სიახლეები

ირაკლი ალასანია: „ჩვენ ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ჩამოვყალიბდით“

15.01.2015
ირაკლი ალასანია: „ჩვენ ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად ჩამოვყალიბდით“

ირაკლია ალასანია ბათუმი 15.01.2015 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბათუმში ჩამოსვლამდე ალასანია გურიაში შეხვდა პარტიულ აქტივისტებს. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით:

„2015 წელი არის სტრუქტურული განვითარების წელი ჩვენი პარტიისთვის, ჩვენ ჩამოვყალიბდით უკვე ხელისუფლების ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად და 2016 წელს გვჭირდება სრული შემადგენლობით გამარჯვებისკენ წავიყვანოთ პარტია“.

ბათუმში მყოფ ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

„ეს არის ის პროცესი, რომელშიც მოუწევთ გასვლა უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტში მოაგროვონ შესაბამისი ხმები. მე მაინტერესებს ვინ დაუჭერს მხარს თუნდაც ვიქტორ დოლიძის გადაყენებას, ვის შეარჩევენ ამ პოსტისთვის ან ნებისმიერ სხვა კომიტეტში, ეს იქნება საინტერესო. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალ კანდიდატებს ვის წარმოადგენს, ჩვენ დავარქვით მათ ნაციონალური ოცნების უმრავლესობა.  ყველამ კარგად იცის, რომ თანამდებობებს გამოკიდებული არა ვართ. დავტოვეთ თანამდებობები ნაციონალური მოძრაობის დროსაც და დღესაც, როდესაც დავინახეთ ქვეყანაში არის დეფიციტი სწორი, გამართული გადაწყვეტილების მიღების და მიჰყავთ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი ჩვენთვის არის პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას განცხადებით ასევე მნიშვნელოვანია საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით კომისია შეიქმნას.

„ძალიან მნიშვნელოვანია საყდრისის საკითხთან მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება და კომისიის შექმნა. „თავისუფალი დემოკრატების“ ინიცირების შემდეგ სხვა ოპოზიციურმა ძალებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას. გადაწყდა, რომ შეიქმნას კომისია. მაგრამ დღეს უკან იხევენ და იძახიან, რომ ეს  კომისია საჭირო არ არის. მე მაინტერესებს თავის მიღებულ გადაწყვეტილებას რატომ ეწინააღმდეგება ეს ხალხი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორ მოხვდა „როსნეფტის“ ხელში გარკვეული ერთ-ერთი კრიტიკული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ჩვენი ქვეყნის [ფოთის პორტის 49% -იანი წილი]. ამასაც გარკვეული შესწავალა სჭირდება და საპარლამენტო ფორუმს ამისთვის გამოვიყენებთ. ისევე როგორც შესწავლის საკითხი უნდა გახდეს თანაინვესტირების ფონდმა რა გაუკეთა საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში და რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა. და რას აკეთებს ზოგადად თანაინვესტირების საბჭო იმისათვის, რომ დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნას ქვეყანაში, ამაზე გვექნება დებატები პარლამენტში.

ირაკლი ალასანიასთან ერთად ბათუმში ალექსი პეტრიაშვილი, ნინო გოგუაძე და ვიქტორ დოლიძე არიან.

შეხვედრა თავისუფალი დემოკრატების პარტიულ აქტივთან 15.01.2015

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.