“დაიცავით ადამიანის უფლებები”, “წაიკითხეთ კონსტიტუცია”, “გამოიძიეთ ჟურნალისტებზე მუქარის ფაქტები”-ამ სლოგანებით აქცია გაიმართა ერას მოედანზე. ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს სოლიდარობას უცხადებენ და სახელმწიფოს რეაგირებას სთხოვენ.
დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება ჯაბა ანანიძის განცხადების საფუძველზე, ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ პროკურატურიდან დილის შემდეგ ელოდება.