სიახლეები

“მოგზაურობა ძველ ბათუმში“ ინგლისურ ენაზე – საჩუქარი ბათუმში ჩამოსული უცხოელებისათვის

14.01.2015
“მოგზაურობა ძველ ბათუმში“ ინგლისურ ენაზე –  საჩუქარი ბათუმში ჩამოსული უცხოელებისათვის

 „წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნა  გადაგვაწყვეტინა ჩვენი უცხოელი მეგობრების რეკომენდაციებმა. ტურისტულ ქალაქებში  ქალაქის ისტორიის, ღირსშესანიშნაობების შესახებ წიგნების მიმართ ყოველთვის არის ინტერესი. წიგნი დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, ასე რომ უცხოელ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ქალაქის ისტორიას და ამავე დროს ნახოს, თუ როგორი იყო ძველი ბათუმი. ვფიქრობთ, ბათუმში ჩამოსული ტურისტებისათვის ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნი  ბათუმის  შესახებ  მნიშვნელოვანი სამახსოვრო იქნება“ – ამბობენ „ბათუმელების“ მარკეტინგის სამსახურში. 

წიგნი  ინგლისურად ნოე კანკიამ თარგმნა, კრებულის რედაქტორია დეივ ბლოსი.

წიგნის ფასი 50 ლარია.

 „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2014 წელს გამოსცა. წიგნი გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს ძველ ბათუმზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ძველი ბათუმის ქუჩებისა და ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტოების კრებულს წარმოადგენს.  2014 წლის ბოლოს კი წიგნი ინგლისურ ენაზე ითარგმნა.

2015 წელს კი გაზეთი „ბათუმელები“ ახალ კრებულს გამოსცემს, სახელწოდებით – „ბათომი“, სადაც  გაზეთ „ბათუმელების“ ამავე სახელწოდების რუბრიკაში გამოქვეყნებული სტატიები და უნიკალური ფოტომასალა დაიბეჭდება ძველ ბათუმზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: