სხდომა მიმდინარე წლის 14 აპრილსაა დანიშნული. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით სხდომა საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში 12 საათზე დაიწყება, საკრებულოს წევრების რეგისტრაცია კი 11 საათიდან.
ცვლილებების შეტანა იგეგმება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც. ზემოაღნიშნული სხდომის დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად შეტანილია დადგენილების პროექტი – „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 დეკემბრის #18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. ადგილობრივი ბიუჯეტი 5 მილიონ 413 ლარითაა განსაზღვრული.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თანადაფინანსებით ჩატარდება კვლევა, რომელიც შეისწავლის სოციალურად დაუცველ, უსახლკარო და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას.
აღნიშნული კვლევის საფუძველზე განისაზღვრება ბინათმშენებლობის ფონდის შექმნის და ფუნქციონირების პრინციპები. ბინათმშენებლობის ფონდი მოიცავს განსაზღვრული ტიპის მოქალაქეთათვის იაფი და გრძელვადიანი გადახდის პირობით საცხოვრებელი ფართების გადაცემას.
კვლევა 2014 წელს დასრულდება და მისი შედეგების პრეზენტაცია ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
რა თანხა დაიხარჯება წელს ბულვარის განათებაში, მოცეკვავე შადრევნებისა და ზოოკუთხის მომსახურება-შენახვაში და რა უჯდება ბულვარის ადმინისტრაციას ბულვარის დაცვა?
ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების მომსახურებაში, ელექტრო და სამეურნეო საქონლის შეძენისთვის წელს 244 000 ლარია გათვალისწინებული.
გარე განათებისა და მუსიკალური შადრევნების ელექტროენერგიაში 305 571 ლარი გაიხარჯება, ხოლო წყლის ხარჯი – 39 580 ლარი იქნება.
ბულვარში არსებული შადრევნების მოვლა-პატრონობის მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის წელს 582 891 ლარს ახარჯავენ.
55 557 ლარი დაიხარჯება ბულვარში არსებული ზოოკუთხისა და ზოოკუთხის მობინადრეთა მომსახურებაში, ხოლო ფარშევანგებისათვის ვოლიერებისა და კარიების მოწყობაში
100 000 ლარი.
ბულვარის ტერიტორიის დაცვისთვის კი წელს 602 796 ლარია გათვლილი.
სიუჟეტის ავტორის კითხვაზე, რატომ მიიღეს 25-ე არხის დამფუძნებლებმა სახელწიფოსგან 1-დან 4 მილიონ დოლარამდე ღირებულების ქონება, გია სურმანიძემ ასე უპასუხა:
„ჩვენ გვითხრეს, რომ რეგიონში, აჭარის რეგიონში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის, სიტყვის თავისუფლების განვითარებისათვის, იმ მუშაობისთვის, რაც ჩვენ მოვახდინეთ აჭარაში.“
გია სურმანიძეს არ განუმარტავს, არხის დამფუძნებლებისათვის „დემოკრატიის ხელშეწყობისთვის“ სიმბოლურ ფასად გადაცემული მილიონობით დოლარის ღირებულების ქონება რატომ აღმოჩნდა არა უშუალოდ მათი, არამედ მათი ნათესავების საკუთრებაში და არხის დამფუძნებლები კატეგორიულად რატომ უარყოფდნენ ამ ქონებასთან კავშირს დღემდე.
გაზეთ „ბათუმელებმა“ სახელმწიფო ქონების 25-ე არხის დამფუძნებლების ნათესავებისათვის გადაცემაზე სტატია 2012 წლის მარტში მოამზადა. მაშინ კითხვაზე, არხის დამფუძნებლების ნათესავებისთვის ქონების გადაცემა გარიგების ფორმა ხომ არ არის არხსა და სახელმწიფოს შორის, გია სურმანიძემ ასე უპასუხა:
შეგახსენებთ, ბათუმის 25-ე ტელეარხის დამფუძნებელი და მფლობელი ზეწოლაში ადანაშაულებენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს. ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი სურმანიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა და საქმის პირადად გაკონტროლება სთხოვა. სურმანიძის განცხადებით, ის და 25-ე არხის მფლობელი ჯემალ ვერძაძე 17 დეკემბერს დაიბარეს მთავარ პროკურატურაში, სადაც მათზე ზეწოლას ახდენდა ათამდე გამომძიებელი და მაღალჩინოსანი და მოითხოვდნენ დაედასტურებინათ, თითქოს 2012 წლის 24 თებერვალს 25-ე არხის წილის გასხვისება მოხდა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების პირველი პირების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, შავფაროსნები და ქართული ცეკვის ანსამბლი ,,მაჭახელა”.
2008 წელს, ხელვაჩაურში, გონიოს პოლიგონზე, ჯართად შეგროვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს ბილვანიძეების ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ნუგზარ ბილვანიძის ორ შვილს, ბებია 77 წლის ბებია გულიზარ ბილვანიძე უვლის. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი გულიზარ ბილვანიძის პენსიაა.
ბილეთის ფასი ორი ლარია და მისი შეძენა ბათუმის სასპორტო სკოლაშია შესაძლებელი.
ბათუმის მერიის ვებ-გვერდზე 2008 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „გიორგი ბრწყინვალის ქუჩის პარალელურად, სამუშაოები ,,ძველ ბათუმშიც” მიმდინარეობს. მშენებლები სამუშაოების დასრულებას გაზაფხულისთვის გეგმავენ“. მას შემდეგ უკვე 6 წელი გავიდა, ხოლო გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მხოლოდ ორმოები, გუბურები და ხრეშია. ქუჩა გადათხრილია და სარემონტო სამუშაოები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. ამ ქუჩაზე მხოლოდ პატარა მონაკვეთზე, სუპერმარკეტ „იალჩინ მარკეტის“ ირგვლივ არის დაგებული ასფალტი, ისიც მარკეტის მფლობელთა ხარჯებით. მოსახლეობისთვის ეს პრობლემა უკვე წლებია გადაუჭრელი რჩება.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის პაატა დუმბაძის ინფორმაციით შერჩეულია ერთი ადგილი ახალი ველოსადგომისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ხოლო დანარჩენი შვიდი ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. ველოტრანსპორტის მენეჯერის, გიორგი საგინაძის განმარტებით კი ველოსადგომები ქალაქის ტერიტორიაზე დაემატება.
ველოსიპედებით სარგებლობა სპეციალური ბარათებითაა შესაძლებელი, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ცენტრში. ამჟამად რეგისტრაციისა და ბარათის აღების ერთადერთი ცენტრი ბულვარის ცენტრალურ შესასვლელშია.
პაატა დუმბაძის თქმით ზაფხულში ხალხის დიდი ნაკადის გამო დაემატება კიდევ ერთი ცენტრი. მოქალაქეები ბარათს ხელშეკრულების საფუძველზე აიღებენ, რითაც ქონების (ველოსიპედის) დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობასაც იღებენ.
დაგეგმილია ცვლილებები ველო-ბარათების გამოყენებაშიც. შესაძლოა, ერთწლიან ბარათებს ერთთვიანიც დაემატოს (საუბარი იყო ერთდღიან ბარათებზეც), თუმცა, პაატა დუმბაძის თქმით ამ ეტაპზე მერიაში მიმდინარეობს მუშაობა და ცლილებები ჩამოყალიბების პროცესშია. დაუზუსტებელია მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული ხარჯებიც.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ [რომლის დაქვემდებარებაშიცაა ველოტრანსპორტი] ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ცვლილება მომხმარებალთა მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება. ველოსიპედით ერთი საათით სარგებლობა 2 ლარი ღირს.
ველოტრანსპორტი ბათუში 2011 წლიდან ამოქმედდა. სამსახური ბათუმის ავტოტრანსპორტის დაქვემდებარებაშია და მერია კურირებს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ 2013 წელს თვითმმართველობებს 5 345 516 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოუყო, საიდანაც 119 000 ლარი ქედის მუნიციპალიტეტს შეხვდა. ამ ფულით ქედაში სპეცტექნიკა (ტრაქტორი) უნდა შეეძინათ. სამინისტროსგან მიღებული თანხით ქედის მუნიციპალიტეტმა “ბელორუსის” ტიპის ტრაქტორი მართლაც შეიძინა. ტრაქტორში 72 000 ლარი გადაიხადეს, ხოლო ნიადაგის მოსამზადებელ დანადგარებში _ 15 000 ლარი. ტექნიკა ელექტრონული ტენდერის გზით შეიძინეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გასული წლის 6 დეკემბერს ქედის გამგეობას სტუმრობდა. მან შეხვედრაზე მისულ ზესოფლის მოსახლეობას უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებისამებრ ტრაქტორს ჩუქნიდნენ. საუბარი სწორედ იმ ტრაქტორზე იყო, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფო დაფინანსებით შეიძინა. მაგრამ მინისტრის წასვლისთანავე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა ბრძანება, რითაც სოფლისთვის ნაჩუქარი ტრაქტორი მასზე დაქვემდებარებულ შპს „კომუნალურსერვისს“ გადასცა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე ამბობს, რომ დოკუმენტურად ამ ტრაქტორს სოფელს ვერ გადასცემდა, რადგან ტექნიკა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
„ტრაქტორი, რომელიც სამინისტროსგან მიღებული თანხით შევიძინეთ, მუნიციპალიტეტის კუთვნილებაა, ამიტომაც გადავეცი შპს-ს განსაკარგავად. მექანიზატორი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და სოფელს როგორ გადავცე? შეინახავს? ეს სახელმწიფო ფული იყო და არავითარი ჩუქება არ ყოფილა, როგორც კანონი მოითხოვდა, ისე გავაკეთე“, _ განაცხადა ბადრი დიასამიძემ.
განსხვავებულ კომენტარს აკეთებს ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე. ის აცხადებს, რომ ტრაქტორი ზესოფლის მოსახლეობამ საჩუქრად მიიღო და ამ ტექნიკით სოფელი უფასოდ ისარგებლებს. „სოფელში არ არის იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც გადავცემდით ტრაქტორს, ამიტომაც დროებით „კომუნალურსერვისს“ გადავეცით. ტრაქტორი, პირველ რიგში, ზესოფლის მოსახლეობას მოემსახურება უფასოდ, თუნდაც სახელმწიფოსგან გაცემული ვაუჩერული დაფინანსების პირობებში“, _ აცხადებ გურამ ბერიძე.
შპს „კომუნალურსერვისს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორმა“ (კომპანია, რომელიც სახელმწიფო ვაუჩერს გასცემს) ნიადაგის ვაუჩერით დამუშავების ნებართვა არ მისცა. შპს „კომუნალურსერვისის“ დირექტორი მალხაზ სურმანიძე: „ქედის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საბალანსო ღირებულებით ტრაქტორი უვადოდ გადმომეცა, ტექნიკას თვითონ განვკარგავ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორმა“ უფლება არ დაგვრთო ვაუჩერით ერთი სოფლისა და ერთი თემის მიწა დაგვემუშავებინა. შპს-ს ან ამხანაგობას, რომელსაც სურს სავარგულები დაამუშაოს, ტექნიკას ერთთვიანი ხელშეკრულებით გადავცემ“.
ქედაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ძვირადღირებული ტრაქტორი შეიძინეს, ამ ტექნიკით მუნიციპალიტეტში თითქმის არ უსარგებლიათ. განსაკუთრებით უკმაყოფილო კი ზესოფლის მოსახლეობაა: “ზამთარში, როცა დიდი თოვლი მოვიდა, გამგეობის ეზო უნდა გაეწმინდათ და შესაბამისი ნაწილი გატეხეს. ახლა კიდევ ტრაქტორით მიწის დამუშავების უფლებას არ გვაძლევენ. რისთვის იყიდეს ტექნიკა, თუ ვერ უნდა გამოგვეყენებინა?” _ ეს არის კითხვა, რომელზეც ზესოფელში მცხოვრებლები პასუხს ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, კორპუსებს პრობლემები თავიდანვე ჰქონდა. ბზარები კედლებზე და ნესტისგან სველი კედლები – ამ მიზეზით დევნილთა დასახლების კორპუსებს, სარემონტო სამუშაოები რამდენჯერმე ჩაუტარდა.
“წყალი შემოდის კედლიდან, კედელი სულ გაშავებულია, უკვე ორჯერ გავარემონტე და ხელახლა გასაკეთებელია” – ამბობს როზა გერგედავა, მისი თქმით დანარჩენ კორპუსებსაც ანალოგიური პრობლემა აქვთ.
ამ ეტაპზე კორპუსებს თბოიზოლაცია უკეთდება. სარემონტო სამუშაოები უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. სამუშაოთა მწარმოებლის თქმით თბოიზოლაცია გულისხმობს პენოპლასტითა და სხვა წყალგაუმტარი მასალით კედლების დაფარვას – “შენობა გარე ფაქტორებიდან დაცულია, ანუ გამორიცხულია წყლის შესვლა კედელში”.
დევნილთა დასახლების მე–2 კორპუსის მეორე სართულზე, 12 მარტს ელექტრო სადენებს ხანძარი გაუჩნდა, რის გამოც მეორე სართულზე ვიტალი ძანძავას ბინა დაიწვა – “ხანძრის მიზეზი იყო დენი, ბავშვები ძლივს გამოვიყვანეთ სახლიდან, პრობლემა ჩვენ რომ გვავქვს ისეთი არც ერთ კორპუსს არ აქვს. მერიას მივმართეთ განაცხადეით ოცი დღის წინ და დაგვპირდნენ, რომ ბინის შეკეთებას ორშაბათიდან დაიწყებენ” – ამბობს ის.
როზა გერგედავას თქმით, ხანძრის შედეგად გაშავებული სადარბაზოს შეღებვის თაობაზე პასუხი მერიისგან ჯერ არ მიუღიათ.
ურეხის დასახლებაში, ვარშანიძის ქუჩაზე ბუნებრივი წყაროს წყლით არა თუ ახლომახლო, არამედ ქალაქის სხვა მცხოვრებლებიც სარგებლობენ. წყალი სასმელად სხვადასხვა ორგანიზაციებშიც მიაქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს წყალი ონკანის წყალს ურჩევნიათ, წვიმის დროსაც არ იცვლის ფერს და გემოც უკეთესი აქვს. მოსახლეობას არ სჯერა, რომ იგი შესაძლოა დაბინძურებული იყოს: „წლებია ამ წყაროს წყალს ვსვამთ და მისგან ვინმე მოწამლულიყო, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. სათავე ნაგებობასაც ჩვენ ვუვლით, ვწმენდთ, იქაც სუფთადაა ყველაფერი”.
აღნიშნული წყაროს წყალი გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ წყალში არსებობდა ნორმაზე მეტი პათოგენური მიკროორგანიზმები, ასევე აღმოჩნდა კოლიფორმები (ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები) და E.coli (მიკრობები, რომელთა მომატება ნაწლავურ დაავადებებს იწვევს); წყალში მომატებული იყო ნიტრატების რაოდენობაც.
სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, მათ შარშან აღნიშნულის შესახებ ბათუმის მერს მიმართეს. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ მომართვის შემდეგ წყაროსთნ საინფორმაციო დაფა გააკრეს, რომ წყალი დაბინძურებული იყო და მისი სასმელად გამოყენებისგან თავი შეეკავებინათ. თუმცა, წყაროს წყალს დღესაც ჩვეულებრივად მოიხმარენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ აქ რაიმე ამკრძალავი განცხადება გამოკრული არ უნახავთ. წყაროს წყალი „ბათუმის წყლის~ ლაბორატორიაშიც შეამოწმეს, სადაც იგივე დარღვევები გამოვლინდა, გარდა E.coli-ისა.
შპს „ბათუმის წყალში~, რომელიც მხოლოდ სისტემის (ონკანის) წყლის ხარისხზეა პასუხისმგებელი, აცხადებენ, რომ წელს მომართვა წყლის ხარისხთან დაკავშირებით არ ყოფილა.
„ჩვენ გეგმა გვაქვს _ ყოველდღიურად, სხვადასხვა ადგილზე, დღეში 5-6 სინჯს ვიღებთ და ვამოწმებთ. ჩვენი წყალი აბსოლუტურად შეესაბამება სტანდარტებს“, _ ამბობს ლანა კეკუტია, „ბათუმის წყლის” ქიმიურ-ბაქტეოროლოგიური ლაბორატორიის უფროსი. მისივე თქმით, სააგენტომ კომპანიას გასულ წელს ორჯერ მიმართა, ერთხელ ბარცხანის დასახლებაში მდებარე ზეთის საწარმო „ბათოილთან”, ხოლო მეორედ, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე რესტორან „კიდობანთან~ დაკავშირებით, სადაც სააგენტომ წყალი შეამოწმა.
„პირველ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ჭაბურღილის წყალი და სააგენტომ არასწორად მიუთითა ნიმუშის აღების დროს, რომ ეს ცენტრალიზებული სასმელი წყალი იყო. ჩვენ ამ ჭაბურღილის წყალზე, ისევე როგორც წყაროს წყალზე, პასუხს არ ვაგებთ. რაც შეეხება „კიდობანს”, იქ როგორც გავარკვიეთ, წყალი იყო ავზიდან აღებული და არა უშუალოდ სისტემიდან. მანდ წყალს აგროვებენ და შემდეგ მოიხმარენ. ჩვენ კი ავზზე პასუხისმგებელი არ ვართ”, _ ამბობს ლაბორატორიის უფროსი.
სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის ცენტრალიზებულ სასმელ წყალთან დაკავშირებით გასულ წელს დარღვევა სამ შემთხვევაში დაფიქსირდა: 1. აღმაშენებლის 13, შპს „კიდობანი”, რესტორანი (აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები (არ დაიშვება); 2. თავდადებულის 83/ა (ფერიანობა 20° (ნორმა
„ბათუმის წყლის” ლაბორატორიაში ბოლო ორ შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვთ. სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ დარღვევების შესახებ მათ აცნობეს.
რაც შეეხება შპს “ბათოილს”, რომელიც ნონეშვილის ქუჩა 65-ში მდებარეობს. სააგენტოს მონაცემებით, ეს მცენარეული ზეთის საწარმო მოიხმარს ჭაბურღილის წყალს, რომელშიც მიკრობიოლოგიური გამოკვლევით აღმოჩნდა ნორმაზე მეტი პათოლოგიური მიკროორგანიზმები, საერთო კოლიფორმები და E.coli.
სასმელი წყალი ასევე დაბინძურებული აღმოჩნდა ხელვაჩაურში, ფ. ხალვაშის 171-ში, სოფელ ახალშენში (ტაშხანის წყალსადენი), სარფში, კვარიათში, გონიოში (ანდრია პირველწოდებულის 17), ახალსოფელში და ერგეში (საუწყებო წყალსადენი/ჭაბურღილი, „მეათე კომბინატი“).
დაბინძურებული იყო სასმელი წყალი ქედაში (აბუსერიძე-ტბელის 5-ში აღებული სინჯი).
სამი ნიმუში შემოწმდა ქობულეთში (შპს „ქობულეთის წყალი~) თუმცა, დარღვევა არც ერთში არ აღმოჩნდა.
სუფთა აღმოჩნდა წყალი ხულოშიც (თუმცა სააგენტოს მიერ შარშან შემოწმდა მხოლოდ ერთი ნიმუში სოფელ სტეფანაშვილებში, შპს „ორი გიო”-ს სასაკლაოზე (ლაბაიძეების წყალსადენი, ააიპ „ხულოს წყალსადენი”).
ლანა კეკუტიას თქმით, ნებისმიერი ბუნებრივი, ზედაპირული წყალი, რომელიც სპეციალურად არ იწმინდება, ბაქტერიოლოგიურად სუფთა არ არის. რაც შეეხება ნარჩენ ქლორს, ბათუმში აღებულ სინჯებში ის არ აღმოჩნდა (სააგენტომ გასულ წელს „ბათუმის წყალის~ 36 ნიმუში შეამოწმა. თუმცა, ერთ შემთხვევაში აღმოჩნდა ჟანგვადობის ნორმის დარღვევა, რაც პირდაპირ კავშირშია ნარჩენ ქლორთან).
მიუხედავად არაერთი განცხადებისა, რომ წყლის გაწმენდა ბათუმში უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, ყველაზე უსაფრთხო მეთოდით მოხდებოდა, დღეს წყალი, როგორც „ბათუმის წყლის~ ლაბორატორიაში გვითხრეს, ისევ ქლორით იწმინდება. კომპანიას მიმდინარე წელს (თურქული წარმოების) 70 ტონა ქლორის (საერთო ღირებულება 110 460 ლარი) შესყიდვაზე ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული.
სურსათის ეროვნული სააგენტო ინსპექტირებისას აღმოჩენილ დარღვევებზე მეწარმეს აჯარიმებს, აძლევს მითითებას და ვადას მათ გამოსასწორებლად. თუ დარღვევები კრიტიკულია, მათ გამოსწორებამდე საწარმო ჩერდება.
გასულ წელს სააგენტომ ბათუმში კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა: შპს “ბიჯი თრეიდის”, მაიაკოვსკის ქ N4 (აგრარული ბაზარი) და შპს “BATTUN”-ს (“PIER Restaurant”, ზღვისპირა პარკი). ისინი ათს-ათასი ლარითაც დაჯარიმდნენ.
“PIER Restaurant”-ში შემოწმებულ „ბრაუნსა“ და ცხვრის ხორცის ფარშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმები და საერთო კოლიფორმები. ბრაუნში ასევე აღმოჩნდა S.aureus (ძლიერი ჩირქმბადი მიკრობი, რომელიც იწვევს კანის დაავადებებს).
2013 წლის იანვრიდან დღემდე აჭარაში (ძირითადად ბათუმში) სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულია მხოლოდ 35 სახეობის პროდუქტი (მათ შორის სასმელი წყალი და მზა კერძები) აქედან დარღვევა დაფიქსირდა 26 შემთხვევაში.
სასმელი წყლისა და სურსათის შემოწმების შედეგად მათში პათოგენური მიკროორგანიზმებისა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები (კოლიფორმები), დასაშვებ ნორმასთან შეუსაბამო ჟანგვადობა, ნარჩენი ქლორი და სხვა დარღვევები აღმოჩნდა.
რაც შეეხება ღვინოს, შემოწმებულ ნიმუშებში ნორმებს არ შეესაბამებოდა აქროლადი და ორგანული მჟავები, უშაქრო ექსტრაქტი, ვაშლისა და ღვინის მჟავა, ასევე რძემჟავა.
გასული წლის იანვრიდან 10 მარტამდე აჭარის ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელიც სურსათის უვნებლობის ერთადერთი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა, შემოწმებული იქნა მთლიანობაში 171 ნიმუში.
ყველაზე მეტად შემოწმებულია სასმელი წყალი (50 სხვადასხვა ნიმუში), შემდეგ ღვინო (15 ნიმუში), თევზი, ხორცი (13-13 ნიმუში), ნაყინი (10 ნიმუში) ხორცის ფარში, ყველი (8-8 ნიმუში), ძეხვი (5 ნიმუში), ხაჭო (4 ნიმუში) კერძები, არაჟანი, რძე, უალკოჰოლო სასმელები, ფაფა (3-3 ნიმუში), ბრენდი, კონსერვი, სალათი, სოსისი, ხორბლის ფქვილი (2-2 ნიმუში); რაც შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს, რეგიონის მასშტაბით მათი მხოლოდ თითო ნიმუში შემოწმდა: არაყი, თაფლი, კარაქი, კარტოფილი, კვერცხი, ლიმონი, მანდარინი, მაწონი, ნადუღი, ნესვი, პომიდორი, პური, საზამთრო, სენდვიჩი, ბრაუნი შოკოლადით და თხილით, ხახვი.
წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში მხოლოდ ერთი ობიექტი შეამოწმა. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N7-ში მდებარე საშაურმეში შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქათმის ხორცი დაბინძურებული იყო პათოგენური მიკროორგანიზმებითა და ნაწლავის ჩხირით. სააგენტომ საშაურმე რამდენიმე დღის წინ, კრიტიკული შეუსაბამობის გამო 1000 ლარით დააჯარიმა და საქმიანობის გაგრძელების უფლებაც შეუჩერა.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი საქართველოში 2010 წლის ივნისიდან ამოქმედდა. ამოწმებენ როგორც გეგმიურად (მათ შესახებ მეწარმეს რამდენიმე თვით ადრე აფრთხილებენ), ასევე არაგეგმიურად (გაუფრთხილებლად). ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული საწარმოა შემოწმებული, სურსათის მწარმოებელ/დისტრიბუტორად კი, 20 ათასზე მეტი მეწარმეა დარეგისტრირებული.
ტელეფონის გათიშვამდე რუსიკო სალუქვაძეს კონკრეტულად იმ ცხრა წლის გოგონას ძალადობის ფაქტზე მივაწოდე ინფორმაცია, რომელთანაც გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარების გამო 75 წლის კაცი გასულ კვირას დააპატიმრეს. აღმოჩნდა, რომ ფაქტიდან 3 დღის შემდეგაც კი უწყებამ, რომელიც, წესით, ზრუნავს ასეთი ბავშვების რეაბილიტაციაზე, არაფერი იცოდა. საყვედურიც მივიღე _ თურმე ფაქტის შესახებ მათთვის მე უნდა მეცნობებინა.
რომ მცოდნოდა ასეთი უწყება არსებობს, აუცილებლად დავრეკავდი და ვეტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი გამითიშეს, მსხვერპლი ბავშვის მისამართი დავადგინე და შევატყობინე… მერე მითხრეს, რომ სოცმუშაკები გაუშვეს ბავშვის ოჯახში. მოგვიანებით ისევ დავრეკე, ინტერვიუს ჩაწერაზე მინდოდა შეთანხმება. დღის 5 საათისთვის მითხრა ქალბატონმა რუსიკომ, რომ ტრენინგზეა, მერე სოფლის ექიმებს ხელშეკრულება უნდა გაუფორმოს და არასამუშაო საათებში კი ჟიური შარტავასადმი მიძღვნილ საღამოს დაესწროს…
ისევ ავუხსენი, რომ ჩემი სტატიის მიზანია ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია, ძალადობის მსხვერპლმა ბავშვებმა, მისმა მშობლებმა თუ ძალადობის თვითმხილველებმა, როგორ ისარგებლონ რეაბილიტაციის პროგრამით, თუმცა ჩემი მცდელობის მიუხედევად, ამ ნომერში დაგეგმილი სტატიის მომზადება ვერ შევძელი, ხსოვნის საღამო უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
კითხვებზე პასუხის გამცემის ძებნის დროს აჭარის სოცმომსახურების სააგენტოს უფროსსაც დავურეკე. მან მითხრა, რომ ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა ქალბატონ რუსიკოს შეუძლია.
ქალბატონ რუსიკოსთან მობოდიშებით სამუშაო საათების ამოწურვამდე ისევ დავრეკე. მირჩია, რომ სტატია სხვა დროს მოვამზადო, თურმე, როცა ეცლება, მერე უპასუხებს ჩემს კითხვებს და როდის ეცლება, ჯერ არ იცის. ასე ერთ წრეზე ტრიალში დაღამდა, სადაცაა გაზეთი სტამბაში უნდა გავაგზავნოთ, ჩემი სტატია კი არ არის მზად. სტატია, რომლის მიზანიც იმ ადამიანების დახმარებაა, ვისი ბავშვიც ძალადობის მსხვერპლი გახდა…
ასე გამოვიდა, უკან რესპონდენტებისგან მორალის კითხვის კვირა მოვიტოვე _ მორალი წამიკითხეს იმაზეც კი, სტატია როდის უნდა მოვამზადო, რა გავაშუქო და რა _ არა. არმესმის, ადამიანები ამდენის უფლებას საკუთარ თავს როგორ აძლევენ…
გასულ კვირას სასამართლოში იმ კაცის აღმკვეთი ღონისძიებაზე დასასწრებად წავედი, ვინც პატარა გოგონაზე იძალადა. ვიცოდი, პროცესი რომ დაიხურებოდა, მაგრამ მაინცწავედი, იმკაცის დანახვა მინდოდა, ვინც ჩემს ქალაქში ტაქსის მძღოლად მუშაობს და ვინც პატარა გოგონაზე იძალადა.
სასამართლოს ჰოლში, პროცესისდაწყებამდედაახლოებით 80 წელს მიღწეული ქალი მოვიდა და ჯოხი ფეხზე მომიკაკუნა. `ფეხები გაასწორე, ჯვარედინად ფეხები უწესობის ნიშანია და ასე რყვნით ახალი თაობა კაცებს~, _ მითხრა ამ ქალმა. ვიეჭვე, რომ მოძალადის ნათესავი _ დედა ან ცოლი უნდა ყოფილიყო. ქალი 10 წუთი მიხსნიდა, ქალმა ფეხი ფეხზე რომ არ უნდა გადაიდოს, რადგან ეს გამომწვევი ქმედებაა; მითხრა ისიც, რომ 60 წელი უნივერსიტეტში ასწავლიდა და რომ არ ვიცნობ, თურმე, `სამარცხვინოა~; და თურმე მის ქმარს ბავშვზე ძალადობას აბრალებენ…
პროცესის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტები მომრავლდნენ სასამართლო ჰოლში. ოჯახის წევრები ბრალდებულისა, რომელიც ბავშვზე ძალადობის გამო დააკავეს, ჟურნალისტებს გვსაყვედურობდნენ, რომ თურმე `ცირკი ვნახეთ~ და ეს რა გასაშუქებელ ითემაა. ისინი ჩვენ, ჟურნალისტებს დაგვესხნენ თავს.
მე კი ჩემი ეჭვი გამიმართლდა _ ქალი, რომელიც მორალს მიკითხავდა, მოძალადის მეუღლე აღმოჩნდა.
შალვა კაკაბაძე კვარიათში ცხოვრობს. ახლა ის 86 წლისაა, თუმცა იმ წლებს ემოციის გარეშე დღესაც ვერ იხსენებს. თვალებზე ცრემლი ადგება, როცა დედის და პატარა და-ძმის გადასახლების დღეებსა და ბავშვობაზე საუბარს იწყებს:
„რომ იცოდეთ, რა დღეები გადავიტანეთ… ხუთი წლის ვიყავი, როცა სარფი ორად გაიყო, ნაწილი თურქეთს დარჩა, ნაწილი კი – საქართველოს. 1933 წელს მამაჩემი ჟანდარმებმა დაიჭირეს, რაღაც ყალბ საბუთზე უნდოდათ რომ ხელი მოეწერა. როცა უარი მიიღეს, ექვსი საათი აწამეს. მკვდარი ეგონათ და მდინარესთან თხრილში ჩააგდეს. ვიღაც ქურთმა კაცმა იპოვა და გადაარჩინა. ლაზებს ყოველთვის გვავიწროებდნენ, რადგან თურქეთთან ახლოს ვცხოვრობთ, გასაბჭოების შემდეგ კი დიდი ნაწილი გადაასახლეს”.
გადასახლების ისტორიას ანტონინა, შალვა კაკაბაძის და, აგრძელებს. იგი იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ექვსი წლის გოგონა სკოლის ნაცვლად ციმბირში. „პირველი სექტემბერი მოდიოდა და მამაჩემმა სასკოლო ფორმა და ნივთები მიყიდა. მეორე დღეს სკოლაში უნდა წავსულიყავი. თუმცა, იმ საღამოს ოთხ საათზე სახლში ჟანდარმები მოვიდნენ. დედაჩემს კალთაში ჩავაფრინდი და ხელს არ ვუშვებდი, თან საშინლად ვტიროდი. სიაში ეწერა ჩემი ძმა, – სულიკო. ბოლოს ჟანდარმებმა თქვეს, სულიკო ქალებსაც ჰქვიათ, რას გაიგებენო და ჩემი ძმის ნაცვლად მე წამიყვანეს”.
„იმ ღამით მე სახლში არ ვიყავი” – საუბარში შალვა კაკაბაძე ერთვება, “მამაჩემს 800 მანეთი ვალი ჰქონდა ასაღები და იმის გამოსართმევად ვიყავი წასული. მატარებელი, რომლითაც გადასახლებულები მიჰყავდათ, სადგურში ნელა შემოვიდა და ის ფული დედაჩემს ფანჯარაში შევუგდე, თუმცა მაინც დაუკარგავთ გზაში”.
ციმბირისკენ მიმავალ მატარებელში ურეხიდან, სარფიდან, კაპრეშუმიდან და სხვა სოფლებიდან აყვანილი ოჯახებიც იყვნენ. მძიმე ცხოვრების ისტორიების თხრობას ისევ ანტონინა აგრძელებს: “ბევრი ტანჯვა-წვალება იყო. რამდენჯერ გაყინულ მდინარეში ჩავცვივდით, შიშვლები და მშივრები ვიყავით. ასამდე ოჯახი ფერმასავით მასიურ შენობაში შეგვასახლეს და იქ ვცხოვრობდით. 34-გრადუსიან ყინვაში გვიწევდა შეშის მოტანა და საკვებზე ზრუნვა. კარანტინის დროს სახლიდან არ გვიშვებდნენ. გარეთ მარტო ვერ გახვიდოდი, დათვი და მგელი შეგჭამდა. ცოტა ხნის შემდეგ დედამ ას მანეთად იქვე პატარა სარაია იყიდა, ერთი ქვრივი შეიხიზნა შვილებიანად და იქ გადავედით”.
დედისა და და-ძმების გადასახლების შემდეგ შალვა კაკაბაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, მისი ოჯახის დანარჩენი წევრები კი ყაზახეთის გზას გაუყენეს. “ჩემი მეუღლე, რომელიც მხოლოდ 17 წლის იყო, ყოველთვის ტკივილით იხსენებდა იმ წლებს. ყაზახეთში ძალიან ცხელოდა და ღია ცის ქვეშ მუშაობის დროს, მზის დარტყმა მიიღო. ნერვიულობისგან კი შაქარმა აუწია და დიაბეტი დაემართა. წყალი არ ჰქონდათ, საჭმელი პრობლემა იყო და მიწაზე ეძინათ”.
გადასახლებიდან დაბრუნებულ ოჯახის წევრებს სახლში უცხო პირები დახვდნენ. სახლის დასაბრუნებლად კი მათთან დაპირისპირებაც მოუხდათ. “სამი ოჯახი იყო შესახლებული. ორი ოჯახი უფრო ადვილად დავითანხმეთ სახლის დაცლაზე, ერთი უარზე იყო, თუმცა დავიდარაბისა და ჩხუბის შემდეგ მაინც წავიდა”, – გვეუბნება შალვა კაკაბაძე.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ოჯახთან შეხვედრის პირველ წუთებს იხსენებს ანტონინაც: „ბათუმში, მოედანზე ჩამოგვსვეს. უამრავი ხალხი ირეოდა. უცებ ჩოჩქოლი ატყდა, ვიღაცას გული წაუვიდაო და ქუდებით წყალს მიარბენინებდნენ. ადამიანები მივწი-მოვწიე და ქალს მოსულიერება დავუწყე. ქალმა შემომხედა და ისევ წაუვიდა გული, თურმე ჩემი და ყოფილა და მიცნო. ერთმანეთს ვეხვეოდით და თან ვტიროდით. არასოდეს დამავიწყდება ჩემი ძაღლის ცრემლებიც, როცა შვიდი წლის შემდეგ ისევ დაგვინახა ადამიანივით განიცდიდა, არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან”.
მოხუცები მოგონებებს ეძლევიან, შემდეგ შალვა კაკაბაძე ისევ აგრძელებს: „ფეხშიშველი, მშიერ-მწყურვალი დავრბოდი… ძალიან მიმძიმს იმ წლების გახსენება. დაღონებულ კაცს რომ დავინახავ, დღესაც ძალიან განვიცდი. მირჩევნია, მე ნაკლები დამრჩეს და მასაც გავუყო ლუკმა. ასე გვასწავლიდნენ და გვზრდიდნენ”.
თუმცა, რეჟიმმა თავისი დაღი ყველაფერს დაასვა. ანტონინა მამის შეგონებას იხსენებს: „ერთხელ მამაჩემმა კუ მოგვიყვანა და გვითხრა: “ხედავთ? როცა საფრთხეს გრძნობს, იმალება. თქვენც დაგიდგებათ მძიმე დრო, ამიტომ ამ კუსგან უნდა ისწავლოთ, თუ ზურგი მაგარი არ გაქვთ, სხვის საქმეში თავი არ უნდა ჩაყოთო”.
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა ოთხი წელია რაც ფუნქციონირებს. თავდაპირველად სწავლის ყოველ წლიური გადასახადი 4800 ლარს შეადგენდა, შემდეგ 3900 ლარს, ხოლო იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც წელს ჩააბარებენ სასწავლო ცენტრში – სწავლის საფასური 2250 ლარი იქნება.
როგორც საბაკალავრო პროგრამების აკადემიური მენეჯერი, მარია ზოიძე ამბობს, შეხვედრის მიზანია აჭარაში კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ხოლო სწავლის საფასურის შემცირება, აჭარის მოსახლეობის
ფინანსური მდგომარეობით არის გამოწვეული – „ბათუმში რომ არის ჩვენი უნივერსიტეტი და კერძოდ ტურიზმის სკოლა, ამის შესახებ ძალიან ცოტამ იცის, დღევანდელი შეხვედრით და ჩვენი ფასდაკლებით გვინდა გავზარდოთ იმფორმირებულობის დონე ჩვენს შესახებ და შედარებით ხელმოკლე ოჯახებს მივცეთ შესაძლებლობა მიიღონ დასავლური მაღალი ხარისხის განათლება!“ – თქვა მარია ზოიძემ.
ფინალურ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლის, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლისა და შპს „ფარნავაზის“ ქობულეთის საერო სკოლის გუნდები.
გამარჯვება ქალაქ ქობულეთის N3 საჯარო სკოლის გუნდმა „ნიუბიმ“ მოიპოვა, ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მოაზროვნე, საუკეთესო კაპიტანი და საუკეთესო კითხვის ავტორი.
ფინალურ ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცათ წიგნები, დიპლომები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქარები.
2013 წელს, სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში კლუბმა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო დაფინანსება 1800 ლარის ოდენობით.
ღონისძიებას ეწსრებოდნენ სამინისტროს წარმომადგენლები.
არხზე ამჟამად ხუთი ჟურნალისტი მუშაობს. საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტი ეკა ლორთქიფანიძეა, ხოლო პოლიტიკურ თოქ-შოუს კვირაში ორჯერ ნათია კირცხალია წაიყვანს. არხზე საინფორმაციო გამოშვებები დღეში ორჯერ გავა.
29 წლის ნიკა კუცია ორი წელია ფეხბურთის მსაჯია. ის ამბობს, რომ მისი არჩევანი ფეხბურთის სიყვარულმა განაპირობა. ნიკა კუცია ამჟამად პირველ და რეგიონალურ ლიგაში და დუბლებში მსაჯობს. ის ევროპის კატეგორიის არბიტრის მოსაპოვებლად აჭარიდან ოთხ მსაჯთან ერთად პერეკვალიფიკაციას გადის.
„17 წლამდე ვთამაშობდი ფეხბურთს. 2012 წელს მოვედი მსაჯად. გავიგე, რომ ფიფას ყოფილი არბიტრი, ოთარ გუნთაძე იყო ჩამოსული და ვისაც მსაჯობა უნდოდა, გადასახადის გარეშე შეეძლო მოსულიყო და ესწავლა. მსაჯობა პირველ რიგში ფეხბურთის სიყვარულმა გადამაწყვეტინა“, – ამბობს ნიკა კუცია.
დღესდღეობით ფეხბურთის ფედერაცია გამონაკლისია, რადგან აჭარაში მხოლოდ მას აქვს მსაჯების მომზადების პროგრამა. ამ პროგრამისთვის აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა ფედერაციას 15 ათასი ლარი გადასცა. დეპარტამენტის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი მინდია ქათამაძე განმარტავს, რომ ამ პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ დაიწყო.
„ფეხბურთში სავალალო მდგომარეობაში ვიყავით. კვალიფიციური მსაჯების არ ყოფნის გამო აჭარის ფეხბურთელები ვერც ერთ ლიგაში ვერ მონაწილეობდნენ,“ – ამბობს ის.
პროგრამით კმაყოფილია, თუმცა მინდია ქათამაძე აქვე დასძენს, რომ სპორტული ფედერაციების 80%-ზე მეტს არ ჰყავს კვალიფიციური მსაჯი. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე ფედერაციებმა უნდა იმუშაონ.
მინდია ქათამაძე: „დეპარტამენტი წლის დასაწყისში ფედერაციებს ხვდება და სთავაზობს მოამზადონ მათი დარგის განვითარებისთვის საჭირო პროექტები. ყველა ფედერაციას სურს მსაჯების გადამზადება, მაგრამ მხოლოდ სურვილით მოგვმართავენ. მსაჯების გადამზადება ძვირი ჯდება. ყველა მსაჯი რომ დეპარტამენტმა გადაამზადოს, აჭარის ბიუჯეტიც არ ეყოფა. ამიტომ საჭიროა ფედერაციებმა ჩაატარონ გამოკვლევა და წარმოადგინონ კონკრეტული პროექტები, დაასაბუთონ, რატომ სჭირდებათ მსაჯების მომზადება, რა არის ამისთვის საჭირო, რა ხარჯებს მოიცავს და რა შედეგს მოიტანს. მაგრამ მსაჯთა გადამზადების პროგრამა დღემდე არავის შემოუტანია დეპარტამენტში“.
აჭარაში სამი ძირითადი კატეგორიის მსაჯები არიან – ისინი, ვისაც მხოლოდ შიდა ტურნირებზე აქვთ მსაჯობის უფლება, ვინც საქართველოს ფარგლებში ჩატარებულ ნებისმიერ ტურნირს გაუძღვება და საერთაშორისო არბიტრები. სულ 76 კვალიფიციური მსაჯიდან მხოლოდ ექვსია საერთაშორისო არბიტრი, სამი – ჭიდაობის სახეობაში, სამი კი – საავტომობილო სპორტში. დანარჩენი 68 არბიტრი ეროვნულ ტურნირებზე მსაჯობს.
არის სპორტის სახეობები, სადაც მწვრთნელები ითავსებენ მსაჯობის ფუნქციასაც, ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი აბესალომ ბასილია, რომელიც ამავდროულად მწვრთნელიცაა, ამბობს, რომ შიდა შეჯიბრებებზე მსაჯი თვითონაა. მსაჯობა ხანდახან ფარიკაობის ვიცე-პრეზიდენტ იმედო გათენაძესაც უწევს. აჭარაში ფარიკაობას ერთი მსაჯი გელა მიქელაძე ჰყავს. სამომავლოდ მსაჯის კვალიფიკაციის მისაღებად ემზადება იმედო გათენაძეც.
ყველაზე მეტი, 10 მსაჯი ჭიდაობის ფედერაციას ჰყავს. ველოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსაჯი ველოსპორტში არა თუ აჭარაში, საქართველოშიც არაა. ასევე არ არის საქართველოში კვალიფიციური მსაჯი ფრენბურთში. აჭარაში არ ჰყავს მწვრთნელი ძიუდო-სამბოს; ოლიმპიურ სახეობებში – კალათბურთს, ხელბურთს, მაგიდის ჩოგბურთს, მშვილდოსნობას და ძალოსნობას. ფედერაციის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მიმდინარეობს მზადება მსაჯების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და წელს თუ არა, გაისად ეყოლებათ მსაჯები.
იმ სახეობებში, სადაც კვალიფიციური მსაჯები არ არიან, ჩემპიონატებზე და ოფიციალურ შეჯიბრებებზე, საქართველოს ფედერაციიდან იწვევენ მსაჯებს.
ოთარ გუნთაძე ამბობს, რომ მსაჯებს ფეხბურთშიც იწვევენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კი ერთდროულად ბევრი ტურნირის გამო რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა. ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯთა კომიტეტი გარდა ხუთი საპერეკვალიფიკაციო მსაჯისა, 20 სკოლის მოსწავლესაც ამზადებს. ისინი უფასოდ ემზადებიან და ასევე უფასოა სხვა ნებისმიერი მსურველისთვისაც.
ოთარ გუნთაძე, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე (ფეხბურთის ფედერაციისა და დეპარტამენტის მოწვევით), ფიფას ყოფილი არბიტრი:
„ამჟამად 20 ახალგაზრდა გადის ინტენსიურ სამსაჯო მოსამზადებელ ეტაპს. მათ კვირაში ოთხჯერ უტარდებათ საათნახევრიანი, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლება. თეორიაში მსაჯობის წესებს ვასწავლით, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი პრაქტიკულ მეცადინეობაზე გაგვყავს. სწავლების ბოლო ეტაპზე მათ ვუტარებთ ტესტირებას და მსაჯობისთვის რამდენიმე შეირჩევა.
ასეთი მიდგომა გვაქვს, რომ რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დავიწყოთ მსაჯების ჩამოყალიბება. სამსაჯო ასაკის 17-18 წლის რომ გახდებიან, უკვე მომზადებული გვეყოლება თეორიაში და პრაქტიკაში, რის შემდეგაც საშუალება გვექნება ოფიციალურ თამაშებზე დავტვირთოთ, სადაც შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ“.
რაც შეეხება მსაჯების ანაზღაურებას, მინდია ქათამაძის თქმით, ეროვნული კატეგორიის მსაჯის ჰონორარი ერთ შეჯიბრზე 20 ლარია, თუკი საერთაშორისო არბიტრი მსაჯობს – 30 ლარი, ხოლო ვისაც მხოლოდ შიდა ტურნირზე აქვს უფლება მსაჯობისა, მისი ჰონორარი 15 ლარია.
აჭარაში მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წლის ბიუჯეტში სპეციალური ქვეპროგრამა 250 ათასი ლარითაა დაფინანსებული. ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ თაფლის საშუალო წლიური წარმოება 350-400 ტონაა. რეგიონში არსებული თაფლოვანი მცენარეების სიუხვე (აკაცია, წაბლი, ცაცხვი, ხეხილოვანი და ალპური მდელოს მრავალფეროვანი ყვავილოვანი ბალახები) კი საშუალებას იძლევა სისტემატიურად გამოიკვებოს 60-70 ათასი ფუტკრის ოჯახი და თაფლის საშუალო წლიური წარმოება 2 000 ტონამდე გაიზარდოს.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება რეგიონის ფერმერთა თანამედროვე პოლისტიროლი ტიპის სკებით უზრუნველყოფა, რომელიც ფუტკრის ჩვეულებრივი ხის სკებისაგან განსხვავებით სარგებლობს ბევრი უპირატესობით. კერძოდ, დამზადებულია მსუბუქი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან, უძლებს გარემო პირობების მკვეთრ ცვლილებებს, იცავს ფუტკრებს ხმაურისაგან. პოლისტიროლის მასალისაგან დამზადებული სკები განსხვავებით ხის სკებისა, ფუტკრებს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების დაბუდებისაგანაც იცავს. ფერმერებს თაფლის საწური–ციბრუტებიც მიეწოდება.
ბათუმის მერიის ახალი ადმინისტრაციის უფროსი თემურ კახიძე 2007-2010 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო. შემდეგ ის ბათუმის მერიის ორგანიზაციის „ბათუმის სანდასუფთავების“ დირექტორად მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების ფონდის – „ბათუმის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა“ პროექტის დირექტორი იყო.
გამოფენაში მონაწილეობის უფლება 13 დან 25 წლამდე ასაკის იმ მოზარდებსა და ახალგაზრდებს აქვთ, რომლებიც ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. გამოფენის შემდეგ ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით გამოიცემა “ახალგაზრდა დამწყები და მოყვარული მხატვრების ნამუშევრების წიგნი” რომელშიც შევა გამოფენის თითოეული მონაწილის ნამუშევრებიდან შერჩეული ერთი ნახატი.
პრეზენტაციის შემდეგ წიგნები საჩუქრად გადაეცემათ ნახატების ავტორებს და სხვა მსურველებს. მხავტრებმა გამოფენისათვის თავიანთი ნახატები ახალგაზრდობის ცენტრში 15 აპრილამდე უნდა წარადგინონ.
„სტუდენტებს ჩვენი ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ მომავალზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათისაა. გვინდა გავიგოთ სტუდენტები რას ფიქრობენ თავიანთი ქვეყნის მომავალზე,“ – განაცხადა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენელმა ირაკლი აბულაძემ.
„აუცილებელია ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, მაგრამ მე ვფიქრობ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას პოსტსაბჭოთა რეგიონის ქვეყნებისთვის ამერიკამ და დასავლეთმა,“ – განაცხადა შეხვედრაზე სტუდენტმა მამუკა გოგაძემ.
„ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოსთვის მიმზიდველი პარტნიორი. ნატოს ჭირდება ძლიერი პარტნიორი ჩვენი სახით,“ – განაცხადეს შეხვედრაზე, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას სტუდენტ-მასწავლებლები დაესწრებიან. შეხვედრაზე ერთობლივად იმსჯელებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე.
დაფინანსების მიღება აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე პირებს შეუძლიათ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე მოქმედ რომელიმე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
თითოეულ მონაწილეს მაქსიმუმ 2500 ლარის მიღება შეუძლია. ვის დაუფინანსებენ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯებს ამას სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე გამოავლენს.
მარტის თვიდან განახლებული ფილიალების რიცხვს ქობულეთისა და ბათუმი ჭავჭავაძის სერვის პუნქტები შეუერთდა.
ორივე ფილიალი 2006 წელს გაიხსნა და ჭავჭავაძის სერვის პუნქტი 2000-ზე მეტ, ხოლო ქობულეთის სერვის პუნქტი 2500-მდე კლიენტს უწევს საბანკო მომსახურებას.
კლიენტთა მომსახურების გრაფიკი ორივე ფილიალისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-დან – 17:30 საათამდე განისაზღვრა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე მრავალი ფილიალი გარემონტდა, როგორც თბილისში ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 51 ფილიალი აქვს გახსნილი.
დარეგისტრირებული ადამიანების მესამედს თანხა უკვე ჩაერიცხათ – “ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს გათვალისწინებული, რომ ეს თანხები სამი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად ჩავრიცხოთ. თანხების ჩარიცხვა უკვე დავიწყეთ და ვცდილობთ ამ სამი თვის ვადაში ჩავეტიოთ” – ამბობს შემოსავლების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ხატია მოისწრაფიშვილი.
წინასწარი გათვლებით შემოსავლების სამსახური 600 ათასი ადამიანის რეგისტრაციას ელოდება. თუმცა ზუსტი რაოდენობა 31 დეკემბერს, პროცესის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. 31 დეკემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა.
შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ სისტემას ხარვეზი არ ჰქონია და მათთან არც ერთი საჩივარი არ შესულა.
დაანონსებული გვაქვს და ველოდებით დაახლოებით 600 000 ადამიანს, მაგრამ ეს გვეცოდინება მას შემდეგ რაც პროცესი დასრულდება, პროცესი კი შეიძლება დასრულდეს 31 დეკემბერსაც. ანუ 31 დეკემბრამდე აქვს მოქალაქეს უფლება რომ 2013 წელს ხელფასის სახით დაერიცხა 6000 ლარზე ნაკლები, რომ დარეგისტრირდეს და მოითხოვოს დაუბეგრავი მინიმუმი.
შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ სისტემა შეფერხების გარეშე მუშაობს – “ველოდით რომ დიდი მოთხოვნა იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა სისტემამ იმუშავა სრულიად გამართულად, არ ყოფილა არც ერთი საჩივარი. არის შემთხვევები, როცა ამბობენს რომ აი, მე მეკუთვნის და პროგრამა მეუბნება რომ არ მეკუთვნის – ჩვენ ამ ყველაფერს სისტემურად ვხედავთ, გადავამოწმეთ ყოველი შემთხვევა და აღმოჩნდა, რომ რეალურად არ ეკუთვნოდათ” – ამბობს ხატია მოისწრაფიშვილი.
ერთ–ერთი ოპერატორის თქმით, დღეს დილიდან ხარვეზია პროგრამაში, რის გამოც რამდენიმე ადამიანის რეგისტრაცია ხვალისთვის გადაიდო.
„ორი საათი მთავრობის სახლთან ვიდექით და ველოდით. მერე გვითხრეს პრემიერს პროტოკოლი აქვს გაწერილიო, ამიტომაც ვერ მოვახერხეთ მასთან შეხვედრა. დაუცველად ვგრძნობთ თავს, ჩვენი პრობლემა არავის აინტერესებს, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ” – ამბობს ოთარ იაკობაძე.
მისივე თქმით, ისინი კვლავ აგრძელებენ მშვიდობიან ბრძოლას, ღურტასა და დიდაჭარას შორის არსებულ ხევში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. რამდენიმე დღეში კი ღია წერილით მიმართავენ საქართველოს მთავრობას.
გადადით ამ ბმულზე და შეავსეთ თქვენი პირადი მონაცემები.
პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ, მომდევნო ველში ავტომატურად გამოჩნდება თქვენი სახელი, გვარი და მისამართი.
გრაფაში: „მობილური“ – ჩაწერეთ მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც ჩართულია ქსელში და რომელზედაც მიიღებთ სპეციალურ კოდს.
შემდეგ მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააკლიკეთ “გაგრძელება“–ს.
ნაბიჯი 2
თუ თქვენ გეკუთვნით დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება, ავტომატურად გადადიხართ შემდეგ ეტაპზე, სადაც გრაფაში: „ანგარიშის ნომერი“ – ჩაწერთ თქვენს საბანკო ანგარიშს, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ გახსნილი შემდეგი ბანკებიდან ერთ-ერთში:
სს ბანკი „რესპუბლიკა“;
სს „პრივატბანკი“;
სს „თიბისი ბანკი“;
სს „საქართველოს ბანკი“;
სს „ლიბერთი ბანკი“;
სს „ბაზისბანკი“;
სს „ქართუ ბანკი“;
სს „კორსტანდარტ ბანკი“;
სს „ბანკი კონსტანტა“;
სს „ფინკა ბანკი საქართველო“
თუ ამ ბანკებში არ გაქვთ ანგარიში, ჩამოთვლილთაგან რომელიმეში მოგიწევთ მისი გახსნა;
(შენიშვნა: თუ თქვენ არ გეკუთვნით დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნება, ეტაპზე: „საბანკო ანგარიში“ – ვერ გადახვალთ; თუ დარწმუნებული ხართ, რომ აუცილებლად გეკუთვნით თანხა და ვერ აგრძელებთ დეკლარაციის შევსებას, მაშინ უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურის უახლოეს სერვისცენტრს)
ნაბიჯი 3
საბანკო ანგარიშის ჩაწერის შემდეგ, გვერდით გრაფაში გამოჩნდება იმ თანხის ოდენობა, რაც უნდა დაგიბრუნდეთ.
ამის შემდეგ, მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიღებული კოდი შეგყავთ სპეციალურ გრაფაში: „შეიყვანეთ კოდი“ და თქვენს მიერ დეკლარაციიის შევსება თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე ამით დასრულებულია.
უკან დასაბრუნებელი თანხა დაგერიცხებათ თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონული სერვისები მიუწვდომელი იქნება 4 აპრილის 21:00 საათიდან 00:00 საათამდე.
შეხვედრის მიზანია შეაფასოს ქალაქ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული პროცესები, ასევე წარმოაჩინოს არსებული პრობლემატიკა და პერსპექტივები ურბანული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, რათა ხელი შეეწყოს ისტორიული ქალაქების სწორი და ადეკვატური მართვის სისტემის შემუშავებას.
შეხვედრის პარალელურად გაიმართება ფოტო გამოფენა “გამქრალი ბათომი”.
რეალურად რომ ვთქვათ, არ არსებობს პრობლემა, რომელიც ამ უბანში არ იყოს. პირველი ის, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, შესაბამისად, ვერც ქუჩები გაკეთდება. ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს წელს და დასრულდება 2016-ში. იმედი მაქვს, ჩემი „ჭაობელები“ ცოტას კიდევ გაუძლებენ. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მძიმე სოციალური მდგომარეობაა – ადამიანები ყველაზე ხშირად სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად მოგვმართავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემების მოგვარება არ შეგვიძლია, მაგრამ ვცდილობთ, შესაბამის ორგანოებთან გავუწიოთ რეკომენდაცია.
პრობლემები თითქმის იგივეა. მოსახლეობა ქუჩების მოწესრიგებას, მოასფალტებას ითხოვს, თუმცა ქუჩას მე ვერ დავაგებ. რთული უბანია, მაგრამ ნელ-ნელა ეს სირთულეები მოგვარდება. განსხვავება კი ის არის, რომ მოსახლეობაში მეტი ნდობა მაქვს და მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
იცით ყველაზე დიდი უბედურება რაშია, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გამგეობაა, ერთი კომპიუტერი გვაქვს და ინტერნეტი ცუდად მუშაობს. ყველაფერი ელექტრონულად მომდის, მაგრამ ვერ ვხსნი დოკუმენტს. ხელზე განცხადებები არ შემოდის. მოქალაქეები თავად მოდიან. წინა თვეში 34-მა მოქალაქემ მოგვმართა, უმეტესობას სჭირდებოდა ერთჯერადი ფინანსური დახმარება და ითხოვდნენ შუამდგომლობას ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ ვსწავლობთ ოჯახების მდგომარეობას სოციალური თვალსაზრისით და გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას. ოფისიც გაურემონტებელი გვაქვს, მაგრამ მე ამაზე ფულის ხარჯვას მირჩევნია ერთი ადამიანის ჯანმრთელობას მოხმარდეს ეს თანხა.
ყველამოქალაქისთხოვნადააკმაყოფილეთ?
არა, რა თქმა უნდა. ალბათ ხუთი პროცენტი. ისეთი, ვისაც წამლისთვის ან ოპერაციისთვის სჭირდებოდა თანხა.
_ თქვენი, როგორც რწმუნებულის როლი რა არის?
ჩემი უბნის ყველა მცხოვრებლის სატკივარი მაქსიმალურად რომ მივიტანო ხელისუფლებამდე. საუბედუროდ, მერიის ტერიტორიულ ორგანოებს არ აქვთ იმდენი უფლება, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა შეძლონ. ყოველი მეხუთე კაცი გაჭირვებულია და დახმარებას ითხოვს.
მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ერთი შემთხვევა იყო მხოლოდ ქურდობის. ამ უბანს პოლიციის სამი ქვეგანყოფილება იცავს. სასჯელაღსრულებიდან გამოსულ ყველა ყოფილ პატიმარს კი ხელწერილით ვიბარებთ. ასეთი უბანში 22 პირი გვყავს. საუბედუროდ, ყველა უმუშევარია.
რამინი 13 წლისაა. სკოლაში სწავლობს, გაკვეთილების შემდედ კი დედას მიწის დამუშავებაში ეხმარება. მომავალი ცოლის ვინაობა მან უკვე იცის.
მაყვალა ირემაძე 17 წელი ღორჯომის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. მისი ინფორმაციით, 1994 წლიდან 2011 წლის ჩათვლით სოფელში 72 უმაღლეს დამთავრებულია. მისი შვილი კი პირველ გოგონაა, სოფელში რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო.
დიანა მელაძე სოფელი ვაშლოვანში ცხოვრობს. მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, მაგრამ უკვე გათხოვილია. ნაადრევი ქორწინებისა და სოფელში განათლების პრობლემებზე ის თავისი კლასის მაგალითზე გვიყვება. დიანა თავის მეგობარზე გვიყვება. სტუდენტზე რომელიც მოიტაცეს, რის გამოც მან სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. დიანა ამბობს რომ ქალს ასეთ შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ აქვს. თუ მისცემენ სწავლის ნებას – ისწავლის, თუ არა და ოჯახში კაცების გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგება.
მაკა აბულაძეც მეთორმეტე კლასელია. იგი დიანას მულია. რძალს ეთანხმება და ამბობს რომ ოჯახში ქალს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.
მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ თამთა კახაბერიძის სიუჟეტი „გენდერული უთანასწორობა აჭარაში“.
სიუჟეტზე ასევე მუშაობდნენ: მარი ზაქარაძე, ქეთი ადეიშვილი, სალომე ფუტკარაძე, თეონა ამაღლობელი, დარინა ვარშანიძე, ხატია ზუხუბაია, თათია ბოლქვაძე, ნინო ბერიძე.
სიუჟეტი მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტრატეგიულ მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ამ სფეროს განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და გაძლიერებას, ამიტომაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა აკადემიას მუდმივი განვითარების საშუალება ჰქონდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მოხსნა კითხვები ბათუმის საზღვაო აკადემიაში მიღებულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და აღიარა ჩვენი აკადემიის დიპლომი.
2013 წლის ნოემბერში ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და ქართველი მეზღვაურები დაბრუნდნენ ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა. საბედნიეროდ, ქართველ მეზღვაურებს აღარ მოუწევთ უდიდესი რისკის ფასად საეჭვო გემებზე არალეგალურად მუშაობა“, – თქვა ირაკლი ღარიბაშილმა სიტყვით გამოსვლისას.
ცვლილების თანახმად, ნინოშვილის ქუჩაზე მთავარი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა 508.950 ლარის ფარგლებში, ელექტრონული ტენდერის ნაცვლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდება.
როგორც სხდომაზე მერიის საფინანსო–ეკონომიკური სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ განაცხადა – “დაჩქარებული ელქტრონული ტენდერის გამოცხადების მიზანი, სამუშაოების ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულებაა”.
საკითხს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.
ამ პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ა.რ–ის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ჩაირიცხება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე.
ქვეპროგრამის მონაწილეს, სწავლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (არაუმეტეს 12500 ლარი) სამინისტრო დაუფინანსებს. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ხარჯების დაფარვის მიზნით.
ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეუძლია აჭარაში მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე – აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე მოქალაქეებს. აგრეთვე იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ქვეპროგრამის მონაწილე სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით.