იყიდება

 

 

იყიდება 68 კვ.მ ფართობის სამოთახიანი ბინა ლერმონტოვისა (# 37) და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მისვლამდე. ფასი.: 36 ათასი დოლარი. შესაძლებელია გადაცვლა პატარა ბინაზე თანხის დამატებით.

 

მობ.: 577 252585

         597019963

აქცია ქობულეთში კახი კალაძის წინააღმდეგ

 

როგორც პარტია „ნინო ბურჯანაძე –  ერთიანი ოპოზიციის“   წევრი დიმა ჭეიშვილი აცხადებს, მათი პროტესტის მიზეზი კახი კალაძის მიერ რუსთავის 2-ის ტოქშოუ “არჩევანში” ნინო ბურჯანაძისადმი გაკეთებული განცხადებები გახდა.

 

„26 მაისის აქციის მონაწილეებმა ქობულეთში როცა ნახეს ბატონი კახის განცხადება, გადავწყვიტეთ, რომ მივსულიყავით კახისთან და გვეთქვა, რომ ის არის დეზინფორმაციის მსხვერპლი (იმედია სხვა არაფერი და არა მიზანმიმართული მატყუარა) და შეცდომაში შეყავს ქართველი ერი. გვინდოდა მისთვის გაგვესწორებინა და რეალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა“, – განუცხადა „ბათუმელებს“ დიმა ჭეიშვილმა.

 

კახი კალაძე აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია. დიმა ჭეიშვილის განცხადებით, ის დღეს  აღნიშნულ თემაზე ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს და კახი კალაძეს დებატებში იწვევს.

 

დიმა ჭეიშვილი და მისი ხუთი თანაპარტიელი ბათუმში, 2011 წლის 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქციის შემდეგ დააპატიმრეს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ გამოაცხადა და პატიმრობა მიუსაჯა. ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

ლაკაევს სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

 

წულუკიძესა და ბახუნტარიძეს ასევე დაეკისრათ 2000 ლარის ჯარიმის გადახდა. განაჩენი ამ წუთებში გამოცხადდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 

 

თემურ ბახუნტარიძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს. დადგენილია, ლაკაევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა.

ბრალდებულის ბოლო სიტყვა

 

 

სასამართლომ უკვე მისმინა ბრალდებულების საბოლოო სიტყვა, დასკვნით სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა იუსუფ ლაკიევი;

 

თემურ ბახუნტარაძე, ბალდებული: „ბატონმა პროკურორმა ახსენა რამდენიმე გარემოება, რაზეც მინდა რეპლიკის სახით ვუპასუხო. მან თქვა, რომ მე დავემუქრე, მე ამის შესახებ ადრეც გავაკეთე განმარტება, მინდა ახლაც ვთქვა: არავის დავმუქრებივარ, უბრალოდ, მე ვუთხარი მას: გეშინოდეს ღმერთის, მაგრამ ეს ალბათ თქვენც კარგად გახსოვთ, რომ წინადადების დასრულებამდე მე მოსამართლემ დამაჯარიმა 100 ლარით.

 

შემდეგ პროცესზე ბატონ პროკურორს და თქვენ ბატონო მოსამართლევ, მოგიხადეთ ბოდიში, აგიხსენით, რამ განაპირობა ჩემი აღელვება. მე გარდამეცვალა მამა იმ პერიოდში და მაშინ გავიგე ამის შესახებ…

 

რაც შეეხება ჩემს ბოლო სიტყვას, მინდა ვთქვა, რომ გული მტკივა იმისათვის, რომ ის პიროვნებები, ვინც მოწმის სახით სასამართლომ დაკითხა ჩემს საქმეზე, 90 % ასაკით ისეთი ადამიანები იყვნენ, ალბათ, მე როდესაც საქართველოს მიწა-წყალს ვიცავდი და საქართველოს სიყვარულისათვის ჩემს პირად სიცოცხლეს სასწორზე ვდებდი, ისინი ალბათ საბავშვო ბაღში დადიოდნენ, ან სკოლაში კლასობანას თამაშობდნენ…

 

გული მტკივა ცრუ ჩვენებებს რომ იძლეოდნენ. 9 თვეა მე ჩემს პატარა შვილებს მოვწყდი… როგორ იზრდებიან ვერ ვხედავ… მე ამას განვიცდი, მაგრამ ღმერთის დახმარებით შევძელი და მოვითმინე ეს ყველაფერი და მოვიდა ის დრო, რომ მე უნდა ვთქვა ბოლო სიტყვა სასამართლოში.

 

პროკურორი ადასტურებს, რომ მე ვარ დამნაშავე, სინამდვილე კი ისაა, რომ ვერანაირ მითითებას მე სპეცსამსახურებიდან ვერ მივიღებდი და ვერც იმ შეთავაზებას დავთანხმდებოდი, რაც მთხოვეს… მათი თქმით, თუ ვითანამშრომლებდი სპეცსამსახურებთან არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, არც ჩემს ბიზნესს, არც ჩემს ოჯახის წევრებს, არც მე არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა…

ჩემი დაკავების შემდეგ ჩემი მაღაზიაც დაილუქა, შევიდა საფინანსო… გადამიკეტეს ყველანაირი შემოსავლის წყარო და დღეს ჩემი ცოლ-შვილი რას ჭამს ისიც არ ვიცი….

სპეცსამსახური მემუქრებოდა და როგორ მივიღებდი კანონდამრღვევ ადამიანს სტუმრად, ასე მარტო ჩემს პიროვნებას კი არა, ჩემს ოჯახს შევუქმნიდი საფრთხეს. მე ვიცოდი, რომ 24 საათის განმავლობაში ჩემი ტელეფონი ისმინებოდა…
რომ მცოდნოდა, პატარა ეჭვიც რომ მქონოდ, რომ ლაკიევს უკანონობა ჰქონდა, რომ უკანონოდ ატარებდა მაკაროვის იარაღს არ მივიღებდი, მასაც არ შევუქმნიდი საფრთხეს…

მე არც იარაღს შევინახავდი სახლში… მე რომ მქონდა ჩაფიქრებული წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელებისთვის ამას გავაკეთებდი, მაგრამ მე მაშინაც განვაცხადე, რომ იქმ ადგილს გავერიდე, რადგან იქ იყო უმისამართო სროლები და ბევრი დაბნეული და შეშინებული პოლიციელი… საით ისროდნენ წარმოდგენა მათაც არ ჰქონდათ…

უნდა მოგიხადოთ ბოდიში ყველას, ჩემი შვილია სასამართლო დარბაზში, ჩემი მეუღლეა აქ, მინდა გთხოვოთ არ იფიქროთ არასდროს შურისძიებაზე… როგორი განაჩენიც არ უნდა გამომიტანონ, ყველას მადლობას გიხდით და ბოდიში თუ გაწყენინეთ. “

 

თემურ ბახუნტარიძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს. დადგენილია, ლაკაევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა.

პროკურატურა: “თუ დანაშაულის ნიშნები დადგინა დავიწყებთ გამოძიებას”

  

“იმ შემთხვევაში თუ დანაშუალის ნიშნები დადგინდა პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას”- აცხადებენ უწყებაში.

 პროკურატურას გამოძიების დაწყების მოტხოვნით ჟურნალისტმა გუშინ მიმართა.

ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა

 

 

ვალერიან ჩხარტიშვილი 10 წელი (1974-1975; 1981-1988; 1994-1996 და 2003-2004 წლებში) ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.

საფეხბურთო კარიერა ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო. ასევე თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“. 1970 წელს საკავშირო პირველობებში, 11 გატანილი გოლით წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ფეხბურთელის მეგობრის ვალერი მაჩხელიანის თქმით, ვალერიან ჩხარტიშვილი ბოლო წლებში ქობულეთის „შუქურაში“ მთავარი მწვრთენლის ასისტენტად მუშაობდა.

ვალერიან ჩხარტიშვილი, გუშინ 9 ივნისს გარდაიცვალა.

ერთი დღე აჭარის ჯანდაცვის მინისტრად

 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე–4 კურსის სტუდენტი სამუშაო დღეს მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად გაატარებს.  რამინ მაჭარაშვილი მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ ღონისძიებაში, რაც გათვალისწინებულია მინისტრის დღის წესრიგით.

 

სამუშაო დღე მოქალაქეების განცხადებების განხილვით დაიწყება, დაგეგმილია მოქალაქეთა მიღებაც.  მოგვიანებით გაიმართება თათბირი, რომელსაც დაესწრებიან მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს დეპარტამენტების უფროსები, შეხვედრაზე უწყების სამომავლო გეგმები და პროექტები განიხილება.

 

თათბირის დასრულების შემდეგ რამინ მაჭარაშვილი და ნუგზარ სურმანიძე ბათუმის საწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ეწვევიან და ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ცენტრის მზადყოფნას გაეცნობიან. შეხვედრაზე განიხილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების სანაპირო ზოლში მორიგეობის საკითხი.

 

დღის ბოლოს მინისტრი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი, შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს მოინახულებენ. ცენტრში სხვა შშმ პირებთან ერთად რეაბილიტაციის 25 დღიან კურსს მაღალმთიანი აჭარის 10–მდე შშმ ბავშვი გადის. „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამასსამინისტრო წელს პირელად ახორციელებს. პროგრმის ფარგლებში 25 დღიან რეაბილიტაციის კურსს მაღალმთიანი აჭარის50–მდე შშმ ბავშვი წლის ბოლომდე  2–ჯერ გაივლის.

 

 პროექტი, რომლიც შშმ პირების სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ერთი სამუშაო დღის გატარებას ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მოქალაქის“ ინიციატივით ხორციელდება.  

ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია ბათუმში [ფოტო, ვიდეო]

აქციის მონაწილეები ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს სოლიდარობას უცხადებენ და სახელმწიფოს რეაგირებას სთხოვენ.

დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება ჯაბა ანანიძის განცხადების საფუძველზე, ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ პროკურატურიდან დილის შემდეგ ელოდება.

 

მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები ჟურნალისტისა და დეპუტატის სატელეფონო საუბარზე

 

 

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით შემოთავაზებული ინსტრუმენტებით სარგებლობას აპირებს ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე და საქმის გამოძიების მოთხოვნით სახალხო დამცველსა და პროკურატურას მიმართავს.

ჟურნალისტების აქცია ბათუმში

 

ჟურნალისტები მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს გამოიძიონ ჟურნალისტებზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტები.

ეს აქცია ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მხარდასაჭერად, რამდენიმე წუთის წინ დაიგეგა.

 

დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება ჯაბა ანანიძის განცხადების საფუძველზე, ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ პროკურატურიდან ელოდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ყველაზე ხშირად მივლინებით საფრანგეთში დადიან

 

ჯამში ყველაზე მეტი თანხა – 58 744 ლარი, 2013-2014 წლებში აჭარის უმაღლესმა საბჭომ დეპუტატების საფრანგეთში არაერთგზის მისავლინებლად დახარჯა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე 2013 წელს ქვეყნის ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ 14-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, ჯამში ამ მიზნით საბჭოს ბიუჯეტიდან  15 021  ლარი დაიხარჯა. ავთანდილ ბერიძე ორჯერ იმყოფებოდა საფრანგეთში, ასევე თითო კვირით ავსტრიასა და გერმანიაში.

საბჭოს წევრი მედეა ვასაძე 2013 წელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 11-ჯერ იყო მივლინებული, რაც საბოლოო ჯამში 12 323 ლარი დაუჯდა საბჭოს ბიუჯეტს. საბჭოს დეპუტატი, საბჭოს თავმჯდომარის მსგავსად, საფრანგეთში ორჯერ იმყოფებოდა მივლინებით და ერთი კვირით გერმანიაში.

საბჭოს კიდევ ერთი წევრის ჯემალ ფუტკარაძის თბილისში ერთხელ და საზღვარგარეთ 3-ჯერ მივლინების მიზნით 9127 ლარი დაიხარჯა. დეპუტატი 2013 წელს თურქეთში ორჯერ იმყოფებოდა მივლინებით, პირველ ჯერზე ერთკვირიანი მივლინების უზრუნველსაყოფად მისთვის 1294 ლარი გამოიყო, მეორედ კი ორდღიანი მივლინებისთვის 1217 ლარი, ასევე საფრანგეთში მისი ერთკვირიანი მივლინება ბიუჯეტს 6585 ლარი დაუჯდა.

დეპუტატი დავით ბაციკაძე 2013 წელს სულ 5-ჯერ იყო მივლინებული, ორჯერ საქართველოს ტერიტორიაზე, თითო-თითოჯერ კი უკრაინაში, ჩეხეთსა და საფრანგეთში. ჯამში მისთვის გამოყოფილი სამივლინებო თანხების რაოდენობამ 8046 ლარი შეადგინა.

სულ ორჯერ იყო მივლინებული საბჭოს კიდევ ერთი წევრი პეტრე ზამბახიძე. საბჭოს ბიუჯეტს მისი თითო-თითო კვირიანი მივლინება საფრანგეთში 4337 ლარი დაუჯდა.

 

2014 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე საბჭოს წევრებისა და თანამშრომლების 67 მივლინებაზე 32 614 ლარი გამოიყო. აქედან ავთანდილ ბერიძის 7 მივლინებაზე 2124 ლარი გამოიყო. მიუხედავად იმის, რომ მედეა ვასაძე ამ ხნის განმავლობაში სულ 5-ჯერ იყო მივლინებაში, ამ მიზნით მისთვის გაცილებით მეტი თანხა – 5878 ლარი გამოიყო: საფრანგეთში მისი 10 დღიანი მივლინება საბჭოს ბიუჯეტს 3853 ლარი დაუჯდა. 23-30 მარტს, საფრანგეთში მასთან ერთად, საბჭოს კიდევ ორი წევრი: სვეტლანა კუდბა და პეტრე ზამბახიძე იმყოფებოდნენ, ჯამში სამივე მათგანისთვის 10 838 ლარი გამოიყო.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ასევე გამოიკვლია, თუ რა დაუჯდა აჭარის უმაღლეს საბჭოს სხვადასხვა დელეგაციის სტუმრებისთვის საჩუქრების შეძენა 2013 წლიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით.მიღებული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ საბჭომ ამ მიმართულებით თითიქმის 12 ათასი ლარი დახარჯა.

მოწოდებული დოკუმენტებით ვერ დგინდება, თუ ვისთვის არის განკუთვნილი ეს საჩუქრები და რატომ გაფორმდა ამა თუ იმ საქონლის მოწოდებაზე ხელშეკრულება ამ და არა სხვა კომპანიებთან თუ ფიზიკურ პირებთან.

 

ორგანიზაციისთვის მოწოდებული წერილებით ასევე დადგინდა, რომ 2013 წლის 19 მარტიდან 2014 წლის 30 აპრილის ჩათვლით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ სარესტორნო მომსახურებით 18-ჯერ ისარგებლა, რაც ჯამში ბიუჯეტს 11 ათას ლარამდე დაუჯდა. აქედან ყველაზე დიდი თანხა – 3 172 ლარი საბჭომ შპს „კოლხურ სახლს” გადაუხადა 2013 წლის 24 ივნისს. საბჭოსა და „კოლხურ სახლს” შორის ხელმოწერილი აქტით დგინდება, რომ 2013 წლის 20 ივნისს საბჭომ „აჭარულ სახლში” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივსაცემად 60 პირზე სადილი გამართა,. სტუმრებს შორის იყვნენ საპატრიარქოს დელეგაციის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

არჩილ ხაბაძე: ჟურნალისტებს მოვუწოდებ ცოტა ემოციები შევიკავოთ (ვიდეო)

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი “ბათუმელებთან” საუბრისას ჟურნალისტებს ემოციების შეკავება სთხოვა და აღნიშნა,  რომ “წინა ხელისუფლებაში მკვლელობამდეც მისულა საქმე”. 

თამარ კორძაია მედეა ვასაძის შესახებ: „ეს საუბარი შეიცავს დიკსრიმინაციის ელემენტებს“

თამარ კორძაიამ, ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მიერ გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერი „ბათუმელებთან“ შეაფასა:

„ის ენა,  რომლითაც არჩეული თანამდებობის  პირი, მით უფრო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თამჯდომარე ელაპარაკება  ჟურნალისტს, კატეგორიულად მიუღებელია. ეს საუბარი შეიცავს დიკსრიმინაციის ელემენტებს გარკვეული ნიშნის მიხედვით.

მნიშვნელობა არ აქვს ვის ელაპარაკება დეპუტატი, მთავარი ისაა, რომ  ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება,  ჟურნალისტთან და ნებისმიერ მოქალაქესთან როცა ასე ლაპარაკობს, როგორ უნდა ვიფიქროთ ადამიანის უფლებების სრულყოფილ დაცვაზე.

მე ვფიქრობ რომ ეს არის ის შემთხვევა, როცა ჟურნალისტს შეუძლია ისარგებლოს  დიკსრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით შემოთავაზებული ინსტრუმენტებით და უნდა მიმართოს წერილობით სახალხო დამცველს, რომელიც განიხილავს და კომპეტენტურ დასკვნას დადებს. ჩემი აზრით, ჟურნალისტი ამ შემთხვევაში ვალდებულია სამართლებრივად ეს ნაბიჯები გადადგას.“ 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაციონალები სამუდამოდ უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას

„ორ თვეში შემოვიარე საქართველო, ძალიან დიდი გაჭირვება  დამხვდა ყველგან. დაუჯერებელიც კი არის სად წავიდა ამდენი ფული, რაში დაიხარჯა.  ელემენტალური პრობლემები არ აქვს ხალხს მოგვარებული.  არის ისეთი სოფლები საქართველოში რომლებსაც დენი საერთოდ არ მიეწოდებათ. ჩვენ ყველამ ვიცით რაში დაიხარჯა ეს თანხა. ეს დაიხარჯა ერთი კაცის  და წინა ხელისუფლების სასახლეების შენებაში.  ხალხს კი მუდმივად ატყუებდნენ რომ ასეთი აღმშენებლობა არ ყოფილა არასდროს ქვეყანაში. დღესაც ამას ბედავენ და იტყუებიან.

და თუ ეს ასე იყო რატომ არის ჩვენი ხალხი ასეთ გაჭირვებაში? რატომ ვერ მოხერხდა ელემენტალური პრობლემების მოგვარება? სწორედ ამიტომ გამოუტანა ჩვენმა ხალხმა ნაციონალურ მოძრაობას და ჩამოაშორა ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ არის მოახლოებული არჩვენები მნიშვნელოვანი. ჩვენ თქვენთან ერთად ისინი სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას –  ყველა რაიონში, ყველა ქალაქში და ყველა სოფელში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე ისაუბრა და საკუთარ გამოსვლაში ყოფილი ხელისუფლება არაერთგზის გააკრიტიკა. ასევე რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს.  ღარიბაშვილმა გამოუძიებელი საქმეების გამოძიების პირობაც დადო, მოსახლეობას ემოციების შეკავებისაკენ მოუწოდა და განაცხადა რომ ყველა დამნაშავე სამაგალითოდ იქნება დასჯილი.

„ყველა ის საქმე, რომლის გამოძიების დასრულებას მოუთმენლად ველოდებით, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ყველა დამნაშავე იქნება ბოლომდე დასჯილი კანონის შესაბამისად,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა რომ სამაგალითო არჩევნები უნდა  ჩატარდეს.

„ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისთვის რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება. და ეს არჩევნები წარიმართოს მშვიდ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ ვითარებაში. და ერთადერთი ვინც ამას ვერ ეგუება და ამის აღიარება არ უნდა ეს არის ნაციონალური მოძრაობა.  ვინაიდან მათ იციან რომ დარჩათ რამდენიმე დღე რომ ისინი საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში. მათ არ შეუძლიათ ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში ყოფნა,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დასასრულს პრემიერმა აჭარის მუნიციპალიტეტებში გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი   დავით დუმბაძეა, ქობულეთის სულხან ევგენიძე, შუახევის  ტარიელ ებრალიძე, ხელვაჩაურის ნადიმ ვარშანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის  ბესიკ ბაუჩაძე. ბათუმის მერობისთვის კი გიორგი ერმაკოვი იბრძოლებს.


მემორანდუმი ბათუმის მერობის კანდიდატებთან


მემორანდუმის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„ბათუმის ისტორიული უბანი ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირებულებაა, მისი შენარჩუნება და განვითარება საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესის საგანს წარმოადგენს; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის ფუნქცია ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. 

 

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბებული ძველი ბათუმის სული მის მდებარეობაში, ზღვასთან სიახლოვესა და განუყოფლობაში, ბუნებრივი ლანდშაფტისა და არქიტექტურული წესრიგის ჰარმონიაში მდგომარეობს. ძველი და ახალი ტენდენციების სინთეზი, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ისტორიული და თანამედროვე კონტექსტების დაბალანსება ბათუმისათვის ისევ რთულ და გადაუჭრელ ამოცანად რჩება.

 

ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ნაწილში უხეშად ჩარევა, არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების ძეგლებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ინდივიდუალური გემოვნებით ძველი ბათუმის მოწყობის მცდელობა აკნინებს და ზიანს აყენებს ქალაქის ღირებულებას და რიგ შემთხვევებში სრულიად ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქის განვითარებისთვის.

 

ბათუმის მდგრადი განვითარებისთვის ძველი ქალაქის  ისტორიულ-კულტურული ღირებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით,  აუცილებელია:

 

  • ძველი ბათუმის არსებული ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის განახლება. მის საფუძველზე რეკომენდირებული ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცება. დაცვის ზონაში განაშენიანების რეგულირების გეგმის (ე.წ. გრგ) დამუშავება და ამოქმედება.
  • ბათუმის ურბანული  განვითარება  განხორციელდეს სტრატეგიული დაგეგმარების ძირითადი დებულებების შესაბამისად ისე,  რომ ქალაქგეგმარების  და  მშენებლობის  საკითხები  წყდებოდეს „ძველ ქალაქთან“  თანაარსებობის პრინციპების  დაცვით;
 
  • “ძველი ბათუმის”, კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპების შესაბამისი,  რევიტალიზაციის  გეგმის შემუშავება და ინტეგრირება ქალაქის  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებთან;
 
  • სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, გამოყენების და განვითარების პროცესში საჯაროობისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა;
 
  •  „ბათუმის ბულვარის“ თვითმმართველობის მართვაში დაბრუნება და მისი, როგორც ისტორიული ბაღის  ღირებულებების წარმოჩენა და განვითარება .

მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენებენ სრულ ძალისხმევას ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის და განვითარების მიზნით, რაც გამოიხატება ამ მემორანდუმში ჩამოყალიბებული ყველა პუნქტის შესრულებაში“.

 

სტუდენტებს ღარიბაშვილთან შესახვედრად „ქართული ოცნების“ მაისურები დაურიგეს

 

„ინფორმაცია სტუდენტურმა თვითმართველობამ მოგვაწოდა, ჩემს სტუდენტებსაც ეს ინფორმაცია სტუდენტური თვითმართველობისგან ჰქონდათ, იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი თავშეყრაა და ბევრი ხალხია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ სტუდენტებს გამოვყოლოდი, რადგან ჯერ კიდევ სამუშაო საათებია, თან პირველკურსელებს ასე მეთვალყურეობის გარეშე ვერ გამოვუშვებდი. ორგანიზებაში მონაწილეობა მე არ მიმიღია, ახლა დავაზუსტე, რომ შეხვედრა ერას მოედანზე იქნება. მაისურებს კი იმათ ურიგებენ. ვისაც სურვილი აქვთ.“ – განაცხადა მადონა მიქელაძემ, განათლების ფაკულტეტის დეკანმა „ბათუმელებთან“.

 

უნივერსიტეტის ეზოში ძირითადად უნივერსიტეტის პირველ-მეორე კურსის სტუდენტები შეიკრიბნენ, საზაფხულო თეატრთან კი სტუდენტებს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებმა  „ქართული ოცნების“ მაისურები დაახვედრეს.

 

 „ფსიქოლოგიას ვსწავლობ, პირველ კურსზე ვარ, დეკანის მოადგილემ გვითხრა, ღარიბაშვილთან შეხვედრაზე თუ გინდათ წასვლა, მოდითო, აქ მაისურები დაგვახვედრეს, ამას არ ველოდი, არ ვიცი ჩავიცვა თუ არა, ყველა რომ ჩაიცვამს მე რა ვქნა? ასე ხომ არ ვიდგები? – ჩავიცვამ. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის ჩავიცვამ თუ არ ჩავიცვამ, უბრალოდ ეს აქამდე არ უთქვამთ, რომ მცოდნოდა შეიძლება არ წამოვსულიყავი.“ – ამბობს სოფო ჩინბა.

 

საკუთარი ნიციატივით ჩაიცვა მაისური მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი კომახიძემ: „მერაბ დიასამიძემ, ჩემმა კურატორმა, მითხრა რომ უნივერსიტეტში შესახვედრად პრემიერი მოდიოდა, პირველ რიგში მაგის გამო მოვედი აქ, მაისურს იმიტომ ვიცვამ რომ მხარი დავუჭირო ერთიანობას, ჩემთვის ეს პარტია მისაღებია.“

 

 

სტუდენტური თვითმართველობის წევრები უარყოფენ ამ შეხვედრასთან რაიმე კავშირს, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე მინურ პაქსაძე ამბობს, შეხვედრის შესახებ მათაც გაიგეს ისე როგორც სხვებმა და შეხვედრაზე საკუთარი ნებით მიდიან: „ყველა სტუდენტი აქ საკუთარი ნებასურვილით მოვიდა, ძალით არავინ არ აცმევს მათ მაისურებს, ყველამ იცოდა რა სახის იქნებოდა ეს შეხვედრა. როგორც თქვენ მიიღეთ ინფორმაცია, რომ პრემიერი მოდიოდა ისე გავიგეთ ჩვენც, ყველა თავისი სურვილით მოდის. თვითმართველობა არ მონაწილეობს ამ შეხვედრაში, როგორც რიგითი სტუდენტი ისე მოვედი, თვითმართველობას არ ვიყენებ, სასწავლო პროცესი დღეს არ არის, სწავლა დამთავრდა უკვე.“ – ამბობს მინურ პაქსაძე.

 

შეხვედრის შესახებ კოლეგიდან გაიგო უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა ვერულიძემ: „საპროფესოროში შემოვიდნენ და გვითხრეს, ვისაც პრემიერთან შეხვედრა სურს ხუთზე მოდით უნივერსიტეტთან და ამის მერე წავალთ შესახვედრადო, სხვა არაფერი ინფორმაცია არ ჰქონდათ, ვაპირებ მივიდე და ვნახოთ რა იქნება.“ 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კოლონა ბათუმისკენ

 

 

კოლონას მოაცილებს საპატრულო პოლიცია. პოლიცია შემხვედრ ავტომანქანებს „გატარებისკენ“ მოუწოდებს.

 

დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა მაღალმთიან აჭარაში. ამ დროისთვის ის უკვე ბათუმშია. ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საზოგადოებას წარუდგენს თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. მაღალმთიანი აჭარიდან მხარდამჭერები სწორედ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჰყავს მართველ პარტიას მობილიზებული.

 

სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერი აქციის სამზადისის გამო, ბათუმის ცენტრალურ მოედანთან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ჯაბა ანანიძე მედეა ვასაძეს პროკურატურაში უჩივის

 

„კმაყოფილი ხარ დღევანდელი ნამუშევრით? ყველა მაგ ფაქტს წაგიქცევ მე შენ ცოტახანში,“ – ასე იწყება დიალოგი ჟურნალისტსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატს შორის. მედეა ვასაძის უკმაყოფილება იმ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობას ეხებოდა და 8 ივნისს „ტვ 25“ ის ეთერში გავიდა. იმის გამო, რომ ჩანაწერი სხვადასხვა მოქალაქეის შესახებ პირად ინფორმაციას შეიცავს (ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გასცემს ჟურნალისტთან საუბარში) ჯაბა ანანიძემ მედიის წარმომადგენლებს მისი სრული ტირაჟირებისაგან თავის შეკავება სთხოვა.

 

ჩანაწერში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე საგამოძიებო ფილმში მოყვანილი ფაქტების განმარტებას ცდილობს. დეპუტატი ჟურნალისტთან საუბარში მოქალაქეთა პირად თხოვნებს ასაჯაროებს, ასევე ჟურნალისტს განუმარტავს თუ რატომ წაიღო აჯიკა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას.

 

დასასრულს მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძეს ეუბნება, რომ მას პროკურატურაში დაიბარებენ და დაკითხავენ. დეპუტატი ჩანაწერში ჟურნალისტს უხსნის „თუ რა ხმები დადის ქალაქში მის შესახებ“.

 

„ეს არის ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ის ცდილობს ჩემს დაშანტაჟებას და დაშინებას. თუმცა ყველაზე მთავარი და ცუდი რამ, რაც ჩანაწერიდან ჩანს არის ის, რომ დეპუტატი არ ერიდება კონკრეტული მოქალაქის მიერ მოწერილი წერილის გასაჯაროებას. არ იცავს კონფიდენციალობას. მივმართავთ პროკურატურას და დღესვე შეგვაქვს შესაბამისი განცხადება, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე. ასევე სახალხო დამცველსაც მივმართავ,“ – განაცხადა ჯაბა ანანიძემ.

 

“ბათუმელები” აღნიშნულ ფაქტზე კომენტარისთვის დაუკავშირდა  მედეა ვასაძეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

დამოუკიდებელი კანდიდატები „ოცნების“ დროშით და დაპირებებით

 

ქართული ოცნების დროშა დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბზე. ქედა, სოფელი დანდალო
ქართული ოცნების დროშა დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბზე. ქედა, სოფელი დანდალო

დანდალოს N2 საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, გენად არძენაძის შტაბზე რამდენიმე კვირაა კოალიციის გამგებლის კანდატის, დავით დუმბაძის პლაკატია განთავსებული, „ქართული ოცნების“ გამგებლის კანდიდატის პლაკატის გარდა  შტაბზე „ოცნების“ ლურჯი დროშაც ფრიალებს.

 

„გენადი ჩემი მეზობელია, ხმას ვაძლევს მას და „ქართულ ოცნებას“, ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ კაცია, შეხვედრაზე თქვა, რომ ამ პარტიას წარმოადგენს“ – ამბობს ამომრჩეველი გიორგი ოტოლაძე.

 

დამოუკიდებელ კანდიდატად დასახელებული გენად არძენაძე ჯერ კიდევ ორი თვის წინ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და დელეგატი იყო, რასაც ქართული ოცნების ქედის შტაბის უფროსი, სიის პირველი კანდიდატი ამირან ცინცაძეც გვიდასტურებს.

 

„გენად არძენაძე ჩვენი პარტიის დელეგატი იყო, მაისის თვეში განცხადება დაწერა და წავიდა პარტიიდან. რაც შეეხება მის შტაბზე ჩვენს პლაკატს, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავიგე,  ვნახე და  ოლქს ვაცნობეთ, ოლქი გაატარებს შესაბამის ღონისძიებას.

 

ისინი დამოუკიდებელი კანდიდატები არიან, ვისთვის მუშაობენ არ ვიცი, მე ვმუშაობ ჩემს კანდიდატებზე, ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები არ არიან“ – აცხადებს ამირან ცინცაძე.

 

 

არა ერთი მცდელობის მიუხედავად „ბათუმელებმა“ გენად არძენაძესთან დაკავშირება ვერ შეძლო, მას მობილური გამორთული აქვს.

ქედაში კოალიციის ოპონენტები ამბობენ, რომ  „ქართული ოცნება“ ამით ორმაგ თამაშს თამაშობს, რითაც პარტიისა და დავით დუმბაძის გაყვანას ცდილობს.

 

„არ ვიცი პარტია რა სისტემით მუშაობს, მაგრამ ცხადია, რომ „ოცნებას“ გაორებული კანდიდატები ჰყავს, ამას მოსახლეობაც გვეუბნება.

დამოუკიდებელი კანდიდატები შეხვედრაზე იძახიან ხმა მომეცით მე, დავით დუმბაძეს და შემოხაზეთ #41, ეს ფაქტია, ამით ოცნება ხმების გახლეჩას და გამგებლისა და პარტიის გაყვანას ცდილობს“ – აცხადებს „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ქედის გამგებლობის კანდიდატი ზურა ავალიანი.

 

დამოუკიდებელი კანდიდატების ერთი ნაწილი მათ წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებას უარყოფს, სხვა ამბობს, რომ შეხვედრაზე ამომრჩეველს მათი გასვლის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გატარებას ჰპირდება.

 

 

„მე საკუთარი თავის აგიტაციას ვაკეთებ, არანაირ პარტიისთვის არ ვმუშაობ„ – ამბობს ცხმორისის თემი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი მიხეილ ბოლქვაძე.

 

 

წონიარისის თემის დამოუკიდებელი მაჟორიტარი სილოვან ბერიძე, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მარინა ბერიძის ძმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ძმის ცოლის ძმაა, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მაჟორიტარი კანდიდატი აქვე დასძენს, რომ ამომრჩევლებს შეხვედრაზე მისი გასვლის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გატარებას ჰპირდება.

 

„ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ, მაგრამ არც ერთ პარტიას არ წარმოვადგენ. დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი კენჭს, არ მაქვს უფლება ამომრჩევლებს როგორც `ქართული ოცნების~ წარმომადგენელი ისე გავეცნო და ასე არც ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ამომრჩევლებს ვეუბნები, რომ ჩემი გასვლის შემთხვეაში ქართული ოცნების პოლიტიკას დავუჭერ მხარს,“ – ამბობს სილოვან ბერიძე.

 

 

„ჩემთვის არავის უთქვამს დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბზე ჩემი პლაკატი იყოს, ეს დაუშვებელია. ჩვენი მიზანია ჩვენი ყველა მაჟორიტარი გავიდეს არჩევნებზე“ – ამბობს „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ქედაში დავით დუმბაძე.

 

ქედის N80 საარჩევნო ოლქში სულ 6 დამოუკიდებელი კანდიდატია.

 

 

„„

პრემიერ-მინისტრი დღეს ბათუმში საარჩევნო კანდიდატებს წარადგენს

 

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი მოსახლეობამ მთავრობის მეთურს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების და ეკომიგრანტების პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა.  ღარიბაშვილის განცხადებით ზარალი უკვე დათვლილია და თითოეული ოჯახი შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს. რაც შეეხება ეკომიგრანტების პრობლემას, პრემიერის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

პრემიერ-მინისტრის  ინფორმაციით,  მიმდინარე წლის ოქტომბერში პარლამეტი მიიღებს კანონს მთიანი რეგიონების შესახებ.  

 

დღესვე დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

 

რეგიონული ტურნეს დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ერას მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს წარადგენს.

 

 

ადვოკატი: წამების ფაქტზე სახელმწიფო არ რეაგირებს

 

„არაადამიანურად აწამეს წულუკიძე და ბახუნტარიძე, ეს თქვეს სასამართლოზე დაკავებულებმა. საჯაროდ განვაცხადე მე, წერილობით მივმართე პროკურატურას მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია,“- განაცხადა შავაძემ სასამართლო პროცესზე.

 

იუსუფ ლაკაევის ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა მოსამართლე დავით მამისეიშვილს სთხოვა მიიღოს სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება და გაამართლოს ლაკაევი.

 

ლაკაევისა და მასთან ერთად დაკავებულების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 13 ივნისამდე გამოაცხადებს.

 

იუსუფ ლაკაევი ფირუზ წულუკიძესა და თემურ ბახუნტარიძესთან ერთად 2013 წლის 14 სექტემბერს დააკავეს. 

ველობარათი უფასოდ

 

ველობარათის აღება მსურველს ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში შეუძლია.  

 

უფასოდ გაცემულ ველობარათზე თანხა დარიცხული არ იქნება.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ჯაბა ცოლი გყავს შენ? იცი რა ხმები დადის შენზე?

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას. ხვალ უნდა დავურეკო პროკურორს და უნდა ვუთხრა რომ შენ ჯაბა ანანიძე რომ აფურთხებ ცხვიმპირში რესპუბლიკის პროკურორს და პროკურატურას როგორ არ გრცხვენია. აი რამდეხანს უნდა აჯიჯგნინო საკუთარი თავი მეთქი ვეტყვი პროკურორს და მედეა ვასაძე მეთქი.

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ჯაბა ცოლი გყავს შენ?

 

ჟურნალისტი: არა

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ახლა რა მინდა გითხრა მე შენ. ქალაქში რა ხმები დადის შენზე იცი?

 

ჟურნალისტი: რა ხმები დადის?

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: იცი რა ხმები დადის? რომ საეჭვო მიხვრა მოხვრა აქვსო ჯაბასო.

 

ჟურნალისტი: რას ნიშნავს საეჭვო მიხვრა მოხვრა?

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:  აი ორიენტაციას აყენებენ შენსას ეჭვის ქვეშ. 

 

მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიერ განხორციელებულ მუქარაზე, ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დღეს, 4 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ჟურნალისტის განცხადებით მედეა ვასაძის ზარი მის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა.

 

ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი “უმაღლესი კომფორტით” ტვ 25-ის ეთერში 8 ივნისს გავიდა.

არიგებს თუ არა დავით თარხან – მოურავის პარტია „სუპებს“?

 

 

ჰუმანიტარული პროდუქტი „ამერიკელი ხალხისგან“

 

 

„ხუცუბანში, ანთაძის ოჯახში თარხან-მოურავის პარტიულ აქტივს საწყობი აქვს სუპების, რომელსაც მოსახლეობას ურიგებენ. ვაპირებ მივმართო შშს-ს რომ გამოიძიონ ეს ფაქტი და კანონის შესაბამისად, ქობულეთის საარჩევნო ოლქმა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პარტიის წინააღმდეგ,“ -აცხადებს დავით რობაქიძე. 

 

 

თუ როგორ მოხდა ჰუმანიტარული ტვირთი პარტიების, კონკრეტულად თარხან-მოურავის პარტიის ხელში, დავით რობაქიძე ამბობს, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. 

 

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  ბათუმის მერობის კანდიდატის თეიმურაზ მიქელაძის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტის“ სიცრუეს ავრცელებს:

 

 

„არ ვიცი, ჭორებს მე არასდროს არ ვუსმენ არასდროდ. მე არ მსმენია ამ ფაქტის შესახებ და ალბათ ჭორია. არ ვიცი რა ხდება. თარხან-მოურავის პარტია არავის ხელფას არ უხდის, რადგან არ აქვს საშუალება და რა უნდა დაარიგოს. ეგ არის ზღაპარი“- ამბობს თეიმურაზ მიქელაძე. 

 

 

ჰუმანიტარული საკვების დარიგებას უარყოფს „პატრიოტთა ალიანსის“ შტაბის წევრი, ალექსანდრე ჩხარტიშვილი: „წარმოუდგენელია, პლაკატებიც კი არ გვაქვს ქალაქში, არ გვაქვს ამის შესაძლებლობა  და გამორიცხულია რომ პარტიას ამის შესაძლებლობა ჰქონდეს”. 

ჟურნალისტი უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ზეწოლაში ადანაშაულებს

 

ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დღეს, 4 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგის თემა ტვ 25 – ის ეთერში გასულ საგამოძიებო ფილმს,  “უმაღლესი კომფორტით”, უკავშირდება.

 

ჟურნალისტის განცხადებით საგამოძიებო ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ,  აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტელეფონით დაუკავშირდა და  მასზე ზეწოლის განხორციელება სცადა. ჯაბა ანანიძე ბრიფინგზე ფაქტის შესახებ დეტალურად ისაუბრებს. 

 

ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი “უმაღლესი კომფორტით”

ლაკაევის სასამართლო პროცესის განხილვა დასრულდა

 

პროკურორის შემდეგ ბრალდებულების ადვოკატები გია ტაბლიაშვილს, ირაკლი შავაძესა და გიორგი ხიმშიაშვილს მოუსმენს მოსამართლე. სასამართლოს დასკვნით ეტაპს არ ესწრება იუსუფ ლაკაევი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლაკაევს ბადრაგირება უჭირს. სასამართლო სავარაუდოდ დღესვე მოისმენს ლაკაევთან ერთად დაკავებული ფირუზ  წულუკიძისა და თემურ ბახუნტარიძის საბოლოოს სიტყვასაც.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შსს მოტოციკლეტების დაბრუნებას თხოვს

 

ჯუმბერ კახიძე ამბობს, რომ ბათუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ეფექტური პატრულირების მიზნით 2007 წელს, ბათუმის მერიამ ქალაქს სამი მოტოციკლი შეუძინა და თხოვების სახით გადასცა შს სამინისტროს – “30 მაისის აღლუმზე, როგორც ჩანს, ბატონ მინისტრს მოეწონა მოტოციკლეტები და მათი კახეთის რეგიონში გადაყვანა ბრძანა.


მოვუწოდებ ბატონ ჭიკაიძეს, სასწრაფოდ დააბრუნოს ბათუმის კუთვნილი ქონება.


მათ არავითარი უფლება არ ჰქონდათ მოტოციკლეტები გაეყვანათ რეგიონიდან. ეს ჩვენი ქონებაა, თხოვების წესით იყო გადაცემული და არა ნაჩუქარი”, – ამბობს ის.

სამ მოტოციკლეტში ბათუმის მერიას ქალაქის ბიუჯეტიდან საშუალოდ 70 ათასი ლარი აქვს გადახდილი. 

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ჯუმბერ კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გოჩა გუგუნავა თავის აქტივისტზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება

 

ლეილა გოგიტიძე ამბობს, რომ ის სამი წლის განმავლობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან, არჩევნებზე კომისიის წევრია და იმის გამო, რომ მისი შვილი გოჩა გუგუნავას მხარდამჭერია, ის კომისიის სიიდან ამოიღეს:

 

“ჩემი და ჩემი შვილის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო 30 მაისს ამომიღეს სიიდან. გავლილი მქონდა ყველა ტრენინგი და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მაქვს არჩევნებში კომისიის წევრობის.

 

ჩემს შვილს დაურეკეს და უთხრეს, რომ მოვხსნით დედაშენს იმის გამო, რომ შენ გუგუნავას მხარდამჭერი ხარო. სახელი და გვარების გახმაურება არ გვინდა თუ ვინ დარეკა, თორემ ისე „კოალიცია ქართული“ ოცნებიდან იყო ზარი. მას ასევე ემუქრებოდნენ დაჭერით”, – ამბობს ის.

 

გოჩა გუგუნავა თავის მხარდამჭერზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება და  ამბობს, რომ ამაზე აუცილებლად უნდა აგონ პასუხი “ქართული ოქნების” წარმომადგენლებმა – “დაუყოვნებლივ მოვითხოვ ამ ადმაიანის სამსახურში დაბრუნებას”, – ამბობს ბათუმის მერობის კანდიდატი.

გოჩა გუგუნავა – ბათუმის მერობის კანდიდატი

ბატონო გოჩა, რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში?

თანამდებობაზე, პოლიტიკური პარტიის წევრობასა და მერობაზე არასდროს მიფიქრია. ჩემი მიზანი იყო მეცხოვრა როგორც რიგით მოქალაქეს, რომელიც შრომობს და ზრუნავს ოჯახზე, ახლობლებზე.

ბოლო დროს ჩემ ირგვლივ ყოველდღიურად იზრდებოდა ადამიანების რიცხვი, რომლებიც მხარდაჭერასა და თანადგომას ითხოვდნენ. ჩემი, როგორც რამდენიმე კომპანიის მენეჯერის უფლებამოსილება ვეღარ პასუხობდა ამ მოთხოვნებს. გადავწყვიტე საქველმოქმედო ფონდი დამეფუძნებინა და უფრო მოცულობითი გამეხადა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მხრიდან ბათუმელების მხარდაჭერა.

ფონდში უწყვეტად შემოდიოდა ინფორმაცია სხვადასხვა სოციალური მოთხოვნებით. მივხვდი, რომ უნდა გადამედგა ნაბიჯი, რომელიც გაცდებოდა მზრუნველი მეოჯახის და წარმატებული მენეჯერის სტატუსს. აი, ასე მივედი აქტიური მოქალაქის პოზიციამდე და დღეს წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.

თანამოქალაქეებთან უშუალოდ შეხვედრისას რაც ვნახე, მოლოდინს გადააჭარბა. ქალაქში გვყავს  ოჯახები, რომლებიც ქვეწარმავლების გარემოცვაში ცხოვრობენ და მათ ირგვლივ ჭაობია. ბენზეში რამდენიმე ათეულ ოჯახს საერთო საპირფარეშო აქვს და ის ერთიც არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება.

ამ ყველაფერს რომ ვხედავ, მემატება სტიმული და მინდა უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ხალხისთვის. მინდა, ისევე ვიზრუნო ბათუმსა და ბათუმელებზე, როგორც საკუთარ ოჯახზე.

ბატონო გოჩა, თქვენ  საზოგადოების გარკვეული წრისთვის  ასლან აბაშიძის ოჯახთან დაახლოებულ პირად  მოიაზრებით...

მეგონა საზოგადოების ამ ნაწილმა გაარკვია უკვე ეს საკითხი და კითხვები აღარ ჰქონდათ. ჩემი აზრით, ამას ალბათ  არაინფორმირებული ადამიანები ლაპარაკობენ. დღემდე არც ირიბად და არც პირდაპირ არანაირ პოლიტიკურ პროცესებში არ მიმიღია მონაწილეობა, არც მიტინგებზე ვყოფილვარ და არც დროშებით მირბენია. უფრო მეტიც, არა მხოლოდ მე, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო იმ პერიოდში საჯარო სტრუქტურაში თანამდებობაზე.

ჩემი ბავშვობა იყო 90-იანი წლები. ჩემი თაობის ბათუმელებს კარგად ახსოვთ რა წლები იყო ეს. ჩვენ თუ ავირიდებდით თავს იმ გამოწვევებს, რასაც გარემო გვთავაზობდა, სამეზობლოში, სანაცნობოში აუცილებლად გვეყოლებოდა ვინმე, რომელმაც თავი ვერ აარიდა ამას. არც ერთ თაობას არ ვუსურვებ იმის განმეორებას, რაც ჩვენს დროს იყო. მიხარია, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა შორსაა ამ პრობლემებისგან. მაგრამ სამაგიეროდ აქვთ სხვა პრობლემები – კარგი განათლების, დასაქმების, გართობის, ურთიერთობების.

რახან თქვენს ახალგაზრდობის პერიოდს შევეხეთ, მაშინ აქვე გკითხავთ, თქვენ იყავით გიორგი აბაშიძის თანაკლასელი, მეგობარი და საქმიანი პარტნიორი?

დიახ, მე და გიორგიმ მეექვსე საშუალო სკოლა დავამთავრეთ. სკოლის დამთავრების შემდეგ მან შემომთავაზა სამსახური და დავთანხმდი. მგონი დროა პოლიტიკა, საქმე და მეგობრობა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. 18 წლიდან საქმეში ვარ და არასდროს ჩემი ნათესავი, მეგობარი არ მყოლია საქმიან პარტნიორად.  ნათესაობა, მეგობრობა სხვა ურთიერთობას, სიყვარულსა და თანადგომას მოითხოვს. საქმე და პოლიტიკა ამ ურთიერთობას ვერ შეგინარჩუნებს, სხვა პასუხისმგებლობა და სხვა მოთხოვნებია.

ბათუმს არ სჭირდება პოლიტიზება. დღეს ბათუმს სჭირდება ბევრი დასაქმებული, წარმატებული, ბედნიერი ბათუმელი თავისუფალი არჩევანში და დამოუკიდებელი – გადაწყვეტილებებში. პოლიტიკაში მე მოვდივარ ჩემი გუნდით. გუნდში საერთოდ არ მყავს ბიძაშვილ-მამიდაშვილი. ყველა თავისი საქმის პროფესიონალია. ეს ადამიანები ნამდვილად გამოადგებიან ქალაქს.

ბატონო გოჩა, თქვენ მერობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი ხართ. მოულოდნელად გამოჩნდით პოლიტიკაში

ახალი სახე ნამდვილად ვარ პოლიტიკისთვის, მაგრამ არა ბათუმისთვის. ჩემი კანდიდატურის დაყენება იმანაც განაპირობა, რომ ბათუმელები მიცნობენ. ბათუმის მერობა არ ნიშნავს ჩემთვის რომელიმე პოლიტიკური ძალის  წარმომადგენლობას. ჩემი ინტერესია გავხდე ბათუმის მერი, რათა, ჩემს გუნდთან ერთად, რომელიც არაა პოლიტიკურად ანგაჟირებული, ვაკეთო ჩვენი ქალაქისთვის სასარგებლო საქმეები.

თქვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზნესის ხელშეწყობასა და ახალგაზრდობის თემას ეხება

ასეა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ფუნდამენტური საკითხია – ბიზნესის განვითარება და ხარისხიანი განათლება ნებისმიერი სახის პროგრესისთვის. თავად გახლავართ სამი შვილის მამა და ვიცი რას ნიშნავს შვილების კარგი აღზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კარგი განათლება, კარგი წრე. ზოგადად ის პერსპექტივა, რასაც ნებისმიერი მშობელი თავის შვილს სთავაზობს შესაძლებლობის ფარგლებში. ბათუმის მომავალი ახალგაზრდობაა და, შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ მათზე. გავაკეთოთ მაქსიმუმი ყველა მიმართულებით. ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ სტიმული და მხარდაჭერა ჩვენგან.

უამრავი საქმე გაქვთ, მუდმივად დაკავებული ხართ ბიზნესით. წარმატებულ ბიზნესს დიდი დრო მიაქვს. ახლა ამას საარჩევნო კამპანია დაემატა. რამდენად ახერხებთ ოჯახთან, შვილებთან ურთიერთობას?

ვახერხებ. ამბობენ, რომ კარგი მამა ვარ. ყოველ შემთხვევაში, შვილები არ მემდურებიან. რანაირი მოუცლელი და დაღლილიც არ უნდა ვიყო, პარალელურ რეჟიმში მათთან მუდმივ კონტაქტზე ვარ. ჩემი ოჯახი მაძლევს ყველაზე დიდ და დადებით ენერგიას. მართალია, ბოლო დროს იმდენად ხშირად ვერ ვახერხებ მათთან ერთად ყოფნას, მაგრამ არ წუწუნებენ, რადგან იციან, საჭირო საქმეს ვაკეთებ.  ჩაივლის ეს კამპანია და, იმედი მაქვს, აღდგება წინანდელი ურთიერთობის რეჟიმი, თუმცა, არამგონია, ნაკლებად დატვირთული რეჟიმი ჰქონდეს ქალაქის მერს, ჩვენს ქალაქში იმდენი პრობლემაა მოსაგვარებელი. იმდენი ნოვაციაა დასანერგი. ყველაფრისთვის გვეყოფა დრო ბათუმელებს – შრომისთვისაც და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვისაც, შრომას, საქმეს და პასუხისმგებლობას ერთად გადავინაწილებთ. თვითმმართველობა დიდი ძალაა.

ამონარიდები საარჩევნო პროგრამიდან:

ქალაქის გადარჩენა და გაჯანსაღება

ბათუმის ისტორიული იერსახის შენარჩუნება, ჩვენი გუნდისთვის, პრიორიტეტული იქნება. ეს გულისხმობს არა მხოლოდ კულტურულ ძეგლებს, არამედ ქალაქის ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ურთიერთობის კულტურას. „ბათუმის გადარჩენა“ ნიშნავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში ახალი მშენებლობების დროს ბათუმისათვის დამახასიათებელი სტილისა და დიზაინის შენარჩუნებას. უბნის,  გარემოს ხასიათთან შესაბამისობაში მოყვანას.

აუცილებელია ჩატარდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შემოწმება – ჰაერის, წყლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე.

პრიორიტეტული საკითხია ნაგავგადასამუშავებელი ახალი ტექნოლოგიური ხაზის  შეძენა მუნიციპალური საწარმოს  სახით, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ვაქციოთ ენერგიად, გასანოყიერებელ სასუქად და სხვა.

საინვესტიციო პოლიტიკა

ჩვენი პროგრამის პრიორიტეტი ადგილობრივი ინვესტიციის, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაა. უცხოურმა ინვესტიციამ არ უნდა  შელახოს არც მოსახლეობის და არც ქალაქის ინტერესები და ტრადიციები. ჩვენი თვითმმართველობაში მოსვლის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინვესტორებთან დადებული კონტრაქტების იმ მუხლს, რომელშიც განსაზღვრულია დასასაქმებელი მუშახელის რაოდენობა და პირობები. ეს გამორიცხავს უცხოურ საინვესტიციო პროექტებში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის დისკრიმინაციას.

ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის კი საჭიროა ჩამოყალიბდეს მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი. ფონდი დააფინანსებს  ბიზნესს საწყისი სტადიიდან.  ე.წ. სტარტაფებს, რომლებსაც საბანკო სისტემა არ აფინანსებს. ფონდს ექნება რისკების შეფასების დაბალი კრიტერიუმები. დაკრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით და სამწლიანი საშეღავათო პერიოდით,  ხოლო საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება 5-7 პროცენტს.

ბიზნესის განვითარების ფონდის ბიუჯეტი შეივსება მერიის მიზნობრივი ტრანსფერებითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხებით. ჩვენი გაანგარიშებით, ფონდის საკრედიტო რესურსი პირველ წელიწადს იქნება 5 მილიონი ლარი. ფონდი ასევე ჩამოაყალიბებს მცირე ბიზნესის საკონსულტაციო ტრენინგების ცენტრს.

გამჭვირვალობა და საჯარო ინფორმაცია

მოქმედი კანონმდებლობის  დაცვით, მოსახლეობა უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას ბიუჯეტის მიღებისა და მისი ხარჯვის შესახებ. მნიშვნელოვანია ამ საკითხების საჯარო განხილვა და დისკუსია მის ირგვლივ. ამ პროცესებში, საზოგადოების გარდა, უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი, რომელიც გაწევს მონიტორინგის ფუნქციას და გაცილებით სრულყოფილს გახდის გამჭვირვალობის პროცესს.

ქალაქის მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებული უნდა იყოს ქალაქელების აზრით მუნიციპალური საკუთრების გაყიდვის დროს. ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტია პლებისციტის ინსტიტუტის გააქტიურება, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და გამოკითხვა.

ქალაქის ხელისუფლებამ ხელი უნდა  შეუწყოს თავისუფალი ადგილობრივი მედიის განვითარებას და აქტიურად ითანამშრომლოს მასთან.

გიორგი დიასამიძე – ბათუმის მერობის კანდიდატი

ბატონო გიორგითქვენი მერად არჩევის შემთხვევაში რას გააკეთებთ? რა პრობლემებს ხედავთ ქალაქში და როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას?

დასაჩქარებელია ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები.  ყველა უბანი უნდა გახდეს თანაბრად საინტერესო და კეთილმოწყობილი. ჩვენ ხშირად გვაბრალებენ, ძველ ბათუმზე ზრუნავდით მხოლოდო. ჩვენ აბსოლუტურად ამორტიზებული ქალაქი ჩავიბარეთ და ალბათ დამეთანხმებით, რომ საიდანღაც საქმის კეთება უნდა დაგვეწყო. სწორედ ძველ ბათუმში განხორციელებულმა სამუშაოებმა მოგვცა შესაძლებლობა, ქალაქი მიმზიდველი გამხდარიყო ვიზიტორებისათვის, გაჩენილიყო დამატებითი შემოსავლები. ჩვენ დავგეგმეთ და დავიწყეთ საუკუნის პროექტი, რომელიც ქალაქის წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას უკავშირდებოდა და ეტაპობრივად, ამ პროექტის პარალელურად ვაუმჯობესებდით ქალაქის ინფრასტრუქტურას. მიმდინარე წელს რეაბილიტაციის პროცესს უკვე ჭაობის დასახლებაში უნდა გადაენაცვლა.

 

ინფრასტრუქტურულ პროექტებს გავაგრძელებ აუცილებლად. იმას, რაც უკვე  დაწყებული იყო – „ბათუმი ბარაკების გარეშე“. ბათუმში, 21-ე საუკუნეში ადამიანები ცხოვრობენ პირდაპირი მნიშვნელობით მიწაზე. ცხოვრობენ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. ბენზეში არის ბარაკები, იქვე აშენებულია ორი კორპუსი, სადაც ჯერ არავინ შეუსახლებიათ. ეს ხალხი სასწრაფოდ უნდა შევიყვანოთ იქ, ხოლო გამოთავისუფლებული ბარაკები გავასწოროთ მიწასთან და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დავიწყოთ ახალი სოციალური სახლების მშენებლობა.

 

ასევე უმნიშვნელოვანესია დასაქმების პრობლემა, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები, რაზეც ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ხშირად ვსაუბრობთ. გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენს ქალაქში ისეთი პროექტები გავაგრძელოთ, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

 

ჩვენ გავაგრძელებთ ასევე საბინაო ამხანაგობების განვითარების პროგრამას, რომელიც წლებია წარმატებით მიმდინარეობს. ამ პროგრამას ახალი მიმართულებები დაემატება, რაც უკავშირდება ახალი ლიფტების მონტაჟს და კორპუსების  შეფუთვას ენერგოდამზოგი მასალებით. ვფიქრობთ, რომ ამხანაგობები მერიის პარტნიორები უნდა გახდნენ. ვგეგმავთ ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის 200-ლარიანი ხელფასის დანიშვნას.

 

რა თქმა უნდა, შევქმნით ქალაქში ახალ რეკრეაციულ ზონებს. მათ შორის ჭაობის დასახლებაშიც.

 

ჩვენ ასევე გავზრდით ბათუმის ბიუჯეტიდან შპს „ბათუმის წყლის“ სუბსიდირებას და იმ ბათუმელებს, რომლებსაც წლების განმავლობაში უჭირდათ წყლისა და კანალიზაციის ტარიფების დაფარვა, არსებულ დავალიანებებს ჩამოვაჭრით.

 

გაქვთ თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება შეიქმნას ბათუმში სამუშაო ადგილები?

ჩვენ მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ სახელმწიფო ინვესტიციებსა და საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პრო¬ექტებზე. გავაგრძელებთ გაჩერებული მასშტაბური პროექტების მშენებლობებს. უზრუნველვყოფთ ქალაქის იერ-სახის ცვლილებას და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას, რაც თავისთავად გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

დავაფინანსებთ იაფი სესხების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის გაიცემა საშუალოდ 50000 ლარის ოდენობის შეღავათიანი, მაქსიმუმ 3-პროცენტიანი სესხები, რამდენიმე წლით. დასაწყისისთვის, ვფიქრობთ, რომ ერთი მილიონი ლარი გვეყოფა ამ ფონდში.

 

ჩვენ დავიწყეთ და უფრო ფართო მასშტაბებით გავაგრძელებთ პროფესიული გადამზადების პროგრამების დაფინანსებას სხვადასხვა სოციალური სფეროს წარმომადგენლებისთვის.

 

როგორც ქალაქის პოტენციური მერი, როგორ ხედავთ ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებს?

ხელს შევუწყობთ საკრუიზო ტურიზმის განვითარებას. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო უკვე გავწიეთ. მსხვილ საკრუინგო კომპანიებთან დაწყებული იყო მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემთხვევაში, ბათუმის პორტი შეძლებდა მათი საკრუიზო, დიდი ზომის გემების მიღებას.

 

წარმოიდგინეთ, თვეში 5 ან 6 დიდი საკრუიზო გემი პორტში და ნაპირზე გადმოსული 2500-3000 ტურისტი – აი, ამ მიმართულებით მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებთ. მათ შორის: მსოფლიოში ცნობილ საკრუინგო კომპანია „როიალ კარიბიანთან“ ერთად, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა უკვე გვქონდა დაწყებული.

 

ამავე დროს ბათუმი ისევ ღია იქნება ნებისმიერი უცხოური ინვესტიციისთვის, ყოველგვარი კომპლექსებისა და ყალბი პატრიოტიზმის გარეშე.

 

ჩვენ ასევე ვგეგმავთ ბათუმში სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც.

 

ვიზრუნებთ ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციაზე, როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე. ამისთვის სხვადასხვა საშუალებებს გამოვიყენებთ, მათ შორის აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენასა თუ კონფერენციაში.

 

რას სთავაზობთ საპენსიო ასაკის ბათუმელებს

როცა ჩვენ  ხელისუფლებაში ვიყავით, შეძლებისდაგვარად პენსიის მატების ტენდენცია იყო. ჩვენ გვქონდა მოქმედი პროგრამა, რომლის მიხედვითაც  9 თვის განმავლობაში ბათუმის ტერიტორიაზე საპენსიო დანამატს ჩვენ გავაკეთებდით. ამის განხორციელება ვერ მოვასწარით, მაგრამ ამის გამოცდილება გვაქვს, ანუ

 

ჩვენ დაახლოებით სექტემბრის თვიდან შეგვიძლია 20-ლარიანი დანამატის გაცემა დავიწყოთ და  ბათუმში ყველა პენსიონერი სექტემბრიდან მიიღებს 20 ლარით გაზრდილ პენსიას. მათ მიმართ ასევე გავრცელდება მთელი რიგი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები.

 

ეს რამდენად რეალურია?

აბსოლუტურად რეალურია და დათვლილი. ეს ის თანხაა, რაც დღეს ბათუმის ბიუჯეტში შეიძლება მოიძებნოს. ასევე, ყველა სოციალურად დაუცველს, რომელსაც აქვს 100000 და ნაკლები ქულა, ჩვენ მივცემთ ასლარიან ვაუჩერს კომუნალური გადასახადების დასაფარავად ზამთარში. ყველგან, სადაც შეხვედრაზე მივდივარ, სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ მათი მთავარი პრობლემა არის კომუნალური გადასახადი, რაც შემოდგომასა და ზამთარში ძალიან  იზრდება.

 

სხვადასხვა ჯგუფის სოციალიზაციის პრობლემებს თუ ხედავთ? იგივე ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების

ყველაზე ხშირად ახალგაზრდები ითხოვენ სპორტულ მოედნებს, იმიტომ, რომ გასართობი ადგილები ცოტაა ქალაქში, განსაკუთრებით გარეუბნებში. მაქსიმალურად ყველგან,  სადაც კი შეიძლება განაშენიანება, უნდა მოეწყოს ასეთი ადგილები. ეს რომ სადღეგრძელოსავით არ ჟღერდეს, გეტყვით, რომ დათვლილია ეს ყველაფერი და შესაძლებელია. 

მე 7  წელი  ვმუშაობდი საკრებულოში, ჯანდაცვისა და სოციალურ კომისიაში და ძალიან ბევრ პრობლემას ვიცნობ, მიუხედავად ამისა, ბევრი თემაა, რომელსაც უშუალოდ ამომრჩეველთან ურთიერთობისას უკეთ ეცნობი. დღეს, მაგალითად,  უსინათლოთა საზოგადოებასთან გვქონდა შეხვედრა და იქ გამოიკვეთა, რომ გვჭირდება აუდიოწიგნები. ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების პირების პრობლემები, რომელთაც სჭირდებათ ადაპტირებული გარემო, სპეციფიკური დასაქმების პროგრამა. ვიცით, რომ ეს გასაკეთებელია, პრობლემას სიღრმისეულად ეცნობი ასეთი შეხვედრების დროს, შეუფასებელი გამოცდილებაა, როცა ამომრჩეველს, მოქალაქეებს  ხვდები, მათი პრობლემები გესმის. 

 

ეს არის ძალიან სერიოზული არჩევნები, იმიტომ, რომ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერს ექნება გაცილებით მეტი უფლებები. ეს იქნება ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მერი, იმიტომ, რომ ის იქნება საყოველთაო არჩევნებით არჩეული. პასუხისმგებლობაც მეტი იქნება და ვალდებულიც იქნება, ყველა ეზოში იაროს და პასუხი გასცეს მოქალაქეებს შეკითხვებზე.

 

თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ?

იმ ადამიანების პირობები, რომლებიც ძველ ბათუმში ცხოვრობენ, რთული თემაა, რადგან პატარა იტალიური ეზოები, ერთი მხრივ, ჩვენი სუბკულტურის ნაწილია, მაგრამ მეორე მხრივ, პირობები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, არის საშინელი. ორი ვარიანტია, რაც აღდგენას არ ექვემდებარება, აქ მერიამ შეიძლება ის პროექტები განახორციელოს, რასაც ადრე ახორციელებდა, იგივე მანსარდების დაშენება. პირადად მე, ძველი ბათუმის არეალს მორიდებით, მაგრამ ცოტათი გავადიდებდი, აი, მაგალითად, ბარათაშვილის, გორგილაძის ქუჩის ნაწილამდე. რისი შენარჩუნებაც შეიშლება, ის მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და ირგვლივ სივრცის განაშენიანებაც ისე უნდა ხდებოდეს, რომ ხუთი სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუში არ იდგეს ერთმანეთის გვერდით.

 

მთავარია, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, უნდა იყოს ადეკვატური, გამჭვირვალე და მოსახლეობისთვის გასაგები. შვიდი წლის განმავლობაში საკრებულოში მუშაობისას დავრწმუნდი, რომ მოუგვარებელი პრობლემები არ არსებობს.

 

გამარჯვების შემთხვევაში ვინ იქნება ბათუმის მერი? თქვენ შესახებ რომ უამბოთ მკითხველს

ცოტა ხნის წინ თქვენმა კოლეგამ მკითხა, როგორი მერი იქნება გიორგი დიასამიძეო და ვუპასუხე – ძალიან მონდომებული-მეთქი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ჩემი ცოლი ხუმრობს, ან მორიგე ხარ, ან მორიგეობის მერე ისვენებ, ან მორიგეობისთვის ემზადებიო. ძალიან მორიდებული მეზობელი ვარ, მაშინაც კი, როცა სტუმრიანობა მაქვს, ვცდილობ არ შევაწუხო ისინი და არ ვიხმაურო. მეგობრებს რაც შეეხება, ძალიან გამიმართლა ამ მხრივ, სხვადასხვა სპეციალობის, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით და კარგი იუმორით.

 

როგორ ერთობით თავისუფალ დროს?

ხმაურიანი სუფრებისა და თავყრილობების ხარკი უკვე გადახდილი მაქვს, თუმცა ამისთვის დიდი დრო არც არასდროს დამითმია. 23 წლისამ დავამთავრე სწავლა, მაშინვე დავიწყე ქირურგად მუშაობა და ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი პროფესია და გადამეტებული დროსტარება ერთმანეთს ვერ იტანენ. ვერთობი ძირითადად სახლში, ძალიან მიყვარს კითხვა, მიყვარს კინო და საშუალო დონის კინოკრიტიკოსს ნამდვილად გავეჯიბრები. ჯაზი მიყვარს, ძველიდან თანამედროვე ვერსიებამდე. ვცდილობ, დიდი დრო დავუთმო ჩემს შვილს. სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო იშვიათად დავდივარ ჩემს სოფელში – გულებში, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტშია, ძალიან მიყვარს იქაურობა, ნახევარი ბავშვობა იქ გავატარე.

 

ძველი ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის პრეზენტაცია

 

პრეზენტაციას დაესწრებიან გეოგრაფი გიორგი გოცირიძე და არქიტექტური კოკა ამირეჯიბი. 

 

ღონისძიება იმართება ბათუმის მერიის ინიციატივით. დასწრება თავისუფალია. 

სატვირთო ვაგონით გადასახლებაში და ოთხი წლის ბავშვის დაკარგული საფლავი

GE DIGITAL CAMERA

ოთარ ნაკაშიძე

„ჩემი ოჯახი ქედაში, სოფელ ოქტომბერში ცხოვრობდა. ძლიერი ოჯახი გვქონდა, მამაჩემი სამხედრო მაღაზიაში მუშაობდა, ბაბუაც მშრომელი გლეხი იყო. ასი სული თხა-ცხვარი ჰყავდა, 20-მდე მსხვილფეხა საქონელი და უამრავი ფრინველი. ალბათ ჩვენი ქონება უნდოდათ, რადგან სხვა მიზეზი ჩვენი გადასახლების არ არსებობს“, – წარსულს იხსენებს ბენია ნაკაშიძის შვილი, ოთარ ნაკაშიძე.

სამხედროები მათ ოჯახს შუაღამისას შეესივნენ. „ყველა ფანჯარასთან ჯარისკაცი იდგა, განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ არავის. ჩაცმა ძლივს მოასწრეს და რამდენიმე საბანი წაიღეს. მამას ჩუმად პატარა ნაჯახი შეუხვევია საბანში, ამ ნაჯახით სატვირთო ვაგონში იატაკი ამოუჭრია და ასე გაუკეთებიათ ტუალეტი. საშინელი სიცივე და აუტანელი პირობები ყოფილა. ისეთი ყინვა იყო, ვაგონი რომ გაჩერდებოდა, კარებს ძელებით ხსნიდნენ – ყინული ჰქონდა მოდებული. შემოაგდებდნენ სალაფავს და ეს იყო საკვები. ჩემი პატარა და ოთხი წლის იყო. ვერ გაუძლო ამ პირობებს და ყაზახეთში ჩასვლისთანავე გარდაიცვალა.

მამაჩემს ძალიან უნდოდა მისი გადმოსვენება, მაგრამ წლების შემდეგ იმ ადგილზე ქალაქი გაუშენებიათ და საფლავი დაიკარგა. მშობლები ძალიან განიცდიდნენ ამ ამბავს“.

გადასახლებაში ნაკაშიძეებს მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. ათსულიანი ოჯახი პატარა მიწურში განთავსდა. მშობლებს უჭირდათ საკვების შოვნა: „რამდენიმე თვეში მეც დავიბადე. როცა დედა საავადმყოფოში იყო, სტალინის გარდაცვალების გამო ხუთწუთიანი დუმილი ჩამოვარდნილა, გადასახლებულებს კი ტაში დაუკრავთ. ექიმს უთქვამს, თუ არ გაჩერდებით, აქედანაც გაგასახლებენო. მამამ მუშაობა დაიწყო და შემოსავალი გაგვიჩნდა. ბამბას, ყურძენს კრეფდა, იმდენი მოახერხა, რომ ერთ წელიწადში პატარა სახლიც კი იყიდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1953 წელს, სამშობლოში დავბრუნდით“.

ოთარ ნაკაშიძე ამბობს, რომ სოფელში დაბრუნებულებს ქონება განადგურებული დახვდათ. „საქონელი წაეყვანათ, არც სახლში დაგვხვდა არაფერი. მშობლებმა სოფელში დარჩენა აღარ მოისურვეს, მძიმე მოგონებებს უკავშირდებაო, თანაც მეზობლების ხელიც ერია, ალბათ, ჩვენი გასახლების ამბავში და აღარ ისურვეს იქ დარჩენა. ფერიაში დავსახლდით და დღემდე იქ ვცხოვრობთ. ჩემს მშობლებს ოთხი შვილი კიდევ შეეძინათ. მძიმე, ტკივილიან ცხოვრებას ვეღარ გაუძლო მამამ და ისიც მალე გარდაიცვალა. დარჩა დედა ათ შვილთან ერთად. ჩემი ორი დაც მალე გარდაიცვალა. ძალიან განიცდიდნენ მშობლები. მათ სამჯერ მოუწიათ ცხოვრების თავიდან დაწყება.

დანაშაული და დიდი ბოროტება იყო ეს წლები. ზოგს დღემდე უყვარს სტალინი. რევოლუციის წლებში, როცა სტალინი ბათუმში ცხოვრობდა, ერთ დროს ფერიაში, სელიმ სმირბას სახლში იმალებოდა. გოდორში ჩასვამდა, ზემოდან სიმინდს დააყრიდა და ასე დაჰყავდა ურმით. ფერიაში სტალინის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ქანდაკება ახლაც დგას. მე არ მიყვარს ის, რადგან ავადმოსაგონარი იყო ჩემი ოჯახისთვის გადასახლება. მშობლები მთელი ცხოვრება შვილის დაკარგული საფლავისა და მძიმე მოგონებებით იტანჯებოდნენ. სტალინმა უამრავ ადამიანს მიაყენა ტკივილი“.

ბავშვობა და ოჯახი

ექიმი კვირაში ერთ დღეს – მაღალმთიანი აჭარის პრობლემა

 

ხულოს საავადმყოფოში ხალხმრავლობა ორშაბათსა და პარასკევსაა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პაციენტებისთვის ექიმები აქ კვირაში ერთ დღეს მუშაობენ, ენდოკრინოლოგი – პარასკევს, ოფთალმოლოგი კი – ორშაბათს.

 

დილის 12 საათია და ენდოკრინოლოგის ოთახის კარებთან რიგია, სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული მოხუცი თუ ახალგაზრდა თავის რიგს მოუთმენლად ელის, ზოგიერთი ჩქარობს ექიმთან მოხვედრას, რადგან უნდა, რომ სოფლის სამარშრუტო ტაქსსაც მიუსწროს.

 

 

მომლოდინეებს შორის განსაკუთრებით თალიკო ვაშაყმაძე შფოთავს, როგორც ის ამბობს, სამ საათამდე თუ ვერ მოახერხა ექიმთან კონსულტაცია, „მარშუტკას“ ვერ მიუსწრებს.

 

 

„სოფელი პანტნარი, სადაც ვცხოვრობ, ხულოს ცენტრიდან 16 კილომეტრშია, დილით მარშუტკას ჩამოვყევი, ველოდები ჩემს რიგს, გავესინჯო და სახლში დავბრუნდე. სოფლის „მარშუტკა“ ხულოს ცენტრიდან 3 საათზე გადის, თუ ვერ მივუსწარი, ფეხით მომიწევს წასვლა. სხვა ვერ დაგითმობს რიგს, ყველა სოფლებიდან მოდის და ყველას ეჩქარება, დილაადრიან რომ მოხვიდე, მაინც რიგია. ერთი დღე რომ დაამატონ და სხვა დღესაც იყოს ექიმი, კარგი იქნება“, – ამბობს თალიკო.

 

 

„ჩიყვი მაწუხებს, დიდი ხანია ვმკურნალობ, ორი წლის წინ ოპერაცია გავიკეთე, ისევ შემაწუხა, თითქმის ვეღარც ვლაპარაკობ. ფეხზეც ძლივს ვდგავარ, მაგრამ რა ვქნა, მაინც მოვაღწიე. ტკივილი საშინელებაა. ჩვენი სოფლის „მარშუტკა“ ორშაბათს და ხუთშაბათს მუშაობს, ექიმის სამუშაო დღეს არ ემთხვევა, დილით მეზობელი მოდიოდა მანქანით და გამოვყევი, რით დავბრუნდები სახლში, არ ვიცი, რამდენიმე წელია ამ გაწამაწიაში ვარ“, – გვეუბნება ხიხაძირელი ნანული აბაშიძე.

 

 

თაგოელი გუგული შაინიძე ამბობს, რომ მას ერთდროულად ჩიყვის და მხედველობის პრობლემები აქვს და მკურნალობის კურსს დიდი ხანია გადის.

 

 

„თვალზეც ვმკურნალობ და ჩიყვზეც, ჩიყვი დიდი ხანია მაწუხებს, სულ ამ დღეში ვართ,  დღეს ორი საათი ლოდინში გავატარე და არ ვიცი კიდევ რამდენხანს მომიწევს ცდა.

 

 

ჩვენთან ყველაფერი რთულადაა, სოფლები შორსაა, ექიმები არ არიან, ვინც არიან კვირაში ერთ დღეს მუშაობენ, ტრამვატოლოგი არ არის, არც უროლოგი, რომ დაგჭირდეს, ბათუმში უნდა ჩახვიდე, ხომ შეიძლება ეს საკითხები მოგვარდეს და ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მოგვცენ? ყველას ხომ არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ხალხი სოფლებიდან მოდის, ზოგიერთს მარშუტკაზე აგვიანდება, ზოგიერთს არ შეუძლია ამდენხანს ფეხზე დგომა, ყოფილა შემთხვევები, როცა პაციენტები ექიმთან კონსულტაციის გაუვლელად წასულან. მე ხშირად დავდივარ კონსულტაციაზე და ვხედავ რაც ხდება. იყო შემთხვევა, დილით მოსული ხუთ საათზე წავედი, ზოგჯერ იმდენი ხალხია, ნემსი არ ჩავარდება“, – ამბობს გუგული შაინიძე.

 

 

თავად ექიმი ენდოკრინოლოგი მაია ბერიძეც ადასტურებს, რომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები ენდემური კერაა და პაციენტების რაოდენობა ბევრია. ის აქვე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხულოში ჩიყვის ყველაზე რთული სახეობა – კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევები მატულობს. ექიმი მწირ ანაზღაურებაზე საუბრობს და დასძენს, რომ არსებული ანაზღაურებით კვირაში ორი დღე ვერ იმუშავებს:

 

 

„ბათუმში ვცხოვრობ, იქიდან დავდივარ, ერთი დღე ხულოში ვმუშაობ, ერთიც – შუახევში, დანარჩენ დღეებში ბათუმის #4 პოლიკლინიკაში, აქ ისეთი მიზერული ანაზღაურება მაქვს, არ მიღირს მუშაობა. მხოლოდ იმიტომ ამოვდივარ, რომ ადამიანები მეცოდებიან, ისინი ჩემს იმედად არიან, მელოდებიან და როგორ არ ამოვიდე? როგორც ექიმი, თავს ვალდებულად ვთვლი არ დავშორდე პაციენტებს, თორემ არც ერთი თავმოყვარე ექიმი იმ ანაზღაურებაზე არ იმუშავებს, რაზეც აქ ვმუშაობ.

 

 

დღის განმავლობაში მინიმუმ 4 საათს ტრანსპორტში ვატარებ, ამოვდივარ და ყოველგვარი შესვენების გარეშე ვმუშაობ, რომ ყველა პაციენტი მივიღო. 160 ლარს მიხდიდნენ ხელფასს. ახლა რამდენს ავიღებ, არ ვიცი, თვის დასაწყისში მითხრეს, ახალი კალკულაციით 40 თუ 50 ლარი მექნება ფიქსირებული ანაზღაურება, როგორ და რანაირად, არ ვიცი, იმდენად გავბრაზდი, არც მიკითხავს.

 

 

ექიმს ხელფასი უნდა გაეზარდოს, სტიმული უნდა ჰქონდეს და ვალდებულებით არ უნდა მუშაობდეს. კვირაში ერთი დღე საკმარისი არ არის“.

 

 

კვირაში ერთ დღეს – ორშაბათს მუშაობს ოფთალმოლოგი ცისანა წულუკიძეც. ამბობს, რომ ერთი დღე საკმარისი არ არის, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო სხვაგანაც მუშაობს, რომ თავი ირჩინოს.

 

 

„აქ ორშაბათობით ვმუშაობ. რამდენიმე კვირაა, რაც დასვენების დღეები დაემთხვა და ამან რიგები გამოიწვია. დატვირთვა გაზაფხულსა და შემოდგომაზე მაქვს, როცა მოსახლეობა იალაღზე გადის და უკან ბრუნდება, წასვლამდე ყველა ცდილობს გაესინჯოს. დილის 10 საათიდან საღამოს 6-მდე უნდა ვიმუშაო, მაგრამ მანამდე ვმუშაობ, ვიდრე ბოლო პაციენტს არ მივიღებ, ზოგჯერ 10 საათამდეც და უფრო გვიანობამდე მიწევს ყოფნა.

 

 

ყოველდღე იმუშავებ, როცა კარგი ხელფასი გექნება, მაგრამ 200 ლარად ვერა. გზაში არ გეყოფა შენი ხელფასი“, – ამბობს ცისანა წულუკიძე.

 

 

სამედიცინო ცენტრის მენეჯერის რუსლან აბულაძის თქმით, ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის მომსახურება კვირაში ერთხელ საკმარისია. მისივე თქმით, საავადმყოფოს სჭირდება უროლოგი, რომელიც არ ჰყავს.

 

 

„უროლოგი გვჭირდება და არ გვყავს, კადრი არ გამოინახა. რაც შეეხება ენდოკრინოლოგსა და ოფთალმოლოგს, ამ კუთხით პაციენტების დიდი კონტინგენტი არ არის, კვირაში ერთხელ მოდის ექიმი და სრულიად საკმარისია“, – ამბობს რუსლან აბულაძე.

 

 

მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან ექიმების გადინების შესაჩერებლად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს სპეციალური პროგრამა – „მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის წახალისების კომპონენტი“ შეიმუშავა, რომლის ფარგლებში 2013 წელს ქედის, ხულოსა და შუახევის საავადმყოფოებში განსაკუთრებით საჭიროების მქონე 20 ექიმს სამინისტრომ 6 თვის განმავლობაში დანამატი – 300 ლარი მისცა, 13 მედდას კი – 120 ლარი.

 

 

2013 წელს ხულოს საავადმყოფოს 7 ექიმი და 4 მედდა მონაწილეობდა პროგრამაში. წელს დანამატი სოფლის ექიმებისთვის გაიწერა. მაღალმთიან აჭარაში დასაქმებულ 43 სოფლის ექიმს, დანამატის სახით, 300 ლარი ერიცხება, ქობულეთისა და ხელვაჩაურის სოფლების 64 ექიმს კი – 150 ლარი.

 

 

ხულოს საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ არსებულ ხელფასსა და ეთუზიაზმზე დიდხანს ვერ იმუშავებენ, ყველა მათგანი ბათუმის კლინიკებში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ფიქრობენ, რომ თუ არ შეიცვალა სახელფასო პოლიტიკა, ხულოს მხოლოდ სოფლის ექიმები შემორჩება.

„საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც იმედის ფესტივალის ჩატარებას ხელი შეუშალეს“

 

 

 

ვარლამ რამიშვილი და ფრანკლინ გრემი

 

 

ფესტივალი 6, 7 და 8 ივნისს  სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო. რადგან დარბაზი ცხრა ათას ადამიანზეა გათვლილი, ფესტივალში მონაწილე პირების გამგზავრება თბილისში სხვადასხვა რეგიონებიდან ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო. ფესტივალში დაახლოებით 30 ათას ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, რეგიონებიდან მონაწილეები ვერ  გაემგზავრნენ. 

 

 

თბილისში ფესტივალის ჩატარება  ერთი წლის წინ დაიგეგმა, თუმცა ერთი დღით ადრე სპორტის სასახლეში, ღამის სამ საათზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც, სასახლის ადმინისტრაციამ ფესტივალის ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაზე უარი უთხრა. ხანძრის გაჩენას წინ უსწრებდა  მუქარა იმის თაობაზე,რომ ფესტივალს აუცილებლად ჩაშლიდნენ. „იმედის ფესტივალის“ მონაწილეებმა დარბაზის ქირაობის თხოვნით 12-მდე დაწესებულებას მიმართეს, თუმცა ყველა მათგანმა უარი განაცხადა. ამჟამად ფესტივალი თბილისში „სახარების რწმენის ეკლესიის“ ეზოში ტარდება.  

 

რა ზიანი მიაყენა ფესტივალს მოულოდნელმა ხანძარმა და რატომ უთხრა 12 დაწესებულებამ უარი „იმედის ფესტივალს“  ფართის მიქირავებაზე? „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორს, ვარლამ რამიშვილს,  რომელიც ფესტივალს უძღვება თბილისში და რამდენიმე კითხვით მიმართა. 

 

„პირველი კითხვის ნიშანი, სპორტის სასახლესთან დაკავშირებით ჩნდება, რადგან ხანძარს სასახლისთვის არ მიუყენებია იმ დონის ზიანი, რომ ფესტივალის ჩატარება შეუძლებელი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება სასახლესთან ერთი წლით ადრე დაიდო და თანხაც გადახდილია, ადმინისტრაციამ უარი მაინც თქვა ფესტივალის ჩატარებაზე.

 

შემდეგი კითხვა ჩნდება იმ 12 დაწესებულების მისამართით, რომლებმა, თითქოს შეთანხმებულად თქვეს უარი, რომ კარები გაეღოთ „იმედის ფესტივალისთვის“, ყველამ ერთად შეკრა პირი.

 

მესამე ფაქტორი რაც დამატებით კითხვას აჩენს, იყო წინასწარი მუქარა გიორგი გაბედავას მხრიდან, რომ ის ხელს შეუშლიდა ამ ფესტივალის ჩატარებას, რომ გააკეთებდნენ სირცხვილის კორიდორს და ა.შ  საღამოს კი ჩნდება ხანძარი. გაბედავა და მისი თანხმლები პირები   გამოჩნდნენ ეკლესიის ეზოსთანაც, სადაც ადამიანებს მოუწოდებდნენ  არ დასწრებოდნენ ფესტივალს. დღეები მიდის, ფესტივალი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ტარდება, შეიცვალა პროგრამა. ამჟამად ფესტივალი ტარდება „სახარების რწმენის ეკლესიის“ ტერიტორიაზე, სადაც  ხუთი ათასი ადამიანი ძვლივს დაეტია. გეგმის მიხედვით კი ფესტივალში 30 ათას ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.“ 

 

როგორც ვარლამ რამიშვილი ამბობს, ინცინდეტის გამო, მნიშვნელოვნად შეიცვალა ფესტივალის პროგრამაც: „ფესტივალი უნდა გაეხსნა შეიარაღებული ძალების სასულე ორკესტრს, უნდა მიეღო მონაწილეობა კონსერვატორიის გუნს, რომელსაც  საეკლესიო სიმღერები უნდა შეესრულებინა, ჩამოსულია ბევრი ცნობილი მუსიკოსი, თუმცა ეს გრანდიოზულობა აღარ გამოვიდა“.   

 

გაუთვალისწინებელი მიზეზების მიუხედავად, ფესტივალზე მაინც ჩამოვიდნენ სტუმრები ფინეთიდან, აშშ-იდან,  რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან. „ასზე მეტი ადამიანია უცხოეთიდან ჩამოსული“.

 

 

„ფესტივალზე ჩამოსულია  ფრანკლინ გრემი,  ცნობილი ევანგელისტი მისიონერი, ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „სამარიტელთა ქისა“-ს ხელმძღვანელი. ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, მათ შორის საქართველოშიც.

 

 

ფრანკლინ გრემი დაცვის ქვეშ იმყოფება და თვითონ უსაფრთხოდ არის, თუმცა ის  აგრესია, რომელიც გამოხატული იყო ფესტივალში მონაწილე პირების მიმართ, არასასიამოვნოა. ფრანკლინ გრემმა თქვა, რომ ექსცესი შეიძლება ყველგან მოხდეს, მაგრამ ის რომ მთელ თბილისში არ აღმოჩნდა არც ერთი დაწესებულება, რომელიც ფესტივალს კარს გაუღებდა, მასში უბრალოდ ღიმილს იწვევს. საქართველო აღმოჩნდა პირველი ქვეყანა, სადაც „იმედის ფესტივალის“ ჩატარებას ხელი შეუშალეს“- ამბობს ვარლამ რამიშვილი.  

 

 

პასტორი ამბობს, რომ პროცესებში რომელიც ფესტივალის ირგვლივ განვითარდა, ვერ ხედავს საქართველოს საპატრიარქოს ინტერესებს: „ოფიციალურ პოზიციაში  ფესტივალის საწინააღმდეგო არ გამოუთქვამს საპატრიარქოს. ისინი კეთილად მოიხსენიებენ ბილი გრემს, თუმცა  რატომ ხდება ეს ყველაფერი არ ვიცი, გასაკვირია. ყველა ვიყავით შოკში, რადგან არავინ ელოდება ამას“.

 

ვარლამ რამიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია ხელისუფლების პოზიცია: „სახელმწიფოს როლია რომ დაიცვას მოქალაქეები, ადამიანის უფლება, თუმცა მე არანაირი განცხადება ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტზე არ მომისმენია.  არ ვიცი ვისი ინტერესი იყო ფესტივალის ჩაშლა, თუმცა ფაქტია, რომ 12 ადგილი დაკეტილი დაგვხვდა, ფაქტია, რომ იყო წინასწარი მუქარა ფესტივალის ჩაშლაზე და ისიც ფაქტია, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენეს, „სულს ნუ ყიდი, სად მიდიხარ“ და ა.შ რომ არა პოლიცია, ალბათ უფრო დიდი ექსცესი იქნებოდა“.

 

„იმედის ფესტივალის“  ყოველწლიურად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება.  

 

 

„იმედის ფესტივალი“

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ინციდენტს ხელისუფლებას აბრალებს

 

დაპირისპირება ნაციონალებსა და მოქალაქეებს შორის

 

 

„ნაციონალური მოძრაობის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეს ადამიანები დავით ლორია და ჯემალ დუაძე თავდასასხმელად იყვნენ მოსულები. ისინი „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები არიან. მათი ფუნქცია „ქართული ოცნების“ შტაბში არის პროვოკაციების მოწყობა, ისინი არიან ტიპიური ზონდერები. ამასთან ერთად მათ მოიყვანეს სპეცნაზელები, რომლებიც ნეტკაჩოვის გაზრდილები არიან, როგორც მე მითხრეს ისინი 2004 წლიდან აღარ იყვნენ ბათუმში და ახლა დაბრუნდნენ“- აცხადებს გიორგი კირთაძე.

 

 

 

ის რომ  გუშინდელი ინციდენტი ხელისუფლების მხრიდან იყო ორგანიზებული, გიორგი კირთაძის განცხადებით ისიც ცხადყოფს,  რომ მიუხედავად იმისა, რომ ასმათ დიასამიძემ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი] პოლიციაში დარეკა და უთხრა რომ იყო ჩხუბი, პოლიციის არც ერთი თანამშრომელი ადგილზე არ გამოჩენილა. „ცალსახად ამ ყველაფერს ვუკავშირებთ ხელისუფლებას“.   

 

 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 7 ივნისს, ბათუმში ახმეტელის ქუჩაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მოსახლეობას ხვდებოდა, როცა მათ მოქალაქეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

 

 

ინცინდენტის დროს

ფიზიკური დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის

 

 

 

 

 

მოქალაქეებმა გიგა ბოკერიას და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებს 26 მაისი გაახსენეს: „თქვენ ალყა შემოარტყით რუსთაველს და ხალხს სიცოცხლის უფლება მოუსპეთ“- ამ პრეტენზიებს ყოფილი ხელისუფლების ლიდერებს დათო ლორია და ჯემალ დუაძე უყენებდნენ. სწორედ მათსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის მოხდა დაპირისპირება. 

 

 

„თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, იგივე განმეორდება. იტყვი რამეს და დაგარბევენ, გაწამებენ და უარეს შემთხვევაში სიცოცხლეს მოგისპობენ“ – ამბობდნენ ჯემალ დუაძე და დათო ლორია. ჯემალ დუაძე ჟურნალისტებს ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაეცნო, დათო ლორია კი, როგორც მან განაცხადა, ახალგაზრდული სახალხო მოძრაობის დაფუძნებელია აჭარაში. 

 

 

„როცა შენ გაქვს განსხვავებული აზრი და არ მოგწონს ცემა-ტყეპა, იგივეს არ უნდა აკეთებდე“ – ეუბნებოდა დაპირისპირებულ პირებს გიგა ბოკერია. 

  

 

„თქვენ ნახეთ, რომ მათ ქალებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა და ერთ ფორმიან პოლიციელსაც  ვერ ნახავთ აქ. ხელისუფლება იქცევა უზნეოდ, დღეს მერვე შეხვედრა გვქონდა ჩვენ, სახელისუფლებო კანდიდატები არ დადიან ქუჩაში, არ ელაპარაკებიან ადამიანებს და ეტყობა შურთ, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატებით ვმოძრაობთ. ამით რომ ვერ გაგვაჩერებენ, ამას ერთი წლის წინ უნდა მიმხვდარიყვნენ, ამ კუნთმაგარს მინდა ვუთხრა, რომ ხალხის სახელით დაანებონ ლაპარაკს თავი. ქართული ოცნების რეალობა, ძალიან მალე იქნება ერთ ხელში კვერცხი და მეორეში – ცოცხი“- განაცხადა გიგი უგულავამ. 

 

 

„ნაცმოძრაობის წევრებმა“ ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე წინასაარჩევნო შეხვედრა ცირკის წინ, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზეც ჩაატარეს. 

 

„მე არ მაქვს ილუზია, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს რომელიც მთავრობაშია, „ოცნება“ – ივანიშვილის გუნდს შევცვლით, მაგრამ უნდა ვაიძულოთ რომ ნაკლები ზიანი მოიტანონ და რაღაცა მაინც გააკეთონ. არ იმჩნევენ რომ გაჩერებულია მთელი ქალაქი, მარტო კრიმინალი და უმუშევრობა იზრდება, ამას უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი შენჯღრევის, რომ ამისთვის ისინი არავის აურჩევია“- განაცხადა გიგა ბოკერიამ შეხვედრისას. 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ ამომრჩეველთან შეხვედრა გაგრძელდა.  

 

 

Exit mobile version