ნეტგაზეთი • RU

ხაბაძე:ბათუმში ახალი საავადმყოფო და სტადიონი აშენდება

 

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ბათუმში ახალი სტადიონი და ახალი რესპუბლკიკური საავადმყოფო აშენდება.

 

აჭარის მთავრობის სხდომა

სტადიონისა და საავადმყოფოს პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი წელს დაიხარჯება. აქედან სამასი ათასი ლარი  საავადმყოფოს პროექტის შესაძენას, დანარჩენი კი სტადიონის პროექტის მომზადებას მოხმარდება.

 

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ახალი საავადმყოფო ბათუმში იქ აშენდება, სადაც  ახლა რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებს. რაც შეეხება სტადიონს, არჩილ ხაბაძის განმარტებით, ის ლეონიძის ქუჩაზე, ელექტრო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 8-9 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენდება.

 

სტადიონისა და საავადმყოფოს მშენებლობისთვის თანხა 2015 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"