სიახლეები

იურიდიული კომისიის ახალი თავმჯდომარე ხელვაჩაურის საკრებულოში

13.01.2015 • 1670
იურიდიული კომისიის ახალი თავმჯდომარე ხელვაჩაურის საკრებულოში

 

ვახტანგ ლორთქიფანიძე
ვახტანგ ლორთქიფანიძე

ჯუმბერ ბერიძემ ასლან კახიძე ჩაანაცვლა, რომელიც საკრებულოში ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით მოხვდა. ის თანამდებობიდან ამ პარტიის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ გადააყენეს.

 

ვახტანგ ლორთქიფანიძე ამ დრომდე საკრებულოს იურიდიული კომისიის მოადგილის თანამდებობაზე იყო არჩეული, კომისიის თავმჯდომარის საკრებულოს თავმჯდომარედ დაწინაურების შემდეგ კი ვახტანგ ლორთქიფანიძე ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

 

ვახტანგ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ გახდება თუ არა ის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ამაზე წინასწარ პროგნოზის გაკეთება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა საინიციატივო ჯგუფებმა  სხვა კანდიდატებიც დაასახელონ და კენჭისყრის შემდეგ გამარჯვება მას სულაც არ დარჩეს. თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას ფრაქცია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.

ვახტანგ ლორთქიფანიძე პროფესიით იურისტია და საკრებულოში არჩევამდე, 2009-2014 წლებში ქედის სოციალური მომსახურების სააგენტოში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი