მედეა, მედია და ორი საბჭო

 

თამარ რუხაძე

გამიმართლა, სასტუმროსთან ტაქსი დგას. მძღოლმა არ იცის და ვუხსნი, სად არის ბათუმის “პრესკაფე”, რომელშიც უკვე შეკრებილია მისივე რეგიონის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს თითქმის სრული შემადგენლობა.
გაწუწული შევდივარ და იქვე კუთხეში ვჯდები, ძალიან მალე ვინანებ, რომ სხვა ადგილი არ შევარჩიე, რადგან ღიად დარჩენილი კარიდან შემოსული სველი სიცივე მკლავს. შედეგს უკვე მეორე დილით ვიგრძნობ, როდესაც თბილისში კისერგაშეშებული გავიღვიძებ.

 

თედოს შეუცვლია სკამებისა და მაგიდების განლაგება და “პრესკაფე” ახლა სრულიად სხვაგვარად გამოიყურება (თედო ჯორბენაძე გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტი და “პრესკაფეს” მასპინძელია). კედელთან და ოთახის შუაგულში ერთმანეთის პირისპირ ჩაუმწკრივებია მაგიდები და სკამები. ამ ორ რიგს პროექტორის მოცისფრო შუქი ჭრის და ერთმანეთისგან აშორებს ორ საბჭოს – ქარტიის საბჭოსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს.

 

როდესაც ამ სხდომის მზადებას ვიწყებდით მე და დათო კლდიაშვილი (დათო ქარტიის მდივანია და ის რომ არა, ვერც ერთი განხილვა ვერ დაიგეგმებოდა და გაიმართებოდა), ვფიქრობდი, რომ ის გამორჩეულად საინტერესო იქნებოდა, თუმცა ნამდვილად არ ველოდი, რომ ბათუმის “პრესკაფეში” აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც კი დამხვდებოდა; არც იმას ველოდი, რომ მედეა ვასაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ტელეფონში ემუქრებოდა ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს, სწორედ ამ სხდომის დაწყების წინ აღიარებდა, რომ არასწორი იყო მისი საქციელი, ქარტიის მუხლებს და მათ განმარტებებს ზედმიწევნით შეისწავლიდა და პუნქტობრივად დაიწყებდა ფილმის განხილვას; და, რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ თავსხმა წვიმის მიუხედავად “პრესკაფე” გაივსებოდა.

 

11 საათია, განმცხადებელი მოსულია და მოუთმენლად ელოდება დაწყებას, საბჭოს რამდენიმე წევრი არ ჩანს, ვნერვიულობთ, ვრეკავთ, ბათუმში წყალდიდობაა და ჟურნალისტებს ბევრი საქმე აქვთ, ვიცით, მაგრამ სხდომის გახსნას კვორუმი სჭირდება და სხვაგვარად მისი დაწყება წარმოუდგენელია. ჯაბაც არ მოსულა ჯერ.
როგორც იქნა, ვიწყებთ. რაც ქარტიაში ვარ, ასეთი ინტერესი არ მახსოვს, არც ასეთი ცხარე და სრულყოფილი სხდომა მახსენდება. სრულყოფილი იმით, რომ ორივე მხარე მოსულია და ორივე მხარე მზადაა, საკუთარი სიმართლე დაიცვას. ერთ მხარეს საჯარო პირია, უმაღლესი საბჭოს არჩეული წევრი, რომელსაც, თითქმის ყველა ჩემი კოლეგა და მათ შორის მეც მწვავედ ვაკრიტიკებდით, მის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ვითხოვდით; მეორე მხარეს ჩემთვის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი ჟურნალისტი, ჯაბა ანანიძე, რომელიც, ვფიქრობ, დიდ საქმეს აკეთებს აჭარაში, გადაუჭარბებლად დიდს.
სადღაც მიხარია კიდეც, რომ საბჭოს წევრი არ ვარ და დღეს არ დავდგები დილემის წინაშე. და კიდევ უფრო უკეთ ვხვდები, რა ძალისხმევა სჭირდება იმას, რომ იყო ქარტიის საბჭოს წევრი და ზოგჯერ შენთვის ძალიან პატივსაცემ კოლეგას დაუდგინო ეთიკური პრინციპის დარღვევა, დაინახო და თვალი არ აარიდო, ხმამაღლა თქვა კიდეც და ეს მოახერხო ისე, რომ სწორად გაგიგონ.

 

მედეა ვასაძე კარგად მომზადებული მომეჩვენა, დროდადრო ისიც და საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეც ემოციებს ყვებოდნენ, განსაკუთრებით, ქარტიის საბჭოს წევრების მწვავე და პირდაპირ შეკითხვებზე რეაგირებდნენ ასე. მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ საბჭოს წევრების შეკითხვები ჯაბასა და ირმას მიმართ (ირმა ზოიძე ჯაბა ანანიძის პროდიუსერია და მედეა ვასაძეს პრეტენზიები მის მიმართაც აქვს) ისეთივე მწვავე და პირდაპირი იყო.

 

“ტელეარხ 25”-ის ეთერში გასული საგამოძიებო ფილმი “უმაღლესი კომფორტით” მისხალ-მისხალ გაირჩა. ვიცი, როდესაც ღია განხილვა დასრულდება, საბჭო კიდევ რამდენიმე საათი იჯდება დახურულ კარს მიღმა და ალბათ კიდევ მისხალ-მისხალ გაივლის ფილმს და განმცხადებელ-მოპასუხის არგუმენტებსაც. ქარტიის საქმის განხილვის წესის თანახმად, ამ მსჯელობას უკვე საბჭოს წევრებისა და მდივნის მეტი ვერავინ მოისმენს, ჩვენ ყველა მოვისმენთ მხოლოდ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებამდე ვინ იცის, როგორ მიდის ქარტიის საბჭო.

 

მე მაქვს ჩემი მოსაზრება, თუმცა ძალიან არ მინდა, რომ საბჭომ ჯაბას თუნდაც მცირე შეცდომა დაუდგინოს, მეშინია, რომ მისი მოწინააღმდეგეები ამას დაიხვევენ და მერე, როგორც ჯაბას, ისე მისი კოლეგების წინააღმდეგ გამოიყენებენ. მეორე მხრივ, თუკი საბჭო იპოვის რაიმე გადაცდომას, რა უნდა ქნას? დათვური სამსახური გაუწიოს მეგობარს? მეგობარსაც და სხვა კოლეგებსაც, რომელთაც შეეძლებათ დაიჯერონ, რომ კონტექსტი და ვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმართლე და რომ სიკეთისა და თავისუფალი მედიის გაძლიერების სახელით, ამ სიმართლეს შეიძლება, გვერდი ავუაროთ.
მედეა ვასაძე ჯაბასა და ირმას ქარტიის რამდენიმე: პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპების დარღვევაში ედავება.

 

პირველი ამბობს, რომ ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; მესამე – ჟურნალისტმა მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გადასცეს ინფორმაცია, რომელთა წყარო დადასტურებულია; არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. მეოთხე პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა ინფორმაციის, დოკუმენტების ან ფოტოების მოსაპოვებლად მხოლოდ კეთილსინდისიერი მეთოდები უნდა გამოიყენოს. მეთერთმეტე ამათ შორის ყველაზე მძიმეა- ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.

 

თუკი პირველი შეიძლება სიჩქარით ან უყურადღებობით, უნებლიეთ შემოგერღვეს, მეთერთმეტე ამ შემთხვევითობას გამორიცხავს – ის გულისხმობს ჟურნალისტის ან რედაქტორის მიზანმიმართულ საქციელს, რომლის უკანაც დგას მოტივი. ფაქტის განზრახ დამახინჯების მოტივი კი ყველანაირი შეიძლება იყოს, გარდა პროფესიულისა.
საბჭომ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ პირველი მუხლი დაირღვა ფილმით, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში.

მგონია, რომ ყველა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, რაღაცნაირად, საკუთარ თავზე მაღლა დადგა -მედეა ვასაძეც, ჯაბაც, ირმაც, ქარტიის საბჭოც და სხდომის მოსასმენად მოსული საზოგადოებაც, რადგან ყველა მათგანმა გააკეთა ის, რაც იმ მომენტში წარმოუდგენელი ჩანდა: მედეა ვასაძემ შეურაცხყოფის გარეშე შეძლო დაპირისპირებულ ჟურნალისტთან ესაუბრა; ჯაბამ და ირმამ შეძლეს ძველი და ძლიერი წყენა გვერდით გადაედოთ და პროფესიულ საკითხებზე ედავათ; საბჭომ დაივიწყა, ვინ იყო, სად იყო, იმ მომენტში რა უფრო გაეხარდებოდათ და გააძლიერებდათ მის კოლეგებს და თქვა ის, რაც უნდა ეთქვა და აუდიტორიამ, რომელმაც სახლში მშრალად ჯდომას ამჯობინა, ბათუმის დატბორილ ქუჩებში გაეტოპა და ამ ყველაფრის მოწმე გამხდარიყო.

 

ხულოში ტურისტები 280 მეტრი სიმაღლიდან გადმოხტნენ

 

ტურისტები საბაგირო გზის გონდოლიდან პარაშუტით გადმოხტნენ. სანახაობას დაესწრო ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. 

”PSP”-მ ”TTC”-ს ჩემპიონობა ორი გოლით დაასწრო

საქართველოს ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში 2014

„ჩვენი გუნდი 2010 წელს ჩამოყალიბდა. ასეთ მასშტაბურ ტურნირში არ მიგვიღია მონაწილეობა და საკმაოდ რთულად დავიწყეთ – ზედიზედ სამი თამაში წავაგეთ. შემდეგ მოვიკრიბეთ ძალები, უფრო მეტი მოვინდომეთ და გავედით ჯგუფიდან, სადაც მერვედ ფინალში, ძლიერი მეტოქე ბათუმის „ბათუმი“2:1 დავამარცხეთ. ნახევარფინალში ბორჯომის გუნდს 2:1 მოვუგეთ. ტურნირს ვუსურვებდი უფრო მეტი გუნდი ყოფილიყოს ჩართული, რაც მინი ფეხბურთის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს“ – ამბობს „PSP“-ს  გუნდის კაპიტანი გივიკო კაციტაძე.

ჩემპიონატზე დაწესებული იყო საპრიზო ფონდიც. პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა 4000 ლარი მოიგო, ხოლო TTC-ს 2000 ლარი ერგო.

ჩემპიონატის ორგანიზატორმა საქართველოს ეროვნულმა ფედერაციამ „სპორტი ყველასათვის“ რვა ნომინაცია გამოავლინა.

საუკეთესო ფეხბურთელი (MVP) „PSP“-ს  ფორვარდი ლევან სარდანაშვილი გახდა, რომელსაც სამახსოვრო პრიზთან ერთად, სპეციალურად ამ ნომინაციისთვის დამზადებული ჯილდო გადაეცა.

ჩემპიონატის ნომინირებული ასევე გახდნენ:

საუკეთესო მეკარე – ბექა სიბაშვილი (TTC)
საუკეთესო მცველი – გივიკო კაციტაძე (PSP)
საუკეთესო თავდამსხმელი – შოთა ჩომახიძე (სამტრედია)
საუკეთესო უნივერსალი – ლევან კასრაძე (TTC)
საუკეთესო ბომბარდირი – დავით დარჩია (ბორჯომი)
საუკეთესო მენეჯერი – შ.პ.ს ბათუმის წყალის გენერალური დირექტორი, ჯანსუღ ვარშალომიძე
ჩემპიონატის ორგანიზებაში და მინი-ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დაჯილდოვდა – აჭარის მინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ბარაბაძე.

მინი-ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატი სპორტულ ფესტივალ „საქართველო 2014“-ის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ინიციატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა. ფესტივალი მაისის ბოლოს დაიწყო და სამ სპორტის სახეობას მოიცავდა მინი-ფეხბურთს, სამოყვარულო ხელბურთს და მაგიდის ჩოგბურთს. „სპორტი ყველასათვის“ გენერალური მდივანი ზაალ ჩიტალაძე იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ფესტივალს ფრენბურთი, ბანბიქტონი და სხვა მასობრივი სპორტის სახეობები დაემატება. მისი შეფაებით ფესტივალმა დადებითად ჩაიარა.

„ამ ღონისძიებამ დაგვანახა, რომ მოყვარულ სპორტსმენებს სურვილი აქვთ ჩართული იყვნენ სამოყვარულო მინი-ფეხბურთში. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი გუნდი იყოს სამომავლოდ და უფრო მასობრივი გახდეს ეს ღონისძიება. ვისურვებდი ფინალში ბათუმის გუნდს მიეღო მონაწილეობა და მეტი მაყურებელი ყოფილიყო. ვიმედოვნებთ, რომ ბათუმში გუნდები შენარჩუნდება, უფრო ივარჯიშებენ და უფრო კონკურენტუნარიანი იქნებიან მომავალ ჩემპიონატზე“- ამბობს ზაალ ჩიტალაძე.

ზაალ ჩიტალაძე დასძენს, რომ სამომავლო გეგმაა მინი-ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა.







ღარიბაშვილი აჭარაში: ყველა დაზარალებული კომპენსაციას მიიღებს

 

ირაკლი ღარიბაშვილი ქედაში
ირაკლი ღარიბაშვილი ქედაში

პრემიერმა არსებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა დაზარალებული ოჯახი კომპენსაციას მიიღებს.

 

„ადგილზე შექმნილია შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ყველა პრობლემაზე კორდინირებულად ხდება მუშაობა,  სამუშაოებში ყველა სამინისტრო ჩაერთო, დასავლეთ საქართველოში სულ 2 000-მდე დამიანია დაზარალებული. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მოსახლეობას, რომ ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდა, მათი  ზიანი დაითვლება და ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.

 

გასულ წელს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით  48 მილიონი ლარი გასცა, წელს – 34 მილიონი,  დამატებით 6 მილიონი ლარია გამოყოფილი, განსაკუთრებით დიდი ზარალია ოზურგეთში.  

 

გუშინ 800 გამოძახება იყო დღის განმავლობაში და 600 მოხდინეს რეაგირება იმავე დღეს.  მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, არც ერთი ოჯახი არ დარჩება ყურადღების გარეშე, ყველა მიიღებს კომპენსაციას. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, სტაბილურია ვითარება და პრობლემა არ იქნება“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის განცხადებით, სექტემბერში განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ქედის მუნიციპალიტეტში 18 500 ლარს შეადგენს.

 

პრემიერთან შეხვედრაზე სოფელ დოლოგანში სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,  ქედის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდა.

უზენესმა სასამართლომ უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრების დანიშვნა დაავალა

 

„უზენესმა სასამართლომ არ განიხილა უმაღლესი საბჭოს საჩივარი და ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ანუ დააკმაყოფილა ბეჟან გობაძის სასარჩელო განცხადება და ბათილად ცნო უმაღლესი საბჭოს მიერ ტელევიზიის ბორდში ოლიკო ჟღენტისა და ვახანგ ღლონტის არჩევის საკითხი. შესაბამისად, ბეჟან გობაძე დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრად. ეს უკვე ფორმალობაა“, – ამბობს გია ქარცივაძე, საიას აჭარის ოფისის ხელმძღვანელი.

 

უზენაესი სასამართლოს განჩინება
უზენაესი სასამართლოს განჩინება

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ მას შემდეგ მიმართეს, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს მმართველ კოალიციაში გაწევრიანებული ფრაქციების დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს უმცირესობაში მყოფი პარტიის მიერ [ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის] აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში მათთვის გამოყოფილ კვოტაზე წარდგენილ კანდიდატებს.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ  უმცირესობის კვოტაზე თავიანთი კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდათ და გამოიყენეს კიდეც ეს „უფლება“, რის შედეგადაც დანიშნეს  აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში ოლიკო ჟღენტი და ვახტანგ ღლონტი.

 

ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით წარდგენილმა კანდიდატებმა – ბეჟან გობაძემ და ირაკლი დარცმელიძემ იჩივლეს სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დაადგინა, რომ უმაღლესმა საბჭო უკანონოდ მოიქცა. თუმცა, აჭარის საკანონმდებლო ორგანომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჯერ ქუთისის საქალაქო სასამართლოში გაასჩივრა, ხოლო შემდეგ უზენაეს სასამართლოში.

 

„ბათილობა ბეჟან გობაძის საჩივარზე ნიშნავს, რომ გაბათილდა როგორც ჟღენტის ისე ღლონტის დანიშვნის დადგენილება, ამიტომ დარცმელიძის საქმეზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი აღარაა. დარცმელიძეც ავტომატურად ხდება მრჩეველთა საბჭოს წევრი“, – ამბობს გია ქარცივაძე.

 

აპირებენ თუ არა ირაკლი დარცმელიძისა და ბეჟან გობაძის დანიშვნას აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში? – ამ კითხვის პასუხად უმაღლეს საბჭოში განაცხადეს, რომ „დავას უზენეს სასამართლოში გააგრძელებენ“.

 

აჭარის ტელევიზიის 5-წევრიან ბორდი 2013 წლის ოქტომბრიდან დღემდე 3 წევრით მუშაობს. ბორდის წევრები არიან ნატა იმედიაშვილი, გიორგი ირემაძე და ზაზა ხალვაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. 

იყიდება გარემონტებული ბინა ასათიანის და პუშკინის ქუჩების კვეთაში

 

 

ქალაქ ბათუმში ლუკა ასათიანის და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე იყიდება სამოთახიანი, 75 კვ/მ ფართობის გარემონტებული ბინა.

ფასი: 43 ათასი აშშ დოლარი

ქირავდება გარემონტებული ბინა

 

 

ქალაქ ბათუმში ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში ქირავდება ოროთახიანი სამად გადაკეთებული, გარემონტებული ბინა მე-3 სართულზე, უზრუნველყოფილი ავეჯით. ფასი შეთანხმებით


მობ.: 595 910407

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მედეა ვასაძის ფარული ჩანაწერის შესახებ

 

12 სექტემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძემ იმ საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც მასსა და აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პარმენ ჯალაღონიას შორის შედგა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, პარმენ ჯალაღონია მედეა ვასაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის დანაბარებს გადასცემს და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გათავისუფლებული დირექტორის ლევან ჯინჭარაძის, რომელიც მედეა ვასაძის მაზლია, მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების პირობას იძლევა. 

 

„აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდა პარმენ ჯალაღონიას. მას ჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელთან საუბარში, ჯალაღონია განმარტავს, რომ ეს იყო კერძო საუბარი და შეხვედრა შედგა ბათუმში ნინოშვილის ქუჩაზე, ინტურისტთან ახლოს კაფეში. მისი განმარტებით შეხვედრა მხოლოდ და მხოლოდ მას და მედეა ვასაძის შორის შედგა და საუბარს სხვა პირი არ ესწრებოდა.

 

ჩვენთან საუბარში ვასაძე ადასტურებს, რომ დროდადრო მიმართავს პირადი საუბრების ჩაწერის პრაქტიკას, შემდგომში გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით. მითუმეტეს, როდესაც შეხვედრის ინიციატივა აჭარის მთავრობიდან მოდის. მისი თქმით, ამ საუბრებს მისი ნდობით აღჭურვილი პირი იწერს. თუმცა, როგორც ვასაძე აღნიშნავს, მისთვის არ იყო ცნობილი, რომ ჯალაღონიასთან მისი საუბრის ჩანაწერი გაკეთდა.

 

რადგან, მედეა ვასაძის განცხადებით, აუდიოჩაწერას ის თავად არ ახორციელებს, ჯალაღონია კი აცხადებს, რომ შეხვედრაზე მხოლოდ მედეა ვასაძესთან ერთად იმყოფებოდა, გარემოებები დამატებით შესწავლას საჭიროებს, რადგან შესაძლოა, სახეზე იყოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების ხელყოფა.“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით „აჭარის მთავრობა არ უნდა ცდილობდეს უმაღლეს საბჭოსთან არსებული კონფლიქტის კანონის გვერდის ავლით, ცალკეულ პირებთან დადებული გარიგებების მეშვეობით მოგვარებას. აღმაშფოთებელია, ასევე, მედეა ვასაძის მიერ კერძო საუბრის გავრცელების ფაქტი. დღეს არსებული ვითარება აჭარის ხელისუფლებაში არსებული ორი ჯგუფის აშკარა დაპირისპირების გამოვლინებაა. ყოველივე ეს კი უარყოფითად აისახება მაღალი თანამდებობის პირების მიმართ საზოგადოების ნდობაზე და საფრთხეს უქმნის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას.“ 

მდინარე ჭოროხმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

 

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები მუშაობენ.

როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, გარდაცვლილს მდინარის პირას ნაკვეთი ჰქონდა. 

შს სამინისტრო:აჭარაში ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი

 

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 6,61 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,127 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს „ოპიუმი“-ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მთავრობა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის – ვინ მიიღებს კომპენსაციას

 

ბატონო ნიკა, თუ შეისწავლეთ ზარალი, რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი?   

 

 

კომისია მუშაობს, თუმცა შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. ვიცით, რომ ზოგან გზები გადაკეტეს, ზოგან ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ორი ხიდი დაზიანდა ხელვაჩაურში, სტიქიის პერიოდში მოხდა 19 ოჯახის ევაკუირება და დროებით თავშესაფარში გადაყვანა. აქედან რვა ოჯახი იყო ხელვაჩაურში და ორი ქობულეთში.

 

 

ამ ოჯახებს რა ტიპის დახმარებას გაუწევს მთავრობა, შეძლებენ სახლში დაბრუნებას, თუ ახალი საცხოვრებელი ესაჭიროებათ?

 

 

მათი სახლები დანგრეული არ არის, ევაკუაცია იმიტომ განხორციელდა, რომ იმ ეტაპზე საფრთხე ემუქრებოდათ.

 

 

მოქალაქეებმა, ვინც თავს მიიჩნევს დაზარალებულად, ვის უნდა მიმართონ კომპენსაციის თაობაზე და რა მეთოდით დაითვლით ზარალს?

 

 

ზარალს კანონის შესაბამისად შევისწავლით, შესწავლას ახორციელებს სპეციალური კომისია, რომელიც როგორც აჭარის მთავრობის, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე მუშაობს.

 

 

მოქალაქემ თვითონ უნდა მიმართოს კომისიას, თუ როგორ აპირებთ ინფორმაციის შეგროვებას?

 

 

მოქალაქესაც შეუძლია მიმართოს კომისიას. შემდეგ კი, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, გასცეს თუ არა კომპენსაცია. 

 

 

კანონი იმ პირების კომპენსირებას თუ ითვალისწინებს, ვისაც სავაჭრო ცენტრებში გასაყიდი ელექტროსაქონელი დაუზიანდა? როგორც ვიცით, ასეთი ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქში.

 

 

ყველა მიმართულებით და ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით კომისია იხელმძღვანელებს კანონით, მე ნუ მომთხოვთ კანონის განმარტებას, რადგან იურისტი არ ვარ. კომპენსაცია რომ გაიცეს, ზარალი განსაკუთრებული მნიშვნელობის უნდა იყოს. ასეთია, მაგალითად, საცხოვრებელი სახლის გაუვარგისება, ან ჭერის ჩამონგრება იმ დონეზე, რომ საფრთხე შეიძლება შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასეთ ზარალზე პირველ რიგში იქნება ყურადღება. ეჭვი მეპარება, რომ კონკრეტულ ერთეული ტექნიკის კომპენსირებაზე იყოს საუბარი. 

 

 

გასაგებია, რომ სრული ანგარიში არ აქვს მთავრობას ამ ეტაპზე, მაგრამ წინასწარი შეფასებით როგორი სურათი იკვეთება, გაწვდება აჭარის ბიუჯეტი სტიქიის შედეგების კომპენსირებას, თუ დასჭირდება ცენტრალური ბიუჯეტიდან დახმარება?

 

 

გამიჭირდება თქმა. პირველ რიგში, აჭარის ბიუჯეტზე იქნება საუბარი, რადგან მათი კომპეტენციაა ამ პრობლემების მოგვარება, მაგრამ თუ გაჩნდება დახმარების საჭიროება, შესაბამისი პროდეცურები განხორციელდება.

 

 

როდის უნდა წარმოადგინოს კომისიამ საბოლოო ანგარიში?

 

 

რთული პროცესია, ამიტომ დროს და ვადას ვერ გეტყვით, ბევრი მეწყრული ზონაა და შესწავლა სჭირდება. პირველივე დღეებში ასობით განაცხადი შევიდა კომისიაში და ყველა საჭიროებს შესწავლას.

 

 

სინოპტიკოსებთან თუ მიდის მუშაობა, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის შესწავლის თაობაზე  და თუ მიიღებს მოსახლეობა დროულად ინფორმაციას მსგავსი სტიქიური პროცესების განმეორების შემთხვევაში?  

 

 

რა თქმა უნდა. სინოპტიკოსებთან და სხვა სამსახურის წარმომადგენლებთანაც არის მუდმივი კოორდინაცია. საფრთხის გაჩენის შემთხვევაში ყველა სამსახური მზად იქნება.   

 

ძლიერი წვიმა ბათუმში. გელა ძნელაძის ფოტო
ძლიერი წვიმა ბათუმში. გელა ძნელაძის ფოტო

სისხლის დონაციის აქცია ხელვაჩაურსა და ქედაში

 

უანგარო დონაციის აქციაში ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგეობების, საკრებულოების და აღნიშნულ უწყებებს გაქვემდებარებული სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები ჩაერთვებიან. სისხლი, ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ სისხლის ბანკისთვის და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სისხლის ბანკისთვის შეგროვდება.

 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში უამრავი დაავადება ფიქსირდება, რომლის დროსაც საჭირო ხდება სისხლის გადასხმა (მათ შორის ავტოავარიების დროს, ძუძუს კიბოთი დაავადებულთათვის, მშობიარეებისათვის და ა.შ.)

 

მსგავსი აქციები ხელს უწყობს სისხლის ბანკებში მარაგის შევსებას და გართულებების თავიდან აცილებს. დონაციის შემდგომ, ხდება სისხლის განახლება, რაც დადებითად მოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე. ასევე, მას უფასოდ უტარდება ძვირადღირებული გამოკვლევა რამდენიმე ვირუსზე (B და C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი. ასევე დაუდგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი და ჰემოგლობინი), რის შემდეგაც ის ფლობს ინფორმაციას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

სამინისტროს ინიციატივით არაერთი მსგავსი აქცია ჩატარდა, როგორც ადგილობრივი სისხლის ბანკების შესავსებად, ასევე ლეიკემიით დაავდებული ბავშვების დასახმარებლად.

“იკომოს საქართველო“ ბათუმში – შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის შესახებ

 

შეხვედრის მიზანია მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებების გაცნობა რეგიონის პროფესიონალთა, სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

 

შეხვედრა გამართება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „რეგიონული თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის” ფარგლებში. 

 

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. 

სამაშველო: ბათუმში ხუთბალიანი შტორმი დაფიქსირდა

 

სტიქია აჭარაში. ფოტო ბათუმელების არქივიდან

მამუკა თურმანიძისს ინფორმაციით, ამინდის პროგნოზის თანახმად  დღის ბოლოს წვიმა  შეწყდება. გუშინ გვიან ღამით ბათუმში  ერთ-ერთი მაღაზიის საწყობი დაიწყვა. ხანძრს გამომწვევ მიზეზს კრიმინალისტები იკვლევენ. 

ბათუმი ქედის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია. 

 

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ზარალი მიადგათ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს. 

აჭარის მთავრობაში სტიქიის შედეგებზე იმსჯელეს

 

 

 

 

  

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის კახა შაშიკაძის თქმით, ბოლო დროინდელი სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სადაც პრობლემები შეექმნა საცხოვრებელ სახლებს და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს.

 

კახა შაშიკაძემ მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარებაზე ისაუბრა:  „ქედაში ადიდებულმა მდინარე ზანამ დატბორა მოსახლეობის, სასოფლო სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლების სახურავი. შუახევის მუნიციპალიტეტში ორი მიმართულებით შეიქმნა პრობლემა. ამ ეტაპისთვის ხდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის იდენტიფიკაცია, რის შემდეგ კომისია გავა ყველა პრობლემურ ობიექტზე და შეაფასებს ზარალს“.

 

აჭარის საგზაო დეპარტამენტის გიორგი რომანაძის თქმით ხელვაჩაურში, ყველა მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია, ორი დღის განმავლობაში კი ქობულეთშიც გაიხსნება გზა ყველა მიმართულებით. 

 

გიორგი რომანაძე:  „ყველაზე მეტად დაზარალდა ქობულეთის რაიონი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, დახლოებით 15-20 მიმართულებით გზა გახსნილია. ჩვენი ტექნიკა საკმარისი არ არის და დახმარება აღგვითქვა როგორც ქობულეთის გამგეობამ, ასევე კერძო კომპანიებმა. როცა ტექნიკა ბრუნდებოდა უკან, მეწყერი ხელმეორედ ჩამოვიდა. ამიტომ თუ მეწყერი არ დაემატა, სავარაუდოდ დღეს გაიწმინდება გზა აჭყვის თავის მიმართულებით“.

 

რაც შეეხება ბათუმს, კახა შაშიკაძე განამრტავს, რომ შესაბამისი სამსახურები სტიქიას მომზადებული შეხვდნენ და არსებითი ზიანი ამ დღეებში სტიქიას ქალაქისთვის არ მიუყენებია. 

იყიდება ბინა იაფად, პრივატიზებული სხვენით

 

ქალაქ ბათუმში, გორგასალისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, საერთოეზოში იყიდება 80 კვ/მ ფართობის ბინა პრივატიზებული სხვენით. ფასი სხვენით: 45 ათასი აშშ დოლარი,სხვენის გარეშე-38 ათასი აშშ დოლარი.

მობ.:  577 252585

          597019963

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მეწყერის ჩამოწოლამ ჩაკეტა საავტომობილო მიმოსვლა, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და ელოდებიან ტექნიკას გზის გასაწმენდად, თუმცა მეწყერი ჯერ კიდევ აქტიურია.

კანონიერ ქურდობაში ბრალდებულმა პატიმარმა სხეული დაიზიანა

 ბათუმის №3 საპყრობილე. ბათუმის მესამე საპყრობილის ექიმები {ფოტო ბათუმელების არქივიდან}

 

 

პატიმრის დედის ინფორმაციით, მის შვილს მუცლის არეში ათი ნაკერი აქვს. 

 

სასჯელაღსულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით,დღეს (29.09.2014) პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,  სამინისტროში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ პატიმარმა შიმშილობაც შეწყვიტა. 

 

პატიმარმა სასამართლო პროცესზე  თქვა რომ თავს უდანაშუალოდ მიიჩნევს, გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს და  ის ამის გამო შიმშლობდა. 

 

საქართველოს ჩემპიონი ბილიარდში კვლავ პაატა ხმალაძე გახდა

 

 

საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში / ბათუმი 29.09.2014

 

 

საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში საქართველოს ბილიარდის ფედერაციამ ჩაატარა, რომელიც 28 აგვისტოს დაიწყო. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 32 სპორტსმენი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასულები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

 

საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე იმედოვნებს, რომ მომავალში ჩემპიონატზე საპრიზო ფონდიც დაწესდება.

 

„საქართველოს ბილიარდის ფედერაცია დაუფინანსებელი ორგანიზაციაა. ეს იწვევს გულისტკივილს როგორც მოყვარულებს შორის ასევე პროფესიონალებშიც. თუკი ბილიარდი აღიარებულია სპორტის სახეობად, მაშინ მასაც ისევე უნდა გადაუნაწილდეს დაფინასნება, როგორც სხვა სპორტის სახეობებს. წელს, სამინისტროში წარდგენილი გვაქვს ხარჯთაღრიცხვა და თუ დაგვიმტიცებენ მომავალში საპრიზო ფონდით ჩავატარებთ საქარველოს ჩემპიონატს და გუნდებსაც გავაგზავნით საერთაშორისო ასპარეზზე, რაშიც ჯერჯერობით, აქტიურად ვერ ვმონაწილებთ“ – ამბობს საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე.

 

ჩემპიონატი აჭარის ბილიარდის ფედერაციისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

მდინარე ბზანამ კალაპოტი იცვალა

 
 
 
ქედის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დატბორვის საფრთხე შეექმნა მოსახლეობასაც. სიტუაციას ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე და ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრები გაეცნენ.
 
 
 
 
დილიდან დოლოგანში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც პირველად პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.
 
 
 
 
 
 

„კოლხობა“ სარფში

 

სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც ,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართება. „კოლხობა“ მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული.   

 

 

რა პრობლემები აქვს ბათუმის საცხენოსნო კლუბს

ამჟამად საცხენოსნო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კლუბის დირექტორის ირაკლი ნაცვალაძის თქმით, სამუშაოების დამთავრებამდე ვარჯიში შეჩერებულია.

„ბოლო ერთი წლის მანძილზე რთული იყო საცხენოსნო კლუბის ფუნქციონირება. მოძველებული ღობის გამო სრული დატვირთვით ვერ ვმუშაობდით, ვერც ცხენს ვავარჯიშებდით, ვერც მსურველებს. ახლა დროებით ღობეს და საცხენოსნო ბაზისთვის აუცილებელ პირობებს ვაკეთებთ“, – ამბობს ირაკლი ნაცვალაძე.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში შედის ტერიტორიის შემოღობვა, საჯინიბოს რეკონსტრუქცია და სველი წერტილების მოწესრიგება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე დემურ ტარიელაძე ასრულებს. კლუბსა და ინდმეწარმეს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაო თვენახევარში 36 999 ლარად უნდა დამთავრდეს.

საცხენოსნო ბაზაზე ხუთი ადამიანი მუშაობს – ერთი მთავარი მწვრთნელ-ინსტრუქტორი, მეჯინიბეები და დამხმარე მეჯინიბეები. კლუბის 2014 წლის ბიუჯეტი 150 ათასი ლარია.

კლუბში ფუნციონირებს სააბონენტო სისტემა, ერთჯერადი გასეირნება და შემსწავლელი კურსები. თვის განმავლობაში 10 ვარჯიში 100 ლარი ღირს, ხოლო გასეირნება ერთი საათი – 20 ლარი. ზამთრობით, ცუდი ამინდის დროს, ვარჯიში ჩერდება.

ირაკლი ნაცვალაძე: „დახურული მანეჟი არ გვაქვს. პირველ რიგში პრიორიტეტია, რომ გაკეთდეს ღობე და გრუნტი ცხენის ვარჯიშისთვის და შემდეგ თუ იქნება საშუალება და პირობები, დახურული მანეჟიც გვინდა რომ გავაკეთოთ. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ბათუმში ჩვენამდე არ არსებობდა საცხენოსნო სპორტი. საცხენოსნო კლუბი იყო, მაგრამ კერძო მოყვარულების დონეზე. თავისთვის ჰყავდათ ცხენები და დადიოდნენ ბათუმის სახელით შეჯიბრებებში. აჭარაში პროფესიონალ მხედრებს შორის ბათუმის სახელით გიორგი ძინძიბაძე ასპარეზობს. კლასიკურ სახეობაში კლუბი ასევე დამწყებ სპორტსმენს ნიკა ხაბაძეს ზრდის. ის 10 წლისაა და თავის ასაკში რეგიონში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობს. წელს ფოთში ჩატარებულ შეჯიბრზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

26 სექტემბერს ასევე ფოთში გაიმართება ვალერიან მაქაცარიას სახელობის შეჯიბრება, სადაც ნიკა ბათუმის სახელით იასპარეზებს. დღესდღეობით აჭარის სახელით შეჯიბრებებზე მხოლოდ ერთი ცხენი ასპარეზობს. აჭარის გუნდური ნაკრები არ არის ჩამოყალიბებული, რადგან ცხენოსნობა ისეთი სახეობაა, რომ ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განვითარდება. რის საშუალებაც გვქონდა კლუბს, იმით ერთი სპორტული ცხენი შევიძინეთ. რთულია მისი ვარჯიშიც, რადგან მხოლოდ ორი მცირე მოედანი გვაქვს. დაინტერესებული ადამიანი ბევრია, ჩვენ ნებისმიერ მსურველს შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ცხენის ტარება ისწავლონ ან გაისეირნონ ცხენით, მაგრამ აჭარაში ცხენოსნობის, როგორც სპორტის მძლავრ სახეობად ჩამოყალიბებას ინფრასტრუქტურა და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება“.

გასულ წელს საცხენოსნო კლუბმა ბათუმში პირველად ჩაატარა პროფესიონალ სპორტსმენებს შორის შეჯიბრება, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე ქვიშის მოედანზე ჩატარდა. ირაკლი ნაცვალაძე ამბობს, რომ შეჯიბრების მოწყობა გაუჭირდათ, რადგან საასპარეზო არენა მცირე იყო და ცხენებისთვის არ ჰქონდათ დროებითი სადგომი, ამიტომ საცხენოსნო შეჯიბრებების ჩატარებას ბათუმში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ გეგმავენ.

ჯერჯერობით არც კლუბის ტერიტორიის საკითხია დაზუსტებული და კლუბის დირექტორი ვერ აკონკრეტებს, მომავალი წლიდან საცხენოსნო ბაზა დარჩება აეროპორტის გამზირის #253-ში, თუ სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. ეს საკითხი ბათუმის მერიის და აჭარის ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის, რადგან კლუბი მერიის ბალანსზეა, ტერიტორია კი სამინისტროს ეკუთვნის.

ირაკლი ნაცვალაძე საჯინიბოსთან / საცხენოსნო კლუბს ერთი ცხენის შენახვისთვის საშუალოდ 300 ლარი სჭირდება თვეში

აჭარის მთავრობაში საგანგებო შტაბი შეიკრიბა

 

 

 

 

„ბოლო ინფორმაციით რეგიონში შედარებით სტაბილური მდგომარეობაა.ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ადიდდა მდინარე და რამოდენიმე ოჯახს მიაყენა ზიანი. წაიღო საკარმიდამო ნაკვეთი. საბედნიეროდ ქალაქის ტერიტორიაზე არ მომხდარა დატბორვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა მეწყრული მოვლენები, თუმცა სახლები არ დაუზიანებია. აჭყვისთავში გზის ჩაკეტვის შედეგად რამოდენიმე ოჯახი მოწყვეტილია გარემოს. ჩვენ ყველა რესურსი მობილიზებული გვაქვს იმისთვის, რომ დროულად აღმოვფხვრათ პრობლემები. ამ ეტაპზე ზარალი არ არის დათვლილი“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძე. 

ადამიანი და მგელი

 

ქალბატონო ნათია, როდის დაიწყო კვლევა და რა მიზანი ჰქონდა მას?

– ადამიანისა და მგლის კონფლიქტის კვლევა დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წელს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ადამიანისა და მგლის კონფლიქტი საქართველოში: რეალური და მოჩვენებითი პრობლემები რეგიონში, სადაც მგელი ჯერ კიდევ ბუნებრივი ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია“ – ფარგლებში. პროექტი დასრულდა 2009 წელს, ხოლო კვლევა გაგრძელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.

 

მე-20 საუკუნის ბოლოს, 21-ე საუკუნის დასაწყისში, მგლის შესწავლა ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდამდე არ არსებობდა მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია მგლის რიცხოვნობასა და სიმჭიდროვეზე დაცული ტერიტორიების გარეთ. მაგალითად, დაიწერა, თითქოს საქართველოში 10 000 მგელი ბინადრობს. საქართველოს ტერიტორია დაახლოებით 70 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.  თუ ამას გამოვაკლებთ სულ ცოტა 15 ათას კვ. კილომეტრს (დაახლოებით ამდენია ტერიტორია, სადაც მგელი არ ბინადრობს, დასახლებული პუნქტებისა და წყალსატევების ჩათვლით), გამოვა, რომ მგლის საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს ერთ მგელს ყოველ 5.5 კვ. კმ. –ზე, რაც არარეალურად დიდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ალგონკინში (კანადა), სადაც მგლის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პოპულაცია ბინადრობს, მგლის სიმჭიდროვეა 2,8 – 2,9 მგელი 100 კვადრატულ კილომეტრზე. ამგვარი დაუსაბუთებელი განცხადებები საზოგადოებაში არასწორი და უარყოფითი აზრის ჩამოყალიბებას იწვევს. აქედან გამომდინარე,  საჭიროდ ჩავთვალეთ ჩაგვეტარებინა კვლევა, რომლის მიზანი იყო წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მგლის რიცხოვნობის შეფასება და საქონელზე გახშირებული თავდასხმის მიზეზების გამოვლენა.

 

რა გამოიკვეთა კვლევების შედეგად?

– საქართველოში მგლის საქონელზე თავდასხმის გახშირება გამოწვეულია არა იმდენად მგლის პოპულაციის რიცხოვნობის ზრდით, არამედ სინანთროპი, შინაურ საქონელზე სპეციალიზებული მგლების რაოდენობის მომატებით. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მგლის სინანთროპიზაციას (ადამიანთან დაახლოებას) ხელი შეუწყო როგორც ეკოლოგიურმა, ისე სოციო-ეკონომიკურმა ფაქტორებმა.  ეკოლოგიური ფაქტორებიდან აღსანიშნავია ბუნებრივი მსხვერპლი სახეობების – ჩლიქოსნების სიმცირე; ადამიანის დასახლებების ძლიერი შეჭრილობა მგლის ჰაბიტატში; მგლის განსახლების პროცესისთვის ბუნებრივი და ხელოვნური ბარიერების ნაკლებობა; ადამიანის სიახლოვეს არსებობასთან შეგუების მაღალი ხარისხი.

 

მგლის სინანთროპიზაციის მიზეზების კვლევისას მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ლიტერატურიდან უკვე ცნობილი – ნარჩენების პრობლემაც, რომელიც საქართველოს მრავალ რეგიონშია შექმნილი. ადამიანის დასახლებებთან მდებარე ნაგავსაყრები როგორც ველური, ისე შინაური ცხოველებისთვის საკვების წყაროს წარმოადგენს და იზიდავს მგელსაც.

 

 

რა იწვევს მგლის ადამიანის საბინადრო გარემოსთან დაახლოებას?

– ჩვენ მიერ გამოკვლეულ (ყაზბეგი, გურია, აჭარა) შემთხვევაში სოციო-ეკონომიკური ტიპის ცვლილებას მოსდევს ლანდშაფტის ცვლილება: სოფლების მახლობლად არსებული ქაცვის ტყის აღდგენა – ყაზბეგის შემთხვევაში, და ჩაის ბუჩქების გაველურება  – გურიისა  და აჭარის  შემთხვევაში. რაც ხელს უწყობენ მგლების სინანთროპიზაციას: ლანდშაფტის ეს „ახალი“ ელემენტები დერეფნების როლს ასრულებენ, რომლებიც აკავშირებს ტყესა და სოფელს და ამავე დროს, ადამიანისათვის შეუვალ, ხოლო მგლისათვის კარგ სამალავს ქმნის.

 

ადამიანის სიახლოვეს მობინადრე მგლის ხროვების ტერიტორიების ძირითადი თავისებურებებია: გაუვალი ბუჩქნარების სიმრავლე, რომლებიც, ერთი მხრივ, სოფლებს, ხოლო მეორე მხრივ, ტყეს და აუცილებლად მდინარეების ხეობებს  უკავშირდებიან. ასევე  ნაკლებად  დაცული შინაური ცხოველების სიმრავლე,   ბუნებრივი მსხვერპლი სახეობების სიმცირე და ნაგავსაყრების არსებობა.

 

რა შეგიძლიათ გვითხრათ ე.წ. მგლის და ძაღლის შესაძლო შეჯვარების შესახებ, ანუ ჰიბრიდულ მგლებზე?

– ზოგ უცხოურ წყაროში აღნიშნულია, რომ „თავდამსხმელი“ მგლები შესაძლებელია იყვნენ მგლისა და ძაღლის ჰიბრიდები, ან საერთოდ, გაველურებული ძაღლები.  ცნობილია, რომ ბუნებაში ხშირია მგლისა და ძაღლის შეჯვარების შემთხვევები.  ჰიბრიდიზაციის შედეგად შესაძლებელია მოხდეს ქცევის ცვლილება, ჰიბრიდი უფრო ადვილად ეგუება ადამიანთან ახლოს ცხოვრებას. საქართველოში, სადაც გაველურებული ძაღლები  ხშირად გვხვდება, ხოლო მგელიც არ არის იშვიათი, არსებობს ჰიბრიდიზაციის კერების წარმოქმნის პოტენციური შესაძლებლობა.  

 

ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მგლების 10%-ს , ხოლო ძაღლების 20%-ს აქვთ ჰიბრიდული წარმოშობა. აქედან 3%  მგლებისა და ძაღლების პირველი თაობის ჰიბრიდია. სულ შემოწმებული იყო 102 მგლისგან და 66 ძაღლისგან აღებული სინჯი. ჰიბრიდიზაციის მაჩვენებლი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. ძაღლისა და მგლის ჰიბრიდიზაცია ჩვეულებრივი მოვლენაა ისეთ ტერიტორიებზე, სადაც დიდი ზომის მცველი ძაღლები თავისუფლად ჰყავთ, ამიტომ გენთა ნაკადი ძაღლებსა და მგლებს შორის მნიშვნელოვნად  მოქმედებს როგორც ძაღლების,  ისე მგლების პოპულაციებზე.

 

არის თუ არა ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები და რა იწვევს მას?

– კვლევის პერიოდში ადამიანზე თავდასხმის მხოლოდ ორი შემთხვევა იქნა დაფიქსირებული: ერთი გურიაში რამდენიმე წლის წინ, მეორე კი ახალგორის რაიონის სოფელ დოჩიალის მახლობლად,  2009 წლის ზაფხულში. მეორე შემთხვევა ძალზე ჰგავდა ცოფით დაავადებას, თუმცა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ამის დასადასტურებლად შეუძლებელი გახდა – სიცხის გამო მკვდარი ცხოველის ტვინი დაზიანდა იმდენად, რომ ვირუსის არსებობის დადგენა ვერ მოხერხდა.  საინტერესოა, რომ დოჩიალის მგლის ჰაპლოტიპი იდენტური იყო ყაზბეგში, აჭარასა და კახეთში შეხვედრილ ყველაზე გავრცელებული ჰაპლოტიპისა.

 

სად გვხვდება მგელი საქართველოში?

– პროექტის ფარგლებში გამოვლინდა ახალი ფაქტები მტაცებლების გავრცელების არეალის შესახებ: პირველი, მგელმა დაიწყო კოლხეთის დაბლობის (სადაც  გასული საუკუნის შუა პერიოდისთვის უკვე განადგურებული იყო), ხელახალი ათვისება, ანუ რეკოლონიზაცია. დაფიქსირდა ტურის  გავრცელების ახალი წერტილი. ეს მეტწილად დაბლობის ცხოველები  რაჭაში, 1500-1700 მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდნენ, თუმცა ჩვენ  ხელთ არსებულ ლიტერატურაში არსად არის ნახსენები საქართველოში ტურის ასეთ სიმაღლეზე არსებობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ არც იცის, რომ მათ მიერ მოკლული ცხოველები ხშირად ტურები არიან და „წითელ მგელს“ ეძახიან. ამბობენ, რომ იგი რაჭაში  4-5 წელია რაც გამოჩნდა.

 

მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მგელი – ადამიანის ურთიერთობასთან მიმართებაში. მოსახლეობა  საქონელზე თავდასხმის თითქმის ყველა შემთხვევას მგელს აბრალებს, თუმცა ზოგჯერ ეს ძაღლია (სოფელ გლდანის მიდამოები), ზოგჯერ ტურა (რაჭა) ან სხვა ცხოველი.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია მასმედიის უარყოფითი როლი ადამიანი-მგლის კონფლიქტის გაშუქებაში. ტელევიზიებით ვრცელდება ან არასრული, ან დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია, რაც მოსახლეობაში ინტერესის გამოწვევის მიზნით კეთდება. ამით მასმედია ხელს უწყობს მოსახლეობაში მგლისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც არც ქვეყნის სახეობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის არის სასიკეთო და არც თავად კონფლიქტის აღმოფხვრას ემსახურება. 

 

ძირითადი რეკომენდაციები მგელი_ადამიანის კონფლიქტის შერბილებისთვის ასეთია: საგანმანათლებლო მუშაობა მოსახლეობასთან, მესაქონლეობის ტრადიციული წესების გაცნობა მოსახლეობისათვის, იქ, სადაც ეს წესი დავიწყებულია (მაგ. მცველი (ე.წ. მეცხვარე) ძაღლების მნიშვნელობა,  საძოვარზე გაშვებული საქონლის ჯოგად შეკვრის პრინციპი, მწყემსვის წესი, მწყემსების მორიგეობის სიხშირე, მორიგე მწყემსების რაოდენობა). გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ კანონის მოსახლეობისთვის  გაცნობა, კანონის  რეკლამირება (მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, რომ თუ მგელი თავს ესხმის საქონელს, ზიანს აყენებს მას, მათ ცხოველის მოკვლის უფლება აქვთ).

 

ნათია კოპალიანი


რა შეგიძლიათ თქვათ მგლის ქცევის თავისებურებებზე?

– მგლის ქცევაზე უსასრულოდ შეიძლება ვისაუბრო. მგლის პოპულაციის ბუნებრივი, ყველაზე ხშირად წარმოდგენილი ერთეული ოჯახია, რომელიც ერთი წყვილისა და მათი სხვადასხვა თაობის შთამომავლობისგან შედგება. ხელსაყრელ პირობებში მყოფი ოჯახი ყოველ წელს შობს ნაშიერებს. ნაშიერები მშობლებთან 10-54 თვე რჩებიან, შემდეგ კი დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას.

 

აღწერილია შემთხვევები, როდესაც უცხო მგელი უერთდება ხროვას (ხანდახან დროებით. სადაც უკვე არის წყვილი, რომელიც მრავლდება. ასეთ მგლებს „ნაშვილებს“ ან „მიკედლებულებს“ უწოდებენ, რათა განარჩიონ იმ მგლებისგან, რომლებიც შემოდიან ხროვაში ერთ-ერთი მეწყვილეს სიკვდილის შემთხვევაში და მის ადგილს იკავებენ. „მიკედლებული“ მგლები ძირითადად მამრები არიან, ხოლო „მიკედლება“ ძირითადად თებერვლიდან მაისის ჩათვლით ხდება.

 

ზოგჯერ ახალგაზრდა მგლები მიდიან ხროვიდან, მაგრამ რჩებიან ხროვის ტერიტორიაზე და ელოდებიან გამრავლების შანსს, ანუ აქვს მომლოდინეს პოზიცია.

ზოგჯერ, ხროვის დამაარსებელი წყვილის გარდა, ხროვაში მრავლდებიან სხვა ზრდასრული მგლებიც. თვლიან,  რომ „მრავალჯერადი გამრავლების“ შემთხვევაში მრავლდებიან დედა და მისი მდედრი ნაშიერი, რადგან მგლის ხროვაში უცხო მდედრის მიღება ძალზე იშვიათია და  ხდება მხოლოდ გამრავლებაში მონაწილე მდედრის სიკვდილის შემდეგ.

 

განსახლების პროცესში მგლები ცდილობენ დაიკავონ ის თავისუფალი ადგილები, რომლებიც დარჩენილია სხვა ხროვების ტერიტორიების „მოზაიკაში“. მარტოხელა მოხეტიალე მგლები დიდ ტერიტორიებს ფარავენ  – 10.500 კმ2 და მეტსაც, მანამ, სანამ  ერთ-ერთ ასეთ თავისუფალ ადგილზე მეწყვილეს არ იპოვიან და საკუთარ ტერიტორიას აარსებენ.

 

სოციალური ურთიერთობები მგლის ხროვაში დამყარებულია დომინანტურ იერარქიაზე. ჯგუფის მეთაური ალფა მამრია. შემდეგ მოდის მისი მეწყვილე, ალფა მდედრი, რომელიც მხოლოდ ალფა მამრს ემორჩილება. თუ ალფა მამრი დაბერდა, დაიჭრა ან მოკვდა, იერარქიაში მის მერე მყოფი ბეტა მამრი იკავებს დომინანტის პოზიციას. დაქვემდებარებული ცხოველები სხვადასხვა პოზებითა და გამომეტყველებით ატყობინებენ ლიდერს მორჩილების შესახებ. მგლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყურების, კუდის პოზიციას, კბილების ჰორიზონტალურ თუ ვერტიკალურ დაკრეჭვას, სხეულის დახრილობას და სხვა. დომინანტს კუდი მაღლა აწეული და ყურებიც დაცქვეტილი აქვს.

 

მგლები ნიშნავენ თავიანთ ტერიტორიებს შარდისა და ექსკრემენტების საშუალებით. სუნი დიდხანს ნარჩუნდება. უცხო მგელს ამ სუნის მიხედვით შეუძლია დაადგინოს იმ ცხოველის სქესი, ზომა და ასაკი, რომელმაც ნიშნული დატოვა. ასევე სუნის სიმძაფრის მიხედვით ხვდება, ახალია ნიშნული თუ ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში მგელს აღარ გამოუვლია.

 

გარდა მხედველობითი და ქიმიური კომუნიკაციისა, მგლებს ურთულესი  ბგერით კომუნიკაცია ახასიათებთ. მაგალითად, ყმუილით ისინი ატყობინებენ ერთმანეთს თავისი ადგილმდებარეობის შესახებ, უცხო ხროვებს ტერიტორიების დაკავებულობის შესახებ, ხოლო ნადირობისას ყმუილი ერთად შეკრების სიგნალია.

 

მსხვილ მსხვერპლზე, მაგალითად ირემზე, ჯგუფურად ნადირობენ. თუმცა აღწერილია შემთხვევები, რომ ერთ მგელსაც მოუპოვებია თუნდაც ისეთი დიდი ზომის მსხვერპლი, როგორიცაა ბიზონი. მგლებს წლის განმავლობაში აქვთ ე.წ. სტაციონარული და მომთაბარე ფაზები. სტაციონარულად ერთ ტერიტორიაზე არიან მაშინ, როდესაც უჩნდებათ ლეკვები და ზრდიან მათ: გაზაფხული-ზაფხული. მომთაბარე ფაზა იწყება შემოდგომაზე და გრძელდება ზამთარში, როდესაც ისინი გადადიან ერთი ტერიტორიიდან მეორეზე. დღე-ღამეში მგელმა შეიძლება დაფაროს 200 კმ. მოძრაობის ჩვეულებრივი სიჩქარე არის 8კმ/ს. თუმცა შეუძლიათ იმოძრაონ 50-7- კმ/ს-სიჩქარითაც.

 

ბუნებაში მგელი ცხოვრობს მაქსიმუმ 13 წელი, თუმცა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა ექვსი წელი. ტყვეობაში შესაძლებელია იცოცხლოს 15 წელიც.

რას აპროტესტებენ სტუდენტები

 

„ალტერნატივას“ საპროტესტო აქცია

 

 

მთლიანად საქართველოში, განათლების სისტემაში არსებობს უამრავი პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება, თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის არ არის განათლება პრიორიტეტული, სახელმწიფოს არ გააჩნია გრძელვადიანი სტრატეგია განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ზოგადად, განათლების სისტემასთან ერთად ჩვენ გავაპროტესტებთ ჩვენს უნივერსიტეტში არსებული სიტუაცია, სადაც უამრავი პრობლემაა. რაც რეალურად ხელს უშლის სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებაში, თავისუფალი აკადემიური სივრცის არარსებობაა. ბევრი ლექტორი არაკომპეტენტურია, არ უწყობენ ხელს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას – უნივერსიტეტს არ აქვს სახსრები ამ მიმართულებით სამუშაოდ, ამისათვის კი საჭიროა სახელმწიფოსგან პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა თანამედროვე ინფრასტრუქტურის არარსებობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეუსაბამობა.

 

უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური – ყოველგვარი გარე ძალებისგან თავისუფალი.

 

წლების განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განიცდიდა პოლიტიკურ გავლენას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა წლების განმავლობაში ატარებდა პარტიულ ინტერესებს, როდესაც უნივერსიტეტში შეხვედრები ეწყობოდა მაღალი რანგის პოლიტიკურ ლიდერებთან, წინასწარ არჩევდნენ იმ სტუდენტებს, ვინც უნდა დასწრებოდა შეხვედრას, წინასწარ იყო განსაზღვრული შეხვედრაზე დასასმელი კითხვებიც, სტუდენტური თვითმმართველობა იყო ქცეული კონკრეტული პარტიის ახალგაზრდულ ფრთად, რომელიც ატარებდა მათ ინტერესებს, სტუდენტები დაყავდათ პარტიულ შეხვედრებზე, აქციებზე, ფაქტობრივად ხდებოდა სტუდენტებში ცნობიერების დაქვეითება, უნივერსტეტი ხელს უწყობდა სტუდენტებში პროტესტის გრძნობის ჩახშობას და კომფორმისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

 

2012 წელს ხელისუფლების ცვლას მოჰყვა მცირე ცვლილებები, მაგრამ ამან ვერ უზრუნველყო ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება: უნივერსიტეტში ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა, არ არსებობს თავისუფალი აზროვნება, სტუდენტობა და ლექტორთა ნაწილი ისევ განიცდის ზეწოლას, მცირე სარემონტო სამუშაოების მიუხედავად მაინც მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, თვითმმართველობა ისევ ატარებს მმართველი პარტიის ინტერესებს, რაც ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა თვითმმართველობის წევრებმა სტუდენტები წაიყვანეს პარტიულ შეხვედრაზე ისე, რომ სტუდენტებმა არ იცოდნენ შეხვედრის არსი.

 

 

თვითმმართველობა არ ასრულებს თავის მოვალეობას, არ იცავს სტუდენტთა ინტერესებს, არაეფექტურად ფუნქციონირებს მისი შემადგენელი ორგანოები, გამუდმებით არის დაპირისპირება თავმჯდომარის თანამდებობისთვის, თვითმმართველობის წევრები ორიენტირებულნი არიან პოპულისტურ ღონისძიებებზე, რომ შეინარჩუნონ პრესტიჟი და არ აკეთებენ იმას, რაც რეალურად საჭიროა სტუდენტებისათვის.

 

სწორედ ეს იყო ჩვენი პროტესტის საგანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროტესტი იყო მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ირგვლივ არსებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ აუცილებელია ხმამაღლა ითქვას და დაიწყოს ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. ამიტომაცაა აუცილებელი სტუდენტობა გააქტიურდეს, შედგეს ხშირი შეხვედრები ადმინისტრაციასა და სტუდენტობას შორის და ერთობლივი ძალებით გადაიჭრას თითოეული პრობლემა.
ეს პროტესტი უნდა იყოს მაგალითი თითოეული სტუდენტისათვის, რომელიც ხედავს თუნდაც ელემენტარულ პრობლემას უნივერსიტეტში და სურს ამის გამოსწორება.

„ადამიანები არ უნდა გარიყონ“


შორენა, როგორ აფასებთ თბილისში მომხდარ ფაქტს? ყოფილა თუ არა მსგავსი შემთხვევა ბათუმში?

 

 მსგავსი ფაქტი ბათუმში არ დაფიქსირებულა, ან ჩემამდე არ მოსულა. ძალიან დიდი პრობლემაა მენტალობის თვალსაზრისით. თბილისში მომხდარი ფაქტის შესახებ რომ მოვისმინე, მართლა აღვშფოთდი. ისევ განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ ალბათ. ვინმე უნდა დაინტერესდეს ამ პრობლემით. საზოგადოებამდე უნდა მივიდეს ინფორმაცია, რომ ადამიანები არ უნდა გარიყონ და ეს საკითხი უკვე აღარ უნდა იდგეს დღის წესრიგში.


თქვენი აზრით, ვინ უნდა გააკეთოს ეს?

 

 ყველაფერს მხოლოდ სსმ პირებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ გაწვდებიან, სხვა ორგანიზაციებიც უნდა დაინტერესდნენ. უხეშად რომ ვთქვათ, ეს მათთვის პიარიც იქნება. მე ვფიქრობ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან საგანმანათლებო მუშაობა არის უმნიშვნელოვანესი, იმავე ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. არის სხვა საკითხები. შედარება რომ გამოვიყენო, ზღვის ნაპირთანაც არ ვართ ჯერ მისული.


ზღვასთან დაკავშირებით მინდა გკთხოთ, ზღვის სანაპიროზე ჩასასვლელი პანდუსის საჭიროებაზე წავიკითხე, ბათუმში ასეთი პანდუსი არ გვაქვს?
 ერთადერთი რაც ვიცი, ჯეოსელის აქცია იყო ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც შექმნეს ადაპტირებული გარემო იმისთვის, რომ ყველას შეეძლოს ჩავიდეს ზღვაზე, ფილმს უყუროს ან წიგნი წაიკითხოს.

 

როგორც ვიცი, თქვენ პროფესიით ფსიქოლოგი ხართ და ამ კუთხით მუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციაში, თბილისში მომხდარი ამბის ანალოგით თქვენთვის ვინმეს მოუმართავს?

 

პირადად ჩემთვის არ მოუმართავთ, მაგრამ შეკრებების დროს ყველა საუბრობდა იმაზე, რომ საზოგადოების მხრიდან არის ცუდი დამოკიდებულება. მათ ყველა სხვანაირი თვალით უყურებს. ეტლით მოსარგებლეს დაუფიქრებლად აწვდიან ფულს, მიუხედავად იმისა, ითხოვს თუ არა ის დახმარებას.


ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა თომა კაკაბაძე, სსმ პირს, არ გაუჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა ავტობუსი…

 

 დიახ, ეს გახმაურებული ამბავია და თომასგანაც ვიცი. მძღოლი კი ამტკიცებდა, სამუშაო დასრულებული მქონდაო.

 

 თქვენ თქვით, რომ მხოლოდ ორგანიზაციები ვერ გაწვდება პრობლემის მოგვარებას, თქვენ მიანიშნეთ სახელმწიფოს როლზე ამ კუთხით?

 

 საჭიროა აბსოლუტურად ყველას ჩართვა, სახელმწიფო იქნება ეს თუ კომერციული ორგანიზაციები. ინტერესი მათგან უნდა წამოვიდეს. თითო ნაბიჯი ყველამ უნდა გააკეთოს და ყველაფერი ერთობლივი ძალებით მოგვარდება.


თქვენ ხომ არ აპირებთ რაიმე პროექტის მომზადებას, რასაც შესთავაზებთ მერიას ან მთავრობას?

 

 ჯერჯერობით გეგმებზე საუბარი არ მინდა. მე არ ვუყურებ საკითხებს მხოლოდ ჩემი გადასახედიდან, ვააანალიზებ საჭიროებებს და ვფიქრობ, რა როგორ შეიძლება გავაკეთო.

 

მერის მრჩევლის რანგში მოქალაქეებმა უკვე მოგმართეს?

 

დიახ, დღეს უკვე იყო მომართვები ჩემს სახელზე. უკვე ჩემგან ისეთ რაღაცებს ითხოვენ, მგონია, რომ მათ უკვე სასწაულმოქმედი ვგონივარ.

აჭარაში რესპირაციულ დაავადებათა შესწავლის პროექტი ხორციელდება

 

 

პროფესორი იან ზეიდა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

 

 

პროფესორ ზეიდას ხელშეწყობით ბათუმის დედათა და ბავშვთა ალერგოლოგიური ცენტრი სილესიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიურ დეპარტამენტთან ერთად ახორციელებს რესპირაციულ დაავადებათა შესწავლის მასშტაბური პროექტს, რომელიც გულისხმობს ბათუმისა და მისი შემოგარენის სკოლების I-VIII კლასის 6000 მოსწავლეთა გამოკვლევას რესპირატორული დაავადებისა და ასთმის კუთხით (ანკეტირება, რისკ–ჯგუფის გამოვლენა და შემდგომი სპეციფიური კვლევა).

 

 

აღნიშნული მასშტაბის კვლევა არის პრეცენდენტი პოსტაბჭოთა ქვეყნების სივრცეში. კვლევის ძირითადი მიზანია რეგიონში ასთმის დიაგნოსტირების გაუმჯობესება და შესაბამისად მისი კონტროლის მიღწევის შესაძლებლობის ზრდა.

ინგლისური ენის ახალი სასწავლო ცენტრი ბათუმში

• ენის შესწავლა ყველა დონეზე უმოკლეს ვადაში;

• მომზადება საერთაშორისო ტესტებისთვის: TOEFL, GMT, IELTS, SAT და სხვა;

• მომზადება სინქრონული და თანამიმდევრული თარგმნისთვის დასაქმების შემდგომი პერსპექტივით. 

 

გაიცემა შესაბამისი დონის სერტიფიკატი როგორც თარჯიმნებისთვის, ასევე, ინგლისური ენის კურსდამთავრებულთათვის.

 

ცენტრის ხელმძღვანელია თარჯიმან-სინქრონისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, ინგლისური ენის ცნობილი პედაგოგი გოგა ასკურავა.

 

სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე.

 

თვალსაჩინოებისთვის ჩატარდება ღია გაკვეთილი და სასწავლო წიგნის პრეზენტაცია. 

 

დასწრება თავისუფალია. გელოდებით! მის.: ბათუმი. ლუკა ასათიანის ქ. #37. ხელოვნების ინსტიტუტი.

 

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ელფოსტა: gogaaskurava@yahoo.com 

ან დაგვირეკოთ: (599) 10 28 58, (555) 94 01 11, (593)11 06 36, (558) 26 03 03

გიორგი ასკურავას  ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი
გიორგი ასკურავას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი

ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის კედელი ჩამოინგრა

 

შტორმის შედეგები ბათუმში

 

 

 

„საჭირო გახდა გაზისა და შუქის გათიშვა ამ ობიექტზე. რაც შეეხება სხვა უბნებს. შავი ზღვის სანაპიროზე ოთხბალიანი შტორმი დაფიქსირდა, თუმცა ინფრასტრუქტურას ზიანი არ მიდგომია. ველობილიკები სუფთააა. წყალი და შუქრი მიეწოდება მთელ აჭარას, მხოლოდ თამარის დასახლების ნაწილს არ მიეწოდება წყალი. ამ დროს ჩაქვის წყალი იმღვრება და რადგან ძველ სისტემაზე არიან მიბმული, შეგნებულად არის გამორთული“- აცხადებს სამაშველო სამსახურის უფროსი. 

 

 

 

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ღამით ათი წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ბათუმი-ქობულეთი- ჩაქვის მიმართულებით გზა, რადგან აჭყვის თავის მდინარე გადმოვიდა ჯებირებიდან და სავალი ნაწილი დააზიანა. 

 

 

როგორც მამუკა თურმანიძე აცხადებს, ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები არ განვითარებულა. „მუნიციპალიტეტებში ნორმალური მდგომარეობაა, ცოტა ჟინჟღლავს“. 

მოსალოდნელია ძლიერი შტორმი – მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს

 

 

“28 სექტემბრის საღამო საათებიდან დასავლეთ საქართველოს მთელს სანაპირო ზოლზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი და უხვი ნალექი, სავარაუდოდ მდინარეებში წყლის დონე სახიფათოდ მოიმატებს. ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. მსგავსი ოდენობის ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში.

 

მეტეოროლოგების ვარაუდით აღნიშნული ვითარება 28 სექტემბის ღამესა და 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო 29 სექტემბრის ღამისთვის ნალექის დონე და ქარის მაჩვენებელი სავარაუდოდ მოიკლებს.

 

 

მივმართავთ მოსახლეობას, მაქსიმალურად მოერიდონ ზღვის სანაპირო ზოლსა და მდინარეების უშუალო სიახლოვეს, ასევე შეძლებისდაგვარად მოარიდონ შინაური ფრინველი თუ პირუტყვი საშიშ ზონებს.

 

ამ ეტაპისთვის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობით, დასავლეთ საქართველოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს პრევენციულ ღონისძიებებს. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების რესურსი როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.”

 

გადაუდებელი დახმარებისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 112.

აჭარის მთავრობის მივლინების ხარჯები და მიზნები

 

მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დავით ბაციკაძეს აქვს დახარჯული. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ვიზიტებისთვის 7605 ლარი დაუხარჯია. ამ რვა თვის განმავლობაში დავით ბაციკაძემ იმოგზაურა საბერძნეთში, ჩეხეთსა და უკრაინაში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე საბერძნეთში რეგიონებისა და ქალაქების VI სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. სამდღიან ვიზიტში 1950 ლარი დახარჯულა ბიუჯეტიდან.  იმავე მიზნით დავით ბაციკაძესთან ერთად საბერძნეთში იმყოფებოდნენ ალექსანდრე ჩიტიშვილი (1965 ლარი) და პეტრე ზამბახიძე (1950 ლარი). 

 

ხოლო პრაღაში დავით ბაციკაძესთან ერთად ორი დეპუტატი- გიორგი მასალკინი და ირაკლი ჯაში იმყოფებოდნენ. ეს ვიზიტიც, რომელიც „სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების“ ამოქმედებას უკავშირდებოდა, საკმაოდ ძვირადღირებულია და ჯამში ბიუჯეტიდან 10 ათასზე მეტი ლარია დახარჯული.

 

ირაკლი ჯაში ამბობს, რომ მათ გზა გახსნეს „ჩეხეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტისკენ, რომელთანაც ბათუმის უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი სტუდენტების გაცვლასთან დაკავშირებით“. როგორც ირაკლი ჯაში ამბობს, მათ შეხვედრები ჰქონდათ ისეთ სპეციალისტებთან, რომლებიც სწავლობენ „ბუნების მეცნიერებებს, მათ შორის ტყის მოვლას, ნადირობას, რაც დიდ მოგებას მოგვიტანს. თუნდაც ის, რომ ერთი ტახის მოკვლა ჩეხეთში ძვირადღირებული სიამოვნებაა“.
ირაკლი ჯაში ამბობს, რომ „იგეგმება სპეციალისტის ჩამოსვლაც, რომელიც ამ მიმართულებით ლექციებს წაიკითხავს“.
დავით ბაციკაძე და მისი სხვა კოლეგები უკრაინაში „უკრაინის დამოუკიდებლობის დღისა და ქ. ტერენოპოლისს ევროპის საპატიო დროშით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებულან. სამი დეპუტატის უკრაინაში ვიზიტისთვის ჯამში 7 084 ლარია დახარჯული ბიუჯეტიდან.

 

მივლინებებში დახარჯული ფულის ოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – ავთანდილ ბერიძეა. ბოლო რვა თვის განმავლობაში ავთანდილ ბერიძეს 5864 ლარი დაუხარჯია უცხოეთში ვიზიტებში. ავთანდილ ბერიძე ამ პერიოდში იმყოფებოდა გერმანიაში, თურქეთსა და უკრაინაში.
უმაღლესი საბჭოდან იტყობინებიან, რომ თავმჯდომარე წლის დასაწყისში „გერმანიაში ბრანდენბურგის ლანდტაგის ახალი შენობის ოფიციალურ გახსნაზე“ დასასწრებად წავიდა. გერმანიაში ვიზიტისთვის ავთანდილ ბერიძემ 1754 ლარი დახარჯა. უმაღლეს საბჭოში არ აკონკრეტებენ, რამდენი მოხმარდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბინადრობასა და მგზავრობას და რამდენს შეადგენდა მისი დღიური სარგო.

 

ავთანდილ ბერიძის მეორე ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში განუხორციელებია. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თურქეთში დოკუმენტური ფილმის `ოსმალეთის საქართველოს შესახებ~ პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. ამ ვიზიტისთვის მხოლოდ ავთანდილ ბერიძეს ჯამში 1569 ლარი დაუხარჯია. ფილმის პრეზენტაციაზე დასასწრებად მას თან ახლდა კიდევ ერთი დეპუტატი – ჯემალ ფუტკარაძე. დეპუტატის ვიზიტისთვის 952 ლარია დახარჯული.
ფილმს „ოსმალეთის საქართველოს შესახებ“ საქართველოში არ იცნობენ. ჯემალ ფუტკარაძის ინფორმაციით, ფილმის რეჟისორია ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქე, პროფესორი მურად ქასაბი, ხოლო კონსულტანტი მისი და, პროფესორი შუშანა ფუტკარაძე. ფილმი გადაღებულია თურქულ ენაზე და, სავარაუდოდ, მის ქართულ ვერსიასაც უნდა ველოდოთ.

 

რაც შეეხება ოპოზიციონერ პეტრე ზამბახიძეს, ის კიდევ ერთ ვიზიტში ახლდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს – მედეა ვასაძესა და სვეტლანა კუდბას. სამი დეპუტატის 7-დღიანი ვიზიტი სტრასბურგში საკმაოდ ძვირი დაუჯდა ბიუჯეტს -ჯამში 11 ათასზე მეტი ლარი. თითოეული დეპუტატის ხარჯი თითქმის თანაბარი იყო – ამ ვიზიტისთვის ყველაზე ნაკლები (3418 ლარი) დაუხარჯია პეტრე ზამბახიძეს, ყველაზე მეტი მედეა ვასაძეს – 3853 ლარი. დეპუტატები ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის 26-ე სესიაზე დასასწრებად გამგზავრებულან საფრანგეთში.

 

ამ წლის განმავლობაში მივლინების თანხით არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ არასდროს უსარგებლიათ დეპუტატებს – სულხან ღლონტსა და მერაბ აბაშიძეს. დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი მივლინებით იმყოფებოდა ქუთაისში – საქართველოს პარლამენტში და მას ამისთვის 15 ლარი გადაუხადეს, ხოლო დეპუტატი აკაკი ძნელაძე კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ჩამოსული სტუმრების გაცილების მიზნით სტუმრებს ტრაბზონამდე ჩაჰყოლია. ამ მოვალეობის შესრულებისთვის აკაკი ძნელაძისთვის 239 ლარი გადაუხდიათ.

 

არადეპუტატი თანამშრომლების ვიზიტებში უმაღლეს საბჭოს 15 580 ლარი აქვს დახარჯული 8 თვის განმავლობაში. მათგან არც ერთი თანამშრომელი, გარდა თამარ წილოსანისა, უცხოეთში არ ყოფილა. თამარ წილოსანი უმაღლესი საბჭოს წევრებს მთარგმნელობითი საქმიანობის გასაწევად ახლდა სტრასბურგში.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მოგზაურობას, უმაღლესი საბჭოს დოკუმენტის მიხედვით ძნელი სათქმელია რა წესით იხარჯება სამივლინებო ხარჯები ამ დაწესებულებაში. იგივე ავთანდილ ბერიძის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ის ზოგჯერ თბილისში ისე ჩადის და ისე ბრუნდება უკან, რომ არც ერთი ლარი აქვს დახარჯული, ზოგჯერ მხოლოდ – 15 ლარი, ზოგჯერ კი – 150 ლარი. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მძღოლს, გიორგი კვაჭაძეს თბილისში ოთხდღიან ვიზიტში (კომისიის თავმჯდომარეს ახლდა) 295 ლარი აქვს მიღებული, ხოლო ხუთდღიან ვიზიტში – 575 ლარი. „ბათუმელების” ინფორმაციით, გიორგი კვაჭაძე ამ კომისიის თავმჯდომარის, მედეა ვასაძის ბიძაშვილია.
სამივლინებო ხარჯების მიხედვით მეორე ადგილზეა აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია. პირველ რვა თვეში ამ უწყებას 41 805 ლარი აქვს დახარჯული. მათ შორის 8336 ლარი ქვეყნის შიგნით, ხოლო 33 469 ლარი – უცხოეთში.

 

უცხოეთის ვიზიტებში დახარჯული თანხიდან 8 378 ლარი არჩილ ხაბაძეზე მოდის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ყოფილა აპრილში, საინვესტიციო კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. კონკრეტულად მას 3227 ლარი დაუხარჯავს ამ ვიზიტის დროს. მთავრობის თავმჯდომარეს ვიზიტად ახლდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი გორაძე. თანმხლები პირისთვის ბიუჯეტიდან გაღებული ხარჯი 3007 ლარია.

 

ცოტა ხნის წინ კი ნორვეგიაში ჰქონია არჩილ ხაბაძეს ვიზიტი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადას დაესწრო. ამ მიზნისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5000 ლარია დახარჯული. არჩილ ხაბაძეს თან ახლდა ირაკლი ბერიძე – მთავრობის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძემ ნორვეგიაში წარადგინა პრეზენტაცია ბათუმზე. „ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2018 წელს ჭადრაკის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება ბათუმში“, – ამბობს ნათია სირაბიძე.
მთავრობის თავმჯდომარეს ნორვეგიაში ვიზიტად ახლდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე. მინისტრის ვიზიტში 4 525 ლარია დახარჯული.

 

მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბოლო რვა თვის განმავლობაში 13-ჯერ ყოფილად ვიზიტით თბილისში. მისი ვიზიტები თბილისში, ძირითადად, 2-3-დღიანია, ხოლო სამივლინებო თანხა დღეში 15 ლარი, რაც არჩილ ხაბაძეს ყოველი ვიზიტის დროს აქვს აღებული. თბილისში ღამისთევაში კი მას 3 809 ლარი დაუხარჯია. თუ რატომ დადის არჩილ ხაბაძე მსგავსი ინტენსივობით თბილისში, განმარტებული არ არის.
უწყება, რომელმაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა იზრუნოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა. უცოხეთში ვიზიტებზე გახარჯული თანხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (2554 ლარი), ამ უწყებას ინვესტორების ძიებაში არც თუ ისე დიდი ძალისხმევა აქვს გაღებული. მინისტრი დავით ბალაძე პირველ კვარტალში სტამბულში ყოფილა „ავრასია ტერმინალ იშლეთმელერის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ქალაქ იზმირში გამართულ „ლიფტების საერთაშორისო გამოფენაზე დასასწრებად“ კი თემურ ახვლედიანი ყოფილა მივლენილი. ზურაბ ფუტკარაძე წელს ისრაელშიც ყოფილა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვიზიტებში 32 ათასზე მეტი ლარი აქვთ დახარჯული. მინისტრის მოადგილეები გერმანიაში, აზერბაიჯანში, უკრაინაში ყოფილან.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივლინებებში 15 ათასი ლარი აქვს დახარჯული. „უცხოეთში ვიზიტები“ ძირითადად თურქეთით შემოიფარგლება. სამართლიანობის კონვენციისა და კონგრესის ცენტრში ევრაზიის წამყვან ჯანდაცვის სავაჭრო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და ბაჰჩეშერის უნივერსიტეტში აჭარიდან სასწავლებლად წასული სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულების სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიზნით მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე მარტის ბოლოს წასულა.

 

კიდევ ერთი ვიზიტი ლევან გორგილაძეს ჰქონდა „თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად და სიტუაციის ადგილზე გასარკვევად“. კოლეგებისგან განსხვავებით უცხოეთში ვიზიტად არ ყოფილა ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.


ვიზიტებში გარკვეული ხარჯები გაღებული აქვს აჭარის განათლების სამინისტროსაც. განათლების სამინისტრო ერთადერთია, რომელმაც მეტნაკლები სიზუსტით განმარტა, რა მიზნით იმოგზაურეს ამ უწყების თანამდებობის პირებმა ხალხის ფულით უცხოეთში და რა სიკეთეს უნდა ელოდოს საზოგადოება ამ ვიზიტებისგან.
სამინისტროს განმარტება ვიზიტებთან დაკავშირებით ასეთია: „განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბრანდენბურგის ლანდთაგის პარლამენტის შენობის გახსნაზე დასასწრებად. სამინისტროს თანამშრომელთა პოლონეთში ვიზიტის დროს კი მხარეების მიერ განხილული იქნა შემდეგი საკითხები: თანამშრომლობა სილეზიის რეგიონული კინოფონდის გაზიარების მიზნით და აჭარაში ფონდისა და კინოკომისიის დაარსების შესაძლებლობა.


მუზეუმების ინსტიტუციური განვითარება და თანამედროვე მენეჯმენტის ასპექტები; საგანმანათლებლო პროექტები მუზეუმებში; ერთობლივი გამოფენები, მულტიმედია ინსტალაციები.
თეატრების თანამშრომლობა და ერთობლივი სპექტაკლები.
მეცნიერული კულტურის ცენტრის ტრანსფორმაცია“.

საქართველოს ჩემპიონატი მინი ფეხბურთში დღეს, ბათუმში დასრულდება

”TTC”-მ ”სამტრედია” დამატებით ხუთ წუთზე დაამარცხა და მეორე გოლი გაუტანა / TTC 2:1 სამტრედია

 

პირველ შეხვედრაში „ბორჯომმა“ „პსპ“ 2:1 დაამარცხა. იმავე ანგარიშით 2:1 მოუგო „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ (TTC) სამტრედიის გუნდს და მეორე გოლი დამატებით ხუთ წუთზე გაუტანა.

ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები დღეს 17:00 საათზე გაიმართება. მესამე ადგილისთვის „ბორჯობი“ და „სამტრედია“ იბრძოლებენ. გამარჯვებული კი პირველობისთვის თბილისის „TTC“ დაუპირისპირდება.

მინი ფეხბრუთის ჩემპიონატი სპორტული ფესტივალის „საქართველო 2014“ ფარგლებში მიმდინარეობდა. ჩემპიონატი 31 მაისს დაიწყო და მასში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ლიგების პრინციპით იყვნენ გადანაწილებული. წრიული ეტაპის შემდეგ, ორივე ლიგაში ოთხ-ოთხი საუკეთესო გამოვლინდა, რომელთაგანაც ორ რაუნდიანი პლეიოფების შედეგად ოთხეული შეირჩა. ბათიმიდან ორი გუნდი თამაშობდა „ბათუმი“ და „ბათუმის წყალი“, მათ ვერ შეძლეს ოთხთა ფინალში მოხვედრა.

საქართველოს ჩემპიონს სპეციალური თასი გადაეცემა. გათვალისწინებულია, სპეციალური საპრიზო ფონდი: გამარჯვებული 4000 ლარით დაჯილდოვდება, 2000 ლარი გადაეცემა მეორე ადგილოსანს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 1000 ლარი ერგება. ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ფესტივალი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით იმართება.

ჩემპიონატზე დასწრება თავისუფალია.

ბათუმის სპორტულ -ხალგაზრდული ცენტრის მისამართია ლადო ასათიანის ქ. #27


















„ძნელია დაივიწყო ტკივილი, რომელშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და ნათესავიც“

 

დავით დიდმანიძე – რეპრესირებული

 

საბჭოთა ჯარისკაცები დიდმანიძეების ოჯახში 1951 წლის 21 დეკემბერს შევიდნენ. ოჯახში რვა ადამიანი – დავითის მშობლები, ბებია-ბაბუა და მისი და-ძმები იყვნენ. „პირდაპირ ჩხრეკაზე გადავიდნენ, გვითხრეს ბომბს ვეძებთო. აყარეს-დაყარეს ყველაფერი, გამთენიისას კი ბარგი-ბარხანა შეგვაკვრევინეს და გასახლებთო – გამოგვიცხადეს. ვის აინტერესებდა ჩვენი გლოვა და მწუხარება. სახლიდან წამოღებული ნივთები და ცოტაოდენი სურსათი ჯერ ერთი კილომეტრი გვათრევინეს, შემდეგ კი მანქანაზე ატანის უფლება აღარ მოგვცეს და დაგვატოვებინეს. 14-დღიანი მგზავრობა გაუსაძლისი იყო. ალბათ სხვების მონაყოლიდანაც გეცოდინებათ, თუ რა ხდებოდა ეშელონებში. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. სიბინძურე, შიმშილი და სიცივე. გაყინულ ვაგონებს ვერ მიეკარებოდი, სივიწროვის გამო თავებით რომ ვეხებოდით რკინაზე, თმები გვეყინებოდა ზედ და ძლივს ვაგლეჯდით. თმებიც ზედ გვრჩებოდა ხოლმე. ვერ გეტყვით, როგორ გადავურჩით ამ დღეებს, ალბათ ყველაფერს უძლებს ადამიანი“.

დავით დიდმანიძე ერთი კაცის ისტორიას იხსენებს, რომელსაც ცოლი მოუკვდა და ოთხი მცირეწლოვანი შვილით დარჩა ვაგონში: „რა დამავიწყებს მათ სახეებს. ყველაზე მეტად პატარა ვერ უძლებდა შიმშილს. ატირდებოდა „მამა კოკორტი მინდა“, – მაწონს ეძახდა ასე. მამა ატყუებდა, – „შვილო, არ მოვიდა დღეს ძროხა, ვერ მოვწველეთ, დაიძინე და ხვალ გაჭმევ“, „არა, ახლა მინდააა“, – იძახდა პატარა და ტირილ-ტირილში იძინებდა. ასე ხდებოდა მეორე და მესამე დღესაც. ლუკმა რომ მიგეცა, საშუალება არ იყო. ზოგჯერ რამდენიმე დღეს გვიწევდა მშიერი ყოფნა. თუ მატარებელი არ გაჩერდებოდა, არც საკვებს გვაძლევდნენ. როცა მოჰქონდათ, მაშინაც უვარგისი იყო, მაგრამ მაგას ვინ ჩიოდა“.

ვაგონში ცუდად გახდა დავითის დედაც. ამბობს, რომ მოიწამლა: „საბედნიეროდ, ვიღაცას არაყი აღმოაჩნდა, ცოტა დავალევინეთ და იმან უშველა… რამდენი ადამიანი დაიღუპა, ზოგი იქეთ წავლისას, ზოგიც დაბრუნების დროს“.

დავით დიდმანიძე გადასახლების მიზეზებს უბრუნდება: „მამაჩემს ბრალად ის წაუყენეს, და გყავს თურქეთშიო, თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან უსუსური არგუმენტი იყო. მაშინ მამაჩემის და-ძმებიც უნდა გაესახლებინათ, თუმცა მათ არ შეხებიან. თანაც მამიდაჩემი თურქეთში კი არა, მარადიდში იყო გათხოვილი და რა ჩვენი ბრალი იყო, თუ საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ის სხვა მხარეს აღმოჩნდა“.

ყაზახეთის მიწაზე რვა იანვარს დააბიჯეს. „ახლა უზბეკეთის ტერიტორიას ეკუთვნის ის სოფელი. სკოლის შენობაში შეგვყარეს და სამ დღეს იქ ვიყავით. შემდეგ სოფელში დაგვანაწილეს, პატარა მიწის ქოხში გადავინაცვლეთ. ღუმელზე და ადამიანურ პირობებზე ზედმეტი იყო საუბარი. გაზაფხულზე, როცა თოვლი გადნა, წყალი შემოვიდა და ატალახდა. ხის ტოტებისგან წნულები გავაკეთეთ და იმაზე ვწვებოდით, მაგრამ ნიაღვარმა ბოძები ჩამოშალა და ტალახში ჩავეფალით~. ასეთ პირობებში დიდმანიძეებმა ერთი წელი გაატარეს.

„პურის ან მჭადის ფქვილის შესაძენად დედამ თავისი პატარა მძივი გაყიდა, შემდეგ – ბეჭედი. მთელი ოჯახი ფიზიკურად ვმუშაობდით, ცოტა ფული შევაგროვეთ და პატარა სახლი დავდგით. ჯანმრთელობა ყველას შეგვერყა. განსაკუთრებით მამაჩემს. სიკვდილის წინ მხოლოდ იმას ნატრობდა, ერთხელ გადამავლო თვალი ჩემს სოფელზე და დედაჩემი მანახაო. თუ ვერ მოვესწარი და მოვკვდი, აქ დამტოვეთო – გვითხრა“, – დავით დიდმანიძეს ისევ მოერია თვალებზე ცრემლი.

ანდერძის მიუხედავად, მამის გადმოსვენება წლების შემდეგ მაინც დააპირა, თუმცა ვეღარ მოახერხა: „საფლავს 36 წლის შემდეგ მაინც მივაგენი. საფლავის კიდეებზე ექვსი აგური გვქონდა ჩატანებული და ამით ამოვიცანი. ვერ გადმოვასვენე, მაგრამ ის მაინც ვიცი, სად არის“.

ერთი წლის შემდეგ უფროსმა ძმამ სტალინის სახელზე წერილი გაგზავნა. მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნების უფლება მიიღეს, თუმცა ტრანსპორტი არ იყო და დაბრუნება გაჭიანურდა: „ძმამ ფული ისესხა და გამოიქცა, თუმცა სოფელში მაინც არ აუშვეს. ჩემი ბიძა და ბიძაშვილი ჩვენს სახლს ანგრევდნენ თურმე და კომენდატურა გაუფრთხილებიათ, არ ამოუშვათო. ცუდია ამას რომ ვამბობ, მაგრამ რა ვქნა, ასეთი რამ გააკეთეს. ჩემი ძმა ისეთი გამწარებული იყო, თოფი იყიდა, უნდა გავუსწორდეო, მაგრამ გადავაფიქრებინეთ. ყაზახეთში ძლივს აწყობილი ცხოვრება ისევ მივატოვეთ და დავბრუნდით. სახლი დანგრეული და ქონება გაპარტახებული იყო. დანაშაულის გრძნობა არავის აწუხებდა, ბიძაჩემსაც კი, რომელმაც ჩვენი სახლის აგური და კედლებიც კი გაზიდა. ბოლოს დედის სიძე დაგვეხმარა და პატარა მიწა მოგვცეს, სადაც კრედიტით დავიწყეთ სახლის აგება“.

დავით დიდმანიძის ძმებმა სწავლის გაგრძელება მოახერხეს, დებმა – ვერა: „უფროსმა მე-4 კლასიდან მიატოვა სწავლა, მეორემ მხოლოდ საშუალო დაასრულა. დედა ავად იყო და უვლიდა…. ძნელია დაივიწყო ტკივილი, რომელშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და ნათესავიც. განა შეიძლება ამ ყველაფრის დავიწყება?“ – ამბობს დავითი და პატიებას ითხოვს ცრემლებისთვის.

Exit mobile version