ახალი ჭაბურღილი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად

 

მერიაში განმარტავენ, რომ მუსხელიშვილის ქ. #84-ში (ყოფილი მახვილაურის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია) ჭაბურღილის მოწყობის მიზანია წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მოსახლეობის მომსახურების პირობების გაუმჯობესება, ამასთან, სისტემაში წყლის დანაკარგების მისაღებ დონემდე შემცირება.

 

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მუსხელიშვილის ქ. #84-ში არტეზიული ჭის მოწყობა როტორული ბურღვით პირდაპირი გარეცხვით (100 მ); წყალსადენის 300 გრძივი მეტრი მილების მოწყობა ფასონური ნაწილების კომპლექტით გამრეცხისა და გამომსვლელი ლითონის მილის მოწყობა (60 გრძ.მ.); უჟანგავი ფოლადის 2 ცალი წყლის ავზის მონტაჟი.

 

სამუშაოები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უნდა დასრულდეს.

ბათუმში ბიზნესმენის ავტომობილი დაიწვა

 

დღეს დილით ბათუმში ბიზნესმენ ირაკლი ფარცვანიას კუთვნილი „ტოიოტას“ მარკის ჯიპი დაიწვა. შემთხვევა დემეტრე  თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩის კუთხეში მოხდა. ცეცხლი ავტომობილს დილით გაუჩნდა.  

 

როგორც „ბათუმელებს“  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე ძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. პრესსამსახურის ცნობით დაზიანებული ავტომობილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა რის გამო გაუჩნდა ცეცხლი ავტომობილს. 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

„შაინ სპა“ იდეალური ადგილია დამღლელი სამუშაო დღის ან კვირის  შემდეგ დახვეწილ და მშვიდ ატმოსფეროში სხეულისა და გონების მოდუნებისა  და გაჯანსაღებისათვის ან მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარებისათვის.  ის სტუმარს სთვაზობს თანამედროვედ აღჭურვილ ფიტნეს ცენტრს, აერობიკის ოთახს, დახურულ აუზს, ჯაკუზებს, 6 საპროცედურო კაბინეტს, ორთქლის ოთახს, საუნას და რაც მთავარია შაინ სპას სავიზიტო ბარათად ქცეულ რეგიონში პირველ და ყველაზე შთამბეჭდავ თურქულ ჰამამს, რომელიც ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს ჩვენს სტუმრებს შორის თავისი უნიკალური გარემოსა და განსაკუთრებული ქისა პროცედურების წყალობით რაც ჰამამის ნამდვილი ნეტარებაა.

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

„შერატონ ბათუმი შაინ სპა“ ამ ეტაპზე მომხმარებელს  სთავაზობს ექსკლუზიურ აქციას. 25 წუთიანი დაუვიწყარი გამოცდილება- კანის გაბრწყინება ქისის საშუალებით და სხეულის მოდუნება ქაფის მასაჟით თურქულ ჰამამში მხოლოდ 40 ლარად. ეს არაჩვეულებრივი პროცედურა იძლევა იდეუალური სისუფთავის შეგრძნებას, ანიჭებს კანს ბზინვარებასა და უზრუნველყოფს ღრმა რელაქსაციას.

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

ასევე, „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“ კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს აქვს ადგილი: 12 იანვრიდან დაიწყო იოგას კლასები, რომელიც კვირაში სამჯერ ტარდება და რომლის 1 თვიანი აბონიმენტის ღირებულება 80 ლარი, ხოლო ერთჯერადი დასწრება 10 ლარია.  იოგა ეს არის სულიერი და ფიზიკური პრაქტიკისა და სავარჯიშოების ერთობლიობა. ეს უნიკალური მეთოდი საუკეთესო საშუალებაა წონის დაკლებისა და  ნივთიერებათა ცვლის აღდგენისათვის. ის ავითარებს კონცენტრირების უნარს, იძლევა სიმსუბუქის შეგრძნებას, ხდის სხეულს უფრო მოქნილს და ელასტიურს, ასწავლის ადამიანს თუ როგორ უნდა იცხოვროს ჰარმონიაში საკუთარ თავთან და როგორ მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს და შესაბამისად ამაღლებს თვითრწმენას. 

იოგას გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ  სამშაბათს,  ხუთშაბათსა და კვირას.

ქისა პროცედურის ჯავშნის ან იოგას კლასის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ დაგვიკავშირდით ნომერზე: 229000 ან info.batumi@sheraton.com

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

„შაინ სპა“ იდეალური ადგილია დამღლელი სამუშაო დღის ან კვირის  შემდეგ დახვეწილ და მშვიდ ატმოსფეროში სხეულისა და გონების მოდუნებისა  და გაჯანსაღებისათვის ან მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარებისათვის.  ის სტუმარს სთვაზობს თანამედროვედ აღჭურვილ ფიტნეს ცენტრს, აერობიკის ოთახს, დახურულ აუზს, ჯაკუზებს, 6 საპროცედურო კაბინეტს, ორთქლის ოთახს, საუნას და რაც მთავარია შაინ სპას სავიზიტო ბარათად ქცეულ რეგიონში პირველ და ყველაზე შთამბეჭდავ თურქულ ჰამამს, რომელიც ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს ჩვენს სტუმრებს შორის თავისი უნიკალური გარემოსა და განსაკუთრებული ქისა პროცედურების წყალობით რაც ჰამამის ნამდვილი ნეტარებაა.

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

„შერატონ ბათუმი შაინ სპა“ ამ ეტაპზე მომხმარებელს  სთავაზობს ექსკლუზიურ აქციას. 25 წუთიანი დაუვიწყარი გამოცდილება- კანის გაბრწყინება ქისის საშუალებით და სხეულის მოდუნება ქაფის მასაჟით თურქულ ჰამამში მხოლოდ 40 ლარად. ეს არაჩვეულებრივი პროცედურა იძლევა იდეუალური სისუფთავის შეგრძნებას, ანიჭებს კანს ბზინვარებასა და უზრუნველყოფს ღრმა რელაქსაციას.

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

 

ასევე, „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“ კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს აქვს ადგილი: 12 იანვრიდან დაიწყო იოგას კლასები, რომელიც კვირაში სამჯერ ტარდება და რომლის 1 თვიანი აბონიმენტის ღირებულება 80 ლარი, ხოლო ერთჯერადი დასწრება 10 ლარია.  იოგა ეს არის სულიერი და ფიზიკური პრაქტიკისა და სავარჯიშოების ერთობლიობა. ეს უნიკალური მეთოდი საუკეთესო საშუალებაა წონის დაკლებისა და  ნივთიერებათა ცვლის აღდგენისათვის. ის ავითარებს კონცენტრირების უნარს, იძლევა სიმსუბუქის შეგრძნებას, ხდის სხეულს უფრო მოქნილს და ელასტიურს, ასწავლის ადამიანს თუ როგორ უნდა იცხოვროს ჰარმონიაში საკუთარ თავთან და როგორ მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს და შესაბამისად ამაღლებს თვითრწმენას. 

იოგას გაკვეთილები ტარდება კვირაში სამჯერ  სამშაბათს,  ხუთშაბათსა და კვირას.

ქისა პროცედურის ჯავშნის ან იოგას კლასის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ დაგვიკავშირდით ნომერზე: 229000 ან info.batumi@sheraton.com

 

იოგას გაკვეთილები და ქისა პროცედურა „შერატონ ბათუმი შაინ სპაში“

ნათლისღება 2015 [ფოტორეპორტაჟი]


წყლის კურთხევის შემდეგ მრევლი, სასულიერო პირები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ზღვაში შესასვლელად მიდიან

სანაპიროზე იმყოფება საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები. როგორც ხმელეთზე – ავტომობილებით, ასევე ზღვაში – კატარღებით, ისინი უსაფრთხოების ზომებს იცავენ

სასულიერო პირები და მთავრობის წევრები ბათუმის სანაპიროზე. ისინი ზღვაში შესვლისთვის ემზადებიან

ნათლისღების რიტუალის შესასრულებლად ზღვაში მეუფე დიმიტრი სასულიერო პირებთან, ავთანდილ ბერიძისა და არჩილ ხაბაძესთან ერთად შევიდა

ნათლისღება / ბათუმი / 19 იანვარი 2015

ნათლისღება ბათუმში

GE DIGITAL CAMERA

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლი საკათედრო ტაძარში ღამის 12 საათისთვის შეიკრიბა. წყლის კურთხევის შემდეგ მრევლი ტრადიციულად ზღვის ნაპირზე გასვლას და წყალში შესვლას აპირებს. ამ ღონისძიებაში აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებიც მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ზღვაში ჩასვლას აპირებს თუ არა მეუფე დიმიტრი, ჯერ უცნობია.

ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია [6] 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე იკურთხება წყალი.

GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA

მეტი ქალი, ვიდრე კაცი – საქართველოს მოსახლეობის სტატისტიკა

 

 

ასაკის მიხედვით, 2014 წლის 1 იანვრისთვის დაფიქსირდა 57 600 – ერთ წლამდე ასაკის, ხოლო 80 წელს გადაცილებული – 163 600 ადამიანი.

 

მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა.

ამავე სამსახურის ინფორმაციით:

 

2013 წელს საქართველოში დაიბადა 57 878 და გარდაიცვალა 48 553 ადამიანი.

 

2013 წელს ქორწინებათა რიცხვი იყო 34 693. აქედან, არასოდეს იმყოფებოდა ქორწინებაში 32 060 კაცი და 32 653 ქალი; დაქორწინებულთაგან 113 კაცი და 85 ქალი იყო ქვრივი, ხოლო 2 406 კაცი და 1 870 ქალი განქორწინებული;

 

2013 წელს მთლიანობაში 37 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა. აქედან 15 წლამდე ქალებში 34 აბორტი გაკეთდა, 15-იდან 19 წლამდე ასაკში – 1 833 აბორტი, 20-44 წლის ასაკის ქალებში – 34 881 ხოლო 45 და მეტი წლის ქალებში – 270 აბორტი.

 

შედარებისთვის, 2009 წელს სულ გაკეთდა 24 300 აბორტი.

 

2013 წელს საქართველოში ირიცხებოდა 548 937 ქალი პენსიონერი, ხოლო პენსიონერ მამაკაცთა რიცხვი იყო 308 074.

კაკლის, თხილისა და მოცვის ნერგები აგრომეწარმეებს

 

 

ნინო ხიმშიაშვილის ფოტო

 

დაგეგმილია 10 100 ცალი ნამყენი კაკლის [ჯიში ჩანდლერი, სავარაუდო თანხა 101 ათასი ლარი],  32 ათასი ცალი თხილის [ჯიში – ბერძნულა, 22 400 ლარი] და 10 500 ცალი ამერიკული ლურჯი მოცვის [73 500 ლარი] ნერგის შეძენა.

 

ტენდერში გამარჯვებულმა ნერგები სამინისტროს მიმდინარე წლის მარტ-აპრილის თვეში [შემსყიდველისაგან მიღებული შეტყობინებიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში უნდა მიაწოდოს. გამარჯვებულებს კი 9 თებერვალს გამოავლენენ.

 

სამინისტროს მიზანი ნერგებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობაა და ანალოგიური პროგრამა წინა წლებშიც ხორციელდებოდა. ბენეფიციარებს სამინისტრო შეარჩევს.

 

პრეტენდენტი ვალდებულია შერჩევა/შეფასების ეტაპზე, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოს სპეციალისტების მიერ იმ სანერგე მეურნეობის დათვალიერება, სადაც წარმოებული ნერგის მოწოდება მოხდება გამარჯვებულის მიერ.

 

ნერგების მიწოდება ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს მიერ მითითებულ მისამართზე.

მხარეთმცოდნეობისა და არქეოლოგიური მუზეუმების დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს

 

ორივე მათგანმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. არქეოლოგიურ მუზეუმში დირექტორის მოვალეობას დროებით არქეოლოგი მერაბ ხალვაში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კი ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი ასრულებს.

გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და შემცირებული ექსპორტი

 

 

სარფის გამშვები პუნქტი /ფოტო ბათუმელების არქივიდან/

 

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით 2014 წელს საქართველოში საქონლით  საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 11 მილიარდ 459 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 მილიარდ 863 მილიონი აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8 მილიარდ 595 მილიონი აშშ დოლარი (7 პროცენტით მეტი).

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა (ანუ სხვაობამ იმპორტსა და ექსპორტს შორის) 2014 წელს 5 მილიარდ 732 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N33-ში, ფართობი იქირავა, სადაც ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა. იგი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ფართობს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკისას ამოღებულია პროსტიტუციის შედეგად მიღებული 2895 ლარი.

სამართალდამცავებმა სალონში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. ოთხი ქალი პროსტიტუციისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე პრიმა-3 მუხლით.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

9,4 მილიონი უმაღლეს სასწავლებლებს ბათუმში

 

აჭარის მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამაში აღნიშნულია, რომ შოთა რუსთაველის და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტებისთვის თანხის გამოყოფის მიზანია აჭარის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის, მატერიალური-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობის ხელშეწყობა.

ამ მიზნისთვის სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ 2015-2018 წლებში, სულ 6,4 მილიონი ლარი (ყოველწლიურად 1,6 მილიონი) გადაეცემა; სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს“ კი – 3 მილიონი (ყოველწლიურად 750 ათასი) ლარი.

დაგეგმილი 9 400 000 ლარის სუბსიდირების საბოლოო მოსალოდნელი შედეგი იქნება გაუმჯობესებული სამეცნიერო საქმიანობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ასევე უზრუნველყოფილი იქნება „სახელოვნებო დარგის საშემსრულებლო-შემოქმედებითი უნარების განვითარებითა და ხელოვნების შესაბამისი დარგის თეორიული კვლევების საშუალებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება“.

მთავრობის ადმინისტრაცია 400 ათასამდე ერთჯერად ჭიქას შეისყიდის

 

2015 წლისთვის ერთჯერადი ჭიქების შეძენაზე მთავრობის კანცელარიამ ტენდერი გასული წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. სატენდერო პირობის თანახმად მთავრობა 400 000 ცალი ერთჯერადი ჭიქის შესყიდვაში მაქსიმუმ 4680 ლარს იხდიდა, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.

ამჯერად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჭიროებისათვის ერთჯერადი ჭიქების შესყიდვაზე ტენდერი 15 იანვარს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 20 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება.

ჭიქების საორიენტაციო რაოდენობაა 399 000 ცალი; შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4668,3 ლარი. ჭიქებს სასმელი წყლის დისპენსერზე განსათავსებლად შეისყიდიან.

 

სატენდერო პირობებით, ჭიქა უნდა იყოს დამზადებული საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილი გამჭვირვალე პოლიპროპილენით; ტევადობა – 180-190 მლ; მასა არ უნდა აღემატებოდეს 1,8 გრამს. ამასთან, ჭიქები დამზადებული და შეფუთული უნდა იყოს უნდა იყოს ქარხნულად პოლიეთილენის პაკეტებში, არ უნდა იყოს დეფორმირებული. ჭიქები დაფასოებული უნდა იყოს 3000 ცალად მუყაოს ყუთში.

მიმწოდებელი ვალდებულია ერთჯერადი ჭიქების მიწოდება (ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) განახორციელოს ეტაპობრივად, ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნის დაფიქსირებიდან 2-3 დღის ვადაში. მოთხოვნის მინიმალური რაოდენობა: 51 000 ცალი.

ქობულეთის გამგეობის თანამშრომელი დააპატიმრეს


სისხლის სამართლის კოდექსის რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება-ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ კომენტარს არ აკეთებს და ინფორმაციას, როგორც უწყების პრესსამსახურის თაბამშრომელი ეკა ათოშვილი განმარტავს   მოგვიანებით გააავრცელებენ. 


გამგებლის ინფორმაციით დაკავებული კეთილმოწყობის სამსახურში, მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

დაზიანებული საინფორმაციო დაფები ბათუმში

”ასტრონომიული საათის” საინფორმაციო დაფაბათუმის ”ორთაჯამის” საინფორმაციო დაფა

ბათუმში კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტებზე საინფორმაციო დაფების განთავსებასა და მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია.

როგორც დეპარტამენტში ამბობენ, დეპარტამენტი ყოველწლიურად ატარებს მონიტორინგს, რომლის დროსაც აღიწერება დაზიანებული დაფები და ახლით იცვლება. ამისთვის ბიუჯეტში  ხარჯებია გათვალისწინებული. 

„მონიტორინგი გაზაფხულზე გაკეთდება და სეზონის დაწყებამდე ყველა დაზიანება იქნება განახლებული“- განმარტავენ დეპარტამენტში.

 საინფორმაციო დაფა არ არის განთავსებული სომხურ ეკლესიასთან და ასევე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან, სადაც გათავსებული საინფორმაციო დაფა ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებული ისტორიის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტმა ეკლესიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით აიღო. 

სომხური ეკლესია ბათუმში

ბათუმის საკათედრო ტაძარი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტში განმარტავენ, რომ საკათედრო ტაძართან განთავსებული საინფორმაციო დაფა დეპარტამენტმა ორი წლის წინ აიღო:

„თვითონ ეკლესიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არ გვინდა საინფორმაციო დაფაო. საინფორმაციო დაფა მათი გადაწყვეტილებით ავიღეთ“.

ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემით ბათუმის ტერიტორიაზე ამჟამად 20-მდე საინფორმაციო დაფა და 20-მდე ფოტოსტენდია განთავსებული.

ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ახალაშენებული საბავშვო ბაღის კედლების დაბზარვაზე?

 

 

27-ე ბაღის აღსაზრდელები

 

„ჩემი კომპანიის პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ, გაჩენილი ბზარები უხარისხო მშენებლობის შედეგი არ არის. ექსპერტიზის  შემდეგ, შეიძლება გეოლოგის ან საპროექტოს პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს, რადგან მაგ ადგილზე შენობა არ უნდა აშენებულიყო“ – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

 

მევლუდ გეწაძე ამბობს, რომ კომპანიამ მშენებლობა გეოლოგიური დასკვნის და პროექტის მიხედვით შეასრულა: „ექსპერტი მშენებლის პასუხისმგებლობას ვერ დააყენებს,  თუ ასე იქნება, ყველას შევეკამათები, რადგან შენობა გამართულია. საძირკველში 10 მეტრიანი და მეტი სიგრძის ხიმინჯები გვაქვს ჩარჭობილი,  რომელიც  რვა სართულიანი შენობის სიმყარისთვისაც კი საკმარისია.  მაგ ადგილზე ჭაობიანი გრუნტია და ამიტომ მოხდა რყევა. ბაღის გვერდით, მაღალსართულიანი შენობაც შენდებოდა, სადაც მუდმივად მოძრაობდა მძიმე ტექნიკა და საძირკველის შესწავლის დროს, ისეთი ძლიერი დარტყმები იყო, ყველაფერი ზანზარებდა. სწორედ ამ რყევების შედეგია ეს ბზარებიც“.

 

მევლუდ გეწაძის თქმით, საბავშვო ბაღის დასრულებულ შენობას ბზარები ერთ წელიწადში გაუჩნდა. „ეს ბზარები მაშინ ჩვენ გავასწორეთ, მაგრამ ისევ განვითარებულა, ზუსტად იმავე ადგილებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ბზარები ძლიერმა რყევებმა გამოიწვია.“

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვადები გასულია, თუმცა როგორც სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს,  საგარანტიო ვადა,  შენობის კონსტრუქციულ ნაწილზე არ ვრცელდება.  „თუ საღებავია ცუდად გაკეთებული, ან ფანჯარა ჩამოვარდა, საკეტი გაფუჭდა, ასეთ დეტალებზე ვრცელდება საგარანტიო, შენობის კონსტრუქციულ ნაწილი – ეს უკვე სხვა ამბავია“.    

 

ახალაშენებულ ბაღში, რამდენიმე თვეში წყალი სახურავიდანაც ჩავიდა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას არც ამ შემთხვევაში იღებს:

 

„სახურავი თოვლისგან არ გაწმინდეს და წყალი ამიტომ ჩადგა. ჩვენ მოვაყვანინეთ სახანძრო და გავწმინდეთ სახურავი, ამის შემდეგ მსგავსი არაფერი ყოფილა. არც სახურავი გამოცვლილა“. 

 

27-ე საბავშვო ბაღის მშენებლობაზე თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 32 769 ლარი დაიხარჯა.

 

ამ დროისთვის საბავშვო ბაღი არ მუშაობს. ბაღში 200 აღსაზრდელია რეგისტრირებული.  ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია ექსპერტიზის დასკვნას დაელოდება. საბავშვო ბაღი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს.

 

არჩილ ხაბაძე: მედრესე ანგისაში აშენდება

„დაახლოებით სექტემბერში სამუფთოსა და რელიგიური ლიდერების მიერ შემოვიდა მომართვა პრემიერ-მინისტრის სახელზე, სადაც რამდენიმე პუნქტი იყო ჩამოთვლილი. ლიდერებმა და მრევლმა სწორად ლოცვისთვის მოითხოვეს ორთაჯამეს იმ ტერიტორიის გამოთავისუფლება, სადაც განთავსებული იყო ადმინისტრაციული შენობა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ლოცვისთვის. ჩვენ ვამბობდით, რომ პარალელურად უნდა აშენებულიყო სამი მედრესე: ერთი ბათუმში და ორი თბილისში.

პრემიერის ინიციატივით რელიგიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამ ყველაფერს დააკმაყოფილებს. თვის ბოლომდე შევიძენთ შენობას, სადაც ადმინისტრაცია და რეზიდენცია განთავსდება. პარალელურად, ორთაჯამეს ტერიტორიაზე ფართი გამოთავისუფლდება და დაიწყება შენობის რეაბილიტაცია. ვფიქრობ, დამატებით 500-დან 1000-მდე ადამიანი განთავსდება შენობაში.

მედრესესთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს შენობის რეგისტრაცია, სამმართველოს კი უახლოეს პერიოდში საკუთრებაში გადაეცემა შესაბამისი ფართი სამუფთოს განსათავსებლად. მედრესე განთავსდება ანგისის ქუჩაზე # 41, შენობაში, სადაც ადრე იტალიური სკოლა იყო“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

არჩილ ხაბაძე ქართული კინოს განვითარებასა და „მანდარინებზე“

არჩილ ხაბაძის თქმით „ფილმში, რომელმაც დიდ წარმატებებს მიღწია, რაღაც კადრები ბათუმში, ბენზეში, ჭოროხთანაა გადაღებული და ამ პროცესს  ბათუმელი სტუდენტებიც აკვირდებოდნენ“ – ოღონდ ამ შემთხვევაში არჩილ ხაბაძე არა ოსკარზე ნომინირებულ ფილმს „მანდარინებს“, არამედ გიორგი ოვაშვილის ფილმს „სიმინდის კუნძულს“ გულისხმობდა, რომელიც ასევე იყო ოსკარის ნომინანტ ფილმებს შორის, თუმცა ფილმი ხუთ რჩეულს შორის ვერ მოხვდა.

განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე  კინოხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა  იმ პროგრამებს შორის მოიხსენია, რომლებიც სამინისტრომ 2014 წელს წარმატებით განახორციელა.

„ვიხუმრეთ, თორემ ჩვენი თანხებით გადაღებული კინო ვინ თქვა, ჩვენ თანამონაწილეები ვართ. ჩვენი პროგრამის პირობაა, რომ მათ უნდა გადაიღონ რაღაც კადრები აჭარაშიც და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა აკვირდებოდნენ ამ პროცესს, ოპერატორები დაისწრონ გადაღებებზე, მოირგონ რეჟისორის ასისტენტის როლი, ეს ერთგვარი სტაჟირება უნდა იყოს მათთვის.

 არჩევანის გაკეთებისას, რასაკვირველია, ჩვენ გვირჩევნია ისინი, ვისაც უკვე სერიოზული დაფინანსება აქვს მოპოვებული, როცა გარანტირებულად ვიცით, რომ რეჟისორის ნამდვილად გადაიღებს ფილმს.  კომისია იხილავს თუ რამდენად სერიოზული თანადამფინანსებლები ჰყავს კონკრეტულ კონკურსანტს. 

დამატებითი მოთხოვნაა, რომ ფილმის კადრები უნდა იყოს გადაღებული აჭარაში“ – განაცხადა მინისტრმა „ბათუმელებთან“ საუბარში.

კონოხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა გასულ წელს 220 000 ლარით იყო დაფინანსებული, 2015  წლის ბიუჯეტში კი ამ პროგრამისთვის 400 000 ლარი გაითვალიწინეს.   

აჭარის მთავრობის სხდომა

 

რას ფიქრობენ მუსლიმები ბათუმში მეჩეთის გაფართოებაზე [video]

“ბათუმელები” დაინტერესდა, რას ფიქრობენ მუსლიმები ბათუმში არსებული მეჩეთის გაფართოებაზე. მათი მოსაზრებები იხილეთ ვიდეოში.

პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთა ჯამეში 16.01.2015 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

შსს აჭარის მთავარი სამმართველო ტელევიზორებსა და რბილ ავეჯს შეიძენს

 


კუთხის დივანის საწყის ღირებულებად სამმართველოს 3260 ლარი აქვს მითითებული.


დივანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს: იყოს „4-ნაწილიანი; კუთხის ერთი მხარე სახელურის გარეშე, მეორე მხარე _ სახელურით; ნაწილების სხვადასხვა კონფიგურაციით მიდგმის შესაძლებლობით; შიდა კარკასის მასალა – ხე; შიგთავსი – ღრუბელი; ზედაპირი – ნაჭერი, ფერი – ნაცრისფერი, გადასაკრავის (ჩიხოლი) მოხსნის საშუალებით; სიგრძე – 330 სმ; სიგანე – 260 სმ; სიღრმე – 84სმ; სიმაღლე – 60სმ; უნდა ახლდეს 4 დიდი ზომის და 5 პატარა ზომის კვადრატული ფორმის ბალიში; ბალიშის შიგთავსი – ბუმბული“.



სამმართველომ დოკუმენტაციას შესაძენი დივანის მსგავსი ნიმუში ფოტოს სახით დაურთო.

 

 

ამავე დოკუმენტაციის მიხედვით: დივანის საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვეს სწორი ექსპლუატაციის პირობებში. საგარანტიო პერიოდში ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში კი პრეტენდენტი უზრუნველყოფს დაზიანებული ნაწილის სათადარიგო ნაწილებით შეცვლას და თუ აღდგენას არ ექვემდებარება – ახლით შეცვლას.



სამმართველო მაქსიმუმ 7385 ლარის გადახდას აპირებს LED ტიპის შავ ტელევიზორებში [1 ცალი – 1084 ლარად, 2 ცალი – თითო 1044 ლარად და 7 ცალი – თითო 499 ლარად].



ტელევიზორების შემთხვევაში საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელს სწორი ექსპლუატაციის პირობებში. საგარანტიო პერიოდში ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პრეტენდენტი უზრუნველყოფს დაზიანებული ნაწილის სათადარიგო ნაწილებით შეცვლას და თუ აღდგენას არ ექვემდებარება -ახლით შეცვლას.



კიდევ ერთი ტენდერით სამმართველო პირადი ჰიგიენის საშუალებებში – ქაღალდის ხელსახოცებში, ჰიგიენურ ქაღალდებსა და მაღალი ხარისხის, ანტიბაქტერიულ, (ინდივიდუალური შეფუთვით) საპონში კი 5400 ლარამდე გადაიხდის.


ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გამარჯვების შემთხვევაში შემსყიდველს მიაწოდონ უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი.

სამმართველომ შესაბამის ტენდერებში გამარჯვებულები 20 და 22 იანვარს უნდა გამოავლინოს.

ტენდერი ხულოს დასუფთავებაზე 128 ათას ლარად


ბეშუმი
ბეშუმი

დაბა ხულოსა და სასოფლო ცენტრების დასუფთავებაზე, საპირფარეშოების მოვლასა და  არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე ტენდერი 83 600 ლარზე 19 დეკემბერს გამოცხადდა, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ხულოს სანდასუფთავებასთან“  82 529 ლარზე გაფორმდა.  

 

დაბა ხულოს მიმდებარე ტერიტორიიდან და კურორტ ბეშუმიდან კი ნარჩენებს შპს „სანდასუფთავება“ გაიტანს. ნარჩენების გატანისთვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მუნიციპალიტეტის  გამგეობამ 46 400 ლარზე 19 დეკემბერს გამოაცხადა, ხელშეკრულება შპს „სანდასუფთავებასთან“ 46 400 ლარზე გაფორმდა.

 

ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ ნარჩენები ხულოს მუნიციპალიტეტიდან კვირაში ორ-სამჯერ უნდა გაიტანოს.

 

 „ხულოს მუნიციპალიტეტის, ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება-ნარჩენების გატანაზე გამოცხადებულ ტენდერში წელსაც იმავე ფირმებმა გაიმარჯვეს, რომლებმაც გასულ წელს უზრუნველყვეს ნარჩენების მართვა. მათი მუშაობით უკმაყოფილო არ ვართ, გამოცდილი კომპანიები არიან და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს კარგად ასრულებენ. ზამთარში დაბისა დ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ხდება, ზაფხულში, სეზონურად გავდივართ კურორტ ბეშუმსა და შორს სოფლებშიც.  კვირის განმავლობაში სრულად საკმარისია ნარჩენის გატანა კვირაში სამჯერ.

 

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც   ერთი წლის განმავლობაში ნარჩენებთან დაკავშირებით ვითარება ყველა ხეობასა და სოფელში უნდა მოწესრიგდეს, დაიგეგმოს სამუშაოები ამ კუთხით, ალბათ იქაც მოხდება ნარჩენების შეგროვება“ –  ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე. 

24-25 იანვარი – კონსულტაციები ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში

 

24 იანვარი – ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი. უფასო კონსულტაციები.

 

24 იანვარი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი ლალი ფხალაძე, “არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი.

 

24 იანვარი –  გინეკოლოგიურ, ექოსკოპიურ კვლევებს ჩაატარებს “არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ რადიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დათოშვილი.

 

24–25 იანვარი – ტრავმატოლოგი მერაბ კაპანაძე. უფასო კონსულტაციები.

 

24–25 იანვარი – ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევა, ფიბროსკანის საშუალებით. 

 

მისამართი: მელიქიშვილის ქ. #102 ბ

ტელ:  27 25 88 

19%-ით მეტი უცხოელი ტურისტი ბათუმის აეროპორტში


ამ მონაცემში შედის როგორც უცხოელ, ისე ქართველ მგზავრთა რაოდენობა.



აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკის განყოფილებამ,  ბათუმის აეროპორტში მხოლოდ უცხოეთიდან შემოულ მგზავრთა ნაკადის დასადგენად საზღვრის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამუშავა და გამოიკვეთა, რომ 2014 წლის მანძილზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19%-ით აღემატება 2013 წლის, ხოლო 44%-ით _ 2012 წლის მონაცემებს.


გარდა ამისა, 2014 წელს ბათუმის აეროპორტში შემოსული უცხოელი ტურისტებიდან ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე იყო. დანარჩენი ქვეყნების მიხედვით ზრდის დინამიკა კი ასე გადანაწილდა: უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, ისრაელი და ბელორუსია.

 

2014 წელს საქართველოსა აეროპორტებმა 2 800 171 მგზავრი გაატარა, რაც 9,51%-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებელზე.

ჯანდაცვის სამინისტრო გულის ძვირადღირებულ ოპერაციებს დააფინანსებს

 

 

 

 

2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა „გულის ქირურგია“.

 

პროგრამა ითვალისწინებს იშემიური დაავადებების, სიმსივნის, თანდაყოლილი და შეძენილი მანკების კარდიოქირურგიულ მკურნალობას.  პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 18-წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული გულის ქირურგიის პროგრამით.

 

 
დაფინანსება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით მოხდება, არაუმეტეს პროგრამით გათვალისწინებული ტარიფისა, შემდეგი პროპორციებით: 

 

 

100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები დაფინანსდებიან -90 %–ით, ყველა სხვა კატეგორიის პაციენტები-80 %–ით, 

ვეტერანებს პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში უფინანსდებათ სრულად.

 

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრო წელს, პირველად, დააფინანსებს ძვირადღირებულ კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაციის ოპერაციებს.

პარკირების წესების 186 დარღვევა – ერთი დღის სტატისტიკა ბათუმში

 

ინფორმაციის წყარო: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო.

სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის განცხადება – აუქციონი

 

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადების მიღება მიმდინარეობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 2015 წლის 14 იანვრიდან  2015 წლის  14 თებერვლამდე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე  სსიპ ქალაქ ბათუმის #14   საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის I სართულზე, დირექტორის  კაბინეტში.

 

 

აუქციონში მონაწილეობა, თანხის გადახდის  ვალდებულებები:

 

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად:


ა)277.24 კვ/მ ფართობის-სპორტული და კულტურული წრეების ჩატარებისთვის-გადასახდელი ბე -1321. 20 ლარი და ბილეთის შესაძენი ფასი – 5 ლარი მონაწილის მიერ გადახდილი უნდა იქნას შემდეგ რეკვიზიტებზე:

სს “ლიბერტი ბანკი”

ანგარიშის ნომერი: GE16LB0121137795843001

საწყისი წლიური საიჯარო ფასი – 4404  ლარი, ბიჯის სიდიდე – 10 ლარი.

 

ბ) 277.24 კვ/მ ფართობის- სპორტული და კულტურული წრეების გადასახდელი ბე – 586.80 ლარი და ბილეთის შესაძენი ფასი – 5 ლარი მონაწილის მიერ გადახდილი უნდა იქნას შემდეგ რეკვიზიტებზე:

სს „ლიბერთი ბანკი“  

ანგარიშის ნომერი: GE16LB0121137795843001  

საწყისი წლიური საიჯარო ფასი შეადგენს 1956 ლარს,  ხოლო ბიჯის სიდიდე – 10 ლარს.                                            


ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ

 

 აუქციონი გაიმართება 2015 წლის 16 თებერვალს, 16 საათზე, ქ.ბათუმი ინასარიძის ქ.#11 მდებარე სსიპ ქალაქ ბათუმის #14  საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის I სართულზე, დირექტორის  კაბინეტში.

 

 

     სააუქციონო პირობები:

 

1. ფართობით სარგებლობისას მოხმარებული  ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა;

2. ფართობების ყოველდღიური დასუფთავება და სხვა არსებული სანიტარული ნორმების დაცვა;

3. საიჯარო ქირის გადახდა  ყოველთვიურად, თანაბარწილად,  ყოველი  თვის 28 რიცხვამდე.

4. ფართობით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლის საქმიანობას;

 

საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმები:

 

1.  ვალდებულების აღება სააუქციონო პირობის დაკმაყოფილებაზე;

2. მაქსიმალური საიჯარო საფასურის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საიჯარო ქირას (ქონება ითვლება იჯარით გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა).

 

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონის რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

ა) განაცხადი (მიიღებთ რეგისტრატორთან);

ბ) „ბე“-ს შეტანისა და აუქციონში მონაწილეობისთვის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები;

გ) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი(ფი­ზიკური პირის შემთხვევაში), ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – აგრეთვე ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარ­მეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან;

დ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ პირი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ ნოტარიულად დამოწმებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს, ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტ­რიდან ბოლო მონაცემებით და ქონების იჯარით აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.


სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, გამცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

 

  დამატებითი ინფორმაცია ობიექტის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე ქალაქი ბათუმი, სსიპ ქალაქ ბათუმის #14 საჯარო სკოლის I სართული. მობ.: 557 579247

 

 

ეკომიგრანტები ახალაშენებული კორპუსების შეკეთებას ითხოვენ

 

 ე.წ. ბენზეში არსებული ორი ცხრასართულიანი კორპუსი ქობულეთისა და ხელვაჩაურის იმ მოსახლეობისთვის აშენდა, რომლებსაც სტიქიის შედეგად ბინები დაენგრათ. ამ ხალხის ნაწილი წალკიდან უკუმიგრირებულია, ნაწილი 53-ე ბატალიონიდანაა, ნაწილი კი – ბათუმში მცხოვრები სოციალურად დაუცველები არიან. ბინები მოსახლეობას 2014 წლის დასაწყისში გადაეცა. 

 

ადამიანის უფლებათა დამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ორივე კორპუსს სერიოზული პრობლემები აქვს და თუ დროულად არ გამოსწორდა, საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, კორპუსები კი სულ უფრო და უფრო ზიანდება: „ეზოში არის კანალიზაციის პრობლემა, კორპუსების ქვეშ, უშუალოდ ფუნდამენტში, ერთ მეტრომდე წყალი დგას, წყალი ჩამოდის სახურავიდანაც, კედლები გამუდმებით ინესტება, მიუხედავად იმისა, რომ გარედან დამცავი ბლოკები აქვს” – ამბობს ის.


გარდა ამისა, კორპუსები არ არის დანომრილი, რაც მოსახლეობის ცნობით, პრობლემებს ქმნის დოკუმენტებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მოგვარებისას. 

 

თამაზ ბაკურიძის თქმით, მოსახლეობამ რამდენიმე თვის წინ განცხადებით მიმართა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ.

 

ორი ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე, შპს „NAREM CBM” ასრულებდა.

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება აღარ განიხილება

„აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის „ორთა ჯამეში” გამოათავისუფლებს დამატებით ფართობს, რომლის რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნება,“ – ნათქვამია ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

სრულიად საქართველოს მუფთი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. თბილისი, 15.01.2015

რას ნიშნავს მიღებული გადაწყვეტილება და აშენდება თუ არა ახალი მეჩეთი ბათუმში, როგორც ამას აქამდე მუსლიმი თემი ითხოვდა, „ბათუმელები“ ამ საკითხზე სრულიად საქართველოს მუფთს, ბეგლარ ქამაშიძეს ესაუბრა.

– არსებული ინფორმაციით, უნდა  გაფართოვდეს მეჩეთი იქ არსებული ფართობის  ხარჯზე, ეს ნიშნავს რომ ახალი მეჩეთი აღარ აშენდება?

 ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ  მრევლი უნდა დავატიოთ მეჩეთში, მრევლმა არ ილოცოს გარეთ. ჩვენი პირველი სამუშაო ეს არის.   თუ  კიდევ ვერ დაეტევა მრევლი ამ მეჩეთში და კიდევ პრობლემები იქნება, რა თქმა უნდა სახელმწიფო გვიდგას გვერდით და კიდევ გააკეთებს იმას, რაც იქნება საჭირო მომავალში.

დაზუსტებისათვის, ამ ეტაპზე მეჩეთის მშენებლობა აღარ განიხილება და გაფართოვდება არსებული მეჩეთი?

 

დიახ, ამ ეტაპზე გაფართოვდება, დაემატება ფართობი, რომ მრევლმა თოვლსა და წვიმაში არ ილოცოს გარეთ.  გარდა მედრესესა, მანდ არის მაღაზიები, შესაძლოა ისიც გაფართოვდეს. რეკონსტრუქცია ყველა კუთხეს მოიცავს. მიიღებს მეჩეთის ფორმას და იქნება გამოთავისუფლებული და მშვენიერი ადგილი მრევლისათვის. მომავალში თუ მლოცველებს ისევ ვერ დაიტევს, სახელმწიფო გვაქცევს ყურადღებას, აქვს კარგი ურთიერთობა მუსლიმ თემთან,  როგორც საჭირო იქნება, სახელმწიფო  ისევ დაგვეხმარება ჩვენ.

მუსლიმი თემი ითხოვდა ახალ მეჩეთს. როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება ერთგვარ იმედგაცრუებას ხომ არ გამოიწვევს მათში?

 

ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი მორწმუნე ადამიანების.  ისინი ითხოვდნენ, რომ არ  ელოცათ ღია ცის ქვეშ და ელოცათ მეჩეთში. მე ვამბობ, თუ კიდევ საჭირო იქნება და  ვერ დაეტევა ეს მრევლი იმ მეჩეთში, ამ შემთხვევაში სახელმწიფო გვიდგას გვერდით. აუცილებლად კიდევ შევიმუშავებთ და მივიღებთ იმ ზომებს, რომელი ზომებიც იქნება მისაღები მომავალში მუსლიმი თემისთვის.

რა დრო დასჭირდება ახალი მედრესეს აშენებას და როდის გაფართოვდება მეჩეთი?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უცებ არ ხდება. როცა გადავა მედრესე, იქედან დავიწყებთ ნელ-ნელა მუშაობას, რომ მრევლი არ ჩადგეს კიდევ უხერხულ მდგომარეობაში ლოცვის დროს. უახლოეს დროში გაკეთდება.

პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო თანამშრომლობს მუსლიმ თემთან, აფასებს და გვერდში უდგას ყველა აღმსარებლობას.  ბატონი პრემიერის გადაწყვეტილება, რომელმაც გადმოსცა საჩუქარი მუსლიმ თემს, არის უაღესად ძვირფასი  საქმე. ჩვენ  მივესალმებით პრემიერს და მადლობას ვუხდით, რომ არ ასხვავებს რელიგიებს და ყველას უდგას გვერდში.

პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთა ჯამეში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ბაირამზე მლოცველები ბათუმის მეჩეთთან მდებარე ქუჩაში ლოცულობენ 4.10. 2014 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მოკრივეებს სპორტული ეკიპირება გადასცეს

 

სასწავლო-საწვრთნო შეკრება წინამოსამზადებელი ეტაპია იანვარში საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე აჭარის სპორტსმენების უკეთ მონაწილეობისთვის. 

შსს-მ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ სამინისტრომ ინფორმაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სამართალდამცავებმა ირაკლი ქ. და მურმან ვ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდნენ, ავტომანქანის ჩხრეკისას „ნაგანი“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი 7 საბრძოლო ვაზნით, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 1 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო გოჩა კ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ქარხნული წარმოების რევოლვერი და 5 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ირაკლი ქ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

გამოძიება გოჩა კ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო მურმან ვ-ს და ირაკლი ქ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

გამოფენა ”ზღაპრების სამყარო” ბათუმში 5 თებერვლამდე გაგრძელდება [ფოტო]

GE DIGITAL CAMERA

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე / გამსახურდიას ქუჩა #1/5

გამოფენაზე წარმოდგენილია ძმები გრიმების ზღაპრების გმირების დეკორაციები, ნახატები. გაეცნობით გრიმების ბიოგრაფიას, ზღაპრების წარმოშობის ისტორიასა და ზღაპრის ენის სპეციფიკას. შეგიძლიათ აუდიო და ვიდეოზღაპრების მოსმენა და ნახვაც.

საქართველოში „ზღაპრების გამოფენა“ პირველად თბილისში, შემდეგ კი ქუთაისში გაიმართა. ზღაპრების გამოფენა  ბათუმში 5 თებერვლამდე გაგრძელდება. შემდეგ კი გამოფენა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გადაინაცვლებს.

გამოფენა გოეთეს ინსტიტუტისა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება.

GE DIGITAL CAMERA

ძმები გრიმების ზღაპრების წიგნი პირველად 1812 წელს გამოიცა. როგორც გამოფენის ორგანიზატორები ამბობენ, „ზღაპრების სამყაროს“ იდეა გერმანიაში, მიუნხენში, გოეთეს ინსტიტუტის სათავო ოფისში შეიქმნა და ძმები გრიმების ზღაპრების წიგნის გამოცემიდან მე-200 წლისთავს მიეძღვნა. „ზღაპრების სამყარომ“ მოგზაურობა 2012 წელს დაიწყო და დღემდე სხვადასხვა ქვეყანა შემოიარა.

გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის გერლინდე მასუდის თქმით „ეს არის ინტერაქტიული გამოფენა, სადაც შესაძლებელია არა მხოლოდ ექსპონატების დათვალიერება, არამედ შეიძლება სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, რაც დაეხმარება როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილ ადამიანებს, უკეთ გაეცნონ გრიმების ზღაპრებს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ეს ზღაპრები ახალი სახით მიგვეტანა მოზარდებამდე და გაგვეღვივებინა მათი ინტერესი გერმანული ენისა და კულტურისადმი“.

გამოფენა შვიდ თემატურ ნაწილს მოიცავს:

გმირი ქალები ზღაპრებში;

გმირი მამაკაცი ზღაპრებში;

ბოროტი პერსონაჟები;

ცხოველთა სახეები;

მაგია და ჯადოქრობა;

საშიში ჟრუანტელი;

დავალებები და გამოცდები.

GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA

„ამ გამოფენის მოხეტიალე ბუნება ადასტურებს ზღაპრის შინაგან სამყაროს – ზღაპარი იწყება ყოველთვის იმით, რომ ვიღაცას სურს ქვეყნიერების სანახავად წასვლა.

ჩვენი გამოფენაც, რომელიც გერმანიაში დაიბადა, წავიდა ქვეყნიერების დასათალიერებლად იმისათვის, რომ თავისი სულისკვეთება მიეტანა სხვა ქვეყნებში. გამოფენა ჩამოვიდა საქარველოში იმისთვის, რომ შინ იგრძნოს თავი. მოხეტიალე გამოფენაზე ვეცნობით ზღაპრის გმირებს, გმირ ქალებსა და კაცებს, სიკეთესა და ბოროტებას, ვეცნობით ცხოველთა სამყაროს. ზღაპრების გმირების საშუალებით უკეთ ვხედავთ ჩვენს ყოველდღიურობას“ – ამბობს გამოფენის კოორდინატორი აიგე პოკარცი.

GE DIGITAL CAMERA
GE DIGITAL CAMERA

 

 

 

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ლექტორი, გერმანისტი მანანა ჩიტაიშვილი მიიჩნევს, რომ ეს გამოფენა მნიშვნელოვანია გერმანული ენის შემსწავლელებისთვისაც. „გამოფენაზე სხვადასხვა სახის დავალებაა წარმოდგენილი და ბავშვს, რომელიც გერმანულ ენას სწავლობს, აქ შეუძლია შეამოწმოს თავისი ცოდნა“- ამბობს ის.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერის ირაკლი ძნელაძის თქმით, გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობა მანამ გაგრძელდება, სანამ ხელოვნების სივრცე იარსებებს. მემორანდუმის ფარგლებში კი ორივე მხარე მნახველებს სამომავლოდ არაერთი პროექტის განხორციელებას ჰპირდება. 

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მისამართია: ზვიად გამსახურდიას ქუჩა #1/5

გამოფენის დათვალიერება უფასოა.

გამოფენა განკუთვნილია როგორც ბაშვებისთვის და ინდივიდუალური დამთვალიერებლებისთვის, ასევე უფროსებისა და ჯგუფური დამთვალიერებლებისთვის.

ჯგუფური დამთვალიერებლების მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ შემდეგ ნომერზე: 568 02 22 17

4Service TM-ს ესაჭიროება 20 თანამშრომელი ბათუმში

საერთაშორისო კომპანია 4Service TM-ს ესაჭიროება, 18–დან 65 წლამდე 20 თანამშრომელი ბათუმში, “იდუმალი მყიდველის” კანდიდატურაზე. 

 
მოთხოვნები: მოწესრიგებულობა, დაკისრებული ვალდებულების დროულად და სწორად შესრულების უნარი. ასევე, კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობა ინტერნეტთან წვდომით.

სამუშაო გრაფიკი თავისუფალი, ანაზღაურება დაკისრებული დავალების სირთულის მიხედვით მერყეობს 10–დან 100 ევრომდე. ანაზღაურება ხდება ფულადი გზავნილის საშუალებით. დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ჩვენს ვებ–გვერდს 

www.4service-group.com 

დარეგისტრირდით და მიიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია სამუშაოს შესახებ, ან დარეკეთ ნომერზე: 551910451

საკონტაქტო პირი: ლალი კეკუა, lalikekua@yahoo.com

 


 

ფულადი გზავნილები საქართველოში [ინფოგრაფიკა]

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 116,1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 218,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 38,5 მლნ აშშ დოლარით (72,5 მლნ ლარით), ანუ 24,9%-ით ნაკლებია 2013 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91,1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1,5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92,7 პროცენტი მოდიოდა.

 

2014 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20,2 მლნ აშშ დოლარი (38,1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ხოლო 2013 წლის დეკემბერში 15,4 მლნ აშშ დოლარი (26,3 მლნ ლარი).

 

 

აჭარის სარეკლამო ბანერები სოციალურ მედიაში

 

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სარეკლამო მომსახურება, რომელიც მოიცავს აჭარის რეგიონის და ქ. ბათუმის, ასევე რეგიონში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტის მიერ მიწოდებული სარეკლამო ბანერ(ებ)ის განთავსებას უცხოურ სოციალურ მედიასაიტზე, რომელსაც ჰყავს არანაკლებ 1 მილიარდი რეგისტრირებული მომხმარებელი და მათ შორის არანაკლებ 1 მილიონი ქართველი რეგისტრირებული მომხმარებელი.

 

სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულია სარეკლამო კამპანიის (რეკლამის) მიზნობრივი ქვეყნები და კლიკების საშუალო რაოდენობა დღეში (მომსახურების ვადა 90 დღეა):

 

საქართველო – დღეში 200 (კლიკი), 90 დღეში – 18000 (კლიკი);

აზერბაიჯანი  – 300 (კლიკი), 27000 (კლიკი);

სომხეთი – 300 (კლიკი), 27000 (კლიკი);

ყაზახეთი – 200 (კლიკი), 18000 (კლიკი);

უკრაინა – 300 (კლიკი), 27000 (კლიკი);

თურქეთი – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

ლიტვა – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

ბელორუსი – 200 (კლიკი), 18000 (კლიკი);

პოლონეთი – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

ისრაელი – 70 (კლიკი), 6300 (კლიკი);

რუსეთი – 150 (კლიკი), 13500 (კლიკი).

 

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, კლიკების/ნახვების რაოდენობაზე გაანგარიშებით, მაგრამ არაუმეტეს ფასების ცხრილში მითითებული ოდენობისა. შემსყიდველი არ არის ვალდებული შეისყიდოს სარეკლამო მომსახურება სრული მოცულობით.

 

მომსახურების გაწევა მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს მესამე დღიდან 90 დღის განმავლობაში. ამასთან, დეპარტამენტს  უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს სარეკლამო კამპანიის ყოველდღიური ინსპექტირება, კამპანიის მიმდინარეობის მთელ პერიოდზე, რომელიც მოიცავს სარეკლამო/სოციალურ საიტზე სისტემაში წვდომის შესაძლებლობას ანალიტიკოსის უფლებით.

 

სარეკლამო კამპანიის მიმდინარეობისას ქვეყნების მიხედვით მიზნობრივი ჯგუფის (ასაკი, ქალაქი, ინეტერესის სფერო და ა.შ.) განსაზღვრა უნდა მოხდეს დეპარტამენტთან შეთანხმებით.

 

ტენდერში გამარჯვებული 3 თებერვალს უნდა გამოვლინდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“ნაციონალური მოძრაობა”: ავთანდილ ბერიძე არაადეკვატურია საკითხებთან მიმართებაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არაადეკვატური უწოდეს ავთანდილ ბერიძის განცხადებას და მის იმპიჩმენტზე ისაუბრეს.

„ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რეგიონის განვითარების ხვალინდელი დღე იყო. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ დაიცვან რეგიონის ინტერესები, აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ბატონი ავთანდილ ბერიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ის არაადეკვატურია საკითხებთან მიმართებაში“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ბარამიძემ.

ავთანდილ ბერიძის განცხადებით, ეს შენობა თავიდანვე  ბიზნესცენტისთვის იყო გათვალისწინებული.

„საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, სადაც უპრიანი იქნება, იქ აშენდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ახლახან დაარქვეს თითქოსდა ეს შენობა ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის ოყო გამიზნული, ეს არის მოტყუების მცდელობა. ეს შენობა იგებოდა ბიზნესცენტრისთვის“ – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე „აჭარის ტელევიზიასთან“ გაკეთებულ კომენტარში.

ავთანდილ ბერიძე: ბათუმში სასტუმრო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე მნიშვნელოვანია

 

ავთანდილ ბერიძე
ავთანდილ ბერიძე

“ზღვისპირა ქალაქისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი სასტუმრო გახლავთ. ტექნოლოგიური უნივერისტეტი აუცილებლად იქნება საქართველოში, ძალიან დიდი და ძალიან კარგი. ამის პირობას მე გაძლევთ”, – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ. 

Exit mobile version