სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლა აცხადებს საჯარო აუქციონს პირობებით, ქ.ბათუმში ინასარიძის ქუჩა #11 მდებარე სკოლის შენობის 277.24 კვ/მ ფართობის – სპორტული და კულტურული წრეების ჩატარებისთვის იჯარის ფორმით სარგებლობისთვის.
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადების მიღება მიმდინარეობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 2015 წლის 14 იანვრიდან 2015 წლის 14 თებერვლამდე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის I სართულზე, დირექტორის კაბინეტში.
აუქციონში მონაწილეობა, თანხის გადახდის ვალდებულებები:
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად:
ა)277.24 კვ/მ ფართობის-სპორტული და კულტურული წრეების ჩატარებისთვის-გადასახდელი ბე -1321. 20 ლარი და ბილეთის შესაძენი ფასი – 5 ლარი მონაწილის მიერ გადახდილი უნდა იქნას შემდეგ რეკვიზიტებზე:
სს “ლიბერტი ბანკი”
ანგარიშის ნომერი: GE16LB0121137795843001
საწყისი წლიური საიჯარო ფასი – 4404 ლარი, ბიჯის სიდიდე – 10 ლარი.
ბ) 277.24 კვ/მ ფართობის- სპორტული და კულტურული წრეების გადასახდელი ბე – 586.80 ლარი და ბილეთის შესაძენი ფასი – 5 ლარი მონაწილის მიერ გადახდილი უნდა იქნას შემდეგ რეკვიზიტებზე:
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE16LB0121137795843001
საწყისი წლიური საიჯარო ფასი შეადგენს 1956 ლარს, ხოლო ბიჯის სიდიდე – 10 ლარს.
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ
აუქციონი გაიმართება 2015 წლის 16 თებერვალს, 16 საათზე, ქ.ბათუმი ინასარიძის ქ.#11 მდებარე სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის I სართულზე, დირექტორის კაბინეტში.
სააუქციონო პირობები:
1. ფართობით სარგებლობისას მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა;
2. ფართობების ყოველდღიური დასუფთავება და სხვა არსებული სანიტარული ნორმების დაცვა;
3. საიჯარო ქირის გადახდა ყოველთვიურად, თანაბარწილად, ყოველი თვის 28 რიცხვამდე.
4. ფართობით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლის საქმიანობას;
საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმები:
1. ვალდებულების აღება სააუქციონო პირობის დაკმაყოფილებაზე;
2. მაქსიმალური საიჯარო საფასურის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საიჯარო ქირას (ქონება ითვლება იჯარით გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა).
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონის რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განაცხადი (მიიღებთ რეგისტრატორთან);
ბ) „ბე“-ს შეტანისა და აუქციონში მონაწილეობისთვის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები;
გ) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი(ფიზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
დ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ პირი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ ნოტარიულად დამოწმებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს, ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ბოლო მონაცემებით და ქონების იჯარით აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.
სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, გამცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
დამატებითი ინფორმაცია ობიექტის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე ქალაქი ბათუმი, სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის I სართული. მობ.: 557 579247