სიახლეები

შსს-მ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

16.01.2015
შსს-მ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ სამინისტრომ ინფორმაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სამართალდამცავებმა ირაკლი ქ. და მურმან ვ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი 7 საბრძოლო ვაზნით, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 1 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო გოჩა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ქარხნული წარმოების რევოლვერი და 5 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ირაკლი ქ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

გამოძიება გოჩა კ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო მურმან ვ-ს და ირაკლი ქ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.