მაშინ, გარდა ამ ფუნქციებისა, სხვა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხების მოგვარება ვის პრეროგატივაში განიხილება? – პასუხი მარტივია – პარლამენტის რომელიც ერთი წლის წინ ავირჩიეთ და კოლეგიალური მთავრობის ხელში. პარლამენტის ფორმირების შესახებ ყველაფერი ნათელია გარდა არჩევნებსი შედეგად მოპოვებული 85 მანდატისა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მარაგში აქვს ნაციონალური მოძრაობისგან წამოსული 13 დეპუტატის ხმა. ანუ რეალური შეფარდება 97/52-ზეა(კობა დავითაშვილმა დატოვა კოალიცია).
2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშის შემდეგ უფლებამოსიულება უწყდება არსებულ მთავრობას, შესაბამისად პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით უნდა დაამტკიცოს ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხემძღვანელობით. გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული რეგულაციებით აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრი გადადის პრმიერ-მინისტრზე, მნიშვნელოვანია ის თუ ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის მალე წავა პოლიტიკიდან, შესაბამისად საქართველოს პოლიტიკის დღის წესრიგში დგება ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის არჩევის საკითხი. აქ ერთი ნიუანსიც აღსანიშნავია, კოალიციის ლიდერი საუბრობს ახალ წლამდე პოლიტიკიდან წასვლაზე, თუმცა არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ თუ ის იანვრამდე არ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, ის კი არ გადადგება საკუთარი ნებით, არამედ კონსტიტუციის საფუძველზე მას მოუწევს პოსტის დატოვება.
დღეს თითქმის ყველა საუბრობს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მის მოსალოდნელ შედეგებზე, ამასთან შედარებით გაცილებით მცირე ჯგუფები საუბრობს, იმ არაორდინალურ სიტუაციაზე რომელიც დღეს არის შექმნილი, როცა რეალურად ქვეყნის მომავალი პირველი პირის შესახებ, გარდა დღევანდელი პრემიერისა არავინ არაფერი არ იცის. ბიძინა ივანიშვილი დიდაქტიკურად მიგვითითებს საქართველოს მოქალაქეებს „პოლიტიკურ უკულტურობაზე“, მაშინ როცა ის რატომღაც არ მიიჩნევს საჭიროდ „პოლიტიკურად უკულტურო“ მოქალაქეები ინფორმირებული გახადოს ქვეყნის მომავალი ლიდერის შესახებ. მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის ცოტახნის წინანდელი განცხადებისა, რომ „თუ არ იქნება მისაღები პრემიერობის კანდიდატი, ის მხარს არ დაუჭერს“, დიდი ალბათობით, პარლამენტის თავმჯდომრის ფრაქციის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის „ფავორიტზე“ მხარის არ დაჭერისას, უმრავლსობა აღნიშნულ კანდიდატს მაინც მარტივად დაამტკიცებს.
საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ერთგვარ ნონსენს წარმოადგენს, მოქალაქეები კონცენტრირებული არიან შეკვეცილი უფლებების მქონე პრეზიდენტის არჩევაზე, ხოლო ამ დროს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი იმპერატიული ძალაუფლებით თავს გვახვევს და „ჩაუკითხავად“ გვინიშნავს ახალ ლიდერს. ივანიშვილის წასვლის შემდეგ კი ვიქნებით ასეთი რეალობის წინაშე, გვეყოლება (სავარაუდოდ მართული) უფუნქციო პრეზიდენტი და მძლავრი „პრემიერის პრემიერი“.
10: 00 აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით აჭარაში სულ 305 387 ამომრჩეველია. ბათუმში ხმას სულ 133 512 ამომრჩეველი აძლევს. ქედაში 15,744 ამომრჩეველი; ქობულეთი – 69,377; შუახევი – 15,200; ხელვაჩაური – 47,305 და ხულოში კი 24,249 ამომრჩეველია.
საჯარო სკოლაში საშტატო განრიგს სკოლის დირექტორი ადგენს და საქართველოს განათლების სამინისტროს უთანხმებს. როგორც დირექტორები ამბობენ, შტატებთან დაკავშირებული მითითებები წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. საშტატო განრიგიდან ერთმანეთის მიყოლებით გაქრა სკოლის ექთნისა და ფსიქოლოგის, მეეზოვის შტატი. „ახლა კი უკვე ისიც განსაზღვრულია, ხელშეკრულებით ვინ შეგვიძლია ავიყვანოთ. ვფიქრობ ეს არის სკოლის ავტონომიის შეზღუდვა,“-ამბობს მე-16 სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია.
სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, შტატგარეშედ სკოლას შეუძლია დაიქირავოს მხოლოდ დარაჯი, დამლაგებელი, მუშა, ცეცხლფარეში და მძღოლი, ფსიქოლოგი (ინკლუზიური განათლების კოორდინატორი) იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლობენ შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეები. თამთა კვარაცხელია ამბობს, რომ ამ განსაზღვრის შემდეგ სიტუაცია დამძიმდა: „ხელშეკრულებითაც კი ვერ ავიყვან იმ თანამშრომლებს, რომლებიც მე, როგორც მენეჯერს, მიმაჩნია რომ სკოლაში მჭირდება, თუ ავიყვან, ეკონომიკური შემოსავლებიდან უნდა გადავუხადო, რომელიც სკოლას მწირი აქვს“.
სკოლებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთ შენობაზე მეტი, სკოლის ადმინისტრატორის შტატის დაშვების უფლებაც აღარ აქვთ. „ეს არის სერიოზული პრობლემა. ადმინისტრატორი არის აუცილებელი, რადგან არამარტო სწავლა-სწავლებაა მთავარი სკოლაში, არამედ-აღზრდა, სასკოლო და სკოლისგარეშე აქტივობებში მოსწავლეების მონაწილეობა და ამის მონიტორინგი“. ქალაქში რამდენიმე სკოლას აქვს ერთ კორპუსზე მეტი, თუმცა, შენობები ერთმანეთთან არ უნდა იყონ დაკავშირებული, მხოლოდ მაშინ ითვლება ისინი ცალკე ობიექტებად.
თამთა კვარაცხელია აქცენტს აკეთებს დამლაგებლის შტატის შეზღუდვის პრობლემაზეც. „სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, დირექტორებს უფლება აქვთ ხელშეკრულებით აიყვანონ გარკვეული რაოდენობა დამლაგებლებისა, რეალურად კი შეიძლება სკოლას მეტი სჭირდებოდეს: მუშაობს 2 ცვლაში, ან არაა გათვალისწინებული დასალაგებელი ფართის ოდენობა. აუცილებელია ასევე მეეზოვე (სკოლას დიდი ეზო აქვს), რომელიც მე დამლაგებლად მყავდა გაფორმებული, თუმცა ხელშეკრულებით მეეზოვის ფუნქციებს ასრულებდა. იძულებული გავხდი ხელშეკრულებით აყვანილი პროფესიონალი ბიბლიოთეკარიც გამეშვა, რადგან ერთი შტატში მყავდა, მეორეს ვეღარ დავიქირავებდი.
სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის შედეგად სკოლამ მიიღო მიმდინარე სასწავლო წელს 12 000 სახელმძღვანელოზე მეტი, გარდა ამისა, ქალაქის გაუქმებული ბიბლიოთეკების ნაწილი სწორედ სკოლებშია თავმოყრილი, ასეთი სასკოლო წიგნადი ფონდის მართვა კი ერთი ბიბლიოთეკარის ძალისხმევას აღემატება.”
როგორც დირექტორი ამბობს, სამინისტროს რეკომენდაციამდე სკოლას შტატგარეშე თანამშრომლად აყვანილი ჰყავდა ექთანი, რადგან მანდატურებმა ვერ შეძლეს ექთნის ფუნქციების შეთავსება. „მინდა ავიყვანო ფსიქოლოგიც, რადგან არსებობს ამის აუცილებლობა. მაშინ, როცა სოციალური ფონი არის ასეთი მძიმე, გარემო აგრესიულია, ფსიქოლოგი არა მარტო მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებსაც გვჭირდება“.
სკოლებს ვაუჩერული დაფინანსება თითო ბავშვზე თითქმის 17 ლარით გაეზარდათ, რომელიც სკოლის დამხმარე პერსონალისა და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას უნდა მოხმარებოდა, თუმცა, როგორც დირექტორი ამბობს, ზრდა რეალურად მიზერულია ან რიგ შემთხვევებში, არ გამოდის: „მითხრეს, რომ მიმატებენ ხელფასს, 1300 ლარი შეგიძლია დაინიშნოო, მაგრამ ვერ ვიზრდი, დავიანგარიშეთ ეს შემოსავლები და რეალურად ის თანხა, რომელიც დაემატა სკოლას, სხვა ხარჯებში გადის (შეიცვალა მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშების წესი). გარდა ამისა, ჩემს ორ მოადგილესა და დამლაგებლებს უნდა გავუზარდოთ ხელფასი., ყველაფერს ვაკეთებთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მაგრამ მაინც არ გვყოფნის შემოსავლები“.
თამთა კვარაცხელიას აზრით, სკოლისთვის საშტატო განრიგის სამინისტროს მიერ განსაზღვრა, არის სკოლის უფლებების შეზღუდვა: „რატომ უნდა განმისაზღვროს სამინისტრომ, რამდენი შტატი მჭირდება სკოლაში. სკოლას აქვს ავტონომია, რაც იმას ნიშნავს რომ ჩემი სკოლის საჭიროებები განსხვავდება სხვა სკოლის საჭიროებებისგან, თუნდაც მოსწავლეთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში. მე, როგორც მენეჯერმა, უნდა განვსაზღვრო რომელი თანამშრომელი მჭირდება და რამდენი. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც იძლევიან ამ მითითებებს, კარგად არ იცნობენ სასკოლო ცხოვრებას. სად არის სკოლის თავისუფლება რეალურად? ჩემი თავისუფლება შეზღუდულია“.
დამლაგებლების შტატის შემცირებას მტკივნეულად აღიქვამენ მერვე საჯარო სკოლაშიც. დირექტორის გივი ხალვაშის განცხადებით, დამლაგებლის შრომა და ხელფასი არაადეკვატურია: „ამ სკოლაში 1600 მოსწავლეა. სკოლა ძალიან დიდია და ექვსი დალმაგებელი ნამდვილად ვერ გაწვდება სამუშაოს. ათი დამლაგებელი იყო და ახლა ექვსზე ჩამოიყვანეს. თუ აქამდე ერთი დამლაგებელი ერთ ცვლაში ალაგებდა 500კვ/მ და 200 ლარს იღებდა, ახლა 280 ლარს აიღებს და დაალაგებს 1000 კვადრატულ მეტს თანაც ორ ცვლაში, რაც წარმოუდგენლად დიდი შრომაა. ფაქტობრივად მათ შრომა მოემატათ მიზერული დანამატის ხარჯზე“.
გივი ხალვაში მე-8 საჯარო სკოლის დირექტორი
გივი ხალვაში ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ამ საკითხზე თავისი მოსაზრება გაუგზავნა, სადაც ის ექვსზე მეტი დამლაგებლის აუცილებლობას ასაბუთებს. „თუ არ დაგვთანხმდებიან, იქნება მაშინ დაულაგებელი“.
დირექტორი სკოლაში ექთნის საჭიროებასაც ხედავს. „ის აუცილებლად უნდა ავიყვანო. მოსწავლეს გული რომ წაუვიდა, მანდატურმა „მე რა ვქნაო“ განაცხადა. მჭირდება ლოგიპედიც, რადგან ბევრ ბავშვს აქვს მეტყველების პრობლემა. ეს შტატები სამინისტრომ გააუქმა, არც უშტატო თანამშრომელთა განრიგში ჩასვა, ამიტომ დამატებითი შემოსავლებიდან მაინც გვინდა რომ ავიყვანოთ“.
დირექტორის აზრით, ცუდია რომ სამინისტრომ შტატების დამტკიცებისას კონკრეტული სკოლის საჭიროებები არ გაითვალისწინა: „ადმინისტრატორის შტატს გვიუქმებენ, მაშინ როცა წარმოუდგენელია სკოლა ამ შტატის გარეშე. ხან კონცერტზე ეძახიან ბავშვებს, ხან კინოში, თეატრში. ვინ უნდა უზრუნველყოს ამის ორგანიზება? გარდა ამისა არის უამრავი კონკურსი და სკოლის გარეშე აქტივობა, ამ ყველაფერს ადმინისტრატორი მართავდა. სკოლა ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება, მაგრამ გვეუბნებიან ცალკე მისამართები თუ არ აქვს შენობებს, ცალკე ობიექტებად არ ითვლებაო. ესე იგი ადმინისტრატორიც ეკონომიური შემოსავლებიდან უნდა ავიყვანო“.
დირექტორის სხვა პრობლემაზეც საუბრობს: „სამი კომპიუტერული კლასი მაქვს, მაგრამ ახლა იძულებული ვარ ორი დავკეტო, რადგან მენეჯერების შემცირება მიწევს. კლასს მეთვალყურის გარეშე ხომ ვერ დავტოვებ, ერთი მენჯერი კი სამ კაბინეტს ვერ გაწვდება. ახლა თქვენ განსაზღვრეთ რამდენად დეცენტრალიზებულია სკოლა“.
მარიზა აბაშიძე მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი
მე-2 საჯარო სკოლაში 1925 მოსწავლე სწავლობს. ის ერთ-ერთი დიდ კონტინგენტიანი სკოლაა. სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძეც, ისევე როგორც დანარჩენი ორი რესპონდენტი სკოლაში აუცილებელი შტატების გაქრობის პრობლემაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს რომ დიდკონტინგენტიან სკოლებში საჭირო კადრების აყვანის პრობელმა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია.
„დამლაგებელთა რაოდენობა ჩვენთან არ შეუზღუდავთ, ექვსი მყავს ისევ, თუმცა იმ სკოლებს ვისაც ნაკლები მოსწავლეები ჰყავს, პრობლემა ექმნება, რადგან მოსწავლეების შემცირება არ ამცირებს დასალაგებელი ფართის მოცულობას. ჩვენ ფსიქოლოგიც გვყავს, რადგან ინკლუზიური სწავლების მოსწავლეები გვყავს, ვსაჭიროებ მხოლოდ ექთანის დამატებას, რომლის აყვანას ეკონომიური შემოსავლებიდან ვაპირებ. ჩემს სკოლას რეალურად ჰყოფნის ყველა საჭირო შტატზე ფინანსები, რადგან ბევრი მოსწავლე მყავს, მაგრამ მცირეკონტინგენტიან სკოლებს, პრობლემები ნამდვილად შეექმნებათ“.
მარიზა აბაშიძის განცხადებით, სამინისტროს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა სკოლების სპეციფიკა და შემოსავლები. „განსხვავებული რეალობაა როგორც ქალაქებში და სოფლებში, ასევე ქალაქის სხვადასხვა სკოლებში. ამიტომ სამინისტრო ამ სპეციფიკიდან უნდა ამოვიდეს“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, საჯარო სკოლები საშტატო განრიგს, განათლების მინისტრის 2006 წლის 15 სექტემბრის მინისტრის ბრძანების საფუძველზე უთანხმებენ. „საშტატო განრიგის პროექტის შემუშავებისათვის გასათვალისწინებელია მითითებები. შკოლებმა უნდა წარმოადგინონ სრულყოფიულად შევსებული საშტატო განრიგი, არასრული და დაუზუსტებელი ინფორმაციის შემცველი საშტატო განრიგი არ შეთანხმდება და დაექვემდებარება ხელმეორე განხილვას“.
სამინისტროს ინფორმაციით, თუკი სკოლას აქვს ფინანსური რესურსი, მას აქვს უფლება, ყველა საჭირო თანამშრომელი ჰყავდეს.
აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულები“ სულ ასეთი ამბებითაა სავსე – მე-19 საუკუნის საქართველოს სურათები, დიდი ადამიანები, ხმაურიანი გვარ-სახელები. მაგრამ ეს ის ამბები არ არის, სხვა წიგნებში რომ ამოგვიკითხავს, დიდი ადამიანები კი სულაც არ არიან ისეთები, სკოლის კედლებზე გაკრული პორტრეტებიდან რომ დაგვამახსოვრდნენ – მიუწვდომლები, ჩაფიქრებულები, გაუღიმარები და ცოტა საშიშები. ისინი ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ – სწყინთ და უხარიათ, ადამიანურ სისუსტეებსაც ამჟღავნებენ. უჰ, შეცდომებს ხომ ნუღარ იტყვით. ალბათ ამის გამოა, რომ პირველი გრძნობა, რაც წიგნის დასრულების შემდეგ დაგეუფლებათ, სიყვარულია. ნამდვილი, ადამიანური, მოწიწებისგან დაცლილი სიყვარულით გიყვარდებათ ეს მქუხარე გვარ-სახელები: აი, იაკობ გოგებაშვილი მამაშენივით კეთილი, უბრალო კაცი ყოფილა, ვაჟა-ფშაველას შენი ქმარივით ფიცხი ხასიათი ჰქონია, ილიას კი, ამ წმინდან კაცს, სულო ცოდვილო და კარგი ჭამა-სმა საკუთარი თავივით ჰყვარებია. სიყვარულს იგრძნობ, აბა რა – ზუსტად შენნაირები არიან და იმიტომ.
„ქართულის რვეულებში“, დიდი ადამიანების უცნობი მხარეების გარდა, მთელი მე-19 საუკუნეა ჩატეული – ბრძოლებით, დამარცხებებით, ღალატით სავსე საუკუნე. ძველი თავადებით და ბატონყმობის გადავარდნით იწყება და ბოლშევიკების შემოსვლით მთავრდება. ვის აღარ შეხვდებით აქ – ძმებ რაზიკაშვილებს, პირველი ქართული თეატრის მსახიობებს, ძალიან კარგ, კეთილშობილ ქალებს, ნიკო ფიროსმანის ტრაგიკულ ამბავს, აჯანყებულ გურულებს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს, სტალინს და კამოს… ყველას, ვინც დადებითი და უარყოფითი როლი ითამაშა იმდროინდელ ამბებში.
რომ გვთხოვოს ვინმემ, ერთი სიტყვით დაახასიათეთ ქართულის რვეულებიო, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ყველაზე გემრიელი წიგნია, რაც კი ბოლო ხანებში გამოცემულა. ვერ გეტყვით, რა აგემრიელებს ასე. შეიძლება, ამბების ჩვენებურობა, მშობლიური სახელები, შეიძლება, სტილი და ენა, რომლითაც ეს წიგნი დაიწერა… შეიძლება ის, რომ აქ მხოლოდ ის ამბებია მოყოლილი, „რაც გულს დააჩნდება“… რას გაიგებ.
„ქართულის რვეულებიც“ ასე, სრული გაუგებრობით მთავრდება – მართლაც რას გაუგებ ამ ამბებს და მათ მიზეზ-შედეგებს. „მოდი და, ერთი მიგვიხვდი ქართველებსა“.
საათი 12-ს უჩვენებს. #4 საარჩევნო უბანზე არც კომისიის თავმჯდომარეა და არც კომისიის სხვა წევრები. სკოლის პედაგოგი მიხსნის, რომ საარჩევნო უბანი მუშაობას დღის 3 საათის შემდეგ დაიწყებს.
ძენწმანის #4 საარჩევნო უბანი ერთ-ერთია საჯარო სკოლებში გახსნილ საარჩევნო უბნებს შორის. ფართობის არარსებობის გამო საუბნო კომისია მუშაობას საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ იწყებს.
ასე გამოიყურება საარჩევნო უბანი სამუშაო საათებში
ძენწმანის საარჩევნო უბნის მსგავსად ცალკე სამუშაო ოთახი არ აქვს ორცვის #3 საარჩევნო უბნის კომისიას. საარჩევნო უბანი აქაც სოფლის სკოლაშია გახსნილი, ფართობის არარსებობის გამო კომისია სამუშაოდ სამასწავლებლო ოთახს იყენებს. სკოლის დირექტორი რემზი თურმანიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის სკოლიდან სოფლის კლუბში გადატანის საკითხი დააყენა რესურსცენტრში.
`სკოლას ფართობი არ აქვს, სამუშაოდ რომ გამოვუყო. საუბნო კომისია ძირითადად მასწავლებლებით არის დაკომპლექტებული. სწავლის დამთავრების შემდეგ სამასწავლებლოს ვუთმობ. გასულ წლებშიც აქ იხსნებოდა უბანი. კაბინეტს, სადაც რეაქტივებია განთავსებული, ვუთმობდი და მოსწავლეებს ქიმია-ფიზიკის გაკვეთილებს კლასებში ვუტარებდით. ახლა, რადგან არის სოფელში კლუბის შენობა, მოვითხოვე იქ გადასულიყო უბანი სამუშაოდ~ _ ამბობს რემზი თურმანიძე.
ორცვის # 3 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე ამბობს, რომ კლუბის შენობაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შენობა გაუმართავია.
`არც ელექტროგაყვანილობაა, არც გათბობა და არც სველი წერტილებია მოწესრიგებული… თუმცა უარს არ ვამბობ გადასვლაზე, თუ მოწესრიგდება _ გადავალთ. რაც შეეხება უბანს, არ არის დიდი უბანი, 307 ამომრჩეველი გვყავს, სასწავლო პროცესში არც მოდიან მოქალაქეები, 1-2 განცხადება დაიწერა გადასატან ყუთთან დაკავშირებით მხოლოდ. უბანი ჩვეულებრივ მუშაობს, კომისიის ექვსი წევრი პედაგოგია~, ამბობს ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე.
სოფელ კოლოტაურში საარჩევნო უბანი თავდაპირველად სოფლის სკოლაში გაიხსნა. აქ საარჩევნო კომისია ან იმ ოთახში მუშაობდა, სადაც გაკვეთილი არ ტარდებოდა, ან დერეფანსა და სამასწავლებლოში. სკოლის დირექტორის მოთხოვნის შემდეგ უბანი სოფლის კლუბში გადავიდა, სადაც `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შენობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ამის მიუხედავად კომისიის თავმჯდომარე რაულ სალაძე ამბობს, რომ უბანზე `პრობლემა არ არის~.
სოფელ სილიბაურში #19 საარჩევნო უბანი ბიბლიოთეკის შენობაში ფუნქციონირებს. `რომ გითხრა ყველაფერი კარგად არის-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ არჩევნები ნორმალურად შეიძლება ჩატარდეს~ _ ამბობს სილიბაურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რამაზ თურმანიძე. `_ შენობის რამდენიმე ფანჯარას მინა არ აქვს და შუქი მხოლოდ ერთ ოთახშია, არჩევნების დღეს შენობის შემოსასვლელში შუქი რომ იყოს, გაყვანილობა მოვითხოვე, აუცილებლად მოგვარდებაო, მითხრეს~.
ელექტროენერგია არ მიეწოდება აქუცის #5 საარჩევნო უბანსაც. კომისიის თავმჯდომარე ლამარა მორთულაძე ამბობს, რომ შენობაში და მათ შორის იმ ოთახშიც, სადაც კომისია მუშაობს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
`შენობაში რემონტი მიმდინარეობს და ფანჯრებს მინები არ აქვს, არც ელექტროენერგია მოგვეწოდება და გაყინულ ოთახში გვიწევს მუშაობა. დავწერე განცხადება, ველოდები შუქის აღდგენას~ _ ამბობს #5 უბნის კომისიის თავმჯდომარე.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ქედის #80 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძე ამბობს, რომ `საარჩევნო უბნებზე არანაირი პრობლემა არ არის~.
`ყველა უბანი გამართულად მუშაობს, კლუბებში შუქი არ იყო და პრობლემა მოვაგვარეთ, ელექტროენერგია ყველა უბანს მიეწოდება„ _ აცხადებს ოლქის თავმჯდომარე.
„საარჩევნო გარემოს მოწყობის ვალდებულება ადგილობრივ თვითმმართველობებს და საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს. რაც შეეხება კომისიის მუშაობას, კომისიის ცამეტივე წევრი ვალდებულია უბანზე დილის 10 საათზე გამოცხადდეს და 18 საათამდე მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში“ _ ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ქედის კოორდინატორი ჯამბულ თებიძე.
ქედაში სულ 31 საარჩევნო უბანია, აქედან 23 უბანი სკოლაშია გახსნილი, ხუთი _ სასოფლო კლუბში, ორი _ კულტურის სახლსა და ერთიც – ბიბლიოთეკაში.
ცხოვრებაში მესამეჯერ მაქვს შანსი ჩემი რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ შევასრულო დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი „რიტუალი“. წინა ორ შემთხვევაში მხოლოდ ოპოზიური კანდიდატების სასარგებლოდ ვაკეთებდი არჩევანს და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაზე უსაზღვროდ შეყვარებული დრომოჭმული მესიები ჩამოცილებულიყვნენ თბილ სკამს. თუმცა ამჯერად, გამომდინარე იმ ძირითადი სამი კანდიდატიდან, რომელთაგან ერთ-ერთი მალე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გახდება, იმაზე უფრო ხშირად ვფიქრობ, რატომ უნდა მივცე ხმა კონკრეტულ კანდიდატს კი არა, ვინ იქნება გამარჯვებული.
რეიტინგით მესამე ქვეყანაში საკონსტიტუციო კრიზისს, ხელახლა გაჩერებულ ეკონომიკას, თუნდაც ქვეყანა დაიქცეს სამართლიანობის აღდგენას (თუ უნდა დავიქცეთ, ვიღასთვის აღადგენენ, ეგ ჯერჯერობით ვერ გავიგე) და მომავალ წელს ერთად ორ არჩევნებს გვპირდება.
დაგვრჩა ორი „მარგალიტი“: ყველა გამოკითხვით მეორე კანდიდატი უკვე კარგად ნაცნობი და ხალხში სიმპათია შემორჩენილი ე.წ. განახლებული ეროვნული მოძრაობის (თუ რაც დაირქვეს ზუსტად არ მახსოვს) ლიბერალური ფრთის ლიდერი და მეორე – გამოკითხვების ერთპიროვნული ლიდერი, უცნობი როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ პრემიერის „კაცი“.
ამიტომ ვცდილობ პრემიერს დავუჯერო, რომელმაც ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე გვითხრა, მართალია ჯერ არ შეგიძლიათ, მაგრამ ეცადეთ ანალიზის გაკეთება ისწავლოთ და არჩევანი ისე გააკეთეთო. ეს პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც ნიშნავს, მისივე აზრით, რომ თავისი კანდიდატი 60-ზე მეტი პროცენტით გაიმარჯვებს. ვთქვათ და ამდენი ვერ აიღო, მაგრად „გამიტყდება“ და ენთუზიაზმი შემიმცირდება ჩვენი ქვეყნისთვის რამე რომ გავაკეთოო. ვაითუ ღმერთი გაგიწყრათ და მეორე ტური დაგვემუქრა, ჩათვალეთ, ჩემი „ნასტალგია“ გექნებათ ძალიან მალე და ჩემს კანდიდატსაც ვთხოვ, რომ მონაწილეობა აღარ მიიღოსო, ანუ ის ჩათვლის, რომ არ გვეყო ტანჯვა, კიდევ გვაქვს ჭკუა სასწავლი, მეორე-მესამეს დაუთმობს ასპარეზს და გააგრძელებს შორიდან ტკბობას.
ამ დროს კი ყველაზე საინტერესო რაღაც შეიძლება გადათამაშდეს: დიდი ალბათობით და იმის გათვალისწინებით, რაც დათესა რეიტინგით მეორე ნომრის პარტიამ ახლო წარსულში, გაიმარჯვებს მესამე – ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი ვარიანტი და შეიძლება სავალალოც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
გავაგრძელებთ ისევ პრემიერის საყვარელ ანალიტიკას – რატომ შეიძლება ითვლებოდეს, მეორე ტურში გამარჯვება სირცხვილად? მან ხომ „ევროპული ტიპის პრეზიდენტობის კანდიდატი შემოგვთავაზა და მესიების ერას ამთავრებს?“ ევროპაში რამდენი პროცენტით იმარჯვებენ არ იცის, თუ ეს იმ დევიზის მსგავსია: „ჩოხებით და ყანწებით ევროპაში!“
იდეალური რომ არაფერი არ არსებობს და ისეთი მთავრობა გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ, ვიცი. ახალდარგული ხე რომ მეორე წელს ტონობით ნაყოფს არ იძლევა, ისიც, ანალიზის უნარი და განათლება რომ გვაკლია, ესეც, მაგრამ მე ამ ერთი წლის განმავლობაში ვერ დავინახე იმის ცდა, რომ ვინმე ცდილობდა ამის გამოსწორებას, განსაკუთრებით რეგიონებში. ისევ ფეოდალებივით მაჟორიტარები გვყავს – ნათესავები მინისტრის მოადგილეებად თუ არა, სამსახურებისა და აპარატების უფროსებად, ისევ არსებობენ გაბღენძილი ვიპ-პერსონები, ისევ ცხადდება უაზროდ გაბერილი ტენდერები სოფლებში, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლებიდან „კრიშავენ“ და ისე აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს. გადამმოწმებელი – თუ როგორ აშენდა ან გაარემონტა, არავინაა. ისევ ზუსტად იმ დროს აკეთებენ გზის პატარა მონაკვეთს, თვითონ რომ მოდიან წინასაარჩევნო შეხვედრაზე, შეწუხებული სახით ინიშნავენ ბლოკნოტებში პრობლემებს და მიდიან იმ დრომდე, ვიდრე საფრთხე არ დაემუქრება მათ კეთილდღეობას, ისევ იყენებენ არჩევნების მოსაგებად „გონებადაბნელებულ“ ხალხს, რელიგიას, ადმისტრაციულ რესურს, გადაბერილ სიებს და ა.შ. მაგალითებს რა დალევს ჩვენს ქვეყანაში.
აი, როგორადაც შემეძლო, ისე შევუსრულე პრემიერს თხოვნა, ვცადე ანალიზი, მაგრამ ამის შემდეგ, რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე, იქნებ გვიპასუხოს რომელიმე მისმა დანიშნულმა ადგილობრივმა ვიპ-მა!
თუმცა, ამჯერად ყველა წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მაინც გვაქვს ერთი განსხვავება: ადრე, როგორც წესი, ვაკეთებდით არჩევანს ორ ვარიანტს – ცუდსა და უარესს შორის. ამ შემთხვევაში კი სამია: ცუდი, უარესი და საშიში. მართალია ის კაცი, რას ვერჩი! გავაანალიზოთ და ისე წავიდეთ არჩევნებზე!
გისურვებთ მშვიდობას და ქვეყნისთვის მორიგ „დემოკრატიის ტესტში“ წარმატებას!
არადა, დილით ტაქსის მძღოლი მესაუბრა. დაბნეული იყო, – იმდენ კანდიდატს მოუყრია თავი, აღარ ვიცი, ვის მივცე ხმა, რას მირჩევთო. ვკითხე, პროგრამებს ეცნობით-მეთქი? ირონიით მიპასუხა: – ჟურნალისტებისა და ექსპერტების საქმეა პროგრამები, თავს იქცევთო. სანამ ვკითხავდი, ყველა რეიტინგულ კანდიდატს „ძველი ცოდვები“ „გაუხსენა“. მარგველაშვილი, ანუ ვისაც ნაკლები პოლიტიკური გამოცდილება აქვს, პრემიერს დაუქვემდებარა, – ბიძინა პოლიტიკიდან მიდის თუ არა, ვეღარ გავიგე და მაგის გარეშე მარგველაშვილი რა პოლიტიკოსი იქნებაო. პოლიტიკური წარსული კარგად ახსოვდა, მაგრამ არ გამორიცხა არჩევანი ისევ „წარსულიანზე“ შეაჩეროს. იმის მიუხედავად, რომ ახსოვს და აწუხებს: 7 ნოემბერი, დაკარგული ტერიტორიები, 26 მაისი… „პოლიტიკა ბინძურია და აბა, როგორ გინდათ, ვინმემ ხომ უნდა გვიშველოს?“ – მკითხა ბოლოს. ვიცოდი, სერიოზულად არ მიიღებდა, მაგრამ მაინც გავუმეორე, რომ ხელისუფლებაში „მშველელი“ კი არა, „დაქირავებული“ უნდა იყოს, ვინც პროგრამას წარმოგვიდგენს და მერე დაპირებების შესრულებასაც მოვთხოვთ-მეთქი. მივხვდი, არ მისმენდა, რაღაც საპროგრამო სიტყვასავით ვთქვი, ალბათ, და იმიტომ.
ჩვენ ხომ პროგრამები არ გვიყვარს.
გვირჩევნია ვთქვათ: „პოლიტიკა ბინძურია“ და რა გასაკვირია, რომ ასეთი იყო წარსული? მთავარია, ახლა მაგრძნობინო, რომ არჩევანის უფლება მაქვს.
ტაქსის მძღოლს ვუთხარი, რომ საღამოს, გადაცემაში გავიხსენებდით კანდიდატების წარსულს.
გავიხსენეთ. პასუხებისგან ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა: ნინო ბურჯანაძის „ბეგრაუნდის“ სუსტი მხარე „აუცილებლობამ განაპირობა“, დავით ბაქრაძე საქმეს აკეთებდა და „ვინც საქმეს აკეთებს, ის შეცდომებსაც უშვებს“, ხოლო გიორგი მარგველაშვილს არ სჭირდება პოლიტიკური გამოცდილება, რადგან ის GIPA-ს რექტორი იყო და მხოლოდ სიმბოლურად იქნება პრეზიდენტი.
„მნიშვნელოვანი არჩევანი გველოდება: ვნახოთ, ამომრჩეველი ტრადიციულ საზოგადოებას დაუჭერს მხარს, თუ სამოქალაქო საზოგადოებას, ანუ ნინო ბურჯანაძეს, თუ გიორგი მარგველაშვილს“ – ეს ჟურნალისტმა ია ანთაძემ გვითხრა გადაცემაში.
მისი აზრით, არჩევანი არსებობს.
არსებობს თუ არ არსებობს არჩევანი? – კითხვაზე პასუხი არც ახლა მაქვს. უბრალოდ, ვიცი, რომ არჩევანის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სამოქალაქო საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. აი, სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე კი, როგორც თავად გვითხრა, საარჩევნო ბიულეტენს ალბათ „ჰამლეტის ქნარის“ უკანასკნელ სტრიქონს მიაჯღაბნის: „ყოფნა-არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის“.
„ბაბილონ თაუერის“ 44 სართული იქნება მიწის ზემოთ, სამი სართული კი მიწის ქვემოთ განთავსდება. გათვალისწინებულია 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი. იქნება ასევე სავაჭრო ცენტრი, როგორიც ამ დროისათვის საქართველოში არ არის. კომპლექსში შედის ღია და დახურული კაფეები, რესტორნები, გასართობი მოედანი და ატრაქციონი ბავშვებისთვის, აუზი.
როგორც ვიცით სასტუმროზე იყო საუბარი, თქვენ ამბობთ, რომ ერთ სივრცეში იქნება როგორც საცხოვრებელი, ასევე სასტუმრო.
სასტუმრო ცალკე შენობაა. მთლიანობაში ორი შენობაა პროექტით გათვალისწინებული, ერთი ძირითადი და მეორე 14-სართულიანი შენობა, სადაც ოთხვარსკვლავიანი, ფეშენებელური, მსოფლიო ბრენდის სასტუმრო განთავსდება.
რომელ ბრენდზეა საუბარი?
ჯერ მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ, ამიტომ ვერ დაგისახელებთ.
მომსახურების სერვისში გაქირავების გარდა სხვა რა იგულისხმება?
შეიძლება ეს იყოს ბინის დალაგება, რაიმე გაფუჭებულის შეკეთება, რემონტი და ასე შემდეგ.
რამდენი ადამიანის დასაქმებას შეძლებს ეს კომპლექსი მომავალში?
კომპლექსის დასრულების შემდეგ ქალაქში ხუთასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
მშენებლობა წინასწარ გათვლილი ვადის მიხედვით მიდის?
დიახ, კარგად მივდივართ. მომავალი წლის ზაფხულში სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. შემდეგ ამას მოყვება სასტუმროს გახსნა. 2015 წლის ბოლოს მთლიანად დასრულდება პროექტი.
რამდენი საცხოვრებელი ბინაა პროექტით გათვალისწინებული?
421 ბინა იქნება სულ. კვადრატული მეტრის ფასი 2500 დოლარიდან იწყება 4500 დოლარია ზედა ზღვარი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვაბარებთ ე.წ „შავ კარკასს“. ეს არის ყველაფერი, გარდა ავეჯისა. გარემონტებულ ბინაში შედიხარ. არავის მოუწევს სარემონტო სამუშაოების მსვლელობის მეზობლად ცხოვრება. ყველაფერი მოპირკეთებული დახვდება ბინის პატრონს.
მოთხოვნა არის? რამდენი ბინა არის ამ დროისთვის დაჯავშნული?
ოთხმოცდაათი.
ამ დროისათვის რა რაოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული?
14 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება ამ წლის ბოლომდე, დღემდე შვიდი მილიონია დახარჯული. მთლიანობაში კი ინვესტორი 70 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ბატონო გენო, თქვენ იყავით იმ კომისიის წევრი, რომელმაც უმაღლეს საბჭოში წარსადგენი კონკურსანტები შეარჩია. როგორ აფასებთ თქვენს როლს ამ კონკურსში და რას ფიქრობთ დეპუტატების მიერ გაკეთებულ არჩევანზე?
ჩემი აზრით, კომისიის ფუნქცია თავიდანვე არასწორად განისაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებას მაშინ ექნებოდა აზრი, თუკი კონკურსანტებიდან ავარჩევდით ხუთ კანდიდატს და არა ოცდაოთხს, როგორც მოხდა. რადგან კომისიას ჰქონდა კონკურსანტებთან გასაუბრებისა და კონცეფციების გაცნობის შესაძლებლობა. კომისიამ უფრო სიღრმისეულად იმუშავა, ვიდრე უმაღლესმა საბჭომ. ახლა რა მივიღეთ? კომისიამ შეასრულა ტექნიკური ფუნქცია, რეალურად დაიწუნა მხოლოდ ათი კანდიდატი, რომლებიც ძალიან შორს იდგა საკონკურსო მოთხოვნებისგან, მაგრამ კონკურსანტთა რაოდენობა მაინც ვერ გაცხრილა და საბოლოოდ ისეთი კანდიდატები დარჩნენ ასარჩევი, რომლებიც არაფრით გამოირჩეოდნენ.
ხომ არ ნანობთ კომისიის მუშაობაში რომ მიიღეთ მონაწილეობა, თუკი ფიქრობთ, რომ მაინც არასასურველი კანდიდატები გავიდნენ?
მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაცია სულ სხვა კანონპროექტის მომხრე იყო, მიმაჩნია, რომ პროცესში უნდა ვყოფილიყავი ჩართული და სხვა ნებისმიერ პროცესშიც ჩავერთვებით, რადგან ამით მოვახერხეთ გაგვეგო ის, თუ როგორ წყდებოდა შიგნით საკითხები.
თქვენი აზრით რომელი კონკურსანტები აკმაყოფილებდნენ პირობებს?
იმ ადამიანებიდან, ვისაც მე გამოვარჩევდი, მხოლოდ ნატა იმედაიშვილი მოხვდა ბორდში, დანარჩენი ყველა ხმების გარეშე დარჩა. აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეკა ჩხარტიშვილი, რადგან კარგი კონცეფცია ჰქონდა, მაღალმთიანი აჭარიდან იყო სურმანიძე, რომელიც ძალიან აქტიური იყო, ყურადღება მივაქციე მიქელაძესაც, რომელიც კარგად ერკვეოდა თანამედროვე ტექნოლოგიებში და ვფიქრობ, მრჩეველთა საბჭოში ეს კანდიდატი კარგი იქნებოდა. ასევე შეიძლებოდა ბესო ლილუაშვილისა და ნინო ჩხეტიას კანდიდატურების განხილვაც. ვფიქრობ, უმაღლეს საბჭოს დიდი არჩევანი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ის საბჭო შეირჩა, რომელიც, ჩემი აზრით, გუნდურად ვერ იმუშავებს.
რატომ?
განსხვავებული ხედვების გამო. `ნაცმოძრაობამ~ ჯერჯერობით ვერც ერთი კანდიდატურა ვერ გაიყვანა, მაგრამ ხელმეორე კენჭისყრისთვის თუ იგივე კანდიდატები დარჩნენ, ამ კონფიგურაციით ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ეფექტური ვერ იქნება და იგი რაღაცით დაემსაგვსება პატარა უმაღლეს საბჭოს.
ფიქრობთ, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები პოლიტიკური ნიშნით შეირჩა?
ყველა შეიძლება არა, მაგრამ რამდენიმე შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკური ნიშნით.
როგორც ვიცით, ზაზა ხალვაში, რომელიც ამ საბჭოში „ქართული ოცნების“მხარდაჭერით შევიდა, რამდენიმე წლის წინ აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების პროტესტის შემდეგ გაუშვეს. მას სწორედ ცენზურისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გამო ჰქონდა ჟურნალისტებთან უთანხმოება. როგორ ფიქრობთ, ზაზა ხალვაშის მხარდაჭერით, რა მესიჯი გააკეთა „ოცნებამ“ მრჩეველთა საბჭოში და რამდენად რეალურია, რომ ხალვაში და იმედაიშვილი როგორც ერთი გუნდი, ისე იმუშავებს?
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს გუნდი ვერ შეიკვრება. მიმაჩნია, რომ ტელევიზიაში არ უნდა იყოს დაპირისპირებული მხარეები, რადგან ეს არ არის პოლიტიკური ცენტრი, ეს ხუთი ადამიანი გარდამავალ პერიოდში ფაქტობრივად ნულიდან იწყებს ყველაფერს და თუ მათ ყველაფერზე სხვადასხვა აზრი ექნებათ, ვერც შედეგს მიაღწევენ. ზაზა ხალვაში და ნატა იმედაიშვილი, რომლებიც კონფლიქტში იყვნენ ტელევიზიაში მუშაობის დროს, ერთ გუნდს ვერ შექმნიან, მით უფრო, რომ აქედან ერთ-ერთი უნდა იყოს ხელმძღვანელი. მათ უნდა იმსჯელონ პრიორიტეტებზე, ბიუჯეტზე და რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა აირჩიონ ტელევიზიის დირექტორი. ჩემი აზრით, ხალვაში და იმედაიშვილი ერთი და იმავე კანდიდატს ხმას არ მისცემენ.
ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანდიდატების ბეგრაუნდზე უმაღლეს საბჭოს უნდა ემსჯელა?
ჩემი აზრით პოლიტიკოსებმა იმ კანდიდატების გაყვანაზე იფიქრეს, რომლებიც მათთვის იქნებოდა დასაყრდენი. შეიძლება ერთი მხრივ კარგიც არის, რომ ისინი განსხავებული პოზიციის ხალხია, მაგრამ მეორე მხრივ ჩნდება კითხვა, რამდენად განავითარებენ ისინი ტელევიზიას.
ტელევიზიის დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე, იყო ნაბიჯი წინ, ბორდის ეფექტურობა კი მინიმუმ სამ თვეში გამოჩნდება. თუკი აღმოჩნდება, რომ მრჩეველთა საბჭოს მხოლოდ სამი წევრი წყვეტს ყველაფერს, ორი კი მუდმივად ოპოზიციაშია, ეს ნიშნავს, რომ მოქნილი სისტემა ვერ შეიქმნა.
როგორ ფიქრობთ, რომ არ ყოფილიყო საბჭოში მუშაობა ანაზღაურებადი, ან ყოფილიყო ვთქვათ, სიმბოლური ხელფასი, შემცირდებოდა თუ არა პოლიტიკური ინტერესების რისკი?
მე ადრეც ვამბობდი, რომ ასეთი სახის საქმიანობა ანაზღაურებადი არ უნდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, მაშინ გაცილებით უკეთესი მრჩეველთა საბჭო ეყოლებოდა ტელევიზიას და ვიღაცები ამ ადგილს, როგორც ახლობლის დასაქმების ალტერნატივად, არ მოიაზრებდნენ. მინიმუმ, ყველა შეეცდებოდა იდეის მატარებელი ხალხის ლობირება გაეწია.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარო ჩხაიძე ამბობს, რომ 2013 წელს ცოფის შემთხვევა მეორედ დაფიქსირდა. პირველი შემთხვევა სექტემბერში იყო, რომელიც სიცოცხლის დაკარგვით დასრულდა. ფატალურ შედეგს კი ის იძლევა, რომ ძაღლის კბენისას ადამიანები პროფილაქტიკისთვის არ მიმართავენ ექიმს.
„პაციენტი სახის არეში იყო დაკაწრული. დაესვა კლინიკური დიაგნოზი. აღებულია ნიმუში, მოხდება ლაბორატორიულ კვლევა. დაკბენის დროს მას არ მიუმართავს პროფილაქტიკური დაწესებულებებისთვის. წელს ცოფი მეორედ გამოვლინდა. ორივე შემთხვევაში პაციენტს არ მიუმთავს ექიმისთვის. მხოლოდ მაშინ მიმართეს ჰოსპიტალს, როცა სახეზე კლინიკური ნიშნები დადგა. მინდა მოსახლეობას მივმართო: ნებისმიერი ცოფზე საეჭვო ცხოველისაგან დაკბენის, დადორბლვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკური მკურნალობა“.
ცოფი მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ლეტალური შედეგით მთავრდება. მსოფლიოში ამ დაავადებისგან ყოველწლიურად 55000-ზე მეტი ადამინი იღუპება.
მეათეკლასელი მარიამ შერვაშიძე, პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობის ახლადარჩეული თავმჯდომარეა. ის წინა წელს სკოლის თვითმმართველობის წევრიც იყო. ის ჯერ კლასის რჩეული გახდა, შემდეგ კი სკოლის. თვითმმართველობის თავმჯდომარეობისთვის პირველ სკოლაში სულ ოთხი მოსწავლე იბრძოდა.
„წინა თვითმმართველობის მუშაობით კმაყოფილი არ ვარ. კოორდინაციას ხშირად ვერ ვახერხებდით და ზოგჯერ დაბნეულებიც ვიყავით. ყოველთვის ვერ გამქონდა ჩემი იდეები, ამიტომაც მინდოდა თავმჯდომარე გავმხდარიყავი, რადგან საკუთარი იდეების განხორციელების მეტი შანსი მაქვს“-გვეუბნება მარიამი. მისი, როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარის პრიორიტეტები, სკოლაში სპორტული აქტივობების გაზრდა იქნება.
„ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვფიქრობ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ისეთი პროექტები, რომელსაც წინა წლებში უფრო დიდი დრო ეთმობოდა. წინა წელს სკოლამ 15 პროექტი მოიპოვა, მაგრამ მე გაცილებით მეტის მიღწევას ვაპირებ. მინდა სამოქალაქო საკითხებზე მეტი დისკუსია გავმართოთ, უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ სასკოლო კლუბებიც“.
ანა პერტაიაც მეათეკლასელია. იგი ამბობს, რომ ახალი თვითმმართველობა ჯერ კიდევ არ არის გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბებული: „ამისთვის ერთი კვირა კიდევ გვაქვს. იდეების შემოტანა თვითმმართველობაში სკოლის ყველა მოსწავლის ვალდებულებაა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით რომ მოსწავლეები გავააქტიუროთ“.
გივი ბიბილეიშვილი მარიამ შერვაშიძის კონკურენტი იყო არჩევნებში. მართალია ის თავმჯდომარე ვერ გახდა, თუმცა მიიჩნევს რომ იდეები არ არის მხოლოდ თავმჯდომარის საფიქრალი: „პირველი რის გაკეთებასაც ვაპირებ, საქველმოქედო კონცერტია. შემოსული თანხა კი მოხუცთა სახლს ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უნდა გადავცეთ“.
მოსწავლეები ამბობენ, რომ არჩევანში თავისუფალი იყვნენ, თუმცა სკოლის კოორდინატორი სისუსტეებსაც ამხელს: „შეიძლება ამით წესები დავარღვიეთ, მაგრამ მოსწავლეებს ვურჩევდით აქტიური ბავშვებისთვის მიეცათ ხმა“-გვეუბნება ნონა ჩხაიძე.
ის რასაც მოსწავლეები თვითმმართველობის აქტიურობად და წარმატებად ასახელებენ, ძირითადად კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებებია. „ყოველწლიურად აღვნიშნავთ დავითის ხსენების დღეს და ვაწყობთ ინტელექტუალურ თამაშებს, გარემოს დაცვის ავღნიშნეთ, საქველმოქმედო კონცერტებს ვაწყობთ და კიდევ სპორტულ ღონისძიებებს ვაკეთებთ“-გვეუბნებიან მოსწავლეები. ეს აქტივობები თითქმის ყველა სკოლაში ტრადიციულია.
„განსხვავებული რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ეს არის უფრო მეტი დისკუსია ისეთ საკითხებზე, რაც მოზარდების აზრის პატივისცემას გაზრდის“-ამბობს ანა პერტაია. მისი თქმით, დღეს სკოლაში მოზარდების აზრის გათვალისწინება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, ნაკლებად ხდება. „შარშან პრიორიტეტიული იყო ბავშვთა უფლებებზე დისკუსიები, ეს უნდა გაგრძელდეს, ამასთან, მოსწავლეებმა უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ დემოკრატიულ ღირებულებებზე მსჯელობას, რომ საფუძველშივე ჰქონდეთ სწორი წარმოედგენა, ამ ღირებულებებზე. მე პირადად სწორედ ამ კუთხით ველოდები თვითმმართველობისგან აქტივობებს“.
„ჩემთვის სიახლეა თუნდაც ის, რომ დაწყებითი კლასის ბავშვებს ოკუპაციაზე ვესაუბრებით. ვცდილობთ არ მივცეთ ამ თემას პროპაგანდის სახე, ისე შევძლოთ იმ გმირებზე საუბარი, რომლებიც ჩვენთვის მაგალითია“-გვეუბნება ანა.
ელენე დავითაძე მეცხრე კლასელია. იგი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა: „აქამდე უფრო ზედაპირული წარმოდგენა მქონდა მათ საქმიანობაზე და ნაკლებადა მაინტერესებდა. ველოდები რომ ახალი თვითმმართველობა თითოეულ მოსწავლემდე მივა და მათ გააქტიურებას მოახერხებს“.
თავმჯდომარე და წევრებიც, თანხმდებიან იმაზე, რომ კიდევ ერთი სიახლე, რაზეც ახალი თვითმმართველობა დისკუსიას დაიწყებს, ეს დაუწერელი აკრძალვებია, რომელსაც სკოლის შიდაგანაწესი არ ითვალისწინებს: „მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება მაღალი კლასის მოსწავლემ თმები შეიღებოს მაგალითად წითლად, ან სხვა ფერებში? არსად წერია რომ თმის შეღებვა აკრძალულია, მაგრამ მასწავლებლები მაინც გვიშლიან“. თმის ფერის გარდა, მოსწავლეები აპირებენ მეტი დისკუსია გამართონ იმაზე, თუ რატომ აღარ სცემენ მოსწავლეები პატივს მასწავლებლებს ისე როგორც ადრე.
მე-18 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, რუსუდან სარხანიძე გახდა, ის სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე გასულ წელსაც იყო. მისი პრიორიტეტები ქალთა და ბავშვთა უფლებებზე დისკუსიები იქნება: „ბოლო პერიოდში სკოლიდან ბევრი გოგონა თხოვდება. გასულ წელს ორმა შექმნა ოჯახი, წელსაც ორი წავიდა. ბიჭებსაც ადრეულ ასაკში მოჰყვათ ცოლი და ისინი სრულფასოვანი განათლების მიღებას ვერ ახერხებენ, ვფიქრობ ეს პრობლემაა რომელზეც სკოლამ ხშირად უნდა ისაუბროს“.
მე-18 საჯარო სკოლის თვითმმართველობა
რუსუდანი ამბობს, რომ გოგონების საკმაოდ დიდი ნაწილი, თავის მომავალს განათლებაში ვერ ხედავს: „მათ მიაჩნიათ რომ საბოლოოდ მაინც ოჯახის შექმნა და სახლში ყოფნა მოუწევთ, ვერ აცნობიერებენ იმას რა სირთულეების წინაშე შეუძლება დადგნენ ისინი მომავალში. გვინდა რომ რაც შეიძლება ბევმა ბიჭმა მიიღოს დისკუსიაში მონაწილეობა, რადგან ისინი გახდებიან ოჯახის ფუძე“.
კიდევ ერთი პრობლემა რაზეც რუსუდანი საუბრობს, ბიჭების აქტივობაა. „მათ ეუხერხულებათ ღონისძიებებში მონაწილეობა. ურჩევნიათ სკოლის გარეთ იყონ აქტიური. შევეცდები რომ მათთან მეტი კომუნიკაცია მქონდეს“.
მაგდა მიქაბერიძე მე-12 კლასელია. ის პირველად გახდა თვითმმართველობის წევრი. ამბობს, რომ ჯერ წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტები ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული „ახლა ვფიქრობ და კვირის ბოლომდე ჩამოვაყალიბებ“. მეთორმეტეკლასელი ანა შერვაშიძე, იმედოვნებს რომ ახალი თვითმმართველობა უფრო ქმედითი იქნება: „ჩვენ წინა წლების მოუგვარებელ პრობლემებზეც მოგვიწევს ფიქრი. ეს სკოლის ბუფეტია. არ მოგვწონს რომ პატარა და დასვენების დრო იმდენად მცირეა, ჭამას ვერ ვასწრებთ“.
პრობლემების გამოსწორების იმედი აქვს, მეათეკლასელ ლუსინა პაპიკიანს: „თვითმმართველობის წევრი ვიყავი გასულ წელსაც, მაგრამ უკმაყოფილო ვარ მუშაობით. ბავშვები გაბნეული ვიყავით და კომუნიკაცია ცუდი გვქონდა. ეს შეცდომები უნდა გამოვასწოროთ“.
ახალი თვითმმართველობა ბათუმის მეშვიდე სკოლაშიც აირჩიეს. მოსწავლეებმა არჩევანი ნინო ქათამაძეზე შეაჩერეს. ახალი თავმჯდომარე მიიჩნევს რომ სკოლაში აუცილებელია სამოქალაქო კლუბების გააქტიურება.
მე-7 საჯარო სკოლის თვითმმართველობა
გოგი დავითაძე ახალი თვითმმართველობის წევრია. მისი თქმით, სკოლის ბუფეტი თითქმია ყველა სკოლის სუსტი წერტილია. „უფრო დიდი უნდა იყოს და კომფორტული“. ვალერი გოგოძე ამ პრობლემის მოგვარებით იწყებს თვითმმართველობაში აქტიურობას. „აუცილებლად გვექნება კარგი ბუფეტი, სკამები, მაგიდები ყველაფერი შესაცვლელია. ჩვენი წინამორბედებიც ცდილობდნენ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ვერ შეძლეს, ჩვენ გავაკეთებთ“.
ვალერი გოგოძე და სხვა წევრები მიიჩნევენ რომ სკოლაში სხვა პრაქტიკული საკითხებიცაა მოსაგვარებელი. მაგალითად წყლის საკითხი. ასევე, სპორტული დარბაზები და მათი აღჭურვილობა. „მე სპორტულ სფეროში ვარ აქტიური. შარშან რამდენიმე ტურნირი ჩავატარე და გამოფენებიც მოვაწყე ისტორიაში, ვფიქრობ ამ მიმართულებით ვიმუშავებ“-გვეუბნება ლუკა მალაყმაძე.
სამივე სკოლა განსაკუთრებული ხაზგასმით გამოყოფს სკოლის ლაბორატორიების მუშაობის საკითხს.
„ვფიქრობ სკოლაში ნაკლებად ფიქრობენ ისეთ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ ჩვენს განათლებას ეხება. ქიმიისა და ფიზიკის სწავლა ლაბორატორიების გარეშე შეუძლებელია. თვითმმართველობისგან სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ველოდები“-ამბობს ანა შერვაშიძე.
„მე ჯერ პატარა ვარ და თვითმმართველობაში მუშაობას პირველად ვიწყებ, მაგრამ ცდების საკითხი სკოლაში აუცილებლად უნდა მოგვარდეს“-გვეუბენა მეშვიდეკლასელი მარიამ კონცელიძე.
მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის სტრუქტურული ერთეულია. მისი ფუნქციებია შეიმუშაოს რეკომენდაციები სკოლის შინაგანაწესის შესახებ, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მონაწილეობა მიიღოს მოპოვებული გრანტის განკარგვაში.
სკოლის თვითმმართველი რგოლების საქმიანობის შესახებ არსებულ პრობლემებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი სწავლობს. ამავე ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ სკოლის თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია სკოლის მართვაში მოსწავლეთა თანამონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით: „მოსწავლეთა თვითმმართველობის ქმედუნარიანობის შეფასება შეიძლება შემდეგი მახასიათებლებით: როგორია მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამეურვეო საბჭოს, ადმინისტრაციის თანამშრომლობა, ხდება თუ არა მოსწავლეების მიერ შემუშავებული პროექტების მხარდაჭერა სკოლის ადმინისტრაციის მიერ და რა რესურსებს ფლობს ადმინისტრაცია ამ მიმართულებით“.
2013 წლის 18 ოქტომბერს, პარასკევს 10:00 საათზე, ქ. ბათუმში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადგომით აქცია ,,გაიღე სისხლი – გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“ უკვე მეორედ გაიმართება. აქციაში ჩაერთვებიან ბათუმის საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიცია, ადგილობრივი პროკურატურა, ასევე ბათუმის მერიის, ბათუმის საკრებულოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხელვაჩაურის საკრებულოს თანამშრომლები.
სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 19-დან 59 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი), სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 3-4 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის, არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონი), ბოლო 2 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეტებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში) არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 51 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. (სისხლის გაღების შემგომ ერთი საათის განმავლობაში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია), განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 0-დან 18 წლამდე ასაკში ყოველწლიურად ლეიკემიის 50 ახალი შემთხევა ფიქსირდება. ბავშვების მკურნალობისათვის ძირითადად ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო, შესაბამისად პაციენტთა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს.
ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ თითქმის ყველა შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის გადასხმა. რაც შეეხება დონორობის მსურველს, მას უფასოდ ჩაუტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი. ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი) იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის ბრიგადა ადგილზე, იმუშავებს.
სისხლის ჩაბარება მოხდება: ქალაქ ბათუმში, კერძოდ შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ (მის: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის #30) აქციაში ჩართვის მსურველები დაგვიკავშირდით: საკონტაქტო პირი: თამთა დემურიშვილი სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი 599923082 ლიზა თედორაძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 577750120
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა იმ 24 პირის სია, რომლებიც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. უმაღლესი საბჭოს ცნობით, ხვალ შერჩეული 24 პირის დებატები გაიმართება, ხოლო ზეგ, ანუ 17 ოქტომბერს საბჭოს ხუთი წევრი დასახელდება.
დღეს ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა: „ზღვაში შევიდა და დაიხრჩო. ძალადობის ნიშნები არ აქვს“-აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.
ბათუმში, ბენზეს დასახლებაში არსებულ ცარიელ კორპუსში წუხელ, გვიან ღამით 50-მდე ადამიანი შეიჭრა. ზოგი მათგანი აქამდე ხელვაჩაურში, 53 ბატალიონის ტერიტორიზე თვითნებურად იყო ჩასახლებული. ზოგიც ეკომიგრანტია. ისინი უკვე რამდენიმე თვეა თავშესაფარს ითხოვენ.
აჭარის მთავრობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კობა ჩხეიძის ინფორმაციით, „ბენზეში არსებული ორი კორპუსი მიზნობრივად აშენდა ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ მოსახლეობისთვის, რომლებსაც სტიქიის შედეგად დაენგრა ბინები. ამ ხალხის ნაწილი წალკიდან უკუმიგრეირებულია, ნაწილი 53-ე ბატალიონიდანაა, ნაწილი კი – ბათუმში მცხოვრები სოციალურად დაუცველები არიან. შენობა ამჟამად პოლიციის დაცვის პასუხისმგებლობის ქვეშაა. რვა ადამიანმა, მათ შორის ერთმა ფეხმძიმე ქალბატონმა დატოვა კორპუსი. ალბათ, უახლოეს პერიოდში დანარჩენებიც დატოვებენ, რადგან იქ არ არის წყალი, შუქი. ახალი ადამიანის შეშვება, ან საკვები პროდუქტით მათი მომარაგება არ მოხდება“.
თავშესაფრის მაძიებელი მოსახლეობა ერთ კორპუსში, ბოლო სართულზეა შეჭრილი. ისინი იქ ამ წუთებშიც ელექტროენერგიისა და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე იმყოფებიან.
„მოვითხოვთ, რომ გაგვიყვანონ ელექტროენერგია, წყალი და დაგვიდგან ნაგვის ურნები. ჩვენ გაუსაძლიs პირობებში ვცხოვრობთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ არჩევნების შემდეგ ქოხების დანგრევით დაემუქრა.
„ზუსტად არ ვიცი, რომელიც უწყებიდან იყო ის კაცი, მერიიდან თუ აჭარის მთავრობიდან და გვითხრა, რომ არჩევნების შემდეგ კინწისკვრით გაგყრით მაგ ქოხებიდანო. მხოლოდ საარჩევნოდ ვჭირდებით ყველას, ჩვენი პრობლემები კი არც ერთ ხელისუფლებას გულთან არ მიაქვს“, – ამბობს ჟუჟუნა მიქელაძე.
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სამხედრო ბატალიონის ყოფილ ტერიტორიაზე შეჭრილ ოჯახებს ბათუმის მერია ვერ დაეხმარება, რადგან მიწის ფართობი, სადაც ეკომიგრანტებისა და ცოციალურად დაუცველების ქოხებია განთავსებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის საკუთრებაშია.
„ვერც შუქს გაიყვანს მერია, რადგან ეს ოჯახები არ არიან აბონენტები, გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორია არ აქვთ დარეგისტრირებული. რაც შეეხება ნაგვის კონტეინერებს, „სანდასუფთავებამ“ ისინი ცენტრალურ მაგისტრალზე განათავსა, თუმცა ჩასახლებული მოსახლეობა მათ არ იყენებს“, – ამბობს მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ირინა შერვაშიძე.
აჭარის მთავრობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა ჩხეიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ აჭარის მთავრობა ამ ოჯახებისთვის აღნიშნული ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის საკითხს არ განიხილავს.
„ბევრი ადამიანი ცხოვრობს გაცილებით უარეს პირობებში, ვიდრე ჩასახლებული მოსახლეობა. ეს მათი არჩევანია, რადგან, როგორც შესწავლის შედეგად გამოირკვა, აქციის მონაწილეების ნაწილს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საკუთრება გააჩნიათ. ვისაც არ აქვს საკუთრება, მათ შეუძლიათ იმ დრომდე იცხოვრონ, სანამ ხელისუფლება მათი მდგომარეობის შესწავლას ბოლომდე არ დაასრულებს“.
პერეირა ერთი ბუნჩულა მოხუცია, რომელსაც ლიმონის წვენი და სუნელებიანი ომლეტი უყვარს, თავისი ჩვევები აქვს, გარდაცვლილი ცოლის სურათს ესაუბრება, გაზეთში მუშაობს და ფრანგი მწერლების მოთხრობების თარგმანებს აქვეყნებს, მოკლედ, წყნარად ბრუნავს თავისი ორბიტის გარშემო იმ დღემდე, ვიდრე ახალგაზრდა მეამბოხეს, მონტეირო როსის გაიცნობს.
პორტუგალიაში ამ დროს საშინელი ამბები ხდება. ხალხს ქუჩაში ხვრეტენ, გაზეთებში გასაშვებ სტატიებზე ჯერ ცენზურამ უნდა გასცეს ნებართვა, ხმის ამოღება უკვე გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს. პერეირას უშფოთველობას ეს ამბები არ არღვევს, რადგან მიაჩნია, რომ უკვე მოხუცია, უძლური და არაფრის შეცვლა აღარ შეუძლია. მხოლოდ ის უნდა, წყნარად მოკვდეს. მას ნამდვილად ასე მიაჩნია. მონტეირო როსის გამოჩენისთანავე პერეირას ცხოვრებაში უცნაური ამბები იწყება. გულით დაავადებული მოხუცი ყველაფრისჩამთრევი მანქანის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. თითქოს ისევ არ ცდება თავის ორბიტას, მაგრამ იმიტომ არა, რომ მხდალია.
პერეირა ძველი ყაიდის, კონსერვატიული შეხედულებების ადამიანია და მიაჩნია, რომ აუცილებელი არაა, ბრძოლა მხოლოდ ბარიკადებზე მიმდინარეობდეს. ბრძოლა ფრანგი მწერლების თარგმანების გამოქვეყნებითაც შეიძლება, თუ ამ მწერლებს სწორად შეარჩევ. ფრანგი მწერლები ხომ იმ ამოხუთულ ლისაბონში „ერთადერთნი არიან, ვისაც ღირსება შერჩათ.
მკითხველი თავიდან ბრაზდება იმაზე, რომ პერეირას ბევრი რამ შეუძლია და არ აკეთებს, მაგრამ საბოლოოდ, გულის ავადმყოფობით გატანჯული მოხუცი სწორედ თავისი რედაქციიდან ჩაიდენს წარმოუდგენელ გმირობას. გმირობა კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ყველა ჟურნალისტის უფლებაა, იყოს თავისუფალი, მიაჩნია პერეირას.
პერეირას ამბავი, გარკვეულწილად, გაკვეთილია. გაკვეთილი ჩვეულებრივი ხალხისთვის, ექიმებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჟურნალისტებისთვის. პერეირა მაგალითია, როგორ შეიძლება, ღირსებისთვის იბრძოლო ნებისმიერი ადგილიდან: ოფისიდან, საკუთარი სახლიდან, ბარიკადებთან, მიტინგებზე, ან სულაც ყოველდღიურ რუტინაში ჩამხრჩვალმა.სალაზარმა ერთხელ თქვა, აბსოლუტური ძალაუფლების არსებობა სრულიად დასაშვები, მისაღები და შესაძლებელია, ხოლო აბსოლუტური თავისუფლება არც არსებობს და ყოვლად შეუძლებელიცააო. ჰოდა, პერეირამ თავისი ნაბიჯით სულ ცხვირპირში მიახალა, აგერ ბატონო, რა ვუქენი თქვენს აბსოლუტურ ძალაუფლებას, აგერ, თუ არ უარსებია აბსოლუტურ თავისუფლებასო.
წიგნში უხშირესად, გამაღიზიანებლად მეორდება ფრაზა „მიაჩნია პერეირას~. თითქოს მკითხველის გადასაწყვეტია, მართლა მოხდა ეს ამბები, თუ მხოლოდ საბრალო პერეირამ მიიჩნია ასე. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლისაბონში იმ ზაფხულს, ნამდვილად მოხდა ეს საოცარი ამბები და ისიც მიგვაჩნია, რომ „მიაჩნია პერეირას“ ძალიან საჭირო წიგნია. ხალხის მეხსიერება მოკლეა, ზოგჯერ ყველას ძალიან გვჭირდება ტაბუკისნაირმა ტიპებმა მაგრად ჩაგვავლონ მხრებში ხელები და შეგვანჯღრიონ. მარტო ჩვენთან არა, ლისაბონშიც ხშირად ავიწყდებათ მათ თავებზე დატრიალებული წისქვილის ქვები. აი, სულ რამდენიმე წლის წინ „დიდი პორტუგალიელის“ გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში, როგორ გგონიათ, ვინ დაიკავა პირველი ადგილი?
გუშინ ბათუმის არქიტექტორთა საბჭომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ერთად გაფართოებული სხდომა გამართა. სწორედ ამ სხდომაზე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ძველ ბათუმში მდებარე კიდევ ორი სახლი უნდა დაინგრეს. კლდიაშვილის #8-ში და ვაჟა-ფშაველას # 9/10-ში მდებარე სახლების ნაცვლად ექვსსართულიანი შენობის აშენებაა დაგეგმილი. ამხანაგობა, რომელმაც მშენებლობის ნებართვა ორი წლის წინ მიიღო, ნებართვას კიდევ ორი სართულის დამატებისათვის ითხოვს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ დღეს არსებული რეალობის შეცვლა შეუძლებელია და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
„თავის დროზე უნდა მიცემოდა სახლს სტატუსი და რადგანაც სტატუსი არა აქვს, თუ გააასაჩივრებს რომელიმე არასამთავრობო, მოიგებს საქმეს და სათანადო დოკუმენტაცია იქნება ეგაა, თორემ მე არ მაქვს არანაირი უფლება შევაჩერო. გაცემულია უკვე მშენებელობის ნებართვა,“ – აცხადებს ბიძინა აფხაზავა.
სახლი კლდიაშვილის ქუჩაზე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, რეჟისორ შოთა გუჯაბიძის აზრით პირველ რიგში უნდა გაირკვეს, რამდენად კანონიერადაა გაცემული მშენებლობის ნებართვა, ხოლო შემდეგ უნდა გადაიხედოს მიღებული გადაწყვეტილება სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით.
„პირველი უბედურება ისაა, რომ უნდა დაინგრეს, ხოლო მეორე უბედურება ის, რომ უნდა აშენდეს შენობა, რომელიც არქიტექტორებსაც არ მოსწონთ.
2008 წელს, როდესაც შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის სია, 400 შენობა დაასახელა თბილისიდან ჩამოსულმა კომისიამ, მაგრამ ნაწილი შეიტანეს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია, ნაწილი არა. კლდიაშვილზე მდებარე არც ერთი შენობა არ არის შეტანილი. ქუჩაზე, რომელზეც ყველა სახლი ძალიან ძველია, მეცხრამეტე საუკუნეა, ან მეოცე საუკუნის დასაწყისი. გასაგებია რატომაც, დაწყებულია ქუჩის ნგრევა. როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა თქვა, ეს იყო ნაღმები, რომელიც დღეს ფეთქდება. დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არაფერი არ შეუძლია. ყველა უძლურია, ვისაც ველაპარაკე, არავის არაფერი არ შეუძლია. ქვეყანაში, სადაც არც ერთი პრეზიდენტი თავისით არ გადამდგარა, არ შეგვიძლია ერთი შენობის ნგრევის შეჩერება კანონიერად,“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.
დღესვე განცხადება გაავრცელა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ.
„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ამ ფაქტს. ეს არის მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად არ შეცვლილა. საჭიროა მყისიერი რეაგირება და რეგულაციების მიღება/გამკაცრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით,“ – ნათქვამია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩემი პირველი შეხვედრა იყო აჭარის რესპუბლიკის თავმჯდომარესთან. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. თანამშრომლობა მიმდინარეობს ესტონეთის კოლეჯებსა და ადგილობრივ სასწავლო ცენტრებს შორის გაცვლით პროექტებთან დაკავშირებით.. ვისაუბრეთ კონკრეტულ ბიზნეს პროექტებისა და ტურიზმის შესახებ. მოხარული ვარ, რაც აჭრაში კეთდება ამ მიმართულებით,“- აღიშნა ესტონეთის ელჩმა პრიიტ ტურკმა.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ესტონეთის საპატიო კონსული საქართველოში ნუგზარ შარაძე და აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი.
გიორგი თავამაიშვილმა განაცხადა, რომ სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს, მათ შორისაა ქობულეთში არსებული პროფესიული სასწავლებელი „ახალი ტალღა“.
„შეხვედრაზე ვისაუბეთ წმინდა პროფესიულ საკითხებზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე. ელჩი ასევე დანტერესდა ტურიზმით საარჩევნო პროცესით და ამ მხრივაც მოხდა ინფორმაციების გაცვლა,“- აღნიშნა განათლების მინისტრმა.
ესტონეთის ელჩმა ქობულეთში მდინარე კინტრიშზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობაზეც გააკეთა კომენტარი. რომელსაც ესტონური კომპანია ააშენებს:
„ჩვენ ხელს ვუწყობთ ესტონელ ინვესტორებს აქ ჩამოსვლაში. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს გარემოს რეგულაციების დაცვით. ასევე ხდება ესტონეთშიც,“ – აღნიშნა პრიიტ ტურკმა და დასძინა, რომ დღევენდელ შეხვედრაზე ამ საკითზე არ უსაუბრიათ.
დირექტორთა შესარჩევ ტესტირებას განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი ატარებს. ტესტირებაში მონაწილეობა ბათუმის თითქმის ყველა სკოლის მოქმედმა დირექტორმა მიიღო. მათი დიდი ნაწილი იმედოვნებს რომ დირექტორად იმავე სკოლაში გააგრძელებს მუშაობას, სადაც ამჟამად არიან. გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კანდიდატებს შორის უნდა იყოს კონკურენცია, სამეურვეო საბჭოები კი გაცილებით პრინციპულები.
მარიზა აბაშიძე, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორია. მან ტესტირება 2011 წელს გაიარა, წელს კი დირექტორების არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ის დღეს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. „იქნება თუ არა კონკურენცია ჯერ არ ვიცით, რადგან ჯერ გასაუბრების მეორე ეტაპია გასავლელი. როგორც ვიცი ბათუმიდან 70-მდე მსურველი იყო ტესტირებაზე გასული, არიან ისეთებით, რომლებმაც ჩემს მსგავსად წინა წლებში აიღო სერტიფიკატი, ამიტომ რეალური სურათის დადება ჯერ ნაადრევია. თუმცა მე ვაპირებ რომ ჩემი სკოლისთვის ვიბრძოლო“. მარიზა აბაშიძეს იმედი აქვს რომ ახლადარჩეული სამეურვეო საბჭო, მის მიერ წარდგენილ სკოლის განვითარების კონცეფციას მხარს დაუჭერს. „ისინი საკმაოდ მოტივირებულები არიან“-აცხადებს იგი.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, მანანა თავართქილაძეც. „წინა კონკურსი გავლილი მაქვს და ვაპირებ ჩემი კანდიდატურა შევთავაზო სამეურვეო საბჭოს“.
მერვე საჯარო სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა, ტესტირების პირველი ეტაპი წელს გაიარა და ელოდება გასაუბრების შედეგებს. მისი აზრით, კანდიდატების სიჭარბე არჩევნებში მოსალოდნელია: „გამოჩნდებიან ალბათ მსურველები, სამუშაოს ეძებენ ადამიანები“-ამბობს იგი.
ოპტიმისტური მოლოდინები აქვს მეცხრე სკოლის დირექტორსაც. ნუგზარ სურმანიძე ამ დროისთვის გასაუბრებას ელოდება და ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს. „ჩემი სკოლიდან არ მყავს კონკურენტები, ერთმა პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ქულები დააკლდა. თუმცა ახალი კადრებიც მოსალოდნელია“. მას იმედი აქვს რომ სამეურვეო საბჭო მხარდს დაუჭერს: „ყველაფერს მაინც არჩევნების დღე გადაწყვეტს“.
„ბათუმელების“ მიერ გამოკითხულ მოქმედი დირექტორებიდან, მეცამეტე სკოლის დირექტორი გულიკო ჯიჯავაძე ერთადერთია, რომელსაც ტესტირება არ გაუვლია. „ძველ სერტიფიკატს ვადა გაუვიდა, ახალ არჩევნებში კი არ ვაპირებ მონაწილეობას. ვერც იმას გეტყვით, რამდენს კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს ამ სკოლაში მუშაობის სურვილი“.
თემურ სირაბიძე მეთოთხმეტე სკოლის დირექტორია, თუმცა, ახალი სერტიფიკატი არ აქვს: „თუ ტესტირება ისევ იქნება, მომავალში გავივლი. ამ არჩევნებზე რას გადავწყვეტ არ ვიცი, არ მიფიქრია ამ თემაზე“. მეთვრამეტე სკოლაში კი ორი პედაგოგია სერტიფიცირებული, აქედან ერთი, რამაზ ადაძე უკვე მართავს სკოლას და მომავალ არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებს.
როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ფაქტობრივად დირექტორობის მსურველებს სკოლის შეცვლის სურვილი არ აქვთ. გამონაკლისია მეთექვსმეტე სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია, რომელიც არჩეული დირექტორია და ექვსი წელი რაც სკოლას მართავს. გასულ წელს რესტირება გაიარა, წელს კი მეორე ეტაპს, ანუ გასაუბრებაზე გასვლას ელოდება.
„ამ სკოლამ ძალიან ბევრი მომცა. თუმცა, უარს არ ვიტყოდი სხვა სკოლაში მუშაობაზე“. მისი აზრით, ერთსა და იმავე სკოლაში დიდი ხნით მუშაობას ორი მხარე აქვს. „დადებითი მხარეა ის რომ კარგად იცნობ კოლექტივს და იცი ყველას შესაძლებლობები. უარყოფითია კი ის, რომ ეჩვევი მათ და შეიძლება რაღაცაზე თვალი დახუჭო“. ის მომხრეა იმის, რომ ერთსა და იმავე სკოლაში, დირექტორმა 12 წელზე დიდხანს აღარ იმუშაოს.
დირექტორების არჩევნებამდე სკოლებმა ორი თვის წინ, სამი წლით ახალი სამეურვეო საბჭოებიც აირჩიეს. თამთა კვარაცხელია ახლადარჩეული სამეურვე საბჭოების პასუხისმგებლობის გარდა, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. იგი ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური პირველი სამეურვეო საბჭოები იყო, სამეურვეო საბჭოებში წელსაც არიან ნაკლებად კვალიფიცირებული და ინდიფერენტული წევრები. „ეს საბჭოებიც იმ დირექტორების მუშაობისას აირჩა, რომლებსაც იმავე სკოლებში აქვთ დირექტორობის გაგრძელების სურვილი. ამიტომ, ისინი ერთმანეთის წინაშე რაღაც ანგარიშვალდებულებას გრძნობენ და ეს ადამიანურია. ამასთან, მშობლების დიდი ნაწილიც ინდიფერენტულია მოვლენების მიმართ და ისეთივე სუსტია, როგორც ზოგადად, საზოგადოებაში სამოქალაქო პოზიცია“.
თამთა კვარაცხელია აზრით, დღეს დირექტორების არჩევნები პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალია, თუმცა სამეურვეო საბჭო ისევ რჩება სუსტ რგოლად. „სკოლის ბედი რეალურად დამოკიდებულია არა სამეურვეო საბჭოზე, არამედ განათლების სისტემაზე რომელიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია, რადგან განათლების პოლიტიკა დღემდე შეუმუშავებელია და იმდენჯერ იცვლება მიდგომა ძირითადი საკვანძო საკითხების მიმართ, რამდენი ახალი მინისტრიც მოვა“.
აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, სულიკო თებიძის აზრით, კვალიფიციური დირექტორის არჩევა მთლიანად სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული: „უნდა გაიზარდოს მათი პასუხისმგებლობა, რადგან მე ბევრ კანდიდატს ვიცნობ ვისაც იდეების კარგი ბანკი აქვს და ამის გამოყენება უნდა შეძლონ“.
„ბათუმელები“ სკოლებში ახლადარჩეული სამეურვეო საბჭოს, რამდენიმე წევრ მშობელსაც გაესაუბრა. ნატალია გეგეჭკორი მეორე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრია, იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რაიმე პრინციპული მოთხოვნები არ აქვს: „მოქმედი დირექტორის კმაყოფილი ვარ, თუმცა არჩევნების დროს სხვა კანდიდატების პროგრამებსაც გადავხედავ“.
მოქმედი დირექტორის მიმართ კმაყოფილებას გამოხატავს პირველი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი მაია ქოჩიაშვილიც. „არჩევნებზე ჯერ არ მიფიქრია, თუმცა მე პირადად, ჩვენი დირექტორის მუშაობით კმაყოფილი ვარ. არ მაქვს არანაირი პრეტენზია. სხვა საკითხებს ახლა ვეცნობი“.
ფესტივალი ფურტიოს თაღოვან ხიდთან გაიხსნა, რასაც მოჰყვა სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმის მონახულება. ისტორიული ადგილების დათვალიერების შემდეგ ფურტიოს საჯარო სკოლის ეზოში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ლიტერატურულ საღამოში მონაწილეების გარდა ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო, მწერლები და პოეტები მოსახლეობას საკუთარ ნაწარმოებებს უკითხავდნენ, მოსახლეობა კი საკუთარი კუთხის ფოლკლორს აცნობდა და საინტერესო ისტორიებს უყვებოდა სოფელში მისულ სტუმრებს.
რეჟისორი, პროექტის ავტორი და ფესტივალის ორგანიზატორი ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ ფესტივალის მიზანი მომავალი თაობის ხელშეწყობა, სოფელში მცხოვრები დამწყები პოეტების წარმოჩენა და ახალგაზრდებში წიგნების პოპულარიზაციაა.
„ლიტერატურული ფესტივალი შუახევში პირველად ჩატარდა, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტულურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მასში 22 მწერალი და პოეტი ჩაერთო. ჩვენი მიზანია ლიტერატურული ფესტივალი დამკვიდრდეს და საერთაშორისო სახე მიიღოს, აქ მოვიდნენ ქართველი და უცხოელი მწერლები, მოსახლეობა მათ შემოქმედებას გაეცნო. მთა ყოველთვის ასოცირდება თავისუფლებასთან, მე მიმაჩნია, რომ ყველაზე თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ მთაში, სწორედ ამ ხალხს, აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს სჭირდება ხელშეწყობა.“ – უთხრა ვახტანგ ბერიძემ „ბათუმელებს“.
ფესტივალი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი სამი ხეობის: ჭვანის, მარეთისა და ზამლეთის გაცნობას და შემოქმედებით საღამოების მოწყობას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი კი _ კრებულისა და გაზეთის გამოცემას. კრებულში პროექტში მონაწილე 22 მწერლისა და პოეტის მიერ დაწერილი ლექსები, ნოველები და მოთხრობები შევა, რომლებიც ფესტივალის პირველ ეტაპზე ნანახ ეთნოგრაფიას, ისტორიასა და მთიელი ხალხის ყოფა-ცხოვრებას ასახავს.
ფესტივალის პირველი ეტაპი და ლიტერატურული ტური 22 სექტემბერს მარეთის ხეობაში დასრულდა. სოფელ ცინარეთში სასოფლო კლუბში პოეტური საღამო გაიმართა, სადაც ბელა ქებურიამ, ნიკა ფუტკარაძემ, გენრი დოლიძემ, როინ აბუსერიძემ, აჩიკო ბერიძემ და სხვებმა სოფლის კლუბში შეკრებილ მოსახლეობას საკუთარი ლექსები წაუკითხეს. ადგილობრივმა 80 წლის ნიკოლოზ ხუჯაძემ საკუთარი ლექსითა და სახუმარო ისტორიებით მოხიბლა სტუმრები, საღამო უჩამბის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ფანდურზე აჟღერებულ აჭარული განდაგანით დაასრულა.
„მსგავსი ფესტივალი ხშირად უნდა ჩატარდეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა შემოქმედებმა, რომლებიც ჰორიზონტზე არ ჩანდნენ, გაიცნეს ავტორები, მწერლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ ხარ ცნობადი სახე და არ გყავს აუდიტორია, წერის ხალისიც გეკარგება, მიმაჩნია, რომ წერა მხოლოდ ახირებაა და მეტი არაფერი, მაგრამ როცა გაქვს შესაძლებლობა ვიღაცას წაუკითხო შენი ნაწერი, ვიღაცამ ტაში დაგიკრას, ესეც წახალისებაა დამწყები პოეტისთვის“ – აღნიშნა პოეტმა აჩიკო ბერიძემ.
ფესტივალის ორგანიზატორი ამბობს, რომ ფესტივალის პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. ვახტანგ ბერიძე იმედოვნებს, რომ ლიტერატურული ფესტივალი დამკვიდრდება და სამომავლოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს: „პროექტის პირველი ეტაპი შედგა და თანაც ძალიან კარგად, რაც შეეხება მეორე ეტაპს, კრებულისა და გაზეთის გამოცემას, ოქტომბრის ბოლოს გამოიცემა 200 ეგზემპლარი, სახელწოდებით „ზე-კართან“. ვიმედოვნებ, რომ ფესტივალი მომავალშიც განხორციელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, უფრო მეტი დამწყები თუ შემდგარი მწერალი, პოეტი ჩაერთვება ფესტივალში და საკუთარ შემოქმედებას გააცნობს მოსახლეობას“.
მდინარე კინტრიშზე ჰიდროპროეტის განხორციელებას შპს „ჰიდრო დეველოპმენტ ქომფანი“ გეგმავს. პროექტის მიხედვით „კინტრიშა-2“ ექვს მეგავატიანი სიმძლავრის კაშხლური ტიპის ჰიდროელექტროსადგური იქნება. კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უკვე წარუდგინა.
„მდინარე კინტრიში დღეის მდგომარეობით საქართველოში ერთადერთი საორაგულე მდინარეა. შპს „გერგილის“ მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი კი, რომელიც კომპანიამ სამინისტროს წარუდგინა არის გაყალბებული, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მდინარეში საქვირითოდ შედიოდა ორაგული თუმცა ამჟამად ეს სახეობა იქ აღარ გვხვდება. საერთოდ გადაშენების პირას მყოფი სახეობების მიმართ დამოკიდებულება, რომ „ისედაც ცოტაა და რა მოხდა მერე“ – არასწორია. კინტრიშზე დაგეგმილია 5, 5 მეათედი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა, რითაც სახელმწიფო დიდ სარგებელს ვერ მიიღებს. ორაგული კი შეიძლება საერთოოდ გადაშენდეს, თანაც ტურიტულ პოტენციალსაც ვაყენებთ ამით დარტყმას“- განაცხადა ბიფინგზე „ასოციაცია ფლორა და ფაუნას“ წარმომადგენელმა რამაზ მიქელაძემ.
შავი ზღვის ორაგული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობაა.
კინტრიშზე ჰესის აშენებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალიც“ ეწინაათღმდეგება.
უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ ნაციონალურ მოძრაობის ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა და აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში არსებულ ნეპოტიზმზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მაღალ თანამდებობებზე ნათესაური ურთიერთობით ინიშნებიან.
„კვლავ გრძელდება ნეპოტიზმი აჭარაში. ხაბაძე-ბერიძე-დუმბაძის კლანი კვლავ ანაცვლებენ და ასაქმებენ თავიანთ ნათესავებს საჯარო სამსახურებში არსებულ თანამდებობებზე. ამის დასტურია გამგებლების ერთ დღეში გამოცვლა და მათი ნათესავებით ჩანაცვლება. კერძოდ ქედის გამგებელი დუმბაძის ნათესავია. ქობულეთის გამგებელი ყოფილი ბანკირი და არჩილ ხაბაძის მეგობარი“.
უმაღლესი საბჭოს წევრი ამ ფაქტს „ქართული ოცნების“ ტენდენციად თვლის:
„ზოგადად, პრემიერ-მინისტრმა დააკანონა ტენდენცია – თუ არ გყავს „ქართულ ოცნებაში“ პატრონი, თუ არ ხარ თანამდრბობის პირის ოჯასხის წევრი, ან ნათელ-მირონი, მაშინ წარმოუდგენელია მოხვიდე საჯარო სამსახურში და გადადგა წინ ნაბიჯი“.
ასმათ დიასამიძემ ყველა საჯარო სამსახურში თანამდებობებზე დანიშვნა კონკურსის ჩატარების წესით მოითხოვა, რაც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს კონკურსში მონაწილეობის საშუალებას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ამ გუბერნიებსა და აჭარას შორის დიდი ხანია მებობრული ურთიერთობა არსებობს და მის გასაგრძელებლად ახალი გუბერნატორიც თანახმაა.
„თურქეთის რესპუბლიკის გუბერნიებთან: ართვინი, რიზე, ტრაპზონი, ტრადიციულად გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. დღეს იყო ტრაპზონის ახალ გუბერნატორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, ურთიერთობებზე, რაც აქამდე იყო ტრაპზონსა და აჭარას შორის კულტურის, განათლების, ტურიზმის მიმართულებით. ტრაპზონთან ახალმა გუბერნატორმაც გამოთქვა ურთიერთობის გაღრმავების სურვილი“. – ანიშნა არჩილ ხაბაძემ.
მხარეებს შორის სამომავლოდ კულტურული ღონისძიებები იგეგმება არჩილ ხაბაძის განცხადებით, „ნოემბრის დასაწყისში იქნება ბათუმის დღეები ტრაპზონში, დაგეგმილია მხატვრების გამოფენა. ასევე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. იგეგმება ტრაპზონის დღეები ბათუმში იმიტომ, რომ ბათუმი და ტრაპზონი დამეგობრებული ქალაქები არიან.“
„შეხვედრაზე განვიხილეთ ორ რეგიონს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა გვაქვს. სავაჭრო, ეკონონიკურ და ტურიზმის სფეროში,“- განაცხადა შეხვედრის დასრულებისას ტრაპზონის გუბერნატორმა აბდილ ჯელილ ოზმა.
აბდილ ჯელილ ოზი ტრაპზონის გუბერნატორად აგვისტოში დაინიშნა.
ავტომაგისტრალზე ხის წაქცევის გამო მგზავრები არ დაზიანებულან. თუმცა თვითმხილველების თქმით, ამის ალბათობა ყოველთვის იყო. შპს „მწვანე ბათუმის“ ხელმძღვანელი ეთერ მაჭუტაძე მიიჩნევს, რომ პრობლემა მწვავეა და ის სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს: „ის ხე, რომელიც წინა შაბათს ხელვაჩაურის ავტომაგისტრალზე მოიგლიჯა, გარე დათვალიერებით სრულიად ჯანსაღი იყო, მაგრამ შემდეგ, როცა ფესვები დავათვალიერეთ, აღმოჩნდა, რომ ხე საერთოდ არაფერზე იდგა. არ არის გამორიცხული, რომ სხვა ხეებიც იყოს ამ მდგომარეობაში. მითუმეტეს, რომ მათი უმეტესობა დაახლოებით სამოცდაათი წლის ან საუკუნოვანია.“
GE DIGITAL CAMERA
მაგისტრალზე წაქცეული ხე დამუშავების შემდეგ
პრობლემის შესწავლის, ეკოლოგიური დასკვნის მომზადებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით „მწვანე ბათუმის“ ხელმძღვანელმა ქალაქის მერს ჯემალ ანანიძეს მიმართა: „მოვითხოვე სასწრაფოდ შეიქმნას კომისია, რომელშიც გარემოს დამცველებიც ჩაერთვებიან. დაყოვნება ძალიან საშიშია. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.
ევკალიპტის ხეები ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე (ხელვაჩაურის ავტომაგისტრალი) ათი კილომეტრის მანძილზეა გაშენებული, იგივე სიტუაციაა გონიოს ავტომაგისტრალზეც. პრობლემის შესწავლისა და მისი გადაწყვეტის მიზნით მუშაობას მერიაში ამ კვირიდან ოფიციალურად დაიწყებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ხეები გარეგნულად ჯანსაღად გამოიყურება, მისი ფესვთა სისტემა ცუდადაა განვითარებული. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ძირფესვიანად ამოიგლიჯა ხე. სპეციალისტების მოსაზრებაა, ხეები გადაიჭრას 15 მეტრ სიმაღლეზე, ეს აუცილებელია, მაგრამ რადგანაც სამუშაო მოცულობითია, მას სჭირდება დაგეგმვა, თავისი ბიუჯეტი, ეს კი ერთ დღეზე ან ერთ თვეზე ვერ დასრულდება.“ – ამბობს ქალაქის მერი ჯემალ ანანიძე.
მერის ინფორმაციით, იმის გამო, რომ არჩევნების დასრულებამდე საარჩევნო კოდექსი საბიუჯეტო ცვლილებებს კრძალავს, ხეების გადაჭრის სამუშაოებისთვის თანხა ვერ გამოიყოფა. თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლოა მერიამ დაინტერესებულ კომპანიებს ევკალიპტის ფოთლების უსასყიდლოდ გადაცემის სანაცვლოდ სამუშაოების საკუთარი ხარჯებით შესრულება შესთავაზოს.
მოსიაშვილები ხიჭაურის უნივერსიტეტთან ერთ-ერთი ახლოს მდებარე სოფელია. სოფელში მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლების გაფართოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხიჭაურში საპატრიარქომ ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი გაიხსნა და სტუდენტებმა საცხოვრებლად ფართობის დაქირავება დაიწყეს. ბოლო წლებში მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი გაქირავებული ფართობიდან მიღებული სარგებელი იყო, სტუდენტების მოლოდინში უნივერსიტეტის მიმდებარე სოფლებში ზოგმა ახალი სახლი ააშენა, ზოგმაც- არსებული გააფართოვა.
აქაური მოსახლეობა წელს ფართობის დამქირავებლის ნაკლებობას უჩივის, მოთხოვნის ნაკლებობასთან ერთად ღირებულება 10-20 ლარით გაიაფდა.
აქ ფართობი ძირითადად საწოლით ქირავდება, საწოლის ფასი 50 ლარიდან იწყება და 60 ლარამდეა. გადახდილ თანხაში ელექტროენერგიის საფასურიც შედის. გასულ წელს საწოლის ღირებულება 60-70 ლარი იყო.
ნუგზარ ბერიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც სახლი „გესტჰაუსად“ აქცია. სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე სტუდენტებისთვის ცალკე ოთახები, სამზარეულო და აბაზანა მოაწყო. მას ერთდროულად 15 სტუდენტის მიღება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ სამი საწოლი აქვს გაქირავებული. ნუგზარი ამბობს, რომ რადგან წინა წლებში მსურველი ბევრი იყო, მის მახლობლად მეზობელი სოფლიდან ბერიძეებმა სახლი ჩადგეს, დღეს კი სახლი დაკეტილია.
„წინა წლებში ბევრი მსურველი იყო, 10 საწოლი მქონდა გაქირავებული, წელს მხოლოდ ორი გავაქირავე და ისიც 55 ლარში, გასულ წელს 60-70 ლარს მიხდიდნენ. მეზობლებთანაც ანალოგიური ვითარებაა, სტუდენტების რაოდენობამ იკლო, უფასო ფაკულტეტები რომ დაიშვა, აქ აღარ აბარებს აბიტურიენტი. ვინც ჩააბარა, ბევრს საბუთები გადააქვს, სტუდენტებს ხიჭაურის ბინებიც იტევს, იქ ფასი გაიზარდა, 100 ლარია, თუმცა მაინც ურჩევნიათ დაიქირავონ ადგილზე“ – ამბობს ნუგზარ ბერიძე.
დამქირავებლის ნაკლებობას უჩივის ჟუჟუნა მოსიძეც: „იმისთვის, რომ სტუდენტმა საწოლი შენთან დაიქირავოს, ოთახში კარადა, მაგიდა, სკამები და ცალკე აბაზანა უნდა გქონდეს. ოთახები მოვამარაგე საჭირო ინვენტარით, აბაზანაც მოვაწყვე, მაგრამ მსურველი აღარ არის, ორ და სამ სტუდენტზე არ ღირს გაქირავება, შუქის გადასახადს ვერ ანაზღაურებს. წელს სამი საწოლი გავაქირავე, გასულ წელს ხუთი მქონდა გაქირავებული“ – ამბობს ჟუჟუნა.
„საერთოდ ვერ გავაქირავე, სწავლის დასრულების შემდეგ გზაზე სტუდენტები გაფენილი იყო, წელს თითო-ოროლას თუ დაინახავ აქ“ – ამბობს თემურ ბერიძე.
ბინების გაიაფებით კმაყოფილნი არიან სტუდენტები.
`ხელვაჩაურში ვცხოვრობ, წელს ჩავირიცხე ხიჭაურის უნივერსიტეტში, ფართობი მეგობართან ერთად სოფელ მოსიაშვილებში დავიქირავე, 55 ლარს ვიხდით, რაშიც ელექტროენერგიის გადასახადიც შედის. კმაყოფილი ვარ ფასით და საცხოვრებლითაც“ – ამბობს მზისადარი ხაჯიშვილი.
„ოთხი წელია ერთ ოჯახში ვრჩები, ჩემთან ერთად სამ სტუდენტს აქვს საწოლი დაქირავებული. რაც უფრო ახლოსაა უნივერსიტეტთან საცხოვრებელი, ფასიც მეტია, მე აქ შევეჩვიე, ოთხი წლის განმავლობაში თვეში 60 ლარს ვიხდი“- ამბობს თემურ ქარცივაძე.
აგროკორპორაციის სადემონსტრაციო ნაკვეთის მენეჯერი ამბობს, რომ ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე მოცვზე მოთხოვნა იზრდება. ადგილობრივ ბაზარზე მოცვის გასაყიდი ფასი 3,30 ლარია, ხოლო ნერგის ფასი – 6 ლარი.
„მოცვი მსოფლიო ბაზარზე ძვირად ფასობს, ამდენად მისი წარმოება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. მსურველი ბევრია, ამიტომ ნერგების წარმოების გაზრდას ვაპირებთ. ფერმერებს საჭირო სწავლება-კონსულტაციასაც ჩავუტარებთ“ – ამბობენ აგროკორპორაციაში.
მოცვს სამრეწველო დანიშნულება აქვს, ყინვაგამძლეა, უხვმოსავლიანი, ვიტამინებით მდიდარი. გემური თვისებებით გამორჩეული და გარეგნულადაც მიმზიდველი. ნაყოფი ჩვეულებრივ მოცვთან შედარებით მაგარია, უძლებს ტრანსპორტირებას და რამდენიმე დღითაც ინახება, მშრალად გაყინვის პირობებში კი რამდენიმე თვეს ძლებს. საუკეთესოა მისგან დამზადებული ხილფაფა, მურაბები ან აწვენი. მოცვი გამოიყენება მედიცინასა და კულინარიაში.
ვიდრე საქართველოში მოცვის ფერმერული მეურნეობები განვითარდება, მოსახლეობა მოცვს ტყეში აგროვებს და კერძო პირებს აბარებს.
მოცვი აჭარაში ძირითადად მაღალმთიან მუნიციპალიტეტების მთებში ხარობს, დაბლობში აგვისტოში შემოდის, მაღლობში კი სექტემბრამდე გრძელდება კრეფა.
ეს კენკროვანი მცენარე სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. წელს მოცვის შეგროვებით დაკავებული ოჯახები კმაყოფილნი არიან, მოსავალი კარგი იყო და გასულ წელთან შედარებით ფასიც მაღალია.
აჭარის მუნიციპალიტეტებში მოცვის მიმღები პუნქტები არ არის, თუმცა მოსახლეობას მოცვის რეალიზებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექმნება.
კენკრას სოფელში ჩასული კერძო პირები ადგილზევე იბარებენ, შესაბამისად მოცვის ჩაბარების ფასს სოფლებსა და იალაღებზე გადამყიდველები განსაზღვრავენ. წელს 1 კილოგრამი მოცვის ჩაბარების ფასი ქედაში 1,50 – 2 ლარს შორის მერყეობს, ხულოსა და შუახევში საშუალოდ 1,50 ლარია, თუმცა რიგ სოფლებში, იშვიათად, გადამყიდველები მოცვს 2,00-2,50 ლარადაც იბარებენ.
მოცვი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამონასტრევში მცხოვრები ზურაბ ფასანიძის ოჯახის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.
ფასანიძეები მოცვს წლებია კრეფენ. ოჯახის რამდენიმე წევრი მოცვის საკრეფად ადრიან დილით მიდიან მთაში და საღამოს ბრუნდებიან. ფასანიძეები ამ სეზონზე მოცვს უკვე 15 დღეა კრეფენ, თუმცა ჯერ არ ჩაუბარებიათ, რადგან ხმელი მოცვი უფრო ძვირია.
„მოცვი ტყეში მოდის და შესაბამისად ტყეში გვიწევს სიარული, დღეში 4-5 კილომეტრს ფეხით გავდივართ. დაკრეფილი მოცვი ხელით და ზურგით რამდენიმე კილომეტრი უნდა ატარო. ახლა 150 კილოგრამი ხმელი მოცვი მაქვს. მეზობლებმა ნედლი ჩააბარეს, მე ვაშრობ, მირჩევნია ხმელი ჩავაბარო, უფრო მოგებული დავრჩები, მაგრამ ვისაც ფული სჭირდება, გამოშრობას არ ელოდება. გაშრობას 15 დღე სჭირდება მაინც, 1 კილოგრამი ხმელი მოცვი გასულ წელს 22 ლარში ჩავაბარე, წელს არ ვიცი რამდენს გადაიხდიან, ნედლი მოცვი 2,00-2,50 ლარი ღირს, დღეში ჩემი ოჯახი 70-80 კილოგრამ მოცვს კრეფს“- ამბობს ზურაბ ფასანიძე.
ნამონასტრევისგან განსხვავებით 1 კილოგრამი მოცვის ჩაბარების ფასი 50 თეთრით ნაკლებია სოფელ საციხურში. სოფლის მკვიდრი ამირან ქარცივაძე ამბობს, რომ მოცვი სოფლის შემოსავლად იქცა და სეზონზე დიდი თუ პატარა მოცვის საკრეფად მთებში დილაადრიან მიდის.
„სოფლიდან მოსახლეობა დილით გავდივართ მთაში. მოცვის კრეფა ძნელია, ნაყოფი პატარაა, თან მოცვის ბუჩქი ეკალ-ბარდითაა დაფარული. კრეფას აგვისტოში ვიწყებთ, ჯერ არ მოლეულა, ამინდმა ხელი თუ შეგვიწყო და არ გათოვდა, დავკრეფთ, მე მთაში მაქვს სახლი, იქ გადამაქვს და ვაშრობ, ხმელის გადაადგილება შედარებით ადვილია. წონაში იკლებს, ახალდაკრეფილ მოცვში 1,50 ლარს იხდიან, ვარაუდობენ, რომ ხმელი მოცვის ფასი 25 ლარი იქნება“ – ამბობს ამირან ქარცივაძე.
შუახეველი მალხაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ დღვანის თემში დაკრეფილ მოცვს ადგილზე ყიდულობდა და ბათუმში გადმოჰქონდა გასაყიდად:
„ადგილზე ლარნახევრად ვიბარებ და ბაზარზე 2 ლარად ვყიდი. მართალია, მალფუჭებადი არ არის, მაგრამ როცა კასრებით გადაგაქვს მოცვი, ძირში რაც არის, იჭყლიტება და 2 ლარს აღარ გიხდიან“.
ქედელმა გიგა ქობულაძემ წელს 4 ტონა მოცვი ჩაიბარა და გაყიდა: „სოფლის მოსახლეობა კილოგრამს 1,50 ლარად მაბარებდა, ჩამქონდა ბათუმში და 2 ლარში ვყიდდი. საკუთარი ავტომობილით მიმყავდა საკრეფად სოფლიდან 15 კილომეტრით დაშორებულ მთაში და მათგან ვიბარებდი, მგზავრობის ღირებულებას არ ვახდევინებდი, ერთი ადამიანი დღის განმავლობაში 20-30 კილოგრამს კრეფს.“
საქართველოდან მოცვის ექსპორტი სამი წლის წინ დაიწყო.
აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ინფორმაციით, საქართველოდან 2010 წელს 2 480 კგ – 18 993 დოლარის ღირებულების გამხმარი მოცვის ექსპორტი რუმინეთში, უკრაინასა და ბელორუსში განხორციელდა. ამავე წელს ქვეყნიდან 21 575 კილოგრამი – 46 386 დოლარის ღირებულების გაყინული მოცვი იტალიაში გაიტანეს.
მოცვზე მზარდი მოთხოვნაა ევროკავშირის ბაზარზე, სადაც ძირითადი მიმწოდებელი რუსეთია. აგროკორპორაციაში ამბობენ, რომ თუ საქართველო მოცვის წარმადობას გაზრდის, ევროკავშირის ბაზრის ათვისება შესაძლებელი იქნება.
მოცვს წარმოებაში გორის საკონსერვო ქარხანა იყენებს. „კულას“ მარკეტინგის მენეჯერის გაიანე ეგანიანის ინფორმაციით „კულას“ ბრენდის ქვეშ მოცვის უშაქრო წვენს აწარმოებენ. პროდუქტის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 4,25 ლარია. გაიანე ეგანიანი ამბობს, რომ კომპანია მოცვს მოსახლეობისაგან ყიდულობს.
2011 წელს 37 475 კილოგრამი 116 501 აშშ დოლარის ღირებულების მოცვის ექსპორტი იტალიასა და თურქეთში განხორციელდა. 2012 წლის ექვს თვეში რუსეთის ბაზარზე 2 940 კილოგრამი 7 497 აშშ დოლარის ღირებულების მოცვი გაიტანეს. 2013 წლის მონაცემებს სტატისტიკის სამსახური აზუსტებს.
ქედელ ოთარ თურმანიძეს ვაზი 1200 მეტრ ფართობზე აქვს გაშენებული, მას ძირითადად ორი სახეობის ყურძენი – „ჩხავერი“ და „ცოლიკაური“ მოჰყავს. მოსავალი ჯერ არ აუღია, თუმცა ერთი ტონა ყურძნის აღებას ვარაუდობს. ფერმერი იმედოვნებს, რომ რეალიზების პრობლემა არ შეექმნება, რადგან ფირმასთან („კახური ტრადიციული მეღვინეობა“) ხელშეკრულება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გააფორმა, იგი ჯერ მხოლოდ ყურძნის შაქრიანობის მომატებას ელოდება.
„ერთ კილოგრამ ცოლიკაურში ერთი ლარი და სამოცდაათი თეთრი შემოგვთავაზეს. ზოგს მოეწონა ღირებულება, ვინც შემოთავაზებით კმაყოფილი დარჩა, ხელშეკრულება გააფორმა ფირმასთან და ფულიც დაუტოვეს. მან, ვინც შემოთავაზებული ფასით უკმაყოფილო დარჩა, ხელშეკრულებისგან თავი შეიკავა. ცოლიკაურის ამ ფასად ჩაბარება, ვფიქრობ, კარგი კრეფას ოქტომბერში დავიწყებთ, მზიანი ამინდი რომ ყოფილიყო, დაიკრიფებოდა, მაგრამ წვიმამ ხელი შეუშალა ყურძნის დაშაქრიანებას“ – ამბობს სოფელ ორცვაში მცხოვრები ოთარ თურმანიძე.
ორცვისგან განსხვავებით ცოლიკაური დაკრიფეს და ადგილზე გაყიდეს ტიბეთელმა ფერმერებმა, მოსახლეობამ ყურძენი 1,50-2,00 ლარად გაყიდა.
„შარშანდელთან შედარებით წელს მოსავალი ადრე მოვიდა და რთველიც ადრე დაიწყო, ცოლიკაური 12 ოჯახს გვაქვს გაშენებული სოფელში და თითქმის ყველამ დაკრიფა, ზოგი ღვინოს წურავს და ღვინოს ყიდის, ზოგიც ყურძენს, გააჩნია ვის როგორ აწყობს. მეც დავკრიფე 700 კილოგრამამდე, მაგრამ არ გამიყიდია, ღვინო დავწურე. ჩემმა ძმამ 1 ტონა მოიწია, მიღებული მოსავლის ნახევარი გაყიდა და კმაყოფილიც დარჩა“ – ამბობს სოფელ ტიბეთაში მცხოვრები შოთა ბერიძე.
მეძიბნელი ბადრი დუმბაძე ამბობს, რომ სოფელში ყურძნის მოშენება მოსახლეობამ ბოლო წლებში დაიწყო:
„ადრე ბევრ ოჯახს ჰქონდა ვაზი მოშენებული, მაგრამ გლეხს შემოსავალს არ უტოვებდა და გაჩეხეს. ვაზის მოშენება ბოლო წლებში ისევ დაიწყო მოსახლეობამ, მსხვილი ფერმერი სოფელში 7-8 არის, დანარჩენებს პირადი მოხმარებისთვის მოჰყავს და სახლისთვის ღვინოს წურავს. მეც ახლად მოვაშენე, გასაყიდი ჯერ არ მაქვს“ – ამბობს ბადრი დუმბაძე.
ქედის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, ქედაში ყურძნის რეალიზების პრობლემა არ იქნება.
„გასულ წელს 45 ტონა ჩხავერი ჩავიბარეთ მხოლოდ, მიმდინარე წელს ჩხავერსაც ჩავიბარებთ და ცოლიკაურსაც. ამ ეტაპზე ღირებულება ცნობილი არ არის, ურთიერთშეთანხმებით მოხდება ღირებულების დადგენა, ფასი 1 ლარსა და 70 თეთრს იქნება მიახლოებული “ – ამბობს „ბათუმელებთან“ შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მენეჯერი ალეკო დადიანი.
ჯგუფში ერთი მასწავლებელი და ორი ძიძა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ორი მასწავლებელი და ერთი ძიძა მონაცვლეობით, მორიგეობით მუშაობენ. საბავშვო ბაღების უმეტესობამ იმის გამო, რომ გასულ წელს ლიმიტით გათვალისწინებულზე მეტი ბავშვი მიიღო, წელს ბავშვების მიღება შეაჩერა: „გასულ წელს ელექტრონული რეგისტრაციის შედეგი იყო ის, რომ იმაზე მეტი ბავშვი მივიღეთ, ვიდრე შესაძლებლობა გვქონდა. იძულებულები გავხდით ჯგუფებში ბავშვები დაგვემატებინა. ამის გამო წელს საერთოდ შევაჩერეთ მიღება“ – ამბობს #4 საჯარო ბაღის დირექტორი ირმა ნაკაშიძე.
ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნინო კერვალიშვილის ინფორმაციით, წელს ბაღის გარეშე ორი ათასამდე აღსაზრდელი დარჩა. ამას ემატება ის ათასი ბავშვიც, რომლებიც კერძო ბაღებში გადანაწილდნენ.
ბათუმში სულ თორმეტი კერძო ბაღი მუშაობს. ამ ბაღებში სწავლების ფასი თვეში 80- 150 ლარია.
ნინო კერვალიშვილის ინფორმაციით ბევრი მშობელი, რომლებმაც ბავშვი ბაღში ადმინისტრაციისგან მიღებული უარის გამო ვერ მიაბარეს, შესაძლოა ნოემბერში დაკმაყოფილდეს: „ნოემბერში ბათუმში ორი ახალი ბაღი გაიხსნება, ერთ ბაღში კი მესამე სართულს ვამატებთ, რაც დამატებით ჯგუფის გახსნის შესაძლებლობას მოგვცემს.“
„სამოქალაქო სოლიდარობა“ 14 სექტემბერს დაფუძნდა. ორგანიზაცია სამი მმართველი ორგანოსგან შედგება – დამფუძნებელთა საბჭო, წევრთა საერთო კრება და გამგეობა. გამგეობაში შედიან ზაზა მამალაძე, მამუკა არეშიძე, გიორგი კორკოტაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თეიმურაზ კობახიძე, დავით ბეგიაშვილი, გია დეისაძე, ნანა თხელიძე. გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია ბესო ხარძიანი.
„სამოქალაქო სოლიდარობა“ ორიენტირებულია ყველა იმ ადამინზე, ვინც 1 ოქტომბრის მერე აუსრულებელი დაპირებების მსხვერპლი გახდა. ჩვენი სურვილია ყველა ეს ადამიანი გავაერთიანოთ და ერთად მოვითხოვოთ, დაპირებული სამართლიანობის აღდგენა“-განაცადეს ორგანიზაციის წამომადგენლებმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და „სამოქალაქო სოლიდარობის“ წევრი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამართლიანობა არც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმდგარა, ამიტომ სამართლიანობისთვის ბრძოლა სამოქალაქო სექტორიდან უფრო ეფექტური იქნება:
„რამდენი ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. რასაკვირველია სამართლიანობისთვის ბრძოლა პარტიიდანაც შეიძლება, მაგრამ ვიცი როგორი ტიპის პარტიაცაა „ქართული ოცნება“, ამიტომ ვთვლი, რომ საზოგადოებრივი სექტორიდან უფრო უკეთესი შედეგი იქნება“.
მამუკა არეშიძე „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს.
„ქართული ოცნების დამფუძნებელთა გარკვეული ნაწილი ჩამოშორებულია პარტიულ ცხოვრებას. ჩვენი იქ ყოფნა არის ფორმალური. მე, პირადად, ჯერჯერობით მხოლოდ იმიტომ არ გავდივარ პარტიიდან, რომ არ მინდა ისინი გავახარო, ვინც ამ პარტიაში გამარჯვების შემდეგ შეცვივდნენ და დაიკავეს თანამდებობები“- აღნიშნა არეშიძემ.
ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათელა ხარაძე იქნება, ტექნიკური კოორდინატორი კი თამარ ღოღობერიძე.
23-მა სტუდენტმა ბათუმის მერიასა და საკრებულოში გაიარეს საზაფხულო სტაჟირება. სამი თვის მანძილზე ისინი მუშაობდნენ ბათუმის საკრებულოში კომისიებთან ერთად, მონაწილეობდნენ სხდომებსა და დოკუმენტაციის განხილვებში.
შეხვედრაზე საზაფხულო სტაჟირებაზე მყოფმა სტუდენტებმა მიღებული პრაქტიკის შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს. მათ პროგრამის ფარგლებში ოთხი პროექტი მოამზადეს. რომელთაგან „ნურიგელის ტბის დაჭაობება“ და „ახალგაზრდების საზაფხულო დასაქმების პროექტი“ საკონკურსოდ გამოცხადდა. სტუდენტების მიერ შედგენილი პროექტები სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემების გადაწყვეტის ხერხებსა და რეკომენდაციებს ასახავს.
„ნურიგელის ტბის დაჭაობების“ საფრთხე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სტაჟიორმა სტუდენტებმა შეისწავლეს. ის გამარჯვებულ პროექტად დასახელდა
„ტბა საგანგაშო მდგომარეობაშია. მიმდინარეობს დაჭაობება. პროექტში დეტალურადაა გაწერილი რეაბილიტაციისთვის საჭირო რეკომენდაციები. საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიიშვილმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ამ საკითხს გაითვალისწინებენ“ – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი აბაშიძე.
სტუდენტთა საზაფხულო სტაჟირება განვითარების და ხელშეწყობის კავშირის, „პროგრესის“ ინიციატივითა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით წელს პირველად განხორციელდა. „პროგრესის“ხელმძღვანელის, ნინო გაბუნიას თქმით, პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება.
ფესტივალზე დაუკრავს ასევე POST-ottO & მეგი გოგიტიძე და ბენდი MAGGIE N’ Guys. კონცერტი ბათუმის ხელოვნების ცენტრში (ბენზე) გაიმართება, საღამოს 8 საათზე და ბილეთის ფასი 10 ლარია.
კომპნია LIFETIME – ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. #8, ტელ: 422 293000 _ ბილეთების ყიდვა ადგილზევე თანხის გადახდით.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი (ბულვარის შესასვლელთან).
ფესტივალის მხარდამჭერები არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სასტუმრო „რედისონ ბლუ“, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, ბათუმის საზაფხულო თეატრი, არტ-ლაბორატორია, კომპანია LIFETIME.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა რევაზ ხარაძემ ეს ფაქტი გააპროტესტა და სამართალდამრღვევის პასუხისგება მოითხოვა:
„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს განახორციელა საჯარო მოხელემ, ბათუმის მერიის თანამშრომელმა მერაბ ღოღობერიძემ, რომელიც სისტემატურად არღვევს საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი პარტიის უფლებებს“.
მოპაექრე მხარეების მიერ პლაკატების განზრახ ჩამოხევა ან დაზიანება კანონმდებლობით ისჯება. მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის სამსახურში მუშაობს, ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად მან ჩაიდინა პროტესტის ნიშნად:
„ამაზრზენია ის, რომ დავით ბაქრაძე პრეზიდენტობის კანდიდატია დღეს. პროტესტის ნიშნად გამოვედი და გადავხაზე მისი საარჩევნო პლაკატები. ეს ნამდვილად მე გავაკეთე და პასუხისმგებელი ვარ ჩემ საქციელზე“.
გარდა მერიისა, მერაბ ღოღობერიძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.
„11 თვე გავიდა მას შემდეგ რაც აჭარაში შეიცვალა ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება და უმაღლესი საბჭო. სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში ვერ დავინახე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ხალხის საკეთილდღეოდ რამე ცვლილება. მაქვს სრული უფლება მოვითხოვო აღმასრულებელ ხელისუფლებისა და უმაღლეს საბჭოსაგან, რომ 11 თვის გაწეული მუშაოის შესახებ ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას. ქალაქში მოუწესრიგებელია წყალგაყვანილობა, ქალაქელებს ეშინიათ დიდი წვიმის. აბსოლუტურად მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. დავდივარ შეხვედრებზე და ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მათ ყურადღება არ ეთმობათ მიტოვებულია სოფელი და ხალხი“.
აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას ჰქონდა შვიდთვიანი და ოთხთვიანი ანგარიშის წარდგენა. ჯუმბერ თავართილაძე თქმით, მედიასაშუალებებით გაეცნო მას, მაგრამ რაიმე კონკრეტული წინგადადგმული ნაბიჯი ვერ ამ ანგარიშებში ვერ შენიშნა.
პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრის სამზადისი ქედაში დილიდან დაიწყო. წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხალხის ნაკადის შეგროვებას სოფლებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები უწევდნენ, სოფლებიდან მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებით უფასოდ ჩამოიყვანეს. სპორტსკოლის შენობაში შეხვედრას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა პირველ საათზე დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელისუფლების მიღწევაზე ისაუბრა და ამომრჩეველს წარმატებული საქართველოსთვის 41 ნომრის მოხაზვისკენ მოუწოდა.
,,მე შესაძლებლობა მომეცა ამ ხალხთან საქმიანი მომავლის თაობაზე ერთიანი გეგმა დაგვესახა. აქ არის ერთდროულად სერიოზული პრობლემები ეკომიგრანტების, მცირემიწიანობის, განსახლების პრობლემა, ასევე პოტენციის შემცველი, მაგრამ რეალურად აჭარა ქვეყნის დემოგრაფიულად გადარჩენის წინაპირობაა. ამ ეტაპზე ამაში პრობლემაც უნდა დავინახოთ და პრობლემის გადაჭრაც, მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ ამ საკითხების დარეგულირების რესურსი აქტიურად არ ჩანს. მაგრამ ჩვენ გულისყურით ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც აჭარაში არის დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის გადამრჩენი ქართული ოჯახის გაძლიერებაა. აჭარა ამის არაჩეულებრივი მაგალითია და აქ არსებული პრობლემები ჩვენი მუშაობის შედეგად პოტენციალად უნდა შევატრიალოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ქედაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხელისუფლების მიღწევებზეც ისაუბრა: ,,ყველაფრის ერთბაშად მიღწევა შეუძლებელია, ამას დრო სჭირდება, დღეს პოლიცია ადაიანებს აღარ ატერორებს, განათლების სისტემაში შეიცვალა მიდგომები, უფასო სახელმძღვანელოები დავურიგეთ, უფასო ფაკულტეტებია, დღეს პრესა და მედია თავისუფალია, ჯანდაცვაში ყველა ადამიანია დაცული“.
წინასაარჩევნო შეხვედრას ქედაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
,,მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. გასულ წელს მიწისზვრის დროს სახლს ბზარები გაუჩნდა და თავზე მენგრევა. ცხრაჯერ მივმართე ადგილობრივ გამგეობას დახმარებისთვის, მაგრამ ამაოდ, ამიტომაც მოვედი აქ, მინდოდა დახმარება გიორგი მარგველაშვილისთვის მეთხოვა, თუმცა ვერ მოვახერხე“, – განაცხადა სოფელ უჩხითში მცხოვრებმა ციალა გოგიძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრა არის დაგეგმილი შუახევსა და ხულოშიც.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ქეთევან მანელიშვილის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ „ბათუმური შემოდგომის” ფესტივალს მაინც დაესწრება მაყურებელი.
„ჩვენ გვქონდა ელისო ბოლქვაძის ფესტივალი და ცოტა შეგვეშინდა, იმდენად რამდენადაც მაყურებელი ვერ დავაინტერესეთ 8 დღის მანძილზე. ვერც ბილეთის ფასით, ვერც მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით, ვერ დავაინტერესეთ მასტერკლასით. მაინცდამაინც თბილისლები უნდა ჩამოვიდნენ სპექტაკლით ან თბილისლები უნდა წამოვიდნენ დასასწრებად რომ ბილეთებს მიაწყდეთ? „ქეთო და კოტეზე“ რომ ხდებოდა ისე. კარგი სპექტაკლი იყო, მაგრამ არანაკლებს შეიძლება მოუსმინოთ აქ. თუ მაყურებელი არ იქნება, აბა რისთვის ვმუშაობთ, რისთვის ვდგამთ სპექტაკლს, რისთვის ვხარჯავთ ფულს. ფინანსთა სამინისტრო მერე ჩვენ გვეკითხებ, რამდენია შემოსული თანხა კონცერტიდან. რამდენია და ნული,“ – განაცხადა ქეთევან მანელიშვილმა.
მისივე თქმით მაყურებლის დასაინტერესებლად სხვადასხვა გზას და მეთოდს მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით შედეგი ვერ მიიღეს.
„ბილეთების ფასი ჩამოვაგდეთ, იფიქრეს საშინელიაო და არ მოვიდნენ. ავწიეთ, ძვირიაო, ვერ მოვიდნენ, ვერ გავიგე რა უნდა ვქნათ. შეიძლებოდა ზვიად ბოლქვაძის კონცერტზე ხალხი არ მოსულიყო? არ მოვიდნენ. მერე ისევ ჩვენ დავრეკეთ. მეთქი ცარიელი რომ არ იყოს დარბაზი. ვრეკავდით, ჩვენ ბოდიში, მოდით, ფული არ არის გადასახდელი. უბილეთოდ მობრძანდით, დაგვესწარით, კარგი კონცერტია და მართლა ასე იყო. შევავსეთ დარბაზი. ფაქტია მაყურებელი არ გვყავს. მაშინ რატომ ვაფინანსებთ მუსიკალურ სკოლებს, სასწავლებლებს. თუ მასწავლებელს არ აინტერესებს, მოსწავლეს არ აინტერესებს ე.ი. რა გამოდის“ – განაცხადა ქეთევან მანელიშვილმა.