8 მარტი – ცოცხალი მუსიკა და სიურპრიზები

 

ჯგუფი “ფრანი”-ს სოლო-კონცერტი

 

ჩატარების ადგილი: რესტორანი „ალექსანდრია“. დასაწყისი: 20:00. ბილეთის ფასი: 50-70ლარი (ფასში შედის სუფრა).ტელ: (0422) 571 070378.

 

მხიარული პროგრამა, სიურპრიზები, ცოცხალი მუსიკა

 

ჩატარების ადგილი: რესტორანი „გაუდი“. მისამართი: ლ. ასათიანის №1. ბილეთის ფასი: 100 ლარი (მენიუ 4 პერსონაზე).

 

DJ Bene , Vako T და სპეციალური სტუმარი Veleev

 

დასაწყისი: 22:00; ჩატარების ადგილი: რესტორანი „ბაკურიანი“ (სასტუმრო „ინტურისტ პალასი“). მისამართი: ნინოშვილის ქ. №11; ბილეთის ფასი: 15 ლარი; ტელ: +995 577 50 70 04/ 577 32 92 52/ 0422 27 55 25.

 

DJ, ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი და 15% ფასდაკლება ყველა კოქტეილზე ქალებისათვის

 

დასაწყისი: 21:00; ჩატარების ადგილი: „Clouds bar” სასტუმრო რედისონი; მისამართი: ნინოშვილის ქ.№1; დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: +995 422 25 55 55.

 

სადღესასწაულო საღამო ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ქართული და უცხოური რეპერტუარი

 

დასაწყისი: 18:00; ჩატარების ადგილი: რესტორანი „Fish Point”; მისამართი: 26 მაისის ქ. №21; მენიუს ფასი: 2–3 პერსონა 70 ლარი, 4–5 პერსონა 120 ლარი; დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: +995 591 97 89 87.

 

ცოცხალი მუსიკა, ბენდი „Cherry”

 

დასაწყისი:21:00; ჩატარების ადგილი: „La–Brioche”; დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 551 71 18 44; მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ.№25; დასწრება თავისუფალია.

 

ცოცხალი მუსიკა, Seaside band და ბევრი სიურპრიზი

 

დასაწყისი: 21:00; ჩატარების ადგილი:რესტორან “ლოფტში”; მისამართი: მელაშვილის ქ. №1/3; დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 0422 22 57 90.

 

ჯგუფი “Asea Sool” and “Strawbery Fields”

 

დასაწყისი: 20:00; ჩატარების ადგილი: რესტორანი “მიუნჰენი”; მისამართი: კუთაისი/კოსტავა ქ. №8/5 მაგიდების დასაჯავშნად დარეკეთ: 0422 22 72 84.

 

ირაკლი ფაღავა,ბენდთან ერთად

 

დასაწყისი: 21:00; ჩატარების ადგილი: რესტორან “BK”- ში; ბილეთის ფასი: 25ლარი. მისამართი: მ.აბაშიძის №25.დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 514 811313 /0422277311

ბათუმის მერიის სარვამარტო აქცია

 

ყვავილებით მოვაჭრეები ყვავილების  გამოფენა-გაყიდვას  მოაწყობენ. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში,  ქალაქ ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ეკონომიკის მინისტრი ნავთობტერმინალის დაყადაღებაზე

მინისტრმა ბათუმში გამართულ ბიზნესფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ბათუმის ნავთობტერმინალის დაყადაღების შესახებ –  “ვიცი, გავრცელდა ეს ინფორმაცია, დავავალე ჩემს მოადგილეს ნათია მიქელაძეს, ის ალბათ ერკვევა ახლა სიტუაციაში და ვნახავთ, შევხვდებით ხელმძღვანელობასაც და გავიგებთ” – თქვა მან.
ინფორმაცია ბათუმის ნავთობტერმინალის დაყადაღების შესახებ გუშინ, ipress.ge-მ გაავრცელა – ”ბათუმის ნავთობტერმინალი უცხოური კომპანიის მოთხოვნით დაყადაღებულია, – ამის შესახებ “აიპრესისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი”.

ეკონომიკის მინისტრებმა სავალუტო რყევების ზეგავლენაზე ისაუბრეს

მინისტრებმა ისაუბრეს დოლარის კურსის მატების თემაზეც და აღნიშნეს, რომ დოლარის კურსმა მოიმატა არა მარტო ქართულ ლართან, არამედ თურქულ ლირასა და აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაშიც.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციას:

„პირდაპირი წამალი ამ დევალვაციის წინააღმდეგ არის ის, რომ გაიზარდოს საინვესტიციო და სავაჭრო აქტივობა. სწორედ ის ქვეყნები, რომელთაც აქვთ ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები, ყველაზე კარგად უმკლავდებიან სავალუტო კრიზისებს. ამიტომ ჩვენი ერთადერთი გზა, ამ სავალუტო რყევის პირობებში, ჩვენ სამ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარებაა” – თქვა მან.

თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ნიჰათ ზეიბექჩის თქმით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო მაჩვენებელი 15%-ით გაიზარდა და მალე ეს მაჩვენებელი კიდევ ამდენივეთი გაიზრდება.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის შაჰინ მუსტაფაევმა აღნიშნა, რომ ეს პროცესები გარკვეულწილად აისახება სამივე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და თანამშრომლობაზე, მაგრამ ფართომასშტაბიანი პროექტების იმპლემენტაციაზე ქვეყნებს პრობლემები არ შეექმნებათ – “ჩვენ არ შეგვექმნება პრობლემები ისეთი მოცულობითი პროექტების განხორციელებაში, როგორიც “ბაქო-თბილისის ყარსი” და სხვაა. ისინი განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილია.

„ჩვენი მთავრობების მხრიდან არ შეწყდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. პირიქით, ჩვენ ველოდებით ზრდას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს ტურიზმი, ვაჭრობა თუ სხვა. აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკები მსოფლიო ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და რაღაც სახით ხდება მათზე ზეგავლენა ზოგადი ტენდენციით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ნეგატიური ზეგავლენის მაქსიმალური ნეიტრალიზაციისთვის” – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მიტროპოლიტ დიმიტრის და მუსლიმური თემის ლიდერებს შეხვდა

 

პრემიერ-მინისტრი დღეს ბათუმ-ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრისა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა.  


შეხვედრა მეუფე დიმიტრისთან სამეუფეო რეზიდენციაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 


მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ის შენობები დაათვალიერა, რომლებიც აჭარის მუსლიმ თემს უნდა გადაეცეს.  ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აჭარის მთავრობის მეთაურს მედრესესა და სამუფთო რეზიდენციას შორის განთავსებული 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე მუშაობაც დაავალა.




რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს

 

უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, არც ერთი სხვა კანდიდატი არ ყოფილა ისეთი, ვისაც რეგისტრაციის პროცესში ხარვეზი დაუდგინდა.

ბათუმის უნივერსიტეტი
ბათუმის უნივერსიტეტი

რექტორობის კანდიდატები არიან: რამაზ ხალვაში, ირაკლი ბარამიძე, მალხაზ ნაკაშიძე, მანუჩარ ლორია, ანთაზ ქიქავა, ბესიკ ბერიძე, მარინა გიორგაძე, როსტომ ბერიძე. 

 

ახალ რექტორს უნივერსიტეტი 16 მარტს აირჩევს. რექტორი ირჩევა 4 წლის ვადით.

 

მოქმედმა რექტორმა, ალეკო ბაკურიძემ ვადის ამოწურვამდე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ითქვა, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო.

ღარიბაშვილი ინვესტორებს: ”თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული”

“საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი ნამდვილი მეგობარი სახელმწიფოები და ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ მზაობას, კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა იქნება ნაყოფიერი და ბევრ ახალ ინიციატივას ჩაეყრება საფუძველი. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ასეთი ძლიერი პარტნიორები რეგიონში, რომლებიც მსოფლიოში, სხვადასხვა ბიზნეს სექტორში არიან მოწინავე პოზიციებზე”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო-თურქეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ასეთი ურთიერთობის ტენდენცია შენარჩუნდება და ამ თანამშრომლობის შედეგად ბევრი წარმატებული პროექტიც განხორციელდება.

ირაკლი ღარიბაშილმა სიტყვით გამოსვლისას, უცხოელ სტუმრებს მიმართა:

“ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით კიდევ უფრო მიმზიდველი გარემო შექმნას და კიდევ უფრო ხელი შეუწყოს ინვესტიციების შემოტანას საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს – საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და ყველას ერთად შეგვწევს ძალა მთლიანად ჩვენი რეგიონი ვაქციოთ მნიშვნელოვან კავშირად, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენი ქვეყნის კარი, თქვენთვის ყოველთვის ღიაა. საქართველოში ნამდვილად არის სამართლიანი და უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და თქვენს მიერ განხორციელებულ ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება მაქსიმალურად დაცული”- განაცხადა პრემიერმ-მინისტრმა.

სახალხო დამცველი: პატიმარი ამბობს, რომ სიგარეტით მას დაზიანებები მიაყენეს

 

მსჯავრდებულის განმარტებით, 2015 წლის 18 თებერვალს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინსპექტორებმა და უსაფრთხოების ოფიცრებმა ჩაიყვანეს ადმინისტრაციული კორპუსის საკარანტინო განყოფილებაში, სადაც გააშიშვლეს და გაჩხრიკეს, შემდეგ შეიყვანეს დეესკალაციის ოთახში, სადაც კვლავ შეამოწმეს, რის შემდეგაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მსჯავრდებულის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების თანამშრომელებმა მას მხრის სარტყლის წინა ზედაპირზე ანთებული სიგარეტით მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და თან დასცინოდნენ.


საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მსჯავრდებულის N8 დაწესებულებაში მონახულებისას ო. გ–ს ორივე მხრის სარტყლის წინა ზედაპირებზე ოვალური ფორმის დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.


საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ო.გ.-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; და ასევე, დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება. 

ბათუმში ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი ტარდება

 

ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ბიზნეს ფორუმი | ბათუმი 06-03-2015

 

ბიზნესფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან, ნიჰათ ზეიბეჩქისთან და აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან, შაჰინ მუსტაგაევთან ერთად დაესწრება.

 

ფორუმში ქართული, თურქული და აზერბაიჯანული კომპანიების 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი სოფლის მეურნეობის, ფინანსების, ენერგეტიკის, საკვები პროდუქტების გადამუშავების, მშენებლობის, უძრავი ქოების, ტელეკომუნიკაციების, ტექსტილისა და მრეწველობის სფეროს წარმომადგენლები არიან.

 

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ე.წ. B2B შეხვედრებიც, სადაც სამივე ქვეყნის ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილონ.

ღონისძიებები წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით

 

 
აიცრებიან :

წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინით არასრულად აცრილი ან აუცრელი 2001–2009 წლებში დაბადებული ბავშვები, იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით;


წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით  –  1985–2000 წლებში დაბადებული პირები აცრის სტატუსის მიუხედავად (გარდა 2013–2014 წლებში აცრილი პირებისა);

 

წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით  –  სამედიცინო პერსონალი;

 

წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით  –  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტი.

 

წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას მოხდება ორგანიზებული კონტაქტების ვაქცინაცია (საცხოვრებელი და სასწავლო/სამუშაო დაწესებულების კონტაქტები), მიუხედავად აცრის სტატუსისა;

 

მოხდება ჩატარებული აცრების დარეგისტრირება და ვაქცინირებული პირებისთვის აცრის ჩატარების დამადასტურებელი ცნობის გაცემა;

 

ასევე  ჩატარდება სხვა კონტიგენტის წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის 1 დოზით ვაქცინაცია, რომელსაც არსებული ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე, განსაზღვრავს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით.

 

„ჟილინის არხის“ ერთ-ერთი ინვესტორი დააკავეს

 

ფინანსთა სამინისტრომ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ჟილინის არხი
ჟილინის არხი

„გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე შპს ,,ტონი და კომპანიას“ დირექტორი, დიმიტრი ფერაძე დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 მარტს ქ.ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ და ავანსის სახით კომპანიას ჩაერიცხა 1 289 972 ლარი. ბრალდებულმა, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და არამიზნობრივად გაფლანგა 1 181 000 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიაყენა ქ.ბათუმის მერიასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას“.

 

გასულ კვირას ბათუმელებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ჟილინის არხის“ მშენებელ კიდევ ერთ კომპანიასთან შეწყვიტა მერიამ ურთიერთობა. კომპანიაში ამბობენ, რომ ბათუმის მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის გამო სასამართლოში უჩივლებენ. ბათუმის მერია ამ არხის აშენებას უკვე 3 წელია ცდილობს, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა.

რა აფერხებს გვამურ ტრანსპლანტაციას საქართველოში

 

 

 

რა არის გვამური ტრანსპლანტაცია? – გვამური ტრანსპლანტაცია ნიშნავს გარდაცვლილიდან აღებულ ორგანოთა გადანერგვას. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ქაშიბაძე ამბობს, რომ ცოცხალ ტრანსპლანტაციასთან შედარებით, გვამურ გადანერგვას ბევრი უპირატესობა აქვს – ”პირველი ის, რომ ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლე არ დგება რისკზე, მეორე ის, რომ ღვიძლის შემთხვევაში ორგანო სრულად ამოიღება და კიდევ ის, რომ ამ დროს შესაძლებელია სხვა ორგანოების დონაციაც – გულის, პანკრეასის… და ამით უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა”, – ამბობს ის.

გვამი დონორი შეიძლება იყოს ორი ტიპის: გულისცემაშეჩერებული და გულისცემაშენარჩუნებული (როცა დაფიქსირებულია თავის ტვინის სიკვდილი). საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის გია თომაძისთქმით, გადასანერგად უკეთესია ისეთი ორგანო, რომელიც თავის ტვინის სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანისგან არის ამოღებული. ”თავის ტვინის სიკვდილის შემთხვევაში (რომელიც აბსოლუტურად იდენტურია ადამიანის გარდაცვალებისა), ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გულისცემა, ანუ სისხლის მომარაგება მიმდინარეობს ყველა ორგანოში, გარდა ტვინისა, აქედან გამომდინარე, თუ ასეთი ორგანო იქნება აღებული, იგი უფრო კარგად და დიდ ხანს იფუნქციონირებს”, – ამბობს ის. გვამური ტრანსპლანტაციისას ამოღებული ორგანოს შენახვის წესები იგივეა, რაც ცოცხალი გადანერგვისას, თუმცა, ცოცხალი დონორიდან აღებული ორგანოს ან ორგანოს ნაწილის შენახვის დრო ჩვეულებრივ მინიმალურია (1-2 საათი), მაშინ როცა გვამურ ორგანოს ხშირად უფრო დიდხანს უწევს შენახვა მისი ტრანსპორტირების აუცილებლობის გამო (20-30 საათი).

 

კანონმდებლებმა – კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ, რომლითაც დასაშვებია გადასანერგად გამოყენებული იქნეს გარდაცვლილი ადამიანის ორგანო, ჯერ კიდევ 2000 წელს მიიღეს. გია თომაძის თქმით, გვამური ტრანსპლანტაცია დაშვებულია იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს სიცოცხლეში აქვს გაცემული თანხმობა დონორობაზე ან/და როცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები თანხმობას აცხადებენ გარდაცვლილის ორგანოების გადასანერგად გამოყენებაზე. ამავე კანონის მიხედვით, ”ადამიანი გარდაცვლილად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება თავის ტვინის სიკვდილი ან გულის შეუქცევადი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა”. თავის ტვინის სიკვდილის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმავე წელს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეიმუშავა.

 

რატომ არ ხორციელდება? – გია თომაძის აზრით, მთავარი პრობლემა საზოგადოებრივ ცნობიერებაშია: ”გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები არ თანხმდებიან იმას, რომ მათი გარდაცვლილი ახლობლის ორგანოები გამოყენებული იქნას გადასანერგად. ეს არის წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც ჯერჯერობით ვერ გადალახა საზოგადოებამ.
კახა ქაშიბაძე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ გარკვეული პასუხისმგებლობა მედიასა და სასულიერო პირებსაც აკისრიათ: `ირანში გვამურმა ტრანსპლანტაციამ მძლავრი ნაბიჯებით დაიწყო პროგრესი მაშინ, როცა გამოვიდა იმამი და უთხრა საზოგადოებას, რომ ყველა გარდაცვლილი, რომლის ორგანოც გამოყენებული იქნება დონაციისთვის და ის ამით სხვა ადამიანს გადაარჩენს – სამოთხეში მოხვდება. ამან პრინციპულად შეცვალა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ირანია”.

 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციამ რამდენიმე სემინარი ჩაატარა თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმების პროფესიონალებისთვის გასაცნობად, რომელსაც რამდენიმე ათეული ნევროპათოლოგი და რეანიმატოლოგი ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარდაცვალების დადგენის სიმპტომების კომისია, კახა ქაშიბაძის თქმით, საქართველოს კლინიკების 99%-ში ჯერჯერობით ამის შეფასების არც პირობებია და არც მექანიზმი, ამიტომ კლინიკებში პოტენციური დონორის ოჯახის წევრებს დონორობას არ სთავაზობენ. გია თომაძის თქმით, საქართველოში არსებობს მობილური ჯგუფი, რომელსაც საშუალება აქვს, კლინიკასთან ხელშეკრულებისა და კლინიკიდან გამოძახების საფუძველზე დასვას თავის ტვინის სიკვდილის ლეგალური დიაგნოზი. `ამისთვის მხოლოდ მინიმალური დაფინანსება და კლინიკის სურვილია საჭირო”, – ამბობს ის.

საქართველოს კანონმდებლობით თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ელექტროენცეფალოგრაფი ან ტრანსკრანიური დოპლერი. გია თომაძე ამბობს, რომ საქართველოში ეს ორივე აპარატი დიდ კლინიკათა უმრავლესობაში არსებობს.



დონორობის მსურველები – ყველა ადამიანს აქვს უფლება და საშუალება, სიცოცხლეშივე განაცხადოს, სურს თუ არა დონორობა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ვებგვერდზე: განთავსებულია საინფორმაციო ბანკი, სადაც ორგანოგადანერგილებისა და ცოცხალი დონორებისგარდა, ხდება იმ ადამიანების რეგისტრაცია, ვისაც სურს გარდაცვალების შემდეგ გახდეს ან არ გახდეს დონორი. გია თომაძე ამბობს, რომ როცა ადამიანი გარდაიცვლება და დადგება საკითხი ორგანოს გადანერგვის შესახებ, ჯერ უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა მას საინფორმაციო ბანკში გაცხადებული თავისი სურვილი დონორობის შესახებ – ”თუ მას თანხმობა აქვს, მაშინ ეს უადვილებს ოჯახის წევრებს მიიღონ გადაწყვეტილება გვამიდან ორგანოების დონაციის შესახებ. უადვილებს იმიტომ ვთქვი, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული თანხმობის მიუხედავად, უარი თქვან მისი ორგანოების გადანერგვაზე”.

ასოციაციის ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრირებულ პიროვნებას უკავშირდებაასოციაციის წარმომადგენელი, რომელიც გადაამოწმებს ინფორმაციის სისწორეს. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში რეგისტრირებული პიროვნების სახელზე გამოიწერება დონორის ბარათი და იგი დონორობის მსურველს გადაეცემა.

ამ ეტაპზე ოფიციალურ თანხმობას, გარდაცვალების შემდეგ გახდნენ დონორები, 200-ზე მეტი ადამიანი აცხადებს.

 

სხვა ქვეყნების პრაქტიკა – გვამური ტრანსპლანტაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება. გია თომაძის თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გვამური დონაცია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და აზიურ რესპუბლიკებში არ ხორციელდება. კახა ქაშიბაძე ამბობს, რომ გვამური დონაციის ერთ-ერთი ლიდერი პოსტსაბჭოთა სივრცეში ბელორუსიაა.

მორიგი ტენდერი ჟილინის არხის რეკონსტრუქციაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ბათუმის მერიას 19 თებერვალს მისცა თანხმობა ჟილინის არხის რეკონსტრუქციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ეს მერიას საშუალებას აძლევს შესაბამისი შესყიდვა შეზღუდულ ვადებში განახორციელოს.

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მერიამ 4 მარტს გამოაცხადა. პრეტენდენტთა წინადადებების მიღება კი დღეს, 6 მარტს დაიწყო და 10 მარტს დღის 12 საათზე დასრულდება.

“ჟილინის არხის” რეკონსტრუქციას მერიასთან შარშან დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ტენდერში გამარჯვებული კომპანია “GM HIDRO” აწარმოებდა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სამუშაოები წინასწარ შეთანხმებულ გეგმა-გრაფიკს ჩამორჩა.

ამ ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ, თუმცა კომპანიის დირექტორის, უჩა ფუტკარაძის ინფორმაციით, შპს GM HIDRO -ს სამუშაოების შეთანხმების ვადაში დასრულების შესაძლებლობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა ბათუმის მერიაში ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მშენებელი კომპანია 250 000 ლარით დაჯარიმდა და მიეცა დისკვალიფიკაცია. კომპანია მერიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

 

GE DIGITAL CAMERA

რას არქმევენ ახალშობილებს ყველაზე ხშირად

 

2014 წელს საქართველოში 2 644 გიორგი და 3 346 მარიამი დაბადა. 

ბიჭის სახელებს შორის, გიორგის გარდა, ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს (2329), ანდრიას (1912), გაბრიელს (1720), ლუკას (1566), საბას (1303), დავითს (1224) და ალექსანდრეს (1145) არქმევენ. ასევე პოპულარული სახელებია: მათე, დემეტრე, სანდრო, ილია, დაჩი, ლაზარე, იოანე, ნიკა, ირაკლი, გეგა, თომა, ცოტნე, თორნიკე, ერეკლე, ბექა, ზურა და ლაშა. 


ახალშობილ გოგოებს მარიამის გარდა ყველაზე ხშირად ბარბარეს (2240), ელენეს (1966), ანასტასიას (1831), ნინოს (1124) და ნიას (993) არქმევენ. ასევე პოპულარული სახელებია: ლიზი, ნინი, თამარი, სალომე, ნატალი, ანამარია, თეკლა, ნუცა, ანი, სესილი, ლილე, მართა, ანანო, ლიკა, ქეთევანი, ეკატერინე, გვანცა და ნიტა. 

 

2014 წელს საქართველოში სულ 60 736 ახალშობილი დაიბადა, მათგან 52 პროცენტი – ბიჭი და 48 პროცენტი – გოგო. ყველაზე მეტი, 15 454 ახალშობილი თბილისში  დაიბადა, მეორე ადგილზეა ბათუმი – 2 695 ახალშობილი, ქუთაისი – 2 541, გორი – 2 049 და რუსთავი – 2 029 ახალშობილი. 

 

 

ბათუმში პატიმრების სავარაუდო წამებაზე პროკურატურამ ძიება დაიწყო

 

პატიმრების წერილები
პატიმრების წერილები

პატიმრები „ბათუმელების“ რედაქციაში გამოგზავნილი წერილების ასლებს პარალელურად უგზავნიან მთავარ პროკურატურას, პრემიერ-მინისტრს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, პარლამენტარ ეკა ბესელიას და იუსტიციის მინისტრს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პატიმრების საჩივრების საფუძველზე უწყების გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.


გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ხუთი პატიმრის საქმეზე. თუმცა რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, დაკითხულნი არიან თუ არა ციხის თანამშრომლები, ხომ არ მიუციათ ვინმე პასუხისგებაში – ამ კითხვებს პროკურატურამ არ უპასუხა.


პატიმრები „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ უკვე მოინახულა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ჯაბა ზერეკიძემ. მისი ინფორმაციით, ზოგიერთ პატიმარს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, პატიმრების განცხადებით თვითონ მიიყენეს თვითდაზიანებები, რითაც გამოხატეს პროტესტი დაწესებულების დირექტორის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ საჩივრებსა თუ განცხადებებში დასმულ საკითხებზე რეაგირება არ ყოფილა. საია სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე პატიმარს გაუწევს სამართლებრივ დახმარებას.

იური კალაძე 36 წლისაა, ის სასჯელს ახლა მესამე დაწესებულებაში იხდის. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს 23 წლის ასაკში სამუდამო პატიმრობა 23-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. სასჯელის ვადა 2021 წელს ეწურება. როგორც „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში ის წერს, ეს არის მისი პირველი წერილი, რომელიც საჯაროობის მიზნით დაწერა. ამბობს, რომ არასოდეს მიუმართავს არავისთვის დახმარების თხოვნით. „მე არ ვარ ამაყი იმის გამო, რომ ერთი ადამიანი დავჭერი, მეორე მოვკალი, თუმცა ქვეყანაში, სადაც სამართალი არ იყო, სხვა გზა არ მქონდა“, – წერს პატიმარი წერილში. მისი მიზანია, გაიგოს ყველამ – მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და მთელმა ქვეყანამ თუ რა ხდება ბათუმის მე-3 დაწესებულებაში.

 

პატიმარი კალაძე წინა ხელისუფლების პერიოდში გადატანილ წამებაზეც წერს: „აქ ბევრი პატიმარი ცემისგან ეტლს მიეჯაჭვა. მე ფეხზე დავდივარ, მაგრამ ოპერაცია მჭირდება, დისკოზი მაქვს… ჩვენ ტკივილგამაყუჩებელს არ გვაძლევდნენ და თავი დავიზიანე, რომ საავადმყოფოში გადავეყვანე. თავის დაზიანების გამო სასჯელი დამიმატეს „ოცნების“ მთავრობის დროს. არავის უკითხავს, რატომ დავიზიანე თავი რკინის მეტალით. ყველას მივწერე, ეკა ბესელიას, თეა წულუკიანს. მხოლოდ გერბიანი ფურცელი მოვიდა, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო… ახლა ბათუმის მესამე საპყრობილეში ვარ. მე ადმინისტრაციასთანაც მომიწია შელაპარაკება, დამაბეს და ფეხები მირტყეს. სიცივეში ჩამსვეს კარცერში, მცემეს“…

 

პატიმარი სულხან ბერიძე: „2015 წლის 23 იანვარს ვიმყოფებოდი სამარტოო საკანში, რომლის ზემოთ არის ე.წ. ანტივანდალური საკანი. დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე მომესმა პატიმრის ყვირილი: „ნუ მირტყამთ“. როგორც შემდგომში გაირკვა ეს პატიმარი იური კალაძე იყო. ე.წ. კარცერში ჩამოიყვანეს კალაძე. როგორც იურიმ მითხრა, მას ასე იმიტომ მოექცნენ, რომ დედასთან დარეკვას ითხოვდა, ადმინისტრაცია კი ამის უფლებას არ აძლევდა. დამამცირებელია ისიც, რომ როცა კარცერში ჩამოიყვანეს, მას შარვალი არ ეცვა~.
პატიმარი თემურ ტაკიძე: „სასჯელს ვიხდი 2007 წლის 28 აპრილიდან, 2015 წლის 5 ივნისს ვთავისუფლდები პატიმრობიდან. ჩემი სისხლის სამართლის საქმე სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში… შეწყალების კომისიას მივმართე, მაგრამ რატომ მეთქვა უარი, ჩემთვის გაუგებარია… დღესაც ძალიან ბევრი თანამშრომელი მუშაობს დაწესებულებაში, ვინც მხილებულია ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენაში. როგორ შეიძლება გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დროინდელი ბადრაგი მუშაობდეს აქ (ჯიქია და ვეკუა მე-3 დაწესებულების ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე ბრალდებულები არიან პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში – ავტ.). თქვენ ალბათ ბევრი პატიმარი გწერთ, რომ ცუდ დღეშია, ზოგი ზოგის კარნახით წერს, ზოგი საბოტაჟის მიზნით აკეთებს ამას… მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. მინდა ქართველმა ხალხმა გაიგოს – „ოცნებას“ ამოფარებული ჯალათები მუშაობენ დღეს ისევ ციხეებში.

 

პატიმარი გიორგი ოქროპირიძე: „გთხოვთ დამეხმაროთ. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თანამშრომელი ვამხილე დანაშაულის ჩადენაში, ჩემ მიმართ იმატა ზეწოლის ფაქტებმა. ჩემი წამების საქმეებს იძიებს აჭარის პროკურატურა. მათ აქვთ უამრავი დამადასტურებელი დოკუმენტი როგორ ძალადობენ ჩემზე, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ვარ ნაცემი. მე მივმართავ მათ არ დააფარონ ხელი ჯალათებს, გაიზიარონ სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ექსპერტიზის დასკვნები. მინდა, ჩემი უფლებები დაიცვან, დამეხმარეთ“…

 

ბათუმის საპყრობილე
ბათუმის საპყრობილე

„ბათუმელების რედაქციაში კიდევ ოთხი პატიმრის წერილი შემოვიდა. იმის გამო, რომ საქმე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, რედაქციამ გადაწყვიტა, მათი ვინაობა მხოლოდ ინიციალებით დაწეროს. აი, რას წერენ პატიმრები (მ.გ; გ.მ.; თ.მ და ჯ.მ): „ბათუმის მესამე დაწესებულებაში სასჯელის მოხდა გვიწევს გაუსაძლის პირობებში. ვართ სხვადასხვა დაავადებით ინფიცირებულები. ეს იცის მთავარმა ექიმმა, ზურაბ ორაგველიძემ ჩვენი სამედიცინო ბარათებიდან. გვესაჭიროება გამოკვლევები და მკურნალობის დაწყება. ვითხოვთ ისეთ ადგილას გადაგვიყვანონ, რომ დაავადებები პატიმრებს ერთმანეთისგან არ გადაგვედოს. ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი მანამ არ გადაიყვანეს ჩვენგან, სანამ სისხლის ღებინება არ დაეწყო. წამლები არ გვაქვს, ამბობენ დეპარტამენტი არ გვაწვდისო. აფთიაქი გვჭირდება, რომ ჩვენი ხარჯებით შევძლოთ წამლების ყიდვა. ჩვენს საკანში არის სინესტე, საკვები არ არის ვარგისიანი. საპირფარეშოში არ მოდის წყალი, არ გვაძლევენ ტელეფონზე დარეკვის უფლებას. გთხოვთ შეგვხდეთ და თქვენი თვალით ნახეთ, აქ რა ხდება. ჩვენი წერილიც ასე უფრო დასაბუთებული იქნება“.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ამბობენ, რომ პატიმრების ბრალდებები საბოტაჟის მცდელობაა და ამ მეთოდით ისინი ცდილობენ ციხის ადმინისტრაციის მართვას.

 

პატიმრები ბათუმის მესამე დაწესებულებაში რამდენჯერმე მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. სახალხო დამცველის აპარატი პატიმრების საქმეს სწავლობს, კონკრეტულად იური კალაძის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით კი, ომბუდსმენმა გამოძიების დაწყების თხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა.

 

საქართველოს მოქალაქის უკრაინელ მეუღლეს ბინადრობის ნებართვას მისცემენ

 

“ორჯერ დამიკავშირდნენ სამინისტროდან, მითხრეს, რომ განცხადება უნდა დავწეროთ, თანხა აღარ იქნება გადასახდელი და მისცემენ ბინადრობის ნებართვას“ – აღნიშნა ირაკლი ძნელაძემ „ბათუმელებთან“. 


ირაკლი ძნელაძე და იულია ბანკოვა
ირაკლი ძნელაძე და იულია ბანკოვა


უნივერსიტეტი: რეგისტრირებულია რექტორობის ოთხი კანდიდატი

 

დღეის მონაცემებით, რექტორობის რეგისტირებული კანდიდატები არიან: რამაზ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე, ირაკლი ბარამიძე და მანუჩარ ლორია. ოთხივე მათგანი უნივერსიტეტის თანამშრომელია. 


უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს მარინა გიორგაძე. 


საბუთების მიღება ხვალ, საღამოს 4 საათამდე გაგრძელდება, რექტორის არჩევნები კი 16 მარტს ჩატარდება. 

უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. რექტორის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.


უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით 20 იანვარს მიმართა, რის შემდეგაც უნივერსიტეტში ახალი რექტორის არჩევნები დაინიშნა. 

 

ბათუმის უნივერსიტეტი
ბათუმის უნივერსიტეტი

პარლამენტმა თაიგულების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

 

შესყიდული ყვავილების თაიგულების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე, როგორც ქ. თბილისში [პარლამენტის სასახლე], ასევე ქუთაისში.

 

თაიგულის მიწოდება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში. წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს წუნდებული საქონელი ახლით, შეტყობინებიდან ორი საათის განმავლობაში.

 

პარლამენტიდან თაიგულების მოთხოვნა განხორციელდება ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მიმწოდებელს მუდმივად (კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში) ჩართული უნდა ჰქონდეს საქართველოს არანაკლებ ორი სხვადასხვა ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორის ტელეფონის ნომერი, ასევე არანაკლებ ერთი მოქმედი ელექტრონული ფოსტა. ფიჭურ ტელეფონზე განხორციელებული მოთხოვნის ზარი ჩაითვლება ოფიციალურ მოთხოვნად. ასევე ფიჭურ ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ მოთხოვნად.

 

პარლამენტი წელს, სავარაუდოდ, სულ 244 ცალ სხვადასხვა დასახელების, ზომისა და შემადგენლობის თაიგულს შეისყიდის.

 

შესასყიდი თაიგულების დასახელება:

 

ყვავილების მისართმევი თაიგული;

სარიტუალო გვირგვინი ატლასის ლენტით (რგოლი მოლბერტზე);

სარიტუალო გვირგვინი ატლასის ლენტით (დასადგამი);

სარიტუალო თაიგული;

მაგიდის კომპოზიცია;

დეკორატიული სანთელი ყვავილებით;

ყვავილების კომპოზიცია ფურშეტის მაგიდის;

კომპოზიცია კოქტეილის მაგიდის;

კომპოზიცია ტრიბუნის ქვეშ;

კომპოზიცია კიბის;

შემოსასვლელის დიდი კომპოზიცია;

კომპოზიცია მოლბერტზე;

კომპოზიცია შანდალზე.

 

მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის საბოლოო დიზაინი შეთანხმდება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის.

 

არჩევანი პანსიონსა და სიღატაკეს შორის [ვიდეო]

თეა ზარხოზაშვილი

თეა ზარხოზაშვილი ქობულეთში, ხულოს ქუჩაზე ცხოვრობს. იგი 30 წლისაა და ხუთი მცირეწლოვანი შვილის დედაა. ოთხი შვილი კერძო პანსიონში ჰყავს მიბარებული, ყველაზე პატარა კი, სახლშია. თეას მეუღლე თურქეთშია სამუშაოდ წასული, რის გამოც მრავალშვილიან ოჯახს სახელმწიფომ ფულადი დახმარება შეუწყვიტა.

 

„სასამართლოშიც კი მიჩივლეს, შემოსავალი დაგვიმალე და ფული უკან დააბრუნეო. ეს სახელმწიფო მეუბნება, რომ შვილები პანსიონიდან გამოვიყვანო და შიმშილში ვაცხოვრო,“ – გვეუბნება თეა.

ზარხოზაშვილების სახლი საცხოვრებლად, ფაქტობრივად, უვარგისია – კედლები ირყევა, ფანჯრებზე მინების ნაცვლად ძველი ტანსაცმელია მიკრული, იატაკი ძველი, ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია, ავარიულია სახლის აივანიც.

თეა ამბობს, რომ სახლის შესაკეთებლად გამგეობას ბევრჯერ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ: „არ გეკუთვნისო მითხრეს, არადა, ბავშვები რამდენჯერ ჩამივარდა მაგ ღრიჭოებში“.

სახლში ელექტროგაყვანილობაც კუსტარულია. სახლის ირგვლივ რამდენიმე ბოსელი დგას, რის გამოც ეზო დაჭაობებულია და ირგვლივ მძაფრი სუნია. თეას თქმით, „პირველ სართულზე მეზობლები თივას ინახავენ. ზამთარშიც კი მწერებია სახლში. თივის გამო თაგვებია სახლში და გველიც კი ვიპოვეთ, შეიძლება ასეთ პირობებში ბავშვების ცხოვრება?“

ამ სახლში თეას ოჯახის გარდა ორი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს

თეა ამბობს, რომ ავად არის და მარტო წამლებისთვის თვეში 500-მდე ლარი სჭირდება. საუბრის დროსაც ხშირად ახველებს. სასწრაფო დახმერებას ამ ოჯახში თითქმის ყოველდღე იძახებენ.

„ჩემი ქმარი ვალების გამო წავიდა თურქეთში. თირკმელში კენჭის გავლა ჰქონდა, მაგრამ მაინც წავიდა. სახელმწიფო მხოლოდ 300 ლარს გვაძლევდა, რომელიც ვალებში მიდიოდა. მეუბნებიან, გამოიყვანე ბავშვები პანსიონიდან და დაგეხმარებითო. სად იყვნენ ამდენი ხანი, ექვსი წელია წერილს წერილზე ვწერ, რომ ჩვენი მდგომარეობა გამოასწორონ, ერთხელ არ მოსულა არავინ. ახლა დღეში ცხრაჯერ მოდიან იმის გამო, რომ შვილები ამ საშინელ მდგომარეობაში დავაბრუნო“.

თეა ამბობს, რომ სახელმწიფოს მიმართ ნდობა დაკარგა: „ერთ ტომარა ფქვილს მოიტანენ და ამით ვაცხოვრო ჩემი შვილები? მომიტანეს მაცივარი და არც კი ჩამირთვია. რა შევინახო მაცივარში, როცა საკვები არ გვაქვს. ჩემი შვილები პანსიონში კარგად სწავლობენ, არ სცივათ და არ შიათ, მითხარით, რა შევთავაზო მათ სახლში, რომ მოვიყვანო? მითხრას მთავრობამ, რას სთავაზობს ჩემს შვილებს? მოვიდეს მინისტრი და ერთი დღე იცხოვროს ამ სახლში, მისი შვილები აცხოვროს და მერე მიიღონ გადაწყვეტილება“.

ყველაზე ბევრი თანხა, რაც თეას ოჯახში ბოლო ექვსი თვის მანძილზე შევიდა, 80 ლარია: „მანდარინი ვკრიფე და იმაში ავიღე. ჩემმა შვილებმა ორჯერ ორიც კი არ იცოდნენ, ცხრა წლის ბავშვს ზღვაზე სიმინდის გასაყიდად რომ გაუშვებ და ყანას ათოხნინებ, ეს რა ცხოვრებაა.
ღმერთმა ხომ იცის, რატომ გავუშვი იქ, მინდა ადამიანურ გარემოში იცხოვრონ. ახლა კარგად ასწავლიან. მინდა ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ კარგი განათლება და სუფთა ოთახში დაიძინონ“.

თეა ამბობს, რომ ბავშვების დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სახელმწიფო მათ შემოსავალს გაუზრდის. „გამგეობაში მითხრეს, რას აჩენდი ამდენ ბავშვსო. ამას ადამიანი იტყვის? თუ რაიმეს სთხოვ, მხოლოდ გლანძღავენ“.

 

აზა ბოლქვაძე
აზა ბოლქვაძე

აზა ბოლქვაძეც ქობულეთის მკვიდრია. მას ორი შვილი ჰყავს. მეუღლე გარდაეცვალა და საცხოვრებლად ძმის სახლში გადავიდა, თუმცა საკუთარი ბინა არც მანამდე ჰქონია. ძმის ოჯახიც სოციალურად დაუცველია. აზა ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც შვილი პანსიონში მიაბარა, დაცული მომავალია: „ბავშვი ყველაფრით უზრუნველყოფილია. რაც მთავარია, მას იქ კარგად ასწავლიან. მე მიყვარს ჩემი შვილი და, ბუნებრივია, განვიცდი, რომ ის სხვაგან არის, მაგრამ უფრო მეტად განვიცდი, როცა არ შემიძლია ის მივცე, რასაც ოჯახი უნდა აძლევდეს ბავშვს. სკოლაში ყველა ბავშვს რეპეტიტორი ჰყავს, ჩემს შვილსაც ხომ უნდა ინგლისურის, მათემატიკის სწავლა. 144 ლარია სახელმწიფო დახმარება, რა გავაკეთო ამ თანხით? საკვები ვიყიდო, ტანსაცმელი თუ წამალი“.

აზა ამბობს, რომ შვილს ყოველ დღე ესაუბრება. უმძიმს, მაგრამ ამბობს, რომ სხვა არჩევანი არ აქვს. „ჩემი შემოსავალი მინიმუმ 500 ლარი მაინც რომ იყოს, დავაბრუნებდი შვილს. მე არ ვითხოვ ფუფუნებას, ჩემი ფუფუნება ჩემი შვილები და მათი განათლებაა, სწორედ ამაზე ვზრუნავ დღეს“.

აზა წინააღმდეგია შვილის მინდობით აღზრდისაც. „ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩემი შვილი სხვის ოჯახში უფრო დაცული იქნება“ – ამბობს ის. 

სოფო ჯინჭარაძე და ფრიდონ ევგენიძეც ორ შვილს ზრდიან. ცხრა წლის ლუკა პანსიონში მიაბარეს, უმცროსი ბაღში დაჰყავთ. ორივე უმუშევარია და მათი ყოველთვიური შემოსავალი 250 ლარია, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ.

მათ უმცროს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სოფო ამბობს, რომ სახელმწიფო დაზღვევა ყველა ხარჯს ვერ უნაზღაურებს: „გამოკვლევები თბილისში ჩავუტარე, ბევრი თანხა დავხარჯე. როცა ცუდად გამიხდა, ვკიოდი და ვტიროდი, სად იყო სახელმწიფო, სად იყო სოციალური სამსახური? ახლა მოვარდა ყველა. ერთი ტომარა ფქვილი და შაქარი არ არის ოჯახის დახმარება, ბავშვებს გაცილებით მეტი სჭირდებათ“.

ეს „მეტი“, სოფოს აზრით, კარგი განათლება, თბილი ოთახი და ნორმალური კვებაა.


ფრიდონ ევგენიძის სახლი

„ბავშვებს არ აქვთ საკუთარი ოთახი. როცა მინისტრი ამბობს, ბავშვები ღირსეულად უნდა გაიზარდონო, ვეთანხმები, მაგრამ როგორ? მეგობრები რომ აკითხავენ ლუკას და ეკითხებიან, სად არის შენი ოთახი, ხუთ ადამიანს ერთ ოთახში გძინავთ? – ლუკას რცხვენია. როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ფსიქოლოგიური სტრესი? როცა სახლში არ არის წყალი, სველი წერტილები, ეს ნორმალურია? სოციალური სააგენტოს უფროსი ახლა მოვიდა, როცა შვილი პანსიონში მივაბარე. თურმე გაზის შემოყვანაც შეიძლებოდა აქამდე, ის თბილ ღუმელთან იჯდა, მე კი წვიმაში გარეთ ვრეცხავდი ტანსაცმელს“.

სოფო ამბობს, რომ მასაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა: „ორსულობის დროს ანემია მქონდა და ახლაც თავბრუ მეხვევა, ალბათ, გემოგლობინი ისევ დაბალი მაქვს. ჩემს პატარას ხშირად სჭირდება ექიმი და ჩემი თავისთვის ვეღარ გამოვნახე დრო“.

სოფოსა და ფრიდონს პატარა სახლი და ეზო აქვთ. ამბობენ, რომ თუ ვინმე დაეხმარება, შესაძლებელია ბავშვებს ცალკე ოთახი აუშენონ და უკეთესი პირობები შეუქმნან.

„ლუკა კარგად სწავლობს, ვიცი, რომ კამყოფილია და არაფერი აკლია, მაგრამ ღამეები მაინც არ მძინავს. რომელ დედას არ უნდა შვილი სახლში ჰყავდეს, მაგრამ როგორ?“

სახელმწიფო პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყანაში დიდი ზომის ბავშვთა სახლების არსებობას. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ათასამდე ბავშვი და მოზარდი კერძო პანსიონებში ცხოვრობს. სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ბავშვების ოჯახებს ფულად შემწეობას სთავაზობს. ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით მანელიშვილის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახში, „ოჯახზე უფლებამოსილი პირი თვეში 60 ლარს იღებს, დანარჩენ წევრებზე კი 48 ლარი გაიცემა“.

ბავშვები, რომლებზეც სტატიაშია საუბარი, ქობულეთში ახლაგახსნილ პანსიონში ცხოვრობენ.

ავტომანქანა, ავეჯი, კომპიუტერი – ტენდერები “ქამრების შემოჭერამდე“

კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვაზე, ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციებმა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, წელს 150-ზე მეტი ტენდერი გამოაცხადეს. შესყიდვის სატენდერო თანხამ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ კი ჯამში 2 894 854 ლარი შეადგინა. ამ ტენდერებიდან ზოგი დასრულდა, მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება ან ჯერ არ დასრულებულა.

იმავე [1 იანვრიდან 4 მარტის ჩათვლით] პერიოდში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვაზე გამოცხადებული 50 ტენდერი კი [სატენდერო თანხა – 780 838 ლარი] –  არ შედგა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სკანერების; მყარი დისკების, გარე ვინჩესტერების, მეხსიერების ბარათებისა და დისკების შესაძენად 19 თებერვალს 23 140-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 25 თებერვალს დასრულდა. ადმინისტრაცია ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიასთან შპს „ალტა“-სთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. შესყიდვის ღირებულება სატენდერო თანხის იდენტურია, ანუ შესასყიდი ტექნიკა და აქსესუარები [სკანერი 11 ცალი, მყარი დისკი – 2, გარე ვინჩესტერი – 20, მეხსიერების ბარათი – 10, Digital Versatile Disc (DVD) დისკი – 1000 და Compact Disc (CD) დისკი – 2000 ცალი] „ალტამ“ მთავრობას 23 140 ლარად შესთავაზა.

სახელმწიფო დაწესებულებებმა 100-მდე ტენდერი გამოაცხადა ავეჯის, ხოლო 81 ტენდერი ავეჯის აქსესუარების შეძენაზე, საერთო სატენდერო თანხით – 4 221 661 ლარი.

ავეჯისა და ავეჯის აქსესუარებზე გამოცხადებული არშემდგარი ტენდერების სავარაუდო ღირებულებამ კი ჯამში 466 109 ლარი შეადგინა.

მაგალითად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობისათვის საოფისე ავეჯის შესყიდვაზე, ტენდერი მთავრობის ადმინისტრაციამ 27 თებერვალს გამოაცხადა. ავეჯის [საკონფერენციო/შეხვედრებისა და სამუშაო მაგიდები, პრინტერის მაგიდა, მაგიდა მინის ფასადით, კარადები, სამზარეულო] შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] ღირებულება კი 53 935  ლარით განისაზღვრა.

ადმინისტრაცია ხელშეკრულებას, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, შპს „ევროსტილი – XXI“-სთან გააფორმებს. ამ კომპანიამ ტენდერით შესასყიდი ავეჯი მთავრობას 22 219 ლარად შესთავაზა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რაც შეეხება, 1 იანვრიდან დღემდე გამოცხადებული ტენდერების [მიმდინარე და დასრულებულიც] სატენდერო თანხამ 7 938 390 ლარი შეადგინა. 25-ჯერ არ შედგა ავტომობილების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი [საერთო თანხა 1 070 200 ლარი].

ყველაზე ძვირადღირებული ტენდერი – 30 პიკაპის შესყიდვაზე  – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 9 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო ღირებულება 1 450 086 ლარია. წინადადებების მიღება 2 მარტს დასრულდა, თუმცა სააგენტოს გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. დოკუმენტების მიხედვით, 30 პიკაპს შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 1 244 789 ლარად სთავაზობს სააგენტოს, ხოლო „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ – 1 241 286 ლარად.

საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებს 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის ნაწილებისა და აქსესუარების შესაძენად 115 ტენდერი აქვთ გამოცხადებული [დასრულებული და მიმდინარე]. ამ ტენდერების საერთო თანხა კი, 10 047 977 ლარია.

ამ კატეგორიის შესყიდვებში არ შედგა 33 ტენდერი, საერთო სატენდერო თანხით – 2 395 162 ლარი. 

აჭარაში მოსწავლეების უფასო სამედიცინო შემოწმება იწყება

 

სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 6 მარტს სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში, აჭარის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთ-ერთი ღონისძიების, „ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში“, განხორციელებაში ხელშეწყობას.

 

მემორანდუმის ფარგლებში ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო – პროფილაქტიკურ შემოწმებას აჭარაში „სს საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის კონსულტაციები.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორგანიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას.

მოსწავლეთა ლიტერატურულ მარათონში რეგისტრაცია დაიწყო

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს ორ კატეგორიად: I კატეგორია – VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები, II კატეგორია – X, XI, XII კლასის მოსწავლეები.


კონკურსი ჩატარდება ორ ტურად – შესარჩევი და ფინალური ტური. ლიტერატურული მარათონის შესარჩევი ტური ჩატარდება ელექტრონული ფორმით. ხოლო ფინალური ტური ჩატარდება ერთმანეთის პირისპირ ინტელექტუალური შეჯიბრის ფორმით.


ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა:

 

ა) მონაწილემ შესარჩევ ტურში დააგროვოს კომისიის მიერ განსაზღვრული ქულების რაოდენობა. (თუ რამდენიმე მონაწილემ კომისიის მიერ განსაზღვრული მინიმალური ქულების ერთნაირი რაოდენობა დააგროვა, ჩაითვლებიან ფინალურ ტურში მონაწილეებად).

ბ) ფინალში მონაწილე კონკურსანტმა უნდა დაადასტუროს მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემების სისწორე პირადობის ან დაბადების მოწმობის წარდგენის საშუალებით.


კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 2015 წლის 20 მარტის ჩათვლით. კონკურსის მიზანია ინტელექტუალური შეჯიბრის საშუალებით მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. 

 

საქართველოს მოქალაქის უკრაინელ მეუღლეს ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ


ირაკლი ძნელაძე და იულია ბანკოვა
ირაკლი ძნელაძე და იულია ბანკოვა

„2014 წლის აგვისტოში, ჩემს უკრაინელ მეუღლესთან ერთად გადავწყვიტეთ გვეცხოვრა საქართველოში, აქამდე ხან მე ვიყავი კიევში, ხან ის – ბათუმში. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მივმართე იუსტიციის სახლს შეკითხვით: თუ რა საბუთები მჭირდება, რათა ჩემმა უკრაინელმა მეუღლემ და ბავშვმა საქართველოში შეძლონ ცხოვრება კანონიერად. იქ მითხრეს, რომ დ4 კატეგორიის ვიზაა საჭირო დედა-შვილისთვის, რაც ოჯახის გაერთიანებას ნიშნავს… ამ მიზნით მეუღლემ მიმართა საქართველოს საელჩოს უკრაინაში, სადაც ბევრი გაურკვეველი მისვლა – მოსვლის შემდეგ მისცეს ვიზა. ამ ყველაფრის მერე, მეუღლე და შვილი ტოვებენ უკრაინას სამუდამოდ და გადმოდიან საქართველოში საცხოვრებლად . იუსტიციის სახლში საბუთების ჩაბარების შემდეგ, 1 თვეში ბინადრობაზე გვეუბნებიან უარს!  თავიდან რომ შევიტანოთ საბუთები მინიმუმ 1 თვე უნდა გავიდეს, 1 თვეში კი ვიზას დრო გაუდის უკვე, ანუ გამოდის, რომ უკვე არალეგალები არიან. ეხლა რომ გაფრინდეს ისევ უკრაინაში თვიფრინავში აღარ აუშვებენ, რადგან მე-8 თვეშია ორსულობის“ – წერს ირაკლი ძნელაძე ფეისბუქზე.  

 

„ბათუმელებთან“ ირაკლი ძნელაძე ამბობს,  რომ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად ყველა მოთხოვნილი და ნოტარიულად დამოწმებული საბუთი მიიტანა იუსტიციის სახლში და საჭირო თანხა -180 ლარი გადაიხადა, თუმცა იულიას ბინადრობაზე უარი ისე უთხრეს, რომ მიზეზი არც აუხსნიათ.

 

„მიზეზი არ აუხსნიათ. ზოგი მეუბნება, რომ ყველას, ავტომატურად უარს ეუბნებიანო, ათასი ვერსია მოვისმინე. ვაპირებ გასაჩივრებას. ფეისბუქზე სტატუსს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, დაველოდები ორ დღეს და შემდეგ უკვე ვიჩივლებ, სხვა გზა აღარ მაქვს“ – ამბობს ირაკლი.  

 

რა მიზეზით უთხრა უარი სახელწიფომ საქართველოს მოქალაქის მეუღლეს  ბინადრობაზე, ამ, და თემასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე პასუხს  „ბათუმელები“ სერვისების განვითარების სააგენტოსგან ელოდება.

 

 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად ქორწინების საშუალო ასაკი 28-31 წელია

 

ქორწილი. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
ქორწილი. მარიამ ქველიაშვილის ფოტო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით გასულ წელს ყველაზე მეტი, 3 307 წყვილი სექტემბერში დაქორწინდა. ქორწინების რეგისტრაციის კუთხით ლიდერობს თბილისი – 12 261 ქორწინება, მეორე ადგილზეა ბათუმი – 3 023 ქორწინება და მესამეზე ქუთაისი – 2 606 ქორწინების რეგისტრაცია.  

 

სიღნაღში კი, სადაც ქორწინების რეგისტრაცია 24 საათის მანძილზე ხდება, 2014 წელს 588 წყვილი დაქორწინდა, მათგან 57-მა წყვილმა ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე იქორწინა.  

 

2014 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა 78 პროცენტში კაცი უფროსი იყო ქალზე, დაქორწინებულ წყვილთა 22 პროცენტში კი ქალი უფროსი იყო კაცზე.  

 

ოფიციალურ ქორწინებათა 2014 წლის მონაცემები ჩამორჩება 2013 წლის სტატისტიკას: 2013 წელს საქართველოში 34 324-მა წყვილმა იქორწინა.  

ტელეკომპანია“ მაესტროს“ საგანგებო განცხადება

 

„მაესტრო“ მიიჩნევს, რომ მომხდარი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რომლის მსხვერპლიც შესაძლოა გახდეს თითოეული და ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ამიტომ, ტელეკომპანია „მაესტრო“ არ დაუთმობს ეთერს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ ძალებს და უარს ამბობს გააშუქოს მათი აქტივობა, ვიდრე:

1. აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ აიღებენ პასუხისმგებლობას მომხდარ ინციდენტზე.
2. აქციის ოგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს მომხდარის გამო.
3. ვიდრე, ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს არ აუნაზღაურებენ მატერიალურ ზარალს.
4. ვიდრე, ინციდენტში მონაწილე პირები არ დაისჯებიან კანონის შესაბამისად.
“მაესტრო” აფიქსირებს რომ იგივე პოზიციას დაიკავებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის მიმართ, თუ ადგილი ექნება ანალოგიურ ინციდენტებს.

ვარდების მოედანზე აქცია „შემოულაწუნეს“ მსვლელობისას,  ფოტორეპორტიორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები და დაზიანდა მისი კუთვნილი ტექნიკა.

მიწის დამუშავება გრაფიკით

 

მიწების დროულად დამუშავებისთვის ხვნის ბარათების დარიგება აჭარის მაღალმთიანეთში გასულ კვირას დაიწყო, მიწის მოსახვნელად ქედაში 3 747 ფერმერი, ხულოში – 4 835 და შუახევში 3 108 ფერმერი მიიღებს ბარათს. როგორც ქედის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში მერაბ ტაკიძე ამბობს, ბარათების დარიგება ქედაში გასულ კვირას დაიწყო და კვირის ბოლომდე დასრულდება.
„მოსახლეობასთან ხვნის ბარათები გამგებლის წარმომადგენლებს მიაქვთ, ერთი კვირის განმავლობაში ყველა ოჯახი მიიღებს ბარათს, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ სჭირდება ხვნის ბარათი, მას შეუძლია დააბრუნოს და შესაბამისი ქულა აგრობარათზე დაერიცხება“, – ამბობს მერაბ ტაკიძე.

ხვნის ბარათების დარიგება მიმდინარეობს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც.

ქედის მუნიციპალიტეტის ცხრა თემიდან რვა თემში ხვნის ბარათით, სახნავ-სათეს მიწებს გასული წლის მსგავსად წელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ დაამუშავებს. გარდა „მექანიზატორისა“, ქედაში ხვნის ბარათით მიწის დამუშავების უფლება ამხანაგობა „ქედას“ აქვს. თუმცა, ამხანაგობას ბარათით მიწის მოხვნის ლიცენზია მხოლოდ ერთ – „ზვარეს“ თემში ვრცელდება, შესაბამისად, მხოლოდ ამ თემის მოსახლეობას მოუხნავენ მიწებს ბარათით ამხანაგობის კუთვნილი სამი ტრაქტორით. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი ბარათის გარეშე დაამუშავებინებს საკუთრებაში არსებულ მიწას, ერთი ჰექტარი მიწის დამუშავებაში ის 140 ლარს გადაიხდის.

 

მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით გასულ წელს ქედის მოსახლეობა `მექანიზატორის~ მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან შპს-მ მიწების დროულად დამუშავება ვერ შეძლო – ხუთი ტრაქტორიდან სამი ხშირად მწყობრიდან გამოდიოდა, მიწას კი მხოლოდ ორი ტრაქტორი ამუშავებდა. შპს „მექანიზატორის“ ქედის მუნიციპალიტეტის ბრიგადის მენეჯერის, ზურაბ სურმანიძის თქმით, მიწის მოხვნაზე ქედაში წელს პრობლემები არ იქნება, შპს-ს ამ დროისთვის ქედაში ოთხი ტექნიკა აქვს და ოთხივე გამართულ მდგომარეობაშია. ზურაბ სურმანიძე მიიჩნევს, რომ რვა თემის მოსახლეობის სავარგული მიწების დამუშავებისთვის ოთხი მექანიზატორი საკმარისია.

 

„პირველი აპრილიდან დავიწყებთ მიწების დამუშავებას, ხელშეკრულებით დღეიდანაც შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა, ამის მოთხოვნა თუ იქნება. კარგი ამინდია და არც მოსახლეობა დარჩება დაზარალებული. ვერ გეტყვით გასულ წელს რა და როგორ იყო, მე წელს დავინიშნე. ამ დროისთვის ქედაში ოთხი გამართული მექანიზატორი გვაქვს, გარდა ამისა, ამხანაგობას მისი ტრაქტორები აქვს და ვფიქრობ, სრულიად საკმარისია ქედაში მიწების დროულად დამუშავებისთვის.

 

არსებული ტექნიკის გარდა, დამატებით მუხლუხიანი ტექნიკა გვინდოდა, შეგვპირდნენ იქნებაო. მოსახლეობას მიწას დავუმუშავებთ როგორც მიწის ხვნის ბარათით, ასევე თანხით, 1 ჰექტარი მიწის მოხვნის ღირებულება 140 ლარია.

 

გრაფიკი გვაქვს შემუშავებული, პირველ ეტაპზე დანდალოს მიწების დამუშავებას დავიწყებთ, რადგან იქ კარტოფილს თესავენ და ადრე უნდა დაირგოს, შემდეგ სხვა თემებში გადავალთ, მაქსიმუმ ორი თვე დაგვჭირდება“, – ამბობს ზურაბ სურმანიძე.

 

ხულოს მუნიციპალიტეტშიც მიწას ხვნის ბარათით შპს „მექანიზატორი“ დაამუშავებს. აქ მიწის ხვნისა და აგრობარათს ოჯახები ბეშუმში არსებულ იმ მიწებზეც მიიღებენ, რომლებსაც ისინი ამუშავებენ. „გასული წლის სიები, რომლითაც გაიცა ბარათები, გადასამოწმებლად გადმოგვიგზავნეს, წელს არც ერთი ოჯახი არ დარჩება ბარათის გარეშე. რაც შეეხება გასულ წელს, თითქმის ყველამ მიიღო ხვნისა და აგრობარათი, პრეტენზია, რომ ვინმე გამორჩა და ვერ მიიღო ბარათი, აღმოფხვრილია.

 

ხულოში 33 000 ჰექტრამდე მიწა იხვნება, უმეტეს ნაწილს გამწევი ძალითა და მცირე მექანიზატორით, მიუდგომელ ადგილებს კი მოტობლოკით ამუშავებენ. დაბალ ზონაში, როგორიცაა დაბა და სხალთის თემი, შეიძლება ტრაქტორით დამუშავდეს. იქედან გამომდინარე, რომ ზოგიერთი მოტობლოკით ამუშავებს, ზოგიერთი ტრაქტორით და ზოგიც გამწევი ძალით, მიწის დამუშავება პრობლემა არასდროს ყოფილა.

 

გასული წლის მონაცემებიდან გამომდინარე ვფიქრობ, მოსახლეობის დაახლოებით 11% გამოიყენებს ხვნის ბარათს, დანარჩენი კი, დააბრუნებს. ჩვენთან მიწის დამუშავება მარტის ბოლოდან იწყება“, – ამბობს ნოდარ მიქელაძე.

 

შპს „მექანიზატორი“ მოხნავს მიწას შუახევშიც. ამ მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობა „სოფლის აღორძინება“ წელს მიწის დამუშავებს ვერ შეძლებს, რადგან, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე ზაზა დავითაძე ამბობს, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული „ბელარუსის“ ტიპის სამი ტრაქტორი შესაკეთებელია, საჭირო თანხა კი ამხანაგობას არ გააჩნია. ამხანაგობამ მის ბალანსზე არსებული ტექნიკის გამართვისთვის საჭირო თანხა მუნიციპალიტეტის გამგეობას გასულ წელს სთხოვა და დახმარების დაპირებაც მიიღო.

 

„ტექნიკა გაუმართავია, თუ მუნიციპალიტეტი დამეხმარება ტექნიკის გამართვაში, მიწებს ჩვენი ტრაქტორებით დავამუშავებთ. 2013 წელს 15 ჰექტარი დავამუშავეთ, გასულ წელს კი არ გვიმუშავია, რადგან ტრაქტორები შესაკეთებელია, რემონტისთვის საჭირო თანხა – 8 000 ლარი ამხანაგობას არ გააჩნია. გასულ წელს გამგეობას მივმართე დახმარებისთვის, მითხრეს ბიუჯეტის კორექტირებისას დაგეხმარებითო, მერე კიდევ მივმართე და ველოდები დახმარებას“, – ამბობს ზაზა დავითაძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში, რომან ფუტკარაძე ტექნიკის გაუმართაობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და აღნიშნავს, რომ ხვნის ბარათით შუახევში მიწებს ამხანაგობა „სოფლის აღორძინება“ დაამუშავებს. „შუახევის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 22-მა ოჯახმა ვერ მიიღო ხვნის ბარათი, წელს ყველა მათგანი ჩავსვით სიაში და ყველა მიიღებს ბარათს, ჩვენთან ამხანაგობა „სოფლის აღორძინება“ ამუშავებს მიწებს და წელსაც ამხანაგობა დაამუშავებს.

 

რადგან არსებული მიწების 84%-ს დიდი მექანიზატორი ვერ ამუშავებს და აქ მიწების დასამუშავებლად ისევ გამწევი ძალა გამოიყენება, მოსახლეობა ბარათს უკან აბრუნებს. გასულ წელს ხვნის ბარათი დაახლოებით 2600-მა ოჯახმა დააბრუნა. მოსახლეობა უფრო აგრობარათს იყენებს, შესაბამისად, ურჩევნია ქულები ბარათზე დაერიცხოს“, – ამბობს რომან ფუტკარაძე.

 

პროფესიით აგრონომი და ქედის აგროსერვისცენტრის უფროსი სოსო შერვაშიძე ფერმერებს მიწის დამუშავებისას აგროწესების დაცვას ურჩევს. აგრონომის თქმით, იმისთვის, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ, მიწა სწორად და აგროწესების დაცვით უნდა დამუშავდეს.

 

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს – მიწის ანალიზია, ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სჭირდება ნიადაგს, ესაჭიროება თუ არა სასუქი. მეორე წესი, რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ, მიწის აგროვადებში დამუშავებაა, 15 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა დამუშავდეს მიწა. ჩვენთან, ძირითადად, მჟავე ნიადაგია, ნიადაგის გასანეიტრალებლად საჭირო ოდენობის დეფეკატი მიწის მოხვნამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა შევიდეს. იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგი მჟავიანია, მის განეიტრალებას ერთ ჰექტარზე 10 ტონა დეფეკატი სჭირდება“, –  ამბობს სოსო შერვაშიძე.

 

აგროსერვისცენტრის ქედის სამსახურის კონსულტანტი ნიადაგის საკითხებში, შოთა ბერიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების აგროსერვისცენტრები ნიადაგის კვლევის საველე ლაბორატორიებით არის აღჭურვილი, ასეთ ლაბორატორიებში კი ნიადაგის ერთი ანალიზის კვლევის ღირებულება 30 ლარია.

 

შოთა ბერიძე: „მხოლოდ ნიადაგის კვლევის შემდეგ არის შესაძლებელი რეკომენდაციის გაცემა. რაც შეეხება კვლევას, ერთ კონკრეტულ სავარგულზე იმდენი ანალიზის აღებაა საჭირო, რამდენკონტურიანიცაა მიწა, ან შესაძლებელია ლოკალურად ფერმერს შეტანილი ჰქონდეს სასუქი და ამის მიხედვითაც უნდა მოხდეს ნიადაგის კვლევა. ნიადაგის ანალიზის აღებიდან მეორე დღეს მივცემთ ფერმერს რეკომენდაციას, თუ რა სახის სასუქი უნდა შეიტანოს ნიადაგში, კარგი მოსავალი რომ მიიღოს“.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბათუმში 14 წლამდე ბავშვებისათვის

 

კონსულტაციას გაუწევენ იმ მოზარდებს, რომლებსაც აწუხებთ შემდეგი დაავადებები:  მწვავე ოსტეომელიტი, ძვლის კისტა, ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის კისტა (საღი გონებით), კიდურების ანომალია, ჰემანგიომა, ჰირშპრუნგის დაავადება, ორგანოების ატრეზიები- ოპერაციული ჩარევის შემდგომი გართულებები (სტომები), ჰიპოსპადია, ეპისპადია, დამწვრობები და მასთან დაკავშირებული გართულებები, სახის ღია ნაპრალი.

 

 აქცია საქველმოქმედო ორგანიზაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ და ბავშვთა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „FRIEDENSDORF INTERNATIONAL“-ის (გერმანია) ინიციატივით იმართება, რომლის მიზანია სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვების მოძიება, აღრიცხვა და გერმანიაში უფასო მკურნალობისათვის გაგზავნა. მშობელმა თან უნდა იქონიოს პაციენტის დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, არსებობის შემთხვევაში რენტგენოლოგიური და ტომოგრაფიული კვლევა, ფოტოსურათი და ცნობა ფაქტობრივი მისამართის შესახებ.  

რა ხარისხის მასალით შენდება ბათუმი?

 

ირაკლი ლოჩოშვილი
ირაკლი ლოჩოშვილი

ბატონო ირაკლი, კონკრეტულად რომელ სამშენებლო მასალებს ამოწმებთ ლაბორატორიაში და რამდენად ხშირად მოგმართავენ ხარისხის დასადგენად?


ლაბორატორიაში შესაძლებელია შემოწმდეს სილა, ხრეში, ღორღი, ცემენტი და ბეტონი. გვაქვს ასევე ტექნიკური განყოფილება, სადაც შესაძლებელია ელექტროშემდუღებელი მასალების შემოწმება თანამედროვე ტექნოლოგიებით. შემოწმების დროს დგინდება, შედუღებულ მასალებს გააჩნია თუ არა ბზარი, დაცულია თუ არა შედუღების სტანდარტი და ა.შ. ჩვენ გაგვაჩნია IჩO-ს საერთაშორისო სერტიფიკატი და იმის მიხედვით ვამოწმებთ სტანდარტებს. 


თუ მოგმართავენ სამშენებლო კომპანიები მასალების შესამოწმებლად და დაახლოებით როგორ გამოიყურება ეს მომართვიანობა ციფრებში?


სამშენებლო მასალების ხარისხზე შემოწმება სავალდებულო არ არის, ძირითადად ნებაყოფლობით მოგვმართავენ სამშენებლო კომპანიები და კერძო პირებიც.

რამდენია კერძო პირი და რამდენი იურიდიული?


ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ არიან. გვაქვს შემოსავალიც.

ტარიფი როგორაა განსაზღვრული, ყველა მასალის შემოწმებას ერთი ფასი აქვს, თუ განსხვავებულია?


ჩვენთან, ძირითადად, ბეტონის შემოწმებაზე მოდიან და 11 ლარი ღირს მისი შემოწმება. როცა სამშენებლო კომპანია ფილას აგებს თუ ფუნდამენტს ასხამს, ამ შემთხვევაში მოგვმართავენ. სინჯი იღება, ჩერდება წყალში, შვიდი დღის შემდეგ ხდება წყლიდან ამოღება და მოწმდება მისი მარკიანობა, შემდეგ 28-ე დღეს კიდევ მოწმდება მარკიანობა. ანუ თავისი პროცედურები აქვს ამ შემოწმებას.


 ქალაქში ბევრი ახალი სახლი შენდება და მოსახლეობას, ფაქტობრივად, არ აქვს ინფორმაცია იმ მასალების ხარისხთან დაკავშირებით, რა მასალითაც ეს კორპუსები შენდება. ლაბორატორიული შედეგების მიხედვით, რა სურათი გვაქვს, რამდენად ხარისხიან მასალებს იყენებენ მშენებლები? 


ძირითადად ბეტონზე მოგვმართავენ და ყველა შემოწმებაზე დგება ოქმი. ამ ოქმის ჩანაწერები არ მახსოვს ზეპირად, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მაგალითად, ბეტონის ხარისხი 200-იდან 300 მარკამდე მერყეობს. 


 კონკრეტულად რომელ სამშენებლო მასალებს ამოწმებთ ლაბორატორიაში და რამდენად ხშირად მოგმართავენ ხარისხის დასადგენად?


ლაბორატორიაში შესაძლებელია შემოწმდეს სილა, ხრეში, ღორღი, ცემენტი და ბეტონი. გვაქვს ასევე ტექნიკური განყოფილება, სადაც შესაძლებელია ელექტროშემდუღებელი მასალების შემოწმება თანამედროვე ტექნოლოგიებით. შემოწმების დროს დგინდება, შედუღებულ მასალებს გააჩნია თუ არა ბზარი, დაცულია თუ არა შედუღების სტანდარტი და ა.შ. ჩვენ გაგვაჩნია ICO-ს საერთაშორისო სერტიფიკატი და იმის მიხედვით ვამოწმებთ სტანდარტებს. 

 ის მასალები, რომლებიც შემოწმდა, აკმაყოფილებს ICO-ს მოთხოვნებს?


ვინც ბეტონს აწვდის, ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მასალის მარკიანობა იყოს უმაღლესი. უმეტეს შემთხვევაში კარგი ბეტონი მზადდება.


ბეტონის გარდა სხვა რა მასალები მოწმდება და ამ შემთხვევაში როგორია ხარისხი?


 გვაქვს მესამე განყოფილება, სადაც მიწის, სახლის აზომვითი მასალები მოწმდება. შარშან ფოთში გაკეთდა წყლის გაყვანილობა და ის მილები გავტესტეთ.


ბათუმში იყო არა ერთი შემთხვევა, როცა მშენებლობაზე სახლის კედელი და აივანი ჩამოინგრა. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით თუ მოუმართავს მშენებელს ან ბინის მომავალ მეპატრონეს, რომ სამშენებლო მასალის ხარისხი დაედგინათ?


როცა სახლის რაღაც ნაწილი ინგრევა, ამ შემთხვევაში ზედამხედველობამ უნდა მიიღოს ზომები. თუმცა, მე არ მახსენდება, რომ შენობის ნგრევის შემდეგ მოემართა ვინმეს ლაბორატორიისთვის. მშენებლებს დოკუმენტაციით მოეთხოვებათ ხარისხიანი მასალების გამოყენება და მათი დოკუმენტაცია ალბათ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ვისაც აინტერესებს, ისინი მოდიან. ახალ ბულვარში მიმდინარეობს დიდი პროექტის მშენებლობა და იმათ ვუმოწმებთ ბეტონს. ძირითადად ადგილზე დამზადებული მასალებით მიმდინარეობს მშენებლობა.


მერია ან სხვა რომელიმე უწყება თუ მოგმართავთ მასალების ხარისხის დასადგენად, როცა საბიუჯეტო თანხით ხორციელდება რაიმე მშენებლობა. ვთქვათ, ქუჩების მოპირკეთების დროს თუ შეამოწმეს ფილების ხარისხი ან სხვა მასალები?


ხელვაჩაურიდან მოგვმართეს ერთხელ ხარისხის დადგენაზე, გზების დაგების დროს, სხვა შემთხვევა არ მახსენდება. როცა მერია ტენდერს აცხადებს, მოთხოვნებში აქვს ჩადებული რა ხარისხის მასალები უნდა გამოიყენოს სამუშაოს შემსრულებელმა. ფილების დაგების დროს იყო შემსრულებელი მოსული ხარისხის დადგენაზე, თუმცა რა შედეგი დაიდო, ზეპირად არ მახსოვს.


მოქალაქეები საუბრობენ იმაზეც, რომ სამშენებლო მასალები ძირითადად ეკოლოგიურად არ არის უსაფრთხო და არის რადიაციულად დაბინძურებული. ამ მიმართულებით თუ გამოკვლეულა სამშენებლო მასალები ლაბორატორიაში და როგორია შედეგი?


სამშენებლო მასალებში, ბუნებრივია, მარტო ბეტონი არ შედის, არის არმატურაც და სხვა მასალებიც. არმატურა არ შეგვიმოწმებია, არც საღებავს ვამოწმებთ, ყველაზე მეტად ბეტონის ხარისხის შესამოწმებლად მოგვმართავენ, იყო მომართვა ბლოკებზეც, იშვიათად მოგვმართავენ ცემენტზე. ამიტომ, მთლიანობაში, ეკოლოგიურად რამდენად სუფთა მასალითაა აგებული სახლი, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს.


ამ ორ წელიწადში რა შემოსავალი მიიღო ლაბორატორიამ?


დაახლოებით 50 ათასი ლარი.

სწავლა უცხოეთში, საჯარო ლექციები და კონფერენციები – აჭარის განათლების სამინისტროს კონკურსი

 

სამინისტრო აფინანსებს: 

 

– სწავლას საზღვარგარეთ;
– სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას;
– კვალიფიკაციის ამაღლებას;
– კონფერენციის მოწყობას;
– საზაფხულო სკოლის ორგანიზებას; 
– საჯარო ლექციებს. 

სწავლა საზღვარგარეთ – ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა. ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ჩაირიცხება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების ან კანადის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.


ქვეპროგრამის მონაწილე სწავლებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით სამინისტროდან მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 12500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ხარჯების დაფარვის მიზნით. 


ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის პირველ ივლისამდე. 


სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა – ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე – აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე მოქალაქეებს. აგრეთვე იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ქვეპროგრამის მონაწილე სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს  კომისია. 

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის პირველ მაისამდე 2015 წლის ივნის – ნოემბრის თვეში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.


 

კვალიფიკაციის ამაღლება – დაფინანსდება მეცნიერთა სტაჟირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების ან კანადის წამყვან უნივერსიტეტებში, სამეცნიერო-კვლევით და ხელოვნების ცენტრებში. ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 45 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი, ან აქვს დოქტორის აკადემიური (მასთან გათანაბრებული) ხარისხი. ქვეპროგრამის მონაწილე დაფინანსების მიზნით მიიღებს ფინანსურ დახმარებას 5000 ლარის ოდენობით. ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

 

საბუთების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის პირველ მაისამდე და 2015 წლის პირველი ივლისიდან 2015 წლის პირველ აგვისტომდე.

 

საზაფხულო სკოლა – ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს საზაფხულო სკოლის მოწყობას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს; აჭარაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს.

სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი საზაფხულო სკოლის დაფინანსებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია.

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის 1 ივნისამდე ივლის-ნოემბრის თვეში გამართული საზაფხულო სკოლის დაფინანსების მოსაპოვებლად.

 

კონფერენციის მოწყობა – კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს. აგრეთვე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი კონფერენციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს. ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის პირველ ივლისამდე 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის 20 მაისამდე გასამართი კონფერენციის მოწყობისათვის დაფინანსების მოსაპოვებლად.


საჯარო ლექციები – სამინისტრო დააფინანსებს საჯარო ლექციების ორგანიზებას. ლექციები გაიმართება სხვადასხვა აუდიტორიისათვის: სტუდენტები, ლექტორები, მასწავლებლები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (იურიდიული მისამართი) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს; კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი საჯარო ლექციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს.
კონკურსში მონაწილოების მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: 2015 წლის 10 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2015 წლის პირველი აპრილიდან 2015 წლის 20 ივნისამდე და 2015 წლის პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2015 წლის 20 აგვისტოდან 10 დეკემბრამდე.


სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის კომპონენტში დაფინანსდა 4 სტუდენტი; სამეცნიერო ღონისძიებების კომპონენტში – 4 აპლიკანტი; კონფერენციის მოწყობის კომპონენტში – 3 კონფერენცია და საჯარო ლექციების კომპონენტში – 10 ლექცია.

 

დამატებითი ინფორმაცია და კონკურსში მონაწილეობის პირობები იხილეთ აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე


როგორ გეგმავს მერია უკანონო გარევაჭრობის აღკვეთას

თენგიზ მესხიძე
თენგიზ მესხიძე

ბატონო თენგიზ, ბათუმის მერია ინტერნეტის საშუალებით იკვლევს საზოგადოებრივ აზრს უკანონო გარევაჭრობასთან დაკავშირებით. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მერია აპირებს გაამკაცროს უკანონო გარევაჭრობასთან დაკავშირებული ზომები?


 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და კანონებით ქალაქში გარევაჭრობა უნდა იყოს აღკვეთილი. ეს მაღაზიებისთვისაა დასაშვები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერიის შესაბამისი განყოფილება გასცემს ნებართვას. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, რომლებიც თვითნებურად დებენ დახლებს ქუჩებში და ტროტუარებზე, მათზე ნებართვა არ გაიცემა, ისინი არიან უკანონო გარემოვაჭრეები და მათი ამ ქუჩებიდან გაყვანა მოხდება. ჩვენ რეიდები ჩავატარეთ და გარევაჭრობა აღვკვეთეთ. განყოფილებაში, რომელიც გარევაჭრობას აკონტროლებს, სულ ათი კაცია და ათი კაცით ერთდროულად ბათუმის მონიტორინგი რთული იქნება, მაგრამ ის ადგილები, რომლებიც გადატვირთულია უკანონო გარემოვაჭრეების მიერ, მაგალითად, წერეთლის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია, გათავისუფლდება გარევაჭრობისაგან. 


ეს არის ყველაზე პრობლემური ადგილები ქალაქში?


დიახ, და კიდევ ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთა. 


 რას ითვალისწინებს კანონი უკანონო გარევაჭრობის შემთხვევაში?


ჯარიმას, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში, უკანონოდ ვაჭრობენ, არიან გაჭირვებული და პირდაპირ ჯარიმის გამოწერას ვერიდებით, ჯერ ვაფრთხილებთ სიტყვიერად, შემდეგ წერილს გადავცემთ და თუ ძალიან შეგვეწინააღმდეგენ, მაშინ ვაჯარიმებთ.

რამდენია ჯარიმა?


სხვადასხვა მუხლია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. ერთია უკანონო გარევაჭრობა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 20-იდან 50 ლარამდე, მაგრამ თუ მანქანის ან ფეხით სავალი ნაწილია დაკავებული, იქ უკვე 500 ლარია ჯარიმა. 500-ლარიანი ჯარიმის გამოწერა ძალიან რთული საქმეა გაჭირვებული ადამიანისთვის და ამიტომ ჩვენ მაინც ვცდილობთ 50 ლარზე მეტით არ დავაჯარიმოთ. 


რას სთავაზობთ, სად უნდა წავიდნენ ეს ადამიანები?


მერიას აქვს მოლაპარაკება ახალ ავტოსადგურ „მეტროსთან“, რომელიც ბონი-ბარცხანის გადასასვლელზე მდებარეობს. დავათვალიერეთ ტერიტორია. ეს არის ფართო ადგილი, პარკირებით, კარგი მისასვლელით, მოასფალტებული და მოპირკეთებული. ბაზარია შიგნით გაკეთებული, თანამედროვე სტანდარტებით, დახლები უკვე აწყვია, შუქი და წყალიც მიყვანილია. მომავალ კვირას ხელმძღვანელი უნდა შევახვედროთ წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს. გვინდა, გარემოვაჭრეებმა თავიდანვე თადარიგი დაიჭირონ ბაზრის მეპატრონეებთან, რადგან მერე ისე არ მოხდეს, რომ თქვან – „ჩვენ არ ვიცოდით“, „დაგვასწრეს“, „დახლი არ შეგვხვდა“ და ა.შ. ავტოსადგურის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ ერთი წლის მანძილზე არ გადაახდევინებს ქირას გარემოვაჭრეებს და შემდეგ უკვე ჩვენ ამაში ვეღარ ჩავერევით. ეს პროცესი უმტკივნეულოდ უნდა განხორციელდეს, უკანონო გარემოვაჭრეების ინტერესებიც უნდა იყოს დაცული და ქალაქისაც.

როგორ შეხვდნენ მოვაჭრეები ამ შეთავაზებას?

წერეთლის ქუჩიდან წავიყვანე უფრო აქტიური გარემოვაჭრეები იქ და მოეწონათ ძალიან. ჩვენც მოგვწონს ის ადგილი. იქ არის დიდი ტერიტორია და თუ ჩვენ ამ ადგილს დავტვირთავთ, „მეტროს“ ადმინისტრაცია გვპირდება, ამ ადგილზე ახალ ბაზარსაც ააშენებს. ვფიქრობ, ეს იქნება ყველასთვის კარგი გამოსავალი და ეს არ იქნება მტკივნეული, რადგან ჩვენ ამას ეტაპობრივად განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, იქნება იმ კატეგორიის ხალხიც, რომელიც ამის წინააღმდეგი წავა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი გვექნება. ვეღარ მოიცდის ქალაქი. ტერიტორიები კეთილმოსაწყობია, ასფალტი დასაგებია ყოფილი კალიევის, ახლანდელი ბერიძის ქუჩაზე, ტროტუარები გასაკეთებელია, მერია ამის გამო სამუშაოებს ვერ ატარებს.

 უკანონო გარევაჭრობასთან ბრძოლის თემა ბათუმისთვის ახალი არ არის. წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა ამის მცდელობა, პერიოდულად ახერხებდა კიდეც, მაგრამ მოვაჭრეები ისევ უბრუნდებოდნენ ქუჩას. ახალ პოლიტიკას რა შედეგი ექნება თქვენი ვარაუდით და რა დროში შეიძლება ეს გაიწელოს?

მე ვფიქრობ, საზღვაო სეზონამდე ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს. ისე ვართ ჩვენ მომართული ამ თემასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ეს პროცესი ძალიან გაიწელოს. ბევრი განცხადება შემოდის, გარემოვაჭრეებს ადგილზე მცხოვრებლებიც უპირისპირდებიან. ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებული, ზოგს ძალით შეიძლება დასჭირდეს გაყვანა, ზოგი მისი ნებით წავა, მაგრამ საბოლოოდ შედეგამდე უნდა მივიდეთ. წერეთლის ქუჩა უნდა გაიწმინდოს, მოეწყოს ტროტუარები, ახალი ფილები დაიგოს და იმუშაობს უნდა ჩვენმა სამსახურმა, რომ არ მოხდეს თავიდან დახლების დადება და უკანონო გარევაჭრობა.

 გაქვთ მონაცემები, ბათუმში რამდენი ადამიანი ვაჭრობს უკანონოდ?


დაახლოებით 200 გაფრთხილება ამოვწერეთ ბოლო კვირის განმავლობაში, ოღონდ ეს არიან ის ადამიანები, ვინც ჩვენ მოგვაწოდა მონაცემები – სახელი, გვარი და პასპორტი, თუმცა არის ხალხი, რომელიც არც სახელსა და გვარს გვეუბნება და არც გაფრთხილებას იბარებს. რა თქმა უნდა, ბევრია ასეთი მოვაჭრე, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ აქტივისტები დავარწმუნოთ, რომ ჩვენი შეთავაზებული ადგილი კარგია, სოფლებისკენ, თბილისისკენ, ქუთაისისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსები გადადიან იქ და ის ტერიტორია კარგად დაიტვირთება, ხალხმრავალი გახდება და ბაზარიც იმუშავებს.

გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე
გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე

სასამართლომ შს სამინისტრო დაავალდებულა „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია მისცეს

 

შს სამინისტროში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობას, მიმღების სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით, რედაქციის ჟურნალისტი 2013 წლის 25 ნოემბრიდან ითხოვდა, თუმცა სამინისტრო არ გასცემდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე სასამართლომ დაავალდებულა გადაიხადოს 50 ლარი მოსარჩელის ანუ გაზეთ „ბათუმელების“ სასარგებლოდ. ეს თანხა ბაჟის ნაწილია, რომელიც მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს გადაიხადა. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა მიიღო. გაზეთ „ბათუმელების“ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი“ – ეს იმ კანონების ჩამონათვალია, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას.

 

რედაქციას ასევე აინტერესებდა ინფორმაცია სამინისტროს ბალანსზე რიცხული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მაღალი თანამდებობის პირთა სარგებლობაში არსებული ავტომანქანების შეკეთებისთვის რა თანხა დაიხარჯა. სამინისტროს განმარტებით, უწყება მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დოკუმენტაცია სარემონტო სამუშაოების შესახებ, ვინაიდან სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებში და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემთხვევაში, შესაბამისად ამ ინფორმაციის გაცემაზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. სამინისტროს ეს პოზიცია სასამართლომ გაიზიარა.


მალხაზ ნაკაშიძე: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად

 

დისკუსია და ვიდეორგოლები მზადდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“- ფარგლებში.  პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;

ვინ მიიღებს ბინას ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით,   ქედაში 14 ბინაა თავისუფალი, ორი – ყოფილ ეკომიგრანტთა სახლში და 12 – ახალგარემონტებულ შენობაში.

 

გამგებლის თქმით, კომისია აღნიშნულ ფართობში სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრები პირველ კატეგორიას მიკუთნვებული  13 და სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ერთი ოჯახის შესახლებაზე მსჯელობს. დავით დუმბაძემ აღნიშნა, რომ ეკომიგრანტებთან დაკავშირებით შესწავლილ მასალას მუნიციპალიტეტი განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაუგზავნის. სტიქიის შედეგად დაზარალებული რომელი ოჯახი  მიიღებს ბინას სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ამას საბოლოოდ სწორედ სამთავრობო კომისია გადაწყვეტს.

 

„ჩვენ შესწავლილ მასალას გადავუგზავნით განსახილველად. ვფიქრობთ, ამ ეტაპზე ერთი სოფლის პრობლემა მოვაგვაროთ “ –  ამბობს დავით დუმბაძე.

 

სოფელ ჯალაბაშვილებში მცხოვრებ, პირველ კატეგორიას მიკუთვნებულ 14 ოჯახს სახელმწიფომ სახლის ადგილმონაცვლეობისთვის 2010 წელს ფულადი დახმარება გაუწია, რისთვისაც  ბიუჯეტიდან   57 000 ლარი დაიხარჯა. ფულად დახმარებასთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო ტერიტორია უნდა გამოეყო, რაც ვერ განხორციელდა. სტიქიის შედეგად დაზარალებული 14 ოჯახიდან სახლის ადგილმონაცვლეობისთვის საჭირო ფართობის გამონახვა მხოლოდ ერთმა ოჯახმა შეძლო, დანარჩენი 13 ოჯახი კი, დღემდე დამეწყრილ და სიცოცხლისთვის საშიშ სახლში აგრძელებს ცხოვრებას.

 

 დავით დუმბაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჯალაბაშვილებში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდებიან, ისინი მზად არიან 2010 წელს მიღებული ფულადი დახმარება სახელმწიფოს დაუბრუნონ.

მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით,  სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების პრობლემის მოგვარებისთვის ქედაში მინიმუმ 48-ბინიანი კორპუსის აშენებაა საჭირო.

 

ნაპირსამაგრ სამუშაოებს მთავრობა დააფინანსებს

ქობულეთის სანაპირო

სამივე მათგანზე დასკვნები   ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა მოამზადეს.  მთვარობის ინფორმაციით, ნაპირსამაგრი სამუშაოები დაახლოებით 400 ათასი ლარი დაჯდება. აქედან ქობულეთის მუნიციპალიტეტი გამოყოფს 240 000 ლარს, ხოლო დანარჩენი – 160 000 გამოიყოფა მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან.  


ასევე, მთავრობის ინფორმაციით, რაც შეეხება ნაპირსამაგრ სამუშაოებს, საკურორტო ზონის შესანარჩუნებლად, საჭიროა დაახლოებით 5 მლნ ლარი იმისთვის, რომ 200 ათასი კუბ/მ ფრაქციის ჩაყრა მოხდეს შესაბამის ადგილებში, რომელიც სავარაუდოდ, გათვალისწინებული იქნება შემდეგი წლის ბიუჯეტში.

ქობულეთის სანაპირო

Exit mobile version