ნეტგაზეთი • RU

ხულოს თეატრში თანამშრომლები დაითხოვეს

 

ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის 38 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.  როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა როინ სურმანიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა,  თეატრალური დასიდან ხელშეკრულება  სავარაუდოდ ორ მსახიობს აღარ გაუფორმდება.

 

 

 

 

„დასში გასულ წელს 16 მსახიობი ირიცხებოდა, წელს უკვე აღარ ვიცი რამდენი დარჩება. ეს  ორ დღეში მეცოდინება, როცა სამინისტროსთან ახალ ბიუჯეტს შევათანხმებ.  მათ, ვისაც ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია,  ხელშეკრულებებს ვერ გავუფორმებთ“-განაცხადა სამხატვრო ხელმძღვანელმა.

 

 როინ სურმანიძის თქმით, ასეთი მსახიობი ორია. „გარდა ამისა, არის გარკვეული პროფესიული მოთხოვნებიც“-ამბობს ის.  

 

სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, ყოფილ თანამშრომელთა უფლებები არ დაირღვევა.  

 

ხულოს თეატრის წლიური ბიუჯეტი 209 500 ლარი იყო, აქედან, 165 თანამშრომელთა ხელფასებზე დაიხარჯა.  გასულ წელს დასმა სამი სპექტაკლი დადგა.  

 

  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე