სიახლეები

ეკომიგრანტები ახალაშენებული კორპუსების შეკეთებას ითხოვენ

16.01.2015
ეკომიგრანტები ახალაშენებული კორპუსების შეკეთებას ითხოვენ

 

 ე.წ. ბენზეში არსებული ორი ცხრასართულიანი კორპუსი ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ მოსახლეობისთვის აშენდა, რომლებსაც სტიქიის შედეგად ბინები დაენგრათ. ამ ხალხის ნაწილი წალკიდან უკუმიგრირებულია, ნაწილი 53-ე ბატალიონიდანაა, ნაწილი კი – ბათუმში მცხოვრები სოციალურად დაუცველები არიან. ბინები მოსახლეობას 2014 წლის დასაწყისში გადაეცა. 

 

ადამიანის უფლებათა დამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ორივე კორპუსს სერიოზული პრობლემები აქვს და თუ დროულად არ გამოსწორდა, საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, კორპუსები კი სულ უფრო და უფრო ზიანდება: „ეზოში არის კანალიზაციის პრობლემა, კორპუსების ქვეშ, უშუალოდ ფუნდამენტში, ერთ მეტრომდე წყალი დგას, წყალი ჩამოდის სახურავიდანაც, კედლები გამუდმებით ინესტება, მიუხედავად იმისა, რომ გარედან დამცავი ბლოკები აქვს” – ამბობს ის.


გარდა ამისა, კორპუსები არ არის დანომრილი, რაც მოსახლეობის ცნობით, პრობლემებს ქმნის დოკუმენტებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას. 

 

თამაზ ბაკურიძის თქმით, მოსახლეობამ რამდენიმე თვის წინ განცხადებით მიმართა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ.

 

ორი ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე, შპს „NAREM CBM” ასრულებდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.