სიახლეები

საქართველოს რეგიონებში მოვაჭრეების რაოდენობით აჭარა პირველ ადგილზეა

14.01.2015
საქართველოს რეგიონებში მოვაჭრეების რაოდენობით აჭარა პირველ ადგილზეა

 

ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე მოვაჭრეების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა ქალაქი თბილისი (40.2 %), მეორე ადგილზეა აჭარა (12.8 %), მესამეზე კი – იმერეთი (11.9%).

 

საქართველოში მოვაჭრეების რაოდენობით აჭარა მხოლოდ თბილისს ჩამორჩება, სადაც საბითუმო და საცალო ვაჭრობით 19 983 ადამიანია დაკავებული.

 

საქართველოში ბაზრების რაოდენობით ლიდერობს თბილისი, სადაც 62 ბაზარია. რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა იმერეთი – 47 ბაზარი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 24 ბაზარი, კახეთი – 22 ბაზარი.  

 

ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზეა ქალაქი თბილისი (54.6 პროცენტი), მეორეზე იმერეთი -15.9 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზეა აჭარა – 13.3 პროცენტით. 


საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე რეალიზებული საქონლის 26.4 პროცენტი სასურსათო საქონელია; 24.3 პროცენტი – ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 14.8 პროცენტი – ავეჯი, საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქონელი, 11.2 პროცენტი – სამშენებლო მასალები და სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობები, 9.3 პროცენტი – საიუველირო ნაკეთობები, 5.5 პროცენტი – სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილები.


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.