სიახლეები

მოსამართლე: „ეს იყო გაშმაგებული დავა“

11.06.2014 • 1812
მოსამართლე: „ეს იყო გაშმაგებული დავა“

 

 

ბათუმი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს სახელმწიფო ბრალმდებელი ლადო თურმანიძე.  „გადაწყვეტილება სრულყოფილად სამართლიანი არ არის, ამიტომ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ“, – ამბობს დაცვის მხარეც, ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი.  

 

იუსიფ ლაკაევს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-353 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, პოლიციელზე   თავდასხმა,  რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას  ითვალისწინებს. მოსამართლემ  ბრალდების ეს მუხლი  შეცვალა სსკ 19-109 პირველი ნაწილით, ანუ განზრახ მკვლელობის მცდელობით. მოსამართლემ ჩათვალა, ლაკაევმა არ იცოდა, რომ  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კონტრდაზვერის თანამშრომელი იაგო დავითაძე იყო სამართალდამცავი, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ მას ლაკაევმა  მოკვლის მიზნით ესროლა. 

 

ლაკაევის მეორე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ანუ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა,  რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე. მოსამართლემ ლაკაევს ამ ნაწილში 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის კი ერთი წელი. (ლაკაევი აფხაზეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოვიდა). საბოლოოდ მას მიესაჯა  12 წელი, რადგან უფრო მკაცრმა სასჯელმა, მოსამართლის განმარტებით, შთანთქა ნაკლებად მძიმე დანაშულებისთვის გათვალისწინებულმა  სასჯელები.

 

თემურ ბახუნტარაძე სსკ-236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იყო ბრალდებული, (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე) მოსამართლემ ამ ნაწილში ბახუნტარაძე გაამართლა. მოსამართლემ შეცვალა ბრალდების  სსკ  გათვალისწინებული დანაშაულის 353-ე მუხლის მესამე  ნაწილი, (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით,) მესამე ნაწილით და 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის, უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი  პირობების შექმნისთვის.

 

ფირუზ წულუკიძეს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წულუკიძეს განაჩენის გამოცხადების შემდეგ უთხარა, რომ თუ ის აღირებდა ბრალდებას: ლაკაევისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნაში ხელშეწყობას, მის პირობით გათავისუფლებაზე დაფიქრდებოდა: „ჩემი პოზიცია მინდა გამოვხატო ფიზრუზ წულუკიძეზე, ისე ნუ გამიგებ თემურ (ბახუნტარაძე) თითქოს შენ გაბრალებ, მაგრამ მგონია, რომ შენს გარეშე წულუკიძე აქ ვერ აღმოჩნდებოდა“.

 

მოსამართლემ ასევე განმარტა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება და კუსტარულად დამზადებული იარაღი, რომელიც ძიების მტკიცებით წულუკიძისა და ბახუნტარაძის საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს, თეორიულად არის შანსი, რომ მათი საკუთრება არ ყოფილიყო: „ამ ნივთებზე, შესაძლოა სხვასაც  ჰქონოდა შემხებლობა, მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ იმ ფაქტს, რომ ბრალდების მხარემ ნამდვილად იპოვა ბახუნტარაძისა და წულუკიძის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, თუმცა სახლის სხვა მესაკუთრეები სასამართლოს არ დაუკითხავს“ (წულუკიძე და ბახუნტარაძე ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ), ანუ ამ ნაწილში მოსმართლემ ადვოკატის პოზიცია გაითვალისწინა.

 

„ეს იყო გაშმაგებული დავა მხარეებს შორის, მე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროცესიდან“, – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

ბრალდებულები გასული წლის სექტემბერში დააკავა პოლიციამ ბათუმში.

ბახუნტარაძისა და წულუკიძი სუფლებებს საიას იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი იცავს. მისი შეფასება კი ასეთია: “მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, ვფიქრობ სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი ძირითად ააგო ბრალდებულების ჩვენებაზე. მაშინ, როდესაც მათ გულწრფელად ისაუბრეს იმის შესახებ, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც არავითარ დანაშაულებრივ ნიშნებს არ შეიცავდა.  რაც ყველაზე ცუდი მომენტია არის ის, რომ სასამართლო პოლიციელთა გულწრფელობაში სრულად დარწმუნებულია. საინტერესოა, რამდენად უნდა იყო იმ პოლიციელის ჩვენებაში დარწმუნებული, რომელიც არღვევს ყველა პროცედურულ წესს და მტკიცებულებას ისე მოიპოვებს.”

 

  

 

გადაბეჭდვის წესი