2015 წლის 9 აპრილის საღამოს 11 საათისთვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით შევსებული დეკლარაციების რაოდენობამ 341 ათასს გადააჭარბა. აქედან ამ დროისთვის თანხა 63 177 მოქალაქეს დაუბრუნდა.
საკადრო პოლიტიკის დეტალები აჭარის შს სამმართველოში
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილს, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს – მირიან თოფურია. ეს ის პოლიციელია, რომლის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა 2012 წლის ნოემბერში დააკავეს ნარკოტიკის მოხმარებისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით. `გუნავას საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ხმამაღალი განცხადებით გაუშვეს სამსახურიდან თენგიზ გუნავას საქმის გამო, თუმცა, არ მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაწინაურებულია… ის დროებით იყო ჩამოშორებული სამსახურებრივ მოვალეობას და მერე დააწინაურეს”, – განაცხადა დავით საყვარელიძემ მირიან თოფურიასთან დაკავშირებით 2013 წლის 29 მაისს, `რუსთავი 2″-ის ეთერში.
მაშინ თენგიზ გუნავა აცხადებდა, რომ მას იარაღი ჩაუდეს, ნარკოტიკი კი დაკითხვისას იძულებით მიაღებინეს. საქმის გამოძიება დაიწყო იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც და დაადგინა, რომ პოლიციელების მიერ გუნავასთვის იარაღის ჩადება არ დადასტურდა.
დარღვევად დაფიქსირდა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების არასწორად შევსება, დროს არასწორად მითითება. პროკურატურამ გუნავას წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა. გამოძიების შეწყვეტის დადგენილებაში წერია, თუ რა როლი ჰქონდა გუნავას საქმეში მირიან თოფურიას.
დოკუმენტის მიხედვით, მირიან თოფურიამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2012 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, შეადგინა პატაკი, რომლის მიხედვითაც თენგიზ გუნავა უნდა ყოფილიყო თბილისში, საბურთალოს ქ.№59ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე; თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა. პატაკს რეზოლუცია დაადო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი კიკალიშვილმა. მირიან თოფურიას პატაკისა და გიორგი კიკალიშვილის რეზოლუციის საფუძველზე დაიწყო საქმის გამოძიება. მირიან თოფურიას დავალებით შეიქმნა ჯგუფი დეტექტივ-გამომძიებლების: ბესიკ შარაშენიძის, ნიკა არგანაშვილის, გიორგი ბლიაძის, თევდორე შონიას და ნიკოლოზ შატაკიშვილის შემადგენლობით.
შს სამინისტრომ მაშინ განმარტა, რომ იმ პოლიციელებს შორის, რომლებიც შს სამინისტრომ გაათავისუფლა გუნავას საქმეში არსებული დარღვევების გამო, მირიან თოფურია არ იყო.
2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თოფურია ბათუმში ჩამოსვლამდე შს სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მანამდე თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მიწის ნაკვეთი (1400 კვ.მ) და სახლი (105 კვ.მ) აქვს სოფელ ზემო ნიჩბისში, საცხოვრებელი სახლი (70 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი (1000 კვ.მ) – წაღვერში, სახლი (80 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი (800 კვ.მ) – სოფელ ვაქირიში. მის ცოლს – ნინო ყანჩაველს საცხოვრებელი სახლი აქვს თბილისში, აღმაშენებლის გამზირი, №116, ფართობი – 160 კვ.მ.
აჭარის მთავარ სამმართველოში ახალი უფროსი ჰყავს დეტექტივების დეპარტამენტს. ეს თანამდებობა გიორგი რევაზიშვილს ჩააბარეს. მანამდე რევაზიშვილი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო. 2015 წლის 5 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, რევაზიშვილს 10 000 ლარი აუღია სესხის სახით.
“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, რევაზიშვილი გამოირჩევა აგრესიულობით: 2013 წლის 21 ოქტომბერს მან საგარეჯოს პოლიციის უფროსის მოადგილის რანგში “სახალხო დამცველის რწმუნებულები პოლიციის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყარა”. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა რევაზიშვილის ქმედება ასე ახსნა: ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ უჩვენებიათ სამსახურებრივი მოწმობები და არც სიტყვიერად განუმარტავთ ვინაობა, რის გამოც ისინი სამორიგეოდან გააძევეს. სინამდვილეში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები რევაზიშვილს სიტყვიერად უმარტავენ თავიანთ ვინაობას და აჩვენებენ სახალხო დამცველის რწმუნებას, რომლითაც უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერი დაწესებულების ტერიტორიაზე და შეამოწმონ ყველა საჭირო დოკუმენტი.
ხელვაჩაურის რაიონული სამმართვლოს უფროსად მამუკა კბილცეცხლაშვილი დაინიშნა. 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის შს სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე და ასევე დეტექტივების განყოფილების უფროსი იყო. მას გურიაში, კერძოდ ოზურგეთში, სოფელ შეკვეთილში აქვს მიწის ნაკვეთი (600 კვ.მ) და სახლი დუშეთში, ტაბიძის ქუჩა #12-ში (100 კვ.მ); მიწის ნაკვეთი აქვს ასევე დუშეთში (400 კვ.მ), მის ცოლს კი ბინა – თბილისში.
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ზაქარია გურჩიანია. გასული წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გურჩიანი შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
აჭარის პოლიციაში ჩატარებული ყველა ცვლილება ბესიკ ამირანაშვილს უკავშირდება, როცა ის პოლიციის უფროსად გაამწესეს, ითქვა, რომ 15 ადამიანი ჩამოიყვანა კახეთიდან სხვადასხვა თანამდებობაზე დასანიშნად. თავის დროზე გავრცელებული ეს ინფორმაცია შს სამინისტრომ არც უარყო და არც დაადასტურა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის უფროსები არ გამოუცვლიათ ქედის, შუახევისა და ხულოს სამმართველოებში.
სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს

ამისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. საჩუქარი სამი ათას 42 ბენეფიციარს ერგო. სწორედ ამდენი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს ბათუმში.
სააღდგომოდ გაცემული ამ საჩუქრისთვის ბიუჯეტიდან 13 000 ლარი დაიხარჯა.
თბილისი ბათუმის მიმართულებით ღამის მატარებელი დაინიშნა

როგორც საქართვლოს რკინიგზაში “ბათუმელებს” განუცხადეს ღამის მატარებელი 15 აპრილამდე იმოძრავებს. კენტ რიცხვებში ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, ლუწ რიცხვებში კი პირიქით თბილისიდან მახინჯაურის მიმართულებით.
პირველი კლასის ვაგონში ბილეთის ფასი 25 ლარია, მეორე კლასის ვაგონში კი 18 ლარი.
“დიდი ხუთშაბათი” ბაზარში [ფოტო]

შიდა ტურნირი ჩოგბურთში

შიდა ტურნირის შედეგად გამოვლინდა ასაკობრივ კატეგორიების მიხედვით პირველ მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები და დაკომპლექტდა აჭარის ნაკრები.
გამარჯვებულებს საჩოგბურთო კომპლექსმა სამახსოვრო თასები სიგელები და მედლები გადასცა.
საჩოგბურთო კომპლექსის მთავარი მწვრთნელის მარტინ ხუმარიანის თქმით აჭარის ნაკრები სამომავლოდ დაგემილ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირის დასრულებისას საჩუქარი გადასცე და იუბილე მიულოცეს მთავარ მწვრთნელს მარტინ ხუმარიანს. მას 8 აპრილს 70 წელი შეუსრულდა.
აჭარის ნაკრები:
I ადგილი – ელენე იმნაიშვილი
II ადგილი – ნიკა ჟორდანია
III ადგილი – დანიელ რახმატულაევი
2000-2001 წლიანებში
ბიჭები
I ადგილი – გურამ გაგუა
II ადგილი – მიხეილ ქობამაძე
III ადგილი – ირაკლი ბერიძე
გოგოები
I ადგილი – მარიამ მესხი
II ადგილი – მარიამ ჩინკაძე
III ადგილი – ნატო ტარიელაძე
2002-2003 წლიანებში
ბიჭები
I ადგილი – ვანო ჯაიანი
II ადგილი – ლუკა ნაჩიკიანი
III ადგლი – მიხეილ ბერიძე
გოგოები
I ადგილი – ანა ბრუნჭაძე
II ადგილი – დიანა ირემაძე
III ადგილი – ქეთი ცინცაძე
2004-2005 წლიანებში
ბიჭები
I ადგილი – გუგა დევაძე
II ადგილი – სანდრო კალანდარიშვილი
III ადგილი – გიორგი ბრუნჭაძე
გოგოები
I ადგილი – თეკლა ჯიხვაშვილი
II ადგილი – ლელა დუმბაძე
III ადგილი – ჯულიეტა ჯიხვაშვილი
2006-2007 წლიანებში
I ადგილი – დიმიტრი აბაშიძე
II ადგილი – არჩილ ჯორბენაძე
III ადგილი – ანრი ჯორბენაძე
2008-2009 წლიანებში
I ადგილი – ირაკლი ელიაშვილი
II ადგილი – ლუკა კანდოიანი
III ადგილი – ანრი მებონია
მაქმანების სამოთხის საიდუმლო
თავის დარდებსა და ფიქრებს აქსოვენო, ძნელი იყო ემიგრაცია, უცხო მხარეში დასახლება, არც გარემო იყო მშობლიური, ვერც გარეთ დადიოდნენ, თავს ქსოვაში ირთობდნენ და დარდებსა და ფანტაზიებსაც ამ ძაფებში ართავდნენ…

„ქალები სახლში იყვნენ სულ და სახლში ქალმა დაიწყო გრძნობების ძაფითა და ნემსით გამოხტვა, მათი ემიგრანტობის სევდიან ცხოვრებას აჩვენებს ეს მაქმანები, მათი გრძნობა, მათი სიხარული, მათი ბედნიერება, მათი დარდი, ყველაფერი ამ მაქმანში ჩაქსოვილია, მე ასე ვფიქრობ“, – ამბობს გონენიდან წამოსული ანკარელი მწერალი ქალბატონი ქევსერ რუჰი.

გონენის მხარეში ექვსი სოფელია ქართველი მუხაჯირების შთამომავლებით დასახლებული, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გადმოსახლებულან. ბრძოლის ველზე ცხოვრებისგან დაღლილი და გათანგული ათიათასობით ქართველი ოჯახი ცენტრალური ანატოლიისაკენ ახალი სამშობლოს საძიებლად აყრილა. ვიღაცამ ხელი მოითბო, ვიღაცამ კარიერა შეიქმნა, ვიღაცა კი განწირული იყო ახალი გამოცდებისა და განსაცდელისთვის – განშორება სამშობლოსთან, მშობლიურ სახლთან, ზოგჯერ ოჯახთან, ქმართან თუ მშობლებთან, რასაც გზაზე ოჯახის წევრების, ზოგჯერ მცირეწლოვანი შვილების დაკარგვაც ემატებოდა.
მარმარილოს მხარე მათი ახალი სამშობლო გახდა. გონენში ქართველების გარდა ჩრდილოკავკასიელი და ბალკანელი ემიგრანტების შთამომავლებიც ცხოვრობენ.

ნემსით ქსოვა აქაური ქალების საყვარელი საქმეა, ჯერ თუ თავს ირთობდნენ, ახლა ხელსაქმე ბიზნესად უქცევიათ და საკმაოდ კარგი შემოსავლის წყაროც გამხდარა.
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული გონენში მაქმანების ბაზრობა იმართება. ყოველ სამშაბათს ქალბატონები თავისი ხელსაქმით ხელში ბაზარში გამოდიან და მაქმანებს ყიდიან. ახლა უკვე ინტერნეტითაც შეიძლება ნიმუშების არჩევა და შეძენა. გარდა ტრადიციული ნივთებისა, როგორიც არის გასამზითვი ბოხჩები, სუფრები, ფარდები, ქალის ლეჩაქები, თაროების დეკორაციები თუ ლარნაკების დასაფენი ვარდულები, გონენელებმა ახალი მიმართულებაც განავითარეს – ქალის აქსესუარები. ჭრელ-ჭრელი და ფერად-ფერადი ყვავილები ფილიგრანული ქსოვითაა შესრულებული. ტრადიციული ტექნიკით შექმნილი თანამედროვე დიზაინის სამკაულები კი ქალბატონებისთვის ნამდვილი ცდუნებაა და გონენელებიც კარგ კომერციას ეწევიან.

ჯერ კიდევ ანკარაში ჩვენი პირველი მისიის დროს ქუჩაში ერთი მოხუცი ქალბატონისგან ხელით ნაქარგი საოცარი ოიები, ვარდულები ვიყიდე. სადაც არ წავედი თან დამქონდა, ოფიციალური ვახშმებისთვის აუცილებელი ეტიკეტის დაცვით ეს ვარდულები ჩემს ვერცხლის თეფშებს ეფინება ხოლმე და საოცარ ზღაპრულ სამყაროს უშლის სტუმარს. ანკარაში დაბრუნებული ისევ იმ მოხუცი ქალბატონის საძებნელად გავემართე. საოცარია, ქალი ისევ იმ ქუჩის კუთხეზე დამხვდა, მაგრამ ოიები აღარ ჰქონდა, მეხვეწებოდა ბავშვის ფაჩუჩების ყიდვას სანაცვლოდ, მაგრამ მე ოიები მჭირდებოდა…
ფეისბუქი, პოსტი ფოტოთი და თხოვნა ანკარელ მეგობრებთან, მაშოვნინეთ ოიები. გამომეხმაურა ისევ ძველი მეგობარი ქევსერი.
ქევსერ რუჰი, იგივე ქეთევან ხანთაძე, წარმოშობით გონენიდანაა, როცა დედა სამზითვო ოიებს მიქსოვდა, მე ვეუბნებოდი, ჩემი მზითვი ჩემი ცოდნააო. ქევსერმა ჯერ ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით ანკარის ჰაჯეთეპეს უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. ქევსერი მწერალია, თურქეთსა და საქართველოში ცნობილი ქალი მწერალი, ხუთი წიგნის ავტორი, რამდენიმე წიგნის რედაქტორი და არაერთი პრემიის მფლობელი. მისი მოთხრობების გმირები ქალები არიან, მუხაჯირი ქალები, ქალები დიდი განცდებით, დიდი ენერგიით, ძალითა და დიდსულოვნებით გამორჩეულები. მისი გმირები ორი ქვეყნის საზღვრის პირას მოქმედებენ, საზღვრებზე, რომელიც ოჯახის, მათი უფლებების, მათი გრძნობებისა და მოგონებების ზღვარზე გადის. ქევსერ რუჰის მოთხრობების კრებული „ქარვის ქალები“ ქართულად უკვე თარგმნილია და მალე უნდა გამოიცეს კიდეც.
სულ ახლახან კი, იყო ქევსერ რუჰის მიერ თარგმნილი გალაქტიონის რამდენიმე ლექსი თურქულად, რომელიც პოეზიის საერთაშორისო დღეზე წარადგინა ქ. სტამბოლში, მანამდე კიდევ იყო ოქროს საწმისის ორდენი, რომელიც ქართულ-თურქულ კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისათვის 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე გადაეცა, მანამდე კი ქართული ენის სწავლების პროგრამაზე ინტენსიური მუშაობა, რაც თურქეთის საგანმანათლებლო სისტემაში ქართული ენის სასწავლო პროგრამაში დამტკიცებით დაგვირგვინდა.

მანამდე კი, იყო ორენოვანი ჟურნალი „ფიროსმანი“, სადაც ქევსერთან ერთად თანამშრომლობის ბედნიერება მეც მხვდა წილად, თურქული ჟურნალი „მაჭახელი“, მანამდე კიდევ ქართული ენის კურსები ანკარის ახლაგახსნილი საელჩოს სკოლაში.
ბევრად ადრე კი ახმედ მელაშვილის ნაჩუქარი „დედა ენა“ და საქართველოსა და ქართულ კულტურაზე თურქეთში გამოცემული პირველი წიგნი ყოფილა. მაშინ დაწყებულა ქევსერის ინტერესიც ისტორიული სამშობლოს შესაცნობად.
2013 წელს მარმარილოს რეგიონის ქართველთა შთამომავლებთან შესახვედრად გავეშურეთ. ცხადია, გონენის საზოგადოებასაც ვეწვიეთ, პატარა გოგო-ბიჭები, ქართული ენა რომ აღარ იციან, მაგრამ კოხტა თეთრი სახე და ღრმა თვალები რომ უხმოდ გეუბნება ჩვენებურები ვართო, ცეკვა-ცეკვითა და მუხლებზე ბზრიალით შეგვეგებნენ. გონენში სტუმრობისას გადავწყვიტეთ, რომ მაქმანების გამოფენა მოგვეწყო. ქევსერთან მოვილაპარაკეთ, იდეას პროექტის სახე მივეცით და გამოფენაც დავგეგმეთ. მარტი ქალბატონების თვეა და ვიფიქრეთ, რომ საუკეთესო დრო იყო ქალის მიერ შექმნილი ხელოვნების წარმოსაჩენად და მათი შრომის დასაფასებლად.

გამოფენა საქართველოს საელჩოში მოეწყო და ექსპოზიცია სამ დარბაზში გადანაწილდა. ცენტრალურ დარბაზში წარმოდგენილი ქალის აქსესუარები ორდენებივით იმზირებოდნენ, ყვითელ დარბაზში შევეცადეთ გონენის ბაზრობის იმიტირება გაგვეკეთებინა და დიდი რაოდენობით ექსპონანტები როგორც კედლებზე, ისე იმიტირებულ დახლებზე გამოიფინა.
ცისფერ ოთახში კი დამთვალიერებელს სურპრიზი ელოდა… მინების ქვეშ ძველი ნივთები იყო წარმოდგენლი.

მაქმანების ნემსით ქსოვის ტექნიკა მთიან აჭარაშიც იყო გავრცელებული, ეტყობა აჭარელმა ქალებმა ოსმალობის პერიოდში ისწავლეს ნემსით ქსოვა. ყველა ოჯახში იყო ასეთი მაქმანები, ოჯახში ქალიშვილი დაიბადებოდა თუ არა, მის გასამზითვად ქალები ქსოვას იწყებდნენ. თითქოს ჩვეულებრივ ნივთად ქცეული ეს არაჩვეულებრივი მაქმანები მივიწყებას მიეცა და ბევრ ოჯახში გაფანტულა და მიკარგულა კიდეც. ამ ხელსაქმის კომერციალიზაცია კი საქართველოში არავის უფიქრია.
ბათუმელმა ექიმმა მურად ცინცაძემ როცა შეიტყო ჩვენი გამოფენის გეგმები, დედის მზითვის სკივრი გახსნა და წინაპრის, აჭარელი ქალბატონის ემინე ტეტემაძის ნახელავები სპეციალურად საგამოფენოდ გამოგვიგზავნა. დედა თავდგირიძის ქალი ჰყოლია და იმისგან უსწავლია ეს კეთილშობილური ხელსაქმეო. მადლობა ამ ოჯახს, რომ ასე სათუთად შეინახეს ეს ურთულესი ნახატით შესრულებული მაქმანები.
ბათუმსა თუ აჭარაში ბევრ ტრადიციულ ოჯახს ექნება ნემსითა და ძაფით მოქსოვილი მაქმანები, ბევრი იმასაც იფიქრებს ეს რა გამოსაფენია, ეს ხომ ყველას სახლშიაო…
ამ გამოფენის მიზანიც ეს იყო, შეგვეხსენებინა ყოველდღიური რუტინული ცხოვრების ხლართებში არსებული მშვენიერება, რომ მაქმანების ზღაპრული სამყაროს საშუალებით მოგვეყოლა ჩვენი წინაპარი ქალების ერთი მხრივ რთული, ჩახვეულ-ჩახლართული და მეორე მხრივ, მაქმანივით გამჭვირვალე და ფაქიზი ცხოვრების გზა, რომელიც მათ აჭარიდან გონენამდე გაიარეს, შეიძლება ვიღაცებმა დაივიწყეს კიდეც, მაგრამ ემოციები და გრძნობები თავის ნახელავში ჩააქსოვეს და თაობიდან თაობას გადასცეს; გვინდოდა მოგვეყოლა აჭარასა და ბათუმში დარჩენილი ქალების შესახებ, რომელთა წინაპრებმაც გაუძლეს სამშობლოს დაკარგვის წნეხს, თუმცა დაკარგეს ღვიძლი დები, დედები, შვილები, გაიყვნენ ორ სახელმწიფოს შორის, მაგრამ მიუხედავად საუკუნოვანი განშორებისა, მათ მაქმანების ენით მოყოლილი განშორების საერთო ზღაპარი დარჩათ – საერთო კულტურული ტრადიცია. ალბათ ეს ზღაპარია ქევსერ რუჰის მოთხრობებშიც ჩაქსოვილი…

„როცა მეკითხებიან, თუ სადაური ვარ, ბათუმიდან გადმოსახლებული ჩემი ქართველი წინაპრები რომ არ მოვიგონო, ასე მგონია, კავკასიის მთებს ვაწყენინებ. ეს ჩემი ფიქრი იმ მთებმა არ იციან, თორემ მე კი ვიცი“, – ამბობს „ქარვის ქალების“ მესაიდუმლე.
9 აპრილი ბათუმში

მემორიალთან შეკრებილებს შორის იყვნენ ბათუმის მერი და მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის წევრები, უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.









1989 წლის 9 აპრილს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სტუდენტები და სამი 16 წლის ახალგაზრდა. ისინი თბილისში ყოფილი პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებთან ერთად იმყოფებოდნენ. მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფასა და დამოუკიდებლობას მოითხოვდა. მომიტინგეები საბჭოთა არმიამ ხელკეტებითა და მხუთავი აირით დაშალა, რამაც 21 ადამიანი იმსხვერპლა.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი: დაანონსებული სიუჟეტი კვირის ბოლოს გავა
დეპუტატი: მთავრობა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო საქმიანობაში ერევა
თემასთან დაკავშირებით, დღეს მედეა ვასაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც შემდეგი განაცხადა: “თემა პირდაპირ უკავშირდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხაბაძეს, მის მამას – სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის განყოფილების უფროსს, თამაზ ხაბაძესა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს – ბალაძეს.
გადაცემა, რომელიც უნდა გასულიყო 7 აპრილს, ანუ გუშინ, საინფორმაციო პროგრამა „მთავარის“ დასრულებისთანავე, მოხსნილი იქნა პროგრამიდან. სანდო წყაროს ინფორმაციით, დაანონსებული გადაცემა, მას შემდეგ, რაც ე.წ. ცენზურა გაიარა ბალაძესთან, მოიხსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უშუალო მითითებით. ვგმობ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის ამ ფაქტს”.
ევროპის ჩემპიონი: ”არ უნდა დასჯერდე მედალს”

– ლაშა, როგორ შეაფასებთ ევროპის ჩემპიონატს?
– ჩემპიონატზე ევროპის უძლიერესი სპორტსმენები გამოვიდნენ. იოლი არ ყოფილა გამარჯვება. სულ ოთხი შეხვედრა მქონდა. პირველად შევხვდი თურქ მოჭიდავეს, საკმაოდ ძლიერ სპორტსმენს, რომელიც ბოლო წუთს „მოგვერდით“ მოპოვებული ქულით მინიმალური სხვაობით დავამარცხე. მეორე შეხვედრაში ბერძენს ვეჭიდავე და 32 წამში მოვიპოვე გამარჯვება. ნახევარფინალში უნგრელს ვძლიე 2:0. ფინალში შემხვდა სომეხი – წარსულში ევროპის ჩემპიონი სერგის კოჩარიანი, მინიმალური სხვაობით – 3:2 დავამარცხე.
– ყველაზე მეტად რომელი შერკინება იყო უფრო რთული, უფრო საინტერესო?
– გამოვყოფდი პირველ შეხვედრას თურქთან და ფინალს. ფინალი თავისთავად ყველასთვის მოსალოდნელია, რომ რთული იქნება. მასთან ფრთხილად ვჭიდაობდი, რადგან ერთი ზედმეტი მოძრაობა რომ მქონოდა, გამარჯვება შეიძლება ვეღარ მომეპოვებინა.
– რას ფიქრობთ, რა შეცდომები დაუშვით?
– შეცდომები იყო. ბევრი მუშაობა მჭირდება ილეთებზე, რადგან ყველა ჩემს დაწყებულ ილეთზე თვითონ დავეცი. ფინალს რაც შეეხება, დაიწყო თუ არა შეხვედრა, დაახლოებით 20 წამში გავედი ორი ქულის უპირატესობით. ხუთი წუთის მერე ორი ქულა დავკარგე. მართალია, ერთი ქულით მაინც ვუსწრებდი, მაგრამ ამ დროს ორივე სპორტსმენი დაღლილია და მოწინააღმდეგისგან ილეთის გაკეთებას კიდევ უნდა ელოდო. ვიცოდი, რომ ერთ წუთში წყდებოდა ჩემი კარიერა. ის ერთი წუთი, რა ძალა და ღონეც მქონდა, მაქსიმალურად ვეცადე უფრო მეტი შეტევით მეჭიდავა.
– რა გავლენა იქონია პირად კარიერაზე იმან, რომ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძე თქვენი ბაბუაა?
– ლევან შავაძე ჩემი პირადი მწვრთნელია. მასთან დაახლოებით ოთხი თვის ასაკიდან ვცხოვრობ. იყო ცხოვრების ეტაპი, რომლის გავლაც მშობლებისგან მარტოს მომიწია, ისინი ქვემო ქართლში, სოფელ სამღერეთში წავიდნენ საცხოვრებლად. ხუთი წლის ვიყავი, დარბაზში რომ დავყვებოდი ბაბუას ვარჯიშებზე. ამ ასაკში არა მგონია ჩემით გადამეწყვიტა რა მინდოდა. თუმცა ახლა რასაც ვაკვირდები, მგონია, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა ის გზა, სადაც მე ვიმყოფები. ერთი წამით არ ვნანობ იმას, რომ მოჭიდავე ვარ – მაშინაც კი, როცა ვაგებ, ან წარუმატებლობა მაქვს. ჭიდაობა ჩემი სპორტია და თუ არ მეყვარებოდა ჩემი საქმე, არც მექნებოდა შედეგი. ბაბუაჩემი თვითონაც მოჭიდავეა და ალბათ თავიდანვე შეამჩნია, რომ შემეძლო ამ სპორტში წარმატების მიღწევა. იყო რაღაც პერიოდში ბავშვური სიცელქე, რეჟიმზე აწყობის პრობლემა: მაგალითად, ძილი არ მინდოდა, მაგრამ საჭირო იყო დროულად დაძინება. იმის გამო, რომ არ ვყოფილიყავი გათამამებული… ბაბუა იყო მკაცრი. ეს ველაფერი არ მომწონდა. სიმკაცრის გამო და ასაკისთვის დამახასიათებელი ქცევების გამო რაღაც პერიოდი განაწყენებული ვიყავი ბაბუაჩემზე, ცხადია, ჩემთვის, გულში, მაგრამ როცა წამოვიზარდე მივხვდი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდოდა ყველაფრისთვის მიმეღწია, ბაბუა იყო. დავიწყე ისევ იმის კეთება, რასაც ლევან შავაძე მეუბნებოდა ვარჯიშზე და შედეგი უკვე სახეზე გვაქვს.
– თუ გქონდათ მოლოდინი, რომ გახდებოდი ევროპის ჩემპიონი?
_ ცოტა ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, გატეხილი მქონდა ცხვირი, მქონდა პოლიპებიც და მიჭირდა სუნთქვა. ბიძაჩემის – დათო შავაძის დახმარებით ნოემბერში გერმანიაში გავიკეთე ოპერაცია. ოპერაციის გაკეთებიდან დიდი დრო არ იყო გასული, საქართველოს პირველობაზე რომ ვიასპარეზე და ჩემპიონი გავხვდი. ამ შედეგს არ ველოდი, რადგან სწორედ ფინალში ვაგებდი, როცა სუნთქვა აღარ მყოფნიდა.
– რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი თქვენთვის?
_ ევროპის ჩემპიონობა განსაკუ თრებულია. ასევე მინდა გამოვყო ირანის საერთაშორისო ტურნირი – „ტახტის თასი“, რომელიც თებერვალში ჩატარდა და ოქროს მედალი მოვიპოვე. ეს მედალი იმით მიხარია ყველაზე მეტად, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით
ჭიდაობის ისტორიაში ეს გამარჯვება პირველმა მე მოვიპოვე. ოპერაციის მერე სამ ტურნირზე ვიასპარეზე საქართველოს პირველობაზე, „ტახტის თასზე“ და ახლა ევროპის პირველობაზე – სამივე მოვიგე. ოპერაციამ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში, დავრწმუნდი საკუთარ ძალებში.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– მივყვები სპორტული კალენდრით დაგეგმილ ღონისძიებებს. უახლოესი ტურნირი საქართველოს პირველობაა დიდებში, რომელიც 20 აპრილს გაიმართება. შემდეგ არის ევროპის ოლიმპიადა ბაქოში. დიდი სურვილი მაქვს, ოლიმპიადის ლიცენცია მოვიპოვო.
ვფიქრობ, სპორტსმენი არ უნდა დაჯერდეს მედალს და არასდროს მოდუნდეს, რადგან ყოველთვის ფორმაში თუ არ იქნები, შედეგი არ გექნება.
ქედაში სპორტულ მოედანს არჩილ ფარტენაძის სახელი მიენიჭა

ქედის საფეხბურთო კლუბ ,,ბეთლემის” კაპიტნი 28 წლის არჩილ ფარტენაძე შაბათს, 4 აპრილს, ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. “ბეთლემის ” ნახევარმცველი და კაპიტანი 2004-2008 წლებში ბათუმის “დინამოს ” ღირსებას იცავდა. 2013 წლიდან არჩილ ფარტენაძე ქედის “ბეთლემში ” თამაშობდა.
როგორც ბეთლემის მწვრთნელმა განაცხადა, არჩილ ფარტენაძეს გული ვარჯიშის დროს გაუჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ოპერატიულად გადაიყვანეს საავადმყოფოში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამედიცინო კონსულტაციები უშვილობის პრობლების მქონე წყვილებისთვის

ლალი ფხალაძე ამჟამად “არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ კლინიკური დირექტორია. ასევე, ექოსკოპიურ კვლევებს ჩაატარებს რადიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დათოშვილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ : 27 25 88
ან ეწვიეთ შემდეგ მისამართზე : ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ
რას გეგმავს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

ბატონო მერაბ, რა შეიცვალა წინა არჩევნების შემდეგ, რატომ გადაწყვიტეთ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება?
ამის ძირითადი მიზეზი ალბათ მაინც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი იყო, რომელმაც მე მთხოვა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან რექტორის ბოლო არჩევნებს მთელი ეს პერიპეტიები მოჰყვა. ამ ნაბიჯის გადადგმამდე ბევრი ვიფიქრე, გავაანალიზე ყველა ნიუანსი და გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა, რადგან უნივერსიტეტის ინტერესი, ჩვენი თანამშრომლების ინტერესი დავაყენე ყველაზე მაღლა.
თქვენი უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, რას მიიჩნევთ უნივერსიტეტის სუსტ მხარედ და რას ისახავთ პირველ მიზნად?
უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის დიდი სტაჟი გამაჩნია, 2005 წლიდან 2011 წლამდე ვიყავი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნების ფაკულტეტის დეკანი, 2011 წლიდან 2015 წლის 31 მარტამდე ვიყავი ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. აი, ამ სამსახურის ძირითადი ფუნქცია იყო სწორედ მონიტორინგი, შეფასება სასწავლო და სამეცნიერო პროცესებისა, რომელიც ძირითადად სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გამოკითხვის გზით ხდებოდა. ყველა ის პრობლემა, რაც უნივერსიტეტში იყო, ჩემთვის ნათელია, შესაბამისად, ეს გამიადვილებს მუშაობას ამ პრობლემების დაძლევის თვალსაზრისით. რაც შეეხება პირველ მიზანს, ჩვენ დავასრულებთ სამუშაოებს, რომლებიც მიმართული იყო აბიტურიენტების მოზიდვის თვალსაზრისით და შემდგომ უკვე უნივერსიტეტის მთელი რესურსი დაიწყებს მუშაობას მოახლოებული აკრედიტაციის პროცესზე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, განაწილდება ფუნქციები და ყველაფერი გაიწერება კონკრეტულ დროში. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული რესურსის ჩართულობით, ამ სირთულეს უნივერსიტეტი წარმატებით გადალახავს.
უნივერსიტეტის რესურსისა და შეზღუდული დროის გათვალისწინებით, სხვა რა ცვლილებებს გეგმავთ უნივერსიტეტში?
ამ პერიოდში უნივერსიტეტში არანაირი სტრუქტურული ცვლილებები არ განხორციელდება, ვგულისხმობ ისეთ ჩარევებს, რაც უნივერსიტეტის რყევებს გამოიწვევს, რადგან ამის დრო ახლა არ არის და ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი სირთულეები გვაქვს გადასალახი – აკრედიტაცია და ავტორიზაციასთან დაკავშირებული პროცესები.
სხვა გეგმებს რაც შეეხება, ეს არის უპირველესად თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესების მართვის თვალსაზრისით. ეს იქნება აუცილებელი და გადაუდებელი ამოცანა. გარდა ამისა, არის რიგი საკითხებისა, რომელთა მოგვარებაც, ბუნებრივია, ამ ერთი წლის მანძილზე შესაძლებელი იქნება. ორშაბათიდან მშვიდ ვითარებაში განახლდება სასწავლო პროცესი, ორშაბათსვე ჩვენ გევქნება შეხვედრა ფაკულტეტების დეკანებთან და ალბათ უკვე კონკრეტულად ჩამოვყალიბდებით, თუ რა საკითხები იქნება გადასაჭრელი ეტაპობრივად.
გასულ წლებში უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში იყო მთავრობის ღიად ჩარევის ფაქტები, რამდენად თავისუფალი იყო სამთავრობო რეკომენდაციებისა თუ კეთილგანწყობისგან წლევანდელი არჩევნები?
ვფიქრობ, აბსოლუტურად თავისუფალ და დემოკრატიულ პრინციპებზე დაურდნობით ჩატარდა ეს არჩევნები და თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ჰქონდა უფლება, თავისუფლად გამოეხატა თავისი აზრი.
ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენდამი მთავრობის სიმპათიამ განაპირობა ის, რომ ამომრჩეველმა თქვენ მოგცათ ხმა?
ვერ დაგიდასტურებთ ასეთ რამეს, თუმცა ვფიქრობ, მთავრობის ხელშეწყობა და დახმარება უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
აჭარიდან გურიაში ჩასახლებულების საპროტესტო აქცია

როგორც თამაზ ბაკურიძე აცხადებს, ამ სოფელს აწუხებს მრავალგვარი პრობლემა – უგზობა, უწყლობა, უგაზობა.
თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ დღევანდელი აქციის ძირითადი მოთხოვნა მაინც მიწას უკავშირდებოდა: „ამ სოფელში დაახლოებით 500 კომლი ეკომიგრანტი ოჯახი არის აჭარიდან ჩასახლებული. ეს ხალხი არენდით ქირაობდა შევარდნაძის დროს გარკვეული პირების მიერ მიტაცებულ მიწებს. თავის დროზე ამ ადამიანებს უთხრეს, რომ მიწაზე არენდის მაქსიმალური ფასი 35 თეთრი იქნებოდა, მაგრამ ახლა მესაკუთრეებმა ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 55 თეთრამდე აიყვანეს. ხალხი ამბობს, რომ ამ ფასს ვერ გადაიხდის“.
თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფალი, გუბერნატორი გასულ კვირას მივიდა სოფელში და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, მაგრამ ერთი კვირის გასვლის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა, ამიტომ მოსახლეობამ აქცია მაინც გამართა.
თამაზ ბაკურიძის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის აქცია, უბრალოდ, „ახლა აღდგომის დღეებია და თავს შეიკავებენ“.
არჩილ ხაბაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვეს
შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა – მარიამ ჯაშმა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა – ხატია ფიჩხაიამ, რეგიონის ხელმძღვანელობას დღეის მდგომარეობით ფონდში მობილიზებული თანხებისა და დაფინანსებული ბენეფიციარების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელშეწყობისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სერტიფიკატი გადასცა.
„მოხარული ვარ რომ ეს სიგელი მივიღეთ. იგი ეკუთვნის მთლიანად აჭარას. მოგეხსენებათ რომ ძირითადად საჯარო მოხელეები ვართ ჩართული, თუმცა კერძო კომპანიებიც არ იშურებენ თანხას ქველმოქმედებისთვის და ამის ნათელი მაგალითია კომპანია „ატლას-ჯორჯია“, რომელმაც ფონდს დასაწყისისთვის 500 000 ლარი გადაურიცხა. ვფიქრობ რომ დიდი წვლილი შეიტანა აჭარამ სოლიოდარობის ფონდში, რომელმაც 2014-15 წლის განმავლობაში 22 წლამდე ასაკის 78 მოქალაქე დააფინანსა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ფონდთან თანამსრომლობას. ვფიქრობ, ყველა უწყებაში უნდა იყოს ეს პრეზენტაცია ჩატარებული, რომ ყველამ გაიგოს თუ როგორ იხარჯება, სად და ვის ხმარდება თითოეული ლარი, რომელსაც სოლიდარობის ფონდში რიცხავენ მოქალაქეები. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ აჭარიდანაც იყვნენ პაციენტები, რომლებმაც ამ ფონდის საშუალებით იმკურნალეს“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელები დღესვე რეგიონში არსებულ იმ კომპანიებისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც ფონდის ქველმოქმედებაში არიან ჩართული.
ზარალს ქედაშიც დაითვლიან

„ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა სოფლებში – ზენდიდი, ქედა, ძენწმანი, 1 მაისი, კოლოტაური და ოქტომბერი. სოფელ დანდალოში დაზიანდა ტრანსფორმატორი. ზვარეში დაზინა ამბულატორისა და სკოლის სახურავი, მაგრამ სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა“, – უთხრა ქედის გამგებელმა „ბათუმელებს“.
დავით დუმბაძის თქმით, ქედის სოფელში მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები და დაზიანებულია ენექტროგადამცემი ხაზები თუ ბოძები. გამგებლის თქმით, შესაბამისი კომისია ზარალის ოდენობას დაითვლის. გამგებელი ირწმუნება, რომ ყველა დაზარალებულს შეუსყიდიან სახურავს.
აჭარის ფინანსთა სამინისტრომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია წარადგინა

მინისტრის ინფრომაციით, გმირთა ხეივნის ტერიტორიის ფართობი 3 ჰექტარია. (იუსტიციიის სახლიდან ე.წ ბათუმის კარიბჭემდე და მიმდებარე ტერიტორია) ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად არის დაყოფილი, რომელიც 2 ეტაპად უნდა აითვისონ. სამინისტრო ამ ქონებაზე აუქციონს გამოაცხადებს.
კონცეფციის მიხედვით, ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი უნდა იყოს.
მინისტრიოს თქმით, რადგან ბათუმში „გართობის მხრივ მოვიკოჭლებთ, საჭიროა მეტი გასართობი ობოექტი ტურისტებისთვის“. ამიტომ გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტებისა და რესტორნების გარდა, სხვადასხვა გასართობი ობიექტისა და სპორტული ცენტრის განთავსებაც იქნება შესაძლებელი.
მინისტრის თქმით, გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
გარდა გმირთა ხეივნის კონცეფციისა, მინისტრმა რეგიონში დაგეგმილ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზეც წარუდგინა ინფორმაცია საზოგადოებას. მინსტრმა ახალ პროეტებთან ერთად ჩამოთავალა ის პროექტებიც, რომელთა განხორციელებაც წინა მთავრობის დროს დაიწყო.
მინისტრის ინფრომაციით, „რეგიონის საინვესტიციო პორტფელის ჯამური მოცულობა 17 54 500 000 აშშ დოლარია. 2015-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 251 800 000 აშშ დოლარი იქნება. იგივე პროექტებიდან მხოლოდ 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 366 200 000 აშშ. დოლარი იქნება. უკვე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი – 502 700 000 აშშ დოლარია.
აჭარის ფინანსთა მინისტრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე: „უარი არ გამოვა“

მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, კომპანიამ პროექტში ცვლილება შეიტანა და სააგენტოს ახალი პროექტით მიმართა:
„რაც შეეხება ასეთი პროექტებისთვის უარის თქმას, მე ვფიქრობ, რომ ყველა გულისყურით უნდა მოეკიდოს ინვესტიციას და უფრო მეტად ჩაერთოს, რადგან ასეთი პროექტებისთვის უარის თქმა არ გამოვა“.
სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, ახალი პროექტით სააგენტოსთვის კომპანიას ჯერ არ მიუმართავს:
„საქმე ადმინისტრაციულ წარმოებაშია. მე უკვე მქონდა კონტაქტი კომპანიის წარმომადგენლებთან და ჩემი პასუხი იყო, რომ უნდა ვიპალარაკოთ, მაგრამ ახალი პროექტი ჯერჯერობით არ არის სააგენტოში. სააგენტომ ერთხელ უკვე უთხრა უარი კომპანიას, მან გაასაჩივრა ეს უარი სამინისტროში. ერთხელ უკვე იყო ადმინისტრაციული მოსმენა, რაც გრძელდება“, – უთხრა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბათუმელებს“.
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #1 აფთიაქის ყოფილ შენობაში ინვესტორი 11 სართულიანი სასტუმროს და სამორინეს განთავსებას გეგმავს. მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, ინვესტორი 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.
შპს „ჟასმინი“ 2011 წელს თურქეთის მოქალაქემ დააფუძნა. კომპანიასა და აჭარის მთავრობას შორის ყოფილი აფთიაქის შენობის ადგილას სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება 2012 წელს შედგა. ამის შემდეგ კომპანიას მშენებლობის ნებართვა უნდა მოეპოვებინა. შპს „ჟასმინი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის მთავრობამ გასულ წელს საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა.
“გაიღე სისხლი”- ადვოკატების აქცია ბათუმში

ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ერთჯერადი აქცია არ არის და ვინც დღეს ვერ მოახრხა სისხლის გაღება, მომდევნო დღეებში გაიღებენ. ადვოკატები ამბობენ, რომ აქციაში მონაწილეობის მიღებას პროკურორებს და მოსამართლეებს სთავაზობენ.
ვინ და როგორ დააკვირდება მასწავლებლებს

ქალბატონო ირინა, რა ფორმით გეგმავთ საკლასო ანუ გარე დაკვირვებას?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საკლასო დაკვირვება. ვმუშაობთ ინსტრუმენტზე, რის მიხედვითაც უნდა ჩავატაროთ საკლასო დაკვირვება და შემდგომ შევაფასოთ საკლასო დაკვირვების შედეგად მიღებული მასალა. ამ მომენტისთვის შეთანხმებული ვართ და შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილებაც მიღებულია – გაკვეთილებს ჩავიწერთ. ვიდეოფირზე აღიბეჭდება უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილები და ამ ჩაწერილ გაკვეთილებს დააკვირდებიან შემდგომ შემფასებლები. შემფასებლების მიერ დაკვირვება უშუალოდ გაკვეთილის პროცესში არ განხორციელდება.
ვინ უნდა ჩაწეროს ვიდეოზე გაკვეთილი, როგორი იქნება პროცესი?
ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ ყველა სკოლაში უნდა უზრუნველყოს ერთი საკლასო ოთახის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ტექნიკით. ნებისმიერ მასწავლებელს, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა გაიაროს გარე დაკვირვება, ექნება ამის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დირექციასთან შეთანხმებით. დირექციამ მხარი უნდა დაუჭიროს და უნდა დაეხმაროს ამის უზრუნველყოფაში. მასწავლებელს შეუძლია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატაროს ამ საკლასო ოთახში გაკვეთილები. შემდეგ შეუძლია შეარჩიოს ორი ან სამი გაკვეთილი, რომელსაც თვითონ ჩათვლის, რომ საუკეთესოა და გამოუგზავნოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. ამის შემდეგ უკვე ცენტრის შემფასებლები შეაფასებენ ამ გაკვეთილს. საქართველოს ყველა მასწავლებელს, ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან ექნება საშუალება, რომ გაიაროს გარე დაკვირვება. რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, მათ მხოლოდ მას შემდეგ მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა, როცა გახდებიან უფროსი მასწავლებლები.
ვინ იქნებიან ის შემფასებლები, ვინც უფროსი მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილს შეაფასებენ?
დღეს ძნელია იმის თქმა, თუ ვინ იქნებიან შემფასებლები. იქნებიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ და მეტ-ნაკლებად იცნობენ სკოლის ცხოვრებას. ძალიან კარგი იქნება, თუ ესენი იქნებიან თავად პედაგოგები. შეიძლება არ იყვნენ პედაგოგები, მაგრამ იყვნენ განათლების ექსპერტები. ყოველ შემთხვევაში ესენი უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მჭიდრო შეხება აქვთ ამ პროცესთან. შემდეგ მათ, ჩვენი ცენტრის დახმარებით, უნდა გაიარონ ინტენსიური ტრენინგი. შემფასებელი – ეს იქნება ადამიანი, რომელმაც კარგად უნდა იცოდეს შეფასების რუბრიკა.
რა არის შეფასების რუბრიკა და რა კომპონენტებისგან შედგება?
ძირითადად, ორ სფეროს მოიცავს შეფასების რუბრიკა – ეს არის საკლასო გარემო, ანუ როგორ ზრუნავს პედაგოგი საკლასო გარემოს შექმნაზე გაკვეთილის მსვლელობისას და სწავლება, რომელშიც შედის მოსწავლეებთან კომუნიკაცია, სწავლების სტრატეგიები, შეფასების კომპონენტი, მოტივაცია. თითოეული ეს სფერო კომპონენტებად არის დაყოფილი.
საკლასო გარემოში შედის სამი კომპონენტი – ეს არის ურთიერთპატივისცემაზე აგებული გარემოს შექმნა, საკლასო პროცედურები და ქცევის წესები. მესამე კომპონენტი არის ფიზიკური გარემო. თუმცა ფიზიკურ გარემოსთან დაკავშირებით ჩვენ თვითონაც ბევრი შეკითხვა გვაქვს. ვინაიდან სკოლებში ფიზიკური გარემოს შექმნა მასწავლებლებზე არ არის დამოკიდებული და ამიტომ მასწავლებლის შეფასების პროცესში ამას ნამდვილად ვერ გავითვალისწინებთ. ამიტომ შეიძლება ეს კომპონენტი საერთოდ ამოაკლდეს, ან ძალიან შევამციროთ. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც დაკვირვების პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი და შემდგომ შეფასებისთვის. ამჟამად ვიწყებთ შეფასების რუბრიკის პილოტირების პროცესს. გამოჩნდნენ მოხალისე პედაგოგები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ მათი გაკვეთილები ჩავიწეროთ. ეს გაკვეთილები ამ ეტაპზე არ იქნება შესაფასებლად. ეს იქნება იმისათვის, რომ შეფასების რუბრიკა დაიხვეწოს. ბევრი მოხალისე მასწავლებელი გამოჩნდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. შემოდგომისთვის უკვე გვექნება შეფასების რუბრიკა საბოლოო სახით.
გასაჩივრების მექანიზმი თუ იქნება და როგორ შეძლებენ მასწავლებლები არასასურველი შეფასების მიღების შემთხვევაში აპელაციას?
ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ გასაჩივრების შესაძლებლობა მასწავლებლებს ექნებათ. შესაფასებელი გაკვეთილების ვიდეოზე ჩაწერაც სწორედ ამიტომაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. მასწავლებლებს შემფასებლებთან თუ კომისიებთან ერთად ექნებათ შესაძლებლობა კვლავ ნახონ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი და ამის საფუძველზე გაასაჩივრონ, ვიდეოგაკვეთილი მისცემს ამის შესაძლებლობას.
რუბრიკის პილოტირების პროცესში აჭარიდან თუ არიან მასწავლებლები ჩართული?
პილოტირება გულისხმობს შეფასების რუბრიკის დახვეწას. ჩვენ უნდა ვნახოთ რამდენად მუშაობს, რაიმე შეცვლას ხომ არ საჭიროებს. ამისთვის გვჭირდება ბევრი მასალა – ჩვენი მასალა არის ვიდეოგაკვეთილები. ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ პედაგოგებს, რასაკვირველია სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე, რომ ჩაგვეწერა მათი გაკვეთილები. მნიშვნელოვანია ამ შეფასების რუბრიკის შემუშავებაში პრაქტიკოსი პედაგოგების მონაწილეობა. მათთან თანამშრომლობით ჩვენ უკეთეს ინსტრუმენტს შევქმნით. ეს არის ჩვენთვის ამ ეტაპზე ღირებული ინფორმაცია. ჩვენ ვთავაზობთ თანამშრომლობას, ვთხოვთ მათ, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ბუნებრივია, ეს მათ ინტერესშიც არის – ყველას მოუწევს ამ ინსტრუმენტის საკუთარ თავზე გამოცდა. შესაბამისად, იმ პედაგოგების გაკვეთილებს, რომლებსაც ეს სურთ, რესურსცენტრთან და სკოლასთან შეთანხმებით ჩაწერენ ჩვენი ცენტრის თანამშრომლები.
ეს ინფორმაცია მივაწოდეთ პედაგოგებს ბათუმშიც, უკვე გამოგვეხმაურნენ მასწავლებლები კახეთიდან, შიდა ქართლიდან. იმედი გვაქვს, აჭარიდანაც გამოგვეხმაურებიან. მოხალისე მასწავლებლების გაკვეთილები, რასაც ჩვენ ჩავიწერთ, იქნება სრულიად ანონიმური. იმ გაკვეთილებს, რომელიც ჩაიწერება და ჩვენამდე მოვა, მხოლოდ და მხოლოდ უყურებს ის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ამ გაკვეთილს სხვა ვერავინ ნახავს. გარდა ამისა, პედაგოგი მიიღებს უკუკავშირს ჩვენგანაც. პილოტირების პროცესში ჩართვით ერთგვარ რეპეტიციასაც გადიან პედაგოგები და მომავლისთვის ემზადებიან.
იმ პედაგოგს, რომელიც პილოტირების პროცესში ჩაერთვება, წინასწარ ეცნობება როდის ჩაწერენ მის გაკვეთილს?
რა თქმა უნდა, იქნება გაფრთხილებული. ამასთან, ეს გაკვეთილი არ საჭიროებს არანაირ წინასწარ მომზადებას.
ეს არის ჩვეულებრივი გაკვეთილი, რასაც მასწავლებელი ყოველდღე თუ კვირაში სამჯერ ატარებს. ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილის ბუნებრიობა არ დაიკარგოს. სკოლაში როდესაც სხვა ორგანიზაციის თანამშრომლები შედიან, სკოლამ უნდა იცოდეს ამის შესახებ და ჩვენც უნდა ვიცოდეთ იმის შესახებ, რომელ საათზე აქვს გაკვეთილი. ამდენად მასწავლებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული.
12 და 13 აპრილს მგზავრობა უფასო იქნება

№11 ავტობუსი ე.წ. ხოფის ბაზრობიდან გამოდის და გორგილაძის ქუჩის გავლით სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობს.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელის პაატა დუმბაძის განმარტებით, ავტობუსი დილის 7:15 დაიწყებს მოძრაობას და საღამოს, გვიან ღამემდე იმუშავებს. მისივე ინფორმაციით, ავტობუსი ყველა ათ წუთში ივლის.
ძლიერი ქარის გამო ადამიანი „დრიმლენდ ოაზისის“ მშენებლობაზეც დაზიანდა
„გუშინ, როდესაც ქარი ამოვარდა, სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდნენ მუშები, რომლებმაც მოასწრეს მშენებლობიდან ჩამოსვლა. მაგრამ ერთ მუშას ფეხი გაეჭედა, რის გამოც ვერ ახერხებდა ჩამოსვლას. ფეხი სწორედ მან დაიზიანა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ოაზისის ერთ-ერთმა მენეჯერმა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ მუშას ფეხი აქვს მოტეხილი.

„ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ დაადგინა „დრიმლენდ ოაზისის“ მშენებელმა კომპანიამ აღმოუჩინა თუ არა დაზარალებულ თანამშრომელს დახმარება. ტელეფონის ნომერზე, რომელიც წესით კომპანია „იმერეთი 98“-ის (მშენებელი კომპანია) მფლობელს უნდა ეკუთვნოდეს, სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
სახალხო დამცველი: ციხეში სუიციდის მცდელობის ფაქტებმა იმატა
ანგარიშში წერია, რომ პრობლემურია არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვა, ვინაიდან ისინი, ხშირ შემთხვევაში, იმავე დაწესებულებაში რჩებიან, სადაც, სავარაუდოდ, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები დაფიქსირდა. სახალხო დამცველის შეფასებით, იკვეთება არასათანადო მოპყრობის სისტემური პრობლემა და აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. მონიტორინგმა ცხადყო, რომ პრობლემურია დაწესებულების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, რასაც ემატება კონკრეტულ ვითარებაში სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა არაადეკვატური მოქმედება ან უმოქმედობა, არასათანადო რეაგირება საჩივრებზე და სერვისების შესახებ პატიმართა ნაკლები ინფორმირება. არასაკმარისია თანამშრომელთა ცოდნისა და კვალიფიკაციის დონე. ამ ფონზე ხშირია პატიმართა შიმშილობისა და თვითდაზიანების შემთხვევა. ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში პატიმართა ხშირი გადაყვანის მზარდი ტენდენცია 2014 წელსაც შენარჩუნდა.
სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას, შეისწავლოს გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, რადგან, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სახალხო დამცველს განუმარტა, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის საიდუმლო წერილი, რომელიც შეიცავს ოპერატიულ ინფორმაციას, ხოლო ამ ტიპის ინფორმაციაზე დაშვება სახალხო დამცველს არ აქვს. საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში, ხშირ შემთხვევაში, პატიმრები გადაჰყავდათ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან დასავლეთ საქართველოში მდებარე დაწესებულებებში და პირიქით. შედეგად, პატიმრებს უჩნდებათ ოჯახისა და ადვოკატთან კონტაქტის შენარჩუნების პრობლემა და განიცდიან ახალ გარემოსთან ადაპტაციით გამოწვეულ დამატებით სტრესს.
პატიმრების გადასაყვანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების შედეგად პრევენციული ჯგუფი მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ტრანსპორტირების პირობები დიდ დისკომფორტს უქმნის პატიმრებს. აღმოჩნდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში ცალკე არის გამოყოფილი მცირე ზომის მეტალის კაბინა (დაახლოებით 0,3 კვ.მ. ფართობის). კაბინაში არის სივიწროვე, უჰაერობა და სრული სიბნელე. ამ კაბინას უმეტესად ქალი პატიმრებისა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების გადასაყვანად იყენებენ. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, აღნიშნულ კაბინაში პატიმრის მოთავსება არის დამამცირებელი მოპყრობა და აუცილებელია ამ კაბინის დემონტაჟი. პრობლემებს შორის აღსანიშნავია: დაწესებულებების ძირითად საცხოვრებელ, საკარანტინო და სამარტოო საკნებში სათანადო ხელოვნური ვენტილაციის უზრუნველყოფა; არასაკმარისი ბუნებრივი განათება-ვენტილაცია; დახურულ დაწესებულებებში პატიმართა სუფთა ჰაერზე ყოფნის ხანგრძლივობა და ვარჯიშის შესაძლებლობა; დაწესებულებების სასეირნო ეზოებში საჭირო ინვენტარისა და პირობების არარსებობა; ხანგრძლივი პაემნის ინფრასტრუქტურის არარსებობა. საანგარიშო პერიოდში დისციპლინარული სახდელების გამოყენების შემთხვევათა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით გაორმაგდა. პოზიტიურად აფასებს სახალხო დამცველი პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმას.
საანგარიშო პერიოდში გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობამ 2013 წელთან შედარებით იმატა. 2014 წელს 27 პატიმარი გარდაიცვალა. ასევე გაიზარდა სუიციდის შემთხვევათა რაოდენობა. დაფიქსირდა სუიციდის 7 ფაქტი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში სხეულის დაზიანებით შესახლებულია 1040 ბრალდებული, რომელთაგან 136-მა ბრალდებულმა დაზიანება მიიღო დაკავებისას, 853-მა – დაკავებამდე, 48 ბრალდებულმა – დაკავების შემდეგ, 3-მა ბრალდებულმა დაზიანების წარმოშობის მიზეზი არ დაასახელა. 2014 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხეულის დაზიანება მიიღო 3169 პატიმარმა, რომელთაგან 2261 თვითდაზიანებაა, 755 – საყოფაცხოვრებო ტრავმა, 53 – არ აკონკრეტებს და 100 – სხვა პირის მიერ.
2014 წლის განმავლობაში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამედიცინო პერსონალი სათანადოდ არ ასახავს პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებებს: ხშირ შემთხვევაში არ არის მითითებული დაზიანების აღმოჩენის დრო და წარმომავლობა, არ ფიქსირდება ექიმისა და პატიმრის ხელმოწერა. პრევენციის ეროვნული მექანიზმმა დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც სამედიცინო პერსონალმა დოკუმენტურად საერთოდ არ ასახა პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები.
აღმოჩნდა, რომ მე-3 დაწესებულებაში პატიმრების მიღების პრაქტიკა შეუსაბამობაში იყო სამედიცინო შემოწმების კონფიდენციალურ სტანდარტთან. ქალი პატიმრის სხეულს ვიზუალურად ექიმის ნაცვლად დაწესებულების თანამშრომელი ათვალიერებდა, რომელიც ამავე დროს მას ჩხრეკდა. მორიგე ექიმს სწორედ იგი აწვდიდა ინფორმაციას პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ. მამაკაცი პატიმარს კი ექიმი ამოწმებდა დაწესებულების თანამშრომლების თანდასწრებით, რომლებიც პარალელურად ატარებდნენ ჩხრეკას, პროცესს ესწრებოდნენ ბადრაგები, რომლებმაც პატიმარი მიიყვანეს დაწესებულებაში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში მე-3 დაწესებულებაში შესახლებული ბრალდებულებიდან სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა 43-ს: მათგან მხოლოდ ოთხმა მიუთითა დაზიანების წარმომავლობის შესახებ, ხოლო სხვებმა თავი შეიკავეს ექიმისთვის რაიმე ინფორმაციის მიწოდებაზე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ინტერესები და ახსოვდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. მაგრამ, ამავე დროს, ექიმს უჩნდება მორალური საფუძველი არასათანადო მოპყრობის გამოაშკარავების სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი თანახმაა არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ექიმი ვალდებულიც კი არის, გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს. თუ პატიმარი უარს აცხადებს ამა თუ იმ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ექიმმა უნდა აწონ-დაწონოს რა უფრო მნიშვნელოვანია, პოტენციური საფრთხე პაციენტისთვის, თუ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნებით მიღებული სარგებელი ყველა პატიმრისათვის.
სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-3 დაწესებულებაში შემოწმების ჩატარებისას აღმოაჩინა, რომ ორ შემთხვევაში დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ასევე არასათანადო მოპყრობად შეაფასა 2014 წლის 23-24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის დროს, დაწესებულების სამარტოო საკნებში მოთავსებულ პატიმართა მდგომარეობა. შემოწმების დროს სამარტოო საკნებში შეუძლებელი იყო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, იდგა აუტანელი სუნი, პატიმრებს არ ჰქონდათ ლეიბი და თეთრეული, უწევდათ ნარზე წოლა, სიცივისაგან დასაცავად ერთ-ერთ პატიმარს ტანზე, ტანსაცმლის ქვეშ ტუალეტის ქაღალდი ჰქონდა შემოხვეული. სამარტოო საკანში მოთავსებული პატიმრები არც სუფთა ჰაერზე გაჰყავდათ.
სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 24 გეგმური და 364 არაგეგმური ვიზიტი განახორციელეს, მოინახულეს 3040 პატიმარი. 2014 წელს გამოძიების დაწყების მოთხოვნით სახალხო დამცველმა გააგზავნა 18 წინადადება (2013 წელს – 9 წინადადება). სახალხო დამცველის ანაგრიშის მიხედვით, არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
აჭარაში 460 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
კომპანიის ინფორმაციით, ამ წუთებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და დღის პირველ ნახევარში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს შეუწყდათ იმის გამო, რომ „ქარიშხალმა დააზიანა გადამცემი ხაზები და წააქცია ბოძები“.
აჭარაში 4 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
„1100 აბონენტია გამორთული ბათუმში, 900 აბონენტი ქობულეთში, 1700 აბონენტი ზემოაჭარაში და 300 აბონენტი ხელვაჩაურში“, – უთხრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გენო სურმავამ „ბათუმელებს“.

შეკითხვაზე დღეს რამდენად შესაძლებელია ენექტროენერგიის მიწოდება აღუდგინონ ამ აბონენტებს, გენო სურმავა პასუხობს: „გაცილები მეტი იყო დაზიანება. ამ წუთებშიც მუშაობენ. რასაც მოვახერხებთ მოვახერხებთ, დანარჩენი სამუშაოები ხვალე დილას გაგრძელდება“.
გენო სურმავას თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს შეუწყდათ იმის გამო, რომ „ქარიშხალმა დააზიანა გადამცემი ხაზები და წააქცია ბოძები“.
ბათუმის მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, „გიორგი ერმაკოვი მერის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის საქვეუწყებო დაწესებულებების ხემძღვანელებს შეხვდა. მობილიზებულია მერიის ყველა უწყება და ნებისმიერი პრობლემა, რომელიც წარმოიშვება ოპერატიულად აღმოიფხვრება“.
სამაშველო სამსახური: ქარიშხლის გამო დღეს 25 გამოძახება გვქონდა
ხელვაჩაურის გამგებლის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი ხელვაჩაურის სოფლებში – ორთაბათუმში, ახლშენსა და ხელვაჩაურში. „გამგეობის თანამშრომლები გასული არიან ადგილებზე და კომისია ზარალს დაადგენს“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

ზარალი არის ქობულეთშიც, გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, აქაც ძირითადად სახლების სახურავებია გადახდილი: „კორპუსს გადახადა ხუცუბანში სახურავი და ერთ კერძო სახლს. შეტყობინება არის გვარადან და ჩაისუბნიდანაც სახლების სახურავების გადახდაზე. არავინ დაშავებულა. ჩვენი თანამშრომლები მიდიან დაზიანების ადგილებზე, ზარალს დავადგენთ“.
ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ის ბრიგადასთან ერთად ამ დროისთვის იმყოფება ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ქარმა სახურავი გადახადა მაღაზიას. გადახდილი სახურავი ერთ-ერთ ავტომანქანას დაეცა.
ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო სამაშველოს გამოძახება არ ჰქონია ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან. „შუახევში იყო პატარა ქარბორბალა, მაგრამ მალე ჩადგა:” დღეს გამოძახება, ძირითადად ბათუმიდან გვქონდა“.
ახალშენში ქარისგან დაზარალებული ოჯახი მაშველებსა და ჟურნალისტებს ითხოვს
სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო დღეს ორი გამოძახება ბათუმში ჰქონდათ და ერთი სოფელ განახლებაში. განახლებაში მოგლეჯილი ხემ ცოტა ხნით გზა გადაკეთა, ხოლო სოფელ ახალშენში სახლს სახურავი ახადა და როგორც ამ ოჯახის დიასახლის, ეთერ გაბაიძე ამბობს, მეორე სართული დაანგრია.
„რძალი სკოლაში იყო ბავშვების მოსაყვანად, რომ მოვიდა სახლის ამ დღეში დახდა. ზალიან შეეშინდა და ცუდად გახდა სასწრაფო გამოვიძახეთ“.
ეთერ გაბაიძე ამბობს, რომ არც მათთან ჯერჯერობით არც სამაშველო სამსახური მისულა და არც ხელისუფლების წარმომადგენლები. ქალბატონი ითხოვს, რომ მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ტელევიზიებსა და სამაშველო სამსახურს.
ეთერ გაბაიძის თქმით, მათი სახლი სოფელ ახალშენში, ცენტრალურ გზაზა, სასაფლაოებტან ახლოს მდებარეობს.
გარდა ამ შემთხვევისა დღეს ადამიანებს ქარმა ზიანი ბათუმშიც მიაყენა. ერთ-ერთი დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხარისხის დარგში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, თამარ მხატვარის თქმით, „ჩვენთან ერთი პაციენტი შემოიყვანეს, 64 წლის მამაკაცი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები. კვლევების შედეგად გავიგებთ დაზიანების ხარისხს“.
დაახლოებით 18:00 საათისთვის ბათუმში მოულოდნელად ამოვარდა ძლიერი ქარი. ამ დროს „ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანია დაზარალებული – ერთი ქარის გამო მოგლეჯილმა ხემ დააზიანა, ხოლო მეორე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილმა სახურავის ფრაგმენტებმა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილ 64 წლის მამაკაცთან ერთად კიდევ ორი მამაკაცი იმყოფებოდა. მათ ფიზიკური დაზიანება არ უნდა ჰქონდეთ მიღებული. ყოველ შემთხვევაში ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადას არც ერთ კლინიკაში არ გადაუყვანია.
ელთ კომპანი ათი წლისაა

„ელთ კომპანი“ მოქალაქეებს ადვილად ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს, ორგანიზაციის ძირითადი სფერო არის სალომბარდე საქმიანობა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს 60–ზე მეტი თანამშრომელი აჭარის რეგიონში წარმოდგენილ 15 სერვისცენტრში, მათ შორის ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედასა და ხულოში.
დღეისათვის საფინანსო ორგანიზაცია „ელთ კომპანი“ გთავაზობთ ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელს დანაზოგზე ვალუტაში უპრეცედენტო 14 %–ს, სესხის ნებისმიერ დროს გაზრდის შესაძლებლობით და დამატებითი საპროცენტო სარგებლით.
კომპანიის მიზანია წვლილი შეიტანოს ქვეყანაში უკეთესი ბიზნეს გარემოს შექმნაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, საწარმოთა სწორი მენეჯმენტის ფორმირებაში; ამ მიზნების განხორციელების ფარგლებში კომპანია გასცემს სესხებს, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი შემოსავლები, წამოიწყონ ან განავითარონ საქმიანობა… ეს, თავის მხრივ, ქართული ეკონომიკის განვითარებისა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესების საწინდარია.
მიიღე მეტი ვიდრე სხვაგან!
ქარიშხლის გამო ბათუმში ორი ადამიანი დაზიანდა

სტუდენტები დეპუტატისთვის კვერცხების დაშენის ფაქტზე

ილია ურუშაძე, 23 წლის: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მოძალადეები არა მხოლოდ უნდა განთავისუფლდნენ სამსახურიდან, არამედ დაეკისროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ფაქტია – ქართული პოლიტიკა მედუქნეობას გაუტოლდა, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ძალადობის წახალისებათან (რომლის კვალს პოლიტიკურ ელიტასთან მივყავართ) – ეს უკვე აღმაშფოთებელია! როგორც რიგითი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა უნდა დაისაჯოს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რა პოლიტიკური შეხედულებებისაც არ უნდა იყოს ის, არ მესმის, თუ რატომ არ უნდა დადგეს მოძლადეების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა?! გასაგებია, რომ არსებობს ცალკეული პიროვნული დამოკიდებულება, რომელიც ყოფით ცხოვრებაში ვლინდება, მაგრამ ძალადობის წახალისება ცალსახად მიუღებელია. სწორედ ასეთი შემთხვევები არის მიზეზი იმისა, რომ რიგით მოქალაქეებს უქრებათ რწმენა და უნარი, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. ეს წარმოქმნის რადიკალური ინფანტილიზმისა და სამოქალაქო მელანქოლიის ფორმებს. წარმოუდგენელია იმ ქმედებას რაიმე გამართლება ჰქონდეს, რომელიც ძალადობაზეა ზედნაშენი და სიძულვილს ემყარება.

გიორგი ბაგრატიონი, 20 წლის: მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურებიდან, რადგან მათ მიერ ჩადენილი საქციელი იყო პოლიტიკური ზეწოლა ოპონენტების მიმართ, რაც გაუმართლებელია. ასევე ისინი მუშაობენ მერიას დაქვემდებარებულ სამსახურებში და მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ. პლუს ამას, ეს ფაქტი მოხდა UშAID-ის ოფისში: ყველამ ვიცით, თუ რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია და ამიტომ, ეს კიდევ ერთი დანაშაული იყო.

თამარ ბაუჟაძე, 22 წლის: სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, გაეთავისუფლებინათ ეს ადამიანები სამსახურიდან, რადგან მათ სწორედ პოლიტიკური ბერკეტებით მოახდინეს ზეწოლა ადამიანზე, შეიძლება ეს ადამიანი მათ ოპონენტს წარმოადგენდა, მაგრამ ეს არ ამართლებს მათ ქმედებას. როცა პიროვნება ბრძოლისუნარიანი ხარ და იბრძვი უსამართლობისა და რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც 2012 წელს შეიცვალა და ამის შემდეგ შენც იგივე მოძალადე ხდები, რაც იქამდე არ მოგწონდა, ეს არის პიროვნული დეგრადაცია, არასწორი ქმედებები და ზუსტად იმავეს გამეორება, რაც 2012 წლამდე ხდებოდა.
ამიტომ, გამომდინარე პოლიტიკური რაკურსიდან, გამომდინარე თუნდაც იქედან, რომ ისინი მერიის დაქვემდებარებაში, მერიის აიპი-ში არიან, მათ უფრო მეტი თავშეკავებულობა მართებდათ. მათ მეტი კომუნიკაცია სჭირდებათ საზოგადოებასთან და არა მათი გაღიზიანება. ეს უფრო ურაპატრიოტიზმია – რომ ჩვენ ვართ არა სამართლიანობის აღმდგენნი, არამედ პირიქით. ჩვენ უნდა ვიცავდეთ ყველა კანონმდებლობას და კანონი უნდა იყოს უზენაესი – ისინი ამ ყველაფრის წინააღმდეგ მოდიან. როცა არ აღიარებ კანონს და შენ ჩადიხარ ხულიგნობის ფაქტს, შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა დაგეკისროს, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა და აქ არ უნდა იყოს ვიღაც კონკრეტული პირები, რომელთაც შეიძლება შეღავათები გაეწიოს.

ინდირა დავითაძე, 22 წლის: პირველ რიგში ძალიან შემრცხვა ეს ვიდეო როცა ვნახე. სამწუხაროა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები იქცევიან ასე. რა თქმა უნდა უნდა გაეთავისუფლებინათ ისინი დაკავებული პოზიციებიდან. მსგავსი საქციელი ყოვლად შეუფერებელია ნებისმიერი ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამას თანამდებობის პირი აკეტებს. იმედი მაქვს ამ ფაქტს სათანადოდ გამოიძიებენ და ყველა პასუხისმგებელ პირს პასუხი მოეთხოვება.
სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრი ბათუმში
სცენაზე სამი თურქი სოპრანო – ედა ბინგოლ გიურქანი, ზერრინ კარსლი და სედა ორთაჩი იმღერებენ. დაუკრავს ბათუმის სიმფონიური ორკესტრი.

სასამართლომ შს სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა დაავალა
„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და უნდა გაუქმდეს“, – წერია სარჩელში, რომელიც მეორე ინსტანციის სასამართლოში შს სამინისტროს ნდობით აღჭურვილმა პირმა თამარ გეგეშიძემ უკვე შეიტანა.

გაზეთმა „ბათუმელებმა“ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის თებერვალში უჩივლა, შს სამინისტროს პრემიებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. თბილისის საქალქაო სასამართლო ამ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ 2015 წლის 27 თებერვალს მოახერხა.
საქალაქო სასამართლომ რედაქციის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა „ბათუმელებს“ მიაწოდოს ინფორმაცია უწყებაში გაცემული პრემიების შესახებ.
შს სამინისტროში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობას, მიმღების სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით, რედაქციის ჟურნალისტი 2013 წლის 25 ნოემბრს გამოითხოვა, თუმცა სამინისტრო ამ ინფორმაციას რედაქციას დღემდე არ აწვდის.
გაზეთ „ბათუმელების“ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
რედაქციას ასევე აინტერესებდა ინფორმაცია სამინისტროს ბალანსზე რიცხული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მაღალი თანამდებობის პირთა სარგებლობაში არსებული ავტომანქანების შეკეთებისთვის რა თანხა დაიხარჯა. სამინისტროს განმარტებით, უწყება მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დოკუმენტაცია სარემონტო სამუშაოების შესახებ, ვინაიდან სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებში და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემთხვევაში, შესაბამისად ამ ინფორმაციის გაცემაზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. სამინისტროს ეს პოზიცია სასამართლომ გაიზიარა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი – ეს იმ კანონების ჩამონათვალია, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას.
ბავშვი მშობლისთვის თუ მშობელი ბავშვისთვის? – ვუთხრა თუ არ ვუთხრა?
საქართველოში შვილად აყვანა ნორმას არ ექვემდებარება. ის დიდ საიდუმლოსთან და სირცხვილთან არის დაკავშირებული. ერთი მხრივ, მშობლების ამგვარ დამოკიდებულებას განაპირობებს შიში საზოგადოებრივი აზრისადმი: საკუთარი გენი სხვისაზე უკეთესია; შვილად აყვანილი მეორეხარისხოვანია ბიოლოგიურ შვილთან შედარებით. უნაყოფობა განხილულია არა როგორც ბიოლოგიური მდგომარეობა, არამედ როგორც ნაკლი. თუმცა ცოტამ თუ იცის საკუთარი გენეტიკური ისტორია. მეორე მხრივ, მშობლებს ეშინიათ, რომ სიმართლემ შეიძლება გააფუჭოს ბავშვთან ურთიერთობა, ვინაიდან არაგენეტიკური, არასისხლისმიერი კავშირი არამყარია და ადვილად შეიძლება დაირღვეს. თუმცა ადამიანური, ოჯახური ურთიერთობები, ბიოლოგიურის გარდა, სოციალურ კავშირებს ეფუძნება. შიში უსაფუძველოა, ვინაიდან მხოლოდ ის ურთიერთობაა გამძლე, რომელიც სიმართლეს ემყარება.
მშობლების შეხედულებით, შვილად აყვანილი ბავშვისთვის სიმართლის დამალვა მის დაცვას, უსიამოვნო სიტუაციებისა და გაკიცხვის თავიდან აცილებას ემსახურება. თუმცა მშობლები უფრო მეტად ცდილობენ დაიცვან საკუთარი შეგრძნებები და ინტერესები. მათი აზრით, უმჯობესია, ბაშვმა მიმღები ოჯახი ბიოლოგიურად ჩათვალოს.
მშობლები ხელმძღვანელობენ წარმოსახვითი სიტუაციებით და მხედველობის მიღმა რჩებათ ის განცდები, რაც ბავშვის თავს ხდება ან შეიძლება მოხდეს. აზრს მოკლებულია უარვყოთ რეალური ტრავმატიზმი, რომელიც ბავშვმა გადაიტანა. ტრავმა იყო და ამ ფაქტის უარყოფა ნიშნავს უარვყოთ რეალობა, დავრჩეთ ამ ეტაპზე და შემდეგ მოვიმკათ მისი ნაყოფი.
ჩვენ მეხსიერებაში ინახება ყველა შეგრძნება, ყველა განცდილი მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერად შეიძლება არ გვახსოვს ის. ცხოვრების პირველი კვირების და თვეების გამოცდილება ასევე რჩება მეხსიერებაში სხეულებრივი განცდების, შეგრძნებების დონეზე. ბავშვის ფსიქიკა იგება სხეულებრივი შეგრძნებებით, რომელსაც უახლოესი გარემოცვა ასწავლის. ამას უნდა მიეცეს სიტყვიერი ფორმა და აზრი. თუ გამოცდილების რომელიმე ნაწილი, განსაკუთრებით ტრავმატული, სიმბოლიზაციის გარეშე დარჩა, ის რჩება ფსიქიკაში, როგორც უცხო სხეული და სამომავლოდ ხდება გაუგებარი ტანჯვის მიზეზი. ძალიან მნიშვნელოვანია ესაუბროთ ბავშვს მის გრძნობებზე, გადატანილ მოვლენებზე, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მატრავმირებელი ეფექტი. სხვა შემთხვევაში ტრავმატიზმი დარჩება გადაუმუშავებელი და პათოგენური. მას შეუძლია მოახდინოს დრამატული გავლენა ბავშვის მთელ ფსიქიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ სიმართლე და რაც შეიძლება ადრე.
დაიწყეთ თქვენი საუბარი ისეთი მხატვრული, ანიმაციური ფილმით ან წიგნით, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია შვილად აყვანის თემასთან. ერთი მხრივ, ბავშვი თავისი ასაკის შესაბამისად გაიაზრებს შვილად აყვანას და არ მიიღებს მას საკუთრ თავზე, არ ჩაერთვება ემოციონალურად. მეორე მხრივ, როგორც ყველა ბავშვი ადვილად მოირგებს შვილად აყვანილის როლს, არა იმიტომ რომ ის ასეთია, არამედ იმიტომ, რომ ამაზე შედგა საუბარი. ამ განხილვების პროცესში ბავშვი იგებს დაკავშირებული სიტყვებს შესახებ, რომელთა საფუძვლიანად განმარტებაც მნიშვნელოვანია.
იმაზე მსჯელობისას, თუ როდის გავანდოთ ბავშვს სიმართლე, აუცილებელია გამოიყოს 4 ასაკობრივი ეტაპი: 1. დაბადებიდან სამ წლამდე; 2. სკოლამდელის ასაკი (3-6/7 წლამდე); 3. წინაპუბერტატის ეტაპი (6/7-12 წლამდე); 4. გარდატეხის ასაკი.
დაბადებიდან სამ წლამდე. ამ პერიოდში ბავშვისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია, როგორ აღმოჩნდა ოჯახში. უფრო მნიშვნელოვანია მან მშობლებისგან იგრძნოს სიყვარული, მიმღებლობა და საკუთარ თავს არ დაუკავშიროს შექმნილი უხერხულობა. ამ ასაკის ბავშვი კარგად გრძნობს მოცემულ ასპექტებს და მშობლების შინაგან დაძაბულობასაც, თუმცა არ სვავს კითხვებს, არ ქმნის უხერხულ სიტუაციებს. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ტერმინებს, ვინაიდან ისინი პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ სიტყვებს. ზოგადად, ამ ასაკში აღიქვამენ საერთო იდეას, რომ იშვილეს, მაგრამ დიდად ვერ უღრმავდებიან რა დგას სიტყვის უკან.
სკოლამდელი ასაკი. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ბევრ შეკითხვებს სვამს, რაც, ერთი მხრივ, შეამსუბუქებს მიმღები ოჯახის მდგომარეობას საკითხზე საუბრისას. მნიშვნელოვანია ვუპასუხოდ მათ შეკითხვებს კონკრეტულად და მათთვის გასაგები, აღქმადი მოცულობით. კარგია შევაფასოთ რამდენად ადეკვატურად აღიქვამს თქვენს მიერ მოყოლილ ისტორიას. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია რეალურის და ფანტაზიის ერთმანეთში შერწყმა. ამის გაგება შესაძლებელია თუ მოვუსმენთ მის მიერ მოყოლილ ისტორიას და დავაკვირდებით მის თამაშს. ამ ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მოისმინონ რამდენიმეჯერ ერთი და იგივე ისტორია. შეიძლება ეს მის საყვარელ ისტორიადაც იქცეს ძილის წინ მოსაყოლად. მნიშვნელოვანია, დავიცვათ ბალანსი ისტორიის რეალობასა და ჩვენს მცდელობას შორის, მეტად პოზიტიურ ჭრილში დავანახოდ საკითხი.
წინაპუბერტატის ეტაპი. ამ ასაკში ბავშვს საკმარისად შეუძლია საკუთარი ისტორიის გაცნობიერება. ის იგებს, რომ მასზე უარი თქვეს ბიოლოგიურმა მშობლებმა, ბავშვმა ისინი დაკარგა. მათთვის აუცილებელია შეათავსონ ბიოლოგიური და მიმღები მშობლების მიმართ გრძნობები. მიუხედავად იმისა, რომ არ საუბრობენ ბიოლოგიურ წარმომავლობაზე და არ სვავენ კითხვებს, სულაც არ ნიშნავს, რომ საკითხი არ აინტერესებთ. მნიშვნელოვანია, მშობლებმა წამოიწყონ საუბარი, გამოავლინონ მზაობა საკითხის გასააზრებლად. ეს ასაკი რთული გარდატეხის ასაკის წინა პერიოდია. საჭიროა შევქმნათ წინაპირობა სწორი იდენტიფიკაციისთვის, ვიდრე მშობლის ნათქვამს მისთვის ძალა გააჩნია და ბავშვს ნათქვამის მიმღებლობა აქვს.
გარდატეხის ასაკი. ეს ასაკი ბიოლოგიურ ოჯახშიც კი რთული პერიოდია. ამ დროს ბავშვმა უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა და საკუთარი იდენტობა. მოზარდი, რომელიც გარდატეხის პერიოდში იგებს საკუთარი წარმომავლობის შესახებ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ფაქტი განსაკუთრებით მატრამვირებელია. მას არ შეუძლია ააგოს საკუთარი იდენტობა არც იმ ისტორიაზე, რომელიც ახსოვს და არც იმ ისტორიაზე, რომელიც მის ახლანდელ ოჯახთან არის დაკავშირებული. ამის მიზეზია მოზარდობის მაქსიმალიზმი, რომელიც არ აძლევს ბავშვს საშუალებას, ერთი მხრივ, მიიღოს საკუთარი წარმომავლობის ფაქტი და, მეორე მხრივ, საკუთარი ცხოვრების ისტორია მიმღებ ოჯახში.
და ბოლოს, სპეციალისტების დახმარება აუცილებელია, როგორც შვილად აყვანის წინ, ასევე შემდგომ, პერიოდულად. ეს დახმარება მიმართულია მშობლებისკენ, რათა გაიგონ საკუთარი ცნობიერი და არაცნობიერი მოტივები, რომელიც დაკავშირებულია ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან. ამ გზით შემცირდება იმედგაცრუებები და გაუმართლებელი მოლოდინები. ბავშვი მზად უნდა იყოს პასუხის გასაცემად საზოგადოების ინტერესიდან მომდინარე კითხვებზე. მაგრამ ამაზე გასამკლავებლად, ბავშვმა უპირველესად უნდა დაინახოს მშობლების მზაობა კითხვებზე საპასუხოდ, საზოგადოების წინაშე წარსადგენად სინდისი ქენჯნის, უხერხულობის და სირცხვილის გარეშე.
იყიდება მანსარდა იაფად
ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იყიდება მზა მანსარდა – 67-კვ.მ (ორი ოთახი), უზრუნველყოფილი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებითა და რკინის კარით, გამყოფი კედლებით.
ფასი: 19 ათასი დოლარი.
მობ: 555 12 69 12; 571 12 69 12.
შემოსავლების სამსახური: დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმის ჩარიცხვა იწყება
დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად რეგისტრაციის პროცესი 1 აპრილს დაიწყო. ამ მიზნით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, მოქალაქემ უნდა შეავსოს დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით გაარკვიოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოს ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოს დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ამ დროისთვის დეკლარაცია 300 ათასზე მეტმა მოქალაქემ შეავსო.