არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დეპუტატ მედეა ვასაძის სატელეფონო საუბარი დისკრიმინაციის ელემენტებს შეიცავს.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით შემოთავაზებული ინსტრუმენტებით სარგებლობას აპირებს ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე და საქმის გამოძიების მოთხოვნით სახალხო დამცველსა და პროკურატურას მიმართავს.