აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემდეგი კვირიდან დამსვენებლებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უმოკლეს დროში მიწოდების მიზნით, აჭარის ზღვისპირა ზოლში მორიგეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 4 ბრიგადა დაიწყებს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები ბათუმის ბულვარის, ე.წ. „ბენზეს“, ქობულეთისა და გონიოს სანაპირო ზოლში განთავსდება. ბულვარისა და „ბენზეს“ სანაპიროს დამსვენელებს სამედიცინო დახმარების ბრიგადები დილის 10:00-დან საღამოს 22:00 საათამდე მოემსახურებიან, ქობულეთსა და გონიოში 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან.