ხელვაჩაურში მშენებარე „კირნათიჰესი“ დაიტბორა [ფოტო]

„ამწუთას ტექნიკა გაგვყავს. სამწუხაროდ ერთი ამწის გამოყვანა ვერ მოვახერხეთ. მიმდინარეობს სამუშაოები, სატუმბი საშუალებებით ვტუმბავთ წყალს,“- განუცხადეს „ბათუმელებს“ „აჭარ ენერჯი 2007“- ის პრესსამსახურში.

ასევე, მდინარე ჭოროხზე მშენებარე „ხელვაჩაური I“ -თან  მისასვლელი შიდა გზა ჩამოინგრა და მდინარემ წაიღო. „აჭარ ენერჯი 2007“ აცხადებენ, რომ ზარალი მხოლოდ კომპანიას მიადგა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

თამარის დასახლებაში ადიდებულმა მდინარემ სახლს საძირკველი გამოაცალა

ბენზეში ადიდებულმა მდინარემ სახლს საძირკველი გამოაცალა. ფოტო “ბათუმელებს” მოქალაქე როინ გორგაძემ მოაწოდა.

როინ გუნდაძის ფოტო

 

 

 

 

როინ გუნდაძის ფოტო

 

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

 

 „იქნებ ვინმე დაგვეხმაროს, სახლში მუხლამდე წყალია. ახლა წითელი ჯვირიდან იყვნენ ბიჭები და ნივთების გამოტანაში დამეხმარნენ, მაგრამ გარეთაც წყალია და სად უნდა შევინახოთ ეს ნივთები, ვეღარ მოვიფიქრე, დივანი დასველდა, მაცივარი დასველდა, იქნებ ვინმე მოვიდეს“, –  უთხრა „ბათუმელებს“ აკაკი არძენაძემ.

 

„ეს არის სამხედრო ბინები, ყველა ოთახში წყალია. წყალში ვდგავარ ახლა, ვედროთი ვერ გამოვიტანთ ამ წყალს, იქნებ დაგვეხმარონ.  აღარც ლები და აღარც დივანი მაქვს მშრალი“, –  უთხრა ლეილა ფასანიძემ „ ბათუმელებს.“ 

ყოროლისწყლის ადიდების გამო ორი ოჯახია ევაკუირებული

 

 

“ორივე ოჯახი უკვე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, გამგეობამ ბინა ვუქირავეთ, თითქმის იდენტური მდგომარეობა გვაქვს ჩაქვშიც, იქედანაც მოვახდინეთ მოქალაქეების ევაკუაცია. პრობლემა ეხება ისეთ ოჯახებს, რომლებიც თვითნებურად არიან ჩასახლებულები მდინარის პირას, მათ უკვე საშიშროება წლებია ემუქრებათ”, – აცხადებს გოგიტა დარჩია, მწვანე კონცხის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი. 

 

კითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე სხვა ოჯახებს, იგი ამბობს, რომ  წინა  წვიმის დროს ის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლის მდებარეობა საფრთხის შემცველად მიიჩნიეს, გეოლოგებმა შეისწავლეს და დასკვნის საფუძველზე მათ საფრთხე არ ემუქრება.

მდნარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. 

სპეცტექნიკა ზღვის პირას – სტიქია აჭარაში [ფოტო/ვიდეო]

შეგახსენებთ, რომ აჭარაში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. შტაბი იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში. საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირებისათვის მობილიზებულია, როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს შესაბამისი სამსახურები, მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 112.


სტიქია აჭარაში
სტიქია აჭარაში

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჩაქვისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა

 

24 სექტემბერს, დღის პირველი საათისათვის სამაშველო სამსახურს 50-ზე მეტი გამოძახება ჰქონდა. მამუკა თურმანიძის თქმით, გამოძახებების ერთ ნაწილზე სამაშველო სამსახურს რეაგირება ჰქონდა, თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსახლეობის დახმარება ვერ შეძლეს: „აზრი არა აქვს, სანამ არ ჩადგება წვიმა. წყალი რომ ამოვტუმბოთ, ეს წყალი ხომ უნდა გავიდეს სადმე, ადგილი არ არის წყლის გასასვლელი, ისეთი მდგომარეობაა“.

 

სამაშველო სამსახურს მოქალაქეები ბათუმში ძირითადად  ჭაობში, ბონი-გოროდოკში, ფარეხისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იძახებენ.  

 

მამუკა თურმანიძის თქმით, სამაშველო სამსახურს დახმარებისათვის მიმართეს ხელვაჩაურიდანაც. „რთული მდგომარეობაა ოცნების ქალაქის (ეკომიგრანტების დასახლება) ტერიტორიაზე, რომელიც გზიდან დაბალზეა, იქ ზაფხულშიც დგება წყალი. გამოძახება იყო და წასულია ჯგუფი, მაგრამ ვიცით წინასწარ, რომ იქ ვერაფერს ვერ ვიზამთ.“

 

ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ნაპირას. ადგილზე სამაშველო ჯგუფი იმყოფება.  

 

მამუკა თურმანიძის თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში 150-მდე მაშველია მობილიზებული, თუმცა სამაშველო სამსახური რეზერვის დამატებას ელოდება, რის შემდეგაც აჭარაში 200-ზე მეტი მაშველი იმუშავებს უამინდობის პირობებში.   

 

 

ვაკანსიები მასწავლებლებისთვის

 

პროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ინგლისური ენის, ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და  ბიოლოგიის  მასწავლებლების ვაკანსიების შევსება.  

 

პედაგოგები შეირჩევიან კონკურსის წესით  და დასაქმდებიან  ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში. ამ ეტაპზე აჭარის განათლების სამინისტროში მიმდინარეობს საბუთების მიღება.

 

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ორეტაპიანი კონკურსი, რომელიც შედგება წერითი და ზეპირი გამოცდისაგან. კონკურსში გამარჯვებულები დასაქმდებიან მინიმუმ ერთი სასწავლო წლის ვადით. გარდა სახელფასო ანაზღაურებისა, გამარჯვებული კონკურსანტები დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

 

დასაქმებულები იმუშავებენ შემდეგი პირობებით: ხელფასი 600-დან 700 ლარის ოდენობით; საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაზღვევა; პროფესიული გადამზადების კურსები; უფასო სახელმძღვანელოები; კორპორატიული მობილური კავშირი; სამინისტროს ღონისძიებებში ჩართვა.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია: განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე; დიპლომის ასლი (ბაკალავრი/მაგისტრი); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განაცხადის ფორმის შევსებული ვარიანტის წარმოდგენა.

 

მასწავლებლობის მსურველთა საბუთების მიღება წარმოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ.  ბათუმი, ლ.გუდიაშვილის ქ. №4. და ასევე ადგილობრივ რესურსცენტრებში. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: ტელ: 422 24 53 78 , 577  29 99 98

 

 

 

 

ლიტერატურული მარათონი მოსწავლეებისათვის

კონკურსს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის – „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ფარგლებში ატარებს.

კონკურსის პირველი (შესარჩევი) ტური ჩატარდება 2014 წლის 27 სექტემბერს პირველი კატეგორიის მოსწავლეთათვის (VII – IX კლასი) და 2014 წლის 28 სექტემბერს (X – XII კლასი) მეორე კატეგორიის მოსწავლეებისათვის. ორივე კატეგორიისათვის მარათონი დაიწყება დღის 12 საათზე და დასრულდება 15 საათზე.

ლიტერატურული მარათონის პირველი (შესარჩევი) ტური ჩატარდება ელექტრონული ფორმით სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით. კომპიუტერის გამოყენება მონაწილეს შეეძლება ნებისმიერი ადგილიდან (სახლი, სკოლა). პირველი ტურის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია სკოლა და შესაბამისი რესურსცენტრი. 
 
 
მარათონის მიზანი ინტელექტუალური შეჯიბრის საშუალებით მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მარათონში მონაწილეობისათვის ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებების 2354 მოსწავლე დარეგისტრირდა.

პოლონელების დახმარებით აჭარაში ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორია შეიქმნება

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ერთიანი საინვესტიციო პორტალის შექმნა, რომლის მიზანია სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების აგრეგაცია. ეს იქნება აჭარის ობსერვატორიის ვებგვერდი, რომელიც აგროვებს და წარმოადგენს მონაცემებს, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის მართვის თვალსაზრისით, ისევე ცენტრალური თვითმართველობის დონეზე.

გარდა აღნიშნულისა, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული “Polish Aid 2014”-ის კონკურსში გამარჯვების შედეგად მოპოვებული გრანტის საფუძველზე, აჭარისა და მალოპოლსკას რეგიონებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მეწარმეობისა და შრომის ბაზრის მხარდაჭერის პროექტი 2014-2015 წლებში განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს აჭარის დასაქმების ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნას. ასევე დასაქმების ბაზრისა და მეწარმეობის ხელშეწყობის სისტემის გენერალური გეგმის მომზადებას. პროექტის განხორციელებაში ჩართულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მალოპოლსკას რეგიონის მარშალის ოფისი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ბათუმის დასაქმების სააგენტო.

პროქტის ფარგლებში მოხდება აჭარაში ეკონომიკური ცვლილებების პროგნოზირებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მოდელის შემუშავება; მომზადდება გზამკვლევი აჭარაში მეწარმეობისა და დასაქმების ბაზრის სისტემის ხელშეწყობის მექანიზმებისა და პროცესების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. შემუშავდება წინადადებები თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის ტრანსფერი სამინისტროებიდან და საჯარო ინსტიტუციებიდან ობსერვატორიაში.

აჭარაში ქარმა ხეები წააქცია

მოძრაობა ასევე აღდგენილია ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე და ხელვაჩაურში. 

მამუკა თურმანიძის განმარტებით, 5-ბალიანი შტორმი ბათუმში უკვე დაფიქსირდა. ზღვის სანაპიროზე არსებულ კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გაედინება, მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც წყლის მომატების შემთხვევაში კოლექტორების გაწმენდას უზრუნველყოფს. 

მოსალოდნელი სტიქიის გამო აჭარაში საგანგებო შტაბი შეიქმნა

ბათუმში შტორმს ელოდებიან

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობაში, საგანგებო შტაბის წევრებმა განუცხადეს.

 

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე. შტაბი იმუშავებს 24-საათიან რეჟიმში. საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირებისათვის მობილიზებულია, როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს შესაბამისი სამსახურები, მათ შორის: შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, აჭარის მთავრობა,  ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები.


საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 112.

მოქალაქეებს მოუწოდებენ არ გავიდნენ სანაპიროზე და მსუბუქი ავტომანქანებით მოერიდნონ  წყლით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას;

 

აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ხუსეინ სირაბიძემ “ბათუმელებთან” საუბრისას განმარტა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო და სამაშველო სამსახურები სრული შემადგენლობით იმუშავებენ.

 

გარდა ამისა შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი ერთეული მძიმე ტექნიკა და ეკიპაჟი თბილისიდან უკვე ბათუმში ჩამოვიდნენ.

 

ბათუმი ხუთ ნაწილდაა დაყოფილი და სამაშველოსა და სახანძროს სამსახურები ყველა უბანში გადანაწილდნენ.

შტაბის წევრების შეხვედრა უკვე დასრულებულია, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ბრიგადები აჭარის სხვადასხვა მუნციპალიტეტებში გადანაწილდებიან.

 

 

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ”ნონა” ევროპის ჩემპიონი გახდა

 

„ნონა” სპეციალურად წლევანდელი ევროპის ჩემპიონატისთვის ჩამოყალიბდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ ბათუმის მერიის დახმარებით. ესპანეთის ქალაქ ბილბაოში კლუბი ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

გიორგი ჭანტურია – დამფუძნებელი;

მარიკა ჯაფარიძე – კაპიტანი;

ხვიჩა სუპატაშვილი – მთავარი მწვრთნელი;

დავით ჯოჯუა – მწვრთნელი;

მოთამაშეები:

ნანა ძაგნიძე,

ბელა ხოტენაშვილი,

სალომე მელია,

ნინო ბაციაშვილი

მირანდა მიქაძე.

 

მირანდა მიქაძე, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია ბათუმიდან არიან.

„ნონამ” პირველივე ტურში დაამარცხა ბოლო წლების ტრიუმფატორი „მონტე კარლო”, შემდეგ სხვა მეტოქეებსაც სძლია, მეექვსე ტურში ისრაელის „რიშონ ლე-ციონი” გაანდგურა – 4:0, უკანასკნელ, მეშვიდე ტურში კი მეორე ადგილზე მყოფ მოსკოვის „ნაშე ნასლეძიეს” 2:1 მოუგო.

დაფების მიხედვით მცირე მედლები მოიპოვეს ნანა ძაგნიძემ (I დაფა, ვერცხლი), სალომე მელიამ (III დაფა, ვერცხლი) და ნინო ბაციაშვილმა (IV დაფა, ბრინჯაო).

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი 1996 წლიდან ტარდება. იმ წელს გოგონთა შორის თბილისის „მერანმა” ჩემპიონის ტიტული ბელგრადის „აგროუნივერსალთან” გაიყო, 2004-2005 წლებში კი უძლიერესის სახელი დედაქალაქის ნტნ-მა მოიპოვა.

ვაჟთა შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონის ტიტული აზერბაიჯანის „სოკარმა” დაიბრუნა.

 

 

ფოტოები: europeanchessclubcup2014.com-დან

 

შს სამინისტრომ აჭარაში ოპერატიული შტაბი შექმნა

ინფორმაციას ოპერატიული შტაბის შექმნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომელშიც შედიან შს სამინისტროს სხავადასხვა ქვედანაყოფის და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

 

დღეს გაიმართა შტაბის სხდომა, რომელზეც განიხილეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობა. ოპერატიული შტაბი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან. 24-25 სექტემბერს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, ყველა უწყებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
 
 
შტაბის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ ბათუმის დატბორვის შემთხვევაში, 7 უბანზე დაწესდეს სპეციალური მონიტორინგი, რათა ვითარების გაუარესების დროს ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.

ჯანდაცვის მინისტრი:სსმ ადამიანებს მუშაობის პირობები უნდა შევუქმნათ

 

ნუგზარ სურმანიძე

“ჩვენ უნდა დავასაქმოთ სსმ პირები, უნდა შევხვდეთ მათ, მოვისმინოთ მათი პრობლემები. მე როცა მოვინდომე მათი დასაქმება, ინფრასტრუქტურის პრობლემას გადავაწყდი, სამინისტროში მათი შესაბამისი სანიტარული კვანძები არ გვაქვს”, – განმარტა ნუგზარ სურმანიძემ მთავრობის სხდომაზე.

 

აჭარის განათლების მინისტრმა თქვა, რომ ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურას ახლა სწორედ სსმ მოსწავლეებისთვის აკეთებენ. 

აჭარის მთავრობაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა

ვინ უხელმძღვანელებს ამ დეპარტამენტს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მთავრობის ამ დეპარტანემტში ოთხი ადამიანი დასაქმდება და როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განმარტა, დეპარტამენტის უფროსი პროფესიით ეკონომისტი იქნება. 

 

მთავრობის  თავმჯდომარის განმარტებით, ამ დეპარტამენტის მთავარი ფუნქცია ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულობით მუშაობა იქნება.

 

ამის პარალელურად მთავრობაში ეკონომიკური განვითარების საბჭო  შეიქმნა. საბჭოს წევრები მინისტრები არიან, თავმჯდოარეობას კი არჩილ ხაბაძე გაუწევს. კომისიაშია მოიწვევენ სპეციალისტებს (5-6 ადამიანს), რომლებიც ასევე სხვადასხვა ინიციატივაზე იმუშავებენ.

 

 

 მთავრობის წევრებს არა, მაგრამ მოწვეულ სპეციალისტებს შტატგარეშე ხელშეკრულებას გაუფორმებენ და სარგოსაც მისცემენ.

ხაბაძე:ბათუმში ახალი საავადმყოფო და სტადიონი აშენდება

 

აჭარის მთავრობის სხდომა

სტადიონისა და საავადმყოფოს პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი წელს დაიხარჯება. აქედან სამასი ათასი ლარი  საავადმყოფოს პროექტის შესაძენას, დანარჩენი კი სტადიონის პროექტის მომზადებას მოხმარდება.

 

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ახალი საავადმყოფო ბათუმში იქ აშენდება, სადაც  ახლა რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებს. რაც შეეხება სტადიონს, არჩილ ხაბაძის განმარტებით, ის ლეონიძის ქუჩაზე, ელექტრო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 8-9 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენდება.

 

სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობისთვის თანხა 2015 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

აჭარის მთავრობა მანქანებს ყიდულობს

 

“ბიუჯეტიდან სულ 120 ათასი ლარით ჩვენ შევიძენთ ოთხ ავტომანქანას. უმაღლესმა საბჭოსმ ეს იდეა მოიწონა. მანქანებით აპარატის თანამშრომლები ისარგებელებენ, ტენდერი უკვე გამოცხადებულია”, – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აჭარის მთავრობის მანქანით ბათუმის სკარებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გადაადგილდება, ხაბაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა ავარიულ მდგომარეობაშია და მანამ, ვიდრე მას სადაზღვეო კომპანია შეაკეთებს, ჭეიშვილი მთავრობის მანქანით ისარგებლებს, საკრებულოს ავტომანქანის შეკეთების შემდეგ კი მთავრობას მისი კუთვნილი მანქანა დაუბრუნდება.

4 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – აჭარის ძალოსნების წარმატება საქართველოს პირველობაზე

 

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში 2014

 

პირველი ადილზე გავიდნენ ზაზა ფუტკარაძე (56 კგ), რამინ შამილიშვილი (62 კგ), გია მაჭავარიანი (105) და ირაკლი თურმანიძე (+105 კგ).

56 კგ წონით კატეგორია

I ადგილი – ზაზა ფუტკარაძე

II ადგილი – ზვიად ფუტკარაძე

III ადგილი – ხვიჩა ჯინჭარაძე

 

62 კგ წონით კატეგორია

I ადგილი – რამინ შამილიშვილი

II ადგილი – ვაჟა ქავთარაძე

 

105 კგ წონით კატეგორია

I ადგილი – გია მაჭავარიანი

 

+105 კგ წონით კატეგორია

I ადგილი – ირაკლი თურმანიძე

II ადგილი – ალბერტი კუზილოვი

III ადგილი – ბაქარ თურმანიძე

 

ჩამოყალიბდა საქართველოს ნაკრები. აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის აბესალომ ბასილიას ინფორმაციით საქართველოს ძალოსნობის ნაკრები 18  ნოემბერს ყაზახეთში (ალმაატაში) გაემგზავრება მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატზე. მათ შორის აჭარიდან იქნებიან ირაკლი თურმანიძე (29 წლის), რამინ შამილიშვილი (19 წლის), გია მაჭავარიანი (28 წლის) და ალბერტ კუზილოვი (28 წლის).

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ძალოსნობაში დუშეთში რვა წონით კატეგორიაში – 56; 62; 69; 77; 85; 94; 105; +105 – ჩატარდა და 60 სპორტსმენი მონაწილეობდა.

 

ირაკლი თურმანიძეს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

 

ძალოსნობის საქართველოს ჩემპიონატის 2014 წლის სრული შედეგი:

56კგ
1.ზაზა ფუტკარაძე (აჭარა) – 200 (90+110)კგ

2.ზვიად ფუტკარაძე (აჭარა) – 190 (85+105)კგ
3.ხვიჩა ჯინჭარაძე (აჭარა) – 163 (71+92)კგ

62კგ
1.რამინ შამილიშვილი (აჭარა) – 266 (121+145)კგ

2.გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) – 234 (104+125)კგ
3.ბექა ბერუაშვილი (თბილისი) – 199 (89+110)კგ

69კგ
1.თორნიკე თოდაძე (საჩხერე) – 283 (130+153)კგ

2.ვაჟა ქავთარაძე (აჭარა) – 263 (116+147)კგ
3.გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) – 262 (117+145)კგ

77კგ
1.გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) – 330 (152+178)კგ

2.ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე) – 312 (145+167)კგ
3.რევაზ დავითაძე (თბილისი) – 273 (128+145)კგ

85კგ
1.დავით ხარატაშვილი (აფხაზეთი) – 321 (141+180)კგ

2.ზურიკო თავაძე (ქუთაისი) – 292 (135+157)კგ
3.ირაკლი ჯალაღონია (ზუგდიდი) – 259 (114+145)კგ

94კგ
1.ნიკა ნანაძე (თბილისი) – 337 (152+185)კგ

2.ნიკა წიკლაური (თბილისი) – 336 (155+183)კგ
3.ლონგინოზ ბრეგვაძე (საჩხერე) – 328 (148+180)კგ

105კგ
1.გიორგი მაჭავარიანი (აჭარა) – 363 (170+193)კგ

2.გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) – 343 (155+188)კგ
3.დავით ხეცურიანი (ქუთაისი) – 338 (150+188)კგ

+105კგ
1.ირაკლი თურმანიძე (აჭარა) – 408 (188+225)კგ

2.ალბერტ კუზილოვი (აჭარა) – 380 (170+210)კგ
3.ბაქარ თურმანიძე (აჭარა) – 287 (130+152)კგ

გუნდური პირველობა
1.აჭარა – 205 ქულა

2.საჩხერე – 173 ქულა
3.თბილისი – 172 ქულა

 

ირაკლი თურმანიძე

 

 

მარცხნიდან ალბერტ კუზილოვი ირაკლი თურმანიძე და ბაქარ თურმანიძე

ბათუმში იხსნება გიორგი ასკურავას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი

სწავლა წარმოებს სინქრონულ თარგმანზე დამყარებული მეთოდით:

 

  • ენის შესწავლას ყველა დონეზე უმოკლეს ვადებში;

  • მომზადება საერთაშორისო ტესტებისთვის: TOEFL, GMT, IELTS, SAT და სხვა;

  • მომზადება სინქრონული და თანამიმდევრული თარგმნისთვის დასაქმების შემდგომი პერსპრქტივით.

გაიცემა შესაბამისი დონის სერთიფიკატი როგორც თარჯიმნებისთვის, ასევე ინგლისური ენის კურსდამთავრებულთათვის.

ცენტრის ხელმძღვანელია თარჯიმან-სინქრონისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ინგლისური ენის ცნობილი პედაგოგი გოგა ასკურავა.


დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ელ ფოსტა: gogaaskurava@yahoo.com  

ან დაგვირეკოთ:  599 10 28 58, 555 94 01 11,   59311 06 36, 558 26 03 03

გიორგი ასკურავას  ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი
გიორგი ასკურავას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი

ამაღამ ბათუმში შტორმს ელოდებიან, სტიქიის ზონაში მცხოვრები ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს

 

წვის დროს აჭარაში სახლები და ქუჩები დაიტბორა

სტიქიის ზონაში მცხოვრები რვა ოჯახი კი სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით დროებით სხვა მისამართზე გადაიყვანეს.დროებით საცხოვრებელი სტიქიის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს მთავრობამ გამოუნახა. 

შესაძლოა დღის ბოლოს კიდევ 15 ოჯახის ევაკუაცია მოხდეს,  ხელვაჩაურსა და ქობულეთში მცხოვრები იმ ოჯახების, რომელბმაც განცხადებით მიმართა მთავრობას და შესაძლოა მათი შინ   დარჩენა რისკებთან იყოს დაკავშირებული. 

  

მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით,  სტიქიის ზონაში მდგომარეობა სტაბილურია და ექვემდებარება კონტროლს. სპეციალური ტექნიკა საღამოსთვის სტიქიის კერებში გადანაწილდება.

 

იმუშავებს ცხელი ხაზი ტელეფონის ნომერზე: 27 20 01

ასევე შექმნილია სარისკო ტერიტორიებზე მომუშავე ოპერატიული რეაგირების ჯგუფები.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  გეოლოგები მუშაობენ ქობულეთსა და ხელვაჩაურში და მუნიციპალიტეტებს გადაეგზავნებათ რეკომენდაციები.

 

რისკის ზონაში ამ წუთებში 15 ოჯახი რჩება, დამატებითი დეტალები, კიდევ რამდენ ოჯახს მოუწევს სახლების დატოვება დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

 

 გადაუღებელი წვიმის გამო ბათუმში რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.

ვინ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე – მშობლები, პოლიცია თუ ჩვენი მძღოლი მარადი?!


ირმა დიმიტრაძე
ირმა დიმიტრაძე

უპირველეს ყოვლისა, განვახორციელე უმნიშვნელოვანესი ზარი მასპინძელთან – ბიძიასთან, რა თქმა უნდა, ვახარე ჩემი სტუმრობის შესახებ და მისგანაც სასურველი პასუხი მოვისმინე: ოო, გელით, გაშლილი ხელით, ახლა გადავრეკავ, გავარკვევ ვინ არის მძღოლი და სულ წინა ადგილს დაგიკავებო; ამან გამამხნევა და დამარწმუნა, რომ მოგზაურობაც ერთობ კომფორტული იქნებოდა. მითხრა დღეს “რეისში” ჩვენი მძღოლი მარადია, კარგი მძღოლია ორსაათნახევარ-სამსაათში აქ იქნებით, სულ წინ ერთი ადგილი შენიაო.

 

 

ზუსტად ოთხის ნახევარზე ავტოსადგურში გავჩნდი. ჩვენი მძღოლი მარადიც გავიცანი, ახალგაზრდა ბიჭი, ასე 30 წლამდე ასაკის, თავზე სათვალე ეკეთა და ხელში გასაღებს ათამაშებდა, კარგ გუნებაზე იდგა. მოწიწებით გამიღო კარი და მითხრა, არ არის პრობლემა, დარეკილია და ეს შენი ადგილიაო. მეც სიამოვნებით დავიკავე ჩემი კუთვნილი, წინასწარ “დაჯავშნილი” ადგილი.

 

 

თანდათან ჩვენი სამარშრუტო ტაქსი ხალხითა და ტვირთით ივსებოდა, არ ვიცი ადგილს სად პოულობდა მარადი, მაგრამ ჩემი გათვლით ტრაილერისთვის გათვლილი რაოდენობის ტვირთს ნელ-ნელა ათავსებდა დაახლოებით 18 მგზავრზე გათვლილ “მარშუტკაში”. ჩემ უკან ქალბატონები ისხდნენ, რომლებმაც უკვე ხმამაღალი პროტესტი გამოხატეს სამკაციან სავარძელზე მეოთხე, ჩვილბავშვიანი ქალბატონის დასმაზე, მაგრამ მოხერხებულმა მძღოლმა, მარადიმ, შეძლო და ამ ქალბატონისა და მისი პატარასთვისაც გამოენახა “ადგილი”… ჩემ გვერდით! ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ჯერ მძღოლს შევხედე, შემდეგ ქალბატონს, და ვიკითხე, ბავშვიანად წინ უნდა დამჯდარიყო თუ არა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ხმა ვეღარ ამოვიღე, ბავშვის დედაც და მძღოლიც ერთ აზრზე იყვნენ, გულში გავიფიქრე, გავალთ გზაზე და პატრული დაგვაჯარიმებს-მეთქი.

 

 

დავსხედით, ღვედის შეკვრა ვცადე, მაგრამ ან მე ვერ მოვერიე, ან ღვედი უბრალოდ არ იკვრებოდა. არც მძღოლს შეუკრავს ღვედი. ამ დროს ოთხი საათიც გახდა და ნელ-ნელა დავტოვეთ ავტოსადგური, თუმცა მძღოლმა მალევე შემოაბრუნა მანქანა და იქვე, ავტოსადგურის უკანა მხარეს, პუშკინის ქუჩის ჩასახვევზე მყოფ მაღაზიასთან გააჩერა.

 

 

აქ ჩემ გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, ჩვენს “მარშუტკას” თურმე კიდევ შეეძლო ტვირთის დამატება, მოხერხებულმა მძღოლმა სახურავზე 30-ზე მეტი თუნუქის სახურავის ფირფიტა დაამაგრა და კიდევ რამდენიმე ადგილზე გაჩერდა, ქალაქიდან ოთხ საათზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ უკვე 5 საათი იყო და ჩვენ ჯერ კიდევ ხელვაჩაურის გზაზე ვიდექით და მგზავრს ველოდებოდით.

 

 

ქალაქიდან ექვსის ნახევარზე გავედით, გზად არც ერთ საპატრულო მანქანას არ გავუჩერებივართ.

 

 

ჰოდა აქ მოხდა ის, რაც არასდროს დამავიწყდება, მანქანა გაჩერდა, მძღოლი ჩამოვიდა, ჩვენი კარი გააღო და …. “შენ აქეთ მოჯექი, ეს ჩემსკენ მიჯდება და ის ქალი უნდა დავსვათ აქ, ბავშვი ავად ჰყავს”, – მიმართა ჩემ გვერდით მჯდომ ბავშვიან ქალბატონს, კარი გამიღო, მითხრა ჩამოდიო, გაოცებული ვეკითხებოდი, კი, მაგრამ სად უნდა დავჯდე-მეთქი, ის კი მპასუხობდა, აქეთ, აქეთო და საჭის მხარეს კართან მიმიყვანა. ენა ჩამივარდა, დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მეთქვა, მოხერხებულმა მარადიმ კი მისი სავარძლიდან თხელი, ბალიშისმაგვარი ნივთი აიღო, მძღოლი სავარძელსა და მგზავრების სავარძლებს შორის არსებულ ადგილზე დადო და მიმითითა დავმჯდარიყავი, მგონი რაღაცას ვბურდღუნებდი, მაგრამ წინააღმდეგობა მაინც ვერ გავუწიე, შუა გზიდან სად წავიდოდი, უკან დაჯდომის შანსი კი არ არსებობდა. მოკლედ “დავჯექი”, ჩემს ადგილზე კი მეორე, ასევე ჩვილბავშვიანი ქალბატონი დაჯდა. მძღოლმა მანუგეშა, ეგ ფეხი ცოტა მიწიე და მე არ მიშლი ხელსო… ყოველ ჯერზე სიჩქარის გადართვას მტკივნეულად ვგრძნობდი ფეხზე, ბავშვებიანი ქალბატონები კი მგონი დისკომფორტს სულ არ განიცდიდნენ. ჩემ გვერდით მჯდომი ქალბატონის შვილი განსაკუთრებით ცელქი აღმოჩნდა, ქალბატონი კი არ ერიდებოდა ჩემს მხარზე წამოწოლას, რათა მეორე ქალბატონისთვის სახეში ეყურებინა და ისე ესაუბრა მასთან. უკმაყოფილება ალბათ ჩემს სახეზე ამოიკითხეს და მკითხეს, როგორ ხარო. ვუპასუხე ნახევრად ვარ და ალბათ ნახევარი ბილეთი მიწევს-მეთქი, მარადიც ღიმილით დამეთანხმა.

 

 

მთელი გზა ხმა არ ამომიღია, არ მთხოვოთ აღვწერო ის წვალება და ფიზიკური ტკივილი, რაც 5 საათის განმავლობაში გამოვიარე… დიახ, 5 საათი დაგვჭირდა, ბათუმის ავტოსადგურიდან ჩვენი სოფლის გაჩერებამდე რომ მივსულიყავით. არა და, როგორც აღვნიშნე, წესით, მაქსიმუმ სამი საათი უნდა დაგვჭირვებოდა.

 

 

მძღოლმა მთელი ბილეთის ფასი გამომართვა და შენიშვნაც არ მიიღო, რომ ვუთხარი, ტვირთივით მამგზავრე და ორი პატარა ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდე, ამის შემდეგ მეცოდინება, ვისი ტრანსპორტით უნდა ვიმგზავრო-მეთქი. მთელი გზა არ მშორდებოდა იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე წლის წინ ჩემი ახლობლების ოჯახში ოთხიოდე თვის ბავშვი დაიღუპა, იმიტომ, რომ დედასთან ერთად წინა სავარძელზე ისხდნენ და არც ისე მძიმე ავტოავარიაში მოყვნენ. ეს ამბავი კი სწორედ ჩვენი სოფლიდან მიმავალ გზაზე მოხდა. არ მავიწყდებოდა სტატისტიკური მონაცემები მსგავსი შემთხვევების დროს დაღუპულ ბავშვებზე და მთელი გზა ვლოცულობდი, ან პატრულს გავეჩერებინეთ, ან სასწაულებრივად გადავრჩენილიყავით. ამ ორ პატარას საფრთხეში ვაგდებით ყველა, უპირველესად მათი მშობლები, მძღოლი და ჩვენი სამართალდამცავები, რომლებიც ამხელა გზაზე ერთხელაც არ შეგვხვედრიან.

 

 

მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს: ვინ ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე – მშობლები, პოლიცია თუ ჩვენი მძღოლი მარადი?!

 

P.S.  ამ წერილს სოფელში ვწერ. ვეძებ კარგ მძღოლს, რომ უკან წამომიყვანოს.

 

აჭარის მთავრობაში სტიქიის დროს შექმნილი შტაბის სხდომა მიმდინარეობს

 

თათბირი აჭარის მთავრობაში

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს ესწრება. ის სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებს.

 

აჭარაში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენებისა და მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას დღევანდელი თათბირის დამთავრებისთანავე გაავრცელებს.

 

21 სექტემბერს, აჭარის რეგიონში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები. 

აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს 6 წლით, აბაშიძის დაცვის უფროსს კი – 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

 

დავით ხალვაშის სასამართლო პროცესი
დავით ხალვაშის სასამართლო პროცესი / ფოტო ”ბათუმელების” არქივიდან

 

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დავით ხალვაშს მეტსახელად „ქელფეთას“ 2 წლით, შვიდი თვითა და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა. დავით ხალვაში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი იყო. სახელმწიფო მას და სოსო (იოსებ) გოგიტიძეს, ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრს, ბრალს სდებდა მასობრივი არეულობასა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფის ფორმირებაში.

 

სასამართლო პროცესი ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მოსამართლე დავით მამისეიშვილი უძღვებოდა.

 

დავით ხალვაშის ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი ამბობოს, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

 

სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა იოსებ გოგიტიძე. ის ძებნილია და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.

 

იოსებ გოგიტიძის ადვოკატი ირაკლი პირველი განამარტავს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ მისი დაკავების ან ნებაყოფლობით გამოცხადების შემთხვევაშია შესაძლებელი.

 

იოსებ გოგიტიძე ასლან აბაშიძის ცოლის ძმმა და მის მიმართ, ისე როგორც დავით ხალვაშისა და თავად ასლან აბაშიძის წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა 2004 წლის 6 მაისის ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო. 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, ქალაქში ყველა კოლექტორი გამართულად ფუნქციონირებს

 

 

 

 

„პრობლემა შექმნა ქალაქის გარეუბნებმა, ბონი-გოროდის და თამარის დასახლებებში წარმოქმნილმა პრობლემებმა  ქალაქში იჩინა თავი.  ე.წ ჭაობის დასახლება კი ფერიის მთიდან  წამოსულმა ნიაღვარმა დატბორა.  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მესამე ფაზის განხორციელება  15-20 ოქტომბერს დაიწყება, შესაბამისად, მომავალი წლისთვის ბათუმში მსგავსი პრობლემები აღარ უნდა გვქონდეს“. 

 

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, ქალაქში ყველა კოლექტორი არის მზა მდგომარეობაში და ფუნქციონირებს: ერთადერთი რაც იყო, წყლის სისტემასთან დაკავშირებით, მეჯინისწყლის აუზების ნაწილში  ტრანსფორმატორი გადაიწვა და  ქალაქის ნაწილს წყლის მოწოდება შეუწყდა. ტრანსფორმატორი უკვე აღდგენილია და მოსახლეობასაც წყალი მიეწოდება. კომისია მოქმედებს და ნებისმიერი მოქმედება არის შეთანხმებული პრემიერთან“.

 

 

რაც შეეხება კომპენსაციების ნაწილს, მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მეწყერის შედეგებს ოთხი გეოლოგი სწავლოსბ: „რაც შეეხება დატბორვის შედეგად მიყენებულ ზარალს დიდი იქნება.  დავალება მიღებული აქვთ  მუნიციპალიტეტებს და მდგომარეობა შესწავლილი იქნება“.

 

ბათუმში ამინდის გაუარესებას ხვალისთვის ელოდებიან

 

 

 

„ ამ ჯგუფში შედის როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოს დაცვისა და შს  სამინისტრები. ასევე,  სტიქიის მართვის ხელმძღვანელი ნინო ჯანელიძეც ჩართულია და მოხდება  როგორც ზარალის შესწავლა, ასევე დაიგეგმება პრევენციული ღონისძიებები რომ ამ დღეებში მოსალოდნელი უამინდობის შედეგები მაქსიმალურად იქნეს აცილებული“.

 

 

მინისტრის განცხადებით, აჭარის მთავრობას დამატებითი ტექნიკითაც დაეხმარებიან.   მთავრობის წარმომადგენლებმა, ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოების გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერეს. 


 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 24-25 სექტემბერს კიდევ უნდა ველოდეთ წვიმებს:    

 

 

„ამიტომ, ყველა შესაბამისი სტრუქტურა მობილიზებული.  თბილისიდან ჩამოსული არიან ჰიდროლოგები და გეოლოგები რომ ადგილობრივ სპეციალისტებს დაეხმარონ იმ პრობლემური წერტილების შესწავლაში, რამაც მდინარეების ადიდება  და მეწყერების დაძვრა  გამოწივია“.

 

 

 

მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, სტიის გამომწვევი მიზეზები ორ დღეში იქნება დადგენილი. 

 

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება

 

 

პრეზიდენტი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში

 

 

გიორგი მარგველაშვილი, ბათუმის შემდეგ ქობულეთი სოფელ ხალაში აპირებს გამგზავრებას, სადაც ასევე ძლიერი წვიმების შემდეგ განვითარებულ მეწყრულ პროცესებს და მის შედეგებს გაეცნობა. 

 

 

„როგორც ქალაქის დატბორვის, ასევე მეწყერების განვითარების მიზეზებს სწავლობს აჭარის ხელისუფლება. აქ იმიტომ მოვედით რომ მხარში ამოვუდგეთ აჭარის მთავრობას, აგრეთვე იმისთვის რომ გვენახა, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და ბუნებრივია დაზარალებული მოქალაქეც მოვინახულეთ. ის არის უაღრესად მადლობელი იმ მაშველის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა და მედ-პერსონალის რომელიც ყურადღებით მუშაობს მასთან“-განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

პრეზიდენტის განცხადებით, სტიქია, ეს არის საერთო პრობლემა, რომელსაც მთავრობა ერთობლივი მუშაობით უნდა გაუმკლავდეს. 

 

გიორგი მარგველაშვილი თბილისში დღეს დაბრუნდება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულები

 

საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ  სექციაში გასცა და კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები გამოავლინა. 

 

BIAFF საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (რომან ბალაიანი, ალისა სიმონი, პაველ ივანოვი, მიხაილ სტამბოლციანი და ზაზა ურუშაძე) შემდეგი პრიზები გასცა:

 

     გრანპრი – „ფრენკი“, ლენი აბრაჰამსონი, გაერთიანებული სამეფო/ირლანდია, 2014


     ჟიურის სპეციალური პრიზი- „პატარძლები“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი, 2014


     საუკეთესო რეჟისურა  – ივან ი. ტვერდოვსკი, „გამოსასწორებელი კლასი“, რუსეთი/გერმანია, 2014


    საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ირფან ხანი – „ლანჩბოქსი“, ინდოეთი/საფრანგეთი/გერმანია/აშშ, 2013


    საუკეთესო მსახიობი ქალი – სილვი მარინკოვიჩი – „განკურნება“, შვეიცარია/ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა,2014


 

BIAFF 2014-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსისსექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (ანდრიუს სტონისი, პაველ ლოზინსკი, ულვი მეტი, მიროლ იუბვუსკოვიჩი და ანა ძიაპშიპა) შემდეგი პრიზები გასცა:

 

  საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „მაიდანი“, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/ნიდერლანდი, 2014


 სპეციალური პრიზი – „აგვისტოს მოლოდინში“, თეოდორა მიჰაი, ბელგია/რუმინეთი, 2014

 

 

BIAFF 2014-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ  (მიხეილ კობახიძე, მირა სტალევა, ეკატერინა ჩერქეს-ზადე, ლატავრა დულარიძე, ენდრიუ ვიალი) შემდეგი პრიზები გასცა:

 

 საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ზეთის ლამფა”, ჰუ ვეი, საფრანგეთი/ჩინეთი, 2013

 

 

 

 BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:

  რომან ბალაიანსი (უკრაინა)


 ირაკლი კვირიკაძე (საქართველო)


 ავთო მახარაძე (საქართველო)

 

 

დაჯილდოების ცერემონიის ბათუმის კინოფესტივალი გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმით, „სიმინდის კუნძული”, დაიხურა. 

მოსახლეობა დატბორვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის

 

დაზიანებული ტექნიკა პუშკინის ქუჩაზე

„10 ათასი ლარის ზარალი იქნება, ელექტროობა დაზიანდა ძირითადად. მერიას არ ვიცი მივმართავ თუ არა კომპენსაციისთვის, მაგრამ საგადასახადოს მივმართე უკვე“- აცხადებს ზაზა მახარაძე.

ელექტრო საქონელი  დაუზიანდა მაღაზია „საუკუნის ნათებას“ მფლობელებსაც.

„15-20 ათასი ლარის ზარალი იქნება. ჯერ ვითვლით კიდევ ზარალს, სრული სურათი ერთ-ორ დღეში იქნება“- ამბობს ზაურ ცინცაძე.

მალხაზ დუმბაძის მაღაზიაც პუშკინის ქუჩაზეა. მეპატრონე, წინასწარი დათვლებით, ამბობს, რომ დაახლოებით შვიდასი ლარის ზარალი მიადგა: „შპაკლი“ და კიდევ სხვა სარემონტო მასალებია დაზიანებული, ალბათ მივმართავ მერიას კომპენსაციისთვის, ჯერ არ გადამიწყვეტია“- ამბობს ის.

რამდენიმე მაღაზიაში დაზიანდა  კომპიუტერები, საოჯახო ტექნიკა და განათებისთვის საჭირო მასალები.

„პროცესორები გამოვიდა წყობიდან ვალუტის ჯიხურში, გვერდით მაღაზიაში კი ელექტრო საქონელი გაფუჭდა. ათი ათას ლარამდე იქნება ზარალი“- ამბობს მაღაზიის მეპატრონე და წყლისგან დაზიანებულ ნივთებს ტომრებში ყრის.

მალაზონიას ქუჩაზე წყალი ისევ დგას

 

სახანძრო სამსახურის უფროსის ხუსეინ სირაბიძის თქმით, მალაზონიას ქუჩაზე თითქმის ყველა სახლშია წყალი შესული:

 

„მალაზონიას ქუჩაზე ამ დრომდე მუშაობენ ჩვენი ჯგუფები,  ჯერ კიდევ მთელს ქუჩაზე დგას წყალი. ვფიქრობთ, სადღაც საათნახევარში მოვახერხებთ წყლის მთლიანად ამოტუმბვას, ჩვენთან ერთად სამუშაოებში „წყალკანალის“ სატუმბი საშუალებებია ჩართული. ასევე გვეხმარებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენიტის მაშველები“ – ამბობს ხუსეინ სირაბიძე.

 

ზარალს მალაზონიას ქუჩაზე მერიის სპეციალური სამსახურები ითვლიან. ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი. 

როდის აღარ დატბორავს წვიმა ბათუმს

 

ბაგრატ მანველიძე, ბათუმის ვიცე-მერი
ბაგრატ მანველიძე, ბათუმის ვიცე-მერი

ბატონო ბაგრატ,  წვიმამ ყველაზე მეტად ქალაქის რომელი ქუჩები დააზიანა?

 

 

ძლიერი წვიმის დროს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ჭაობისა და ბონი-გოროდოკის დასახლება, ლერმონტოვის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა. ნაწილობრივ დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩის ნაწილი, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩის კვეთა. ძირითადად ეს უბნები დაზიანდა.

 

 

რა ქმნის ქალაქში დატბორვის პრობლემას უხვი ნალექის დროს? წლებია გვესმის, რომ მილიონობით ლარი იხარჯება ქალაქის სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია…

 

 

წყლის ძირითადი ნაკადი მოდიოდა ჭაობის უბნიდან. ჭაობის დასახლება არის დატბორვის ერთი-ერთი წყარო, საიდანაც მერე უკვე იტბორება ქალაქი. ჭაობის დასახლებაში არ გვაქვს გამართული საკანალიზაციო სისტემა.

 

 

ამჟამად შემუშავებული გვაქვს ამ დასახლების საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი. ვიწყებთ უკვე მშენებლობას. პროექტი დამტკიცებულია, შესაბამისად გამოვლენილია გამარჯვებული ფირმა, ეს არის გერმანული სამშენებლო კომპანია და გამოყოფილია თანხა. გერმანიის განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ხდება მისი განხორციელება, 17 მილიონი ევროა გამოყოფილი იმისათვის, რომ მოწესრიგდეს  ჭაობის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა მთლიანად. წელს უკვე დავიწყებთ საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას გადაუჭრის ბათუმს. საუკუნის პროექტი შეიძლება ეწოდოს ამ პროექტის განხორციელებას ჟილინის არხთან ერთად. 

 

 

ასეთი ნალექი ბოლო ათწლეულების მანძილზე არ ყოფილა. წყლის მასა ვერ დაიტია სანიაღვრე სისტემამ, მაგრამ ეს პრობლემაც გადაიჭრება. პროექტი გვაქვს, ბათუმში ორ ადგილას მოეწყობა სატუმბი სადგურები. ამ სადგურებიდან, რომლებიც სანიაღვრე სისტემასთან იქნება მიერთებული, მოხდება გადატუმბვა ზღვაში, დაახლოებით  900 მეტრი სიგრძის მილები ჩავა ზღვაში. რაც არ უნდა ძლიერი წვიმა მოვიდეს, სანიაღვრე არხები შეძლებენ წყლის მასის გატარებას და პრობლემა არ შეიქმნება. 

 

 

როდის, რომელი წლიდან გადაიჭრება ეს პრობლემა?

 

 

პროექტის განხორციელება წელს  დაიწყება და 2015 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

რა სამუშაოების განხორციელებას გეგმავთ იმისათვის, რომ შემდეგში მსგავსი სიტუაცია არ შეიქმნას? სანამ სისტემა არ მოწესრიგდება, მანამდე მსგავსი სიტუაცია იქნება ქალაქში?

 

 

ასეთი უხვი ნალექისაგან არავინ არის დაზღვეული. ევროპაშიც მთელი ქალაქები იტბორება. ერთადერთი გამოსავალი არის ამ ორი პროექტის განხორციელება. ეს ორი პროექტი, რომლებზეც ვისაუბრე, არის გარანტი, რომ ბათუმი აღარ დაიტბორება. სხვა რა უნდა გავაკეთოთ. 

 

 

რა სამუშაოები ჩატარდა დატბორილი ქუჩებიდან წყლის ამოსატუმბად?

 

 

მობილიზებული იყო მერიის მთელი სამსახურები, კეთილმოწყობის, წყალკანალის და სხვა სამსახურები. ვწმენდდით. ნიაღვარივით მოდიოდა წყალი და სანიაღვრე სისტემები შეავსო. ზღვასთან, სადაც სანიაღვრე სისტემა ჩაედინებოდა, შტორმი დაფიქსირდა. იმისათვის, რომ მაქსიმალური გამტარიანობა უზრუნველყოს სისტემამ, მიმდინარეობს სამუშაოები. იწმინდება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა. შესაბამისი ტექნიკა არის ზღვის პირას მობილიზებული, სანიაღვრე არხები ყოველ წუთას იწმინდება, რომ ჭაობიდან წამოსული წყალი ზღვაში ჩავიდეს შეუფერხებლად.

 

 

გვაქვს წყლის საქაჩები, ე.წ. პომპები იმისათვის, რომ სარდაფებიდან წყალი ამოვქაჩოთ, მაგრამ ვერ ვქაჩავთ, რადგან ქუჩებში წყალი დგას. ქუჩები თუ არ გაიწმინდა, სარდაფიდან წყლის ამოქაჩვას აზრი  არ აქვს. ველოდებით, როგორც კი წყლის დონე დაიწევს, მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და ამოვტუმბავთ წყალს სარდაფებიდან, დავეხმარებით მოსახლეობას.

 

 

თუ არის ცნობილი რა ოდენობის  ზარალი მიაყენა სტიქიამ ბათუმს? 

 

 

იმდენად მასშტაბური სტიქია იყო, ზარალის დათვლა ჯერ არის ძალიან ადრე. ჯერ უნდა დავამთავროთ სამუშაოები, ქუჩები უნდა გაიწმინდოს წყლისგან და მერე დავიწყებთ ზარალის დათვლას, აღრიცხვას, მონიტორინგს. შეიქმნება კომისია, რომელიც დაითვლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება გავცეთ კომპენსაციები.

როგორ და რა პირობებით დააზღვევს ,,ჯიპიაი“ ციტრუსს

 

ქალბატონო ნინორას ნიშნავს ციტრუსის დაზღვევა?

სტიქიური უბედურების შემთხვევაში, როგორიცაა: სეტყვა, ყინვა და ასე შემდეგ, სადაზღვევო  კომპანია იქნება გარანტი, რომ გლეხს სრულად აუნაზღაურდეს გაფუჭებული პროდუქცია. „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ 10 წელზე მეტია მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით და ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი მიზანია, ყველა ფერმერი იყოს დაცული. ერთი ტონა მანდარინის დაზღვევა ფერმერს მხოლოდ 2,4 ლარი დაუჯდება. აგროდაზღვევის მოქმედების ვადა 10 დეკემბრამდეა. თუ ვინმე იმის დაპირებას იძლევა, რომ 10 დეკემბრის შემდეგ მომხდარი სტიქიის შედეგად  მიყენებულ ზარალს აანაზღაურებენ,  ოსახლეობამ წინასწარ იცოდეს, რომ ეს თაღლითობაა.

ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი დიმიტრი ძირტკბილაშვილი და კომპანიის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსი ნინო ფაცია
ჯიპიაი ჰოლდინგის საოპერაციო დირექტორი დიმიტრი ძირტკბილაშვილი და კომპანიის დასავლეთ საქართველოს გაყიდვების უფროსი ნინო ფაცია

 

როგორ მოხდება ზარალის შეფასება და კომპენსაციის გაცემა?

მხოლოდ გასულ წელს ჩვენ 400 000-ზე მეტი ლარი გვაქვს გაცემული კომპენსაციის სახით კახეთის რეგიონში. ასეულობით ფერმერი ჩვენი კომპანიის მადლიერია, რადგან დროულად ავანაზღაურეთ  თანხა და დიდ ფინანსურ ზარალს გადავარჩინეთ. სწორედ ეს არის დაზღვევის არსი – სტიქიური მოვლენისგან თავს ვერ დაიზღვევ, მაგრამ ფერმერი დაზღვევით მიიღებს კომპენსაციას, თუკი მოსავალი ამ სტიქიური ოვლენის გამო გაფუჭდა. როგორც კი ვიღებთ შეტყობინებას ფერმერისგან, ჩვენი ექსპერტი იმავე დღეს გადის ადგილზე და აფასებს ზარალის მოცულობას. ყველაფერს აღვბეჭდავთ დოკუმენტურად და საბუთების  აფორმების შემდეგ, 15 დღის ვადაში, გავცემთ კომპენსაციას.

რამდენად შეფასდება ესა თუ ის კულტურამაგალითადთუკი მანდარინი გაეყინა გლეხს,  რამდენს გადაუხდით?

თითოეული კულტურა არის შეფასებული სახელმწიფოს არსებული საბაზრო ფასებით და ჩვენც ამით ვხელმძღვანელობთ. მაგალითად, ერთ კილოგრამ მანდარინს ვაზღვევთ 49 თეთრად, ერთ კილოგრამ ლიმონს და კივს – 96 თეთრად. ძარალის დროსაც ამ ფასებით ვიხელმძღვანელებთ. ფერმერთა გარკვეულ ჯგუფს არ მოსწონს ის, რომ დაზღვევის პერიოდი 10 დეკემბერს იწურება, მაგრამ აგროდაზღვევის პირობები შეთანხმებულია და დადგენილია სახელმწიფოს მიერ, ისევე როგორც განფასების ტარიფები. თითოეულ კულტურაზე არის დადგენილი ასევე ვადები, ვინაიდან ყველაფერს აქვს თავისი წესი. მანდარინის აღება 10 დეკემბერს უკვე დასრულებული უნდა იყოს – ამ წესს მისდევს ფერმერების 99%. ძირითადად კი ნოემბრის ბოლოს უკვე აღებულია მოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუზომლად იზრდება,მაგალითად, მოყინვის რისკი და ამ რისკს არც ერ- თი სადაზღვევო კომპანია არ აიღებს თავის თავზე.

როგორ ხდება სადაზღვევო პოლისის გაფორმება?

პოლისის გაფორმება მარტივი პროცედურაა. ჩვენ განაცხადები უკვე შემოგვდის და რამდენიმე ათასი ფერმერი დაინტერესდა ჩვენი დაზღვევით. ადგილზე ხდება განაცხადის შევსება, ფართობების ზუსტი დადგენა, განაცხადის შევსებაში ეხმარებიან ჩვენი წარმომადგენლებიც, რომლებიც თითქმისყველა სოფელში გვყავს.

რა უპირატესობით გამოირჩევა „ჯიპიაი’’  სხვა კომპანიებისაგანრომლებსაც აქვთ ასევე აგროდაზღვევა და რატომ უნდა აირჩიოს ფერმერმა თქვენი კომპანია?

ფერმერი როცა ფიქრობს დაზღვევაზე, მან ორი პრიორიტეტით უნდა აირჩიოს დამზღვევი კომპანია – ეს არის გამოცდილება და რეპუტაცია, „ჯიპიაი ჰოლდინგს’’ აქვს რეპუტაცია და დიდი გამოცდილებაც. ციტრუსის დაზღვევის პროგრამაში ისე- თი კომპანიები მონაწილეობენ, რომლებმაც ახლა, ამ პროექტის გამო, დაიწყეს აგროდაზღვევა და მანამდე ერთი ზარალიც არ აქვთ ანაზღაურებული ფერმერისთვის. „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ კი უკვე 10 წელზე მეტია ამ მიმართულებით ემსახურება გლეხებს საქართველოს ყველა რეგიონში – განსაკუთრებით კახეთსა და ქართლში და დღემდე 1 მილიონამდე ლარი აქვს ანაზღაურებული ფერმერებისთვის სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალისთვის. გვაქვს ასევე მეცხოველეობის დაზღვევაც. გურიის რეგიონში ჩვენს კომპანიას კარგად იცნობენ, რადგან ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც აქ საქმიანობა დაიწყო წლების წინ. ასევე ჩვენ გვყავს კომპეტენტური კადრები, რომლებიც თითქმის ყველა სოფელში მუშაობენ. Iსინი მაქსიმალურად ცდილობენ სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია და დაეხმარონ განაცხადის შევსებასა და დაზღვევის მიღებაში გლეხებს.

თქვენ ხართ დასავლეთ რეგიონის ხელმძღვანელირამდენად იცნობთ აჭარის გარემოსა დამოსახლეობის მოთხოვნებს?

მაქსიმალურად ვცდილობთ შევისწავლოთ ჩვენი დაზღვეულებისა და პოტენციური დაზღვეულების სურვილები. ჩვენ მარტო აგროდაზღვევის კუთხით არ ვთანამშრომლობთ ხალხთან, მანამდე სხვადასხვა სოციალური პროგრამა გვქონდა, მაგალითად, უმწეოთა დაზღვევის პროგრამა, რითაც ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტში. მე, პირადად, თითქმის ყველა სოფელი მაქვს შემოვლილი და მოსახლეობასაც ვიცნობთ. ყოველღიურად ვმართავთ შეხვედრებს  ოსახლეობასთან. კვირაში ერთხელ მაინც კი მაღალმთიან რაიონში ავდივართ. ვხვდებით როგორც მოსახლეობას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იქ მუშაობენ.

ყველაზე მეტად რა მოთხოვნები აქვთ და რა იკვეთება აჭარისთვის დამახასიათებლად?

ძირითადად მთელს საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევას აკეთებენ, ესაა: კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა, ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, ბინების დაზღვევა და ასე შემდეგ. წელს მოსახლეობასთან ციტრუსის დაზღვევის ფარგლებში შეხვედრისას გურიასა და აჭარაში პრიორიტეტად თხილის დაზღვევა გამოიკვეთა.

როგორ ითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს?

პირველ რიგში, მოთხოვნას გადავცემთ სათავო ოფისს, რომელიც სწავლობს, თუ რა პირობით შეგვიძლია ჩვენ ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება. კომპანიის ხელმძღვანელობა ჩავაყენე საქმის კურსში და მომავალ წელს შესაძლებელია თხილის დაზღვევაც შევთავაზოთ ფერმერებს. რაც შეეხება სხვა პროდუქტს, აჭარაში ხეხილის დიდი პლანტაციები არ არის, მაგრამ თუ მოთხოვნა წამოიჭრა, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია მითუმეტეს, რომ გვაქვს გამოცდილება, ქართლში სწორედ ხეხილს ვაზღვევთ.

 

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ 2001 წელს დაარსდა. 2006 წლიდან ის ევროპის ერთერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, ,,ვენის სადაზღვევო ჯგუფის’’  წევრია _ ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა. „ჯიპიაი ჰოლდინგმა~ საქართველოში პირველმა გამოიტანა ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა, ასევე დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და საკრედიტო შენატანების დაზღვევა. დღესდღეობით კომპანიის კლიენტები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები, უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიები, ნავთობკომპანიები და რამდენიმე ასეული საშუალო და მცირე ზომის ბიზნესორგანიზაცია. 2013 წლის მონაცემებით „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და მის 23%-ს აკონტროლებს. „ჯიპიაი ჰოლდინგი’’ 13 წლის მანძილზე ოთხჯერ დასახელდა საუკეთესო კომპანიად, ორჯერ კი „ოქროს ბრენდის’’  სტატუსი მიანიჭეს.

ბათუმში ელექტროენერგიის გარეშე 2000 აბონენტია დარჩენილი

 

პრესსამსახურის ცნობით დენის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც ქვესადგურებში წყლის დონე დაიწევს, აბონენტები ეტაპობრივად ჩაირთვება. 

არჩილ ხაბაძე: ბათუმს წყლის მიწოდება ერთ საათში აღუდგება

 

“ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას წყლის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღუდგება. დაზიანებული იყო მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორში შემავალი გადამცემი ხაზი, რომელიც შეკეთდა და შესაძლებელია მეჯინისწყლის რეზერვუარის წყლით მომარაგება, რის შემდეგაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება.  წყალთან დაკავშირებით პრობლემებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც, რომელიც ხვალიდან – ამინდის გაუმჯობესებისთანავე დასტაბილურდება.

რაც შეეხება ინფრაქსტრუქტურასა დ გზებს – ხვალიდან დაიწყება მეწყერის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და დათვლა.  მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისათვის დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები – გაწმენდილია,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საგანგებო ბრიფინგზე. 

 

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით სწრაფი რეაგირების ჯგუფები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ . საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტი, შსს-ს სამაშველო დეპარტამენტი, სამაშველო სააგენტო, საპატრულო სამსახურები, პოლიციის დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო სამსახურები.

 

მთავრობაში შექმნილიაა საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამონიტორინგებს. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი.

 

მედეა ვასაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას აფასებს

 

  

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ და პროდიუსერმა ირმა ზოიძემ დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპი საგამოძიებო ფილმში – „უმაღლესი კომფორტით.“ 

 

საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორმა და პროდიუსერმა რამდენიმე ეპიზოდში დაარღიეს ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები არ დაურღვევიათ.

ჯაბა ანანიძე ქარტიის გადაწყვეტილებას აფასებს

 

ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე “ბათუმელებთან” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებას აფასებს.

 

“ჟურნალისტური ეთიკის და სტანდარტების დასაცავად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეთიკური ქარტიის არსებობა. თუკი საზოგადოების რომელიმე წევრი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელი მიმართავს ამ ქარტიას თუნდაც ჩემ წინააღმდეგ, აბსოლუტურად ჯანსაღი და მისაღებია.

 

ფაქტი ისაა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ ჟურნალისტებთან ურთიერთობა. იმ სატელეფონო საუბრის შემდეგ, რაც ჩემთან ჰქონდა მედეა ვასაძეს, როცა ის თავს დამესხა, ზუსტად ამის შემდეგ იყო ამ საქმის განხილვა ჩემთვის აბსურდული. დეპუტატმა დღესაც ცილი დაგვწამა და დღესაც არაერთხელ იცრუა ქარტიის საბჭოს სხდომაზე. „აბსურდი“ იმიტომ, რომ „მედეა ვასაძეები“ ამის შემდეგ იგივე გზას არჩევენ ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს.

 

ჟურნალისტები კი მეტად ფრთხილად ვიქნებით, რომ არ დავუშვათ ისეთი შეცდომა, როგორიცაა, მაგალითად, რომელი მარკის მანქანა ემსახურება მედეა ვასაძეს – მიცუბიში თუ სედანი,” – ამბობს ჯაბა ანანიძე. 

 

მედეა ვასაძე VS ჯაბა ანანიძე – რა გადაწყვიტა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ

 

განმცხადებელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ჯაბა ანანიძემ და პროდიუსერმა ირმა ზოიძემ დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველ, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპი საგამოძიებო ფილმში – „უმაღლესი კომფორტით.“ 

 

საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორმა და პროდიუსერმა რამდენიმე ეპიზოდში დაარღიეს ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები არ დაურღვევიათ.  

 

Exit mobile version