სიახლეები

აჭარის სარეკლამო ბანერები სოციალურ მედიაში

15.01.2015
აჭარის სარეკლამო ბანერები სოციალურ მედიაში

 

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სარეკლამო მომსახურება, რომელიც მოიცავს აჭარის რეგიონის და ქ. ბათუმის, ასევე რეგიონში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტის მიერ მიწოდებული სარეკლამო ბანერ(ებ)ის განთავსებას უცხოურ სოციალურ მედიასაიტზე, რომელსაც ჰყავს არანაკლებ 1 მილიარდი რეგისტრირებული მომხმარებელი და მათ შორის არანაკლებ 1 მილიონი ქართველი რეგისტრირებული მომხმარებელი.

 

სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულია სარეკლამო კამპანიის (რეკლამის) მიზნობრივი ქვეყნები და კლიკების საშუალო რაოდენობა დღეში (მომსახურების ვადა 90 დღეა):

 

საქართველო – დღეში 200 (კლიკი), 90 დღეში – 18000 (კლიკი);

აზერბაიჯანი  – 300 (კლიკი), 27000 (კლიკი);

სომხეთი – 300 (კლიკი), 27000 (კლიკი);

ყაზახეთი – 200 (კლიკი), 18000 (კლიკი);

უკრაინა – 300 (კლიკი), 27000 (კლიკი);

თურქეთი – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

ლიტვა – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

ბელორუსი – 200 (კლიკი), 18000 (კლიკი);

პოლონეთი – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

ისრაელი – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

რუსეთი – 150 (კლიკი), 13500 (კლიკი).

 

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, კლიკების/ნახვების რაოდენობაზე გაანგარიშებით, მაგრამ არაუმეტეს ფასების ცხრილში მითითებული ოდენობისა. შემსყიდველი არ არის ვალდებული შეისყიდოს სარეკლამო მომსახურება სრული მოცულობით.

 

მომსახურების გაწევა მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს მესამე დღიდან 90 დღის განმავლობაში. ამასთან, დეპარტამენტს  უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს სარეკლამო კამპანიის ყოველდღიური ინსპექტირება, კამპანიის მიმდინარეობის მთელ პერიოდზე, რომელიც მოიცავს სარეკლამო/სოციალურ საიტზე სისტემაში წვდომის შესაძლებლობას ანალიტიკოსის უფლებით.

 

სარეკლამო კამპანიის მიმდინარეობისას ქვეყნების მიხედვით მიზნობრივი ჯგუფის (ასაკი, ქალაქი, ინეტერესის სფერო და ა.შ.) განსაზღვრა უნდა მოხდეს დეპარტამენტთან შეთანხმებით.

 

ტენდერში გამარჯვებული 3 თებერვალს უნდა გამოვლინდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.