ქედის მუნიციპალიტეტში მცოხვრებ 258 ოჯახს, 2014 წლის 31 მაისს სეტყვისა და შტორმული ქარის შედეგად ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების გამო მიყენებულ ზარალს აჭარის მთავრობა აუნაზღაურებს. ფულად კომპენსაციას მიიღებს ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 155 ოჯახიც, რომლებსაც სტიქიამ ნარგავები 5 ივნისს გაუნადგურა.
დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის საკითხი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ განიხილა.
მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას კომპენსაციის სახით 222 373 ლარი გამოიყოფა.
სხდომაზე სამთავრობო კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში ატმოსფერული ნალექის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების აღსადგენაზეც იმსჯელეს და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს მიეცა რეკომენდაცია გამოიყენოს 235 000 ლარი დაზიანებული გზების აღსადგენად.
ხხდომაზე ასევე განიხილეს, სტიქიის შედეგად დაზარალებული 3 ოჯახისათვის ფულადი დახმარების გაწევის საკითხი, თანხამ 26 730 ლარი შედგინა. სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია, დასამტკიცებლად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
“სამწუხარო ფაქტი მოხდა, სოფელ კუჭულაში მამაკაცი დაიწვა, გამოძახებიდან 9 წუთში შემთხვევის ადგილზე მივედით სამაშველო, სახანძრო და სასწრაფოს დახმარების ბრიგადები, ადგილზე მისულებს სახლი ცეცხლმოკიდებული დაგხვდა, ხანძრის ჩასაქრობად სამი ბრიგადა მუშაობდა, არავინ იცის ცეცხლი საიდან გაჩნდა ” – ამბობს როლანდ ცინცაძე.
ფაქტზე გამოძიება ქედის რაიონულმა სამმართველომ უკვე დაიწყო.
სოფლის გამგებელის, რუსლან ბოლქვაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული და შინ დღეს დაბრუნდა, მისივე ინფორმაციით, ოჯახის დანარჩენმა წევრებმა ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოსვლა მოახერხეს, 52 წლის მამაკაცმა კი შინიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
„ბათუმი კინოში“ 1918-1921 წლიდან 2012 წლამდე ბათუმში გადაღებული ქართული და უცხოური მხატვრული და დოკუმენტური ფილმების შესახებ შეიცავს ინფორმაციას და ფოტომასალას. წიგნში მოცემულია კინოში მოღვაწე ადამიანების მოგონებები, ფილმების ანოტაციები და ინგლისურენოვანი რეზიუმე.
„კინოს აქვს უნიკალური თვისება – ის შეიცავს მეხსიერებას. კინომ შემოგვინახა ბათუმის იერსახე, მისი კულტურული სივრცე. ქართული კინოს ისტორია დაკავშირებულია ბათუმთან. 20-იან წლებში, როდესაც ამოქმედდა ქართული კინოწარმოება, ეს პერიოდი დაკავშირებულია ბათუმთან. აქ იღებდა მარჯანიშვილი ფილმს, პერესტიანი, ბარსკი… პერესტიანის „წითელი ეშმაკუნები“, რომელიც მსოფლიო კინომემკვიდრეობის ნაწილია, სწორედ ბათუმში არის გადაღებული, მისი ეპიზოდები…“ – განაცხადა წიგნის პრეზენტაციაზე ოლიკო ჟღენტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სიმბოლურია, რომ წიგნის პრეზენტაცია კინო „აპოლოში“ შედგა სწორედ იმ დღეებში, როცა ქალაქი „ბათუმობას“ აღნიშნავს.
წიგნს თან ერთვის დისკი, რომელზეც ბათუმის კინოქრონიკებია ჩაწერილი, მათ შორის: „ბათუმის გათავისუფლება თუქთაგან“, „უცხოეთის დელეგაციების ვიზიტი მენშევიკური პერიოდის ბათუმში“ და ფრაგმენტები იმ ფილმებიდან, რომელიც ბათუმშია გადაღებული.
წიგნი აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის – „აჭარაში კინოხელოვნების მხარდაჭერის ხელშეწყობა“, ფარგლებში გამოიცა. წიგნის ტირაჟი ათასს ეგზემპლარს შეადგენს, იგი არ გაიყიდება. „ბათუმი კინოში“ საჩუქრად გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. წიგნი დღეს საჩუქრად მიიღეს პრეზენტაციაზე მოწვეულმა პირებმა.
წიგნის პრეზენტაციას აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ „აპოლოში“ ბათუმელი ჟურნალისტის, ანზორ თალაკვაძის გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „წვიმა“ და ძველი ბათუმის კინოქრონიკები აჩვენეს.
ოჯახის მთავარი საფიქრალი ანას გამოკვებაა – ოჯახში არავინ მუშაობს, პატარას კი ხელოვნური საკვები სჭირდება. ახალშობილის მშობლები არასრულწლოვნები არიან, ოჯახის სხვა წევრებს კი ფიზიკური შრომა არ შეუძლიათ. ვალების გამო ოჯახმა მეწველი ძროხებიც გაყიდა, ბოსლის მასალით კი ოჯახი სახლს ამაგრებს. როგორც ბავშვის დედა – ჟუჟუნა ამბობს, ანას გამოკვებაში მეზობლები და ნათესავები ეხმარებიან.
„არავინ მუშაობს, ნათესავები და მეზობლები გვეხმარებიან და ასე ვყიდულობთ ბავშვისთვის საკვებს. ოროთახიანი სახლი იყო, ბავშვის საწოლი რომ დაგვედგა, ადგილი არ იყო, გაფართოება გადავწყვიტეთ, აქვე, ახლოს ნათესავი სახლს აკეთებს და ძველი სახლის მასალას, რაც გამოდგება, გვაძლევს. ბოსლის მასალასაც ვიყენებთ. ოჯახში ფიზიკური შრომა არ შეუძლიათ, მამამთილს ხელოვნური კუჭი აქვს, დედამთილი ნაოპერაციევია, ქმარს კი ნეკნი აქვს ჩატეხილი და სამკურნალოა, ფიზიკური შრომა არ შეიძლება მისთვის“, – ამბობს ჟუჟუნა.
ჟუჟუნას მეზობლად მცხოვრები მისი ნათესავი ზეინაბი ამბობს, რომ სოფელში რთულია ცხოვრება და აქ ყველას უჭირს.
ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გოჩა ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ოჯახის მდგომარეობას აუცილებლად შეისწავლიან: „აუცილებლად მივალთ და შევისწავლით ოჯახის მდგომარეობას, დღესვე გავარკვევთ რა ვითარებაშია ოჯახი. რაც შეეხება ფინასურ დახმარებას, ოჯახს პროგრამულად ვერ დავეხმარებით, რადგან მსგავსი პროგრამა არ არის, მაგრამ მუნიციპალიტეტი, საჯარო მოხელეები უყურადღებოდ არ დავტოვებთ, მაქსიმალურად ვიცდილებთ ოჯახს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ.“
„ბათუმელები“ ოჯახის მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.
ლარისა კეკუსაძე 56 წლის: კარგი ღონისძიება იყო, მაგრამ უფრო სასიამოვნო იქნებოდა მოეწვიათ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ფოლკლორული ანსამბლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ხელი შეეწყოთ ურთიერთგაცნობისა და დაახლოებისათვის.
რამაზ ბერიძე, 45 წლის: ყველაფერი კარგი იყო, ყველაზე მეტად ღვინის გამოფენა მომეწონა, გამასინჯეს კიდეც. მინდოდა დამაგვირგვინებელი კონცერტი ყოფილიყო.
თორნიკე პატარაია, 19 წლის: გუშინდელ ბათუმობაზე ვერ მოვახერხე მისვლა, სამუშაო დღე იყო, მინდოდა დასვენების დღეებში ჩატარებულიყო. მე ვფიქრობ, რახან ბათუმი ტურისტული ქალაქია, მეტად უნდა წარმოგვეჩინა ქართული კულტურა უცხოელებისათვის.
გიორგი დიდმანიძე, 32 წლის: მომეწონა გუშინდელი დღესასწაული, გაიხარეს ქალაქელებმა, გაერთნენ.
კოკა გოგიჩაიშვილი, 26 წლის: ამ კუთხის რამე ეროვნული უნდა ყოფილიყო, ერთი მიმართულებით უნდა ემუშავათ, აეღოთ ერთი თემა და მის ირგვლივ უნდა აეწყოთ პროგრამა.
ლაშა ხაჩიძე 22 წლის: გამოფენა მომეწონა, მხატვრების საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს, ისე უფრო ინფორმაციული უნდა ყოფილიყო, ტურისტებისთვის იქნებოდა საინტერესო.
გვანცა მახარობლიშვილი, 29 წლის: მე ათი წელია არ ვყოფილვარ ბათუმში და მომეწონა ინფრასტრუქტურა, შეცვლილია ქალაქი. გუშინ ბავშვები გაერთნენ, ისე მინდოდა ბავშვებისთვის მეტი გასართობი ყოფილიყო.
სვეტა აფციაური, 36 წლის: ჩვენ კახეთიდან ვართ მოწვევით, ხალხური რეწვის ნიმუშები გამოვფინეთ, ბევრი გაიყიდა.
რესან გუგუნავა, 79 წლის: გამიხარდა, რომ კარგი ამინდი იყო, კიდევ ის, რომ საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭეს კარგ ბათუმელებს.
ჯემალ შავაძე, 67 წლის: ბათუმობა პირველად 1978 წელს ჩატარდა და ყვავილების ფესტივალი ერქვა ახლა მხოლოდ ერთ ქუჩაზე ჩატარდა ეს ღონისძიება, უნდა ყოფილიყო უფრო საყოველთაო.
„Aსინქრონი“ ეკატერინე ტოგონიძის პირველი რომანია. ავტორმა წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს მიუძღვნა. რომანი განსაკუთრებულ შემთხვევაზე მოგვითხრობს – ეხება თემას, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ. მთავარი გმირების პროტოტიპები ამერიკელი დები არიან, თუმცა მოვლენები აქ ქართულ გარემოში ვითარდება, შეუწყნარებელ საზოგადოებაში, სადაც უჭირთ განსხვავებულის მიღება, სადაც პირადი ტრაგედია შესაძლოა საცირკო სანახაობად იქცეს.
შეხვედრა მწერალთან 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე „ბათუმელებმა“ დაითანხმა იმაზე, რომ თავისი პრობლემის შესახებ დეტალურად ესაუბრა. მის ვინაობას მისივე თხოვნითა და მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროებთ. გიორგი (სახელი პირობითია) თურქეთში სამუშაოდ თითქმის ყოველდღე დადიოდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ბოლო პერიოდში კი, მას მეზობელ ქვეყანაში გადასვლის უფლება ქართველმა მებაჟეებმა ყოველგვარი განმარტების გარეშე აუკრძალეს.
მერე იყო ის, რომ, როგორც გიორგი ამბობს, შეხვდნენ კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სიტყვა „ჯაშუში“ უხსენეს. ქვეყნის უსაფრთხოებაზე მზრუნველებს არც ის დავიწყებიათ, რომ მოქალაქისთვის სიფრთხილისკენ მოეწოდებინათ და მათ სასარგებლოდ მუშაობაზეც მიანიშნეს: „უშიშროების თანამშრომლებმა მითხრეს, რომ საეჭვო ფაქტია ის, რომ ქვეყანას თითქმის ყოველდღე ვტოვებ და იქ თურქებთან ვმუშაობ… მიხსენეს ინფორმაციის გატანა, თანამშრომლობა, სიტყვა ჯაშუშობა… რა თქმა უნდა, მეშინია და ამაზე საჯაროდ საუბარს ვერიდები… მე იქ ვმუშაობ, მაგრამ არც საქართველოსა და არც თურქეთის კანონმდებლობას არ ვარღვევ. ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას ვეწევი. თუ დამნაშავე ვარ, დამიჭირონ, ვერ ვხდები, რატომ უნდა მაფრთხილებდნენ ასე კონფიდენციალურად და მეზღუდებოდეს გადაადგილების უფლება, მაშინ როცა მეზობელ ქვეყანაში სიარულით მე ოჯახს ვარჩენ“.
“ბათუმელების” ინფორმაციით, გიორგი ერთადერთი არ არის, ვისაც მსგავსი “კონფიდენციალური შეხვედრები” აწუხებს. ასევე “ბათუმელების” ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ქართველ მებაჟეებს კონტდრაზვერვის თანამშრომლების მიერ მიწოდებული სია აქვთ, ამ სიაში მყოფ ადამიანებს ქვეყნიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან, თუმცა უარის თქმის მიზეზს მებაჟეები მოქალაქეებს არ უხსნიან. მათთან ამ მიზნით შეხვედრებს კონტრდაზვერვის თანამშრომლები იწყებენ, სწორედ ამ შეხვედრებზე ახსენებენ ყველაზე ხშირად სიტყვა “ჯაშუშს”. ის, რომ მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას – გადაადგილებას უზღუდავენ, უკვე იციან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. მსგავსი ტენდენიცა რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა. რამდენიმე მოქალაქემ სახალხო დამცველის უწყებას დახმარების თხოვნით წერილი გაუგზავნა.
„გთხოვთ აგვიხსნათ, რატომ არ გვაქვს საზღვრის დატოვების უფლება“, _ ამ შინაარსის წერილი, სახალხო დამცველის წარმომადგენლის რჩევითა და ინიციატივით მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გაუგზავნეს. შეკითხვაზე პასუხი თითქმის ყველა წერილის ავტორმა მიიღო _ ადრესატი, ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს წერს, რომ აქვთ საზღვრის გადაკვეთის უფლება და შეზღუდვები მათზე არ ვრცელდება. სწორედ ამ ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემდეგ ქართველმა მებაჟეებმა საზღვარზე უკვე გაატარეს ის ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ აძლევდნენ ამის უფლებას.
თუმცა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არც სახალხო დამცველისთვის მიუმართავთ და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუგზავნიათ წერილი თავიანთი უფლებების დასაცავად. მათ, უბრალოდ, ამის გაკეთების ეშინიათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დიდი ხნით აყოვნებენ და ყოველ ჯერზე მონაცემთა ბაზაში საგანგებოდ ამოწმებენ, საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც თურქეთიდან ოჯახის წევრისთვის საჭირო მედიკამენტი გადმოაქვს, წამალი ბათუმში არ იყიდება. მოქალაქეს აქვს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტი.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი ამბობს, რომ სახალო დამცველის აპარატში მოქალაქეების მომართვიანობა ამ პრობლემით იანვრიდან დაიწყო: “ადამიანებს საზღვრის დატოვებას მათთვის გაურკვეველი მიზეზების გამო უკრძალავენ მას შემდეგ, რაც სოჭის ოლიმპიადა ჩატარდა (სოჭის ოლიმპიადის სამზადისის დროს საქართველო-რუსეთს შორის შედგა არაფორმალური შეთანხმება. ამ შეთანხმების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოს საზღვრებზე რუსეთისთვის საეჭვო პირების გადაადგილებას შეზღუდავდა. _ავტ.) ამ დროისთვის დაახლოებით ათი განცხადებაა ჩვენს ოფისში შემოსული. განცხადებებში ადამიანები წერენ, რომ მათ ეზღუდებათ გადაადგილების უფლება ან დიდხანს აყოვნებენ საქართველოს საზღვარზე“.
მომავალ კვირას საქართველოს სახალხო დამცველი ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს. მანამდე კი ომბუდსმენის წარმომადგენლები ყველა იმ ადამიანთან აპირებენ შეხვედრას, ვისაც ქვეყნიდან გასვლას უკრძალავენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ამ აკრძალვის არსსა და მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„როცა სანაპიროზე ცხელა, მთაში გასეირნება ძალიან კარგია. ნაკრძალი იწყება ზღვის დონიდან 350 მეტრიდან და მთავრდება ზღვის დონიდან 2500 მეტრზე“, – ამბობს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი ამირან ხინიკაძე. მისი თქმით, წელს კინტრიშის ნაკრძალში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა. თუ გასულ წელს კინტრიშს 2300 ტურისტი სტუმრობდა, წელს, ბოლო მონაცემებით, ნაკრძალი უკვე 2800-მდე ტურისტმა მოინახულა.
ტბიყელის ტბა, კინტრიშის ნაკრძალი
„უმრავლესობა ქართველია, თუმცა ბევრი უცხოელი ტურისტია, მათ შორის რუსები და უკრაინელები სჭარბობენ, არიან სომხები და აზერბაიჯანელებიც, ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა. 2007 წლიდან აქვს კინტრიშს ნაკრძალის სტატუსი და ჯერ არ ყოფილა წელი, როცა ტურისტების კლება ყოფილიყოს,“ – ამბობს ამირან ხინიკაძე. ადგილზე ჩამოსულ ტურისტებს ვიზიტორთა ცენტრში ან ნაკრძალის ტერიტორიაზე, კარვებში შეუძლიათ ღამის გათევა.
რას ვნახავთ კინტრიშის ნაკრძალში? კინტრიშის ნაკრძალის დირექტორი ამბობს, რომ ნაკრძალში ორი ტურისტული ბილიკია: „პირველი ბილიკი უფრო მარტივია, ერთი დღის მანძილზე ტურისტს შეუძლია დაათვალიეროს ქვის თაღოვანი ხიდი მდინარე კინტრიშზე, ბზების კორომი, ჩანჩქერი, წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი, უძველესი ღვინის მარანი. ამ ყველაფრის ნახვა ერთ დღეში შეიძლება.
მეორე ბილიკი კი ცოტა უფრო რთულია და გრძელი, ორი-სამი დღე სჭირდება ტურისტს. მეორე ბილიკის სიგრძე სამანქანო გზაზე 18 კილომეტრია, შემდეგ საფეხმავლო გზა კი _ 14 კილომეტრი. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე არის ტბა ტბიყელი, რომლის ნახვითაც ინტერესდებიან ტურისტები. კარგ ამინდში ტბიდან მოჩანს კავკასიონი, ბათუმი, ფოთი, ქობულეთი… ძალიან საინტერესო მარშრუტია. აქ საჭიროა კარვის და საგზლის წაღება. გზად არის საინფორმაციო დაფები, რომლებიც ტურისტს აწვდის ინფორმაციას, რას შეხვდებიან გზაზე. მაგალითად, სოფელ დიდვაკეში არის ძველი უთხოვარის ხეები. გერმანელი ექსპერტების მონაცემებით, ეს 2500-წლოვანი ხეებია. გიდის საჭიროება თუ იქნება, ჩვენ გვყავს კერძო, რუსულ და ინგლისურენოვანი გიდები“.
კინტრიშის ნაკრძალში ჩასულ ტურისტს ორდღიანი მარშრუტისთვის საჭირო აღჭურვილობა ადგილზე შეუძლია იქირავოს. ნაკრძალის დირექტორის თქმით, ორადგილიანი კარვის დაქირავება, რომელსაც თან ახლავს საძილე ტომარა, დღე-ღამეში 10 ლარი ღირს, ზურგჩანთა – 5 ლარი. ნაკრძალში სულ სამი ცხენი ჰყავთ, ერთი დღით ცხენის დაქირავება 35 ლარი ღირს.
მათ კი, ვინც ვიზიტორთა ცენტრთან მდებარე ნაკრძალის სასტუმროში გეგმავს დარჩენას, უფრო კომფორტულადაც შეუძლიათ ღამის გათევა. „გვაქვს ექსვსადგილიანი სასტუმრო კომპლექსი, ერთი ორადგილიანი და ერთი ოთხადგილიანი ნომერი. ერთი საწოლის ღირებულება 15 ლარია დღეში. არის სამზარეულო, სველი წერტილები, საშხაპე. ვიზიტორთა ცენტრთან ახლოს, მდინარის პირას არის საპიკნიკე ადგილები, სადაც ტურისტს შეუძლია დაისვენოს, კოცონი დაანთოს, გაერთოს. 15 ლარი ღირს საპიკნიკე ადგილი მთელი დღე,“ – ამბობს ამირან ხინიკაძე.
უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე კაფე-ბარი ან რესტორანი არ არის, თუმცა ამირან ხინიკაძის თქმით, სოფელ ჭახათიდან ნაკრძალამდე რამდენიმე კაფე-ბარია, სადაც ტურისტებს კერძების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ.
რაც შეეხება ტრანსპორტს, ქობულეთიდან უშუალოდ კინტრიშის ნაკრძალამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ტურისტი ქობულეთიდან სოფელ ჭახათამდე უნდა მივიდეს. ნაკრძალის დირექტორის თქმით, ამ მიმართულებით ქობულეთიდან დღეში სამჯერ გადის სამარშრუტო ტაქსი: დილას, შუადღეზე და საღამოს, ჭახათიდან ნაკრძალამდე კი რვა კილომეტრია.
ამირან ხინიკაძე ამბობს, რომ უცხოელი ტურისტები ამ გზას ძირითადად ფეხით გადიან, თუმცა შესაძლებელია ქობულეთში ტრანსპორტის, ტაქსის ან სამარშრუტო ტაქსის დაქირავება და ნაკრძალამდე მოსვლა. მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსის ფასი საშუალოდ 70-80 ლარია, თუმცა ფასი მოლაპარაკების საგანია.
კინტრიშის ნაკრძალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ბათუმიდან კინტრიშის ნაკრძალამდე მისვლას მაქსიმუმ ორი საათი სჭირდება.
სამინისტროე მიერ გავრცელებულ ინფორმაცაციაში წერია, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 6 პაკეტად დაფასოებული 13,248 გრ მეტამფეტამინი და 3 შეკვრად დაფასოებული 2,443 გრ მეთილენ-დიოქსი-მეტამფეტამინი ამოიღეს. დაკავებისას კონსტანტინ ი. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
მამუკა ფარტენაძის განცხადებით, შემთხვევა სამუშაო დღის არასამუშაო საათებში მოხდა. გამგებლის მოადგილის თქმით, მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, ხოლო ავტომობილი საკუთარი ხარჯებით შეაკეთა, რადგან სახელმწიფო მანქანით საკუთარი საქმისთვის გადაადგილდებოდა.
„ავტომობილი მცირედ დაზიანდა და საკუთარი ხარჯით შევაკეთე, სამუშაო დღის არასამუშაო საათები იყო“, – აცხადებს მამუკა ფარტენაძე.
გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილს ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
მამაჩემი იყო პროფესორი, ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ასწავლიდა. დედა ხარკოვში გააგზავნეს სასწავლებლად. 7 წლის რომ ვიყავი, 1937 წელი იყო, მამა მაშინ დააპატიმრეს, დედაჩემიც. როცა მშობლები დააპატიმრეს, ჩვენ 72 წლის ბებიასთან დავრჩით, მარტო გვზრდიდა, მე კიდევ ორი და მყავდა.
ჩვენთან ერთად იზრდებოდა ჩემი ბიძაშვილის გოგოც, ბიძაჩემი თურმე 29 წელში (მე დაბადებულიც არ ვიყავი) დააპატიმრეს და დახვრიტეს როგორც “შპიონი”. მამამ, დედამ და ბიძამ აზერბაიჯანული სკოლა გახსნეს ბათუმში, მაშინდელი ქალაქის მერის ხელშეწყობით, ეს სკოლა რუსთაველისა და მარქსის ქუჩების კვეთაში იყო…
მე გადმოცემით ვიცი, რომ 20-იან წლებში დედა იყო აჭარის თუ ბათუმის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასეთი ორგანიზაცია იყო თურმე. ახლა ბათუმში რომ თეატრია, იმის მიმდებარედ დედას ორგანიზებით პირველად ქალებმა აქცია გამართეს, კოცონი დაანთეს და ჩადრები დაწვეს. ასე ამტკიცებდნენ, რომ ქალები თავისუფლები იყვნენ და შეზღუდვებს ანგრევდნენ. მებრძოლი ქალი ყოფილა დედა… ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო მემედ აბაშიძე. ის იყო ჩვენი ოჯახის წევრი, მემედ აბაშიძე მე არ მახსოვს და მისი შვილი იბრაიმი კარგად მახსოვს, მოდიოდა ჩვენთან სახლში, ხელში ამწევდა და მეთამაშებოდა…
დრო გადიოდა, ჩვენ გვიჭირდა… 1941 წელში ომი დაიწყო, მე 11 წლის ვიყავი. მაშინ კკბ-ს ეშინოდა ყველას, მეზობლებიც ჩუმად შემოუტანდნენ საჩუქარად ბებიას პურს… 1944 წელს 14 წლის ასაკში ბებია და მე გადაგვასახლეს, ღამე მოვიდნენ, მივდივართო. თქვეს “ვეში” რაც გინდა აიღეთო. ჩემი დები დატოვეს. ჩვენ წაგვიყვანეს, სატვირთო მატარებელი გაავსეს. ვაგონში მე, ბებია და დეიდაჩემის პატარა ბავშვი ვიყავით. 18 თუ 20 დღე მატარებელში გავატარეთ. ჩამოგვიყვანეს ყირგიზეთში, იქ მატარებელი არ დადიოდა, სატვირთო მანქანებზე დაგვსვეს. არც საჭმელი, არც წყალი. დაგვტოვეს, რომ იქ მომკვდარიყავით. გათოვდა, მე ძალიან დავსუსტდი, სიარულიც მიჭირდა. ბებია მოკვდა შიმშილისგან… მარტის თვე იყო. თოვდა. 7 დღე საერთოდ არაფერი მიჭამია, ბებია თოვლში დავმარხე… მერე ხორბალი მოგვცეს და სამი თვე ვჭამდით ხორბალს…
თემურ კაკაბაძე
ჩემი და ხულოში მასწავლებელი იყო. ისიც გადაასახლეს ყირგიზეთში. მან ის მოახერხა, რომ სადაც თითონ იყო, იქ გადამიყვანა. ჩემი და ყირგიზეთის სკოლაში რუსულს ასწავლიდა, ხელფასსაც უხდიდნენ და მშიერი არ ვიყავი. ჩვენს ოჯახში მუსიკა უყვარდათ, სახლში პიანინო გვქონდა, იმ დროს ბათუმში სულ სამი თუ ოთხი ოჯახი, იყო ვისაც პიანინო ჰქონდა. მე “სკრიპკას” ვსწავლობდი 6 წლის ასაკში. ჩემს დასთან რომ გადავედი საცხოვრელბლად, სწავლის გაგრძელება მოვინდომე. გავიგე, რომ ჩვენგან 24 კილომეტრში სახელოსნო იყო, წავედი სახელოსნოში და მიმიღეს კიდეც. მათემატიკაში დამისვა რამდენიმე კითხვა მასწავლებელმა და რომ ვუპასუხე, შემაქო. მივხვდი, რომ იქ ვერ ვძლებდი და ბათუმში გამოპარვა გადავწყვიტე.
ფული არ მქონდა. ჩემთან სკოლაში ყირგიზი ბიჭი იყო, ვმეგობრობდით. რომ გაიგო ბათუმში მოვდიოდი, ჩემთან ერთად გადაწყვიტა წამოსვლა, ჩემმა დამ მომცა საჭმლის ფული. ხან ფეხით, ხან მატარებლით, ხან გემით, ბათუმამდე ჩამოვედით. მატარებლის ბილეთს ვერ ვიყიდდით, ამიტომ თითქმის 20 დღე მატარებლის კიბეებზე ვიდექით, ასე ვმგზავრობდით, მეშინოდა არ ჩაგვძინებოდა. შუა აზიიდან ბათუმამდე კიბეზე დამდგარი ვიმგზავრეთ. ბათუმში სახელოსნოში დავიწყე მუშაობა, ჩემი ყირგიზელი მეგობარი ვერ მიიღეს სახელოსნოში და ის უკან დაბრუნდა. გზის ფული ჩემმა დამ მისცა.
აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეები
1948 წელს სახელოსნოში სწავლა დავამთავრე. მუსიკალურ ინსტრუმენტზეც ვუკრავდი და ჩვენ, ორკესტრი, ცალკე ვცხოვრობდით. მოვიდა ლეიტენანტი და მითხრა „მარიახოდკის“ უფროსი გეძახისო. უფროსი პოლონელი იამბოლსკი იყო, შევედი მასთან და კკბ-ს მაიორი დამხვდა. „დავაი რასკაჟი ატკუდა სავერშილ პაბეგ?“ – მითხრა… მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე; ია პაბეგ ნე სავერშალა, ია სბაბუშკოი ბილ კირგიზი, ბაბუშკა ს გოლოდიუ უმერლა ტამ ია ასტალსა ადინ; ია პრიეხალ სვაევო როდინუ. მერე მობრუნდა და თქვა, ამას წავიყვანთო.
ქობულეთში წამიყვანეს. სადგურთან 2 თუ 3-სართულიანი სახლია და იქ ვიღაც სალდათმა გააღო კარი… ხალხს იქ აგროვებდნენ. 22 დღე ვიყავით გზაში. მატარებლით წაგვიყვანეს და ისევ სატვირთო მანქანაზე გადაგვსვეს, მე ისევ გამოვიპარე.
რიხმეთ კაკაბაძე {თემურის მამა} სტალინური რეპრესიების დროს დახვრიტეს
ჩემთან ერთად წამოვიდა ასლანი, ისიც აქაური ბიჭი იყო. რამდენიმე დღე ფეხით და მატარებლით, ისევ უფულოდ ვიარეთ, მერე ისევ ჩემს დასთან დავბრუნდი და დავიწყე მუშაობა, მაგრამ ვიცოდი, რომ ბათუმში უნდა დავბრუნებულიყავი. 100 მანეთი მომცა ჩემმა დამ, ისევ იმ გზის გავლას ვაპირებდი, რაც პირველად გავიარე. ჩავედი ბაქოში, ბაქოდან თბილისში ჩემს მეორე დასთან, რომელიც ტექნიკუმში სწავლობდა.
მოვძებნე ჩემი და ჟენია. რომ დამინახა, ტირილი დაიწყო. შარვალი, საროჩკა მომცეს, ნოემბრის ბოლო იყო. ბევრი სტუდენტი იყო ბათუმელი. მეორე დღეს საღამოს წამოვედი ბათუმში. 9 დღეს ვიყავი ბათუმში, 9 დეკემბერს წასვლას ვაპირებდი თბილისში. დილას ჯერ ამდგარი არ ვიყავი, კარებზე დააკაკუნეს, გავაღე და მილიციონერი ოფიცერი მეკითხება – სახელი, გვარი. ვუთხარი და დამიჭირეს. 1948 წელი იყო. სარდაფში ჩამაგდეს, ციხე იყო მაშინ რუსთაველის ქუჩაზე, აი ახლა უნივერსიტეტი რომაა, იქვე ახლოს. სამი თვე გავატარე ბათუმის ციხეში, მერე წამიყვანეს თბილისში, მერე როსტოვში, როსტოვმა არ მიგვიღო, მერე უკან მოგვაბრუნეს. 2 თვე ბაქოში, მერე ისევ როსტოვში… 20 წელი მომისაჯეს გაქცევის გამო.
გერმანელებთან ერთად ვიყავი. 26 კაცი, გერმანელი ოფიცრები და მე ჩაგვიყვანეს ბორკუტაში _ ჩრდილოეთის ქალაქია, სადაც მიწა ზაფხულშიც და ზამთარშიც გაყინულია. იქ ერთი კაცი იხდიდა სასჯელს 1500 კაცის დახვრეტის გამო, მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი, მე – 20.
6 წელში გამათავისუფლეს. სტალინმა და ბერიამ წამართვა ყველაფერი, მარტო მე არა, მილიონობით ადამიანს. გავიგე, მამა დახვრიტეს, დედამ შიმშილობა გამოაცხადა – აპროტესტებდა პატიმრობას და შიმშლისგან მოკვდა. დედა 1901 წელს დაიბადა. ჩემი და, რომელიც გადასახლებაში იყო, უკან დაბრუნდა. 94 წლისაა ახლა, მას ფაზილეთი ჰქვია. პატარა და ჟენია გარდაიცვალა.
მარცხნიდან: თემურ კაკაბაძის ბებია მინირე. მის გვერდით გოგონა ფაზილე კაკაბაძე. მარცხნიდან მესამე თემურ კაკაბაძის დედა ნაიმე კაკაბაძე
ბათუმში 1956 წელს დავბრუნდი, მუშაობა დავიწყე. დეკემბრის თვე იყო. მერე კარგი მუშაობისთვის ჯერ მანქანა “ვოლგა”, მოგვიანებით კი ბინა მაჩუქეს.
სხდომა საკითხის განხილვის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად ოთხმა დეპუტატმა დატოვა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სხდომაზე დარჩენილი დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ გურამ ანანიძის საპატივცემულოდ რჩებოდა, რადგან საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის ნაცვლად მისი მოადგილე გურამ ანანიძე პირველად უძღვებოდა.
დეპუტატების უკმაყოფილება მომხსენებლებს უკავშირდებოდა – სამსახურის უფროსის ნაცვლად საკითხი ამ სამსახურის რიგით თანამშრომლებს უნდა წარედგინა. დეპუტატების მოთხოვნის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან – გიორგი ბარამიძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ იმყოფებოდა. სპორტული ღონისძიებების მიზნობრივ პროგრამაში შესატანი ცვლილების საკითხი დეპუტატებს განათლების, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა რამაზ ბერიძემ წარუდგინა.
საკრებულოს სხდომა
ქედის საკრებულოს წევრების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საკრებულოს ანგარიშებს სამსახურის უფროსების ნაცვლად თანამშრომლები აბარებენ.
ქედის საკრებულოს წევრი უშანგი ბერიძე: `როცა საქმე საზოგადოებას, მუნიციპალიტეტს ეხება, ჩემთვის მისაღებია საქმისადმი სერიოზული მიდგომა, ნებისმიერი წარუმატებლობის, დანაშაულისა და კრიმინალის საფუძველს საქმისადმი არასერიოზული მიდგომა ქმნის. სამსახურის უფროსები კანონით ვალდებული არიან ანგარიშების განხილვას დაესწრონ. აქ შუამავალი არ შეიძლება, თუ ობიექტური მიზეზი არ არის.
ეს პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო, საკითხს ლმობიერად მივუდგებოდი, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის. განსახილველი საკითხებისადმი მიდგომა, რომელიც ჩვენ საკრებულოში არის, მე არ მაკმაყოფილებს, საკრებულო ახალგაზრდულია, ვფიქრობ, ნელ-ნელა გამოცდილებას შეიძენს და ვითარებაც გამოსწორდება. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი სურვილია – ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს~.
ნინო, ვიცით, რომ მესამე სექტორი აპირებს მიმართოს მთავრობას, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. რის შეთავაზებას აპირებთ?
დიახ, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ მთავრობას და მასთან ერთად განვიხილოთ პრობლემების ფართო სპექტრი, რომელიც აჭარის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს ეხება. ეს საკითხები არა მარტო არასამთავრობო სექტორის, არამედ ფართო საზოგადოებისა და გნებავთ, ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროსაც წარმოადგენს, რადგან ფართო გაგებით, ეს ეხება ჩვენი კულტურული მეობის შენარჩუნების საკითხს დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში.
კონკრეტული კანდიდატები თუ გყავთ, ვინც წარმოგიდგენიათ, რომ კარგად გაუძღვება ამ საქმეს?
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფერო ძალიან კომპლექსური და რთული დარგია. მისი მართვა მოითხოვს სპეციფიკური სახის ცოდნას, გამოცდილებასა და კომპეტენციებს. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც სასურველია მოხდეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე პიროვნების შერჩევა. ჩვენ გვყავს ჩვენი შესათავაზებელი კანდიდატურებიც.
შეგიძლიათ თქვათ, ვინ არიან ისინი?
ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან.
რას ფიქრობთ, მოისურვებს აჭარის მთავრობა ამ სახის კონსულტაციები გამართოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან? გაქვთ ამ მხრივ მათთან თანამშრომლობის გამოცდილება?
ჩვენ გვქონდა აჭარის მთავრობასთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ ის ვერ განხორციელდა. როგორც ჩანს, ჩვენი ძალისხმევაც არ იყო სათანადო.
ითქვა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელის შეცვლა უკავშირდება მთავრობის ახალ პოლიტიკას – ძეგლების ავთენტურობის ხელყოფის, მათი დანგრევის ხარჯზეც კი, ინვესტიციების მოზიდვას შეუწყონ ხელი. რამდენად არსებობს რისკი, რომ სააგენტოს ახალ უფროსს მოსთხოვოს ხელისუფლებამ ძეგლების ხელყოფის დასაშვებობა?
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მუდმივად სხვადასხვა სახის საფრთხის ქვეშ იმყოფება, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც მოქმედებს მკაცრი რეგულაციები და არსებობს მემკვიდრეობის მართვის განვითარებული სისტემა. ასეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც მემკვიდრეობის ძეგლები დიდ ეროვნულ სიმდიდრედ განიხილება და ამ სიმდიდრის ადეკვატურად გამოყენება ხდება, საზოგადოება მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს, რომ არ მოხდეს შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ძეგლების ხელყოფა კერძო ინტერესების მქონე ბიზნესჯგუფების მიერ. ჩვენნაირ ქვეყნებში კი, ეს საფრთხე გაცილებით დიდია და ის დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ძნელად გადასაჭრელ საკითხებთან, როგორიცაა, მაგალითად, სიღარიბე.
მე არ ვიტყოდი, რომ მთავრობის მიერ სააგენტოს დირექტორის შეცვლა ისე უნდა გავიგოთ, რომ მთავრობა გადადის ძეგლების ხელყოფის პოლიტიკაზე. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც თავს იწონებს თავისი ძველი კულტურით, საერთოდ არა აქვს ჩამოყალიბებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა, არა აქვს ხედვა იმისა, თუ როგორ განავითაროს და გამოიყენოს ეს სიმდიდრე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. იმედია, რომ უახლოეს მომავალში იქნება წინსვლა ამ მიმართულებით, დაიდება პოლიტიკისა და სამართლებრივი დოკუმენტები.
კულტურული მემკვიდრეობის დარგის წინაშე არსებული ურთულესი გამოწვევებიდან გამომდინარე, როდესაც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული დაცვისა და მართვის სისტემა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ ფაქტორს. აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორად უნდა დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული დარგის პრობლემებში. ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ თანამშრომლობას ამ სფეროში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
„ღამის ოთხ საათზე გატეხეს მაცივარი, მე სოფელში ვიყავი, პოლიციამ დამირეკა ღამის ხუთ საათზე. მითხრეს, რომ ჩემი მაცივარი გატეხილია, ნაყინი წაიღეს, მაგრამ პოლიციამ დაგვიბრუნა, აქვე, სადარბაზოში ჰქონდა დამალული და გადმოატანინეს“ – ამბობს ირაკლი ცეცხლაძე, მაცივრის მეპატრონე.
შსს პრესამსახურის ცნობით გამოძიება სს კოდექსის 177 მუხლითაა დაწყებული: „პიროვნების დაკავება მოხდა დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე მეტრში.“ – აცხადებს შსს პრესსამსახური.
„ბათუმელების“ ინფორმაციით ნაყინის მაცივარი ასაკოვანმა, სოციალურად დაუცველმა პირმა გატეხა, თუმცა შს სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულის ასაკსა და სოციალურ სტატუსს ვერ გაამხელენ, იმის შიშით, რომ მისი იდენტიფიცირება არ მოხდეს.
გასული წლისგან განსხვავებით „ბათუმობა“ წელს ორ დღეს გაგრძელდება. კულტურული ღონისძიებები დღეს 12 საათზე დაიწყება და 2 სექტემბერს საღამოს კონცერტით დასრულდება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ღონისძიება ნამდვილ დღესასწაულად უნდა იქცეს ბათუმელებისა და მისი სტუმრებისთვის. პროგრამის მიხედვით დღეს 21 ღონისძიებაა დაგეგმილი. მასში შედის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები:
ფოტოგამოფენები, მსახიობებისა და პოეტების პერფორმანსები, წიგნებისა და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა-გამოფენა, საბავშვო გასართობი პროგრამები. მოეწყობა ლუდის, ნაყინის, წვენებისა და ქვიშის ყავის გაყიდვა. მემედ აბაშიძის ქუჩა ავტომობილებისთვის გადაკეტილი იქნება, რადგან, „ბათუმობა“ ამ ქუჩაზე გაიმართება. შესაბამისად, მასობრივი სეირნობაც მუსიკის თანხლებით ამ ქუჩაზე მოეწყობა. ბათუმობას ჰყავს ორი რეჟისორი – ზაზა ხალვაში და მერაბ ლებანიძე. ღონისძიების ორგანიზაციის მიზნით შექმნილია 12-კაციანი სპეციალური კომისია.
ღონისძიებები 12:10 საათზე ილია ჭავჭავაძის ძეგლისა და ბათუმის გაათავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყება. მანამდე კი, 11 საათზე, „ბათუმობა 2014“ მოწვეული სტუმრების დახვედრით ოფიციალურად გაიხსნება.
პირველი დღე საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიალისადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდება, რომელიც საზაფხულო თეატრში გაიმართება. გასული წლისგან განსხვავებით, კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის ვარაუდით, წელს მხოლოდ ხუთი ადამიანი მიიღებს საპატიო წოდებას – ორს გადაეცემა საპატიო ბათუმელის, ხოლო სამ პიროვნებას ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება. შარშან საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭეს 7 პიროვნებას, ხოლო საპატიო მოქალაქის – 22-ს.
2 სექტემბერს დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები: მკლავჭიდში (სასტუმრო „ინტურისტებთან“), მძლეოსნობაში („შერატონიდან“ „ანბანის კოშკამდე“), მაგიდის ჩოგბურთში (ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან), თევჭერაში (6 მაისის პარკში), მინიფეხბურთში (კორტების წინ), ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში (ბულვარის ტერიტორიაზე).
სპორტული შეჯიბრებები 12 საათზე აიღებს სტარტს. „ბათუმობა 2014“ ერას მოედანზე ადგილობრივი როკჯგუფების კონცერტით დასრულდება, რომელიც 20:30 საათზე დაიწყება. ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვის ინფორმაციით, 1-2 სექტემბერს მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასეირნო ავტომობილი იმოძრავებს. ამ ავტომობილით გადაადგილება უფასო იქნება.
ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან „ბათუმობისთვის“ 135 000 ლარია გამოყოფილი, რაც გასულ წელთან შედარებით (260 000 ლარი) 125 000 ლარით ნაკლებია. ამ თანხაში შედის ღონისძიებებისა და მოწვეული სტუმრების ხარჯი. რატომ შემცირდა „ბათუმობის“ ბიუჯეტი? „როცა მიმიწვიეს როგორც რეჟისორი და შემომთავაზეს ამ ღონისძიებისთვის პროექტის გაკეთება, ქალაქის ხელმძღვანელობამ თავიდანვე თქვა, რომ ვახშმების, ქეიფებისა და ზედმეტი ხარჯებისგან გაგვეთავისუფლებინა ეს ღონისძიება, რომ „ბათუმობა“ უნდა იყოს სახალხო ზეიმი და კულტურის თავისუფალი სივრცე“, – ამბობს დღესასწაულის ერთ-ერთი რეჟისორი ზაზა ხალვაში.
მერიის საფინანსო სამსახურს ზუსტი ხარჯთაღრიცხვა ამ დროისთვის არ აქვს, თუმცა როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გვეუბნება, დაახლოებით 100 000 ლარი ღონისძიებებისთვისაა გამოყოფილი, სხვა დანარჩენი კი – დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების სასტუმროში განთავსებისთვის. „ბათუმობა ქალაქისთვის და ბათუმელებისთვისაა“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების მიზნით შექმნილი 12-კაციანი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელიცაა.
სპეციალურად შექმნილ კომისიაში შედიან მერიის, საკრებულოს, კულტურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი. კომისიამ რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა. მისი ერთ-ერთი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა ამბობს, რომ შენიშვნები ჰქონდა.
„სამი პრინციპული საკითხი იყო, რაზეც კომისიის წევრებიც დამეთანხმნენ, რომ საჭიროა ბიუჯეტის უფრო მიზნობრივად განკარგვა, ინფორმაციის მაქსიმალურად და რაც შეიძლება ადრე მიწოდება საზოგადოებისთვის და ის, რომ „ბათუმობა“ იყოს არა მარტო ცენტრალური უბნის წარმომადგენლებისთვის, არამედ სხვა ტერიტორიული ერთეულებისთვისაც განკუთვნილი“.
„ბათუმობის“ განმახორციელებელი ორგანო ბათუმის კულტურის ცენტრია. როგორც მისმა ხელმძღვანელმა, ნათია სურგულაძემ გვითხრა, მოსახლეობაში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება კულტურის ცენტრმა 31 აგვისტოს იმის გამო დაიწყო, რომ კომისიამ გვიან დაამთავრა რეკომენდაციებზე მუშაობა.
როგორც ნათია აფხაზავა ამბობს, კომისიამ 10 აგვისტოდან დაიწყო „ბათუმობის“ საკითხის განხილვა.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკომენდაცია ისიც არის, რომ როცა „ბათუმობა“ პირველ სექტემბერს ტარდება, მოსამზადებელი სამუშაოები არ უნდა დაიწყოს აგვისტოში. უნდა მოხდეს წლის დასაწყისში დაგეგმვა და შესყიდვების განხორციელება. კომისიის წევრებს 24 საათის განმავლობაში გვიწევდა მუშაობა.
6 თვის გასაკეთებელი სამუშაოები 10 დღეში უნდა მოსწრებულიყო, რამაც გამოიწვია გამარტივებული შესყიდვები და მოლაპარაკებები კონკრეტულ პირებთან. ამან კი მომავალში შეიძლება ბევრი კითხვა დაბადოს საზოგადოებაში ფინანსების განკარგვის კუთხით. იყო კიდევ ერთი პრობლემა – ბათუმობისთვის განკუთვნილი 135 000 ლარიდან არ იყო დაგეგმილი კონკრეტულად რა ღონისძიებებს რამდენი მოხმარდებოდა.
ვფიქრობ, ასეთი ბიუჯეტი საკრებულომ არ უნდა დაამტკიცოს“. თუ რატომ დაიწყო კომისიამ დაგვიანებით მუშაობა, ირაკლი ჭეიშვილი განმარტავს, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებმა განაპირობა.
ნათია აფხაზავა კი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ „ბათუმობამ“ უფრო მეტი მიზნობრიობა უნდა შეიძინოს. „რისთვის გვჭირდება ეს დღესასწაული? მარტო იმისთვის, რომ აღვნიშნოთ, თუ იმისთვისაც, რომ იყოს სარგებლიანი და გაიზარდოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი?“ – კითხულობს ნათია აფხაზავა. „ბათუმობა“ ბათუმის მერიის მიერ შექმნილი სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2012 წელს ჩატარდა.
ხულოს საკრებულოს კუთვნილი ჯიპი წარწერით – „იყიდება“
ჯამბულ ხოზრევანიძე: „საკრებულოს ბალანსზე ორი ავტომობილი იყო, ჩვენს მოსვლამდე ერთი გაყიდეს, რაც შეეხება მეორე ავტომობილს არ მუშაობს, შესაკეთებლად ბათუმში ჩავიყვანეთ, შეკეთებაში 12 000 ლარს გვთხოვენ, მე როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მიმაჩნია, რომ 2010 წელს ნაყიდ ავტომობილის რემონტში არ შეიძლება ამდენი თანხა გადავიხადოთ. ჯერ არაფერი არ იყიდება, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, საკრებულოს ავტომობილი გაჩერებულია და ჩემი საკუთარი ავტომობილით გადავაადგილდები“.
პროექტის მიხედვით, მშენებლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ბიზნესკლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს, ბარ-რესტორნებს, ფიტნესცენტრებს, საცურაო აუზსა და ათასადგილიან საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს.
საცურაო აუზი მაისში ამოქმედდება, მთლიანი კომპლექსის მშენებლობა კი 2016 წელს დასრულდება. 94 ათას კვმ-ზე განთავსებულ კომპლექსში 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ბათუმში შპს ,,GIMG” ახორციელებს.
მშენებლობის პროცესი დღეს ბათუმის მერიმა გიორგი ერმაკოვმა დაათვალიერა.
უმაღლესი საბჭოს წევრის ალეკო ჩიტიშვილის განმარტებით ეს იყო ფრაქციის რიგითი შეხვედრა პარტიის ლიდერთან და ბოლო დროს აჭარაში სამთავრობო სტრუტურებს შორის დაპირისპირებას არ უკავშირდებოდა. თუმცა ჩიტიშვილი არ უარყოფს, რომ საუბარი იმპიჩმენტის თემასაც შეეხო.
კითხვაზე როგორია პრემიერის დამოკიდებულება იმპიჩმენტის პროცედურის შესაძლო დაყენებასთან დაკავშირებით? – ჩიტიშვილმა უპასუხა, რომ „პრემიერის რეაქცია იყო არაერთგვაროვანი.“
„ პრემიერი გვთხოვს კარგად დავფიქრდეთ, პირადად მე ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება. ვნახოთ, მომავალი გვაჩვენებს. “
გაითვალისწინებს თუ არა პრემიერის რჩევას ალეკო ჩიტიშვილი იმპიჩმენტის პროცედურის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს მისივე თქმით ფრაქციის სხდომის შემდეგ გამოჩნდება.
„ სხდომის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.“ – უთხრა ალეკო ჩიტიშვილმა „ბათუმელებს“.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მურმან დუმბაძეც ესწრებოდა.
ჰაერში ტენის შემცველობა რაც უფრო მაღალია, შესაბამისად ტენიანობაც უფრო მაღალია. ტენიანობა დამახასიათებელია ბათუმში ან ფოთში ზღვის პირას. კოლხეთის დაბლობის გასწვრივ ყველაზე დაბალია ტენიანობა. ყველაზა დაბალია ასევე მშრალ ადგილებში, შირაქისა და ელდარის დაბლობებზე.
გარდა კლიმატური მდგომარეობისა, ტენიანობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე.
აგვისტოში ბათუმში, შუადღისას როცა ტემპერატურა მაღალია, ტენიანობა შესაბამისად დაბალია. ყველაზე უკეთესი, კომფორტული პირობები არის დილას და გვიან საღამოს. საუკეთესო კლიმატური პირობებია გამოქვაბულებში გულით დაავადებულებისთვის და მათთვის, ვისთვისაც ტენიანობა და წნევის ცვალებადობა საშიშია. ზოგიერთი ყარსული გამოქვაბული საგანგებოდ არის მოწყობილი დაავადებული ადამიანებისათვის.
საქართველოში ასეთი გამოქვაბულები არის ტყიბულისა და აფხაზეთის მიდამოებში. არის ასევე სათაფლიის გამოქვაბულები.
მაღალი ტემპერატურის დროს ტენიანობა მაღალია, თუ ტემპერატურა იწევს ისეტ ადგილებში, სადაც არის ჭაობი, საიდანაც ტენი დიდი რაოდენობით შედის ჰაერში.
როდესაც აჭარას დაემატება წყალსაცავები, რომლებიც ჰიდროპროექტების ფარგლებშია გათვალისწინებული, ეს კიდევ დაამძიმებს მდგომარეობას ტენიანობის თვალსაზრისით.
გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა 52 საქმეზე, 91 ადამიანის მიმართ. ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დადგა 49 საქმეზე, ხოლო გამოძიება შეწყდა 58 სისხლის სამართლის საქმეზე.
ამავე პერიოდში სააპელაციო სასამართლოებმა გააუქმეს გამამტყუნებელი განაჩენი და გამართლდა 14 პირი 11 სისხლის სამართლის საქმეზე. შეწყდა დევნა სამ საქმეზე. შეუმსუბუქდა სასჯელი 143 პირს, სულ გაუქმდა და შეიცვალა 194 სისხლის სამართლის საქმე.
რაც შეეხება საკასაციო ინსტანციის მოსამართლეებს – 7 თვის განმავლობაში მათ 2 სისხლის სამართლის საქმე გააუქმეს და გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლოში არც ერთ საქმეზე არ შეწყვეტილა დევნა. შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი 9 პირის მიმართ ექვს სისხლის სამართლის საქმეზე. სულ გაუქმდა და შეიცვალა გადაწყვეტილება 22 სისხლის სამართლის საქმეზე.
– ყურის დაავადებებთან დაკავშირებით გაცილებით მეტი პაციენტი მოგვმართავს ექიმებს ზაფხულში. ყურის ტკივილის სიმპტომი სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო მეტად აჭარაში ფიქსირდება. ეს ძირითადად გამოწვეულია ზღვის ფაქტორით. ყურში წყლის მოხვედრა, განსაკუთრებით კი ზღვის წყლის, ერთ-ერთი მაპროვოცირებელია ანთებითი პროცესის განვითარების. ზღვის წყალი არასოდეს არის ისე სუფთა, რომ მისი ყურში მოხვედრა არ იწვევდეს რაიმე გართულებას, ამიტომაც ზაფხულში, ზღვის სეზონზე, სხვა დაავადებებთან შედარებით პროცენტულად მეტია ყურის დაავადებების გამოვლენა.
თუკი ზამთარში ყურის მწვავე ანთება ხშირად ბავშვებს უვითარდება, ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანი ერთნაირად ჩივის ყურის ტკივილის გამო. ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ ბანაობის დროს გამოიყენონ ე. წ. ყურის საცობები, რომლებიც არსებობს სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი და იყიდება აფთიაქებში. ამით ავირიდებთ ზღვის წყლის მოხვედრას ყურში.
ასევე ყურის დაავადებები, ანთებითი პროცესის განვითარება შესაძლოა გამოიწვიოს ვენტილატორთან, კონდიციონერთან ჯდომამ და ორპირ ქარში მოხვედრამ.
ხშირია ასევე ყურის ე.წ. საწმენდი ჩხირების გამოყენების შედეგად განვითარებული ყურის ტკივილი. აღნიშნული ჩხირის გამოყენების შედეგად ღიზიანდება ყურის გარეთა აპკი, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს. მოსახლეობას ვურჩევ, ნუ გამოიყენებენ ყურის ჩხირებს, რადგან ამ დროს ხდება არასტერილური საშუალებით ყურის გამოწმენდა მაშინ, როცა მიკროსკოპული განაკაწრიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ინფექცია, მიკრობი ჩაჯდეს მასში და განვითარდეს ანთებითი პროცესი. და თუ მაინცადამაინც უნდა გამოვიყენოთ, შევარჩიოთ ისეთი ყურის ჩხირები, რომლის დიამეტრიც უფრო ფართო იქნება, ჩხირმა რომ ვერ შეაღწიოს ყურის შიგნით და მხოლოდ ყურის გარეთა ნაწილი ანუ ყურის შესავალი რომ გავწმინდოთ.
ყურს აქვს თვითგაწმენდის უნარი, იგი მოციმციმე წამწამების მეშვეობით გამოდევნის სიბინძურეს. ყურის ჩხირების გამოყენების შემთხვევაში კი, პირიქით ხდება _ ამ სიბინძურეს ვტენით შიგნით, რაც დაუშვებელია. მაგალითად, შესაძლებელია ყურში დაგროვილი იყოს გოგირდი, თუმცა არ იწვევდეს ყურის დაგუბებას, ჩხირების გამოყენების შემთხვევაში კი იგი შეგვაქვს უფრო ღრმად, რაც იწვევს როგორც დაგუბებას, ასევე ტკივილს.
თუმცა ყურის დაგუბების მიზეზი არამარტო ჩხირების ზემოქმედება იყოს, იგი შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა დაავადების, მაგალითად, სასმენი მილების დახშობის, გაციების დროს სუნთქვის გართულების შედეგად და ა.შ. ამდენად ყურის ტკივილი, ანუ ოტალგია შეიძლება არ იყოს საერთოდ ყურის დაავადებასთან კავშირში და გამოწვეული იყოს კბილების დაავადებით. პირის ღრუში წარმოშობილმა ნებისმიერმა ტკივილმა შეიძლება მოგვცეს ასევე გადაცემული ტკივილი ყურში. ან შესაძლოა ყელის ტკივილი გადადიოდეს ყურში, ან სამწვერა ნერვის, ან თუნდაც ოსტეოქონდროზის გამო ხერხემლიდან გადაეცემოდეს ტკივილი.
ნებისმიერ შემთხვევაში ყურის ტკივილი არის საყურადღებო. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. თვითნებურად ყურის რამე წვეთების მიღება არ არის რეკომენდებული. აფთიაქებში იყიდება ბევრი დასახელების ყურის წვეთები, რომლებიც უკუნაჩვენებია მაგალითად, ანთებითი პროცესის დროს, ამიტომ აუცილებლად უნდა შეფასდეს დაავადების მიმდინარეობა, სიმძიმე და ისე დაინიშნოს პრეპარატები.
ხშირია შემთხვევები, როდესაც, ვთქვათ, ბავშვებს ღამით შეაწუხებს ყურის ძლიერი ტკივილი, ამ შემთხვევაში მშობელმა ექიმთან მისვლამდე რაც შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ მისცეს ტკივილგამაყუჩებელი. შესაძლებელია ასევე თბილი საფენის დადებაც, რაც ტკივილის შეგრძნებას გარკვეულწილად მოხსნის. თუმცა ამით არ აღმოიფხვრება ყურის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზი. რაც შეიძლება მალე უნდა მივმართოთ ექიმს, რათა დავადგინოთ გამომწვევი მიზეზები და სწორად წარვმართოთ მკურნალობა. დაავადების მკურნალობა საწყის ეტაპზე გაცილებით იოლია და შედეგიც მალე დგება, დაგვიანების შემთხვევაში კი ხშირად რთულდება და შესაძლოა იქამდეც კი მივიდეთ, რომ საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
ბატონო ირაკლი, სამსახურის უფროსად დანიშვნამდე სად მუშაობდით?
დეველოპერული კომპანია „ორბი ჯგუფის“ თანამშრომელი ვიყავი, კონკრეტულად კი რემონტების კოორდინატორი. კერძო სექტორს თავისი ხიბლი აქვს, საჯარო სამსახურს კიდევ თავისი. მთავარია, სამშობლოს სიყვარული. მე საჯარო სამსახურშიც მაქვს ნამუშევარი, ადრე ამ სამსახურის თანამშრომელიც ვიყავი.
გიორგი ერმაკოვს იცნობდით და შეთავაზებაც მისგან მიიღეთ?
ბათუმი პატარაა და ალბათ ვინმეს რჩევაც იყო, მეც ვიცნობდი. მას 2010 წლიდან ვიცნობ.
რა გეგმები გაქვთ, გაყვებით უკვე შემუშავებული სტრატეგიას თუ არის რაიმე, რისი შეცვლაც გინდათ?
რა თქმა უნდა, გვაქვს ამბიცია, თუ გვიყვარს უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე. არის უბნები, რომლებსაც, შეიძლება ითქვას, რომ ახალი სიო არ დატყობია. ამ უბნებში არ შესულა თანამდეროვე არქიტექტურის ელემენტები. არის ჩემი ბავშვობის დროინდელი – ოთხმოციანი წლების ინფრატრუქტურა. უნდა დაველაპარაკოთ დეველოპერებს და მოსახლეობას, ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს პირობები ისე, რომ ქალაქის იერსახეზე ეს დადებითად აისახოს. როცა ორი მხარის სურვილები ემთხვევა, ეს იდალური შემთხვევაა.
რაც შეეხება იმ უბნებს, რომლებსაც „ახალი სიო“ შეეტყო, როგორ აფასებთ ახალ პროექტებს?
მე არა ვარ არქიტექტორი, მშენებელი ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი შეხედულებები. არქიტექტურა გემოვნების საკითხია. ეს არის გემოვნების კატეგორია, ზოგს მოსწონს, ზოგს – არა. ეიფელის კოშკიც არ მოსწონდათ, მაგრამ სიმბოლო გახდა, თავისუფლების ქანდაკებასაც ეწინააღმდეგებოდნენ. მთავარია, ჩვენ რასაც დავტოვებთ იყოს მოსაწონი. იდეალური ზეციურია ალბათ ყველაფერი. ვეცდებით, რომ გემოვნებით გამოგვივიდეს.
ბევრი აკრიტიკებს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას, ასევე ყოფილი ბანკის შენობას, რომელიც გადაკეთდა. თქვენ მოგწონთ ეს პროექტები?
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა მდებარეობს ბულვარის ტერიტორიაზე, რომელიც ძეგლია. მე მგონია, რომ საზოგადოებრივ სივრცეში, ტროტუარზე ისეთი გადმოსული შენობა ჩემთვის არ არის მისაღები. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კონტრასტული შენობა ბულვარში. ისე კი შორიდან მიმზიდველი და აღქმადი შენობაა და აქცენტს აკეთებს, მაგრამ ფუნქციურ დანიშნულებასაც მნიშვნელობა აქვს. თვითონ შენობა არქიტექტურულად ნორმალურია. ოღონდ შეიძლებოდა ის ყოფილიყო სხვა ტერიტორიაზე.
ბულვარში მშენებლობებზე თქვენი პოზიცია როგორია?
ბულვარი ძეგლია, ამიტომ მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ნებართვის გაცემის პრეროგატივაც მათ ფუნქციებშია. თუ ძეგლია, უნდა მოვუფრთხილდეთ მას. ბულვარში მშენებლობები ჩემთვის მიუღებელია.
რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ცოტა ხნის წინ ედავებოდა არასამთავრობო სეტორი მერიას ერთ-ერთ ძეგლთან დაკავშირებით, რომელზე დაშენებითაც ინვესტორი იყო დაინტერესებული. თქვენი მოსაზრება როგორია, ისინი უნდა შევინარჩუნოთ თუ არა იმ სახით, რა სახითაც ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს?
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძეგლები არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრეროგატივა.
თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს…
ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ თვითმმართველობა ამაში ვერ ჩაერევა.
თქვენი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი რა იქნება?
მერმაც ისაუბრა იმაზე, რომ მთავრი პრიორიტეტია მთლიანად ბათუმი და არამარტო ცენტრი. ამაში იგულისხმება შემოერთებული ტერიტორიებიც. სიახლე იქნება ის, რომ ვაპირებთ ელეტრონულ სისტემაზე გადასვლას. საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელს აღარ მოუწევს სამსახურში შემოსვლა, ყველაფერი იქნება ონლაინ რეჟიმში გამჭვირვალედ.
ღონისძიებები აგრეთვე მოიცავს ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ( WMTR) ინიციატივების პოპულარიზაციას,რომელსაც ახორციელებს International City/County Management Association (ICMA), CENN–თან ერთად აშშ–სსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით.
ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის მდგრადი ენერგომოხმარების უპირატესობები და პერსპექტივები, ენერგოდაზოგვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების უპირატესობები, მათ შორის, ენერგოეფექტური განათება, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შენობები, ნარჩენების მართვის გამართული სისტემების ჩამოყალიბება და ა.შ.
ცნობიერების ამაღლების კამპანიის ინიციატივას ასევე უერთდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/USAID პროექტი ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR).
დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამას ახორციელებს „ვინროკ ინტერნეიშენალ“ ჯორჯია. ამ პროექტის საშუალებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო/USAID მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტური და სუფთა ენერგიის ღინისძიებების გატარებით კლიმატის ცვლილებების შერბილების უზრუნველყოფას და ამასთან, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო მეტად პასუხისმგებლიან მართვასა და განვითარებას.
„ჩვენ არვართ წინააღმდეგი ჰესის მშენებლობობის, მაგრამ არა სოფლის სკოლის და საცხოვრებელი სახლების ნგრევის ხარჯზე“ – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
ადგილობრივივების განცხადებით სოფელში საცხოვრებელ სახლებს ბზარები უჩნდება. ხშირად მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიდან შუაღამითაც უწევთ სახლის დატოვება, რადგან როცა აფეთქებები მიმდინარეობს მშენებლები მათ სახლების დატოვებას ხმოვანი ზარით მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით სოფლის სკოლასთან გადაინაცვლეა.
აქციის მონაწილეების თქმით სკოლის შენობას ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სოფელში გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით აფეთქებები დაიწყო.
აქციაზე არ მისულან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აქცია დილის 12 საათზე დაიწყო და 2 საათს გაგრძელდა.
„ის ბათუმი, მე რომელსაც ვიღებდი, შეიცვალა. ალბათ, ახლა რომ პატარა ბავშვები არიან, ისინი როცა გაიზრდებიან, მათი ბათუმიც სხვა იქნება. შეიცვლება ქალაქი. ეს არც არის გასაკვირი. იცვლება დრო, ყველაფერი იცვლება. ჩემი ბათუმი კი მაინც ჩემი ბათუმია,“ _ ამბობს გიზო, რომელმაც ბათუმი ერთადერთხელ დატოვა, ორი წლით, როცა ჯარში გაიწვიეს. ისევ იმ სახლში ცხოვრობს, სადაც 63 წლის წინ დაიბადა. არც არსად წასვლას არ აპირებს _ „სხვა ქალაქში ვერასდროს ვიცხოვრებო“.
ფოტოგრაფობა მერვე კლასში, პიონერთა სასახლეში ფოტოგრაფიის წრეზე ისწავლა. 13 მანეთიანი „სმენას“ ფოტოაპარატით. არ ფიქრობდა პროფესიონალი ფოტოგრაფი თუ გახდებოდა, თუმცა გახდა. 1970-იანი წლების ბათუმში #1 ფოტო ატელიეს გამგეც იყო.
„მაშინ ბათუმში იყო ბევრი ფოტო ატელიე. ეს არ იყო მარტო ფოტოგრაფია და კომერციული მხარე. ეს იყო კულტურული ცენტრი. „პრივეტ იზ ბატუმა“ რომაა, მანდ იყო ყველაზე ძველი ფოტო ატელიე. საქართველოს მასშტაბით ჰქონდა სახელი განთქმული. კულტურა იყო ფოტოს გადაღების. საგულდაგულოდ ემზადებოდნენ ატელიეში მოსასვლელად. მოდიოდნენ ოჯახებით, მოდიოდნენ ბებიები, ბაბუები, შვილიშვილებთან ერთად. ადამიანები იყვნენ განათლებული ფოტოგრაფიაში. ვერ გაბედავდი და ვერ გადაიღებდი ცუდ სურათს. კლიენტი აუცილებლად მიხვდებოდა და არ მოისურვებდა სხვა დროს მოსვლას.
ახლა ყველა იღებს ფოტოს, ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ მარილის მოყრა აკლია. გამოსახულება შეიძლება კი არის, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. შინაარსობრივი დატვირთვა უნდა ჰქონდეს, კომპოზიციური უნდა იყოს. თითოეულ ფოტოგრაფს თავისი ხელწერა უნდა ჰქონდეს. უწინ ფოტოსურათს რომ შევხედავდით, ვიცოდით ვისი გადაღებული იყო. კალიგრაფია ჩანდა ფოტოგრაფის. დღეს წინ წავიდა ტექნიკა, მაგრამ სულიერება დაკარგა ფოტოგრაფიამ, არ იკითხება. ახლა იმის იმედად იღებენ, მერე კომპიუტერზე რომ გააკეთონ ყველაფერი… მთავარი პროცესი იყო გადაღების მომენტი. ფოტოგრაფი სულ სხვანაირად უდგებოდა. ეს ყველაფერი დაიკარგა. მშრალ ფოტოებს იღებენ ახლა. განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ არ არის განათება, არ არის ფოტოგრაფია. კარგი ფოტოგრაფი რეჟისორიც უნდა იყოს, ოპერატორიც, შემოქმედებითადაც უნდა აზროვნებდეს. ფოტოგრაფი წამის მემატიანეა,“ _ ამბობს გიზო ჩიგოგიძე.
ციფრული კამერა არ აქვს. ყოველთვის ფირზე იღებდა. არ მოსწონს ფერადი ფოტოგრაფია. ყველა მისი ფოტო შავ-თეთრია.
„ორი შვილიშვილი მყავს, დემეტრე და დამიანი. ორ თვეში გოგონა ველოდები. ეს არის ახლა ჩემი მთავარი სიმდიდრე. ფოტოგრაფიასაც თავი დამანებებინა და საერთოდ ყველაფერს. 63 წლის კაცი ვარ, იმას კი არ ვამბობ, რომ არ შემიძლია. მიმაჩნია, რომ ჯობია დროზე წახვიდე სცენიდან, ვიდრე საკუთარი ხელწერა გაიფუჭო. მე ვარ ყველაზე გმირი ბაბუა მსოფლიოში. დღეში საშუალოდ 15-20 კილომეტრს დავდივარ. ყოველდღე თუ ქარბუქი არაა _ დილით და საღამოს 5-6 საათი ვარ შვილიშვილებთან ერთად. ვასეირნებ ეტლით. მარტო მე მიჯერებენ. როცა ბავშვები დამყავს, 360 გრადუსით ვფლობ სიტუაციას რა ხდება ირგვლივ. იმისათვის, რომ გარანტირებული მქონდეს უსაფრთხოება“, _ ამბობს გიზო ჩიგოგიძე.
ყოველ ზაფხულს, როცა ტურისტული სეზონის პიკია, გიზოს თავისი ფოტოები გამოაქვს სარდაფიდან, ძირითადად გასული საუკუნი 80-90-იანი წლებში გადაღებული და ქუჩაში ღია გამოფენას აწყობს.
„ეს არის ჩემი უფასო გამოფენა, რომელსაც ვჩუქნი ქალაქს. არც ფულს ვითხოვ, არც არაფერს. ფოტო დაკნინდა ჩვენთან. ფოტოგრაფიის აღქმის კულტურა იმდენად დაბალი დონისაა, რომ ვცდილობ კულტურის რაღაც ელემენტები შევიტანო. მაგრამ ვერაფერი მოვაწონე ქართველებს. ძირითადად მაინც ტურისტების იმედზე ვარ. რუსი შეგაქებს, გერმანელი შეგაქებს, ჰოლანდიელი შეგაქებს, ქართველი ნაკლებად. ერთი ადამიანი მოვიდა, მეუბნება ვისი ნახატებიაო. მე ვუთხარი ნახატები არაა, ფოტოა-მეთქი. აა, ფოტოაო? გაუკვირდა. არ მესმის 21-ე საუკუნეში ასეთი ნიუანსები როგორ არ უნდა იცოდე.
4-5 წელია ვაკეთებ ამ გამოფენას. თუ გაიყიდება ხომ კარგი, თუ არადა ადამიანებს მაინც ვნახავ. ზოგიერთი საკუთარ თავს იცნობს, ზოგს რაღაც გაახსენდება და ვარ ასე. ისედაც, ვინმეს არ ეგონოს, რომ გიზო ჩიგოგიძე მოკვდა. ნახონ, რომ ცოცხალი ვარ. საგამოფენოდ ვიყენებ ამ ძველი შენობის ფასადს. ძველი ბათუმის არქიტექტურასთან შერწყმულია, ლამაზია. შენობაც გაცოცხლებულია, ჩემი ფოტოებიც გაცოცხლებულია, ბათუმსაც ვაცოცხლებ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია“.
ახალი ფრაქციის დარეგისტრირების შემდეგ ბათუმის საკრებულოში სულ ხუთი ფრაქცია იმუშავებს.
თვითმმართველობის შესახებ ახალი კოდექსით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში.
ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ, გაერთიანდნენ მხოლოდ ერთსა და იმავე ფრაქციაში. ასეთი ფრაქცია შეიძლება შექმნან ორი ან მეტი პარტიის წევრებმაც. საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს მხოლოდ ამ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში. არჩევნებში მონაწილე პარტიის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს ფრაქციაში მხოლოდ ამ პარტიის წევრებთან ერთად.
ფრაქციის შექმნის მსურველმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა უნდა შეიმუშავონ ფრაქციის პოლიტიკური წესდებას.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდან. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესები და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.
კანონმდებლობით ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე და დაუშვებელია ფრაქციებად გაერთიანება ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული ნიშნით.