სიახლეები

პრემიერი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

15.01.2015
პრემიერი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა

 

„ ეს იყო სამუშაო ვახშამი პრემიერის მიწვევით, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. რამოდენიმე თხოვნა გვქონდა პრემიერთან, რადგან ჩვენი ბიუჯეტი არ არის ძალიან დიდი. რაღაც საკითხებში პრემიერი შეგვპირდა დახმარებას.

 

ვთხოვეთ პანსიონების მშენებლობის დაფინანსება შეჭირვებულებისთვის ხულოში და ხელვაჩაურში. პრემიერი შეგვპირდა, რომ მთავრობა მოგვცემს ტრანსფერს ამ პანსიონებისთვის. ერთ-ერთი საკითხი იყო მწვანე ტბის მიბმა საკურორტო ზონაზე, ამ საკითხთან დაკავშირებითაც დაინტერესდა პრემიერი და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი კარგი პროექტი, რაც განხორციელდება.

 

გარდა ამისა, დაახლოებით 40-50 მეზღვაურს, კანონმდებლობიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნა , მათ შეუძლიათ გახდნენ კაპიტნები და რაღაც კაზუსის გამო შესაძლოა მათ შეექმნათ პრობლემები და დაკარგონ მაღალანაზღაურებადი სამსახურები.  გვინდა მივცეთ ამ ადამიანებს საშუალება ჩააბარონ სპეციალური გამოცდები. ამასთან დაკავშირებითაც მზაობა გამოითქვა…“ – განაცხადა უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა დავით ბაციკაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

გარდა ამ საკითხებისა, შეხვედრაზე საუბარი აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის დაპირისპირების თემასაც შეეხო. დავით ბაციკაძის ინფორმაციით, „პრობლემა თითქმის ამოწურულია.“ 

 

უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეც ესწრებიან. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.