19%-ით მეტი უცხოელი ტურისტი ბათუმის აეროპორტში


ამ მონაცემში შედის როგორც უცხოელ, ისე ქართველ მგზავრთა რაოდენობა.



აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკის განყოფილებამ,  ბათუმის აეროპორტში მხოლოდ უცხოეთიდან შემოულ მგზავრთა ნაკადის დასადგენად საზღვრის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამუშავა და გამოიკვეთა, რომ 2014 წლის მანძილზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19%-ით აღემატება 2013 წლის, ხოლო 44%-ით _ 2012 წლის მონაცემებს.


გარდა ამისა, 2014 წელს ბათუმის აეროპორტში შემოსული უცხოელი ტურისტებიდან ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე იყო. დანარჩენი ქვეყნების მიხედვით ზრდის დინამიკა კი ასე გადანაწილდა: უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, ისრაელი და ბელორუსია.

 

2014 წელს საქართველოსა აეროპორტებმა 2 800 171 მგზავრი გაატარა, რაც 9,51%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე.

ჯანდაცვის სამინისტრო გულის ძვირადღირებულ ოპერაციებს დააფინანსებს

 

 

 

 

2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა „გულის ქირურგია“.

 

პროგრამა ითვალისწინებს იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილი მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას.  პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 18-წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით.

 

 
დაფინანსება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით მოხდება, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა, შემდეგი პროპორციებით: 

 

 

100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები დაფინანსდებიან -90 %–ით, ყველა სხვა კატეგორიის პაციენტები-80 %–ით, 

ვეტერანებს პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში უფინანსდებათ სრულად.

 

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრო წელს, პირველად, დააფინანსებს ძვირადღირებულ კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაციის ოპერაციებს.

პარკირების წესების 186 დარღვევა – ერთი დღის სტატისტიკა ბათუმში

 

ინფორმაციის წყარო: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო.

სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის განცხადება – აუქციონი

 

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადების მიღება მიმდინარეობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 2015 წლის 14 იანვრიდან  2015 წლის  14 თებერვლამდე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე  სსიპ ქალაქ ბათუმის #14   საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის I სართულზე, დირექტორის  კაბინეტში.

 

 

აუქციონში მონაწილეობა, თანხის გადახდის  ვალდებულებები:

 

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად:


ა)277.24 კვ/მ ფართობის-სპორტული და კულტურული წრეების ჩატარებისთვის-გადასახდელი ბე -1321. 20 ლარი და ბილეთის შესაძენი ფასი – 5 ლარი მონაწილის მიერ გადახდილი უნდა იქნას შემდეგ რეკვიზიტებზე:

სს “ლიბერტი ბანკი”

ანგარიშის ნომერი: GE16LB0121137795843001

საწყისი წლიური საიჯარო ფასი – 4404  ლარი, ბიჯის სიდიდე – 10 ლარი.

 

ბ) 277.24 კვ/მ ფართობის- სპორტული და კულტურული წრეების გადასახდელი ბე – 586.80 ლარი და ბილეთის შესაძენი ფასი – 5 ლარი მონაწილის მიერ გადახდილი უნდა იქნას შემდეგ რეკვიზიტებზე:

სს „ლიბერთი ბანკი“  

ანგარიშის ნომერი: GE16LB0121137795843001  

საწყისი წლიური საიჯარო ფასი შეადგენს 1956 ლარს,  ხოლო ბიჯის სიდიდე – 10 ლარს.                                            


ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ

 

 აუქციონი გაიმართება 2015 წლის 16 თებერვალს, 16 საათზე, ქ.ბათუმი ინასარიძის ქ.#11 მდებარე სსიპ ქალაქ ბათუმის #14  საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის I სართულზე, დირექტორის  კაბინეტში.

 

 

     სააუქციონო პირობები:

 

1. ფართობით სარგებლობისას მოხმარებული  ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა;

2. ფართობების ყოველდღიური დასუფთავება და სხვა არსებული სანიტარული ნორმების დაცვა;

3. საიჯარო ქირის გადახდა  ყოველთვიურად, თანაბარწილად,  ყოველი  თვის 28 რიცხვამდე.

4. ფართობით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლის საქმიანობას;

 

საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმები:

 

1.  ვალდებულების აღება სააუქციონო პირობის დაკმაყოფილებაზე;

2. მაქსიმალური საიჯარო საფასურის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საიჯარო ქირას (ქონება ითვლება იჯარით გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა).

 

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონის რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

ა) განაცხადი (მიიღებთ რეგისტრატორთან);

ბ) „ბე“-ს შეტანისა და აუქციონში მონაწილეობისთვის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები;

გ) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი(ფი­ზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარ­მეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან;

დ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ პირი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ ნოტარიულად დამოწმებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს, ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან ბოლო მონაცემებით და ქონების იჯარით აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.


სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, გამცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

 

  დამატებითი ინფორმაცია ობიექტის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე ქალაქი ბათუმი, სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის I სართული. მობ.: 557 579247

 

 

ეკომიგრანტები ახალაშენებული კორპუსების შეკეთებას ითხოვენ

 

 ე.წ. ბენზეში არსებული ორი ცხრასართულიანი კორპუსი ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ მოსახლეობისთვის აშენდა, რომლებსაც სტიქიის შედეგად ბინები დაენგრათ. ამ ხალხის ნაწილი წალკიდან უკუმიგრირებულია, ნაწილი 53-ე ბატალიონიდანაა, ნაწილი კი – ბათუმში მცხოვრები სოციალურად დაუცველები არიან. ბინები მოსახლეობას 2014 წლის დასაწყისში გადაეცა. 

 

ადამიანის უფლებათა დამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ორივე კორპუსს სერიოზული პრობლემები აქვს და თუ დროულად არ გამოსწორდა, საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, კორპუსები კი სულ უფრო და უფრო ზიანდება: „ეზოში არის კანალიზაციის პრობლემა, კორპუსების ქვეშ, უშუალოდ ფუნდამენტში, ერთ მეტრომდე წყალი დგას, წყალი ჩამოდის სახურავიდანაც, კედლები გამუდმებით ინესტება, მიუხედავად იმისა, რომ გარედან დამცავი ბლოკები აქვს” – ამბობს ის.


გარდა ამისა, კორპუსები არ არის დანომრილი, რაც მოსახლეობის ცნობით, პრობლემებს ქმნის დოკუმენტებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას. 

 

თამაზ ბაკურიძის თქმით, მოსახლეობამ რამდენიმე თვის წინ განცხადებით მიმართა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ.

 

ორი ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე, შპს „NAREM CBM” ასრულებდა.

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება აღარ განიხილება

„აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის „ორთა ჯამეში” გამოათავისუფლებს დამატებით ფართობს, რომლის რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნება,“ – ნათქვამია ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს მუფთი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. თბილისი, 15.01.2015

რას ნიშნავს მიღებული გადაწყვეტილება და აშენდება თუ არა ახალი მეჩეთი ბათუმში, როგორც ამას აქამდე მუსლიმი თემი ითხოვდა, „ბათუმელები“ ამ საკითხზე სრულიად საქართველოს მუფთს, ბეგლარ ქამაშიძეს ესაუბრა.

– არსებული ინფორმაციით, უნდა  გაფართოვდეს მეჩეთი იქ არსებული ფართობის  ხარჯზე, ეს ნიშნავს რომ ახალი მეჩეთი აღარ აშენდება?

 ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ  მრევლი უნდა დავატიოთ მეჩეთში, მრევლმა არ ილოცოს გარეთ. ჩვენი პირველი სამუშაო ეს არის.   თუ  კიდევ ვერ დაეტევა მრევლი ამ მეჩეთში და კიდევ პრობლემები იქნება, რა თქმა უნდა სახელმწიფო გვიდგას გვერდით და კიდევ გააკეთებს იმას, რაც იქნება საჭირო მომავალში.

დაზუსტებისათვის, ამ ეტაპზე მეჩეთის მშენებლობა აღარ განიხილება და გაფართოვდება არსებული მეჩეთი?

 

დიახ, ამ ეტაპზე გაფართოვდება, დაემატება ფართობი, რომ მრევლმა თოვლსა და წვიმაში არ ილოცოს გარეთ.  გარდა მედრესესა, მანდ არის მაღაზიები, შესაძლოა ისიც გაფართოვდეს. რეკონსტრუქცია ყველა კუთხეს მოიცავს. მიიღებს მეჩეთის ფორმას და იქნება გამოთავისუფლებული და მშვენიერი ადგილი მრევლისათვის. მომავალში თუ მლოცველებს ისევ ვერ დაიტევს, სახელმწიფო გვაქცევს ყურადღებას, აქვს კარგი ურთიერთობა მუსლიმ თემთან,  როგორც საჭირო იქნება, სახელმწიფო  ისევ დაგვეხმარება ჩვენ.

მუსლიმი თემი ითხოვდა ახალ მეჩეთს. როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება ერთგვარ იმედგაცრუებას ხომ არ გამოიწვევს მათში?

 

ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი მორწმუნე ადამიანების.  ისინი ითხოვდნენ, რომ არ  ელოცათ ღია ცის ქვეშ და ელოცათ მეჩეთში. მე ვამბობ, თუ კიდევ საჭირო იქნება და  ვერ დაეტევა ეს მრევლი იმ მეჩეთში, ამ შემთხვევაში სახელმწიფო გვიდგას გვერდით. აუცილებლად კიდევ შევიმუშავებთ და მივიღებთ იმ ზომებს, რომელი ზომებიც იქნება მისაღები მომავალში მუსლიმი თემისთვის.

რა დრო დასჭირდება ახალი მედრესეს აშენებას და როდის გაფართოვდება მეჩეთი?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უცებ არ ხდება. როცა გადავა მედრესე, იქედან დავიწყებთ ნელ-ნელა მუშაობას, რომ მრევლი არ ჩადგეს კიდევ უხერხულ მდგომარეობაში ლოცვის დროს. უახლოეს დროში გაკეთდება.

პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო თანამშრომლობს მუსლიმ თემთან, აფასებს და გვერდში უდგას ყველა აღმსარებლობას.  ბატონი პრემიერის გადაწყვეტილება, რომელმაც გადმოსცა საჩუქარი მუსლიმ თემს, არის უაღესად ძვირფასი  საქმე. ჩვენ  მივესალმებით პრემიერს და მადლობას ვუხდით, რომ არ ასხვავებს რელიგიებს და ყველას უდგას გვერდში.

პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთა ჯამეში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბაირამზე მლოცველები ბათუმის მეჩეთთან მდებარე ქუჩაში ლოცულობენ 4.10. 2014 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მოკრივეებს სპორტული ეკიპირება გადასცეს

 

სასწავლო-საწვრთნო შეკრება წინამოსამზადებელი ეტაპია იანვარში საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე აჭარის სპორტსმენების უკეთ მონაწილეობისთვის. 

შსს-მ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ სამინისტრომ ინფორმაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სამართალდამცავებმა ირაკლი ქ. და მურმან ვ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი 7 საბრძოლო ვაზნით, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 1 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო გოჩა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ქარხნული წარმოების რევოლვერი და 5 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ირაკლი ქ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

გამოძიება გოჩა კ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო მურმან ვ-ს და ირაკლი ქ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

გამოფენა ”ზღაპრების სამყარო” ბათუმში 5 თებერვლამდე გაგრძელდება [ფოტო]

GE DIGITAL CAMERA

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე / გამსახურდიას ქუჩა #1/5

გამოფენაზე წარმოდგენილია ძმები გრიმების ზღაპრების გმირების დეკორაციები, ნახატები. გაეცნობით გრიმების ბიოგრაფიას, ზღაპრების წარმოშობის ისტორიასა და ზღაპრის ენის სპეციფიკას. შეგიძლიათ აუდიო და ვიდეოზღაპრების მოსმენა და ნახვაც.

საქართველოში „ზღაპრების გამოფენა“ პირველად თბილისში, შემდეგ კი ქუთაისში გაიმართა. ზღაპრების გამოფენა  ბათუმში 5 თებერვლამდე გაგრძელდება. შემდეგ კი გამოფენა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გადაინაცვლებს.

გამოფენა გოეთეს ინსტიტუტისა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება.

GE DIGITAL CAMERA

ძმები გრიმების ზღაპრების წიგნი პირველად 1812 წელს გამოიცა. როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, „ზღაპრების სამყაროს“ იდეა გერმანიაში, მიუნხენში, გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისში შეიქმნა და ძმები გრიმების ზღაპრების წიგნის გამოცემიდან მე-200 წლისთავს მიეძღვნა. „ზღაპრების სამყარომ“ მოგზაურობა 2012 წელს დაიწყო და დღემდე სხვადასხვა ქვეყანა შემოიარა.

გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის გერლინდე მასუდის თქმით „ეს არის ინტერაქტიული გამოფენა, სადაც შესაძლებელია არა მხოლოდ ექსპონატების დათვალიერება, არამედ შეიძლება სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, რაც დაეხმარება როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილ ადამიანებს, უკეთ გაეცნონ გრიმების ზღაპრებს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ეს ზღაპრები ახალი სახით მიგვეტანა მოზარდებამდე და გაგვეღვივებინა მათი ინტერესი გერმანული ენისა და კულტურისადმი“.

გამოფენა შვიდ თემატურ ნაწილს მოიცავს:

გმირი ქალები ზღაპრებში;

გმირი მამაკაცი ზღაპრებში;

ბოროტი პერსონაჟები;

ცხოველთა სახეები;

მაგია და ჯადოქრობა;

საშიში ჟრუანტელი;

დავალებები და გამოცდები.

GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA

„ამ გამოფენის მოხეტიალე ბუნება ადასტურებს ზღაპრის შინაგან სამყაროს – ზღაპარი იწყება ყოველთვის იმით, რომ ვიღაცას სურს ქვეყნიერების სანახავად წასვლა.

ჩვენი გამოფენაც, რომელიც გერმანიაში დაიბადა, წავიდა ქვეყნიერების დასათალიერებლად იმისათვის, რომ თავისი სულისკვეთება მიეტანა სხვა ქვეყნებში. გამოფენა ჩამოვიდა საქარველოში იმისთვის, რომ შინ იგრძნოს თავი. მოხეტიალე გამოფენაზე ვეცნობით ზღაპრის გმირებს, გმირ ქალებსა და კაცებს, სიკეთესა და ბოროტებას, ვეცნობით ცხოველთა სამყაროს. ზღაპრების გმირების საშუალებით უკეთ ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობას“ – ამბობს გამოფენის კოორდინატორი აიგე პოკარცი.

GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA

 

 

 

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ლექტორი, გერმანისტი მანანა ჩიტაიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გამოფენა მნიშვნელოვანია გერმანული ენის შემსწავლელებისთვისაც. „გამოფენაზე სხვადასხვა სახის დავალებაა წარმოდგენილი და ბავშვს, რომელიც გერმანულ ენას სწავლობს, აქ შეუძლია შეამოწმოს თავისი ცოდნა“- ამბობს ის.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერის ირაკლი ძნელაძის თქმით, გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობა მანამ გაგრძელდება, სანამ ხელოვნების სივრცე იარსებებს. მემორანდუმის ფარგლებში კი ორივე მხარე მნახველებს სამომავლოდ არაერთი პროექტის განხორციელებას ჰპირდება. 

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მისამართია: ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

გამოფენის დათვალიერება უფასოა.

გამოფენა განკუთვნილია როგორც ბაშვებისთვის და ინდივიდუალური დამთვალიერებლებისთვის, ასევე უფროსებისა და ჯგუფური დამთვალიერებლებისთვის.

ჯგუფური დამთვალიერებლების მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ შემდეგ ნომერზე: 568 02 22 17

4Service TM-ს ესაჭიროება 20 თანამშრომელი ბათუმში

საერთაშორისო კომპანია 4Service TM-ს ესაჭიროება, 18–დან 65 წლამდე 20 თანამშრომელი ბათუმში, “იდუმალი მყიდველის” კანდიდატურაზე. 

 
მოთხოვნები: მოწესრიგებულობა, დაკისრებული ვალდებულების დროულად და სწორად შესრულების უნარი. ასევე, კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობა ინტერნეტთან წვდომით.

სამუშაო გრაფიკი თავისუფალი, ანაზღაურება დაკისრებული დავალების სირთულის მიხედვით მერყეობს 10–დან 100 ევრომდე. ანაზღაურება ხდება ფულადი გზავნილის საშუალებით. დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ჩვენს ვებ–გვერდს 

www.4service-group.com 

დარეგისტრირდით და მიიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია სამუშაოს შესახებ, ან დარეკეთ ნომერზე: 551910451

საკონტაქტო პირი: ლალი კეკუა, lalikekua@yahoo.com

 


 

ფულადი გზავნილები საქართველოში [ინფოგრაფიკა]

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 116,1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 218,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 38,5 მლნ აშშ დოლარით (72,5 მლნ ლარით), ანუ 24,9%-ით ნაკლებია 2013 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91,1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1,5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92,7 პროცენტი მოდიოდა.

 

2014 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20,2 მლნ აშშ დოლარი (38,1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ხოლო 2013 წლის დეკემბერში 15,4 მლნ აშშ დოლარი (26,3 მლნ ლარი).

 

 

აჭარის სარეკლამო ბანერები სოციალურ მედიაში

 

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სარეკლამო მომსახურება, რომელიც მოიცავს აჭარის რეგიონის და ქ. ბათუმის, ასევე რეგიონში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტის მიერ მიწოდებული სარეკლამო ბანერ(ებ)ის განთავსებას უცხოურ სოციალურ მედიასაიტზე, რომელსაც ჰყავს არანაკლებ 1 მილიარდი რეგისტრირებული მომხმარებელი და მათ შორის არანაკლებ 1 მილიონი ქართველი რეგისტრირებული მომხმარებელი.

 

სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულია სარეკლამო კამპანიის (რეკლამის) მიზნობრივი ქვეყნები და კლიკების საშუალო რაოდენობა დღეში (მომსახურების ვადა 90 დღეა):

 

საქართველო – დღეში 200 (კლიკი), 90 დღეში – 18000 (კლიკი);

აზერბაიჯანი  – 300 (კლიკი), 27000 (კლიკი);

სომხეთი – 300 (კლიკი), 27000 (კლიკი);

ყაზახეთი – 200 (კლიკი), 18000 (კლიკი);

უკრაინა – 300 (კლიკი), 27000 (კლიკი);

თურქეთი – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

ლიტვა – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

ბელორუსი – 200 (კლიკი), 18000 (კლიკი);

პოლონეთი – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

ისრაელი – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

რუსეთი – 150 (კლიკი), 13500 (კლიკი).

 

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, კლიკების/ნახვების რაოდენობაზე გაანგარიშებით, მაგრამ არაუმეტეს ფასების ცხრილში მითითებული ოდენობისა. შემსყიდველი არ არის ვალდებული შეისყიდოს სარეკლამო მომსახურება სრული მოცულობით.

 

მომსახურების გაწევა მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს მესამე დღიდან 90 დღის განმავლობაში. ამასთან, დეპარტამენტს  უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს სარეკლამო კამპანიის ყოველდღიური ინსპექტირება, კამპანიის მიმდინარეობის მთელ პერიოდზე, რომელიც მოიცავს სარეკლამო/სოციალურ საიტზე სისტემაში წვდომის შესაძლებლობას ანალიტიკოსის უფლებით.

 

სარეკლამო კამპანიის მიმდინარეობისას ქვეყნების მიხედვით მიზნობრივი ჯგუფის (ასაკი, ქალაქი, ინეტერესის სფერო და ა.შ.) განსაზღვრა უნდა მოხდეს დეპარტამენტთან შეთანხმებით.

 

ტენდერში გამარჯვებული 3 თებერვალს უნდა გამოვლინდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“ნაციონალური მოძრაობა”: ავთანდილ ბერიძე არაადეკვატურია საკითხებთან მიმართებაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არაადეკვატური უწოდეს ავთანდილ ბერიძის განცხადებას და მის იმპიჩმენტზე ისაუბრეს.

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რეგიონის განვითარების ხვალინდელი დღე იყო. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ დაიცვან რეგიონის ინტერესები, აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ბატონი ავთანდილ ბერიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ის არაადეკვატურია საკითხებთან მიმართებაში“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ბარამიძემ.

ავთანდილ ბერიძის განცხადებით, ეს შენობა თავიდანვე  ბიზნესცენტისთვის იყო გათვალისწინებული.

„საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, სადაც უპრიანი იქნება, იქ აშენდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ახლახან დაარქვეს თითქოსდა ეს შენობა ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის ოყო გამიზნული, ეს არის მოტყუების მცდელობა. ეს შენობა იგებოდა ბიზნესცენტრისთვის“ – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე „აჭარის ტელევიზიასთან“ გაკეთებულ კომენტარში.

ავთანდილ ბერიძე: ბათუმში სასტუმრო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე მნიშვნელოვანია

 

ავთანდილ ბერიძე
ავთანდილ ბერიძე

“ზღვისპირა ქალაქისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი სასტუმრო გახლავთ. ტექნოლოგიური უნივერისტეტი აუცილებლად იქნება საქართველოში, ძალიან დიდი და ძალიან კარგი. ამის პირობას მე გაძლევთ”, – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ. 

ირაკლი ალასანია: „ჩვენ ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ჩამოვყალიბდით“

ირაკლია ალასანია ბათუმი 15.01.2015 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმში ჩამოსვლამდე ალასანია გურიაში შეხვდა პარტიულ აქტივისტებს. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით:

„2015 წელი არის სტრუქტურული განვითარების წელი ჩვენი პარტიისთვის, ჩვენ ჩამოვყალიბდით უკვე ხელისუფლების ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად და 2016 წელს გვჭირდება სრული შემადგენლობით გამარჯვებისკენ წავიყვანოთ პარტია“.

ბათუმში მყოფ ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

„ეს არის ის პროცესი, რომელშიც მოუწევთ გასვლა უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტში მოაგროვონ შესაბამისი ხმები. მე მაინტერესებს ვინ დაუჭერს მხარს თუნდაც ვიქტორ დოლიძის გადაყენებას, ვის შეარჩევენ ამ პოსტისთვის ან ნებისმიერ სხვა კომიტეტში, ეს იქნება საინტერესო. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალ კანდიდატებს ვის წარმოადგენს, ჩვენ დავარქვით მათ ნაციონალური ოცნების უმრავლესობა.  ყველამ კარგად იცის, რომ თანამდებობებს გამოკიდებული არა ვართ. დავტოვეთ თანამდებობები ნაციონალური მოძრაობის დროსაც და დღესაც, როდესაც დავინახეთ ქვეყანაში არის დეფიციტი სწორი, გამართული გადაწყვეტილების მიღების და მიჰყავთ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ჩვენთვის არის პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას განცხადებით ასევე მნიშვნელოვანია საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით კომისია შეიქმნას.

„ძალიან მნიშვნელოვანია საყდრისის საკითხთან მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება და კომისიის შექმნა. „თავისუფალი დემოკრატების“ ინიცირების შემდეგ სხვა ოპოზიციურმა ძალებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას. გადაწყდა, რომ შეიქმნას კომისია. მაგრამ დღეს უკან იხევენ და იძახიან, რომ ეს  კომისია საჭირო არ არის. მე მაინტერესებს თავის მიღებულ გადაწყვეტილებას რატომ ეწინააღმდეგება ეს ხალხი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორ მოხვდა „როსნეფტის“ ხელში გარკვეული ერთ-ერთი კრიტიკული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ჩვენი ქვეყნის [ფოთის პორტის 49% -იანი წილი]. ამასაც გარკვეული შესწავალა სჭირდება და საპარლამენტო ფორუმს ამისთვის გამოვიყენებთ. ისევე როგორც შესწავლის საკითხი უნდა გახდეს თანაინვესტირების ფონდმა რა გაუკეთა საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში და რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა. და რას აკეთებს ზოგადად თანაინვესტირების საბჭო იმისათვის, რომ დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნას ქვეყანაში, ამაზე გვექნება დებატები პარლამენტში.

ირაკლი ალასანიასთან ერთად ბათუმში ალექსი პეტრიაშვილი, ნინო გოგუაძე და ვიქტორ დოლიძე არიან.

შეხვედრა თავისუფალი დემოკრატების პარტიულ აქტივთან 15.01.2015

პრემიერი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

 

„ ეს იყო სამუშაო ვახშამი პრემიერის მიწვევით, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. რამოდენიმე თხოვნა გვქონდა პრემიერთან, რადგან ჩვენი ბიუჯეტი არ არის ძალიან დიდი. რაღაც საკითხებში პრემიერი შეგვპირდა დახმარებას.

 

ვთხოვეთ პანსიონების მშენებლობის დაფინანსება შეჭირვებულებისთვის ხულოში და ხელვაჩაურში. პრემიერი შეგვპირდა, რომ მთავრობა მოგვცემს ტრანსფერს ამ პანსიონებისთვის. ერთ-ერთი საკითხი იყო მწვანე ტბის მიბმა საკურორტო ზონაზე, ამ საკითხთან დაკავშირებითაც დაინტერესდა პრემიერი და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი კარგი პროექტი, რაც განხორციელდება.

 

გარდა ამისა, დაახლოებით 40-50 მეზღვაურს, კანონმდებლობიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნა , მათ შეუძლიათ გახდნენ კაპიტნები და რაღაც კაზუსის გამო შესაძლოა მათ შეექმნათ პრობლემები და დაკარგონ მაღალანაზღაურებადი სამსახურები.  გვინდა მივცეთ ამ ადამიანებს საშუალება ჩააბარონ სპეციალური გამოცდები. ამასთან დაკავშირებითაც მზაობა გამოითქვა…“ – განაცხადა უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა დავით ბაციკაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

გარდა ამ საკითხებისა, შეხვედრაზე საუბარი აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის დაპირისპირების თემასაც შეეხო. დავით ბაციკაძის ინფორმაციით, „პრობლემა თითქმის ამოწურულია.“ 

 

უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეც ესწრებიან. 

საიას ფილიალის თავმჯდომარე აჭარაში ისევ არ დაამტკიცეს

 

ანა ნაცვლიშვილიქალბატონო ანა, გუშინ ცენტრალური ოფისის გამგეობის წევრებმა საიას  ფილიალის თავმჯდომარე აჭარაში ისევ არ დაამტკიცეს. პროცედურულად რა მოხდება ახლა?

 

ფილიალის გამგეობის წევრები ირჩევენ თავმჯდომარის კანდიდატს და მას დასამტკიცებლად წარუდგენენ საიას ცენტრალურ გამგეობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. გუშინ იქნა გადაწყვეტილება  მიღებული და საიას გამგეობის გადაწყვეტილებით, საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატი მაია ქათამაძე არ იქნა დამტკიცებული თავმჯდომარის პოსტზე. ამის შემდეგ გამგეობამ მოიწვია რიგგარეშე საერთო კრება, რომელიც აირჩევს ფილიალის ახალ გამგეობას და ეს ახალი გამგეობა აირჩევს თავმჯდომარის ახალ კანდიდატს, რომელზეც ასევე ვიმსჯელებთ.

 

რა დრო დასჭირდება ამ პროცესს?


წესდება არ გვზღუდავს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ პროცესი არ გაჭიანურდეს და ეს გონივრულ ვადაში მოხდება, კონკრეტულ თარიღს ახლა ვერ გეტყვით.

 

თქვენი შეფასებით რამ გამოიწვია კრიზისი? როგორც ვიცი, ეს უკვე მეორე კანდიდატია, რომელიც არ დაამტკიცა გამგეობამ…

 

მე არ ვიტყოდი, რომ ეს კრიზისია ორგანიზაციაშია. პირველი კანდიდატი არც განვიხილეთ, რადგან პირველი  კანდიდატი  პროცესუალური დარღვევებით იყო წარმოდგენილი.  ეს არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროცედურულ ფაქტებს.

 

ანუ, თუ სწორად გავიგე, პირველი თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის დროს არჩევნები ბათუმში  ჩატარდა დარღვევით?

 

არასწორი პროცედურით ჩატარდა.

 

ამის გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა ორგანიზაციაში, ან ვინმემ საყვედური, შენიშვნა მიიღო?

 

ამიტომაც მივიღეთ საერთო კრების მოწვევის გადაწყვეტილება. ეს კრება ახალი გამგეობის წევრებს აირჩევს.

ინვესტორთა ასოციაცია ივანიძეების ოჯახს დაეხმარება

 

ინვესტორთა ასოციაცია სოციალურად დაუცველ ოჯახში

 

 

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინვესტორთა ასოციაცია, ივანიძეების ოჯახის გარდა სოციალურ დახმარებას კიდევ რამდენიმე ოჯახს გაუწევს:

 

 

„ასოციაციამ 22 ყუთი სურსათი შეიძინა. აქედან, სურსათის 6 ყუთი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს გადაეცემა და ისინი შეძლებენ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგონ. დანარჩენი ყუთები კი, ბათუმის მერიას გადაეცემა“- განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.  

 

 

ინვესტორთა ასოციაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციებს პერიოდულად მართავს. „დეკემბერში მათ ქობულეთში მცხოვრებ ათსულიან ოჯახს გაუწიეს დახმარება და ბავშვებს ტანსაცმელი შეუძინეს“.

  

სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების გამო ISSI-ის ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

 

„ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაკებეშნიკი ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმ ძმაზე ხელის აღმართვა ან, რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს, რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება გასაქცევს მოძებნით. გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს მწარედ ინანებთ თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ“.

 

რამაზ ჭაღალიძე

 

სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლი ნიშნავს, საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებას ან სხვაგვარს მიწოდებას ამავე კოდექსის 323-ე 330-ე, 3302-ე და 3311-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, თუ ეს ქმედება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, წარმოშობს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

 

თამაზ ჭაღალიძე ქვეყნიდან რამდენიმე თვის წინ წავიდა, წასვლის შემდეგ ის ამბობდა, რომ საქართველოში დევდნიდნენ. ექსკლუზიური ინტერვიუ კი მასთან გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ ჩაწერა.

რექტორის არჩევნების შედეგი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

 

ერმილე მესხია
ერმილე მესხია

ხუთი – მომხრე, ერთი – წინააღმდეგი – ასეთია რექტორის არჩევნების შედეგი. ერმილე მესხია ამ არჩევნებზე რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო. „სამწუხაროდ კონკურენტი არ მყოლია“  – აღნიშნა მან „ბათუმელებთან“. 


სტუდენტების მოტივაციის გაზრდა, უცხოელი და ქართველი პროფესორების მოწვევა უნივერსიტეტში, სტუდენტების მხრიდან ლექციების გაცდენათა საკითხის მოგვარება, საჭირო სასწავლო ლიტერატურის მომზადება და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციული საკითხები – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაც რექტორის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული


ერმილე მესხია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორია 2010 წლიდან. 

საქართველოს რეგიონებში მოვაჭრეების რაოდენობით აჭარა პირველ ადგილზეა

 

ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე მოვაჭრეების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა ქალაქი თბილისი (40.2 %), მეორე ადგილზეა აჭარა (12.8 %), მესამეზე კი – იმერეთი (11.9%).

 

საქართველოში მოვაჭრეების რაოდენობით აჭარა მხოლოდ თბილისს ჩამორჩება, სადაც საბითუმო და საცალო ვაჭრობით 19 983 ადამიანია დაკავებული.

 

საქართველოში ბაზრების რაოდენობით ლიდერობს თბილისი, სადაც 62 ბაზარია. რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა იმერეთი – 47 ბაზარი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24 ბაზარი, კახეთი – 22 ბაზარი.  

 

ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზეა ქალაქი თბილისი (54.6 პროცენტი), მეორეზე იმერეთი -15.9 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზეა აჭარა – 13.3 პროცენტით. 


საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე რეალიზებული საქონლის 26.4 პროცენტი სასურსათო საქონელია; 24.3 პროცენტი – ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 14.8 პროცენტი – ავეჯი, საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქონელი, 11.2 პროცენტი – სამშენებლო მასალები და სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობები, 9.3 პროცენტი – საიუველირო ნაკეთობები, 5.5 პროცენტი – სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილები.


“მოგზაურობა ძველ ბათუმში“ ინგლისურ ენაზე – საჩუქარი ბათუმში ჩამოსული უცხოელებისათვის

 „წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნა  გადაგვაწყვეტინა ჩვენი უცხოელი მეგობრების რეკომენდაციებმა. ტურისტულ ქალაქებში  ქალაქის ისტორიის, ღირსშესანიშნაობების შესახებ წიგნების მიმართ ყოველთვის არის ინტერესი. წიგნი დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, ასე რომ უცხოელ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ქალაქის ისტორიას და ამავე დროს ნახოს, თუ როგორი იყო ძველი ბათუმი. ვფიქრობთ, ბათუმში ჩამოსული ტურისტებისათვის ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნი  ბათუმის  შესახებ  მნიშვნელოვანი სამახსოვრო იქნება“ – ამბობენ „ბათუმელების“ მარკეტინგის სამსახურში. 

წიგნი  ინგლისურად ნოე კანკიამ თარგმნა, კრებულის რედაქტორია დეივ ბლოსი.

წიგნის ფასი 50 ლარია.

 „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2014 წელს გამოსცა. წიგნი გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს ძველ ბათუმზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ძველი ბათუმის ქუჩებისა და ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტოების კრებულს წარმოადგენს.  2014 წლის ბოლოს კი წიგნი ინგლისურ ენაზე ითარგმნა.

2015 წელს კი გაზეთი „ბათუმელები“ ახალ კრებულს გამოსცემს, სახელწოდებით – „ბათომი“, სადაც  გაზეთ „ბათუმელების“ ამავე სახელწოდების რუბრიკაში გამოქვეყნებული სტატიები და უნიკალური ფოტომასალა დაიბეჭდება ძველ ბათუმზე.

ვინ იზეიმა ბიუჯეტის ფულით ახალი წელი ქედაში

 

საახალწლო ღონისძიების გამართვისთვის ელექტრონული ტენდერი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასული წლის 12 დეკემბერს  12 700 ლარზე გამოაცხადა.  ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანია შპს „ლუკასთან“ 10 757 ლარზე გაფორმდა. სატენდერო პირობების მიხედვით კომპანიას საზეიმო სუფრის მოწყობასთან ერთად, ქედაში  საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, სულ 700 ბავშვისთვის, ტკბილეული უნდა შეეძინა და 6-8 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე მოეწყო.

 

 

 „ბათუმელების“ კითხვას, ვინ იზეიმა სახელმწიფო თანხით მოწყობილ ზეიმზე წინასაახალწლოდ ქედაში და იყო თუ არა საზეიმო სუფრის გამართვის საჭიროება,  გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე  ასე პასუხობს:

 

 

„ეს იყო წინასაახალწლო ბანკეტი, რომელიც საზოგადოების წევრებისთვის მოეწყო. სუფრა  120 კაცზე იყო გათვლილი და ბანკეტზე დაახლოებით 85 კაცი მოვიდა. 5 წევრი გამგეობიდან იყო: გამგებელი, გამგებლის მოადგილეები და გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი, მოვიწვიეთ  საკრებულოს ყველა დეპუტატი (სულ 24), მაგრამ 19 კაცი მოვიდა, გვყავდა ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდის 8 წევრი და ღვაწლმოსილი ადამიანები სოფლებიდან, რომლებიც თემის რწმუნებულების დახმარებით შევარჩიეთ.

 

ძალიან კარგი შეხვედრა იყო, სუფრას კონცერტის სახეც ჰქონდა, ქედაში იმდენი ღირსეული ადამიანია, რომ ყველას მოწვევა ძნელია, შევეცდებით მომავალში  სხვა კატეგორიის ადამიანები დავპატიჟოთ“ – განაცხადა მამუკა ფარტენაძემ.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ ქედის გამგეობა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და დასძენს, რომ საჯარო მოხელეების ქეიფისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს.

 

 

„საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ 28 დეკემბერს დაპატიჟებული ვიყავით წინასაახალწლო ქეიფზე, თუმცა ჩვენ არ მივსულვართ.  როცა ტენდერებში ვნახე სუფრის მოწყობა 120 კაცზე იყო გამოცხადებული, გამგებელს ვუთხარი, რომ ამხელა თანხა ქეიფზე არ  დახარჯულიყო, თანხა  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გამოგვეყენებინა. მან თქვა, რომ იქ სოციალურად დაუცველები იქნებოდნენ.

ღრეობებისა და სუფრების მოსაწყობად თანხა ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს“ – ამბობს  ვაჟა ბოლქვაძე.


 

ახალი წელი ბათუმში – გამოკითხვა


<a href=”https://polldaddy.com/poll/8582275/”>მოგეწონათ თუ არა მერიის მიერ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები ბათუმში?</a>

<a href=”https://polldaddy.com/poll/8582284/”>მოგეწონათ თუ არა საახალწლოდ მორთული ბათუმი?</a>

<a href=”https://polldaddy.com/poll/8582287/”>სად შეხვდით ახალ წელს?</a>

ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა ხანდაზმული ადამიანებისთვის

75 წლის ზურაბ გოგეშვილი ათეულობით წლებია ყოველ დილით რვა საათზე დგება და ბათუმის ზღვისპირა პარკში გადის სავარჯიშოდ. ის ყოველდღიურად ოთხ კილომეტრს ძუნძულით გარბის და ამბობს, რომ სწორედ ასეთი აქტივობის წყალობით არის ჯანმრთელი: „ადამიანები ფიქრობენ, რომ როცა 60 წელს უახლოვდებიან, ისინი უკვე მოხუცდნენ, რომ ყველაფერი მთავრდება. ან როცა კრიზისული პერიოდი აქვთ, ხელებს ჩამოყრიან ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ, სწორედ ასეთ დროს ადამიანი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, ისე, როგორც მე გავაკეთე თავის დროზე – საკუთარი თავი ხელში ავიყვანე, გავაქტიურდი და ჯანსაღ ცხოვრებას მივჰყე ხელი“.

ჯანმოს მონაცემებით, ფიზიკურად აქტიურ ხანდაზმულებს სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ (იგულისხება გარდაცვალების ყველა ძირითადი მიზეზი, იქნება ეს გულის იშემიური დაავადებები, მაღალი წნევა, ინსულტი, ორივე ტიპის დიაბეტი თუ სწორნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები), ვიდრე ფიზიკურად პასიურ ხანდაზმულებს. მათივე ცნობით, ფიზიკური აქტივობა ხანდაზმულებში ამყარებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ძვალ-კუნთოვან ქსოვილს, აუმჯობესებს ორგანოთა ფუნქციონალურ მდგომარეობასა და ამცირებს არაინფექციური დაავადებების რისკს.

გერონტოლოგი ტატიანა ზუბიაშვილი ამბობს, რომ ხანში შესული ადამიანები რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: 60-75 წლამდე – ხანდაზმულები, 75-დან 90 წლამდე – მოხუცები, 90-დან 100 წლამდე დღეგრძელები და 100 წლის ზემოთ – უხუცესები. შესაბამისად, ფიზიკური აქტივობაც ყველასთვის სხვადასხვა ინტენსივობის უნდა იყოს, თუმცა კონკრეტული რეგულაციები, რა ასაკში რა ხანგრძლივობის აქტივობაა სასურველი, არ არსებობს: „რა ინტენსივობის დატვირთვა უნდა მიიღოს ამ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებმა, პირველ რიგში, თავად ამ ადამიანების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გაატარა ამ კონკრეტულმა პიროვნებამ წინა წლები, რამდენად ნავარჯიშევია და რამდენად შესწევს უნარი ახლა ამა თუ იმ აქტივობის შესასრულებლად“.

გერონტოლოგ ტატიანა ზუბიაშვილის თქმით, პასიური ცხოვრების სტილის მქონე ხანდაზმული ადამიანებისთვის, ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია, რათა მათ დროთა განმავლობაში დამოუკიდებლად გადაადგილების პრობლემები არ შეექმნათ. „იმისთვის, რომ სახსრები არ გაჩერდეს, ხანდაზმულმა თუ მოხუცმა ადამიანმა აუცილებლად უნდა იმოძრაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანდათან კიდევ უფრო შეიზღუდება და ბოლოს საერთოდ ვეღარ შეძლებს მოძრაობას“, – ამბობს ის.

ზურაბ გოგეშვილის რჩევით, ხანდაზმულმა ადამიანებმა, რომელთაც გადაწყვიტეს ფიზიკურად გააქტიურდნენ, პირველ რიგში საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება უნდა შეწყვიტონ, დალიონ მეტი წყალი (2-3 ლიტრი დღეში) და რაც შეიძლება ხშირად გავიდნენ ბუნებაში სასეირნოდ – „სიარული აუცილებელია ადამიანისთვის, დღეში 20-30 წუთი მაინც. ოთხ კედელში, ეკრანს მიჯაჭვული ადამიანი ვერ იქნება ჯანმრთელი. წარმოიდგინეთ, ადამიანს წამოდგომა უჭირს ტელევიზორთან გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ და მთელი ცხოვრება რომ ზის, ბოლოს შეიძლება საერთოდ ვეღარ ადგეს~ – ამბობს ის. მისივე თქმით სიარულის თუ ნებისმიერი სხვა ფიზიკური აქტივობის დროს აუცილებელია რიტმის დაცვა და სწორი სუნთქვა – „ინტენსიური სიარულისას აუცილებლად უნდა დაიცვათ რიტმი. მაგალითად,  ჩასუნთქვა – ორ ნაბიჯზე, ამოსუნთქვა – ორ ნაბიჯზე“.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად შეზღუდულნი არიან ზოგიერთ ფიზიკურ შესაძლებლობაში, ჯანმო ფიზიკური აქტივობის საერთო რეკომენდაციებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 65 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა კვირის განმავლობაში მინიმუმ 150 წუთი უნდა დაუთმონ საშუალო ინტენსივობის (აქტივობის ტემპი ან აქტივობის შესასრულებლად გაწეულ ძალისხმევა) აქტივობას,  ან სულ მცირე 75 წუთი – მაღალი ინტენსივობის აქტივობას. საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობაში იგულისხმება: სწრაფი სიარული, ცეკვა, მუშაობა სახლში, ბოსტანში, აქტიური თამაშები, სპორტული ვარჯიშები ბავშვებთან ერთად ან სეირნობა შინაურ ცხოველებთან ერთად. მაღალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობებია: სირბილი, ენერგიული ასვლა სიმაღლეზე (გორებზე), ველოსიპედის სწრაფი ტარება, აერობიკა, სწრაფი ცურვა, სპორტული შეჯიბრებები (ფეხბურთი, ხელბურთი, კალათბურთი) და აქტიური მუშაობა ბაღჩაში. რეკომენდაციის მიხედვით, ფიზიკური აქტივობის თითოეული სეანსი ყველაზე ცოტა 10 წუთს მაინც უნდა გრძელდებოდეს. ხოლო, ის ხანდაზმული ადამიანები, რომელთაც პასიური ცხოვრების სტილი აქვთ ან სხვადასხვა დაავადებების გამო, რაიმე შეზღუდვები გააჩნიათ, ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით, მარტივი ვარჯიშებითა და მსუბუქი ძალისხმევით, უნდა შეეცადონ „პასიური“ კატეგორიიდან, „აქტიურობის რაღაც ეტაპზე“ მაინც გადავიდნენ.

იმისთვის, რომ ხანდაზმულის ფიზიკური აქტივობა მის შესაძლებლობებს არ გასცდეს, აუცილებელია იმის დადგენა თუ, რამდენად აძლევს მას გულ-სისხლძარღვთა სისტემა შესაძლებლობას, შეასრულოს ესა თუ ის დატვირთვა. საამისოდ სხვადასხვა აქტივობის შემდეგ საჭიროა ხანდაზმულის ჰემოდინამიკური პარამეტრების შემოწმება – „ძალიან ხშირად, როცა პაციენტი კლინიკიდან ეწერება და მკურნალობის შემდეგ თავს კარგად გრძნობს, მას ჰგონია, რომ თოხიც შეუძლია აიღოს ხელში და სხვა სერიოზული ფიზიკური დატვირთვაც შეასრულოს, რაც დაუშვებელია. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, მაგრამ განზომილად. საჭიროა კონტროლი ოჯახის წევრების მხრიდანაც, რათა მან ზედმეტი არ აიღოს საკუთარ თავზე. ამიტომ, აუცილებელია წნევისა და პულსის ხშირი კონტროლიც“, – ამბობს ტატიანა ზუბიაშვილი.

გარდა ამისა, ამ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებისთვის რეკომენდებულია წონასწორობის უნარის გასამყარებელი ვარჯიშები, რადგან ტატიანა ზუბიაშვილის თქმით, დაცემა ხანდაზმული ადამიანებისთვის განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს. დროთა განმავლობაში, ორგანიზმში კალციუმის ცვლის დარღვევის გამო ადამიანებს ოსტეოპოროზი (ძვლების გამოფიტვა) უვითარდებათ, რაც სხვადასხვა გართულების, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით იჩენს თავს: „ანუ ძვლოვანი სტრუქტურის გასამყარებლად, ორგანიზმში აღარ არის საკმარისი რაოდენობის კალციუმი, რაშიც უამრავი შიგნითა მექანიზმია ჩართული. დაქვეითებულია რეგენერაციის უნარი, დარღვეულია სისხლის მიმოქცევა და, შესაბამისად, ძალიან რთულდება და ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება ძვლის სტრუქტურის აღდგენა და შეხორცება ამ ასაკის ადამიანებში“.

ექიმის თქმით, წონასწორობის შესანარჩუნებლად სასარგებლოა კისრის ვარჯიშები, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს: „წონასწორობის რეგულაცია, სწორედ თავის ტვინიდან და ყურიდან მოდის, წონასწორობის უკეთ შენარჩუნებისთვის ამ ადამიანებმა შეიძლება გააკეთონ კისრის ვარჯიშები, მაგალითად – ასოების დაწერა კისრის მოძრაობით. თავიდან ეს იქნება ერთი ასო, შემდეგ ორი, სამი და ასე შემდეგ“.

გარდა ამისა, გერონტოლოგის რეკომენდაციით, მძიმე ტრავმების თავიდან ასაცილებლად, 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ფიზიკური აქტივობის გარდა რეკომენდებულია კალცის შემცველი პროდუქტების ყოველდღიური მიღება. ტატიანა ზუბიაშვილის თქმით, ამ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით ცილოვანი პროდუქტები – რძის ნაწარმი და ხორცი: `ყურადღება მინდა გავამახვილო ხაჭოზე, რომელიც კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს, – დღეში 200 გრამი ხაჭო სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დაიცვას მოხუცი ადამიანის ჯანმრთელობა ზედმეტი გართულებებისგან. ასევე ძალიან კარგია მაწონი, რომელიც დღეგრძელობას უწყობს ხელს, იგი სასარგებლოა როგორც აღმდგენი, ისე საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის“.

გერონტოლოგის თქმით, ხანდაზმული და მოხუცი ადამიანების საკვები აუცილებლად უნდა იყოს მოხარშული ანუ ადვილად მოსანელებელი: „თუ ამ ყველაფერს ყოველდღიურად დავუმატებთ ხილსა და ბოსტნეულს, ეს საუკეთესო რაციონი იქნება მათთვის“.

 

აჭარაში პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს

 

დაკავება
დაკავება

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. შსს-ს ცნობით დაკავებული პოლიციელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. 

დენის და წყლის გარეშე ტბეთის ქუჩაზე

აქცია ტბეთის 12 ნომერში

ტბეთის #12-ში მდებარე შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ბალანსზეა. ამორტიზებულ შენობაში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები დაახლოებით ერთი წლის წინ შესახლდნენ. შენობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი, საერთო საპირფარეშოს ფუნქციას კი ეზოში მდებარე, სახელდახელოდ მოწყობილი ნაგებობა ასრულებს. ამ პირობებში ცხოვრობს 20-მდე ოჯახი, ძირითადად მრავალშვილიანები, როგორც აქ ამბობენ, შენობაში 56 ბავშვია, სკოლის მოსწავლეები და მცირეწლოვანები.

„აქ არიან სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები, მარტოხელები და ომის ვეტერანები. არასდროს, არავინ არ მიაქცია ყურადღება ამ ხალხს“ – განმარტავს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ აქ მცხოვრები ადამიანების პრობლემების შესწავლის თხოვნით არაერთხელ მიმართა მთავრობას: „ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მომხდარიყო კომისიის მიერ ამ ოჯახების მდგომარეობის შესწავლა, ელემენტარულს ვითხოვდით, რომ საარსებო პრობები შექმნილიყო აქ, წყლის შემოყვანას და  ელექტროენერგიას“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

ადგილზე მცხოვრებნი ამბობენ, რომ აჭარის ფინანსთა სამინისტრო, რომლის ბალანსზეცაა შენობა, არ არის წინააღმდეგი, ენერგოკომპანიამ შეიყვანოს შენობაში დენი. სამინისტროს პოზიციის დამადასტურებელი წერილი ოჯახებმა „ენერგო-პროს“ წარუდგინეს, თუმცა აქ შუქი ამ დრომდე არა აქვთ. „ორი თვეა რაც კომპანიას მივმართეთ, ზუსტი პასუხი არ მიგვიღია ამ დრომდე “ – ამბობს რევაზ დიასამიძე, ტბეთის #12-ში მცხოვრები.

ეზო

„აქ 56 ბავშვი ცხოვრობს, აქ არიან მარტოხელები, ომის ვეტერანები, გვაქვს საერთო საპირპარეშო, წყალი საერთოდ არ გვაქვს, შუქის შემოყვანის ნება ძვლივს დაგვრთეს, მაგრამ არ გვირთავენ. ერთი წელია აქ ვართ. წამოდით და ნახეთ, როგორ პირობებში ვცხოვრობთ, გაუსაძლისი პირობებია“ – ამბობს ლეილა ძირკვაძე.

აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ  მდგომარეობის შესწავლის თხოვნით არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერიას, როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური განცხადებებით, თუმცა ამაოდ. ტბეთის #12-ში ამბობენ, რომ ერთი წლის მანძილზე აქ მცხოვრებთა მდგომარეობით ხელისუფლება არ დაინტერესებულა.

„მერიაში ვწერთ განცხადებებს, ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ არავინ არ გვაქვცევს ყურადღებას. იმდენად გვიჭირს, რომ მუნიციპალური სასადილოთი ვსარგებლოთ და იმით ვარჩენთ ბავშვებს“ – ამბობს ლეილა ძირკვაძე.

„სოფელი მაჭახლიდან ვართ, ეკომიგრანტი ვარ. ოთხი შვილი მყავს. ჩემი შემოსავლის წყარო არის სოციალური დახმარება, ესაა ჩვენი ოთხი შვილის საჭმლის ფული, სანამ დახმარება მოდის, ნისიად ვიღებთ საჭმელს, მოვა დახმარება და ვალებში ვანაწილებ“ – ამბობს დიანა ცეცხლაძე, რომელიც ერთ ოთახში მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე.  

პატიმრის გადაყვანას ციხიდან სამკურნალო დაწესებულებაში ითხოვენ

პატიმრის ადვოკატი მარინა კაკაურიძე „ბათუმელებთან“  ამბობს, რომ დაახლოებით ათი დღის წინ მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ სამედიცინო დასკვნა მიიღო. მისივე ინფორმაციით, სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მომზადებულ დასკვნაში  წერია, რომ „ბრალდებულს ორგანული ნერვული აშლილობა აქვს დეპრესიის ფონზე“. ეს დიაგნოზი ბრალდებულს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

ექსპერტიზის დასკვნა ადვოკატმა მეშვიდე დაწესებულების დირექტორს, შოთა ტრაპაიძეს გასულ კვირას გაუგზავნა. ადვოკატმა   მიმართა ასევე სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, თამთა დემურიშვილს, მაგრამ  პასუხი ჯერ არ მიუღია. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ბრალდებულს ექიმ-ფსიქიატრის მუდმივი მეთვალყურეობა ესაჭიროება. შესაბამისი მედპერსონალი კი მეშვიდე დაწესებულებას არ ჰყავს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს განმარტებით, ბრალდებულის სამედიცინო დასკვნა უწყებამ 2015 წლის 8 იანვარს მიიღო, ადვოკატს კი კანონით დადგენილ ათი დღის ვადაში უპასუხებენ.  რაც შეეხება ამ დროისთვის პატიმრის ჯანმრთელობის  მდგომარეობას, უწყების პრესსამსახურში  განმარტავენ, რომ  ეს პატიმრის პირადი ინფორმაციაა და ამის შესახებ  ინფორმაციას  ვერ მოგვაწვდიან.

 

პატიმარი გასულ წელს სასჯელს ბათუმის მესამე დაწესებულებაში იხდიდა. ოფიციალური ინფორმავიით, ამ დაწესებულებაში ყოფნის დროს მას სხეულზე მიყენებული სხვადასხვა თვითდაზიანების გამო 80-ზე მეტი ნაკერი ედო. ამის შემდეგ პატიმარი თბილისში გადაიყვანეს.  მას რამდენიმე დღის განმავლობაში ექსპერტები აკვირდებოდნენ. ოჯახის წევრებისა და ადვოკატის ინფორმაციით,  თვითდაზიანების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

რამდენიმე კვირის წინ პატიმარს აკრძალული ნივთის უკანონო შენახვაზე წარუდგინეს ბრალი. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბადრაგმა შემოწმებისას მას მუჭში აღმოუჩინა სამართებელი, რაც დაფიქსირებულია სათვალთვალო კამერით.  ადვოკატის მტკიცებით, იმავე საბრალდებო დასკვნაში ბადრაგები ყვებიან, რომ პატიმრის  ჩხრეკა (მისი გაშიშვლება და დათვალიერება) მოხდა დაწესებულებაში, პირველი სართულის „კიბის უჯრედთან“, სადაც ვიდეოთვალი დამონტაჟებული არ არის.

ამ ეტაპზე ადვოკატს არ აქვს მტკიცებულება, რის საფუძველზე წარუდგინეს პატიმარს ბრალი. გამომძიებელმა ჯერჯერობით ვერ უზრუნველყო მტკიცებულების მიწოდება დაცვის მხარისთვის. „მე მივედი მასთან, მივიტანე მეხსიერების ბარათი, რაშიც უნდა ჩაეწერა გამომძიებელს სათვალთვალო კამერიდან ამოღებული მტკიცებულება, თუმცა გამომძიებელმა მითხრა, რომ მეხსიერების ბარათი არ  გაიხსნა და მოგვიანებით მტკიცებულების დისკით მოწოდებას შემპირდა“, – ამბობს ადვოკატი.

მუჭში აღმოჩენილი სამართებლის საქმეზე სასამართლო პროცესი 26 იანვარსაა ჩანიშნული. პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე დაცვისა და ბრალდების მხარე ვალდებული არიან ერთმანეთს საქმეში არსებული მტკიცებულებები გაუცვალონ.

 

ხულოს თეატრში თანამშრომლები დაითხოვეს

 

 

 

 

„დასში გასულ წელს 16 მსახიობი ირიცხებოდა, წელს უკვე აღარ ვიცი რამდენი დარჩება. ეს  ორ დღეში მეცოდინება, როცა სამინისტროსთან ახალ ბიუჯეტს შევათანხმებ.  მათ, ვისაც ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია,  ხელშეკრულებებს ვერ გავუფორმებთ“-განაცხადა სამხატვრო ხელმძღვანელმა.

 

 როინ სურმანიძის თქმით, ასეთი მსახიობი ორია. „გარდა ამისა, არის გარკვეული პროფესიული მოთხოვნებიც“-ამბობს ის.  

 

სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, ყოფილ თანამშრომელთა უფლებები არ დაირღვევა.  

 

ხულოს თეატრის წლიური ბიუჯეტი 209 500 ლარი იყო, აქედან, 165 თანამშრომელთა ხელფასებზე დაიხარჯა.  გასულ წელს დასმა სამი სპექტაკლი დადგა.  

 

  

მილოცვა მზია მაკარაძეს ჯარში მყოფი შვილისგან

 

 

ჩემო განუმეორებელო,  ვერცკი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ  და მთელი გულით მინდა მუდამ ბედნიერს და გაღიმებულს გხედავდე.

 

დედაო ჩემო ყოვლის შემძლე, ძლიერო გილოცავ. მინდა  მუდამ მყავდე ჩემს გვერდით, მეამაყები ესეთი კარგი ლამაზი და გამგებიანი მყავხარ. მიყვარხარ, ეს შემიძლია უამრავჯერ გითხრა, მართლია შორიდან მაგრამ მთელი გულით.

 

“დედავ შინ” შენი ლაშიკო

 

გაკოცე გულში დე… 

რომან კაჭარავას გახსენება

 

დღეს უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ის ქვეყანას, თავის ოჯახს, ქალაქს აღარ ამშვენებს თავისი ვაჟკაცობით, მართალი სიტყვით, სიკეთით, თავისი ღირსეული მოქალაქეობრივი თვალთახედვით. სწორედ ამიტომ, როგორც დიდი შოთა რუსთაველი ამბობს, შენი სულნი ზეცას რბიან – ზეციურმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სამუდამოდ ქრისტე ღმერთის საუფლოში დაგასახლა, ალბათ, იქედან უფრო კარგად ჩანს კაცობრიობის განვლილი გზა, საქართველოს და ქართველების დიდებული წარსული. 
სოცოცხლეშივე როგორც ჩინებულმა სპორცმენმა ერთგულად ემსახურე სამშობლოს. რამდენი ახალგაზრდა სამშობლოსა და ცხოვრების ჭეშმარიტ მსახურად, ხელი და გული გაგიწვდიათ. 
ბატონი რომანი იყო პიროვნება, რომელიც ღირსეულად დადიოდა ამ ქვეყნად და ვალმოხდილი წავიდა სამარადისო სასუფეველში. ჩვენ კი თქვენი ჭირისუფალნი – ყოველთვის მოგიგონებთ, როგორც ჭეშმარიტ და დიდებულ მამულიშვილს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული, ბატონო რომან, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე ამინ!

თქვენი მეგობრები,
ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის 
თანამშრომლების სახელით
პროფესორი ბადრი გეჩბაია

ძმები გრიმების “ზღაპრების სამყარო” ბათუმში

 


1812 წელს ძმები გრიმების ზღაპრების ცნობილი კრებული გამოიცა. ამ თარიღის იუბილესთან დაკავშირებით გოეთეს ინსტიტუტი მთელ მსოფლიოში წარმოადგენს სპეციალურად შექმნილ ინტერაქტიულ გამოფენას “ზღაპრის სამყარო”, რომელიც ძირითადად განკუთვნილია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, თუმცა უფროსებისთვისაც საინტერესო სანახაობას წარმოადგენს.

 

მინსკისა და კიევის შემდეგ გამოფენა საქართველოში მოგზაურობს.

 

გამოფენა „ზღაპრების სამყარო“ შვიდ თემატურ ნაწილს მოიცავს: გმირი ქალები ზღაპრებში; გმირი მამაკაცი ზღაპრებში; ბოროტი პერსონაჟები; ცხოველთა სახეები; მაგია და ჯადოქრობა; საშიში ჟრუანტელი; დავალებები და გამოცდები.

 

გამოფენაზე გაეცნობით გრიმების ბიოგრაფიას, ზღარების წარმოშობის ისტორიასა და ზღაპრის ენის სპეციფიკას.

 

გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 5 თებერვლამდე გაგრძელდება. 

ქობულეთის ბაღებიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

 

 

ბაღების გაერთიანების უფროსის, ია ხალვაშის თქმით, ოთხი ბაღიდან 11 თანამშრომელი დაითხოვეს.

„მთელი წლის განმავლობაში ბაღები დაკვირვების პროცესში გვყავდა – ვინ როგორ ასრულებდა დაკისრებულ დავალებას და იქიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება.  ბაღების ყველა თანამშრომელს 31 დეკემბერს შეუწყდა ხელშეკრულება. №3, №4, №5 და სოფელ ხალას საბავშო ბაღებიდან 11 თანამშრომელს აღარ გავუგრძელეთ ხელშეკრულება“.  

 

ია ხალვაშის განმარტებით  თანამშრომლები სარეზერვო ჯგუფიდან გამოცდილების მიხედვით 5 იანვარს ჩაანაცვლეს:

„წესდებაში ცვლილებები შევიტანეთ, რომ ბაღში პედაგოგის, ძიძას თუ ნებისმიერი თანამშრომლის ჩანაცვლება აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ხელმძღვანელთან. მე უნდა ვიცოდე მისი მონაცემები, რა განათლება, რა პერსპექტივა აქვს, რომ ბაღში ბავშვებთან შეიძლებოდეს მისი შესვლა. ამიტომ შევქმენით სარეზერვო ჯგუფი, რომლიდანაც საჭიროების შემთხვევაში გადავამისამართებდით ნებისმიერ ბაღში“ – აცხადებს ია ხალვაში.

 

 

დამატებითი კითხვებს, როდის და რა კრიტერიუმებით შეიქმნა სარეზერვო ჯგუფი? ვინ შეარჩია ამ ჯგუფიდან თანამშრომლები და რა მეთოდით? ია ხალვაში „ბათუმელების“ ამ კითხვებს არ პასუხობს. მან გვთხოვა, რომ ოფიციალური წერილით მივმათოთ და ის ერთი კვირის განმავლობაში შეგვპირდა  ინფორმაციის მოწოდებას.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება 400-მდე თანამშრომლით 16 ბაღს მოიცავს. 

იურიდიული კომისიის ახალი თავმჯდომარე ხელვაჩაურის საკრებულოში

 

ვახტანგ ლორთქიფანიძე
ვახტანგ ლორთქიფანიძე

ჯუმბერ ბერიძემ ასლან კახიძე ჩაანაცვლა, რომელიც საკრებულოში ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. ის თანამდებობიდან ამ პარტიის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ გადააყენეს.

 

ვახტანგ ლორთქიფანიძე ამ დრომდე საკრებულოს იურიდიული კომისიის მოადგილის თანამდებობაზე იყო არჩეული, კომისიის თავმჯდომარის საკრებულოს თავმჯდომარედ დაწინაურების შემდეგ კი ვახტანგ ლორთქიფანიძე ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

 

ვახტანგ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გახდება თუ არა ის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა საინიციატივო ჯგუფებმა  სხვა კანდიდატებიც დაასახელონ და კენჭისყრის შემდეგ გამარჯვება მას სულაც არ დარჩეს. თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას ფრაქცია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.

ვახტანგ ლორთქიფანიძე პროფესიით იურისტია და საკრებულოში არჩევამდე, 2009-2014 წლებში ქედის სოციალური მომსახურების სააგენტოში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

 

 

 

ხელვაჩაურის საკრებულო უფლებამოსილების ხარჯის გაზრდაზე მსჯელობს

 

საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. იმაზე, თუ ვინ რამდენს მიიღებს ცვლილებების შემდეგ ყოველთვიურად, „ბათუმელების“ კითხვებს ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ლორთქიფანიძე პასუხობს.  

 

 

ბატონო ვახტანგ როგორც ვიცი, ამ მოწვევის საკრებულომ ერთხელ უკვე გაზარდა უფლებამოსილების ხარჯი. ამჯერად რას გეგმავს საკრებულო?

არა, ასე არ არის, არ გაგვიზრდია ნამდვილად. საკითხი იყო დღის წესრიგში, მაგრამ დღის წესრიგიდან ამოვიღეთ.  საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ხარჯი ხუთასი ლარია, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირები უფლებამოსილების ხარჯის სახით დამატებით 230 ლარს იღებდნენ. 28 ნომებრიდან, მას შემდეგ, რაც ცვლილება შევიდა კოდექსში, ამ თანხას საკრებულოს თანამდებობის პირები აღარ იღებენ.

 

 

ცვლილების შემდეგ ვინ რამდენს მიიღებს?

ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები 230 ლარს, რაც არის უფლემოსილების ხარჯი, ვეღარ ავიღებთ და ავიღებთ მხოლოდ ხელფასს. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი არის 1330 ლარი.

 

 

და გამომდინარე იქედან, რომ უფლებამოსილების ხარჯი მოგაკლდათ ხელფასების გაზრდას გეგმავთ, როგორც ეს ბათუმის საკრებულოში გადაწყვიტეს?

არა. ხელფასი  ეზრდება მხოლოდ საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის თანამდებობის პირი. ნამატი იქნება 200 ლარი, ანუ ნაცვლად ხუთასისა, რიგითი საკრებულოს წევრი შვიდას ლარს მიიღებს. ფაქტობრივად, ამის გამო ბიუჯეტში დამატებითი თანხის გათვალისწინება არც კი იქნება საჭირო, ის თანხა გადანაწილდება, რომელსაც თანამდებობის პირები უფლებამოსილების ხარჯის ანაზღაურების სახით ვიღებდით. 

 

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

საიას აჭარის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი ომბუდსმენის აპარატში გადავიდა

 

გია ქარცივაძე  საიას აჭარაში ორი წელი ხელმძღვანელობდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი ექვსი წელი მუშაობდა. საიას თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილება მას გასული წლის ბოლოს ამოეწურა და სახალხო დამცველის აპარატში მუშაობა პირველი იანვრიდან დაიწყო. მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა. 

 

საიას ახალ თავმჯდომარეს აჭარაში სავარაუდოთ ხვალ დაამტკიცებენ. 

Exit mobile version