ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის #41-ში აკვაპარკის წინ ქირავდება ოროთახიანი ბინა მე-7 სართულზე. ავეჯის გარეშე. ფასი 300 დოლარი
მობ: 555 194 829; 593 719 556
ბათუმელები
ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის #41-ში აკვაპარკის წინ ქირავდება ოროთახიანი ბინა მე-7 სართულზე. ავეჯის გარეშე. ფასი 300 დოლარი
მობ: 555 194 829; 593 719 556
ბათუმში, ვაჟა ფშაველას #84-ში პუშკინის და ბესიკის (კიროვაკანის) შუაში იყიდება ორსართულიანი, კეთილმოწყობილი სახლი, 90 კვ.მ; სამი საძინებელი, ერთი სამზარეულო, ორი სველი წერტილი. გაზი შეყვანილია, რკინის კარებით. სახლი იპოთეკით არ არის დატვირთული.
ფასი შეთანხმებით.
მობ: 595 295 195; 593 378 620

მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით კეკენაძეს. სწორედ მას ჩაენაცვლება თეიმურაზ ქათამაძე. დავით კეკენაძეს მოსამართლეობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა, თუმცა კენჭისყრის დროს მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ერთი ხმა დააკლდა.
დავით კეკენაძე ხელვაჩაურის სასამართლოში ახლა მხოლოდ იმ საქმეების დასრულებამდე დარჩება, რაც განხილვის პროცესში აქვს. ის პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ, ბიზნესისა და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
რაც შეეხება ახალ მოსამართლეს, თეიმურაზ ქათამაძე დაიბადა 1951 წელს ხულოს რაიონის სოფელ ქედლებში. 1974 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1974-1976 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის სოფლების: აგარისა და ოქრუაშვილების საშუალო სკოლების ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად. 1984-1990 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. 1981-1991 წლებში მუშაობდა ხულოში შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების უფროსად. იყო ხულოს რაიონის პრეფექტი. 1991-1993 წლებში მუშაობდა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის უფროსად. ასევე, იმუშავა აჭარის საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარედ და აჭარის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. იყო მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2009 წლის პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს თანამდებობიდან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
ლაშა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გახდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მისი ავტობიოგრაფიული მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ახალი მოსამართლის ბიოგრაფიული მონაცემები, დაპირების მიუხედავად, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოგვაწოდეს.
ახალი მოსამართლეები მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებენ.
დავით კეკენაძის გარდა მოსამართლეობა სურდა ადვოკატ ირაკლი შავაძეს, რომელიც ასევე ყოფილი მოსამართლეა. საკმარისი ხმები ვერც მან მიიღო.
ბათუმში პუშკინისა და სელიმ ხიმშიაშვილის (ყოფილი საბჭოს) ქუჩების კვეთაში, მეხუთე სართულზე იყიდება ოროთახიანი სამოთახიანად გადაკეთებული ბინა კარგ მდგომარეობაში. ფასი: 42 ათასი დოლარი.
მობ:577 252585
597 019963
ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალეთნიკური ქალაქია. საქართველოში ჩატარებული 2002 წლის აღწერის მიხედვით, ბათუმის მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტი არაქართული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანისგან შედგება, თუმცა პოპულაციის ეს პროცენტული გადანაწილება პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების მიერ შემუშავებულ საარჩევნო სიებზე არ აისახება. პოლიტიკურმა ძალებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თავის კანდიდატებად დასახელებისაგან ან თავი შეიკავეს, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით წარმოადგინეს, ისიც ძირითადად საარჩევნო სიების ათეულს ქვემოთ. რატომ მოხდა ასე? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით რამდენიმე საარჩევნო სუბიექტს მიმართა.
„ჩვენ არ გვიფიქრია მაგ კუთხით, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. თუ იქნებოდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, კარგი იქნებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანების გარეშე დაკომპლექტდა სია. ამ სიაში მოხვდნენ ჩვენი გუნდის ის წევრები, რომლებთან ერთადაც წლებია ერთად მოვდივართ…“ – ამბობს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ბათუმში ირაკლი ჭეიშვილი, რომლის გუნდსაც თავის პროპორციულ სიაში არც ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არ დაუსახელებია. მისი თქმით, სიების შედგენისას ეთნიკურ ნიშანზე რაიმე განსაკუთრებული მიდგომით არ უხელმძღვანელიათ. `შემდგომისთვის ამ საკითხს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – ამბობს ის.
საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე სახის დისკრიმინაციას უმცირესების მიმართ გამორიცხავს გიორგი ერმაკოვი, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი ბათუმში. იგი ფიქრობს, რომ ადამიანები, ვისაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა სურთ, თვითონ უნდა გააქტიურდნენ:
„მე, როგორც კანდიდატი, კოალიციის მიერ ვარ შერჩეული. ჩემი მოსაზრებით ადამიანების პოლიტიკურ აქტივობაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. მე ჩვენს მოქალაქეებს, ბათუმელებს ეთნიკურ უმცირესობად და უმრავლესობად არ ვყოფ. ჩემთვის ყველა ერთია, ბათუმელი -ბათუმელია, რუსი იქნება, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ქართველი“.
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ბათუმის პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო უნდა გააქტიურდნენ, სხვა საარჩევნო სუბიექტებმაც გამოთქვეს. მაგალითად, მერობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან (რომლის სიაშიც „ქართული ოცნების“ მსგავსად ეთნიკური უმცირესობის არც ერთი წარმომადგენელი არ მოხვდა) აცხადებს, რომ უმცირესობა ამ თვალსაზრისით საკმაოდ პასიურია:
„თვითონ ამ მოსახლეობასაც სჭირდება ცოტა გააქტიურება. დღეს მათ ასეთი ინტერესი არ აქვთ, მაგრამ მომავალში ჩვენ აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ისინი, რათა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. ჩვენ შემთხვევაში [მათი სიაში ვერ მოხვედრის] მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მათი მხრიდან ნაკლებად წავაწყდით აქტიურობას. ვიმედოვნებ, მომავალში აუცილებლად ვითანამშრომლებთ“.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატად დასახელებული გიორგი დიასამიძე ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საკითხზე საუბრისას, ასევე კონკრეტული ადამიანების აქტიურობას უსვამს ხაზს და ამბობს:
„ჩემთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა ადამიანის ეროვნებას. ჩემი თაობის ნებისმიერი ბათუმელი გეტყვით, რომ ჩვენი მეგობრების, კლასელების, ერთ ეზოში გაზრდილი ადამიანების ეროვნება არც გაგვიგია, ისე გავიარეთ მთელი ბავშვობა და სიყმაწვილე. ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის პარტიის კარი ღიაა“. ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული საარჩევნო სიის პირველ ათეულში ეთნიკური უმცირესობებისთვის ვერც „ნაციონალებმა“ გამონახეს ადგილი. სიის ბოლოში, ერთი სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, რუსუდან მარკარიანი ფიქსირდება. დიასამიძის განმარტება ასეთია:
„თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს კონკრეტული ადამიანების აქტიურობაზეა დამოკიდებული. შეიძლება ოპოზიციური პარტია ნაკლებად პოპულარულია იმისთვის, რომ ვიღაცამ სიაში გაწევრიანება მოინდომოს და მეორეც, ჩვენ ვხელმძღვანელობთ კონკრეტული პრინციპით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სიაში უნდა მოხვდნენ ისინი, ვინც საქმით დაამტკიცა პარტიის ერთგულება. თუ ადამიანია მოვა, არავის უარს არ ვეტყვით, მითუმეტეს იმ მოტივით, რომ ის ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენს, პირიქით, ძალიან გაგვიხარდება“.
ეთნიკური უმცირესობების ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის იდეას მერობის კიდევ ორი კანდიდატი მიესალმება – თეიმურაზ მიქელაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“ და მურმან ბერიძე „ნინო ბურჯანაძე-არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“, მაგრამ კითხვას, რატომ ვერ მოხვდა უმცირესობის წარმომადგენელი სიაში, მიქელაძემ უპასუხა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედიოდა, ხოლო ბერიძემ ამ საკითხებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მათ სიაში სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქე ფიგურირებს. სერგო ოგანეზიანი სიის მე-16 ნომერია.
ეთნიკური უმცირესობები ბათუმში ვერც „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სიაში მოხვდნენ. საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი გელა გორგილაძე ამბობს, რომ სიის ფორმირების პროცესში კანდიდატების ეთნიკურ წარმომავლობაზე არ უფიქრია:
„ამ საკითხზე ნამდვილად არ მიფიქრია, სია დავაკომპლექტეთ იმ ხალხით, რომლებიც ბათუმისთვის სიკეთეს მოიტანენ უბნების მიხედვით და ნამდვილად ვერ ავარჩევდი, იქ რომელი იყო სომეხი, ბერძენი და ქართველი. უბრალოდ, ასე მოხდა თორემ, სხვა მიზეზი ამას ნამდვილად არ აქვს. ეთნიკური უმცირესობები პარტიულები ნაკლებად არიან, აჭარას ეხება ეს მხოლოდ, თორემ ისე, ჩვენს ბლოკს სხვა რეგიონებში ჰყავს ეთნიკური უმცირესობები სიებშიც და მაჟორიტარობის კანდიდატებშიც“.
ეთნიკური უმცირესობების რაოდენობის თვალსაზრისით ბათუმში ყველაზე „მრავალეთნიკური საარჩევნო“ სია „ლეიბორისტებს“ აქვთ. მათ სიაში ასეთი ოთხი გვარი ფიქსირდება. მათ შორის ერთი – ვლადიმერ გასპარიანი სიის მეათე ნომერია. ბათუმელი ლეიბორისტების ლიდერი დავით რობაქიძე აცხადებს, რომ ამით ამაყობს:
„ჩვენ მაგ მხრივ მრავალეთნიკური ხედვა გვაქვს, არ ვართ ჩაციკლულები მხოლოდ ერთ ჯგუფზე. დიდი ალბათობაა იმის, რომ ძველ ბათუმში ვოვა გასპარიანი მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს. სიის კიდევ ერთი წევრი – სამველ მელქონიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ სიის სათავეში არ არის, რამდენად რეალური შანსი აქვს საკრებულოში მოხვედრის, ეს უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ის მომდევნო არჩევნებზე უკვე წამყვან პოზიციებზე იქნება. ასევე გვყავს კლარა მკრტიჩიანი და ახალგაზრდა ბიჭი ალექსანდრე ნაზარევი. ისიც ჩვენი ახალი სახეა“.
„ლეიბორისტებმა“ ბათუმში თავისი კანდიდატები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წარადგინეს. მერობის კანდიდატისა და მაჟორიტარობის მსურველების პრეზენტაციაზე რობაქიძემ, რომელიც, ახლა ტოლერანტული რიტორიკით საუბრობს, სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები გამოიყენა გია ერმაკოვის წინააღმდეგ: „დროა დამთავრდეს ათასი რჯულის არაქართველის, როგორც ეთნიკური, ისე აზროვნებით, თარეში. დროა უარი ვთქვათ ერმაკოვებზე და ასე შემდეგ“.
„ბათუმელების“ შეკითხვას, რამდენად მოდის ერთმანეთთან კორელაციაში მისი ქსენოფობიური განცხადება ერმაკოვის მიმართ იმ ტოლერანტულ ხედვასთან, რომელზეც ახლა საუბრობს, რობაქიძემ უპასუხა, რომ თავის დროზე მისი სიტყვები არასწორად აღიქვეს, რადგან იგი ერმაკოვს „წარსული საქმიანობის გამო“ აკრიტიკებდა, რაც „ნაციონალების ანტიქართულ აზროვნების მხარდაჭერას გულისხმობს“:
„არანაირი სიძულვილით მე ეგ განცხადება არ გამიკეთებია. აქ საუბარი იყო არა ადამიანის ეთნიკურ წარმოშობაზე. ისე, ერმაკოვი გურულია, რომ იცოდეთ. მე აზროვნებაზე ვლაპარაკობდი… ნათქვამია, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. ერთი მხრივ, წარვადგინე სია, სადაც იმით ვამაყობ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ყველაზე მეტი გვყავს და მეორე მხრივ, სიძულვილის ენით ვსაუბრობ?! ეს ხომ ლოგიკაში არ ჯდება…“
პოლიტიკური ძალა, რომლის საარჩევნო პროპორციული სიის პირველ ხუთეულშივე მოხვდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, წარმოშობით ბერძენი ქეთევან დონდოსი, „ერთიანობის დარბაზია“. დონდოსი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატიცაა. ზემოხსენებული გაერთიანების ლიდერი მერაბ ხიმშიაშვილი აცხადებს, რომ მას სიაში უმცირესობის უფრო მეტი წარმომადგენლის შეყვანა სურდა, მათი გააქტიურების მიზნით შეხვედრებიც გამართა რამდენიმე დიასპორის წარმომადგენლებთან, თუმცა, ამ ეტაპზე სიაში მხოლოდ ერთი ასეთი ადამიანის შეყვანით შემოიფარგლნენ:
„ჩვენს სიაში პირველი 10 წევრიდან 5 ქალბატონია. ეთნიკურ თემას არ ეხება ეს, მაგრამ გენდერული ბალანსიც მნიშვნელოვანია. ყველა ეთნიკური და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი უნდა იყოს პოლიტიკაში. სიის მე-4 ნომერია ქეთევან დონდოსი, ის წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდაა. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბრად განვითარების შანსი“, – ამბობს ხიმშიაშვილი და დასძენს, რომ თუ მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, ქალაქის მთავრობაში აუცილებლად მოხვდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.
პარტიების მიერ დასახელებულ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ეთნიკური უმცირესობები პოლიტიკაში მათი პასიურობის მიზეზით ვერ ხვდებიან და არა გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ნაწილობრივ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია `მრავალეროვანი საქართველოს~ ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი, თუმცა იგი ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ძალების პასიურობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„რატომ არიან პასიურები ეთნიკური უმცირესობები? ძალიან პრიმიტიული ახსნა აქვს ამას. პირველი ის, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და უმცირესობებს შორის კონტაქტი არ არსებობს, პოლიტიკური ძალები უმცირესობათა გააქტიურების მნიშვნელობას და აუცილებლობას ვერ ხედავენ, ზოგ შემთხვევაში ეთნოცენტრიზმის პრობლემაც არის. მე გეტყვით, რომ უმცირესობებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა ძალიან უნდათ. მითუმეტეს იმ ადგილებში, სადაც შერეული მოსახლეობა ცხოვრობს, იმიტომ, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები არიან ქვეყნის ცხოვრებაში. მაგრამ აქ უკვე საუბარია ლიდერებზე, არსებობენ თუ არა ლიდერები, რომელთაც სათვისტომოს შიგნით თვითორგანიზებისა და მობილიზების უნარი აქვთ და ასე შემდეგ“, – ამბობს სტეფანიანი და დასძენს, რომ ის პრობლემა, რაზეც ბათუმის კონტექსტშია საუბარი, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის (სადაც ადგილობრივ დონეზე უმცირესობები საარჩევნო სიებში წარმოდგენილები არიან) გარდა, თითქმის მთელ საქართველოს ეხება, მათ შორის თბილისს, რადგან არსებული საარჩევნო სიების მიხედვით ეთნიკური უმცირესობები, სავარაუდოდ, ვერც თბილისის საკრებულოში მოხვდებიან.
სტეფანიანი: „ჩემი აზრით, პოლიტიკურმა ელიტამ უნდა იაქტიუროს, იმუშაოს მათთან, რომ ხელი შეუწყოს ეთნიკურ უმცირესობათა აქტიურობის გაზრდას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს, სამწუხაროდ, არ ხდება. თუ ასე გაგრძელდა, ისინი სიებში სხვა არჩევნებზეც ვერ მოხვდებიან. მცირეა იმის შანსი, რომ უმცირესობა თვითნებურად თავისით გააქტიურდეს პოლიტიკურად“.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები ბათუმის ბულვარის, ე.წ. „ბენზეს“, ქობულეთისა და გონიოს სანაპირო ზოლში განთავსდება. ბულვარისა და „ბენზეს“ სანაპიროს დამსვენელებს სამედიცინო დახმარების ბრიგადები დილის 10:00-დან საღამოს 22:00 საათამდე მოემსახურებიან, ქობულეთსა და გონიოში 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან.

მკითხველთან შეხვედრაზე საუბარი იმ ნაწარმოებებს შეეხება, სადაც ზღვას განსაკუთრებული როლი აქვს. მათ შორის: ჰერმან მელვილის „მობი დიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, ჰომეროსის „ოდისეა“, ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ერიკ-ემანუელ შმიდტის „ულისე ბაღდადიდან“. ასევე, განხილული იქნება ზღვის როლი ალბერ კამიუსა და თომას მანის შემოქმედებაში.
დასწრება თავისუფალია.
შეხვედრა მკითხველთან რადიო „შოკოლადისა“ და კომპანია „ჯეოსელის“ მიერაა ორგანიზებული. გადაცემა „წიგნები“ რადიო „შოკოლადის“ ეთერში 2012 წლიდან გადის.
ბარაკებში მცხოვრები ოჯახები ბინებს უფასოდ მიიღებენ, დეველოპერს კი მერია პროექტის გაცემისას შეუქმნის განსაკუთებულ პირობებს რაც მას მოგების საშუალებასაც მისცემს.
ბათუმის მთავარი არქიტექტორის განმარტებით ამ პროექტის გამო ქალაქში დაწესებული სამშენებლო ნორმები არ დაირღვევა. პროექტის პრეზენტაციას დღეს სასტუმროში „რედისონ ბლუ ბათუმი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დაესწრო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის ინფორმაციით პროექტი აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა.
„მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. მოხდება ქალაქის განაშენიანების ხელშეწყობა და ასევე ინვესტიციების მოზიდვა. შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება,“ განაცხადა დავით ბალაძემშეხვედრაზე.
დღესვე საქართველოს ბანკსა და აჭარის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ნიკოლოზ ალავიძემ და დავით ბალაძემ მოაწერეს ხელი.
პროექტის მიხედვით ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამორტიზებული, უსახური, ბარაკული ტიპის, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობის მქონე სახლების ნაცვლად ახალი სახლები უნდა აშენდეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოდის საფინანსო ორგანიზაციის წინაშე დაინტერესებული პირის თავდებად, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე ბარაკის ტიპის უსახური შენობების ნაცვლად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს განათავსებს.
პროგრამის ფარგლებში თავდებობის თანხა 20 მილიონი დოლარით განისაზღვრა. დაინტერესებულ მხარესა და საფინანსო ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საკითხს კომისია განიხილავს.
ნასყიდობის ხელშეკრულება იურიდულ პირსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის ფორმდება, შესაბამისად სამთავრობო თავდებობის გამოყენების შემთხვევაში მთავრობა დასრულებულ უძრავ ქონებას უშუალოდ ბანკისგან შეიძენს.
შეხვედრას აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საფინანსო ორგანიზაციების და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბათუმი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს სახელმწიფო ბრალმდებელი ლადო თურმანიძე. „გადაწყვეტილება სრულყოფილად სამართლიანი არ არის, ამიტომ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ“, – ამბობს დაცვის მხარეც, ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი.
იუსიფ ლაკაევს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-353 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, პოლიციელზე თავდასხმა, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლემ ბრალდების ეს მუხლი შეცვალა სსკ 19-109 პირველი ნაწილით, ანუ განზრახ მკვლელობის მცდელობით. მოსამართლემ ჩათვალა, ლაკაევმა არ იცოდა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კონტრდაზვერის თანამშრომელი იაგო დავითაძე იყო სამართალდამცავი, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ მას ლაკაევმა მოკვლის მიზნით ესროლა.
ლაკაევის მეორე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ანუ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე. მოსამართლემ ლაკაევს ამ ნაწილში 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის კი ერთი წელი. (ლაკაევი აფხაზეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოვიდა). საბოლოოდ მას მიესაჯა 12 წელი, რადგან უფრო მკაცრმა სასჯელმა, მოსამართლის განმარტებით, შთანთქა ნაკლებად მძიმე დანაშულებისთვის გათვალისწინებულმა სასჯელები.
თემურ ბახუნტარაძე სსკ-236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იყო ბრალდებული, (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე) მოსამართლემ ამ ნაწილში ბახუნტარაძე გაამართლა. მოსამართლემ შეცვალა ბრალდების სსკ გათვალისწინებული დანაშაულის 353-ე მუხლის მესამე ნაწილი, (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით,) მესამე ნაწილით და 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის, უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის.
ფირუზ წულუკიძეს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წულუკიძეს განაჩენის გამოცხადების შემდეგ უთხარა, რომ თუ ის აღირებდა ბრალდებას: ლაკაევისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნაში ხელშეწყობას, მის პირობით გათავისუფლებაზე დაფიქრდებოდა: „ჩემი პოზიცია მინდა გამოვხატო ფიზრუზ წულუკიძეზე, ისე ნუ გამიგებ თემურ (ბახუნტარაძე) თითქოს შენ გაბრალებ, მაგრამ მგონია, რომ შენს გარეშე წულუკიძე აქ ვერ აღმოჩნდებოდა“.
მოსამართლემ ასევე განმარტა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება და კუსტარულად დამზადებული იარაღი, რომელიც ძიების მტკიცებით წულუკიძისა და ბახუნტარაძის საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს, თეორიულად არის შანსი, რომ მათი საკუთრება არ ყოფილიყო: „ამ ნივთებზე, შესაძლოა სხვასაც ჰქონოდა შემხებლობა, მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ იმ ფაქტს, რომ ბრალდების მხარემ ნამდვილად იპოვა ბახუნტარაძისა და წულუკიძის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, თუმცა სახლის სხვა მესაკუთრეები სასამართლოს არ დაუკითხავს“ (წულუკიძე და ბახუნტარაძე ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ), ანუ ამ ნაწილში მოსმართლემ ადვოკატის პოზიცია გაითვალისწინა.
„ეს იყო გაშმაგებული დავა მხარეებს შორის, მე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროცესიდან“, – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
ბრალდებულები გასული წლის სექტემბერში დააკავა პოლიციამ ბათუმში.
ბახუნტარაძისა და წულუკიძი სუფლებებს საიას იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი იცავს. მისი შეფასება კი ასეთია: “მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, ვფიქრობ სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი ძირითად ააგო ბრალდებულების ჩვენებაზე. მაშინ, როდესაც მათ გულწრფელად ისაუბრეს იმის შესახებ, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც არავითარ დანაშაულებრივ ნიშნებს არ შეიცავდა. რაც ყველაზე ცუდი მომენტია არის ის, რომ სასამართლო პოლიციელთა გულწრფელობაში სრულად დარწმუნებულია. საინტერესოა, რამდენად უნდა იყო იმ პოლიციელის ჩვენებაში დარწმუნებული, რომელიც არღვევს ყველა პროცედურულ წესს და მტკიცებულებას ისე მოიპოვებს.”

ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად 16 პარტია და 349 კანდიდატი იბრძვის, აქედან 113 ქალია. ყველაზე ნაკლები, ერთი ქალი, პროპორციულ სიასა და მაჟორიტარულ ოლქებში „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობამ“, ყველაზე მეტი – 12 ქალი კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის ათეულში მხოლოდ ერთი ქალია, მთლიანობაში კი თვითმმართველობის არჩევნებში, ბათუმში „ქართული ოცნების“ სახელით 6 ქალი მონაწილეობს.

„დღეის მდგომარეობით აჭარის სამთავრობო სტრუქტურებსა და თვითმმართველობის ორგანოებში მაღალ პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობა მცირეა. არადა, ბევრი ჭკვიანი ქალია, ვისაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთება შეუძლია“, – ამბობს პედაგოგი თეონა ზოიძე. ის სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზამ“ საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინა.
იმ რეალობას, რომ ქვეყანას წამახალისებელი ღონისძიებები სჭირდება ქალები პოლიტიკასა და ქვეყნის მართვაში უფრო მეტნი იყვნენ, თეონა ზოიძე „ქვეყნის სოციალურ ფონს უკავშირებს“.
„ქალი რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, ის, პირველ რიგში, დედაა. სოციალური ფონი ქალს არ აძლევს საშუალებას, შვილი ძიძას მიაბაროს, თვითონ კი სამსახურში გავიდეს. ეს აუცილებლად მოსაგვარებელია. მე ვახერხებ, რომ ვიყო დედაც და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც მივიღო მონაწილეობა.“
თეონა ზოიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს, პარალელურად ის აჭარის გიდების ასოციაციას ხელმძღვანელობს.

ქალების წარმოჩენას მათივე აქტივობასთან აკავშირებს ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციის“ აღმაშენებლის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი და საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი ხათუნა ფხაკაძე.
„კარგია, რომ პარლამენტმა წაახალისა პარტიები, სტიმული მისცა ქალები შეიყვანონ საარჩევნო სიებში. ეს აუცილებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ აქტივობა უმეტესწილად ჩვენზეა დამოკიდებული. ქალები ვერ იცლიან პოლიტიკისთვის, რადგან ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს“, – ამბობს ხათუნა. ისიც პედაგოგია.
პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, პარტიები, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ და მათ საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 10 პროცენტს ქალები წარმოადგენენ, ბიუჯეტიდან დამატებით 20-პროცენტიან დანამატს მიიღებენ. ეს არასავალდებულო წამახალისებელი ნორმაა. ინიციატივის ავტორები ამ ნორმის ამუშავების შემთხვევაში საარჩევნო სიებში და, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის ხელშეწყობას ვარაუდობდნენ. თუმცა ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი ქობალიას ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ ნორმამ არ იმუშავა. ირაკლი ქობალია ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტის პროექტების ოფიცერია.
პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ ამ ნორმამ 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე არ იმუშავა. სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, საარჩევნო სიებში ქალების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ფინანსურ დანამატს არამხოლოდ ბათუმის, არამედ საქართველოს მასშტაბით ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს: ისინი კანონით გათვალისწინებულ ნორმას ვერ აკმაყოფილებენ.
არჩევნების შემდეგ პარლამენტი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში პარტიების წახალისებისთვის მოტივაციის გაზრდას გეგმავს. განიხილება წინადადება, რომლის თანახმადაც პარტია, რომელიც საარჩევნო სიის ყოველი ათეულის 30%-ს ქალებით შეავსებს, განსაზღვრულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30-პროცენტიან დანამატს მიიღებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტის ნინო რიჟამაძის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავენ წინადადებას, რომლის თანახმადაც მათ შეიძლება მიმართონ პარლამენტს, ნორმა საარჩევნო სიების ყოველ ათეულში 10% ან მეტი ქალი იყოს, სავალდებულო გახდეს.
მოიწონებენ თუ არა ამ ნორმის სავალდებულოდ გამოცხადებას? – ინიციატორი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ირაკლი ქობალიას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ „სურათი, რომელიც საარჩევნო სიებში ახლა გვაქვს, ევროპულ ქვეყანას არ შეეფარება“.
რა გეგმები აქვთ კანდიდატ ქალებს თვითმმართველობაში?

„ჩემს უბანში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ბევრი პრობლემაა, ამ კუთხით და ასევე სოციალური მიმართულებით მინდა ვიმუშაო. ჩემი პირველი ინიციატივა იქნება მერიამ გამოყოს ყოველწლიურად მილიონი ლარი მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად. ასე ქალაქში სამუშაო ადგილების შექმნასაც შევუწყობთ ხელს“, – ამბობს მარინა ჩიხლაძე. ის ჯავახიშვილის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.
„ხმა მიეცით ქალებს… ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“ – ამ ლოზუნგით კანდიდატი ქალების მხარდასაჭერად „გენდერული თანასწორობის ქსელისა“ და „გენდერული თანასწორობისათვის ჟურნალისტთა ქსელის“ ორგანიზებით 7 ივნისს, შაბათს, პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია მოეწყო.
როგორ სურათს მივიღებთ იმ შემთხვევაში თუ ქალი ამომრჩევლები ქალ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს? – ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 472 772 ამომრჩევლიდან 1 866 514 ქალია, დანარჩენი კი მამაკაცი.
შავი ზღვის ლიგის ფინალური თამაში, ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდა. ერთმანეთს წყალტუბოს გუნდი „მაკნატუნა“, ოზურგეთის გუნდი „ანტიმენი“, ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი „ნეპტუნი“ და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი „კოზა ნოსტრა“ ეჯიბრებოდნენ.
ჟიურის მიერ დაწერილი ჯამური შეფასების მიხედვით გამარჯვებული „ნეპტუნი“ გახდა. მეორე ადგილზე „კოზანოსტრა“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „მაკნატუნას“ ხვდა წილად.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.


ამ დრომდე სად მუშაობდით და რა გამოცდილებით მოდიხართ თვითმმართველობაში?
როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ წევრი და სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ვმონაწილეობდი პირველი თვითმმართველობის არჩევნების კანონის შექმნაში. ამის შემდეგ არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. 1991-1996 წლებში ვიყავი ბათუმის საკრებულოს დეპუტატი. ამჟამად ვმუშაობ ბათუმის ლუდის ქარხანაში, რეალიზაციის სამსახურის მენეჯერი ვარ.
საკრებულოში რა მიმართულებით გეგმავთ მუშაობას?
მე ძალიან კარგად ვიცი კანონშემოქმედებითი მუშაობა. ვიცი, რა არის ბიუჯეტი, ვიცი, როგორია ქალაქის კომუნალური მეურნეობა და ენერგომომარაგება. ამიტომ ჩემ თავს მივეცი უფლება, კენჭი მეყარა მაჟორიტარად. ჩემი ინიციატივით 1990 წელს უსასყიდლოდ გადავეცი ქალაქს მავნე მწერების გასანადგურებელი აპარატი, რომელიც მსუბუქ მანქანაზე იყო დამონტაჟებული. ვფიქრობ, ბათუმელი ამომრჩეველი გონიერია და გადაწყვეტს ვის უნდა მისცეს ხმა.
საიდაც კენჭს იყრით, რა პრობლემებია აქტუალური, რის მოგვარებაზეც საკრებულოდან იმუშავებთ?
დაახლოებით 3000 ოჯახი მოვიარე. ვსწავლობ თითოეული ოჯახს რა უჭირს, რა ულხინს. ძველ ბათუმში ფასადურია ყველაფერი. შენობები შეღებილია, ქუჩები დაგებულია, შედიხართ ეზოებში და ხალხი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ეზოებში არაფერია გაკეთებული. ყველაზე დიდი პრობლემა კი რასაც ვაწყდებით, არის უმუშევრობა. ხალხს საპირფარეშო არ აქვს, ადამიანს იმის საშუალება არ აქვს, სამსახურიდან რომ მოდის წყალი, გადაივლოს.
ბატონო არჩილ, საპირფარეშოს საკრებულო გაუკეთებს ოჯახებს?
ეს არის ძალიან რთული კითხვა, ყველაფერ ამას სჭირდება, რომ მოგვარდეს საკანონმდებლო ბაზა. ეს მარტო ადგილობრივი საკრებულოს დონეზე ვერ გადაწყდება, ამაში უნდა ჩაერთოს საქართველოს პარლამენტი და ცენტრალური ხელისუფლებაც. ძალიან დიდი რესურსია იმისა, რომ ეს თანხი იყოს მოზიდული და ქალაქმა თავისი ბიუჯეტი სწორად განკარგოს. ერთ უბრალო მაგალითს გეტყვით – აჭარის ტერიტორიაზე 1993 წლამდე განთვასებული იყო 36 სანერგე მეურნეობა, რომლებიც მთელ საქართველოს, აზერბაიჯანს, სასომხეთს, სოჭის მხარესა და ჩრდილოეთ კავკასიის მხარეს ამარაგებდა. კიევს, უკრაინის დედაქალაქს ქობულეთში ჰქონდა საკუთარი სანერგე მეურნეობა. დღეს, იმისათვის, რომ გავამწვანოთ ქალაქი და ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი გარემო გვქონდეს, ნერგები უცხოეთიდან შემოგვაქვს.
კომუნისტების პერიოდში იყო ეს?
დიახ, ნუთუ არ შეიძლება აქ გაკეთდეს რამდენიმე სანერგე მეურნეობა. ასე ბევრი თანხა გამოთავისუფლდებოდა. ასეთივე მდგომარეობაა ყველა სფეროში. აი, მაგალითად, ბათუმს აკეთებდა „ნიუ ენერჯი“ – ერთი და იგივე ქუჩა ოცდაათჯერ გადათხარეს, რატომ არავინ არ დასვა საკითხი, რატომ იყო ქალაქი ერთსა და იმავე ადგილზე 5-6-ჯერ გადათხრილი. იმიტომ, რომ ეს იყო მაფია.
თქვენი პარტიების გაერთიანებას აჭარაში ხელმძღვანელობს გიორგი ცინცქილაძე, რომელიც ასლან აბაშიძის მთავრობის თავმჯდომარე იყო. მაინტერესებს, თქვენი კანდიდატი რომ გახდეს მერი, თუ გააკრიტიკებთ?
რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვღუპა მორჩილმა ხალხმა. მორჩილი ხალხი უცოდინარი ხალხია.
ბათუმის ბულვარს დღეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავს. მის დაბრუნებას მერიის მართვაში მხარს დაუჭერთ?
რასაც ფინანსთა სამინისტრო აკეთებს, ეს დანაშაულია. ეს არის ქალაქის ტერიტორია და უნდა ეკუთვნოდეს ქალაქს.
ხშირად ამბობენ, რომ ძველ ბათუმში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა. როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხები?
პროფესიით არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ როგორც ამ ქალაქში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანს, მიწევს ურთიერთობა ამ უბანთან. ის, რაც გაკეთებულია, არ უნდა დავანგრიოთ, ჩავუტაროთ უნდა რესტავრაცია.
ანტიდისკრიმინაციულ კანონზე რას ფიქრობთ?
ეს დანაშაულია. ნუთუ პარლამენტში 150 კაციდან არავინ გამოჩნდა ისეთი, ვისაც აქვს საკუთარი აზრი ამ კანონთან მიმართებაში.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ ხელი თუ არა?
ხელი უნდა მოვაწეროთ, მაგრამ ქართველები უნდა გამოვდიოდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველები. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაც იქეთკენ უნდა წავიყვანოთ, რომ ჩვენი ინტერესები იყოს ყველგან გათვალისწინებული. ეს მთავრობა ძალიან ახალგაზრდა მთავრობაა და ბევრი ისეთი ხალხი მოყვა ხელისუფლებაში, რომლებსაც საკუთარი ნათესავებიც არ მისცემდნენ ხმას. მაგრამ ეს იყო ერთი კაცის დავალება, ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომლის მადლობელი ვართ მთელი საქართველო.
გუნდი, რომელმაც თქვენ წარგადგინათ, პრორუსულ ძალად მოიაზრება. ეს გაწუხებთ?
ეს გუნდი პრორუსული გუნდი არ არის, ეს არის პროქართული ძალა. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ყველაზე განათლებული პოლიტიკოსია, მაგის ბადალი საქართველოში მეორე არ არის, ქალბატონმა ნინომ თქვა და მეც გავიმეორე – ჩვენ უნდა ვიყოთ პროქართველები, არც პრორუსი უნდა ვიყოთ, არც პროევროპელი.
ლევან ანთაძე
საკრებულოში ძველი ბათუმისთვის და ამ უბანში მცხოვრებლებისთვის რას გააკეთებთ?
უნივერსიტეტის დასრულებიდან ბათუმის მერიაში სანიტარულ ინსპექციაში, შემდეგ სადიზენფექციო სამსახურის უფროსად, შემდეგ კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსად ვმუშაობდი. ვიყავი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი. ასევე, წყალკანალის გენერალური დირექტორი და ვიცე-მერი. შემდეგ გადავედი ჯანდაცვის მინისტრად, ახლაც ისევ ჯანდაცვის სფეროში ვარ. სოციალური და ჯანდაცვის საკითხები ის სფეროებია, რომელთა შესაბამისი განათლებაც მაქვს და პრაქტიკულად ნამუშევარიც ამ სფეროებში. როცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და პარალელურად მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, იმ პერიოდში მივიღე გამოცდილება ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც.
რა უნდა გააკეთოს ახალმა საკრებულომ ისეთი, რაც ამ მოწვევის ან წინა საკრებულომ ვერ გააკეთა?
წინა საკრებულოს მოუწია საინტერესო პერიოდში მუშაობა, როდესაც ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მმართველობაში. შემდეგ მოვიდა `ოცნება~. დიდი მინუსი ამ საკრებულოში იმ პერიოდში და შემდეგაც ის იყო, რომ საკრებულო არ იყო გადაწყვეტილების მიმღები. ის უფრო ადასტურებდა გადაწყვეტილებას.
ფიქრობთ, რომ შეიცვლება ეს დამოკიდებულება?
წესით, ქმედითი უნდა იყოს, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო ასპარეზი გახსნილია. ამ პროცესის იმასთან შედარებაც არ შეიძლება, რაც იყო. 18 დამოუკიდებელი კანდიდატია მხოლოდ ძველ ბათუმში, სადაც მე ვიყრი კენჭს. ეს კონკურენცია და არჩევანის საშუალებაა. ვფიქრობ, რაც მეტი დამოუკიდებელი კანდიდატი შევა, უკეთესია. ის პარტიულ ინტერესზე წინ დააყენებს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესს, რადგან დამოკიდებულია ამომრჩეველზე და არა იმაზე, ვინ ჩასვამს მას სიაში.
თუ საკრებულოში შევიდა ერთი მმართველი ძალა და სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მქონე ოპოზიცია, ამ შემთხვევაში მუშაობა რთული იქნება?
თუ ასეთი სურათი მივიღეთ, რთული იქნება, რა თქმა უნდა. რთული იქნება გავლენა საკრებულოს გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ძველი ბათუმის მცხოვრებლების პრობლემის მოგვარება მე მაინც არ გამიჭირდება, რადგან ვიცი გზები, როგორ უნდა გაკეთდეს და რა უნდა გაკეთდეს. ვიცი, როდის და ვინ უნდა შევაწუხო. დღეს ბევრი პროგრამა აქვს მერიას, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, ინფრასტრუქტურის, ამხანაგობების კუთხით. მაგრამ ეს არ მიდის მოსახლეობამდე. ბევრმა არ იცის რა შეიძლება მიიღოს დივიდენდის სახით თვითმმართველობიდან.
მერიასა და საკრებულოს შორის სუბორდინაციის საკითხზე მინდა გკითხოთ, რაც ყოველთვის იყო პრობლემა. წინა მოწვევის საკრებულოში, მაგალითად, სამსახურის უფროსი არ ცხადდებოდა ოპოზიციის ფრაქციის სხდომაზე, მისი წერილობით დაბარების მიუხედავად. კოდექსში ჩაიწერა, რომ ხალხის არჩეულ მერს გადააყენებს საკრებულო…
რთული საკითხია, ქალაქმა აირჩიოს მერი და შემდეგ საკრებულომ გადააყენოს. ვინც მოდის, უნდა იცოდეს, იმიტომ არ მოდის, რომ საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს, იმიტომ უნდა მოვიდეს, რომ საქმე გააკეთოს. მერიას და საკრებულოს ერთი საქმე აქვს. ეს არის ბათუმის მოსახლეობა და ბათუმის განვითარებაზე ფიქრი. ჩემთვის იდეალური იქნება, როდესაც ეს ურთიერთობა იქნება შეხმატკბილებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას მისი აზრი არ ჰქონდეს, ბათუმის საკრებულო არ არის ის ორგანო, სადაც ჩვენ დიდი პოლიტიკა უნდა ვაკეთოთ.
ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნებას მხარს დაუჭერთ?
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საკრებულოს კამათს თვალს ვადევნებდი და სიმართლე გითხრათ, უფრო ამბიციები დავინახე, ვიდრე საქმის რეალურად გადაწყვეტის სურვილი. იგივე იყო მთავრობის მხრიდანაც.
რას ფიქრობთ ბულვარის იერსახის შენარჩუნებაზე. თუ ინვესტორი მოვა დიდი ფულით და მოითხოვს ბულვარში მშენებლობის წამოწყებას, ამის უფლებას მისცემთ?
ბულვარი არის ინვესტიციის მოსაზიდი ბაჯაღლოში ჩასმული ბრილიანტი. მისი განაშენიანება არასწორი იქნება. რა თქმა უნდა, გასართობი ობიექტები უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მძიმე კონსტრუქცია.
ძველ ბათუმში ბევრი მშენებლობა გახდა განსჯის საგანი. ამბობდნენ, რომ მაღლივმა მშენებლობებმა მას იერსახე დაუკარგა. არქიტექტურული თვალსაზრისით ბათუმში დღეს რომელი უბანი მოგწონთ?
რა თქმა უნდა, ძველი ბათუმი მომწონს. ძველ ბათუმში უფრო ფაქიზი ჩარევაა საჭირო. უნდა მომზადდეს ქალაქის დაგეგმარების დოკუმენტი. ძველ ბათუმთან მიმართებაში ბათუმის საკრებულოს სატრაბახო არაფერი აქვს, ძალიან ბევრი პრობლემაა.
თუ მოქმედი საკრებულო ბათუმის `წყალს გადასცემს~ წყალმომარაგების კომპანიას, შეცდომას დაუშვებს?
წავიკითხე „ბათუმელების“ სტატია და მე იქ ვერ ვნახე არგუმენტი, რატომ უნდა გადაეცეს. თუ საქმისთვის კარგი იქნება, მივესალმები, მაგრამ ბათუმის წყალთან მიმართებაში პროექტი დამუშავულია, ორი ეტაპი გავლილია. არის დამფინანსებელი, არის აწყობილი სქემა, რომელიც მუშაობს და თუ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვიღაცას ამბიცია დავუკმაყოფილოთ, არ მგონია, რომ საქართველოში რომელიმე რეგიონში, თუნდაც თბილისში იყოს მოგვარებული ისე, როგორც ბათუმში.
ბატონო ლევან, საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელ პრობლემათა შორის ჩამოვთვალეთ, იმ დროსაც აწუხებდა მოსახლეობას, როცა თქვენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყავით და შეგეძლოთ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა. მაშინ რატომ არ იყავით ასეთი კრიტიკული?
წყლის თემიდან დავიწყებ, ეს არ არის ახალი თემა, მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც მის ცენტრალურ მართვაში გადაცემას ვეწინააღმდეგებოდი. რაც შეეხება მშენებლობებს ძველ ბათუმში, მაშინ ისეთი მშენებლობები იყო, რომ მხოლოდ მივესალმებოდი.
ფოსტის შენობაზე რას იტყვით?
გეთანხმებით, ნამდვილად არ მომწონს ის, რაც არის. ჩემი სათქმელის მორიდების მომენტი არასდროს მქონია. ბოლოს წამოვედი კიდევაც იმიტომ, რომ არ მოვრიდებივარ მეთქვა, რაც მინდოდა.
და რატომ გაგათავისუფლეს, რა მოხდა თქვენ შორის?
ვერ ვიტყვი, რომ ჩემსა და ლევან ვარშალომიძეს შორის რაღაც მოხდა, ნორმალური ადამიანური ურთიერთობა დღესაც გვაქვს. უბრალოდ, ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში არ არის. არც იმ მთავრობაში იყო ყველაფერი ცუდი და არც ამ მთავრობაშია ყველაფერი კარგი. უბრალოდ, იყო შიდა ინტრიგები, რომელიც ჩემთვის არის ზედმეტი და შემაწუხებელი. მე ჩემს სათქმელს, რაც არ მომწონდა, სადაც საჭირო იყო ვამბობდი. წარსულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ერთს ვიტყვი, მე ნამდვილად ჩემი ინიციატივით წამოვედი.
ყველა ასე ამბობს…
ყველა მინისტრი ამბობს: რომ… მაგრამ… მე ნამდვილად ჩემი განცხადებით წამოვედი.
ლევან ვარშალომიძეს რა რეაქცია ჰქონდა თქვენ წასვლაზე?
იმ პერიოდში არ მინახია, მაგრამ სხვისი გადმოცემით ვიცი, რომ მტკივნეულად აღიქვა.
ანტიდისკრიმინაციულ კანონზეც მინდა გკითხოთ, მხარს დაუჭერდით?
ვფიქრობ, ამ კანონის განხილვა გვიან დაიწყო, ერთი მხრივ, ევროკავშირის წინაშე იყო ვალდებულება, რომ ასეთი კანონი მიღებულიყო. მოსახლეობის მხრიდან, იგივე რელიგიური პირებისგან იყო წინააღმდეგობა. ვფიქრობ, უფრო მეტად რომ გაეთვალისწინებინათ მოსახლეობის მოსაზრებები, უფრო მარტივად ჩაივლიდა ეს ყველაფერი. მე არ მიმაჩნია, რომ კანონში არის მუხლები, რამაც შეიძლება პრობლემა შექმნას, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ ყველამ. დისკრიმინაცია ბევრ სფეროშია.
მხარს დაუჭერდით თუ არა?
არ ვიცი. ჩემთვის ეს კანონი მიუღებელი ნამდვილად არ არის.
ახალშენში, რესტორან “გაზაფხულთან”, იყიდება 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ხედით – ზღვა. ფასი: 1 კვ.მ – 20 დოლარი.
მობ: 577 252585
597 019 963

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა აჭარის მოკრივეთა ნაკრების წევრმა გელა აბაშიძემ მოიპოვა.
მეორე ოქროს მედალი 91 კილოგრამ წონაში ლევან გულედანმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდნენ ოთარ ერანოსიანი (60 კგ) და გოჩა ბედურაშვილი (75 კგ). ვერცხლის მედალის მფლობელი ნიკოლოზ სეხნიაშვილი გახდა.
A კატეგორიის ტურნირი ქალაქ უსტი ნად ლაბემში გაიმართა. მასში 15 ევროპისა და ორი აზიის ქვეყნა მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირში ექვსი მოკრივე ასპარეზობდა. ტურნირი 4 ივნისს დაიწყო 10 ივნისს დასრულდა.

ანგისის გზატკეცილზე იყიდება 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი 12-სართულიანი სახლის პროექტით. ფასი: 350 ათასი დოლარი.
მობ: 577252585
597019963
მახინჯაურში, გზაზე, იყიდება 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ფასი: 1 კვ.მ _ 10 დოლარი.
მობ:577252585
597019963
იყიდება 48 კვ.მ ბინის კარკასი ლერმონტოვისა (#37) და ჭავჭავაძის კვეთაში. ფასი: 26 ათასი დოლარი.
მობ: 577252585
597019963
იყიდება 68 კვ.მ ფართობის სამოთახიანი ბინა ლერმონტოვისა (# 37) და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მისვლამდე. ფასი.: 36 ათასი დოლარი. შესაძლებელია გადაცვლა პატარა ბინაზე თანხის დამატებით.
მობ.: 577 252585
597019963
როგორც პარტია „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ წევრი დიმა ჭეიშვილი აცხადებს, მათი პროტესტის მიზეზი კახი კალაძის მიერ რუსთავის 2-ის ტოქშოუ “არჩევანში” ნინო ბურჯანაძისადმი გაკეთებული განცხადებები გახდა.
„26 მაისის აქციის მონაწილეებმა ქობულეთში როცა ნახეს ბატონი კახის განცხადება, გადავწყვიტეთ, რომ მივსულიყავით კახისთან და გვეთქვა, რომ ის არის დეზინფორმაციის მსხვერპლი (იმედია სხვა არაფერი და არა მიზანმიმართული მატყუარა) და შეცდომაში შეყავს ქართველი ერი. გვინდოდა მისთვის გაგვესწორებინა და რეალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა“, – განუცხადა „ბათუმელებს“ დიმა ჭეიშვილმა.
კახი კალაძე აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია. დიმა ჭეიშვილის განცხადებით, ის დღეს აღნიშნულ თემაზე ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს და კახი კალაძეს დებატებში იწვევს.
დიმა ჭეიშვილი და მისი ხუთი თანაპარტიელი ბათუმში, 2011 წლის 21 მაისს აჭარის ტელევიზიასთან გამართული აქციის შემდეგ დააპატიმრეს. სასამართლომ ისინი დამნაშავედ გამოაცხადა და პატიმრობა მიუსაჯა. ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
წულუკიძესა და ბახუნტარიძეს ასევე დაეკისრათ 2000 ლარის ჯარიმის გადახდა. განაჩენი ამ წუთებში გამოცხადდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
თემურ ბახუნტარიძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს. დადგენილია, ლაკაევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა.

სასამართლომ უკვე მისმინა ბრალდებულების საბოლოო სიტყვა, დასკვნით სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა იუსუფ ლაკიევი;
თემურ ბახუნტარაძე, ბალდებული: „ბატონმა პროკურორმა ახსენა რამდენიმე გარემოება, რაზეც მინდა რეპლიკის სახით ვუპასუხო. მან თქვა, რომ მე დავემუქრე, მე ამის შესახებ ადრეც გავაკეთე განმარტება, მინდა ახლაც ვთქვა: არავის დავმუქრებივარ, უბრალოდ, მე ვუთხარი მას: გეშინოდეს ღმერთის, მაგრამ ეს ალბათ თქვენც კარგად გახსოვთ, რომ წინადადების დასრულებამდე მე მოსამართლემ დამაჯარიმა 100 ლარით.
შემდეგ პროცესზე ბატონ პროკურორს და თქვენ ბატონო მოსამართლევ, მოგიხადეთ ბოდიში, აგიხსენით, რამ განაპირობა ჩემი აღელვება. მე გარდამეცვალა მამა იმ პერიოდში და მაშინ გავიგე ამის შესახებ…
რაც შეეხება ჩემს ბოლო სიტყვას, მინდა ვთქვა, რომ გული მტკივა იმისათვის, რომ ის პიროვნებები, ვინც მოწმის სახით სასამართლომ დაკითხა ჩემს საქმეზე, 90 % ასაკით ისეთი ადამიანები იყვნენ, ალბათ, მე როდესაც საქართველოს მიწა-წყალს ვიცავდი და საქართველოს სიყვარულისათვის ჩემს პირად სიცოცხლეს სასწორზე ვდებდი, ისინი ალბათ საბავშვო ბაღში დადიოდნენ, ან სკოლაში კლასობანას თამაშობდნენ…
გული მტკივა ცრუ ჩვენებებს რომ იძლეოდნენ. 9 თვეა მე ჩემს პატარა შვილებს მოვწყდი… როგორ იზრდებიან ვერ ვხედავ… მე ამას განვიცდი, მაგრამ ღმერთის დახმარებით შევძელი და მოვითმინე ეს ყველაფერი და მოვიდა ის დრო, რომ მე უნდა ვთქვა ბოლო სიტყვა სასამართლოში.
პროკურორი ადასტურებს, რომ მე ვარ დამნაშავე, სინამდვილე კი ისაა, რომ ვერანაირ მითითებას მე სპეცსამსახურებიდან ვერ მივიღებდი და ვერც იმ შეთავაზებას დავთანხმდებოდი, რაც მთხოვეს… მათი თქმით, თუ ვითანამშრომლებდი სპეცსამსახურებთან არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, არც ჩემს ბიზნესს, არც ჩემს ოჯახის წევრებს, არც მე არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა…
ჩემი დაკავების შემდეგ ჩემი მაღაზიაც დაილუქა, შევიდა საფინანსო… გადამიკეტეს ყველანაირი შემოსავლის წყარო და დღეს ჩემი ცოლ-შვილი რას ჭამს ისიც არ ვიცი….
სპეცსამსახური მემუქრებოდა და როგორ მივიღებდი კანონდამრღვევ ადამიანს სტუმრად, ასე მარტო ჩემს პიროვნებას კი არა, ჩემს ოჯახს შევუქმნიდი საფრთხეს. მე ვიცოდი, რომ 24 საათის განმავლობაში ჩემი ტელეფონი ისმინებოდა…
რომ მცოდნოდა, პატარა ეჭვიც რომ მქონოდ, რომ ლაკიევს უკანონობა ჰქონდა, რომ უკანონოდ ატარებდა მაკაროვის იარაღს არ მივიღებდი, მასაც არ შევუქმნიდი საფრთხეს…
მე არც იარაღს შევინახავდი სახლში… მე რომ მქონდა ჩაფიქრებული წინააღმდეგობის გაწევა პოლიციელებისთვის ამას გავაკეთებდი, მაგრამ მე მაშინაც განვაცხადე, რომ იქმ ადგილს გავერიდე, რადგან იქ იყო უმისამართო სროლები და ბევრი დაბნეული და შეშინებული პოლიციელი… საით ისროდნენ წარმოდგენა მათაც არ ჰქონდათ…
უნდა მოგიხადოთ ბოდიში ყველას, ჩემი შვილია სასამართლო დარბაზში, ჩემი მეუღლეა აქ, მინდა გთხოვოთ არ იფიქროთ არასდროს შურისძიებაზე… როგორი განაჩენიც არ უნდა გამომიტანონ, ყველას მადლობას გიხდით და ბოდიში თუ გაწყენინეთ. “
თემურ ბახუნტარიძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს. დადგენილია, ლაკაევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა.
“იმ შემთხვევაში თუ დანაშუალის ნიშნები დადგინდა პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას”- აცხადებენ უწყებაში.
პროკურატურას გამოძიების დაწყების მოტხოვნით ჟურნალისტმა გუშინ მიმართა.

ვალერიან ჩხარტიშვილი 10 წელი (1974-1975; 1981-1988; 1994-1996 და 2003-2004 წლებში) ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.
საფეხბურთო კარიერა ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო. ასევე თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“. 1970 წელს საკავშირო პირველობებში, 11 გატანილი გოლით წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ფეხბურთელის მეგობრის ვალერი მაჩხელიანის თქმით, ვალერიან ჩხარტიშვილი ბოლო წლებში ქობულეთის „შუქურაში“ მთავარი მწვრთენლის ასისტენტად მუშაობდა.
ვალერიან ჩხარტიშვილი, გუშინ 9 ივნისს გარდაიცვალა.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე–4 კურსის სტუდენტი სამუშაო დღეს მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად გაატარებს. რამინ მაჭარაშვილი მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ ღონისძიებაში, რაც გათვალისწინებულია მინისტრის დღის წესრიგით.
სამუშაო დღე მოქალაქეების განცხადებების განხილვით დაიწყება, დაგეგმილია მოქალაქეთა მიღებაც. მოგვიანებით გაიმართება თათბირი, რომელსაც დაესწრებიან მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს დეპარტამენტების უფროსები, შეხვედრაზე უწყების სამომავლო გეგმები და პროექტები განიხილება.
თათბირის დასრულების შემდეგ რამინ მაჭარაშვილი და ნუგზარ სურმანიძე ბათუმის საწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ეწვევიან და ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით ცენტრის მზადყოფნას გაეცნობიან. შეხვედრაზე განიხილება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების სანაპირო ზოლში მორიგეობის საკითხი.
დღის ბოლოს მინისტრი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი, შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს მოინახულებენ. ცენტრში სხვა შშმ პირებთან ერთად რეაბილიტაციის 25 დღიან კურსს მაღალმთიანი აჭარის 10–მდე შშმ ბავშვი გადის. „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამასსამინისტრო წელს პირელად ახორციელებს. პროგრმის ფარგლებში 25 დღიან რეაბილიტაციის კურსს მაღალმთიანი აჭარის50–მდე შშმ ბავშვი წლის ბოლომდე 2–ჯერ გაივლის.
პროექტი, რომლიც შშმ პირების სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებთან ერთი სამუშაო დღის გატარებას ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მოქალაქის“ ინიციატივით ხორციელდება.
აქციის მონაწილეები ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს სოლიდარობას უცხადებენ და სახელმწიფოს რეაგირებას სთხოვენ.
დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება ჯაბა ანანიძის განცხადების საფუძველზე, ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ პროკურატურიდან დილის შემდეგ ელოდება.


ჟურნალისტები მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს გამოიძიონ ჟურნალისტებზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტები.
ეს აქცია ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მხარდასაჭერად, რამდენიმე წუთის წინ დაიგეგა.
დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება ჯაბა ანანიძის განცხადების საფუძველზე, ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ პროკურატურიდან ელოდება
ჯამში ყველაზე მეტი თანხა – 58 744 ლარი, 2013-2014 წლებში აჭარის უმაღლესმა საბჭომ დეპუტატების საფრანგეთში არაერთგზის მისავლინებლად დახარჯა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე 2013 წელს ქვეყნის ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ 14-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, ჯამში ამ მიზნით საბჭოს ბიუჯეტიდან 15 021 ლარი დაიხარჯა. ავთანდილ ბერიძე ორჯერ იმყოფებოდა საფრანგეთში, ასევე თითო კვირით ავსტრიასა და გერმანიაში.
საბჭოს წევრი მედეა ვასაძე 2013 წელს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 11-ჯერ იყო მივლინებული, რაც საბოლოო ჯამში 12 323 ლარი დაუჯდა საბჭოს ბიუჯეტს. საბჭოს დეპუტატი, საბჭოს თავმჯდომარის მსგავსად, საფრანგეთში ორჯერ იმყოფებოდა მივლინებით და ერთი კვირით გერმანიაში.
საბჭოს კიდევ ერთი წევრის ჯემალ ფუტკარაძის თბილისში ერთხელ და საზღვარგარეთ 3-ჯერ მივლინების მიზნით 9127 ლარი დაიხარჯა. დეპუტატი 2013 წელს თურქეთში ორჯერ იმყოფებოდა მივლინებით, პირველ ჯერზე ერთკვირიანი მივლინების უზრუნველსაყოფად მისთვის 1294 ლარი გამოიყო, მეორედ კი ორდღიანი მივლინებისთვის 1217 ლარი, ასევე საფრანგეთში მისი ერთკვირიანი მივლინება ბიუჯეტს 6585 ლარი დაუჯდა.
დეპუტატი დავით ბაციკაძე 2013 წელს სულ 5-ჯერ იყო მივლინებული, ორჯერ საქართველოს ტერიტორიაზე, თითო-თითოჯერ კი უკრაინაში, ჩეხეთსა და საფრანგეთში. ჯამში მისთვის გამოყოფილი სამივლინებო თანხების რაოდენობამ 8046 ლარი შეადგინა.
სულ ორჯერ იყო მივლინებული საბჭოს კიდევ ერთი წევრი პეტრე ზამბახიძე. საბჭოს ბიუჯეტს მისი თითო-თითო კვირიანი მივლინება საფრანგეთში 4337 ლარი დაუჯდა.
2014 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე საბჭოს წევრებისა და თანამშრომლების 67 მივლინებაზე 32 614 ლარი გამოიყო. აქედან ავთანდილ ბერიძის 7 მივლინებაზე 2124 ლარი გამოიყო. მიუხედავად იმის, რომ მედეა ვასაძე ამ ხნის განმავლობაში სულ 5-ჯერ იყო მივლინებაში, ამ მიზნით მისთვის გაცილებით მეტი თანხა – 5878 ლარი გამოიყო: საფრანგეთში მისი 10 დღიანი მივლინება საბჭოს ბიუჯეტს 3853 ლარი დაუჯდა. 23-30 მარტს, საფრანგეთში მასთან ერთად, საბჭოს კიდევ ორი წევრი: სვეტლანა კუდბა და პეტრე ზამბახიძე იმყოფებოდნენ, ჯამში სამივე მათგანისთვის 10 838 ლარი გამოიყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ასევე გამოიკვლია, თუ რა დაუჯდა აჭარის უმაღლეს საბჭოს სხვადასხვა დელეგაციის სტუმრებისთვის საჩუქრების შეძენა 2013 წლიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით.მიღებული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ საბჭომ ამ მიმართულებით თითიქმის 12 ათასი ლარი დახარჯა.
მოწოდებული დოკუმენტებით ვერ დგინდება, თუ ვისთვის არის განკუთვნილი ეს საჩუქრები და რატომ გაფორმდა ამა თუ იმ საქონლის მოწოდებაზე ხელშეკრულება ამ და არა სხვა კომპანიებთან თუ ფიზიკურ პირებთან.
ორგანიზაციისთვის მოწოდებული წერილებით ასევე დადგინდა, რომ 2013 წლის 19 მარტიდან 2014 წლის 30 აპრილის ჩათვლით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ სარესტორნო მომსახურებით 18-ჯერ ისარგებლა, რაც ჯამში ბიუჯეტს 11 ათას ლარამდე დაუჯდა. აქედან ყველაზე დიდი თანხა – 3 172 ლარი საბჭომ შპს „კოლხურ სახლს” გადაუხადა 2013 წლის 24 ივნისს. საბჭოსა და „კოლხურ სახლს” შორის ხელმოწერილი აქტით დგინდება, რომ 2013 წლის 20 ივნისს საბჭომ „აჭარულ სახლში” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივსაცემად 60 პირზე სადილი გამართა,. სტუმრებს შორის იყვნენ საპატრიარქოს დელეგაციის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.
თამარ კორძაიამ, ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მიერ გამოქვეყნებული აუდიო ჩანაწერი „ბათუმელებთან“ შეაფასა:
„ის ენა, რომლითაც არჩეული თანამდებობის პირი, მით უფრო ადამიანის უფლებათა კომიტეტის თამჯდომარე ელაპარაკება ჟურნალისტს, კატეგორიულად მიუღებელია. ეს საუბარი შეიცავს დიკსრიმინაციის ელემენტებს გარკვეული ნიშნის მიხედვით.
მნიშვნელობა არ აქვს ვის ელაპარაკება დეპუტატი, მთავარი ისაა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება, ჟურნალისტთან და ნებისმიერ მოქალაქესთან როცა ასე ლაპარაკობს, როგორ უნდა ვიფიქროთ ადამიანის უფლებების სრულყოფილ დაცვაზე.
მე ვფიქრობ რომ ეს არის ის შემთხვევა, როცა ჟურნალისტს შეუძლია ისარგებლოს დიკსრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით შემოთავაზებული ინსტრუმენტებით და უნდა მიმართოს წერილობით სახალხო დამცველს, რომელიც განიხილავს და კომპეტენტურ დასკვნას დადებს. ჩემი აზრით, ჟურნალისტი ამ შემთხვევაში ვალდებულია სამართლებრივად ეს ნაბიჯები გადადგას.“

„ორ თვეში შემოვიარე საქართველო, ძალიან დიდი გაჭირვება დამხვდა ყველგან. დაუჯერებელიც კი არის სად წავიდა ამდენი ფული, რაში დაიხარჯა. ელემენტალური პრობლემები არ აქვს ხალხს მოგვარებული. არის ისეთი სოფლები საქართველოში რომლებსაც დენი საერთოდ არ მიეწოდებათ. ჩვენ ყველამ ვიცით რაში დაიხარჯა ეს თანხა. ეს დაიხარჯა ერთი კაცის და წინა ხელისუფლების სასახლეების შენებაში. ხალხს კი მუდმივად ატყუებდნენ რომ ასეთი აღმშენებლობა არ ყოფილა არასდროს ქვეყანაში. დღესაც ამას ბედავენ და იტყუებიან.
და თუ ეს ასე იყო რატომ არის ჩვენი ხალხი ასეთ გაჭირვებაში? რატომ ვერ მოხერხდა ელემენტალური პრობლემების მოგვარება? სწორედ ამიტომ გამოუტანა ჩვენმა ხალხმა ნაციონალურ მოძრაობას და ჩამოაშორა ხელისუფლებას. სწორედ ამიტომ არის მოახლოებული არჩვენები მნიშვნელოვანი. ჩვენ თქვენთან ერთად ისინი სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას – ყველა რაიონში, ყველა ქალაქში და ყველა სოფელში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე ისაუბრა და საკუთარ გამოსვლაში ყოფილი ხელისუფლება არაერთგზის გააკრიტიკა. ასევე რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. ღარიბაშვილმა გამოუძიებელი საქმეების გამოძიების პირობაც დადო, მოსახლეობას ემოციების შეკავებისაკენ მოუწოდა და განაცხადა რომ ყველა დამნაშავე სამაგალითოდ იქნება დასჯილი.
„ყველა ის საქმე, რომლის გამოძიების დასრულებას მოუთმენლად ველოდებით, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ყველა დამნაშავე იქნება ბოლომდე დასჯილი კანონის შესაბამისად,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა რომ სამაგალითო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
„ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისთვის რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება. და ეს არჩევნები წარიმართოს მშვიდ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ ვითარებაში. და ერთადერთი ვინც ამას ვერ ეგუება და ამის აღიარება არ უნდა ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ვინაიდან მათ იციან რომ დარჩათ რამდენიმე დღე რომ ისინი საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში. მათ არ შეუძლიათ ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში ყოფნა,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დასასრულს პრემიერმა აჭარის მუნიციპალიტეტებში გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი დავით დუმბაძეა, ქობულეთის სულხან ევგენიძე, შუახევის ტარიელ ებრალიძე, ხელვაჩაურის ნადიმ ვარშანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ბესიკ ბაუჩაძე. ბათუმის მერობისთვის კი გიორგი ერმაკოვი იბრძოლებს.


მემორანდუმის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბათუმის ისტორიული უბანი ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირებულებაა, მისი შენარჩუნება და განვითარება საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესის საგანს წარმოადგენს; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის ფუნქცია ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბებული ძველი ბათუმის სული მის მდებარეობაში, ზღვასთან სიახლოვესა და განუყოფლობაში, ბუნებრივი ლანდშაფტისა და არქიტექტურული წესრიგის ჰარმონიაში მდგომარეობს. ძველი და ახალი ტენდენციების სინთეზი, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ისტორიული და თანამედროვე კონტექსტების დაბალანსება ბათუმისათვის ისევ რთულ და გადაუჭრელ ამოცანად რჩება.
ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ნაწილში უხეშად ჩარევა, არქიტექტურული და ისტორიული ღირებულების ძეგლებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ინდივიდუალური გემოვნებით ძველი ბათუმის მოწყობის მცდელობა აკნინებს და ზიანს აყენებს ქალაქის ღირებულებას და რიგ შემთხვევებში სრულიად ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქის განვითარებისთვის.
ბათუმის მდგრადი განვითარებისთვის ძველი ქალაქის ისტორიულ-კულტურული ღირებულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებელია:
მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენებენ სრულ ძალისხმევას ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის და განვითარების მიზნით, რაც გამოიხატება ამ მემორანდუმში ჩამოყალიბებული ყველა პუნქტის შესრულებაში“.
„ინფორმაცია სტუდენტურმა თვითმართველობამ მოგვაწოდა, ჩემს სტუდენტებსაც ეს ინფორმაცია სტუდენტური თვითმართველობისგან ჰქონდათ, იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი თავშეყრაა და ბევრი ხალხია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ სტუდენტებს გამოვყოლოდი, რადგან ჯერ კიდევ სამუშაო საათებია, თან პირველკურსელებს ასე მეთვალყურეობის გარეშე ვერ გამოვუშვებდი. ორგანიზებაში მონაწილეობა მე არ მიმიღია, ახლა დავაზუსტე, რომ შეხვედრა ერას მოედანზე იქნება. მაისურებს კი იმათ ურიგებენ. ვისაც სურვილი აქვთ.“ – განაცხადა მადონა მიქელაძემ, განათლების ფაკულტეტის დეკანმა „ბათუმელებთან“.
უნივერსიტეტის ეზოში ძირითადად უნივერსიტეტის პირველ-მეორე კურსის სტუდენტები შეიკრიბნენ, საზაფხულო თეატრთან კი სტუდენტებს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებმა „ქართული ოცნების“ მაისურები დაახვედრეს.
„ფსიქოლოგიას ვსწავლობ, პირველ კურსზე ვარ, დეკანის მოადგილემ გვითხრა, ღარიბაშვილთან შეხვედრაზე თუ გინდათ წასვლა, მოდითო, აქ მაისურები დაგვახვედრეს, ამას არ ველოდი, არ ვიცი ჩავიცვა თუ არა, ყველა რომ ჩაიცვამს მე რა ვქნა? ასე ხომ არ ვიდგები? – ჩავიცვამ. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის ჩავიცვამ თუ არ ჩავიცვამ, უბრალოდ ეს აქამდე არ უთქვამთ, რომ მცოდნოდა შეიძლება არ წამოვსულიყავი.“ – ამბობს სოფო ჩინბა.
საკუთარი ნიციატივით ჩაიცვა მაისური მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი კომახიძემ: „მერაბ დიასამიძემ, ჩემმა კურატორმა, მითხრა რომ უნივერსიტეტში შესახვედრად პრემიერი მოდიოდა, პირველ რიგში მაგის გამო მოვედი აქ, მაისურს იმიტომ ვიცვამ რომ მხარი დავუჭირო ერთიანობას, ჩემთვის ეს პარტია მისაღებია.“
სტუდენტური თვითმართველობის წევრები უარყოფენ ამ შეხვედრასთან რაიმე კავშირს, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე მინურ პაქსაძე ამბობს, შეხვედრის შესახებ მათაც გაიგეს ისე როგორც სხვებმა და შეხვედრაზე საკუთარი ნებით მიდიან: „ყველა სტუდენტი აქ საკუთარი ნებასურვილით მოვიდა, ძალით არავინ არ აცმევს მათ მაისურებს, ყველამ იცოდა რა სახის იქნებოდა ეს შეხვედრა. როგორც თქვენ მიიღეთ ინფორმაცია, რომ პრემიერი მოდიოდა ისე გავიგეთ ჩვენც, ყველა თავისი სურვილით მოდის. თვითმართველობა არ მონაწილეობს ამ შეხვედრაში, როგორც რიგითი სტუდენტი ისე მოვედი, თვითმართველობას არ ვიყენებ, სასწავლო პროცესი დღეს არ არის, სწავლა დამთავრდა უკვე.“ – ამბობს მინურ პაქსაძე.
შეხვედრის შესახებ კოლეგიდან გაიგო უნივერსიტეტის პროფესორმა ვაჟა ვერულიძემ: „საპროფესოროში შემოვიდნენ და გვითხრეს, ვისაც პრემიერთან შეხვედრა სურს ხუთზე მოდით უნივერსიტეტთან და ამის მერე წავალთ შესახვედრადო, სხვა არაფერი ინფორმაცია არ ჰქონდათ, ვაპირებ მივიდე და ვნახოთ რა იქნება.“

კოლონას მოაცილებს საპატრულო პოლიცია. პოლიცია შემხვედრ ავტომანქანებს „გატარებისკენ“ მოუწოდებს.
დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა მაღალმთიან აჭარაში. ამ დროისთვის ის უკვე ბათუმშია. ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საზოგადოებას წარუდგენს თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატებს. მაღალმთიანი აჭარიდან მხარდამჭერები სწორედ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჰყავს მართველ პარტიას მობილიზებული.
სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერი აქციის სამზადისის გამო, ბათუმის ცენტრალურ მოედანთან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

„კმაყოფილი ხარ დღევანდელი ნამუშევრით? ყველა მაგ ფაქტს წაგიქცევ მე შენ ცოტახანში,“ – ასე იწყება დიალოგი ჟურნალისტსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატს შორის. მედეა ვასაძის უკმაყოფილება იმ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობას ეხებოდა და 8 ივნისს „ტვ 25“ ის ეთერში გავიდა. იმის გამო, რომ ჩანაწერი სხვადასხვა მოქალაქეის შესახებ პირად ინფორმაციას შეიცავს (ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გასცემს ჟურნალისტთან საუბარში) ჯაბა ანანიძემ მედიის წარმომადგენლებს მისი სრული ტირაჟირებისაგან თავის შეკავება სთხოვა.
ჩანაწერში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე საგამოძიებო ფილმში მოყვანილი ფაქტების განმარტებას ცდილობს. დეპუტატი ჟურნალისტთან საუბარში მოქალაქეთა პირად თხოვნებს ასაჯაროებს, ასევე ჟურნალისტს განუმარტავს თუ რატომ წაიღო აჯიკა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას.
დასასრულს მედეა ვასაძე ჯაბა ანანიძეს ეუბნება, რომ მას პროკურატურაში დაიბარებენ და დაკითხავენ. დეპუტატი ჩანაწერში ჟურნალისტს უხსნის „თუ რა ხმები დადის ქალაქში მის შესახებ“.
„ეს არის ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ის ცდილობს ჩემს დაშანტაჟებას და დაშინებას. თუმცა ყველაზე მთავარი და ცუდი რამ, რაც ჩანაწერიდან ჩანს არის ის, რომ დეპუტატი არ ერიდება კონკრეტული მოქალაქის მიერ მოწერილი წერილის გასაჯაროებას. არ იცავს კონფიდენციალობას. მივმართავთ პროკურატურას და დღესვე შეგვაქვს შესაბამისი განცხადება, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე. ასევე სახალხო დამცველსაც მივმართავ,“ – განაცხადა ჯაბა ანანიძემ.
“ბათუმელები” აღნიშნულ ფაქტზე კომენტარისთვის დაუკავშირდა მედეა ვასაძეს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.