სიახლეები

„ზღვა და ლიტერატურა“ – ლევან ბერძენიშვილის შეხვედრა მკითხველთან ბათუმში

11.06.2014
„ზღვა და ლიტერატურა“ – ლევან ბერძენიშვილის შეხვედრა მკითხველთან ბათუმში

 

მკითხველთან შეხვედრაზე საუბარი იმ ნაწარმოებებს შეეხება, სადაც ზღვას განსაკუთრებული როლი აქვს. მათ შორის: ჰერმან მელვილის „მობი დიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, ჰომეროსის „ოდისეა“, ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ერიკ-ემანუელ შმიდტის „ულისე ბაღდადიდან“. ასევე, განხილული იქნება ზღვის როლი ალბერ კამიუსა და თომას მანის შემოქმედებაში.  

 

დასწრება თავისუფალია. 

 

შეხვედრა მკითხველთან რადიო „შოკოლადისა“ და კომპანია  „ჯეოსელის“ მიერაა ორგანიზებული.  გადაცემა „წიგნები“ რადიო „შოკოლადის“ ეთერში 2012 წლიდან გადის. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.