სიახლეები

საიას ფილიალის თავმჯდომარე აჭარაში ისევ არ დაამტკიცეს

15.01.2015
საიას  ფილიალის თავმჯდომარე აჭარაში ისევ არ დაამტკიცეს

 

ანა ნაცვლიშვილიქალბატონო ანა, გუშინ ცენტრალური ოფისის გამგეობის წევრებმა საიას  ფილიალის თავმჯდომარე აჭარაში ისევ არ დაამტკიცეს. პროცედურულად რა მოხდება ახლა?

 

ფილიალის გამგეობის წევრები ირჩევენ თავმჯდომარის კანდიდატს და მას დასამტკიცებლად წარუდგენენ საიას ცენტრალურ გამგეობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. გუშინ იქნა გადაწყვეტილება  მიღებული და საიას გამგეობის გადაწყვეტილებით, საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატი მაია ქათამაძე არ იქნა დამტკიცებული თავმჯდომარის პოსტზე. ამის შემდეგ გამგეობამ მოიწვია რიგგარეშე საერთო კრება, რომელიც აირჩევს ფილიალის ახალ გამგეობას და ეს ახალი გამგეობა აირჩევს თავმჯდომარის ახალ კანდიდატს, რომელზეც ასევე ვიმსჯელებთ.

 

რა დრო დასჭირდება ამ პროცესს?


წესდება არ გვზღუდავს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ პროცესი არ გაჭიანურდეს და ეს გონივრულ ვადაში მოხდება, კონკრეტულ თარიღს ახლა ვერ გეტყვით.

 

თქვენი შეფასებით რამ გამოიწვია კრიზისი? როგორც ვიცი, ეს უკვე მეორე კანდიდატია, რომელიც არ დაამტკიცა გამგეობამ…

 

მე არ ვიტყოდი, რომ ეს კრიზისია ორგანიზაციაშია. პირველი კანდიდატი არც განვიხილეთ, რადგან პირველი  კანდიდატი  პროცესუალური დარღვევებით იყო წარმოდგენილი.  ეს არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროცედურულ ფაქტებს.

 

ანუ, თუ სწორად გავიგე, პირველი თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის დროს არჩევნები ბათუმში  ჩატარდა დარღვევით?

 

არასწორი პროცედურით ჩატარდა.

 

ამის გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა ორგანიზაციაში, ან ვინმემ საყვედური, შენიშვნა მიიღო?

 

ამიტომაც მივიღეთ საერთო კრების მოწვევის გადაწყვეტილება. ეს კრება ახალი გამგეობის წევრებს აირჩევს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.