის” თანამშრომლები, ასევე ამოიღო ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობის ფულადი თანხა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ფერადი“ შემოქმედება
ავტორი: (მოქალაქე ჟურნალისტი) ლუიზა ბალაძე
საქართველოში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. თუმცა, სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს თავისი ნიჭის საზოგადოებისთვის გაზიარების შესაძლებლობა. საჭიროა აღმოვაჩნოთ ასეთი ადამიანები და ვეზიაროთ მათ შემოქმედებას.
გადავწყვიტე გაგაცნოთ ორი ადამიანი, რომელიც, ვთვლი, რომ მართლაც ძალიან ნიჭიერია.
ნინო თათარაშვილი, 20 წლის, ცხოვრობს ქ. თბილისში. ხატავს ბავშვობიდან, ეს ნიჭი დედისგან გამოყვა, რომელიც მხატვარ-ოქრომჭედელია. როგორც თვითონ აღნიშნა, განსაკუთრებით უყვარს პორტრეტების შექმნა, ასევე ქმნის კარიკატურებსაც. Aამბობს, რომ ბავშვობაში ხატავდა ფერებში, ახლა კი მისი ნამუშევრები ძირითადად ფანქრითაა შესრულებული.
რა თქმა უნდა ეს საქმიანობა მას სიამოვნებას ანიჭებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის ნამუშევარს იწონებენ.
ახლა კი იხილეთ ნინოს რამდენიმე ნახატი… Continue reading “„ფერადი“ შემოქმედება”
„ფასადიზმი” კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად
სულხან ოქროპირიძე, ისტორიკოსი
ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში (მემედ აბაშიძის #33 ბარათაშვილის #8), მდებარეობს ბათუმის ყოფილი საფოსტო განყოფილების შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია. აღნიშნული შენობა XIX საუკუნის ბოლოს იქნა აგებული. ფოსტის შენობა საინტერესოა იმით, რომ ის კავშირგაბმულობის ფუნქციის მქონე ერთ–ერთი უძველესი ნაგებობაა.
აჭარის სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტით ირკვევა, რომ თავდაპირველად ამ ადგილას არსებული სახლი ფრანგ ვაკიეს ეკუთვნოდა. მისგან შენობა ქუთაისელმა ძმებმა იაკობაშვილებმა შეიძინეს, რომლებიც ვაჭართა ფენას მიეკუთვნებოდნენ. ნაგებობის საფოსტო კანტორად გადაკეთების პროექტი 1913 წელს შემუშავდა, არქიტექტორ მიხეილ ნიკოლოზის ძე ნეპრინცევის მიერ. 1922 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია. წლების მანძილზე შენობა წარმოადგენდა ბათუმის საფოსტო კანტორას.
ეს შენობა 2010 წლის 30 მარტს ლევან ვარშალომიძემ, პირდაპირი მიყიდვის წესით, იმავე დღეს დაფუძნებულ კომპანია „აქთივ ბათუმს“ მიჰყიდა 2 500 000 დოლარად. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოები გამოიწვევდა ძეგლის ისტორიული სახის შეცვლას, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების ნებართვა საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპანიას, რეგისტრაციის დღესვე 30 მარტს მისცა (#3/133 ბრძანება).
ახალმა მეპატრონემ ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაიწყო, რასაც მოჰყვა შენობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ატრიბუტის გუმბათის მოხსნა. შენობის უკანა მხარეს 13-სართულიანი, 100-ნომრიანი სასტუმრო აიგება. თავად კომპლექსს კი მრავალფუნქციური დანიშნულება ექნება. ფოსტის ყოფილ შენობაში კაზინო განთავსდება. ასევე, მოეწყობა ბიზნესცენტრი, ფიტნესკლუბი, რესტორანი, ღამის კლუბი და სილამაზის ცენტრი. Continue reading “„ფასადიზმი” კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად”
„ტელერახი 25“-ის ჟურნალისტი: „აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა შეურაცხმყო“
„ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტი, თეონა თურმანიძე ამბობს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვიდეო კამერა წაართვა და სიტყვიერად შეურაცხყო. Continue reading “„ტელერახი 25“-ის ჟურნალისტი: „აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა შეურაცხმყო“”
„სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“
რის პროპაგანდას ეწევა ნაციონალური მედია?
ავტორი: ლელა დუმბაძე
18 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნაციონალურმა ტელევიზიებმა საქართველოს პრეზიდენტს საინფორმაციო გამოშვებებში, მთლიანობაში, 8 საათი და 52 წუთი დაუთმეს. ყველაზე ვრცელი სიუჟეტები _ 15, 20, 35 წუთი მიხეილ სააკაშვილის თელავის ბაზარში სტუმრობას და კახელი მეზობლების გამასპინძლებას მიუძღვნეს. უპრეცედენტოდ ვრცელი სინქრონით (29 წუთი) გამოირჩეოდა წინანდალში ღვინის ინსტიტუტის გახსნის ამსახველი სიუჟეტი. თბილისში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციისადმი მიძღვნილ სიუჟეტებში, მიხეილ სააკაშვილის 15-წუთიანი სინქრონებია გამოყენებული.
რას ხედავს მაყურებელი ამ სიუჟეტებში? ავიღოთ ერთ-ერთი, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ „სიყვარული პრეზიდენტის ვენახში“. ჟურნალისტი ოცი წუთის განმავლობაში აჩვენებს, როგორ მიდის პრეზიდენტი ბაზარში, როგორ ყიდულობს ყველს, ერთ კილოგრამს 15 ლარად, როგორ ჩუქნიან მას გლეხები ჩურჩხელებს და უმტკიცებენ სიყვარულს: „აი ხალხო, აი ხალხო, დაინახეთ ხალხო“, _ იძახის პრეზიდენტის ნახვით აღტაცებული 80 წლის მარგო, რომელიც ბედნიერია იმით, რომ სააკაშვილი, როგორც მოკვდავი, ბაზარში საკუთარი თვალით ნახა.
„სახალხო კრების“ აქტივისტი დააკავეს
ნათია ზოიძე, ნეტგაზეთი
სამართალდამცავებმა ბათუმში “სახალხო კრების” ახალგაზრდა აქტივისტი, 23 წლის ცოტნე ანანიძე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ბრალს 21 მაისს აჭარის ტელევიზიის ბლოკირებასა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო წაუყენებენ. Continue reading “„სახალხო კრების“ აქტივისტი დააკავეს”
„სადაც ჩვენი საქმე მიგვიყვანს, იქ ვიცხოვრებთ“
ავტორი: ტარიელ ცეცხლაძე
ბათუმელი სულხან ღლონტი, რომელიც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, მალე დაოჯახდება. მისი რჩეული რუსა ანანიაშვილი გახდა. სულხანი ამბობს, რომ რუსას პოლიტიკაშიც შეეძლო წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა ოჯახი იმის ფუფუნებას არ იძლევა, რომ ორი წევრი პოლიტიკაში იყოს, ამიტომაც პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ სულხანი დარჩა.
Continue reading “„სადაც ჩვენი საქმე მიგვიყვანს, იქ ვიცხოვრებთ“”
„საბლაიმის“ ივენთები
ავტორი: თეონა თურმანიძე
კლუბ „საბლაიმში“14 ივლისს დიჯეი „ჩიპო“, ლაშა და ბაჩო იქნებიან, 15 ივლისს კი გადაცემა „ფეის კონტროლის“ ფართია, რომელსაც წაიყვანს დიჯეი გოგიტო. საღამო 11 საათზე დაიწყება.
კლუბში შესვლა საზაფხულო სენზე ფასიანია. კონკრეტულად ამ ღონისძიებებზე კი 15 ივლისს გოგონებს 20, ხოლო ბიჭები 30 ლარის გადახდა მოუწევთ, თუ კლუბს პირველის ნახევრამდე ესტუმრებიან, ხოლო შუაღამის შემდეგ გოგონების შესვლა 25, ხოლო ბიჭების – 40 ლარი ღირს. მაგიდები დეპოზიტების მიხედვით 300, 500 და 1000 ლარიანი იქნება, ხოლო დანარჩენ ღონისძიებებზე დეპოზიტის მინიმილური ფასი 200 ლარიდან იწყება.
ასევე შაბათს, 16 ივლისს, იგეგმება ღონისძიება, სადაც დიჯეები ვაკო და კავალსკი იქნებიან.
ავტორი: თეონა თურმანიძე
კლუბ „საბლაიმში“14 ივლისს დიჯეი „ჩიპო“, ლაშა და ბაჩო იქნებიან, 15 ივლისს კი გადაცემა „ფეის კონტროლის“ ფართია, რომელსაც წაიყვანს დიჯეი გოგიტო. საღამო 11 საათზე დაიწყება.
კლუბში შესვლა საზაფხულო სენზე ფასიანია. კონკრეტულად ამ ღონისძიებებზე კი 15 ივლისს გოგონებს 20, ხოლო ბიჭები 30 ლარის გადახდა მოუწევთ, თუ კლუბს პირველის ნახევრამდე ესტუმრებიან, ხოლო შუაღამის შემდეგ გოგონების შესვლა 25, ხოლო ბიჭების – 40 ლარი ღირს. მაგიდები დეპოზიტების მიხედვით 300, 500 და 1000 ლარიანი იქნება, ხოლო დანარჩენ ღონისძიებებზე დეპოზიტის მინიმილური ფასი 200 ლარიდან იწყება.
ასევე შაბათს, 16 ივლისს, იგეგმება ღონისძიება, სადაც დიჯეები ვაკო და კავალსკი იქნებიან.
„რუსი როდენი“ აჭარის მუზეუმში
ავტორი: ნანა კვაჭაძე
ლოტი 367 – ქალის თავი, მასალა – ხე, მოქანდაკე სტეფან ერზია, საწყისი ფასი: 20 ათასი დოლარი – ეს ინფორმაცია ფოტოსთან ერთად „სოთბის“ აუქციონის ვებგვერდზეა განთავსებული. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ამ მოქანდაკის შვიდი ნამუშევარია დაცული. ამათგან მხოლოდ სამია გამოფენილი, დანარჩენი ოთხი ნამუშევარი კი მუზეუმის საცავში ინახება.
20 ათასი დოლარი სტეფანე ნეფედოვ-ერზიას ნამუშევრისათვის საკმაოდ მცირე თანხაა, თუმცა ეს მხოლოდ საწყისი ფასია. აუქციონზე ერზიას ფასი აიწევს. „სოთბის“ ექსპერტები მის გაყიდვას 50 ათას დოლარად ვარაუდობენ, თუმცა ერზიას ხეში შესრულებული ქალის სკულპტურა შესაძლოა ექსპერტების მიერ ნავარაუდევ თანხაზე მეტადაც გაიყიდოს. გასული წლის ივნისში ერზიას „ქალის თავი“ (სკულპტურა იმავე სერიიდან) „მაკ’დუგალის“ აუქციონზე 117 ათას დოლარად გაიყიდა.
მორდველი მოქანდაკის, ნეფედოვ-ერზიას სამი სკულპტურა – „შოთა რუსთაველი“ (ორი ნამუშევარი) და „ილია ჭავჭავაძე“ _ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ძირითად ექსპოზიციაშია წარმოდგენილი, დანარჩენი ოთხი: ლენინის -ორი, მარქსის და ერთიც ფილიპე მახარაძის ბიუსტები ამავე მუზეუმის საცავში ინახება. Continue reading “„რუსი როდენი“ აჭარის მუზეუმში”
„როცა ადამიანი სამუშაოს ეძებს, ის უკვე აღარ არის კრიმინალი”
ავტორი: ლელა დუმბაძე
აჭარაში დღეს 2600 პრობაციონერია, მათ შორის 200 ქალია
პრობაციონერები, ძირითადად, ის მსჯავრდებულები არიან, ვინც შედარებით მსუბუქი დანაშაული _ ხულიგნობა, ქურდობა ან რაიმე ადმინისტრაციული კანონდარღვევა ჩაიდინა. მართალია, მათ ციხის გარეთ სოლიდური ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ უშვებენ, მაგრამ თავისუფლება ამად უღირთ. პრობაციონერმა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა იმუშაოს.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე განთავსებულ პრობაციის ბიუროში ხალხმრავლობაა. 17 წლის დათო სიგარეტს აქტიურად ეწევა და ცოტათი ნერვიულობს კიდეც… კვირაში ერთხელ პრობაციის ბიუროში ცხადდება, დღეს კი სწორედ ის დღეა, როცა ხელი უნდა მოაწეროს გამოცხადების ფურცელს და უკან გაბრუნდეს. მას, ჯერჯერობით, სამუშაო არ აქვს და ელოდება, როდის შესთავაზებს სახელმწიფო ჩადენილი დანაშაულისთვის გამოსასწორებელ შრომას. ის სასჯელს ხულიგნობისა და ქურდობის გამო იხდის. „სკოლაში სიარული მეზარებოდა, თუმცა სპორტი მომწონს და მინდა, სირბილში ვივარჯიშო. ვნახოთ, რა გამომივა“, – ამბობს დათო, მერე გვემშვიდობება და ქუჩას მიუყვება…
Continue reading “„როცა ადამიანი სამუშაოს ეძებს, ის უკვე აღარ არის კრიმინალი””
„რესპუბლიკური პარტია“ ივანიშვილთან კონსულტაციებისთვის მზადაა
„რედისონის“ ფორსმაჟორი
Radisson Blu Hotel Batumi-ის ოფიციალურად გახსნას აგვისტოსთვის გეგმავენ. იმის მიუხედავად, რომ 4-ვარსკვლავიანმა სასტუმრომ პირველი საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები უკვე მიიღო და მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის კონფერენციაც ჩაატარა, დამსვენებლის მისაღებად ჯერ მზად არ არის. სასტუმროს ადმინისტრაციაში არ საუბრობენ იმ მიზეზებზე, თუ რატომ გახდნენ იძულებული პირველი სტუმრები ფორსმაჟორში მიეღოთ.
ირმა ზოიძე
„რადუგა“, „ნაუკა“და რუსული ფული
ავტორი: ნინო ყიფშიძე
მაშინ, როცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში „ნაუკად“ წოდებული სანატორიუმი ჯერ კიდევ გადაჰყურებდა შავი ზღვის ზოლს და ციცაბო კლდის პირს ამშვენებდა, მოსახლეობა საუბრობდა იმაზე, რომ „ნაუკას“ მალე აიღებდნენ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხრეთის მიმართულებით, ახალ დასასვენებელ კომპლექსს გააშენებდნენ. გავიდა დრო. დაცარიელებული და უფუნქციოდ დარჩენილი „ნაუკა“ ნელ-ნელა ნანგრევებად იქცა, ისევე როგორც მის გარშემო გაშენებული ე.წ. „გენერლის“ ულამაზესი სახლები. წელს ზაფხულში ციხისძირში ჩასულ ტურისტებს „ნაუკას“ ნაცვლად კლდეზე სრულიად ახალი შენობის რამდენიმე სართული დახვდათ წამოჭიმული, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები გამალებული ტემპით ისევ მიმდინარეობს, რათა 2012 წლის ბოლოს ახალი შენობის ახალმა მეპატრონემ დასასვენებელი კომპლექსი გამოსაყენებლად სრულ მზადყოფნაში ჩაიბაროს. Continue reading “„რადუგა“, „ნაუკა“და რუსული ფული”
„რა მანქანები აგიტყდათ ხალხო?“
ავტორი: ცაგო კახაბერიძე
„ … კიდევ მანქანებს ყიდულობთ ხალხო? – თქვე შემოდგომის აზნაურებო, ტუალეტი ვერ მოგიწყვიათ და ნათურა ვერ დაგიბამთ შიგ, რა მანქანები აგიტყდათ, ერთი წელია კომპიუტერს გთხოვთ, როგორც ჩანს, თქვენთვის კომპიუტერი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ ფულით ხომ მთელ საკრებულოს აღჭურვავდით ტექნიკით“. Continue reading “„რა მანქანები აგიტყდათ ხალხო?“”
„პრასტიტუტკა იაფფასიანი ბოათი” ანუ რა კავშირი აქვს ეიფელს ბათუმთან
ავტორი: სოფიკო დიასამიძე
არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში ხშირად ახსენებენ ცნობილ გუსტავ ეიფელს და მის კიდევ უფრო სახელგანთქმულ კოშკს. ყოველი შემთხვევისათვის ფრანგი ინჟინრის გვარი ყოველთვის მესმის, როდესაც ახალი არქიტექტურული ნაგებობების გამო იწყება კამათი.
სამშობიაროს გვერდით, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე, რამდენიმესართულიანი კიტჩი აღიმართა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ უგემოვნებას მყვირალა სახელით – „მთელი ბათუმი ერთ სახლში”. რა გავიფიქრე მისი დანახვისას? რაც, ალბათ, სხვებმაც გაიფიქრეს– „ამის არქიტექტორსაც და ნებართვის გამცემსაც, ხელები უნდა მოამტვრიოს კაცმა“. ხმამაღლა გამოვთქვი უკმაყოფილება და მიპასუხეს – „ეიფელის კოშკსაც თავდაპირველად აღშფოთებული შეხვდა საზოგადოებაო“.
თეატრის მოედანზე დიდი ხომალდის გემბანივით აჭრელებული მრავალსართულიანი სახლები, მოოქროვილი ლომები, მოოქროვილი ნეპტუნი თუ პოსეიდონი, მოოქროვილი კაპიტელი და თეატრის ფრონტონზე საშინელზე უსაშინლესი რელიეფი გავაპროტესტე. ისევ ეიფელი შემახსენეს. Continue reading “„პრასტიტუტკა იაფფასიანი ბოათი” ანუ რა კავშირი აქვს ეიფელს ბათუმთან”
„პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რაც შეიძლება მოხდეს“, – ქიბარ ხალვაში
„არ არსებობს ისეთი რამ, რასაც მიშა და მისი ბანდა არ იკადრებს და იკისრებს. ხვალ უკვე სხვა რეალობა შეიძლება დაგვხვდეს, ხალხი უნდა ჩაერთოს პროცესებში, თორემ ბოლო ქართული ოცნებაც დაიღუპება“ – ეს სტატუსი მიუნხენში მყოფმა ქიბარ ხალვაშმა საკუთარ კედელზე „ფეისბუქში“ წუხელ გამოაქვეყნა. Continue reading “„პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რაც შეიძლება მოხდეს“, – ქიბარ ხალვაში”
მსახიობი და ფოტოგრაფი დაშორების შემდეგ
ბათუმში გამორჩეული წყვილის – ირაკლისა და მეგის ქორწინება ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეგობრობით დასრულდა. ისინი ერთი წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ჰყავთ წლინახევრის ქალიშვილი – მარიამი. დღეს ამბობენ, რომ თუნდაც შვილის გამო ღირს ოჯახის შენარჩუნება, თუმცა მეგობრობის სურვილი განქორწინების შემდეგ ირაკლის იდეა იყო.
მსახიობი მეგი კობალაძე და ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე კლასელები არიან. მათი სასიყვარულო ისტორიაც ამ წლებს უკავშირდება. თუმცა, სერიოზული გრძნობა მოგვიანებით მოვიდა.
ირაკლი: „მეგი მცემდა ხოლმე სკოლაში:) ჰოდა, ერთხელაც კლასელების ხელმოწერები შევაგროვე და გავარიცხინე დირექტორს სკოლიდან:) მერე ოთხი წლით პეტებურგში წავედი, რომ ჩამოვედი, ურთიერთობა ისევ განახლდა, მეგი ყოველთვის მომწონდა და მინდოდა.“
- მეგი, როგორ ცხოვრობ? რას საქმიანობ?
არაფრით არ ვარ დაკავებული, ვარ მარიამთან, მეგობრებთან ერთად, ვუყურებ ფილმებს. ორი წელია აღარ ვარ თეატრში, ისე მოხდა, რომ არ დამაკავეს როლებით. ახლა უფრო მიჭირს, თავიდან ასე ვერ ვგრძნობდი. დრო რომ გავიდა, ჩემს თავში დავიწყე სხვა სიახლეების ძიება, წერა მიყვარს, ამაზე გადამაქვს ხოლმე ემოციები. ბევრი საინტერესო რამეა, რაშიც შეიძლება გამოსცადო შენი თავი, თავისუფალი დრო მაქვს და დავწერე პიესა, მალე დავასრულებ კიდევ ერთს.
მე და ირაკლი როცა დავშორდით, ბევრს ვფიქრობდი, მერე ვაკვირდებოდი დაშორებულ წყვილებს და თავს ვეკითხებოდი: – რატომ ხდება ასე? – ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მაგრამ ერთად ვერ არიან და დავწერე 30-წუთიანი პიესა. ახლა ვწერ 60 წლის მამაკაცზე, რომელიც ვერ შედგა, ვერ რეალიზდა, რეალური ისტორიაა. ვიცნობ ადამიანს, რომელიც გახდა ჩემი შთაგონება, ის ახალგაზრდაა, თუმცა სხვა ასაკში წარმოვიდგინე.
- საჯარო გახდება ეს პიესები და სხვა ნაწერები?
ამაზე არ ვფიქრობ, ირაკლის მამა, კაკო თუ იტყვის, რომ მოეწონა, გავაგრძელებ წერას.
- და თუ იტყვის, რომ არ მოეწონა?
არ დავანებებ, თუმცა ამბიციაც აღარ მექნება.
ბევრი რამეა, რისი კეთებაც მიყვარს – მარიამთან ერთად თამაში, ცეკვა, სეირნობა, მუსიკა, კითხვა, მეგობრები, მარიამი ბოლომდე მავსებს, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც ეგოს გარეშე მიყვარს, მან დადებითისკენ შემცვალა. რაზეც არ მიფიქრია, ახლა დავიწყე ფიქრი, უფრო დამთმობი, თავშეკავებული გავხდი, იმასაც მივხვდი, რომ ცხოვრება ღირს, ის მყავს და უფლის ნებით კიდევ ბევრი შვილი მეყოლება.
- სპონტანური გადაწყვეტილებები ხშირად მიგიღია?
დაგეგმილი ცხოვრება არ გამომდის, რაც დავგეგმე, ყველაფერმა კრახი განიცადა, მივყვები დინებას. სულ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი, რაც არ გამოდიოდა, ჩემი ბრალი იყო, ახლა აღარ ვარ ასე, გავიზარდე და მიმაჩნია, რომ აზრი არა აქვს იძახო – ჩემი ბრალია. ემოციური კი ყოველთვის დავრჩები. ემოციურობით საკუთარ თავს უფრო ვღლი, ვიდრე სხვას. მომწონს და მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ.
- დაშორების შემდეგ ხშირად გიფიქრია ვინმეს ბრალეულობაზე, საკუთარ შეცდომებზე თუნდაც?
თუ ადამიანს აღარ უყვარხარ, რა სისულელეა ამ კითხვის დასმა, ორივეს შეცდომა იყო ეს, ორივემ დავაშავეთ სადღაც. არც იმას ვამბობ, რომ ეს რომ არა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მეც და ირაკლიმაც დავუშვით შეცდომები. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა იყოს, ახლა ვმეგობრობთ და ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ, რომ იმიტომ ვმეგობრობთ, რომ შვილი გვყავს. არა, ირაკლი რომ არ მიყვარდეს, გამორიცხულია ნებისმიერი ურთიერთობა, ის მიყვარს, როგორც ადამიანი, ძალიან ახლობელია ჩემი.
- როცა დაშორდით, მეგობრობის იდეა ვის გაუჩნდა?
ჩემთვის რომ გეკითხათ, გამორიცხული იყო ეს, იმიტომ, რომ გაგიჟებით მიყვარდა… ირაკლის კი ძალიან უნდოდა მეგობრობა, დედას გეფიცები, დღემდე ვითვალისწინებ ირაკლის აზრს. იმ დროს გაღიზიანებული ვიყავი, მიყვარდა და მისი მეგობრობა ვერ წარმომედგინა, დრო გადის და ეგუები რაღაცებს, თავიდან დაიბადა სხვა გრძნობა.
- ირაკლი, რას საქმიანობ?
ჩემი საქმე ფოტოგრაფიაა, ფინანსური კუთხითაც მინდა მომგებიანი გავხადო ჩემი პროფესია. ვაპირებ ევროპაში 5-6 თვით სასწავლებლად წავიდე.
როცა პრობლემები მქონია, ხშირად გავსულვარ ქალაქიდან სამოგზაუროდ, მეგისაც რომ დავშორდი, წავედი. ბოლოს მივხვდი, რომ შენ საკუთარ თავს ვერ გაექცევი, საკუთარ თავთან უნდა მოაგვარო რაღაცები, ეს მოგზაურობა კი ბუნებრივია სიახლეს, კავშირებს მაძლევს. მთელი ცხოვრება ვცდილობ, ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება ვისწავლო.
პირველი პერსონალური გამოფენა მქონდა უკრაინაში, 2008 წლის 28 აგვისტოს, ბათუმში ჯერ არ მქონია, იმიტომ, რომ არ მინდა მნახველი მოვიდეს, ნახოს, შეაფასოს მხოლოდ, ესეც კარგია, მაგრამ, მინდა, უფრო საინტერესო გამოვიდეს, სანახაობრივი იყოს.
- იცი, ახლა გისმენ და ასე მგონია, რომ მეგისთან თანაცხოვრების პერიოდშიც კი საკუთარ თავზე ფიქრობდი, ასე იყო?
კი, მე თვითონ ვარ ასეთი ადამიანი, ვფიქრობ საკუთარ თავზე, ბავშვობიდან ასე ვარ. ყველას უყვარს საკუთარი თავი, თუმცა ეგოისტი არ ვარ, პასუხისმგებლობის გადაბარება არ მომწონს, მე თუ რაღაცას ფოტოგრაფიაში მივაღწევ, იქნება ჩემთვის და ჩემი შვილისთვის.
- როგორი ქალი უნდა იყოს შენ გვერდით?
სიმართლე გითხრა, მეგის რომ დავშორდი, ბევრი ქალი იყო, რომელთანაც შემეძლო ურთიერთობის დაწყება… მეგისგან ვისწავლე ბევრი, არა მგონია, კიდევ ვინმემ მომაწოდოს ის, რაც მან მომცა. ზოგჯერ მენატრება კიდეც ის ყველაფერი, ამ ეტაპზე ვერ ვნახე ის… არც ვეძებ. იშვიათად მჯერა ქალის და მამაკაცის მეგობრობის, ან ყველაფერი ვნებით მთავრდება, ან დიდი გრძნობით.
- ერთმანეთს კარგად იცნობდით, მეგობრობის დიდი დრო გაკავშირებდათ, საერთო ინტერესებიც გქონდათ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი..
მეგიმ მონათლა დეიდაჩემი, მერე გაჩნდა ათასი კითხვა, ჩავედით თბილისში საპატრიარქოში, ქორეპისკოპოსთან მივედით, კურთხევა მოგვცა, 22 წლის ასაკში დავქორწინდით. არ ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვით. როცა ადამიანი გიყვარს, გინდა მასთან ყოფნა, თუმცა არ მინდა, რომ ჩემი შვილი, მარიამი 16 წლის გათხოვდეს. ეს იყო გრძნობების პიკი, შეგვეძლო ერთმანეთისთვის ყველაფერი მიგვეცა.
მეგი: – არანაირი კომპლექსი არ გვაქვს და ერთმანეთთან ყველაფერზე ვსაუბრობთ. ირაკლი ის ადამიანია, რომელსაც არასოდეს გავუშვებ და არც ის გამიშვებს. როცა დავშორდით, მეუბნებოდნენ, რომ დაწყნარდები და ა.შ. თავიდან, ბუნებრივია, ბევრი ემოცია მქონდა, დაშორებულები ბევრს ვჩხუბობდით, დათმობებზე მე მივდიოდი.
- ღალატს აპატიებდი?
ირაკლი: ვიცოდი, რომ მაპატიებდა, მე კი ვერასოდეს და ყოველთვის ვეჭვიანობდი მეგიზე.
მეგი: რამდენჯერმე დავშორდით და შევრიგდით, თუ ვთქვი, რომ არაუშავს ე.ი. გავატარე, ანუ არასდროს გავიხსენებ, თუ ადამიანი ჩემთან არის, სხვასთანაც რომ მიღალატოს, მაინც ჩემად ვთვლი.
ირაკლი: თუ ვარ ქალთან, ვარ ბოლომდე….
მეგი: ვერ ვიტან ისეთ ქალებს, რომლებსაც საყვარელი მამაკაცი ჰყავთ და მაინც ფლირტაობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ აეჭვიანონ.
ირაკლი: ქალი შეიძლება ადვილად მომეწონოს, თუმცა მარტივი ხასიათი არ მაქვს, მორიელი ვარ:). უნდა იყო გააზრებული, გაწონასწორებული და კარგია, როცა ფინანსური მხარეც მოწესრიგებული გაქვს.
მეგი: ვიცი, რომ ირაკლის ცოლს პატივს ვცემ და ის მარიამისთვისაც ძალიან ახლობელი ადამიანი იქნება.
- გული რაზე გწყდებათ?
ირაკლი: გადავიღე ფოტო „ბათუმელები“, გული მწყდება, რომ მეგი არ არის ფოტოზე.
მეგი: ბევრ რამეზე…
- რაზე ოცნებობთ?
ირაკლი: მინდა სახლი მქონდეს ფლორენციაში, მიყვარს ის ადგილი, ორი სახლი მინდა მქონდეს, ერთში მეგი და ჩვენი შვილი ცხოვრობდეს…
ერთი ისტორია გამახსენდა, მეგის პრემირა უნდა ჰქონოდა, 30 დოლარი გვქონდა და 5 დღე უნდა გავჩერებულიყავით თურქეთში, „აიასოფიაში“ ვერ შევედით, 20 ლირა ღირდა ბილეთი, მაშინ ვთქვი, რომ მეგის გარეშე იქ არასდროს შევალ, მას შემდეგ ბევრჯერ ვიყავი თურქეთში, და ვიცი, რომ მეგის გარეშე იქ არასდროს შევალ.
მეგი: ირაკლი იმაზე კარგი ადამიანია, ვიდრე თვითონ ფიქრობს, ძალიან საინტერესო.
ირაკლი: მეგიმ მასწავლა, რა არის სიყვარული. როცა მეგის მშობიარობას ვესწრებოდი, ვიღებდი ამ ყველაფერს, ის გრძნობა არასდროს დამავიწყდება, ყელში მომაწვა ემოცია.
მეგი: მინდოდა, ჩვენი ურთიერთობა ყოფილიყო საუკეთესო, ასე არ გამოვიდა, მაგრამ მაინც შედგა, იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. ვინმემ რომ მკითხოს, რატომ დავშორდით, დღემდე არ ვიცი, როცა აზრზე მოვედი, აღარ ვიყავით ერთად, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ აღარ მიყვარდეს.
ირაკლი: გული მწყდება, რომ ერთად არ ვართ.
მეგი: მეც.
იქნებ, ისევ შერიგდეთ?
მეგი: ახლა ამაზე არ ვფიქრობთ, თუმცა ვინ იცის, არაფერია გამორიცხული, თუ ერთად უნდა ვიყოთ, ისევ ვიქნებით:)
„ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონებიც გავხდებით”
მირანდა მიქაძე
ბალახის ჰოკეის 2011 წლის გოგონათა საქართველოს ჩემპიონატში შარშანდელი ფინალი გამეორდა, ერთმანეთს ბათუმისა და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ. ამჯერად ჩემპიონობა ბათუმელმა გოგონებმა მოიპოვეს ანგარიშით – 3:1. გოგონების შემართება ვაჟებისთვის გადამდები აღმოჩნდა, რომლებმაც იმავე ანგარიშით დაამარცხეს ქუთათური სტუმრები.
Continue reading “„ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონებიც გავხდებით””
„ობამამ ცურვა არ იცის”
ავტორი: ნათია ზოიძე
საგამოძიებო ჟურნალისტიკა, გავლენა და ჟურნალისტური სოლიდარობა – ეს სამი რამ განასხვავებს ამერიკულ და ქართულ ჟურნალისტიკას ერთმანეთისაგან. მიუხედვად ამისა, პულიცერის პრემიის მფლობელი, გამომძიებელი რეპორტიორი ამბობს, რომ ამერიკული მედია შანსს ბოლომდე ვერ იყენებს.
ეკონომიკური კრიზისის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეულობით გამოცემა დაიხურა. გაზეთების ტირაჟი და თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა. ქუჩაში ეს ერთი შეხედვით არ იგრძნობა, რადგან აქ თითქმის ყველა კაფეში, ავტობუსში, მატარებლის სადგურში, აეროპორტში, ბაღშიც კი გაზეთებს კითხულობენ. ტაქსის მძღოლებს როცა შენი გატეხილი ინგლისური ესმით, ინტერესდებიან – საიდან ხარ, პასუხობ, რომ საქართველოდან და საქართველო-რუსეთის ომზე იწყებენ საუბარს. როცა ეკითხები, საიდან გაიგეს ეს -კონკრეტულ გაზეთებს გისახელებენ.
„ფოქს ნიუსი“ ობამას მიმართ მტრულად არის განწყობილი, ყოველ დღე აკრიტიკებს, პრეზიდენტი შეწუხდა და პრესსპიკერთან განიხილა – რა მოუხერხოს მათ? გადაწყვეტილება მიიღეს. ჟურნალისტები მიიწვიეს შადრევანთან. ობამას მანქანა დათქმულ დროს ჩერდება, გადმოდის მანქანიდან პრეზიდენტი და წარმოუდგენელი რამ ხდება: წყალზე გაივლის ისე, რომ არ დასველდება, უსიტყვოდ დატოვებს იქაურობას და მანქანაში პრესსპიკერს ეტყვის, – ვნახოთ, ახლა რას იტყვიან? მეორე დღეს „ფოქს ნიუსი“ ამბობს: „ობამამ ცურვა არ იცის“.
ეს რა თქმა უნდა ხუმრობაა. ამ ისტორიაში რეალური მხოლოდ ისაა, რომ „ფოქს ნიუსი“ მართლაც ძალიან აკრიტიკებს დემოკრატებს და ობამას. არავისთვის არის საიდუმლო, რომ „ფოქს ნიუსი“ რუბერტ მერდოკის არხია და ამერიკაში იგი რესპუბლიკელების მხარდამჭერ ტელევიზიად არის მიჩნეული. გავლენიან ჟურნალისტურ წრეებში ამ ტელევიზიის სახელის ხსენებაზე ან სახე ეცვლებათ და კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ, ან მხოლოდ ხუმრობენ. ის რაც ზემოთ გიამბეთ, ჩვენ ნიუ-იორკის ჟურნალისტიკის სკოლის ერთ-ერთმა ლექტორმა გვიამბო.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამერიკული მედიის სახე „ფოქს ნიუსი“ ნამდვილად არ არის. პარლამენტის თავჯდომარესთან შეხვედრის ერთი დეტალი გამახსენდა, როცა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს დავით ბაქრაძემ განაცხადა: „ამერიკაშიც არის არხები, რომელთაც პოლიტიკური პარტიები აკონტროლებენ“. რა თქმა უნდა, ეს მართალია, მაგრამ ისიც მართალია, რომ ამ ქვეყანაში ასეთი მედიაორგანიზაციები არც თუ ისე ბევრია და თუ კი არის, ის ჟურნალისტური ანეკდოტების თემაც ხდება.
ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდი ამერიკული მედიის მუშაობის პრინციპებს, ძირითადად ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს, გამომძიებელ ჟურნალისტებს.
„ვაშინგტონ პოსტის“ შესასვლელში ჩვენი ყურადღება რამდენიმე დეტალმა მიიქცია. პირველი: წითლად შეღებილი საბეჭდი მანქანა – ეს უკვე ამ გაზეთის სამუზეუმო ექსპონატია და ყველას შეუძლია სამახსოვრო ფოტო გადაიღოს. შესასვლელშივე ნახავთ დაფაზე გამოკრულ შვიდ წესს, რომლის დაცვა 1835 წლიდან აუცილებელია „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებისთვის. და მთავარი – აქ ნახავთ გაზეთის ყველა იმ ნომერს და სტატიას, რომელმაც მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიაში მიმართულებები შეცვალა. მართალია, ამერიკის 37-ე პრეზიდენტი ნიქსონი პირველი და უკანასკნელია, რომლის სავარძელიც ჟურნალისტურ გამოძიებას შეეწირა, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელიც არა მარტო ჟურნალისტურ სახელმძღვანელოებში, არამედ ამერიკის ისტორიაშიც შევიდა.
ფილადელფიის კონსტიტუციის მუზეუმში ცნობილი ადამიანების ნუსხაში „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორის, ქეთრინ გრეჰემის გვარსაც აღმოაჩენთ და თუ კი ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიების ელექტრონულ დაფაზე ერთ ღილაკსაც დააჭერთ ხელს, წაიკითხავთ ისტორიას, რატომ არის ეს ქალი მნიშვნელოვანი ამერიკისთვის.
პრეზიდენტ ნიქსონზე მომზადებული სტატიის გამოქვეყნების წინააღმდეგი ამავე გაზეთის იურისტი იყო. რედაქტორმა საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მაინც მიიღო და მიიღო პრობლემებიც. გაზეთმა რესპუბლიკელი ნიქსონის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები არჩევნების წინ დემოკრატების ოფისში მოსასმენი აპარატების დამონტაჟებასა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციაში ამხილა. წერილების ციკლი 1972 წლიდან იწყება. „ვაშინგტონ პოსტს“ ნიქსონმა ბოიკოტი გამოუცხადა და სხვებსაც მოუწოდა, ასე მოქცეულიყვნენ. ადმინისტრაციაში ან აღარ პასუხობდნენ ზარებს „ვაშინგტონ პოსტიდან”, ან ანტიპატრიოტიზმში ადანაშაულებდნენ მას. გაზეთს ფინანსურად მალე მართლაც გაუჭირდა, მაგრამ საგამოძიებო სტატიების ციკლის გამოქვეყნება გააგრძელეს, უოტერგეიტის სკანდალის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ კი პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა.
თავის დროზე თქვენ წვლილი შეიტანეთ ნიქსონი თეთრი სახლიდან დროზე ადრე რომ გამოსულიყო. მას შემდეგ თითქმის 40 წელი გავიდა, ხომ არ შესუსტდა თქვენი გავლენა? „ვაშინგტონ პოსტის“ ბოლო დროის გამოძიებებიდან მნიშვნელობის თვალსაზრისით, რომელს გამოყოფდით? – ვკითხე „ვაშინგტონ პოსტში“ ჩვენს მასპინძელს.
რამდენიმე წუთის დაფიქრების შემდეგ ერთ-ერთი რედაქტორის მოადგილე მპასუხობს: `გამოვყოფდით ალბათ საგამოძიებო სტატიებს ერაყის ომსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც ამერიკულ საავადმოყოში ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ. ჩვენმა ორმა რეპორტიორმა საგამოძიებო სტატიების ციკლისთვის პულიცერის პრემია მიიღო“.
გაზეთ „ფლორიდა თუდეის“ ახალი ამბების დარბაზში კი კედელზე გაზეთების სპეციალური ნომრებია გამოკრული. აქ რედაქციის განვითარების ისტორიაა ასახული 1966 წლიდან დღემდე. „ფლორიდა თუდეი“ ყოველდღიური გაზეთია, აქ გაზეთების მწკრივში სულ რამდენიმე ნომერია ერთი და იმავე რიცხვით დათარიღებული. როგორც გაზეთის რედაქტორი გვიხსნის, გაზეთი უკვე დაბეჭდილი იყო, ამიტომ ამ დღეებში ხელმეორედ გამოსცეს ნომერი. ეს მაშინ მოხდა, როცა ნიქსონი გადადგა და 1983 წელს, როდესაც „ნასას“ ხომალდი აფეთქდა.
ამ გაზეთის საგამოძიებო სტატიებს შედეგად ის მოჰყვა, რომ ქარიშხლის შედეგადად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გაშუქებამ სადაზღვევო კომპანიებთან მიმართებაში, ამ შტატში კანონი შეცვალა. გაზეთ „ფლორიდა თუდეის“ მთავარი რედაქტორი, ბობ სტიულერი ამბობს, რომ აქ, ამ ქვეყანაში არის თავისუფლების შეგრძნება, ზოგი მედიასაშუალება ამას იყენებს ბოლომდე, ზოგი კი – არა.
ბობის პირველი შეკითხვა ჩემთან ასეთი შინაარსის იყო: „14 საგამოძიები სტატიის ავტორი ხარ? რამდენი კაცი დააჭერინე?“ – ეს ამერიკაში ლოგიკური კითხვაა, ვინაიდან აქ მედიას ქართული მედიის განსხვავებით აქვს გავლენა, საგამოძიებო სტატიების გამოქვეყნების შემდეგ ჩინოვნიკებს ან ციხეში სვამენ, ან უკანონოდ მიღებულ ფულს ბიუჯეტში აბრუნებინებენ. მათთვის არალოგიკურია პასუხი, როცა ამბობ, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 გამოყვეს სხვა მიზნებისთვის და დახარჯეს „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორების ხელფასზე, უფრო არალოგიკური და გაუგებარია, როცა ამბობ, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც ქალაქის მერიც და საკრებულოს თავჯდომარეც, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი ამ დოკუმენტზე, ხელმეორედ აირჩიეს თუ დანიშნეს და კიდევ რამდენიმე წელი იქნებიან ხელისუფლებაში.
„ნიუს დეის“ ჟურნალისტის, სანდრა პედიეს საგამოძიებო სტატიებმა შტატში, სადაც ის ცხოვრობს და მუშაობს, ხელისუფლება აიძულა, კანონი შეეცვალა, მიუხედავად ამისა, კითხვაზე – რა არის ამერიკული მედიის თავისებურება? პასუხობს: „ჩვენ ვერ ვიყენებთ მოცემულ შანსს ბოლომდე“.
ეკონომიკური კრიზისის გამო ასეულობით გამოცემა დაიხურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ დღესაც კი, ამ ფონზეც, მედიაბაზარი და მედიაკონკურენცია არსებობს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა ეს ორი მნიშვნელოვანი ცნება უკანა პლანზე გადასულა და მათი ადგილი ჟურნალისტურ სოლიდარობას დაუჭერია, როგორც მოხდა 1984 წელს, როცა გამომძიებელი ჟურნალისტი სასტუმროსთან მანქანაში ააფეთქეს. მაშინ გამომძიებელმა რეპორტიორებმა სხვადასხვა გამოცემებიდან თქვეს, რომ „ჟურნალისტები არ უნდა კვდებოდნენ სულელური მიზეზების გამო“, შექმნეს ერთიანი საგამოძიებო ჯგუფი და დაღუპული ჟურნალისტის საქმე გამოიძიეს.
„ნუ უმღერებ დიქტატორს“, ნაწილი მეორე
ავტორი: ლელა დუმბაძე
„ნუ უმღერებ დიქტატორს!“- ნაწილი მეორე
რა უჯდება ბიუჯეტს კეთილდღეობის იმიტირება
ავტორი: ლელა დუმბაძე
საახალწლოდ ბათუმში ცნობილი ესპანელი მომღერლის ხულიო იგლესიასის ჩამოყვანა არის დაგეგმილი. ზაფხულში მომღერლის შვილის ენრიკე იგლესიასის სტუმრობა ბიუჯეტს 1. 529. 594 ლარი დაუჯდა. ეს ინფორმაცია განთავსებულია საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში. შესაბამისი იქნება ხულიო იგლესიასის ჰონორარიც. მანამდე კი საქართველოში ჩამოვლენ ქრის ბრაუნი და პატრიცია კაასი. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ბოლო ორი მომღერლის მოწვევა რამდენად არის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული, ანუ დაიხარჯება თუ არა ამაში ხალხის ფული.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ვარსკვლავთცვენის წინააღმდეგია „კონსერვატიული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. ის თანამოაზრეებთან ერთად აპირებს ვარსკვლავებს წერილები გაუგზავნოს.
„არ უმღეროთ დიქტატორს!“ _ ამ ტიპის წერილებ, ლაშა ჩხარტიშვილმა და დაჩი ცაგურიამ რამდენიმე თვის წინ პირველად ცნობილ პოპმომღერალს სელინ დიონს გაუგზავნეს, თუმცა მომღერლისგან გამოხმაურება ჯერ არ მიუღიათ. „ახლა ქრის ბრაუნსაც და ხულიო იგლესიასსაც ვუგზავნით მეილებს. თუ არც ესენი გამოგვეხმაურებიან, ვაპირებთ მათ ჩამოსვლას სპეციალიზებული ღონისძიება მივუძღვნათ“, _ ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
„ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი,“ –პრეზიდენტი სააკაშვილის მთავარი მესიჯები და დაპირებები პარლამენტის ტრიბუნიდან
„ნუ გეშიანიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, კარგად მესმის თქვენი და სრული სიმწვავით შევიგრძნობ თქვენს ტკივილს.” პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში დაახლოებით ერთ საათიანი საანგარიშო გამოსვლის დროს რამდენჯერმე გაიმეორა ეს ფრაზა.
პრეზიდენტის მთავარი მესიჯები და ინიციატივები Continue reading “„ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი,“ –პრეზიდენტი სააკაშვილის მთავარი მესიჯები და დაპირებები პარლამენტის ტრიბუნიდან”
„ნიჟარას“ ახალი კომპოზიციები პიაცაზე
პიაცაზე კაფე-ბარ „ლა ბრიოში“, ცოცხალი მუსიკის საღამო პირველად ჯგუფმა „ნიჟარამ“ გამართა, სახელწოდებით -poetry music . „ეს არის პერფორმანსი, ანუ მუსიკისა და პოეზიის სინთეზი“-ამბობს, ჯგუფის სოლისტი, ლევან წულუკიძე. მუსიკოსის ძველ კომპოზიციებთან ერთად წარმოდგენილი იყო ხუთი ახალი კომპოზიციაც, მათ შორის „ტალღების მესაიდუმლე“, „ВЕТЕР НА ВОЛНАХ“ და „ბოდვა ნეონის სიცხეში“ .
[youtube https://www.youtube.com/watch?v=YJRm9gmasmg&w=420&h=315]
პიაცაზე კაფე-ბარ „ლა ბრიოში“, ცოცხალი მუსიკის საღამო პირველად ჯგუფმა „ნიჟარამ“ გამართა, სახელწოდებით -poetry music . „ეს არის პერფორმანსი, ანუ მუსიკისა და პოეზიის სინთეზი“-ამბობს, ჯგუფის სოლისტი, ლევან წულუკიძე. მუსიკოსის ძველ კომპოზიციებთან ერთად წარმოდგენილი იყო ხუთი ახალი კომპოზიციაც, მათ შორის „ტალღების მესაიდუმლე“, „ВЕТЕР НА ВОЛНАХ“ და „ბოდვა ნეონის სიცხეში“ .
[youtube https://www.youtube.com/watch?v=YJRm9gmasmg&w=420&h=315]