Batumelebi | ჯანდაცვის სამინისტრო გულის ძვირადღირებულ ოპერაციებს დააფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო გულის ძვირადღირებულ ოპერაციებს დააფინანსებს – Batumelebi
RU | GE  

ჯანდაცვის სამინისტრო გულის ძვირადღირებულ ოპერაციებს დააფინანსებს

 

წელს პირველად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ძვირადღირებულ კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაციის ოპერაციებს დააფინანსებს.

 

 

 

 

2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა „გულის ქირურგია“.

 

პროგრამა ითვალისწინებს იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილი მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას.  პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 18-წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით.

 

 
დაფინანსება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით მოხდება, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა, შემდეგი პროპორციებით: 

 

 

100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები დაფინანსდებიან -90 %–ით, ყველა სხვა კატეგორიის პაციენტები-80 %–ით, 

ვეტერანებს პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში უფინანსდებათ სრულად.

 

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრო წელს, პირველად, დააფინანსებს ძვირადღირებულ კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაციის ოპერაციებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"