ბათუმის „ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

 

ამ წუთებში აჭარის პროფკავშირების ხელმძღვანელი გაფიცულ მძღოლებს განცხადებას აცნობს და რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, როდის აღდგება ქალაქში ავტობუსების მოძრაობა. 

 

„ავტოტრანსპორტის” მძღოლები ხელფასის მომატებისა და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით ცხრა დღის წინ გაიფიცნენ. ქალაქში ავტობუსების მოძრაობის შეწყვეტას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. 

ხეების ჩამკეტი ბორდიურები 240 519 ლარად

 

 

ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 7 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება.

 

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორმოცდახუთი კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ხეების ირგვლივ ჩამკეტი ბორდიურები შემდეგ ქუჩებზე მოეწყობა: ჭავჭავაძის ქუჩა “ლ ბაკურიდან” „გუდვილამდე“; მელიქიშვილის – ნინოშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; 26 მაისის – ნინოშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე; გრიბოედოვის – რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; გორგასლის – ქუთაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე; დემეტრე თავდადებულის – ნინოშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; ვაჟა-ფშაველას – ნინოშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე; ლუკა ასათიანის – რუსთაველის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩამდე; რუსთაველისა და ინასარიძის ქუჩებზე.

 

შესასრულებელი სამუშაო: მიწის ამოღება ხელით ხეების ირგვლივ ბაზალტის ბორდიურების მოსაწყობად და გრუნტის გატანა ნაყარში 10 კმ-მდე, ბორდიურებისთვის ქვიშა-ხრეშოვანი საგების მოწყობა 5 სმ სისქით, ბორდიურებისათვის. ბეტონის მომზადების მოწყობა 5 სმ სისქით, ბაზალტის ბორდიურის მოწყობა.  

50 მილიონი და სოფლის პრიორიტეტები

 

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრაზე სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ იქნება საუბარი. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების დახმარების მიზნით 50 მილიონი ლარი გამოყო.

თანხა იმ პრობლემების მოგვარებას მოხმარდება, რომელსაც მოსახლეობა სათემო შეხვედრებზე პრიორიტეტად მიიჩნევს.

„ჩვენი და უკრაინელი ხალხის ბედი დღეს წყდება“ – უკრაინის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

 

 „ჩვენ დაგვიკავშირდა უკრაინელი სათვისტომოს წარმომადგენელი. მათ სურვილი გამოთქვეს, ერთობლივად გამოგვეხატა უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა. სიმბოლურია,  როცა ბათუმიდან კეთდება ასეთი განცხადება, სადაც დიდი ხნის განმავლობაში იდგა რუსის ჯარი. დღეს უკრაინა და უკრაინელები ცდილობენ  შეცვალონ ორიენტირი ევროპისკენ. ჩვენც იმავე გზაზე ვდგავართ. ამიტომ ჩვენი და უკრაინელი ხალხის ბედი დღეს წყდება „ევრო მოედანზე“- განაცხადა „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრმა ლაშა ადამიამ.

 

 

აქციაზე უკრაინელი სათვისტომოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

„ჩვენთვის რთული პერიოდი დგას. ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფლები. წლების განმავლობაში ჩვენ გვყოფდა სხვადასხვა მთავრობა და სხვადასხვა სახელმწიფო. ახლა ჩვენ ვართ ერთიანი.“- აღნიშნა სათვისტომოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ვალონსკიმ.

 

ქობულეთის გამგებელი მოსახლეობას ხვდება

 

ქობულეთს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი რომანაძე სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი მოადგილეებთან ერთად ხუცუბნის თემის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობამ უმთავრეს მოთხოვნად სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება, მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და გაზიფიკაციის დაწყებული პროცესის გაგრძელება დაასახელა.

 

 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას ხუცუბნის თემში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გააცნეს და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.

 

 

„სალსას“ გაკვეთილები პრესკაფეში

 

კამპანიის ფარგლებში დღეს „პრესკაფეში“ უკრაინელმა ტრენერმა იულია როსკევიჩმა (ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აივ დადებით ადამიანთა გაერთიანება) ჩაატარა „სალსას“ გაკვეთილები, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

 

„დღეს თქვენ პირველად იცეკვეთ სალსა და დამერწმუნებით, რომ ეს არ იყო საშიში.  ასევე არ არის საშიში თითოეულმა ჩვენგანმა ჩაიტაროს სწრაფი ტესტირება აივ/შიდსზე. ყველამ მოვუწოდოთ ჩვენს მეგობრებს, რომ ჩაიტაროს ტესტირება და მათ უთხრან თავიანთ მეგობრებს“ – ასე მიმართა „სალსას“ გაკვეთილის შემდეგ უკრაინელმა ტრენერმა იულია როსკევიჩმა  დამსწრეებს.  

 

 

ცეკვის დაწყებამდე დამსწრეებს აინტერესებდათ, თუ რა ასაკიდან არის შესაძლებელი აივ/შდსზე ტესტირება, რაზეც  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეალური ხალხი რეალური ხედვის“ წარმომადგენელმა მედეა ხმელიძემ უპასუხა: ,,ჩვენი პროექტის ფარგლებში 15 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, მაგრამ სხვა შემთხვევებში მშობლის თანხმობაა საჭირო.“

 

შეგახსენებთ, რომ   ბათუმში 19 და 20 თებერვალს 13:00-18:00 იგეგმება სწრაფი ტესტირება აივ/შიდსზე. მისამართი: ყაზბეგის ქუჩა 5/7. ტესტირების გავლა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.

 

„ენერგო – პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

 

ქედაში, სოფელ დანდალოში, 25 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელია.  

აღნიშნული ინფორმაცია ბათუმის სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ  დაადასტურა.   

მძღოლების აქცია – მერვე დღე

მძღოლები შპს „ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელის, გია ლორიას მხრიდან სიტყვიერ შერაცხყოფასა და არათანამშრომლურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ და მის  გადაყენებას მოითხოვენ. გაფიცული მძღოლების განმარტებით, მათი მოთხოვნა თუ არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება.

გია ლორია კი მძღოლების ბრალდებებს უარყოფს. მისი განმარტებით, ის ხელმძღვანელია და წესრიგის დამყარებისთვის ზოგჯერ მკაცრი დამოკიდებულებაა საჭირო. 

ინტერფრაქციული ჯგუფი დღის ბოლოს შეიკრიბება  სამუშაოდ. 18-წევრიანი კომისია დაკომპლექტებულია მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.  მათ 22 თებერვლამდე აქვთ სამუშაო ვადა. ამ პერიოდში უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება,  რომელსაც ბათუმის საკრებულო განიხილავს.    

მძღოლების აქცია ბათუმში
მძღოლების აქცია ბათუმში

აჭარაში წლიურად 146 მილიონ კვერცხს მოიხმარენ

აჭარის მოსახლეობის (400 ათასი კაცი) და რეგიონში შემოსული ტურისტების წლიური მოთხოვნა კი ფრინველის კვერცხზე შეადგენს 146 მილიონ ცალს, გადახრა მოხმარებასა და წარმოებას შორის შეადგენს -93,6 პროცენტს.

 

ფრინველის ხორცითა და კვერცხით ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს სხვა რეგიონებიდან შემოტანილი და იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზე ხდება.

 

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კვერცხის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 80-დან 100 ცალამდეა წელიწადში.

 

ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოტანილია 29,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფრინველის კვერცხი.   

 

 

ბონის ყოფილი საავადმყოფო გასხვისდება

 

1840 კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 4734 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი სამინისტრომ პირობიან აუქციონზე გუშინ გაიტანა. წლიური სარგებლობის საწყისი ფასი 60 ათასი ლარია. აუქციონი 5 მარტს დასრულდება.

 

აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს 20-საწოლიანი კარდიოქირურგიული კლინიკის ამოქმედება და ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურების განხორციელება, სადაც დასაქმდება საქართველოს არანაკლებ  20 მოქალაქე; ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა ამოქმედდეს დამატებით არანაკლებ 20-საწოლიანი მრავალპროფილური საავადმყოფო და დასაქმდეს დამატებით არანაკლებ საქართველოს 50 მოქალაქე.

 

სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება აღირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად და მოსარგებლეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული ხარჯები.    

300 ლარი პირველ შვილზე, 400 – მეორეზე – მერიის დახმარება სოციალურად დაუცველებს

ბათუმში რეგისტრირებული 70 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები პირველი შვილის შეძენასთან დაკავშირებით 300 ლარს, ხოლო მეორე შვილზე 400 ლარს მიიღებენ.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში უნდა დატოვონ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 24 63 05. პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 120 ათას ლარს შეადგენს.

აქცია აივ/ შიდსის სტატუსის დასადგენად

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს კამპანია „უთხარი მეგობარს“,  რომლის მიზანიც  აივ ინფექცია შიდსის ტესტირების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. 

საქართველოში ბოლო თვენახევრის განმავლობაში შიდსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა _ ინფორმაცია ამის შესახებ შიდსის ცენტრმა გაავრცელა.

აჭარაში 50 სერტიფიცირებული დირექტორია

 

 

ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე:

„დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება დეკემბრის ჩათვლით

მიმდინარეობდა. დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები, ასევე სხვა პირებიც, ისინი,

ვინც არ მუშაობდნენ სკოლებში, მაგრამ სურვილი ჰქონდათ კონკურსში მონაწილეობის.

ამ გამოცდებში ბათუმის10 საჯარო სკოლის დირექტორი მონაწილეობდა, მათგან რვამ

წარმატებით გაიარა, ორმა კონკურსი ვერ გადალახა. ისინი, ვინც ვერ გადალახეს ბარიერი, აგრძელებენ მოვალეობის

შესრულებას“.

ბათუმში სულ 27 საჯარო სკოლაა.

 

ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნევრესტან

დიდმანიძე:

„2013 წელს ჩატარებულ კონკურსში ხელვაჩაურში 20 მოქმედი დირექტორი

მონაწილეობდა. 11-მა პირველი ეტაპი – ტესტირება _ ვერ გადალახა. გასაუბრებაზე ორი

ჩაიჭრა და შვიდი სერტიფიცირებულია“.

ხელვაჩაურში სულ 35 სკოლაა.

 

შუახევის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა

მიქელაძე: „წელს ტესტირებაში 7 კონკურსანტი მონაწილეობდა. გასაუბრებაზე 5 მონაწილე გავიდა,

აქედან ორი მოქმედი დირექტორი იყო. შუახევს ამჟამად ორი წლის მონაცემებით 10

სერტიფიცირებული დირექტორი ჰყავს. მათ შორის შვიდი მოქმედი დირექტორია.

შუახევში სულ 43 საჯარო სკოლაა.  

 

ქობულეთის რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე:

„დღეის მონაცემებით ქობულეთში 17 სერტიფიცირებული დირექტორია. ტესტირებაში

18 მოქმედი დირექტორი მონაწილეობდა. მხოლოდ ერთმა ვერ გადალახა მეორე ეტაპი,

ხოლო გარეშე პირმა _ ორმა“.

ქობულეთში 50 სკოლაა. აქედან 46 საჯაროა, 4  კი _ კერძო. გასულ წელს

სერტიფიცირება ოთხმა დირექტორმა გაიარა.

 

ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი:

„ტესტირება მოქმედი დირექტორებიდან ექვსმა გადალახა, გასაუბრება – 4-მა. 

სერტიფიცირებულია შვიდი დირექტორი.  სულ 11 სერტიფიცირებული დირექტორია, აქედან

10 მოქმედი“.

ქედაში 29 სკოლაა.

 

ხულოს რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე:

„დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდებში ხულოდან 16 მოქმედი და არა მოქმედი

დირექტორი მონაწილეობდა. აქედან ტესტირება გაიარა 9 პირმა, 7 სამწუხაროდ

ჩაიჭრა, მათ შორის დაბა ხულოს მოქმედი დირექტორი. ის აგრძელებს დირექტორის

მოვალეობის შესრულებას“.

ხულოში სულ 49 სკოლაა.

ინტერფრაქციულმა ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

 

 

 18 წევრიანი ჯგუფის დღევანდელი შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ კომისია აქციის წევრებს ხვალ შეხვდება და ადგილზე შეისწავლის საკითხს. სამუშაო ჯგუფი ერთი კვირის ვადაში განიხილავს მძღოლების მოთხოვნებს. გარდა ამისა, განიხილება ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის, გია ლორიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც. 

 

„გვინდა მივიღოთ ობიექტური გადაწყვეტილება. ამიტომ ხვალ კომისია აპირებს ადგილზე, აქციის წევრებთან მისვლას. კომისია მოუსმენს ორთავე მხარეს და გამოიტანს დასკვნებს. ამ დასკვნებს წარმოგვიდგენენ საკრებულოს წევრებს. კომისიას მხოლოდ რეკომენდაციის მოცემის უფლება აქვს. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ რეკომენდაციას. მოვუწოდებ მოშიმშილეებს შეწყვიტონ შიმშილობა, ეს არ არის გამოსავალი, ეს მათ ჯანმრთელობას ვნებს. ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემას“- განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი დარჩა აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე ილია ვერძაძე. ის იმედოვნებს, რომ მძღოლების მოთხოვნა სამომავლოდ დადებითად გადაწყდება 

„ნაციონალები“ ნათია სურგულაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვენ

 

 

დეპუტატ ნოდარ დუმბაძის განმარტებით, ბათუმის საკრებულოს მიერ ახლახან შექმნილი „კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელად ნათია სურგულაძის  დანიშნვით ბათუმის საკრებულომ საჯარო სამსახურების შესახებ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი დაარღვია. ამ მუხლის მიხედვით,   სახელმწიფო მოსამსახურეს გათავისუფლების დღიდან 3 წლის განმავლობაში არ შეუძლია ისეთ სამსახურში წამყვანი პოზიცია დაიკავოს, რომელსაც ბოლოს 3 წლის განმავლობაში ზედამხედველობდა.  

 

საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის განმარტებით კი,  ნათია სურგულაძის დანიშვნით საკრებულოს კანონი არ დაურღვევია, რადგან „სურგულაძე  განათლებისა და კულტურის დარგს კი არ ზედამხედველობდა, არამედ კურატორი იყო“.  

 

ნათია სურგულაძე წლების განმავლობაში ბათუმის მერიაში, ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა. მან ცოტა ხნის წინ დაწერა განცხადება გადადგომაზე. ნათია სურგულაძის ნაცვლად ვიცე-მერად გიორგი ერმაკოვი დაინიშნა.

 

 

სახელმწიფო ანსამბლის წევრები გააფრთხილეს

 

„ჩვენ მათ უფლებებს არ ვარღვევთ. ისინი მესამე პირს უცხადებენ სოლიდარობას, რომელიც ჩვენთან არ მუშაობს, რასაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს შრომის კოდექსი, არც შინაგანაწესი და არც მათთან დადებული ხელშეკრულება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ დაუბრუნდნენ რეპეტიციებს“.

როგორც ანსამბლის იურისტი ამბობს, აქციის წევრებს სიტყვიერად სამი თებერვლიდან აფრთხილებენ, რომ შეწყვიტონ აქცია და შეასრულონ მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

„ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეში დარღვევისათვის მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ზომები. ყველას გავუგზავნეთ წერილობითი გაფრთხილება. თუ წერილობით, ახსნა-განმარტებით, არ მოგვმართავენ, მომზადდება შრომის ხელშეკრულების დარღვევის ბრძანება“ _ განმარტა ანსამბლის იურისტმა ეთერ შუბლაძემ.

ოთარ მიქელაძის თქმით, ანსამბლის არც ერთი წევრი სამსახურიდან არ გათავისუფლდება, თუ ისინი გააგრძელებენ რეპეტიციებს.

ანსამბლის წევრებს ხელშეკრულების ვადა პირველ აპრილამდე აქვთ.

 

“ექსპრესი”რუსთაველის ქუჩაზე

 

ღირებულება 40 თეთრია.

მიკროავტობუსს „ექსპრესი“ აწერია. მისი მარშრუტი იწყება ხოფის ტერიტორიიდან და გრძელდება მახინჯაურამდე, რკინიგზის სადგურამდე. მიკროავტობუსი მგზავრებს მანამ მოემსახურება,სანამ ავტობუსების  მოძრაობა არ აღდგება.

ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა ავტობუსის მძღოლები გაფიცულები არიან. 

კალიგრაფიის კონკურსი მასწავლებლებისთვის

 

ინფორმაცია ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაავრცელა.

 ღონისძიება დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება. პირველი ეტაპი ჩატარდება 27 თებერვალს სკოლებში. პირველ ეტაპს ორგანიზებას უწევს სკოლის ადმინისტრაცია, ხოლო მეორე ეტაპი ჩატარდება 2014 წლის 6 მარტს, 15 საათზე, ხელვაჩაურის რესურსცენტრში, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული.

 კონკურსში  მონაწილეობის მიღება მსურველს შესაბამისი ანკეტის შევსების საფუძველზე შეეძლება.

გოდორის, გიდელის, ჭიპონის, სალამურს ოსტატები


გიორგი აბულაძემ პროექტის მონაწილე ქედელ ხელოვანებს პროექტის მიზანი, სამომავლო გეგმები გააცნო და ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის ორგანიზაციის სახელით მადლობის ბარათები გადასცა.

 

გიორგი აბულაძე ამბობს, რომ ის დარგები, რომლებიც უხუცესებმა ჩვენამდე მოიტანეს, მალე შესაძლოა დავიწყებას მიეცეს, მცირედი ყურადღების მიქცევა კი ძალიან მნიშვნელოვანი და სტიმულის მიმცემია.

 

„არაერთი ხალხური რეწვის ოსტატი გვყავს, რომლებიც ეროვნულ საქმეს აკეთებენ, ჩვენამდე მათ მოიტანეს ის საქმე. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ვისთანაც ვიყავი,  უმრავლესობა მათი შთამომავლებისა: შვილები, შვილიშვილები არ ხელობენ, არ არიან დაინტერესებული, რაც  გვაფიქრებინებს, რომ წლების შემდეგ სალამურის, ჭიპონის, ასევე სხვადასხვა საკრავისა თუ სასოფლო მოხმარების ნივთების კეთების ისტორია დავიწყებას მიეცემა“.

 

გიორგი აბულაძის ინფორმაციით, ქედაში  დაახლოებით 40 ხელოვანია –  მხატვრები, ბადის, გოდორისა და გიდლის მქსოველები, ჭიპონის, სალამურის, ფანდურის და სხვადასხვა მუსიკალური საკრავის  ოსტატები.

 

 „პროექტის ფარგლებში ქედაში ქუჩის ბიბლიოთეკის მოწყობას ვგეგმავ, მაგრამ შესაძლებელია იდეა შეიცვალოს“, – აცხადებს გიორგი აბულაძე.

CAUCULT-ის (კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელი)  მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ ინიციატივას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რეგიონებსა და ქალაქებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამი _ „EuroEast Culture ხიდების მშენებლობა კულტურის მეშვეობით“ _ ფარგლებში.

შშმ პირები ბათუმის მერიას მიმართავენ

 

ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ პირთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა თაზო მჟავანაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა  მოითხოვა.   

 მისივე განმარტებით, ბათუმის მერია მხოლოდ უსინათლო  ადამიანებს  უფინანსებს გაზიფიცირების 90-პროცენტს, მჟავანაძე კი მერიას მიმართავს, რომ  გაზიფიცირების 30-პროცენტი თანადაფინანსება პირველი ჯგუფის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც გაუწიონ.

 

 

დეპრესია სტუდენტის ხედვით

 

დასაწყისისთვის აღვნიშნოთ, რომ დეპრესია აფექტური სინდრომია, რომელიც ხასიათდება უგუნებობით, აზროვნებისა და მოძრაობის შენელებით, რომელიც ახლავს ყველა ფსიქიკურ დაავადებას. საჭიროა განვასხვავოთ ნორმალური და პათოლოგიური შემთხვევები. ნორმალური ან პერიოდული დეპრესიული მდგომარეობის დროს  ადამიანებს აერთიანებთ  დარდისა და წუხილის გრძნობა. პათოლოგიურს კი მიეკუთვნება დეპრესია და მელანქოლია. ამ ყველაფერს კი, საერთო ჯამში, იწვევს სულიერი ტკივილი, ვინმეს, ან რაიმე მნიშვნელოვანის დაკარგის გრძნობა, სიყვარულისა და პირადი ცხოვრების არქონა, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი გრძნობების ერთმანეთთან შერწყმის დანაკლისი. განსხვავება ისაა, თუ როგორ ძალუძთ ადამიანებს მათ თავს დამტყდარ პრობლემებთან გამკლავება, დაუბრუნდებიან თუ არა გარესამყაროს და თავს მისი მთლიანობის ნაწილად განიხილავენ, რა ხანგრძლივობა ექნება დეპრესიულ მდგომარეობას.      

  

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდანვე მოწყენილები არიან, არ სწამთ გარესამყაროს, გარშემომყოფი ადამიანებისა და საკუთარი თავისაც კი. ფიქრობენ, რომ ცუდები არიან და არ იმსახურებენ სიყვარულს. სწორედ ეს არის დეპრესია – მათი ჩვეული მდგომარეობა, რომლის არარსებობაც წარმოუდგენლად მიაჩნიათ. საკუთარი თავისა (თვითპერცეფცია) და გარესამყაროს ასეთი აღქმის მიზეზი ადრეულ ასაკში უნდა ვეძებოთ, კერძოდ, დედის ან მისი შემცვლელი, მზრუნველი ადამიანის ქცევაში. როგორც ჩანს, შფოთვისა და დაძაბულობის სიტუაციებში ეს ადამიანი ვერ რეაგირებდა ბავშვის მოთხოვნილებებზე დროულად და ადეკვატურად, მაშინ, როდესაც ბავშვისთვის დედა მთელ სამყაროს წარმოადგენს, ის მისთვის ყველაფერია, როგორც ემოციონალურ, ასევე ფიზიკურ კონტექსტში, მიღებულია სანდო პიროვნებად, ასეთი არასრულყოფილი გამოცდილების შემთხვევაში ბავშვს ექმნება წარმოდგენა, რომ მის ირგვლივ ყველაფერი სასტიკია, რისი ნდობაც არ შეიძლება, მას ვერ გაუგებენ და ამ ყველაფერთან ერთად ბავშვი ფიქრობს, რომ არც თვითონ არის სიყვარულის, სითბოსა და მზუნველობის ღირსი. ამგვარი დეპრესიული მდგომარეობის კიდევ ერთ წყაროდ ითვლება ფრუსტრაცია (იმედგაცრუება, რომელიც ტკივილს აყენებს). ბავშვი ვერ ბედავს დედის მიმართ გამოხატოს საკუთარი გრძნობები, რადგან ფიქრობს რომ აწყენინებს მას და ამით დაკარგავს მზრუნველ ადამიანს, მას განუდგებიან და აღარ ეყვარებათ, შესაბამისად, ის აღარ გამოხატავს თავის ემოციონალურ მდგომარეობას და მთელს ბრაზსა და სიძულვილს შინაგანად ავლენს, მიმართავს საკუთარ თავზე, რის შედეგადაც იგი ცუდ პიროვნებად აღიქმება.

 

თუ ბავშვი რეალურად კარგავს საყვარელ ადამიანს, მშობელს, განქორწინებისა თუ სიკვდილის შემთხვევაში, პირველ რიგში, იგი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ ყველაფერში დამნაშავე სწორედ თვითონ არის, რადგან არასაკმარისად კარგი იყო, რაღაც ცუდი ჩაიდინა. სწორედ ამიტომ, უმჯობესია ამ საკითხის განხილვა ბავშვთან, მიუხედავად მისი ასაკისა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თვითონ გამოიტანს არასწორ დასკვნებს, რაც ცუდად იმოქმედებს მასზე მთელი სიცოცხლის მანძილზე და იცხოვრებს დანაშაულის გრძნობით.

 

დეპრესია ყოველთვის უკავშირდება რაღაცის დაკარგვის, დანაკლისის შესახებ განცდებს, იქნება ეს საყვარელი ადამიანის, ურთიერთობის დაკარგვა, თუ სასიყვარულო იმედგაცრუება, იმედებისა და ილუზიების მსხვრევა. ყველა ამ შემთხვევაში ადამიანი რაღაცას კარგავს, რაზეც ემოციონალურად ძლიერ იყო მიჯაჭვული. თუ დედისადმი ადრეული ურთიერთობების გამოცდილება მყარი იყო, მაშინ ადამიანი მსგავს რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციას ადვილად გადაიტანს და ყველაფერს თავს გაართმევს, შემდეგ კი ინტერესსა და სიყვარულს ახალ ობიექტზე გადაიტანს. მაგრამ დეპრესიის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. აქ საქმე გვაქვს ერთგვარი გაშვების პრობლემასთან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი რეალურ სამყაროში აღარ არის, ის არსებობას მეორე ადამიანში აგრძელებს, შინაგანი დიალოგების, სწავლებების, დადანაშაულების სახით, რაც საკუთარი თავისადმია მიმართული, თითქოს ყველაფერი ამ ადამიანის შეცდომის გამო მოხდა და შესაძლოა დანაშაულის გამოსყიდვაა საჭირო.

 

დეპრესიის მთავარი სიმპტომი ცუდი ხასიათია, ან საერთოდ უხასიათობა, სიყვარულის შეუძლებლობა, კავშირების დამყარების სურვილი არც არსებობს, ინტერესს არაფერი იწვევს. ამ ყველაფერს კი იმ ფაქტით ვხსნით, რომ ამ ადამიანის გული თავისუფალი არ არის და აგრძელებს იმ ობიექტის სიყვარულს, რომელმაც იგი მიატოვა. 

 

დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლასა და მისგან თავის დაცვას მანია ეწოდება. ის ახასიათებს ადამიანის ტრიუმფს საყვარელი ობიექტის მიმართ, როდესაც თავისუფლდება მისი სიყვარულისგან და მასზე დამოკიდებული აღარ არის. ადამიანი ასეთ დროს საკუთარ ყოვლისშემძლეობას გრძნობს, როდესაც თვითონ ძალუძს წარმართოს და დაიქვემდებაროს ობიექტი, რომლის სიყვარულზეც ადრე თვითონ იყო დამოკიდებული.

 

დეპრესიისაგან განკურნების ფორმები ერთმანეთს გვანან და ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მელანქოლიური დეპრესია საჭიროებს ანტიდეპრესანტების დანიშვნას ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ არსებობს სუიციდის საფრთხე, საავადმყოფოში დაწვენა აუცილებელია. ანტიდეპრესანტები ნევროტული დეპრესიული სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაშიც დადებითად მოქმედებს. თუმცა, ანტიდეპრესანტები პანაცეა არ გახლავთ. მათი მიღება ისეთი დეპრესიული ინდივიდების მიერ, რომლებიც დამოკიდებულების მიმართ მიდრეკილნი არიან, ახალი დამოკიდებულების საფრთხეს გვიქადის. ამასთანავე, ანტიდეპრესანტებისა და ალკოჰოლის თანამედროვე მიღება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ქიმიური კომპონენტების არასასურველი ურთიერთქმედების გამო.

 

რაც შეეხება დეპრესიისადმი ბრძოლის მეორე გზას, ფსიქოთერაპიას, ის არ არის სწრაფი, მაგრამ ყველაზე ეფექტური მეთოდია. საქმე ეხება არა ფსიქოანალიზსა და ფსიქოლოანალიზურ ფსიქოთერაპიას, არამედ რაციოანალურ, თანადგომისადმი მიმართულ ფსიქოთერაპიას. მხოლოდ ხშირი ეგოისტური ტრამვების ღრმა გამოკვლევა დაეხმარება ინდივიდს გამოვიდეს ხანგრძლივი დეპრესიული მდგომარეობიდან. ფსიქოანალიზის დროს ცნობიერად იკვეთება აქამდე არაცნობიერად არსებული ურთიერთობების პატერნები, ხდება მათი წყაროების გაანალიზება. ადამიანი ხელახლა სწავლობს საკუთარი თავისა და გარესამყაროს აღქმასა და ძველი შეხედულებებისაგან გათავისუფლებას.

და ბოლოს, ფაქტები დეპრესიის შესახებ:
 
●  დეპრესიით იტანჯებიან 2%-დან 10%-მდე  ადამიანები;
●  დეპრესიას 2-ჯერ უფრო ხშირად ვხვდებით ქალებთან;
●  ის ხშირად 25-დან 35-წლის ასაკში გვხვდება;
●  სუიციდის შემთხვევების 80%-ის მიზეზად დეპრესია სახელდება;
●  დეპრესიული მდგომარეობის ნახევარი პაციენტებისა და ექიმების მიერ ვერ ამოიცნობა;
●  დეპრესია ხშირად სომატური დაავადებების მიღმა იმალება, ან ხელს უწყობს მათ გაუარესებას.

მოსამართლის ვაკანსია ბათუმში

 

მოსამართლის ერთი ვაკანსია არის ბათუმში. მოსამართლეობის მსურველები  ყოფილი  მოსამართლეები და მოქმედი ადვოკატები არიან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობა სურთ: თემურ კაკაბაძეს, მაია ჯვარშეიშვილს, დავით კეკენაძეს, მაგული კუნჭულიას, ნანა კალანდაძეს, ნარგიზ ცეცხლაძეს,  ზურაბ სურმანიძეს, ნინო ბუაჩიძეს, იგორ გვაგვალიას, გიორგი  გრატიაშვილს,  ირაკლი შავაძეს, სალიხ შაინიძეს, თეიმურაზ ქათამაძეს, ლია ოთარაშვილსა და ჟანა ჯიბლაძეს.

ქვეყნის მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას 99 ყოფილი და მოქმედი მოსამართლე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლის მსმენელები იღებენ.

 

ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიწის რეფორმას გეგმავს

„ბუნებრივია, ყველა პარტიას აღელვებს რამდენ ადამიანს გაiყვანს საკრებულოებში და როგორ გადანაწილდება ადგილები საარჩევნო შტაბებში. საუბარი იყო იმაზეც, რომ რაიონებში, სოფლებში არ არის ცვლილებები და პატრიოტი ადამიანები უმუშევრები არიან, ასე რომ  მობილიზება სჭირდება მთელ გუნდს.  შენიშვნები იყო აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს  შორის კომუნიკაციის საკითხზეც. თუმცა, არჩილ ხაბაძემ და უმაღლესი საბჭოს წევრებმაც  დადეს პირობა, რომ თვეში ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს“.

 

 

კომუნიკაციის გაუმჯობესების პირობა უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წევრებმა  გასულ წელს ბიძინა ივანიშვილსაც მისცეს. თუმცა, როგორც თხილაიშვილი აცხადებს, „მსგავსი სირთულეები ახლავს მრავალპარტიულ კოალიციას“.  

 

 

გარდა საარჩევნო კვოტებისა, როგორც დეპუტატი აცხადებს, მან პრემიერთან მიწის დაუსრულებელ რეფორმაზეც ისაუბრა და გარანტიები მიიღო, რომ წელს დაახლოებით 10 ათასი ოჯახი მიწას მიიღებს.

 

 

„ვფიქრობ, რომ მიწის საკითხს ნამდვილად მოვასწრებთ წელს და ათი ათას კაცს მიწას გადავცემთ ქობულეთსა და ხელვაჩაურში.  ქალაქის საზღვრებში მოქცეული მოსახლეობა კი ცალკე განხილვის საგანი იქნება. მთავარია, ეს დავძრათ და მიყოლებით არ დარჩება არც ერთი ოჯახი მიწის გარეშე. მთავარია, რომ დაჩქარებული ტემპით, სწრაფად, ამ საგაზაფხულო სესიაზე შეგვიძლია მარტის ბოლომდე გავიტანოთ საკითხი და ამის შემდეგ გადავცეთ საქართველოს პარლამენტს. პრემიერი დამეთანხმა და ძალიან აქტუალურად მიიღო ამ საკითხის დასმა“-განაცხადა ანზორ თხილაიშვილმა.

 

 

  ანზორ თხილაშვილის თქმით, მან პრემიერთან ციტრუსის სუბსიდირებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების ფორმულაზეც ისაუბრა.  „ვფიქრობ, სტატუსის მინიჭების კოეფიციენტი უნდა გადაიხედოს, რადგან დღეს მოქმედი ნორმები არ აძლევს სოციალურად დაუცველ ოჯახებს განვითარების შესაძლებლობას.  100 და თუნდაც ათასლარიანი შემოსავალი არ უნდა გახდეს სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი. უნდა დადგინდეს შემოსავლის ზედა ზღვარი“.    

 

 

შეხვედრა პრემიერთან

 

 

სტატია გასწორებულია. 

კანონპროექტი ეკომიგრანტების შესახებ

 

კომისიამ ერთ-ერთი მორიგი სამუშაო შეხვედრა უკვე დაასრულა და როგორც კანონპროექტის  ინიციატორები  ამბობენ, სავარაუდოდ  კანონპროექტს  პარლამენტს  გაზაფხულზე წარუდგენენ.

 

 ეკომიგრანტთა შესახებ კანონპროექტის კონცეფციის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს:  სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

 

სამუშაო შეხვედრაზე კანონპროექტში ეკომიგრანტის ცნების განსაზღვრვა, ეკომიგრანტთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმები, განსახლებულ ეკომიგრანტთა ინტეგრაცია და ქონების საკუთრებაში გადაცემის ვადები განიხილეს.  

აჭარიდან კომისიის წევრები არიან  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები – რამაზ ჯინჭარაძე და დალი ქიქავა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ წარმომადგენლები.

 

 

 

 

მედეა ჩარკვიანს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ შპს ,,თექ-ევ ინშაათის“ დირექტორი ჰალილ ექში და ტექნიკური დირექტორი გიორგი ოდიშვილი, ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებაში დახმარებისათვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული იქნა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მმართველი მედეა ჩარკვიანი და სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველი ილია ზაქარიაძე.

 

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,თექ-ევ ინშაათს“ სსიპ ,,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისათვის“ უნდა შეესრულებინა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის შენობის 1 163 226,28 ლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო – სარემონტო სამუშაოები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ არ იქნა მოწყობილი თეატრის განათების, გახმოვანებისა და კონდიცირების სისტემები. მიუხედავად ამისა, ყალბი სამუშაოთა აქტების ფორმა N2 საფუძველზე, სამუშაოები შესრულებულად იქნა მიღებული. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი არ ფუნქციონირებს ერთ წელზე მეტია და მის ექსპლუატაციისთვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანას დღეისთვის 300 000-ზე მეტი ლარი ესაჭიროება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

კომენტარი: ბექა კვიციანი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი

ავტობუსის მძღოლების მოთხოვნა და “ავტოტრანსპორტის” დირექტორის პასუხი

 

 

გია ლორია

 

 

_ ბატონო გია, მძღოლებმა  შიმშილობა დაიწყეს, სხვა მოთხოვნებთან ერთად ისინი თქვენ გადადგომას ითხოვენ, შეხვდით თუ არა მათ?

_ თავიდან ოთხი მოთხოვნა იყო, ხელფასის მომატება, დირექტორის გადადგომა, ოთახის გამოყოფა და კოლექტიური ხელშეკრულება, ყველა მოთხოვნა მოხსნეს და ახლა ჩემ გადადგომას ითხოვენ. 

_ სხვა მოთხოვნები დაკმაყოფილდა?

_ არა, არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა.

_ თქვენი გადადგომის მიზეზი რა არის თქვენი აზრით?

_ არ ვიცი ზუსტად. ამბობენ, ხელფასი რომ ვერ მოვუმატე, მაგიტომ, სინამდვილეში არის ერთი პატარა ჯგუფი, რომელსაც დირექტორის შეცვლა სურს. მძღოლების ნაწილი დღე-ღამეს ათენებს, სვამს, კარტს თამაშობს და ვისაც მუშაობა უნდა, იმათაც ამის საშუალებას არ აძლევენ. როცა დააპირა ზოგიერთმა მძღოლმა მუშაობა, არ გაუშვეს.

_ მძღოლები ამბობენ, რომ ერთი წლის წინანდელი დაპირება _ ხელფასის  მომატება  _ თქვენ ვერ შეასრულეთ

_ ხელფასები ვერ მოვამატეთ, რადგან სხვა მარშრუტები დავნიშნეთ. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბილეთების გაყიდვით მათ შემოსავალი ისედაც გაეზარდათ.

_  თქვენ გადადგომას ითხოვენ და თქვენ რას აპირებთ?

_ შეხვედრა გვქონდა დეპუტატებთან, ვიცე-მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან. არსებობს პროცედურები და ვინც დამნიშნა, ისინი თუ ჩათვლიან საჭიროდ, გადამაყენებენ. თანამდებობაზე ჩემი დარჩენის საკითხის განხილვას უკვე დაჰპირდა საკრებულოს თავმჯდომარე გაფიცულ მძღოლებს. ალბათ ბათუმის საკრებულო ამ კვირაში იმსჯელებს ჩემი გადაყენების საკითხზე.

 

P.s. “ბათუმელები“ გაფიცულ მძღოლებსაც ესაუბრა. “250-მდე კაცი ითხოვს ბატონი ლორიას გადადგომას და საათში 50 თეთრით ხელფასის გაზრდას. ხელფასის გაზრდის შეთანხმება იყო ერთი წლის უკან, მაგრამ არ გაიზარდა, დღემდე გვატყუებენ.” _ თქვა შოთა გორგილაძემ, მძღოლმა.

აქციის მესამე დღეს გაფიცული მძღოლებიდან ერთ-ერთს სამუშაოდ გასვლა სურდა, თუმცა დანარჩენმა მას ამის საშუალება არ მისცა. “ეს იყო პროვოკაცია დირექტორის მხრიდან, უნდოდა პატრული შემოეყვანა, რომ ძალადობის ფაქტი აღენიშნათ. ბიჭებმა უბრალოდ არ გავატარეთ ავტობუსი და არავითარ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია” _ განმარტა ვაჟა გოგელიამ, მძღოლმა.

 

 

 

„ჩვენ მოძველებულ სტანდარტებს ვანგრევთ“ – ქალები გემზე

ნათია ლაბაძის ოჯახში მამა, ბაბუა და ბიძაშვილები მეზღვაურები არიან. სწორედ ისინი გახდნენ ნათიასთვის სტიმული პროფესიის არჩევის დროს. „დღესაც მესმის, რომ გემთწამყვანობა არ არის ქალის საქმე, მაგრამ ყველაფერს ფიზიკური ძალა არ სჭირდება. გონებით გაცილებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი“, – გვეუბნება ნათია. მისი აზრით, მსოფლიოში დიდი ხანია შეიცვალა სტერეოტიპები ქალის საქმიანობასთან მიმართებაში. „ვაჩვენებთ, რომ ქალებიც ძლიერები ვართ. რამდენი კაცი ვიცი, წარმატებით რომ დაუმთავრებია აკადემია, მაგრამ ზღვის შიშის გამო აღარ უმუშავია გემზე. ყველაფერს აქვს თავისი რთული მხარე, მაგრამ ყველა სირთულე დაძლევადია“.

ნათიასგან განსხვავებით, ანა ყურშუბაძე ოჯახში პირველია, რომელმაც არჩევანი მეზღვაურის პროფესიაზე გააკეთა. „მამაჩემს უნდოდა, მაგრამ ვერ გახდა მეზღვაური. ყოველთვის მამაკაცური პროფესიები მიზიდავდა, მიფიქრია ჯარზე, პოლიციის აკადემიაზე, მაგრამ საბოლოოდ საზღვაოზე გავაკეთე არჩევანი. მიზიდავს ექსტრემი და არ მომწონს, როცა ქალის შესაძლებლობებს ეჭვის ქვეშ აყენებენ“.

ანა ამბობს, რომ ყველა სირთულეს აცნობიერებს, რაც მომავალ კაპიტანს შეიძლება წინ დახვდეს. „მანდ რა გინდოდა, რისთვის, რატომ?“ – ყველას ასეთი რეაქცია ჰქონდა. თანაკურსელი ბიჭებიც მეუბნებიან, წადი სახლში, აქ რა გინდაო. ერთმა ისიც მითხრა, „შენ სამზარეულოს კაპიტანი იქნებიო“. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დღესაც მშობლების არჩევანით გეგმავს საკუთარ ცხოვრებას, მე კი ჩემი არჩევანი გავაკეთე“.

კითხვაზე, მათი აზრით, არიან თუ არა მზად ქართველი მამაკაცები, რომ მეზღვაურ ქალთან შექმნან ოჯახი, ნათია ასე პასუხობს: „რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ზღვაზე, ქალი თუ კაცი, ჩვენ ხომ ვეგუებით მეზღვაურ ქმრებს“. ანას აზრით კი, ქართველ მამაკაცებს ეს ალბათ გაუჭირდებათ: „ჯერჯერობით მაინც. ამიტომ სასურველია, რომ ქმარიც მეზღვაური გყავდეს“.

გოგონების აზრით, გამონათქვამი – „ქალი გემზე უბედურების მომტანია“ – განვითარებულმა სამყარომ დიდი ხანია დაივიწყა.

„მეზღვაური ქალი აღარ არის სიახლე ევროპასა და ამერიკაში. მამაჩემი მეუბნებოდა, მიკვირდა და თან ძალიან მომწონდა, როცა ეკიპაჟში ქალებს დავინახავდიო. სხვათა შორის, თურქულ გემებზე ბევრი მექანიკოსი ქალია. მეც ვიცნობდი ერთ ებრაელს, რომელმაც აქ დაამთავრა აკადემია და ახლა ისრაელში სამხედრო გემის კაპიტანია“ –  გვეუბნება ნათია. ის ახლა პრაქტიკას საზღვაო აკადემიის გემზე და ფოთის ტერმინალის გემებზე გადის. იმედი აქვს, რომ პრაქტიკას ყულევის ნავსადგურშიც გაივლის.

ანას სურვილია საკრუიზო გემზე დაიწყოს მუშაობა, ნათია კი ყველა შემოთავაზებისთვის მზადაა. „სულერთია, იქნება ეს ტანკერი თუ საკრუიზო, მთავარია ზღვაში გავიდე“.

მომავალ გემწამყვანებს განსაკუთრებული რეჟიმით ცხოვრება არ უწევთ. ერთადერთი, რაც ცოტათი ეზარებათ, საზღვაო აკადემიაში დილის მოწყობაა, რომელიც ნახევარი საათი გრძელდება. „მოგვწონს ჩვენი უნიფორმები, მოსახერხებელია და დიზაინიც ხშირად იცვლება“ – ამბობს ნათია. ანას კი ის მოსწონს, როცა დილით არ უჩნდება კითხვა _ „რა ჩავიცვა?“ რადგან ყოველთვის ვიცი, რასაც ჩავიცმევ“.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის თქმით, ქალი მეზღვაურების სიმრავლით ევროპის ქვეყნებში პოლონეთი გამოირჩევა. ქალი კაპიტნები ხშირად არიან აშშ-ის გემებსა და ეკიპაჟის შემადგენლობაშიც.

რატომ ირჩევენ ქალები მეზღვაურის პროფესიას იშვიათად? როგორც ირაკლი შარაბიძე ამბობს, რაიმე ტიპის აკრძალვა ამ კუთხით არ არსებობს: „უბრალოდ, მეზღვაურობა უფრო მძიმე, კაცური საქმეა და ალბათ, კაცები უფრო აკეთებდნენ ამ მიმართულებით არჩევანს, ვიდრე –  ქალები. თუმცა ბოლო წლებში სურათი შეიცვალა, ქალები ზღვაზეც გახდნენ მამაკაცების კონკურენტები“.

სამგზავრო ავტობუსი მაჭახლის თემისთვის

 

სამგზავრო ავტობუსი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასული წლის ბოლოს  75 ათას ლარად  შეიძინა.  მანამდე მაჭახლის თემს  წლების განმავლობაში ამორტიზებული  ავტობუსი ემსახურებოდა, რის გამოც  მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ბევრჯერ გამოთქვა პროტესტი.

 

გამგეობამ სამგზავრო ავტობუსის  იჯარით გაცემის შესახებ ელექტრონული აუქციონი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო. მიმდინარე წლის თებერვალში მოქალაქე ელდარ ნაგერვაძემ  ტრანსპორტის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით გამგეობას განცხადებით მიმართა.

 

2014 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ელდარ ნაგერვაძეს მაჭახლის თემის ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით  ავტობუსი გადასცეს.

 

მოიჯარე ვალდებულია,  განახორციელოს ყოველდღე ორი მარშრუტი ზედა ჩხუტუნეთი-ბონის კულტურის სახლის მიმართულებით.    

ლევან ვარშალომიძე დაკითხვიდან გამოვიდა

 

„მოწმის სახით ვიყავი დაბარებული. არჩევნები მოდის და ტერორი უფრო გამკაცრდება. არ გამოვრიცხავ პროკურატურში ჩვენი პარტიის წევრების დაბარებას. მიხარია, რომ დღეს იმ ქალაქში ვცხოვრობ, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ვაშენებდით“.

 

ლევან ვარშალომიძე

პროკურატურის განცხადება ლევან ვარშალომიძის დაკითხვასთან დაკავშირებით

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია 333 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას“.

 

 

მიკროავტობუსის მძღოლების განცხადება

შპს „აჭარტრანსრეგულირების“ ხელმძღვანელის ვაჟა ცინცქილაძის თქმით კი, 40 თეთრის გადახდაზე უარს ამბობს ზოგიერთი ის მგზავრიც, რომელიც არ სარგებლობს სოციალური შეღავათით.

 

„ოთხმა სამგზავრო კომპანიამ გადავწყვიტეთ, რომ სანამ ავტობუსები განაახლებენ მუშაობას, მანამდე იმ მგზავრებს, რომლებიც ქალაქში შეღავათიანი ტარიფით გადაადგილდებოდნენ, 30 თეთრად მოვემსახუროთ. თუმცა, ის მგზავრებიც, რომლებიც არ სარგებლობენ სოციალური შეღავათებით, 40 თეთრის გადახდაზე უარს ამბობენ, გვეჩხუბებიან და ცხელ ხაზზე გვიჩივიან“ _ ამბობს ცინცქილაძე.

ბათუმში სულ ოთხი კერძო კომპანიაა, რომლებიც სამგზავრო გადაზიდვებს უზრუნველყოფს.

მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები რამდენიმე დღეა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, ზოგიერთი მათგანი კი მესამე დღეა შიმშილობს.

ლევან ვარშალომიძე პროკურატურაში დაკითხვაზეა

 

პროკურატურის პრესსამსახურში ინფორმაციას ამ დროისთვის არ ადასტურებენ. 

 

ლევან ვარშალომიძე

ინტერფრაქციული ჯგუფი ხვალიდან ამოქმედდება

„კომისიას ევალება ერთი კვირის ვადაში შეისწავლოს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მძღოლთა ნაწილის მოთხოვნები და პრეტენზიები, ხელფასების ზრდისა და დანიშვნა-გათავისუფლების საკითხები, მოთხოვნების საფუძვლიანობა.

 

კომისია შეხვდება მძღოლებსაც, საკრებულოს წარმომადგენლებსაც და ბოლოს წარმოადგენს წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი“ _ განაცხადა საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსმა სულიკო შვენთიძემ.

 

ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის დოკუმენტს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ხელს ხვალ ოფიციალურად მოაწერს. 

არის თუ არა „მეგა პალასის“ მფლობელი არჩილ ხაბაძის მეგობარი?

 

„აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც ხიმშიაშვილის ქუჩაზე ტურისტულ ზონაში მდებარეობს, აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე დაარსებულ კომპანიაზე გასხვისდა, რომლის მესაკუთრეები აჭარის მთავრობის თამჯდომარის არჩილ ხაბაძის მეგობრები არიან. მიწა გასხვისდა სასტარტო ფასზე 30-ით ნაკლებად და მე როგორც ვიცი, იქ აპირებენ არა სასტუმროს, არამედ კერძო საცხოვრებელი სახლის მშენებლობას“ _ განაცხადა რობერტ ჩხაიძემ.

 

 

 შპს „მეგა პალასის“ ერთ-ერთი მფლობელი ლევან ხიმშიაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ არჩილ ხაბაძეს კარგად იცნობს: „ქართუ ბანკთან“ მქონდა სასესხო ურთიერთობა და იქედან ვიცნობ ხაბაძეს. რაც შეეხება მიწის ყიდვას, ამის თაობაზე განცხადება ინტერნეტში სამი თვის განმავლობაში იყო განთავსებული და ნებისმიერ მსურველს შეეძლო აუქციონში მონაწილეობის მიღება. მათ შორის რობერტ ჩხაიძესაც“.

 

 

ლევან ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მიწა 610 000 ლარად, ორმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით იყიდა. პირობის მიხედვით, აღნიშნულ მიწაზე 70-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს.  

 

 

Exit mobile version