ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე, იქ სადაც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია სახლს აშენებს, ტერიტორია არ იყო შემოსაზღვრული და ჭაში სამი ავტომანქანა ჩავარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელებს” აჭარის სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით დაშავებული არავინ არ არის და სამივე ავტომანქანა საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით ამოყვანილია.