რას გეგმავს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

 

მერაბ ხალვაში
მერაბ ხალვაში

ბატონო მერაბ, რა შეიცვალა წინა არჩევნების შემდეგ, რატომ გადაწყვიტეთ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

ამის ძირითადი მიზეზი ალბათ მაინც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი იყო, რომელმაც მე მთხოვა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან რექტორის ბოლო არჩევნებს მთელი ეს პერიპეტიები მოჰყვა. ამ ნაბიჯის გადადგმამდე ბევრი ვიფიქრე, გავაანალიზე ყველა ნიუანსი და გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა, რადგან უნივერსიტეტის ინტერესი, ჩვენი თანამშრომლების ინტერესი დავაყენე ყველაზე მაღლა.

 

თქვენი უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, რას მიიჩნევთ უნივერსიტეტის სუსტ მხარედ და რას ისახავთ პირველ მიზნად?

უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის დიდი სტაჟი გამაჩნია, 2005 წლიდან 2011 წლამდე ვიყავი სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნების ფაკულტეტის დეკანი, 2011 წლიდან 2015 წლის 31 მარტამდე ვიყავი ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. აი, ამ სამსახურის ძირითადი ფუნქცია იყო სწორედ მონიტორინგი, შეფასება სასწავლო და სამეცნიერო პროცესებისა, რომელიც ძირითადად სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გამოკითხვის გზით ხდებოდა. ყველა ის პრობლემა, რაც უნივერსიტეტში იყო, ჩემთვის  ნათელია, შესაბამისად, ეს გამიადვილებს მუშაობას ამ პრობლემების დაძლევის თვალსაზრისით. რაც შეეხება პირველ მიზანს, ჩვენ დავასრულებთ სამუშაოებს, რომლებიც მიმართული იყო აბიტურიენტების მოზიდვის თვალსაზრისით და შემდგომ უკვე უნივერსიტეტის მთელი რესურსი დაიწყებს მუშაობას მოახლოებული აკრედიტაციის პროცესზე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, განაწილდება ფუნქციები და ყველაფერი გაიწერება კონკრეტულ დროში. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული რესურსის ჩართულობით, ამ სირთულეს უნივერსიტეტი წარმატებით გადალახავს.

 

უნივერსიტეტის რესურსისა და შეზღუდული დროის გათვალისწინებით, სხვა რა ცვლილებებს გეგმავთ უნივერსიტეტში?

ამ პერიოდში უნივერსიტეტში არანაირი სტრუქტურული ცვლილებები არ განხორციელდება, ვგულისხმობ ისეთ ჩარევებს, რაც უნივერსიტეტის რყევებს გამოიწვევს, რადგან ამის დრო ახლა არ არის და ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი სირთულეები გვაქვს გადასალახი – აკრედიტაცია და ავტორიზაციასთან დაკავშირებული პროცესები.

სხვა გეგმებს რაც შეეხება, ეს არის უპირველესად თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესების მართვის თვალსაზრისით. ეს იქნება აუცილებელი და გადაუდებელი ამოცანა. გარდა ამისა, არის რიგი საკითხებისა, რომელთა მოგვარებაც, ბუნებრივია, ამ ერთი წლის მანძილზე შესაძლებელი იქნება. ორშაბათიდან მშვიდ ვითარებაში განახლდება სასწავლო პროცესი, ორშაბათსვე ჩვენ გევქნება შეხვედრა ფაკულტეტების დეკანებთან და ალბათ უკვე კონკრეტულად ჩამოვყალიბდებით, თუ რა საკითხები იქნება გადასაჭრელი ეტაპობრივად.

 

გასულ წლებში უნივერსიტეტის რექტორობის არჩევნებში იყო მთავრობის ღიად ჩარევის ფაქტები, რამდენად თავისუფალი იყო სამთავრობო რეკომენდაციებისა თუ კეთილგანწყობისგან წლევანდელი არჩევნები?

ვფიქრობ, აბსოლუტურად თავისუფალ და დემოკრატიულ პრინციპებზე დაურდნობით ჩატარდა ეს არჩევნები და თითოეულ ჩვენს თანამშრომელს ჰქონდა უფლება, თავისუფლად გამოეხატა თავისი აზრი.

 

ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენდამი მთავრობის სიმპათიამ განაპირობა ის, რომ ამომრჩეველმა თქვენ მოგცათ ხმა?

ვერ დაგიდასტურებთ ასეთ რამეს, თუმცა ვფიქრობ, მთავრობის ხელშეწყობა და დახმარება უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

აჭარიდან გურიაში ჩასახლებულების საპროტესტო აქცია

 

აქცია სოფელ ლაითურში
აქცია სოფელ ლაითურში

როგორც თამაზ ბაკურიძე აცხადებს, ამ სოფელს აწუხებს მრავალგვარი პრობლემა – უგზობა, უწყლობა, უგაზობა. 

 

თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ დღევანდელი აქციის ძირითადი მოთხოვნა მაინც მიწას უკავშირდებოდა: „ამ სოფელში დაახლოებით 500 კომლი ეკომიგრანტი ოჯახი არის აჭარიდან ჩასახლებული. ეს ხალხი არენდით ქირაობდა შევარდნაძის დროს გარკვეული პირების მიერ მიტაცებულ მიწებს. თავის დროზე ამ ადამიანებს უთხრეს, რომ მიწაზე არენდის მაქსიმალური ფასი 35 თეთრი იქნებოდა, მაგრამ ახლა მესაკუთრეებმა ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 55 თეთრამდე აიყვანეს. ხალხი ამბობს, რომ ამ ფასს ვერ გადაიხდის“.

 

თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფალი, გუბერნატორი გასულ კვირას მივიდა სოფელში და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, მაგრამ ერთი კვირის გასვლის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა, ამიტომ მოსახლეობამ აქცია მაინც გამართა.

 

თამაზ ბაკურიძის თქმით, ეს არ იქნება  ერთჯერადი ხასიათის აქცია, უბრალოდ, „ახლა აღდგომის დღეებია და თავს შეიკავებენ“.

არჩილ ხაბაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვეს

 

 

შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა – მარიამ ჯაშმა და საქართველოს სოლიდარობის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა – ხატია ფიჩხაიამ, რეგიონის ხელმძღვანელობას დღეის მდგომარეობით ფონდში მობილიზებული თანხებისა და დაფინანსებული ბენეფიციარების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელმა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხელშეწყობისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სერტიფიკატი გადასცა.

 

„მოხარული ვარ რომ ეს სიგელი მივიღეთ. იგი ეკუთვნის მთლიანად აჭარას. მოგეხსენებათ რომ ძირითადად საჯარო მოხელეები  ვართ ჩართული, თუმცა კერძო კომპანიებიც არ იშურებენ თანხას ქველმოქმედებისთვის და ამის ნათელი მაგალითია კომპანია „ატლას-ჯორჯია“, რომელმაც ფონდს დასაწყისისთვის 500 000 ლარი გადაურიცხა.  ვფიქრობ რომ  დიდი წვლილი შეიტანა აჭარამ სოლიოდარობის ფონდში, რომელმაც 2014-15 წლის განმავლობაში  22 წლამდე ასაკის 78 მოქალაქე  დააფინანსა.  ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ფონდთან თანამსრომლობას. ვფიქრობ,  ყველა უწყებაში უნდა იყოს ეს პრეზენტაცია ჩატარებული, რომ ყველამ გაიგოს თუ როგორ იხარჯება, სად და ვის ხმარდება  თითოეული  ლარი, რომელსაც სოლიდარობის ფონდში რიცხავენ მოქალაქეები.   ჩემთვის სასიამოვნოა, რომ აჭარიდანაც იყვნენ პაციენტები, რომლებმაც ამ ფონდის საშუალებით იმკურნალეს“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელები დღესვე რეგიონში არსებულ იმ კომპანიებისა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდებიან, რომლებიც ფონდის ქველმოქმედებაში არიან ჩართული.

   

 

ზარალს ქედაშიც დაითვლიან

 

სოფელი გარეტყე. აქედან 8 კილომეტრში მდებარეობს ადგილი, სადაც ჩინური კომპანია ოქროზე საძიებო სამუშაოებს ატარებს
სოფელი გარეტყე. აქედან 8 კილომეტრში მდებარეობს ადგილი, სადაც ჩინური კომპანია ოქროზე საძიებო სამუშაოებს ატარებს

„ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა სოფლებში – ზენდიდი, ქედა, ძენწმანი, 1 მაისი, კოლოტაური და ოქტომბერი. სოფელ დანდალოში დაზიანდა ტრანსფორმატორი. ზვარეში დაზინა ამბულატორისა და სკოლის სახურავი, მაგრამ სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა“, – უთხრა ქედის გამგებელმა „ბათუმელებს“.

 

დავით დუმბაძის თქმით, ქედის სოფელში მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები და დაზიანებულია ენექტროგადამცემი ხაზები თუ ბოძები. გამგებლის თქმით, შესაბამისი კომისია  ზარალის ოდენობას დაითვლის. გამგებელი ირწმუნება, რომ ყველა დაზარალებულს შეუსყიდიან სახურავს.

აჭარის ფინანსთა სამინისტრომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფცია წარადგინა

 

 

მინისტრის ინფრომაციით, გმირთა ხეივნის ტერიტორიის ფართობი 3 ჰექტარია. (იუსტიციიის სახლიდან ე.წ ბათუმის კარიბჭემდე და მიმდებარე ტერიტორია)  ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად არის დაყოფილი, რომელიც 2 ეტაპად უნდა აითვისონ. სამინისტრო ამ ქონებაზე აუქციონს გამოაცხადებს. 

 

კონცეფციის მიხედვით, ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი  უნდა იყოს.

 

მინისტრიოს თქმით, რადგან ბათუმში „გართობის მხრივ მოვიკოჭლებთ, საჭიროა მეტი გასართობი ობოექტი ტურისტებისთვის“. ამიტომ გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტებისა და რესტორნების გარდა, სხვადასხვა გასართობი ობიექტისა და სპორტული ცენტრის განთავსებაც იქნება შესაძლებელი.

მინისტრის თქმით, გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

 

 

 გარდა გმირთა ხეივნის კონცეფციისა, მინისტრმა რეგიონში დაგეგმილ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზეც წარუდგინა ინფორმაცია საზოგადოებას.  მინსტრმა ახალ პროეტებთან ერთად ჩამოთავალა ის პროექტებიც, რომელთა განხორციელებაც წინა  მთავრობის დროს დაიწყო.

 

 

მინისტრის ინფრომაციით, „რეგიონის საინვესტიციო პორტფელის ჯამური მოცულობა 17 54 500 000 აშშ დოლარია.  2015-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 251 800 000 აშშ დოლარი იქნება. იგივე პროექტებიდან მხოლოდ 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 366 200 000 აშშ. დოლარი იქნება. უკვე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი – 502 700 000 აშშ დოლარია.

აჭარის ფინანსთა მინისტრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე: „უარი არ გამოვა“

მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, კომპანიამ პროექტში ცვლილება შეიტანა და სააგენტოს ახალი პროექტით მიმართა:

„რაც შეეხება ასეთი პროექტებისთვის უარის თქმას, მე ვფიქრობ, რომ ყველა გულისყურით უნდა მოეკიდოს  ინვესტიციას და უფრო მეტად ჩაერთოს, რადგან ასეთი პროექტებისთვის უარის თქმა არ გამოვა“.

სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, ახალი პროექტით სააგენტოსთვის კომპანიას ჯერ არ მიუმართავს:

„საქმე ადმინისტრაციულ წარმოებაშია. მე უკვე მქონდა კონტაქტი კომპანიის წარმომადგენლებთან და ჩემი პასუხი იყო, რომ  უნდა ვიპალარაკოთ, მაგრამ ახალი პროექტი ჯერჯერობით არ არის სააგენტოში. სააგენტომ ერთხელ უკვე უთხრა უარი კომპანიას, მან გაასაჩივრა ეს უარი სამინისტროში. ერთხელ უკვე იყო ადმინისტრაციული მოსმენა, რაც გრძელდება“, – უთხრა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა „ბათუმელებს“.

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #1 აფთიაქის ყოფილ შენობაში ინვესტორი 11 სართულიანი სასტუმროს და სამორინეს განთავსებას გეგმავს. მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, ინვესტორი 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს.

შპს „ჟასმინი“ 2011 წელს თურქეთის მოქალაქემ დააფუძნა. კომპანიასა და აჭარის მთავრობას შორის ყოფილი აფთიაქის შენობის ადგილას სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება 2012 წელს შედგა. ამის შემდეგ კომპანიას მშენებლობის ნებართვა უნდა მოეპოვებინა. შპს „ჟასმინი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის მთავრობამ გასულ წელს საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა.

“გაიღე სისხლი”- ადვოკატების აქცია ბათუმში

 

ადვოკატების აქცია

ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ერთჯერადი აქცია არ არის და ვინც დღეს ვერ მოახრხა სისხლის გაღება, მომდევნო დღეებში გაიღებენ. ადვოკატები ამბობენ, რომ აქციაში მონაწილეობის მიღებას პროკურორებს და მოსამართლეებს სთავაზობენ.

 

ვინ და როგორ დააკვირდება მასწავლებლებს

 

ირინა ჟვანია
ირინა ჟვანია

ქალბატონო ირინა, რა ფორმით გეგმავთ საკლასო ანუ გარე დაკვირვებას?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობს იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საკლასო დაკვირვება. ვმუშაობთ ინსტრუმენტზე, რის მიხედვითაც უნდა ჩავატაროთ საკლასო დაკვირვება და შემდგომ შევაფასოთ საკლასო დაკვირვების შედეგად მიღებული მასალა. ამ მომენტისთვის შეთანხმებული ვართ და შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილებაც მიღებულია – გაკვეთილებს ჩავიწერთ. ვიდეოფირზე აღიბეჭდება უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილები და ამ ჩაწერილ გაკვეთილებს დააკვირდებიან შემდგომ შემფასებლები. შემფასებლების მიერ დაკვირვება უშუალოდ გაკვეთილის პროცესში არ განხორციელდება.

 

ვინ უნდა ჩაწეროს ვიდეოზე გაკვეთილი, როგორი იქნება პროცესი?

ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ ყველა სკოლაში უნდა უზრუნველყოს ერთი საკლასო ოთახის მოწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ტექნიკით. ნებისმიერ მასწავლებელს, რომელიც გადაწყვეტს, რომ უნდა გაიაროს გარე დაკვირვება, ექნება ამის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დირექციასთან შეთანხმებით. დირექციამ მხარი უნდა დაუჭიროს და უნდა დაეხმაროს ამის უზრუნველყოფაში. მასწავლებელს შეუძლია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ატაროს ამ საკლასო ოთახში გაკვეთილები. შემდეგ შეუძლია შეარჩიოს ორი ან სამი გაკვეთილი, რომელსაც თვითონ ჩათვლის, რომ საუკეთესოა და გამოუგზავნოს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. ამის შემდეგ უკვე ცენტრის შემფასებლები შეაფასებენ ამ გაკვეთილს. საქართველოს ყველა მასწავლებელს, ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან ექნება საშუალება, რომ გაიაროს გარე დაკვირვება. რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, მათ მხოლოდ მას შემდეგ მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა, როცა გახდებიან უფროსი მასწავლებლები.

 

ვინ იქნებიან ის შემფასებლები, ვინც უფროსი მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილს შეაფასებენ?

დღეს ძნელია იმის თქმა, თუ ვინ იქნებიან შემფასებლები. იქნებიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ და მეტ-ნაკლებად იცნობენ სკოლის ცხოვრებას. ძალიან კარგი იქნება, თუ ესენი იქნებიან თავად პედაგოგები. შეიძლება არ იყვნენ პედაგოგები, მაგრამ იყვნენ განათლების ექსპერტები. ყოველ შემთხვევაში ესენი უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მჭიდრო შეხება აქვთ ამ პროცესთან. შემდეგ მათ, ჩვენი ცენტრის დახმარებით, უნდა გაიარონ ინტენსიური ტრენინგი.   შემფასებელი – ეს იქნება ადამიანი, რომელმაც კარგად უნდა იცოდეს შეფასების რუბრიკა.

 

რა არის შეფასების რუბრიკა და რა კომპონენტებისგან შედგება?

ძირითადად, ორ სფეროს მოიცავს შეფასების რუბრიკა – ეს არის საკლასო გარემო, ანუ როგორ ზრუნავს პედაგოგი საკლასო გარემოს შექმნაზე გაკვეთილის მსვლელობისას და სწავლება, რომელშიც შედის მოსწავლეებთან კომუნიკაცია, სწავლების სტრატეგიები, შეფასების კომპონენტი, მოტივაცია. თითოეული ეს სფერო კომპონენტებად არის დაყოფილი.

 

საკლასო გარემოში შედის სამი კომპონენტი – ეს არის ურთიერთპატივისცემაზე აგებული გარემოს შექმნა, საკლასო პროცედურები და ქცევის წესები. მესამე კომპონენტი არის ფიზიკური გარემო. თუმცა ფიზიკურ გარემოსთან დაკავშირებით ჩვენ თვითონაც ბევრი შეკითხვა გვაქვს. ვინაიდან სკოლებში ფიზიკური გარემოს შექმნა მასწავლებლებზე არ არის დამოკიდებული და ამიტომ მასწავლებლის შეფასების პროცესში ამას ნამდვილად ვერ გავითვალისწინებთ. ამიტომ შეიძლება ეს კომპონენტი საერთოდ ამოაკლდეს, ან ძალიან შევამციროთ. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც დაკვირვების პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი და შემდგომ შეფასებისთვის. ამჟამად ვიწყებთ შეფასების რუბრიკის პილოტირების პროცესს.  გამოჩნდნენ მოხალისე პედაგოგები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ მათი გაკვეთილები ჩავიწეროთ. ეს გაკვეთილები ამ ეტაპზე არ იქნება შესაფასებლად. ეს იქნება იმისათვის, რომ შეფასების რუბრიკა დაიხვეწოს. ბევრი მოხალისე მასწავლებელი გამოჩნდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. შემოდგომისთვის უკვე გვექნება შეფასების რუბრიკა საბოლოო სახით.

 

გასაჩივრების მექანიზმი თუ იქნება და როგორ შეძლებენ მასწავლებლები არასასურველი შეფასების მიღების შემთხვევაში აპელაციას?

ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ გასაჩივრების შესაძლებლობა მასწავლებლებს ექნებათ. შესაფასებელი გაკვეთილების ვიდეოზე ჩაწერაც სწორედ ამიტომაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. მასწავლებლებს შემფასებლებთან თუ კომისიებთან ერთად ექნებათ შესაძლებლობა კვლავ ნახონ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი და ამის საფუძველზე გაასაჩივრონ, ვიდეოგაკვეთილი მისცემს ამის შესაძლებლობას.

 

რუბრიკის პილოტირების პროცესში აჭარიდან თუ არიან მასწავლებლები ჩართული?

პილოტირება გულისხმობს შეფასების რუბრიკის დახვეწას. ჩვენ უნდა ვნახოთ რამდენად მუშაობს, რაიმე შეცვლას ხომ არ საჭიროებს. ამისთვის გვჭირდება ბევრი მასალა – ჩვენი მასალა არის ვიდეოგაკვეთილები. ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ პედაგოგებს, რასაკვირველია სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე, რომ ჩაგვეწერა მათი გაკვეთილები. მნიშვნელოვანია ამ შეფასების რუბრიკის შემუშავებაში პრაქტიკოსი პედაგოგების მონაწილეობა. მათთან თანამშრომლობით ჩვენ უკეთეს ინსტრუმენტს შევქმნით. ეს არის ჩვენთვის ამ ეტაპზე ღირებული ინფორმაცია. ჩვენ ვთავაზობთ თანამშრომლობას, ვთხოვთ მათ, რომ ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ბუნებრივია, ეს მათ ინტერესშიც არის – ყველას მოუწევს ამ ინსტრუმენტის საკუთარ თავზე გამოცდა. შესაბამისად, იმ პედაგოგების გაკვეთილებს, რომლებსაც ეს სურთ, რესურსცენტრთან და სკოლასთან შეთანხმებით ჩაწერენ ჩვენი ცენტრის თანამშრომლები.

ეს ინფორმაცია მივაწოდეთ პედაგოგებს ბათუმშიც, უკვე გამოგვეხმაურნენ მასწავლებლები კახეთიდან, შიდა ქართლიდან. იმედი გვაქვს, აჭარიდანაც გამოგვეხმაურებიან. მოხალისე მასწავლებლების გაკვეთილები, რასაც ჩვენ ჩავიწერთ, იქნება სრულიად ანონიმური. იმ გაკვეთილებს, რომელიც ჩაიწერება და ჩვენამდე მოვა, მხოლოდ და მხოლოდ უყურებს ის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ამ გაკვეთილს სხვა ვერავინ ნახავს. გარდა ამისა, პედაგოგი მიიღებს უკუკავშირს ჩვენგანაც. პილოტირების პროცესში ჩართვით ერთგვარ რეპეტიციასაც გადიან პედაგოგები და მომავლისთვის ემზადებიან.

 

იმ პედაგოგს, რომელიც პილოტირების პროცესში ჩაერთვება, წინასწარ ეცნობება როდის ჩაწერენ მის გაკვეთილს?

რა თქმა უნდა, იქნება გაფრთხილებული. ამასთან, ეს გაკვეთილი არ საჭიროებს არანაირ წინასწარ მომზადებას.

ეს არის ჩვეულებრივი გაკვეთილი, რასაც მასწავლებელი ყოველდღე თუ კვირაში სამჯერ ატარებს. ძალიან მნიშვნელოვანია გაკვეთილის ბუნებრიობა არ დაიკარგოს. სკოლაში როდესაც სხვა ორგანიზაციის თანამშრომლები შედიან, სკოლამ უნდა იცოდეს ამის შესახებ და ჩვენც უნდა ვიცოდეთ იმის შესახებ, რომელ საათზე აქვს გაკვეთილი. ამდენად მასწავლებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული.

12 და 13 აპრილს მგზავრობა უფასო იქნება

 

 №11 ავტობუსი ე.წ. ხოფის ბაზრობიდან გამოდის და გორგილაძის ქუჩის გავლით სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობს. 

პაატა დუმბაძე

ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელის პაატა დუმბაძის განმარტებით, ავტობუსი დილის 7:15 დაიწყებს მოძრაობას და საღამოს, გვიან ღამემდე იმუშავებს. მისივე ინფორმაციით, ავტობუსი ყველა ათ წუთში ივლის. 

ძლიერი ქარის გამო ადამიანი „დრიმლენდ ოაზისის“ მშენებლობაზეც დაზიანდა

 

„გუშინ, როდესაც ქარი ამოვარდა, სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდნენ მუშები, რომლებმაც მოასწრეს მშენებლობიდან ჩამოსვლა. მაგრამ ერთ მუშას ფეხი გაეჭედა, რის გამოც ვერ ახერხებდა ჩამოსვლას. ფეხი სწორედ მან დაიზიანა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ოაზისის ერთ-ერთმა მენეჯერმა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ მუშას ფეხი აქვს მოტეხილი.

 

„ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ დაადგინა „დრიმლენდ ოაზისის“ მშენებელმა კომპანიამ აღმოუჩინა თუ არა დაზარალებულ თანამშრომელს დახმარება. ტელეფონის ნომერზე, რომელიც წესით კომპანია „იმერეთი 98“-ის (მშენებელი კომპანია) მფლობელს უნდა ეკუთვნოდეს, სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

 

სახალხო დამცველი: ციხეში სუიციდის მცდელობის ფაქტებმა იმატა

ანგარიშში წერია, რომ პრობლემურია არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთა დაცვა, ვინაიდან ისინი, ხშირ შემთხვევაში, იმავე დაწესებულებაში რჩებიან, სადაც, სავარაუდოდ, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები დაფიქსირდა. სახალხო დამცველის შეფასებით, იკვეთება არასათანადო მოპყრობის სისტემური პრობლემა და აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. მონიტორინგმა ცხადყო, რომ პრობლემურია დაწესებულების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, რასაც ემატება კონკრეტულ ვითარებაში სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა არაადეკვატური მოქმედება ან უმოქმედობა, არასათანადო რეაგირება საჩივრებზე და სერვისების შესახებ პატიმართა ნაკლები ინფორმირება. არასაკმარისია თანამშრომელთა ცოდნისა და კვალიფიკაციის დონე. ამ ფონზე ხშირია პატიმართა შიმშილობისა და თვითდაზიანების შემთხვევა. ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში პატიმართა ხშირი გადაყვანის მზარდი ტენდენცია 2014 წელსაც შენარჩუნდა.

სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას, შეისწავლოს გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, რადგან, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სახალხო დამცველს განუმარტა, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის საიდუმლო წერილი, რომელიც შეიცავს ოპერატიულ ინფორმაციას, ხოლო ამ ტიპის ინფორმაციაზე დაშვება სახალხო დამცველს არ აქვს. საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში, ხშირ შემთხვევაში, პატიმრები გადაჰყავდათ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან დასავლეთ საქართველოში მდებარე დაწესებულებებში და პირიქით. შედეგად, პატიმრებს უჩნდებათ ოჯახისა და ადვოკატთან კონტაქტის შენარჩუნების პრობლემა და განიცდიან ახალ გარემოსთან ადაპტაციით გამოწვეულ დამატებით სტრესს.

პატიმრების გადასაყვანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების შედეგად პრევენციული ჯგუფი მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ტრანსპორტირების პირობები დიდ დისკომფორტს უქმნის პატიმრებს. აღმოჩნდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში ცალკე არის გამოყოფილი მცირე ზომის მეტალის კაბინა (დაახლოებით 0,3 კვ.მ. ფართობის). კაბინაში არის სივიწროვე, უჰაერობა და სრული სიბნელე. ამ კაბინას უმეტესად ქალი პატიმრებისა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების გადასაყვანად იყენებენ. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, აღნიშნულ კაბინაში პატიმრის მოთავსება არის დამამცირებელი მოპყრობა და აუცილებელია ამ კაბინის დემონტაჟი. პრობლემებს შორის აღსანიშნავია: დაწესებულებების ძირითად საცხოვრებელ, საკარანტინო და სამარტოო საკნებში სათანადო ხელოვნური ვენტილაციის უზრუნველყოფა; არასაკმარისი ბუნებრივი განათება-ვენტილაცია; დახურულ დაწესებულებებში პატიმართა სუფთა ჰაერზე ყოფნის ხანგრძლივობა და ვარჯიშის შესაძლებლობა; დაწესებულებების სასეირნო ეზოებში საჭირო ინვენტარისა და პირობების არარსებობა; ხანგრძლივი პაემნის ინფრასტრუქტურის არარსებობა. საანგარიშო პერიოდში დისციპლინარული სახდელების გამოყენების შემთხვევათა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით გაორმაგდა. პოზიტიურად აფასებს სახალხო დამცველი პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმას.

საანგარიშო პერიოდში გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობამ 2013 წელთან შედარებით იმატა. 2014 წელს 27 პატიმარი გარდაიცვალა. ასევე გაიზარდა სუიციდის შემთხვევათა რაოდენობა. დაფიქსირდა სუიციდის 7 ფაქტი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში სხეულის დაზიანებით შესახლებულია 1040 ბრალდებული, რომელთაგან 136-მა ბრალდებულმა დაზიანება მიიღო დაკავებისას, 853-მა – დაკავებამდე, 48 ბრალდებულმა – დაკავების შემდეგ, 3-მა ბრალდებულმა დაზიანების წარმოშობის მიზეზი არ დაასახელა. 2014 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სხეულის დაზიანება მიიღო 3169 პატიმარმა, რომელთაგან 2261 თვითდაზიანებაა, 755 – საყოფაცხოვრებო ტრავმა, 53 – არ აკონკრეტებს და 100 – სხვა პირის მიერ.

2014 წლის განმავლობაში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამედიცინო პერსონალი სათანადოდ არ ასახავს პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებებს: ხშირ შემთხვევაში არ არის მითითებული დაზიანების აღმოჩენის დრო და წარმომავლობა, არ ფიქსირდება ექიმისა და პატიმრის ხელმოწერა. პრევენციის ეროვნული მექანიზმმა დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც სამედიცინო პერსონალმა დოკუმენტურად საერთოდ არ ასახა პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებები.

 

აღმოჩნდა, რომ მე-3 დაწესებულებაში პატიმრების მიღების პრაქტიკა შეუსაბამობაში იყო სამედიცინო შემოწმების კონფიდენციალურ სტანდარტთან. ქალი პატიმრის სხეულს ვიზუალურად ექიმის ნაცვლად დაწესებულების თანამშრომელი ათვალიერებდა, რომელიც ამავე დროს მას ჩხრეკდა. მორიგე ექიმს სწორედ იგი აწვდიდა ინფორმაციას პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ. მამაკაცი პატიმარს კი ექიმი ამოწმებდა დაწესებულების თანამშრომლების თანდასწრებით, რომლებიც პარალელურად ატარებდნენ ჩხრეკას, პროცესს ესწრებოდნენ ბადრაგები, რომლებმაც პატიმარი მიიყვანეს დაწესებულებაში.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში მე-3 დაწესებულებაში შესახლებული ბრალდებულებიდან სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა 43-ს: მათგან მხოლოდ ოთხმა მიუთითა დაზიანების წარმომავლობის შესახებ, ხოლო სხვებმა თავი შეიკავეს ექიმისთვის რაიმე ინფორმაციის მიწოდებაზე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ინტერესები და ახსოვდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. მაგრამ, ამავე დროს, ექიმს უჩნდება მორალური საფუძველი არასათანადო მოპყრობის გამოაშკარავების სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი თანახმაა არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ექიმი ვალდებულიც კი არის, გადაუგზავნოს ეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს. თუ პატიმარი უარს აცხადებს ამა თუ იმ ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ექიმმა უნდა აწონ-დაწონოს რა უფრო მნიშვნელოვანია, პოტენციური საფრთხე პაციენტისთვის, თუ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნებით მიღებული სარგებელი ყველა პატიმრისათვის.

სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-3 დაწესებულებაში შემოწმების ჩატარებისას აღმოაჩინა, რომ ორ შემთხვევაში დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ასევე არასათანადო მოპყრობად შეაფასა 2014 წლის 23-24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის დროს, დაწესებულების სამარტოო საკნებში მოთავსებულ პატიმართა მდგომარეობა. შემოწმების დროს სამარტოო საკნებში შეუძლებელი იყო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, იდგა აუტანელი სუნი, პატიმრებს არ ჰქონდათ ლეიბი და თეთრეული, უწევდათ ნარზე წოლა, სიცივისაგან დასაცავად ერთ-ერთ პატიმარს ტანზე, ტანსაცმლის ქვეშ ტუალეტის ქაღალდი ჰქონდა შემოხვეული. სამარტოო საკანში მოთავსებული პატიმრები არც სუფთა ჰაერზე გაჰყავდათ.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 24 გეგმური და 364 არაგეგმური ვიზიტი განახორციელეს, მოინახულეს 3040 პატიმარი. 2014 წელს გამოძიების დაწყების მოთხოვნით სახალხო დამცველმა გააგზავნა 18 წინადადება (2013 წელს – 9 წინადადება). სახალხო დამცველის ანაგრიშის მიხედვით, არც ერთ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

აჭარაში 460 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

კომპანიის ინფორმაციით, ამ წუთებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და დღის პირველ ნახევარში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება.

 „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს შეუწყდათ იმის გამო, რომ „ქარიშხალმა დააზიანა გადამცემი ხაზები და წააქცია ბოძები“.

აჭარაში 4 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

„1100 აბონენტია გამორთული ბათუმში, 900 აბონენტი ქობულეთში, 1700 აბონენტი ზემოაჭარაში და 300 აბონენტი ხელვაჩაურში“, – უთხრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გენო სურმავამ „ბათუმელებს“.

 

შეკითხვაზე დღეს რამდენად შესაძლებელია ენექტროენერგიის მიწოდება აღუდგინონ ამ აბონენტებს, გენო სურმავა პასუხობს: „გაცილები მეტი იყო დაზიანება. ამ წუთებშიც მუშაობენ. რასაც მოვახერხებთ მოვახერხებთ, დანარჩენი სამუშაოები ხვალე დილას გაგრძელდება“.

 

გენო სურმავას თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს შეუწყდათ იმის გამო, რომ „ქარიშხალმა დააზიანა გადამცემი ხაზები და წააქცია ბოძები“.

 

ბათუმის მერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, „გიორგი ერმაკოვი მერის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის საქვეუწყებო დაწესებულებების ხემძღვანელებს შეხვდა. მობილიზებულია მერიის ყველა უწყება და ნებისმიერი პრობლემა, რომელიც წარმოიშვება ოპერატიულად აღმოიფხვრება“.

სამაშველო სამსახური: ქარიშხლის გამო დღეს 25 გამოძახება გვქონდა

 

ხელვაჩაურის გამგებლის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი ხელვაჩაურის სოფლებში – ორთაბათუმში, ახლშენსა და ხელვაჩაურში. „გამგეობის თანამშრომლები გასული არიან ადგილებზე და კომისია ზარალს დაადგენს“, – ამბობს ნადიმ ვარშანიძე.

 

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სავაჭრო ობიექტს სახურავი ახადა, რომელიც მანქანას დაეცა.
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სავაჭრო ობიექტს სახურავი ახადა, რომელიც მანქანას დაეცა.

ზარალი არის ქობულეთშიც, გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, აქაც ძირითადად სახლების სახურავებია გადახდილი: „კორპუსს გადახადა ხუცუბანში სახურავი და ერთ კერძო სახლს. შეტყობინება არის გვარადან და ჩაისუბნიდანაც სახლების სახურავების გადახდაზე. არავინ დაშავებულა. ჩვენი თანამშრომლები მიდიან დაზიანების ადგილებზე, ზარალს დავადგენთ“.

 

ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ის ბრიგადასთან ერთად ამ დროისთვის იმყოფება ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც ქარმა სახურავი გადახადა მაღაზიას. გადახდილი სახურავი ერთ-ერთ ავტომანქანას დაეცა.

 

ხუსეინ სირაბიძის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო სამაშველოს გამოძახება არ ჰქონია ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან. „შუახევში იყო პატარა ქარბორბალა, მაგრამ მალე ჩადგა:” დღეს გამოძახება, ძირითადად ბათუმიდან გვქონდა“. 

ახალშენში ქარისგან დაზარალებული ოჯახი მაშველებსა და ჟურნალისტებს ითხოვს

 

სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო დღეს ორი გამოძახება ბათუმში ჰქონდათ და ერთი სოფელ განახლებაში. განახლებაში მოგლეჯილი ხემ ცოტა ხნით გზა გადაკეთა, ხოლო სოფელ ახალშენში სახლს სახურავი ახადა და როგორც ამ ოჯახის დიასახლის, ეთერ გაბაიძე ამბობს, მეორე სართული დაანგრია.

 

„რძალი სკოლაში იყო ბავშვების მოსაყვანად, რომ მოვიდა სახლის ამ დღეში დახდა. ზალიან შეეშინდა და ცუდად გახდა სასწრაფო გამოვიძახეთ“.

 

ეთერ გაბაიძე ამბობს, რომ არც მათთან ჯერჯერობით არც სამაშველო სამსახური მისულა და არც ხელისუფლების წარმომადგენლები. ქალბატონი ითხოვს, რომ მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ტელევიზიებსა და სამაშველო სამსახურს.

 

ეთერ გაბაიძის თქმით, მათი სახლი სოფელ ახალშენში, ცენტრალურ გზაზა, სასაფლაოებტან ახლოს მდებარეობს.

 

გარდა ამ შემთხვევისა დღეს ადამიანებს ქარმა ზიანი ბათუმშიც მიაყენა. ერთ-ერთი დაზარალებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხარისხის დარგში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, თამარ მხატვარის თქმით, „ჩვენთან ერთი პაციენტი შემოიყვანეს, 64 წლის მამაკაცი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები. კვლევების შედეგად გავიგებთ დაზიანების ხარისხს“.

 

დაახლოებით 18:00 საათისთვის ბათუმში მოულოდნელად ამოვარდა ძლიერი ქარი. ამ დროს „ბათუმელების“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანია დაზარალებული – ერთი ქარის გამო მოგლეჯილმა ხემ დააზიანა, ხოლო მეორე მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილმა სახურავის ფრაგმენტებმა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილ 64 წლის მამაკაცთან ერთად კიდევ ორი მამაკაცი იმყოფებოდა. მათ ფიზიკური დაზიანება არ უნდა ჰქონდეთ მიღებული. ყოველ შემთხვევაში ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადას არც ერთ კლინიკაში არ გადაუყვანია.

ელთ კომპანი ათი წლისაა

„ელთ კომპანი“ მოქალაქეებს ადვილად ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს, ორგანიზაციის ძირითადი სფერო არის სალომბარდე საქმიანობა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს  60–ზე მეტი თანამშრომელი  აჭარის რეგიონში წარმოდგენილ   15  სერვისცენტრში, მათ შორის ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედასა და ხულოში.

დღეისათვის საფინანსო ორგანიზაცია  „ელთ კომპანი“ გთავაზობთ ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელს დანაზოგზე ვალუტაში უპრეცედენტო 14 %–ს, სესხის ნებისმიერ დროს გაზრდის შესაძლებლობით და დამატებითი საპროცენტო სარგებლით.

კომპანიის მიზანია წვლილი შეიტანოს ქვეყანაში უკეთესი ბიზნეს გარემოს შექმნაში, მცირე და  საშუალო ბიზნესის განვითარებაში,  საწარმოთა  სწორი  მენეჯმენტის  ფორმირებაში;   ამ მიზნების განხორციელების ფარგლებში კომპანია გასცემს  სესხებს, რაც შესაძლებლობას აძლევს  მომხმარებლებს  მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი შემოსავლები, წამოიწყონ    ან განავითარონ საქმიანობა… ეს, თავის მხრივ,  ქართული ეკონომიკის განვითარებისა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესების საწინდარია.

 

მიიღე მეტი ვიდრე სხვაგან!

სტუდენტები დეპუტატისთვის კვერცხების დაშენის ფაქტზე

 

ილია ურუშაძე
ილია ურუშაძე

ილია ურუშაძე, 23 წლის: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მოძალადეები არა მხოლოდ უნდა განთავისუფლდნენ სამსახურიდან, არამედ დაეკისროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ფაქტია – ქართული პოლიტიკა მედუქნეობას გაუტოლდა, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ძალადობის წახალისებათან (რომლის კვალს პოლიტიკურ ელიტასთან მივყავართ) – ეს უკვე აღმაშფოთებელია! როგორც რიგითი მოქალაქე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ტიპის ძალადობა უნდა დაისაჯოს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, რა პოლიტიკური შეხედულებებისაც არ უნდა იყოს ის, არ მესმის, თუ რატომ არ უნდა დადგეს მოძლადეების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა?! გასაგებია, რომ არსებობს ცალკეული პიროვნული დამოკიდებულება, რომელიც ყოფით ცხოვრებაში ვლინდება, მაგრამ ძალადობის წახალისება ცალსახად მიუღებელია. სწორედ ასეთი შემთხვევები არის მიზეზი იმისა, რომ რიგით მოქალაქეებს უქრებათ რწმენა და უნარი, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. ეს წარმოქმნის რადიკალური ინფანტილიზმისა და სამოქალაქო მელანქოლიის ფორმებს. წარმოუდგენელია იმ ქმედებას რაიმე გამართლება ჰქონდეს, რომელიც ძალადობაზეა ზედნაშენი და სიძულვილს ემყარება.

 

გიორგი ბაგრატიონი
გიორგი ბაგრატიონი

გიორგი ბაგრატიონი, 20 წლის: მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურებიდან, რადგან მათ მიერ ჩადენილი საქციელი იყო პოლიტიკური ზეწოლა ოპონენტების მიმართ, რაც გაუმართლებელია. ასევე ისინი მუშაობენ მერიას დაქვემდებარებულ სამსახურებში და მათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ. პლუს ამას, ეს ფაქტი მოხდა UშAID-ის ოფისში: ყველამ ვიცით, თუ რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია და ამიტომ, ეს კიდევ ერთი დანაშაული იყო.

 

თამარ ბაუჟაძე
თამარ ბაუჟაძე

თამარ ბაუჟაძე,  22 წლის: სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, გაეთავისუფლებინათ ეს ადამიანები სამსახურიდან, რადგან მათ სწორედ პოლიტიკური ბერკეტებით მოახდინეს ზეწოლა ადამიანზე, შეიძლება ეს ადამიანი მათ ოპონენტს წარმოადგენდა, მაგრამ ეს არ ამართლებს მათ ქმედებას. როცა პიროვნება ბრძოლისუნარიანი ხარ და იბრძვი უსამართლობისა და რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც 2012 წელს შეიცვალა და ამის შემდეგ შენც იგივე მოძალადე ხდები, რაც იქამდე არ მოგწონდა, ეს არის პიროვნული დეგრადაცია, არასწორი ქმედებები და ზუსტად იმავეს გამეორება, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. 

 

ამიტომ, გამომდინარე პოლიტიკური რაკურსიდან, გამომდინარე თუნდაც იქედან, რომ ისინი მერიის დაქვემდებარებაში, მერიის აიპი-ში არიან, მათ უფრო მეტი თავშეკავებულობა მართებდათ. მათ მეტი კომუნიკაცია სჭირდებათ საზოგადოებასთან და არა მათი გაღიზიანება. ეს უფრო ურაპატრიოტიზმია – რომ ჩვენ ვართ არა სამართლიანობის აღმდგენნი, არამედ პირიქით. ჩვენ უნდა ვიცავდეთ ყველა კანონმდებლობას და კანონი უნდა იყოს უზენაესი – ისინი ამ ყველაფრის წინააღმდეგ მოდიან. როცა არ აღიარებ კანონს და შენ ჩადიხარ ხულიგნობის ფაქტს, შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა დაგეკისროს, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა და აქ არ უნდა იყოს ვიღაც კონკრეტული პირები, რომელთაც შეიძლება შეღავათები გაეწიოს.

 

ინდირა დავითაძე
ინდირა დავითაძე

ინდირა დავითაძე, 22 წლის: პირველ რიგში ძალიან შემრცხვა ეს ვიდეო როცა ვნახე. სამწუხაროა, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები იქცევიან ასე. რა თქმა უნდა უნდა გაეთავისუფლებინათ ისინი დაკავებული პოზიციებიდან. მსგავსი საქციელი ყოვლად შეუფერებელია ნებისმიერი ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ამას თანამდებობის პირი აკეტებს. იმედი მაქვს ამ ფაქტს სათანადოდ გამოიძიებენ და ყველა პასუხისმგებელ პირს პასუხი მოეთხოვება.

 

 

სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრი ბათუმში

 

სცენაზე სამი თურქი სოპრანო – ედა ბინგოლ გიურქანი, ზერრინ კარსლი და სედა ორთაჩი იმღერებენ. დაუკრავს ბათუმის სიმფონიური ორკესტრი.

 

სასამართლომ შს სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა დაავალა

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და უნდა გაუქმდეს“, – წერია სარჩელში, რომელიც მეორე ინსტანციის სასამართლოში შს სამინისტროს ნდობით აღჭურვილმა პირმა თამარ გეგეშიძემ უკვე შეიტანა. 

 

შს სამინისტრო
შს სამინისტრო

გაზეთმა „ბათუმელებმა“ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის თებერვალში უჩივლა, შს სამინისტროს პრემიებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. თბილისის საქალქაო სასამართლო ამ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ 2015 წლის 27 თებერვალს მოახერხა.

 

საქალაქო სასამართლომ რედაქციის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა „ბათუმელებს“ მიაწოდოს ინფორმაცია უწყებაში გაცემული პრემიების შესახებ.

 

შს სამინისტროში  თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ოდენობას, მიმღების სახელის, გვარისა და თანამდებობის  მითითებით, რედაქციის ჟურნალისტი 2013 წლის 25 ნოემბრს გამოითხოვა, თუმცა სამინისტრო ამ ინფორმაციას რედაქციას დღემდე არ აწვდის.

 

გაზეთ „ბათუმელების“ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

 

რედაქციას ასევე აინტერესებდა ინფორმაცია სამინისტროს ბალანსზე რიცხული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მაღალი თანამდებობის პირთა სარგებლობაში არსებული ავტომანქანების შეკეთებისთვის რა თანხა დაიხარჯა. სამინისტროს განმარტებით, უწყება მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დოკუმენტაცია სარემონტო სამუშაოების შესახებ, ვინაიდან სამინისტროს ბალანსზე არსებული მანქანები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებში და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შემთხვევაში, შესაბამისად ამ ინფორმაციის გაცემაზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. სამინისტროს ეს პოზიცია სასამართლომ გაიზიარა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, საქართველოს  კონსტიტუცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი – ეს იმ კანონების ჩამონათვალია, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას.

 

 

ბავშვი მშობლისთვის თუ მშობელი ბავშვისთვის? – ვუთხრა თუ არ ვუთხრა?

საქართველოში შვილად აყვანა ნორმას არ ექვემდებარება. ის დიდ საიდუმლოსთან და სირცხვილთან არის დაკავშირებული. ერთი მხრივ, მშობლების ამგვარ დამოკიდებულებას განაპირობებს შიში საზოგადოებრივი აზრისადმი: საკუთარი გენი სხვისაზე უკეთესია; შვილად აყვანილი მეორეხარისხოვანია ბიოლოგიურ შვილთან შედარებით. უნაყოფობა განხილულია არა როგორც ბიოლოგიური მდგომარეობა, არამედ როგორც ნაკლი. თუმცა ცოტამ თუ იცის საკუთარი გენეტიკური ისტორია. მეორე მხრივ, მშობლებს ეშინიათ, რომ სიმართლემ შეიძლება გააფუჭოს ბავშვთან ურთიერთობა, ვინაიდან არაგენეტიკური, არასისხლისმიერი კავშირი არამყარია და ადვილად შეიძლება დაირღვეს. თუმცა ადამიანური, ოჯახური ურთიერთობები, ბიოლოგიურის გარდა, სოციალურ კავშირებს ეფუძნება. შიში უსაფუძველოა, ვინაიდან მხოლოდ ის ურთიერთობაა გამძლე, რომელიც სიმართლეს ემყარება.

ვუთხრა თუ არ ვუთხრა?

მშობლების შეხედულებით, შვილად აყვანილი ბავშვისთვის სიმართლის დამალვა მის დაცვას, უსიამოვნო სიტუაციებისა და გაკიცხვის თავიდან აცილებას ემსახურება. თუმცა მშობლები უფრო მეტად ცდილობენ დაიცვან საკუთარი შეგრძნებები და ინტერესები. მათი აზრით, უმჯობესია, ბაშვმა მიმღები ოჯახი ბიოლოგიურად ჩათვალოს.

მშობლები ხელმძღვანელობენ წარმოსახვითი სიტუაციებით და მხედველობის მიღმა რჩებათ ის განცდები, რაც ბავშვის თავს ხდება ან შეიძლება მოხდეს. აზრს მოკლებულია უარვყოთ რეალური ტრავმატიზმი, რომელიც ბავშვმა გადაიტანა. ტრავმა იყო და ამ ფაქტის უარყოფა ნიშნავს უარვყოთ რეალობა, დავრჩეთ ამ ეტაპზე და შემდეგ მოვიმკათ მისი ნაყოფი.

ჩვენ მეხსიერებაში ინახება ყველა შეგრძნება, ყველა განცდილი მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერად შეიძლება არ გვახსოვს ის. ცხოვრების პირველი კვირების და თვეების გამოცდილება ასევე რჩება მეხსიერებაში სხეულებრივი განცდების, შეგრძნებების დონეზე. ბავშვის ფსიქიკა იგება სხეულებრივი შეგრძნებებით, რომელსაც უახლოესი გარემოცვა ასწავლის. ამას უნდა მიეცეს სიტყვიერი ფორმა და აზრი. თუ გამოცდილების რომელიმე ნაწილი, განსაკუთრებით ტრავმატული, სიმბოლიზაციის გარეშე დარჩა, ის რჩება ფსიქიკაში, როგორც უცხო სხეული და სამომავლოდ ხდება გაუგებარი ტანჯვის მიზეზი. ძალიან მნიშვნელოვანია ესაუბროთ ბავშვს მის გრძნობებზე, გადატანილ მოვლენებზე, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მატრავმირებელი ეფექტი. სხვა შემთხვევაში ტრავმატიზმი დარჩება გადაუმუშავებელი და პათოგენური. მას შეუძლია  მოახდინოს დრამატული გავლენა ბავშვის მთელ ფსიქიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ სიმართლე და რაც შეიძლება ადრე.

როდის ვუთხრა და როგორ?

დაიწყეთ თქვენი საუბარი ისეთი მხატვრული, ანიმაციური ფილმით ან წიგნით, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია შვილად აყვანის თემასთან. ერთი მხრივ, ბავშვი თავისი ასაკის შესაბამისად გაიაზრებს შვილად აყვანას და არ მიიღებს მას საკუთრ თავზე, არ ჩაერთვება ემოციონალურად. მეორე მხრივ, როგორც ყველა ბავშვი ადვილად მოირგებს შვილად აყვანილის როლს, არა იმიტომ რომ ის ასეთია, არამედ იმიტომ, რომ ამაზე შედგა საუბარი. ამ განხილვების პროცესში ბავშვი იგებს დაკავშირებული სიტყვებს შესახებ, რომელთა საფუძვლიანად განმარტებაც მნიშვნელოვანია.

იმაზე მსჯელობისას, თუ როდის გავანდოთ ბავშვს სიმართლე, აუცილებელია გამოიყოს 4 ასაკობრივი ეტაპი: 1. დაბადებიდან სამ წლამდე; 2. სკოლამდელის ასაკი (3-6/7 წლამდე); 3. წინაპუბერტატის ეტაპი (6/7-12 წლამდე); 4. გარდატეხის ასაკი.

დაბადებიდან სამ წლამდე. ამ პერიოდში ბავშვისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია, როგორ აღმოჩნდა ოჯახში. უფრო მნიშვნელოვანია მან მშობლებისგან იგრძნოს სიყვარული, მიმღებლობა და საკუთარ თავს არ დაუკავშიროს შექმნილი უხერხულობა. ამ ასაკის ბავშვი კარგად გრძნობს მოცემულ ასპექტებს და მშობლების შინაგან დაძაბულობასაც, თუმცა არ სვავს კითხვებს, არ ქმნის უხერხულ სიტუაციებს. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ტერმინებს, ვინაიდან ისინი პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ სიტყვებს. ზოგადად, ამ ასაკში აღიქვამენ საერთო იდეას, რომ იშვილეს, მაგრამ დიდად ვერ უღრმავდებიან რა დგას სიტყვის უკან.

სკოლამდელი ასაკი. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ბევრ შეკითხვებს სვამს, რაც, ერთი მხრივ, შეამსუბუქებს მიმღები ოჯახის მდგომარეობას საკითხზე საუბრისას. მნიშვნელოვანია ვუპასუხოდ მათ შეკითხვებს კონკრეტულად და მათთვის გასაგები, აღქმადი მოცულობით. კარგია შევაფასოთ რამდენად ადეკვატურად აღიქვამს თქვენს მიერ მოყოლილ ისტორიას. ამ ასაკისთვის დამახასიათებელია რეალურის და ფანტაზიის ერთმანეთში შერწყმა. ამის გაგება შესაძლებელია თუ მოვუსმენთ მის მიერ მოყოლილ ისტორიას და დავაკვირდებით მის თამაშს. ამ ასაკის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მოისმინონ რამდენიმეჯერ ერთი და იგივე ისტორია. შეიძლება ეს მის საყვარელ ისტორიადაც იქცეს ძილის წინ მოსაყოლად. მნიშვნელოვანია, დავიცვათ ბალანსი ისტორიის რეალობასა და ჩვენს მცდელობას შორის, მეტად პოზიტიურ ჭრილში დავანახოდ საკითხი.

წინაპუბერტატის ეტაპი. ამ ასაკში ბავშვს საკმარისად შეუძლია საკუთარი ისტორიის გაცნობიერება. ის იგებს, რომ მასზე უარი თქვეს ბიოლოგიურმა მშობლებმა, ბავშვმა ისინი დაკარგა. მათთვის აუცილებელია შეათავსონ ბიოლოგიური და მიმღები მშობლების მიმართ გრძნობები. მიუხედავად იმისა, რომ არ საუბრობენ ბიოლოგიურ წარმომავლობაზე და არ სვავენ კითხვებს, სულაც არ ნიშნავს, რომ საკითხი არ აინტერესებთ. მნიშვნელოვანია, მშობლებმა წამოიწყონ საუბარი, გამოავლინონ მზაობა საკითხის გასააზრებლად. ეს ასაკი რთული გარდატეხის ასაკის წინა პერიოდია. საჭიროა შევქმნათ წინაპირობა სწორი იდენტიფიკაციისთვის, ვიდრე მშობლის ნათქვამს მისთვის ძალა გააჩნია და ბავშვს ნათქვამის მიმღებლობა აქვს.

გარდატეხის ასაკი. ეს ასაკი ბიოლოგიურ ოჯახშიც კი რთული პერიოდია. ამ დროს ბავშვმა უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა და საკუთარი იდენტობა. მოზარდი, რომელიც გარდატეხის პერიოდში იგებს საკუთარი წარმომავლობის შესახებ, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, ფაქტი განსაკუთრებით მატრამვირებელია. მას არ შეუძლია ააგოს საკუთარი იდენტობა არც იმ ისტორიაზე, რომელიც ახსოვს და არც იმ ისტორიაზე, რომელიც მის ახლანდელ ოჯახთან არის დაკავშირებული. ამის მიზეზია მოზარდობის მაქსიმალიზმი, რომელიც არ აძლევს ბავშვს საშუალებას, ერთი მხრივ, მიიღოს საკუთარი წარმომავლობის ფაქტი და, მეორე მხრივ, საკუთარი ცხოვრების ისტორია მიმღებ ოჯახში.

და ბოლოს, სპეციალისტების დახმარება აუცილებელია, როგორც შვილად აყვანის წინ, ასევე შემდგომ, პერიოდულად. ეს დახმარება მიმართულია მშობლებისკენ, რათა გაიგონ საკუთარი ცნობიერი და არაცნობიერი მოტივები, რომელიც დაკავშირებულია ამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან. ამ გზით შემცირდება იმედგაცრუებები და გაუმართლებელი მოლოდინები. ბავშვი მზად უნდა იყოს პასუხის გასაცემად საზოგადოების ინტერესიდან მომდინარე კითხვებზე. მაგრამ ამაზე გასამკლავებლად, ბავშვმა უპირველესად უნდა დაინახოს მშობლების მზაობა კითხვებზე საპასუხოდ, საზოგადოების წინაშე წარსადგენად სინდისი ქენჯნის, უხერხულობის და სირცხვილის გარეშე.

იყიდება მანსარდა იაფად

 

ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იყიდება მზა მანსარდა – 67-კვ.მ (ორი ოთახი), უზრუნველყოფილი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებითა და რკინის კარით, გამყოფი კედლებით.


ფასი: 19 ათასი დოლარი.


მობ: 555 12 69 12; 571 12 69 12.

შემოსავლების სამსახური: დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმის ჩარიცხვა იწყება

 

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად რეგისტრაციის პროცესი 1 აპრილს დაიწყო. ამ მიზნით, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, მოქალაქემ უნდა შეავსოს დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით გაარკვიოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოს ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოს დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.

 

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ამ დროისთვის დეკლარაცია 300 ათასზე მეტმა მოქალაქემ შეავსო.

იყიდება ახალგარემონტებული ბინა სასწრაფოდ

 

ქალაქ ბათუმში  26 მაისისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ სახლში, მეხუთე სართულზე იყიდება  42-კვ.მ ახალგარემონტებული ბინა.

ფასი: 30 ათასი აშშ დოლარი.

 

მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85


აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში 93%-ით შესრულდა

 

დროულად, ანუ პირველ მარტამდე წარვუდგინეთ ჩვენ უმაღლეს საბჭოს ანგარიში, ისე როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე უმაღლეს საბჭოს კომისიებში ანგარიშს განიხილავენ. არასწორად დასმული კითხვაა – არის თუ არა მზაობა ფინანსთა სამინისტროში ანგარიშის წარსადგენად. ის ფაქტი, რომ ანგარიში გაგზავნილი იყო, ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო მზად არის ანგარიშის ჩასაბარებლად.

ფოტო რამაზ ბოლქვაძის ფესიბუქ გვერდიდან
ფოტო რამაზ ბოლქვაძის ფესიბუქ გვერდიდან

წელს, პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულება როგორია, როგორც ხარჯვით ისე შემოსავლების ნაწილში?

შესრულება შემოსავლების კუთხით არის 111,5%-ი, ანუ 162 463 200 ლარი. რაც შეეხება ხარჯებს – შესრულება არის 93,3%-ია.

 

რომელმა ორგანიზაციებმა ვერ აითვისა ბიუჯეტი?

თავისთავად, როცა შესრულება გვაქვს 93,3%-ით ეს იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილის ათვისება ვერ მოხდა. მაგრამ არის ობიექტური მიზეზები, რის გამოც თანხა ვერ გაიხარჯა. ორგანიზაციების და პროგრამების მიხედვით უნდა განივიხილოთ ეს საკითხი. ეს ყველაფერი  ანგარიშში არის ასახული.

 

კონკრეტულად რომელმა საბიუჯეტო ოგანიზაციამ ვერ აითვისა ყველაზე მეტი თანხა?

მასე არ არის, რომ 100%-ით ვერ აითვისა. გამიჭირდება ზეპირად ამის თქმა, ანგარიშში გაწერილია პროგრამების მიხედვით ეს ყველაფერი – რომელი პროგრამა არის შესრულებული და რომელი შეუსრულებელი და მიზეზებიც არის ახსნილი, რატომ ვერ შესრულდა ის, რაც ვერ შესრულდა.

 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რომ გააკეთოთ – როგორი იყო შარშან ამ დროისთვის შესრულება?

გასულ წელს უფრო ნაკლები იყო – თუ არ ვცდები 90%-ი.

 

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტი წელსაც იდენტური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, როგორც შარშან?

არა. შარშან ორი კვარტლის შესრულება 50%-მდე იყო. ფაქტია, რომ პირველ კვარტალში თუ შესრულება გვაქვს 93%-ი, მეორე კვარტალში უფრო მეტი იქნება.

ბათუმში ბარაკებისა და უსახური შენობების ლიკვიდაციის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

ცვლილებებს, რომელიც გუშინ, 6 აპრილიდან ამოქმედდა, ხელი პრემიერ-მინისტრმა 3 აპრილს მოაწერა.

თავდაპირველი ვარიანტით [მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით], პროგრამაში მონაწილეობას მიიღებდნენ საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანა);

ცვლილებების შემდეგ ეს ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას [ბანკის მიერ აღებული ვალდებულება პროექტის დასრულების ნაწილში სრულად და ჯეროვნად ჩაითვლება, თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქონება მიღებული იქნება ექსპლუატაციაში, ან წარმოდგენილი იქნება საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნების გამცემი   ფიზიკური ან იურიდიული პირის [ექსპერტისმიერ [რომელსაც გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და უკანასკნელი 5 წლის პერიოდში განხორციელებული აქვს შენობა-ნაგებობების დაპროექტების ან/და კვლევითი ან/და მშენებლობის განხორციელების ან/და საზედამხედველო ან/და მშენებლობის განხორციელების ეტაპების სამუშაოები] მომზადებული აუდიტორული ან საექსპერტო დასკვნა სამშენებლო პროექტით დადგენილი გრაფიკით გათვალისწინებული ყველა ეტაპის სამუშაოების დასრულების შესახებ, მიუხედავად იმისა,  მიღებული იქნება თუ არა ქონება ექსპლუატაციაში]“;

ცვლილება შევიდა იმ მუხლშიც, რომელიც პროგრამაში ჩართვის მსურველ დეველოპერს გარკვეულ მოთხოვნას უყენებდა.

კონკრეტულად, მუხლი: –

„დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგ­რამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი ფართობის მოცულობაა არანაკლებ  500 კვ.მ, რომელზედაც განლაგებული ფართობების არანაკლებ 75% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს და პროექტის დასრულებისათვის საკმარისია არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი“, –

შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს არანაკლებ  500 კვ.მ-ს, რომელზედაც განლაგებული შენობა-ნაგებობების ჯამური ფართობის არანაკლებ 70% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს (შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, რომ იგი წარმოადგენს ამორტიზებულ, ავარიულ, დროებით, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგის და არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობა-ნაგებობას, უნდა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით) და პროექტის დასრულებას  უზრუნველყოფს,  პროგრამის შესაბამისად გაცემული,  არა უმეტეს 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ან/და დამატებით სხვა ფინანსური წყაროებით“.

პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2014 წლის ივნისში დაამტკიცა,  კომპანიებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში პირველ ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში გააფორმებენ.

იყიდება მიწის ნაკვეთი ორთაბათუმში

 

ქალაქ ბათუმში, ორთაბათუმში, საქორ წინო დარბაზ  ,,სამოთხესთან” იყიდება 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ფასი: 10 ათასი აშშ დოლარი. ID 8261

 


მობ : 

593 44 24 08 

577 07 11 85 

დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სახელმწიფომ კომპენსაცია შეუწყვიტა

 

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის 10.11.2004 წლის ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ: „მე-11 მექანიზირებული ბრიგადის შერეული სატანკო ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მე-3 მსუბუქი ქვეითი ოცეულის, მე-3 ქვეითი მსუბუქი ათეულის მეტყვიამფრქვევე, კაპრალი ზაზა თემურის ძე იაკობაძე გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და ამოირიცხოს პირადი შემადგენლობიდან გარდაცვალების გამო 2004 წლის 24 აგვისტოდან. შტატი #8/502-01. გარდაცვალება დაკავშირებულია სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან“.

დაღუპული ჯარისკაცის - ზაზა იაკობაძის მშობლები
დაღუპული ჯარისკაცის – ზაზა იაკობაძის მშობლები

 

იაკობაძეების ოჯახი ამ ბრძანებას საქმიანად პირველად შვილის დაღუპვიდან 10 წლის შემდეგ მიუდგა: საინფორმაციო გამოშვებაში მოისმინეს, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ყოველთვიურად 500-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ და საბუთების შეგროვება დაიწყეს. ცვლილების თანახმად, ფულადი დახმარება ენიშნებოდათ ასევე, საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ, 1998 წლის მაისისა და 2004 წლის 22-24 აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

 

ზაზა იაკობაძე სწორედ 2004 წლის 22-24 აგვისტოს ცნობილი მოვლენების ერთ-ერთი მსხვერპლია.

 

ზაზას მამა – თემურ იაკობაძე ამბობს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად თავი მოუყარა შვილის დოკუმენტებს (გარდაცვალების ბრძანების ასლი და სხვა) და თავდაცვის სამინისტროში გააზავნა, საიდანაც კიდევ ერთი შესაბამისი ბრძანება მიიღო. შემდეგ ეს დოკუმენტები წარადგინა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. საიდანაც ხულოს სუბსიდირების სააგენტოს გადმოუგზავნეს დოკუმენტები. ასე დაუნიშნეს ოჯახს კომპენსაცია.

 

„არც კი ვიცოდი, ისე დაგვინიშნეს დახმარება. პირველად დახმარება 2014 წლის მარტში ავიღე, სამი თვის თანხა ისე იყო დარიცხული, არ ვიცოდი, ბანკის ბარათი მომიტანეს და მაშინ მივხვდი, რომ დაგვინიშნეს დახმარება“, – ყვება თემურ იაკობაძე „ბათუმელებთან“.

 

ცოტა ხნის  წინ თემურ იაკობაძეს და მის მეუღლეს, როგორც თვითონ ყვებიან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან დაუკავშირდა ამ სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ნინო ფირანაშვილი და უთხრა, რომ ისინი დახმარებას უკანონოდ იღებდნენ და მიღებული თანხა სრულად ჩამოეჭრებათ მათი პენსიიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. „ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. მგონი 9 თვის თანხა გვქონდა აღებული… ახლაც გვიგზავნიან სმს-ებს და თანხას უკან ითხოვენ“, – ამბობს თემურ იაკობაძე, რომელიც ამ საქმის გასარკვევად თბილისში ოთხჯერ ჩავიდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერაფერი ვერ დაადგინა:

 

„ნინო ფირანაშვილს სამჯერ შევხვდი – თავდაცვის სამინისტროს ცნობებს ითხოვდნენ. ვეტერანების სამსახურიდან თავდაცვის სამინისტროში და პირიქით რამდენჯერმე ვიყავი. ბოლოს ნინო ფირანაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ თავდაცვის სამინისტროდან მათთვის გაგზავნილი დასკვნის საფუძველზე არ მაძლევენ კომპენსაციას“.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შეტყობინებით შეურაცხყოფილია გარდაცვლილი ჯარისკაცის დედაც. ლეილა იაკობაძე იხსენებს მისი შვილის გარდაცვალების დროინდელ მოვლენებს: „22 აგვისტოს ჩემმა შვილმა დამირეკა. ვკითხე, რატომ გაქვს უცხო ხმა-მეთქი. დაჭრილი ვარო. მითხრა, ტელევიზორს ნუ შეხედავ და რომ გნახავ, მერე ყველაფერს მოგიყვებიო. მერე ვიღაცის ხმა გავიგონე, გათიშე ბიჭოო… მაშინ ტელეფონები არ იყო ისე, ახლა რომ არის, მეზობელს ჰქონდა ტელეფონი და იმაზე დამირეკა. თურმე ცხინვალში იყო და რომ დაიჭრა, ჰოსპიტალში ჰყავდათ“.

 

იაკობაძეების მონათხრობით, სახელმწიფომ შვილის დაჭრის შესახებ არ აცნობა ოჯახს, ცხედარი კი ჯარისკაცის თანამებრძოლებმა ჩაუსვენეს მშობლებს. დედა ამბობს, რომ ზუსტად ისიც კი არ იცის, სად გარდაიცვალა მისი შვილი. „შვილი მომიკვდა და რა უნდა მომეკითხა. ჩვენში ისეთი წესია, თუ შვილი მოგიკვდება, უნდა იგლოვო. მე არც მიჩივლია, არც არაფერი მიკითხავს, არც მაინტერესებდა. ისეც საიდუმლოდ ინახავდნენ ამბავს, რატომ დღესაც ვერ ვხვდები. ახლა ამბობენ, რომ ვითომ ჩვენ ვიყავით ექსპერტიზის წინააღმდეგი. როგორ შეიძლება ჩვენ ვყოფილიყავით ექსპერტიზის წინააღმდეგ, როცა ჩემი შვილი მათთან მოკვდა. საჭიროდ რომ ჩაეთვალათ ექსპერტიზის ჩატარება, მაგას მე შემეკითხებოდნენ? განა მათთან არ იყო ჩემი შვილი? იმის ღირსიც კი არ გამხადეს, რომ შვილის დაჭრის ამბავი ეთქვათ“, – ამბობს ლეილა იაკობაძე.

 

გარდაცვლილი ჯარისკაცის მშობლებმა ვერაფრით გაარკვიეს, რატომ ითხოვს სახელმწიფო კომპენსაციის გზით მიღებული თანხის უკან დაბრუნებას. საკითხის გარკვევა სცადა „ბათუმელებმაც“: სამ სახელმწიფო უწყებას – პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შემდეგი კითხვებით მიმართა: 2004 წლის 23 აგვისტოს ცხინვალთან მომხდარი კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცის – ზაზა იაკობაძის გარდაცვალების საფუძველზე მისი მშობლებისთვის დანიშნული კომპენსაცია რის საფუძველზე შეუწყვიტეთ? რის საფუძველზე დაენიშნა თავის დროზე ეს კომპენსაცია? რა ბერკეტების გამოყენებას აპირებთ, თუ დაღუპული ჯარისკაცის მშობლები უარს იტყვიან თანხის დაბრუნებაზე?

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან „ბათუმელებს“ შეატყობინეს, რომ იაკობაძის ოჯახის კომპენსაციიის გაცემა-შეწყვეტის საკითხი მათ არ ეხება და საქმის გასარკვევად „ხულოს სუფსიდირების სააგენტოს უნდა მივმათოთ“. დანარჩენი ორი უწყებიდან „ბათუმელებს“ შეკითხვებზე პასუხი არ მიუღია.

 

„კომენტარის გარეშე“, – უთხრა საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარში ხულოს სუფსიდირების სამსახურის თანამშრომელმა გენადი მიქელაძემ „ბათუმელებს“. მან დაადასტურა, რომ საქმის კურსიშია იაკობაძეებისთვის კომპენსაციის შეწყვეტაზე.

 

თემურ იაკობაძისთვის ამ სააგენტოდან გამოგზავნილ დოკუმენტში კი შემდეგი წერია: გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1 ოქტომბრიდან თქვენ შეგიწყდათ კომპენსაცია  სამხედრო სამსახურიდა ცნობის წარმოუდგენლობის გამო. გთხოვთ, უმოკლეს ვადაში წარმოადგინოთ შესაბამისი ცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიერ მიღებული თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას“. წერილი დათარიღებულია 20014 წლის 12 დეკემბრით. წერილს ხელს დაწესებულების ხელმძღვანელი ნინო ქონიაძე აწერს.

 

დაღუპული ჯარისკაცის მშობლები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში ცხოვრობენ.

ზაზა იაკობაძე
ზაზა იაკობაძე

უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პლასტიკური ქირურგი კლინიკა ,,Salve”-ში

თემურ ქობულაშვილი
თემურ ქობულაშვილი

 

პლასტიკურ ქირურგიაში თემურ ქობულაშვილის საავტორო მეთოდოლოგიებია :

მამოპლასტიკა –  მკერდის დაჭიმვა ადგილობრივი ანესთეზიით და მამოპლასტიკა, რომლის შედეგად ბუნებრივი (შეგრძნებითაც და ვიზუალურადაც) მკერდი არ კარგავს ფორმებს 10 წლის შემდეგაც!


რინოპლასტიკა – ოპერაციის ზუსტად პროგნოზირებადი შედეგი: კორექციის შემდეგ ცხვირის ფორმები იქნება დაგეგმილთან ზუსტ შესაბამისობაში.


ბლეფაროპლასტიკა –  სახის ზედა მესამედის შესამჩნევად გაახალგაზრდავება ინოვაციური მიდგომით_-ქუთუთოების პლასტიკა მოცულობის შენარჩუნებით.


სახისა და კისრის პლასტიკა – სახის იდეალური ოვალი, კისრის სწორი ფორმა. ოპერაცია არ ცვლის მიმიკას, სახე გამოიყურება გაცილებით ახალგაზრდულად, არ შეიმჩნევა ქირურგიული ჩარევის კვალი. აღდგენითი პერიოდი არ აღემატება 2 კვირას.


ლიპოსაქციის ყველა სახეობა კანის დაჭიმვით –  უნიკალური მიკროკანიულების გამოყენებით მთლიანად გამორიცხულია ე.წ. „კანის ჩამოკიდების“ და სხვა არასასურველი შედეგების მიღება.


თემურ ქობულაშვილი დღეისათვის მოსკოვში, კლინიკა ,, კლაზკოს ” წამყვანი ქირურგია. სტაჟირება და სამუშაო პრაქტიკა კი გავლილი აქვს ევროპისა და ამერიკის წამყვან პლატიკურ კლინიკებში. 

ჩაწერის მსურველებმა დარეკეთ წინასწარ : 555 00 10 60

მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #58 



სახალისო გაკვეთილები მოსწავლეებისთვის

 

პრესცენტრში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ეს შეთავაზება სკოლებისთვის უფასოა. ორგანიზაცია მასწავლებლებს სთავაზობს სანერგე მეურნეობებსა და სათბურებში ღია გაკვეთილები ჩაატარონ: „ამით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ბავშვებს პრაქტიკულად აჩვენონ და აუხსნან ის, რასაც წიგნებით ასწავლიან“.

 

აგროსერვისცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, „ორდღიან პრაქტიკულ ვორქშოპს 100-მდე სკოლის მოსწავლე დაესწრება ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს საჯარო სკოლებიდან“.

 

კიევის ყოფილი მერი საქართველოში მოკლული პოლიციელის ოჯახს 25 000 ლარით დაეხმარება

“მე არაერთხელ განმიცხადებია ქართული და უკრაინული პრესისთვის, რომ ჩემი აზრით, ქართველი პოლიციელები და თვითონ პოლიცია ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, სადაც მუშაობენ პროფესიონალები და სამშობლოს პატრიოტები, რომლებიც თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სიცოცხლეს სწირავენ. 

 

მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მომიწია ყოფნამ და არსად არ ყოფილა საზოგადოებრივი უსაფრთხოება ასეთ მაღალ დონეზე, როგორც ეს არის საქართველოში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამიტომ ავირჩიე საცხოვრებლად საქართველო და აქ ავიშენე სახლი. 

 

უკრაინაში ბოლო 20 წლის განმავლობაში სამწუხაროდ მიწევდა მრავალრიცხოვანი შეიარაღებული დაცვით სიარული და ეს ნამდვილად აუცილებელი იყო. საქართელოში არცერთი დაცვის წევრი არ მყავს და მოვიარე რა, საქართველოს სხვადასხვა კუთხე, ამაში სრულიად დავრმწუნდი; აქ დაცვა არ მჭირდება და ეს ქართული პროფესიონალი და კოორდინირებული პოლიციის დამსახურებაა. ეს არის პოლიცია,  სადაც მუშაობენ ისეთი პატრიოტები, როგორიც იყო ბექა მარგიშვილი. ასეთი გმირებით გამოირჩევა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო პოლიცია, საქართველოს პოლიცია!”

ლეონიდ ჩერნოვეცი
ლეონიდ ჩერნოვეცი

 

ცნობისათვის: ლეონიდ ჩერნოვეცკი ორჯერ იქნა არჩეული კიევის მერად, ასევე, გახლდათ სამი მოწვევის დეპუტატი  უკრაინის უზენაეს საბჭოში და დღეისათვის ფორბსის სიაში ყველაზე მდიდარ უკრაინელთა შორის მე-12 ადგილს იკავებს. ჰყავს 3 შვილი და 8 შვილიშვილი. პირველი მეუღლე, რომლისგანაც მას 2 შვილი და 8  შვილიშვილი ჰყავს, ქართველია. ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო 4 წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრობს.

 

საქართველოში ლეონიდ ჩერნოვეცკი აფინანსებს მსხვილ საქველმოქმედო პროექტს – ფონდ “სოციალურ პარტნიორობას“, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება ასეულობით უმწეო მოხუცებულს და სოციალურად დაუცველ  ბავშვს, უკრაინაში კი ანალოგიური ფონდი ყოველდღიურად სადილით და ტანსაცმლით უზრუნვეყოფს 2000–ზე მეტ უსახლკაროს და პენსიონერს. 

 

მაიდანზე, რევოლუციის პერიოდში ლეონიდ ჩერნოვეცკი გახლდათ ერთადერთი ბიზნესმენი, რომელმაც  გამოყო 1 000 000 აშშ დოლარი დაღუპული გმირების ოჯახების დასახმარებლად, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქე იყო.

რას „ემასხარავება“ აჭარის მთავრობა გონიოს მოსახლეობას

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნიაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ  სამთავრობო კომისია, რომელიც გასული წლის აპრილში შეიქმნა და რომელსაც გონიოს მიწების საკითხი უნდა შეესწავლა, მუშაობა დაასრულა. ამ კომისიაში გონიოს მცხოვრებლებიც ჰყავდათ შეყვანილი. „ამ კომისიამ მასალები გადასცა ბათუმის საკრებულოს შესაბამის მუდმივმოქმედ კომისიას, რომელსაც ჩვენთვის მიწების დაკანონების პროცედურა უნდა დაეწყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შერეული სამთავრობო კომისია დროის გაწელვისთვის მოიგონეს. მესამე წელია, რაც ესენი ხელისუფლებაში არიან და ტყუილებით გავცხოვრებენ. ჩვენ მიწას ვითხოვთ“.

 

აქცია გონიოში
აქცია გონიოში

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი შეკრებილი არიან გონიოს ციხესთან, მაგრამ საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას არ აპირებენ, რადგან დაახლოებით 400 კაცამდე არიან, შესაბამისად, ამის საჭიროება არ არის. აბდლობა გვითხრეს, 500-600 კვადრატს მოგცემთ და გაზს შეგიყვანთო. მოვილაპარაკოთო, რაზე უნდა მოველაპარაკოთ – საკუთრებას ნუ გვართმევენ.

 

ნიაზ ფუტკარაძის თქმით, ეს ბოლო გამაფრთხილებელი აქცია აჭარაში, მერე მოსახლეობა რადიკალურ ზომებს მიმართავს: „ჩვენ არ გვაინტერესებს აქ დღეს ხელისუფლება მოვა თუ არა. ჩვენ ფული ავაგროვეთ და 300 კაცამდე თბილისში  მივდივართ – აჭარის ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი თანახმა არიან გადმოგვცენ მიწები, მაგრამ თბილისიდან აჩერებენ. ჩვენ ჩავალთ თბილისში და პრემიერს ვკითხავთ, რატომ არ გვაძლევენ მიწას, რატომ უნდათ, რომ ღატაკები ვიყოთ და მონებივით ვიმუშავოთ უცხოეთში“. 

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნა აუცილებელია

 

 

 

 

„ეს ერთი საპროტესტო აქციაც კარგად აჩვენებს იმ სურათს, რაზეც არაერთხელ ისაუბრა ჩვენმა ორგანიზაციამ. ეს საკითხი იყო წინასაარჩევნო დაპირება დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალის, როდესაც ის აცხადებდა, რომ შეიქმნებოდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია და ყველა სამართლებრივ პრობლემატიკას შეისწავლიდა. 

 

როგორც გვახსოვს, ამ კომისიის შექმნა  გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც სამთავრობო დონეზე გაჟღერდა, არც კომისიის შექმნისა და არც შესაბამისი კომპენსაციის გაცემის ფინანსური რესურსი არ არსებობს.  

 

თავის დროზე  ვაცხადებდით და ახლაც ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის შექმნა იმისათვის არის აუცილებელი, რომ არ მოხდეს მოქალაქეთა შორის კონფლიქტი და გამოირიცხოს ყოველგვარი კონფრონტაცია მოქალაქეებსა და ცალკეულ ადმინისტრაციას შორის, ან მოქალაქეებსა და თანამდებობის პირებს შორის“.

 

იყო თუ არა შეცდომა, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალკეულ პირებზე ჩამორთმეული ქონება მოსამართლეებს ან სხვა მაღალჩინოსნებს საკუთრებაში გადასცა? – როგორც გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, იმ დროს არსებული კანონმდებლობა და დღეს მოქმედი სამართლებრივი ნორმები აძლევს ხელისუფლებას შესაძლებლობას, რომ ჩამორთმეული ქონება საკუთრებაში გასცეს.

 

„გადაცემის მოტივი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მთავარია ის, რისთვის გადაეცემა ქონება მოქალაქეს, ამის შეფასების საშუალება უნდა ჰქონდეს საზოგადოებას. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ამ ქონების გადაცემისას კანონი დაირღვა.

 

გიორგი პაპუაშვილი ან სხვა რომელიმე პირი, ვისაც გადაეცა ჩამორთმეული ქონება საკუთრებაში არის თუ არა კეთილსინდისიერი მფლობელი, ამაზე პასუხი უნდა გასცეს სასამართლომ.  სამართლებრივად, სახელმწიფოს უფლება ჰქონდა ქონების გადაცემის, პაპუაშვილსაც ჰქონდა უფლება მიეღო ქონება, მაგრამ, რადგან ქონება სადაოა, ამიტომ უნდა შეიქმნას ხარვეზების დამდგენი კომისია, რომელიც შეისწავლოს, როგორ გადაეცემოდა სახელმწიფოს ქონება, რამდენად იყო ეს მოქალაქეთა ნებელობითი აქტი, რადგან არსებობდა ეჭვები, რომ მოქალაქეები იძულებით, გარკვეული ზემოქმედების შედეგად ტოვებდნენ ქონებას.

 

ეს უნდა გახდეს კვლევის საგანი, რადგან  თუ ისევ ჩვენივე გადაწყვეტილებით ჩამოვართმევთ საკუთრებას, ეს მეორე უკიდურესობაში გადაგვიყვანს. სახელმწიფომ შესაძლებელია უხეშად გამოიწვიოს სხვისი ქონების ხელყოფა, რადგან დღეს ამ სადაო ქონებას  სხვა მესაკუთრეები ჰყავს და სახელმწიფოს ვალდებულება მათი საკუთრების დაცვაც  არის“.  

 

შეგახსენებთ – დღეს, 6 აპრილს, როლანდ ბლადაძის ახლობლები საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გიორგი პაპუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასა და ბლადაძისთვის ყოფილი საცხოვრებელი ბინის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ.  

ქობულეთის გამგებელი სამსახურების გაერთიანებას აპირებს

 

„გვქონდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი სტრუქტურა გაერთიანდეს და ერთი ხელმძღვანელი ჰყავდეს.  ჩამოყალიბდება ერთი აიპი, რომელიც გამწვანებაზე იზრუნებს და ვთქვათ კომუნალურ საკითხებსაც მოაგვარებს“.   

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის თქმით, სამსახურების გაერთიანების მოტივი არა ეფექტურობის გაზრდა, არამედ  გამგებლის პირადი მოტივაციაა.  „პარკების გაერთიანების“ ამჟამინდელი ხელმძღვანელი სულიკო ბლადაძე წინა ხელისუფლების დროს არის დანიშნული. ამიტომ, გამგებელს  ბლადაძის გათავისუფლება და მისი მეგობრის ვახტანგ ნემსაძის დანიშვნა უნდა, რომელიც ამჟამად გამწვანების სამსახურში მუშაობს.  ამიტომ გეგმავს ახალი აიპ-ის შექმნას“.  

 

რეზო ხარაძის ბრალდებებს გამგებელი ასე პასუხობს. „სულიკო ბლადაძის  გათავისუფლება რომ მდომოდა, განცხადება დაწერილი ჰქონდა და მაშინ გავათავისუფლებდი. მართალია, ის ახალი აიპის ხელმძღვანელი არ იქნება, მაგრამ ადმინისტრაციის თანამშრომლად  დარჩება. რაც შეეხება ვახტანგ ნემსაძეს, ისიც დიდი ხნის თანამშრომელია და მე მარტო მასთან არ ვმეგობრობ“, – აცხადებს გამგებელი.

 

სულხან ევგენიძე ამბობს, რომ  წელს ქობულეთის პარკის გაფართოებაც არის დაგეგმილი:

 

ყოფილი სასტუმრო „ივერიის“ ტერიტორიამდე დაახლოებით 200-300 მეტრია კეთილმოუწყობელი და ამ ტერიტორიის პროექტი გვინდა გავაკეთოთ და პარკი გავაგრძელოთ“.

 

„ქობულეთის პარკების გაერთიანების“ წლიური ბიუჯეტი  240 ათასი ლარია.   

 

ქობულეთის პარკი

  

დეპუტატის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გამოძიება არ დაწყებულა

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოებს კანონი კონკრეტულად არ განუსაზღვრავს რა ვადაში უნდა დაასრულონ გამოძიების პროცესი, თუმცა მართლმსაჯულების მოთხოვნაა, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება.


“ვნახე ვიდეომასალა და სახეზე გვაქვს სამართლებრივი ნორმების დარღვევა [გადაცდომა].  ვფიქრობ, კონკრეტულად ამ ფაქტზე არაეფექტურად მიმდინარეობს გამოძიების [მოკვლევის] პროცესი, ამ პროცესმა კი შესაძლოა  წაახალისოს სამართლებრივი ნორმების უპატივცემულობა”, – ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. 

პეტრე ზამბახიძეს ბათუმის მერიის აიპ-ის თანამშრომლები 13 მარტს დაესხნენ თავს. იმ დღესვე გავრცელდა კადრები, სადაც დეტალურად ასახულია დეპუტატზე ანგარიშსწორების ფაქტი, მაგრამ შს სამინისტრომ დღემდე ვერ მოახერხა განესაზღვრა 13 მარტს დანაშაული ჩაიდინეს მერიის თანამშრომლებმა თუ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შს სამინისტროს მოწმეები დღემდე არ დაუკითხია.

 

“Soundspring 2015” ბათუმში მაისში გაიმართება

 

ფესტივალზე მისულ მსმენელს საშუალება ექნება მოუსმინოს გიორგი სამსონიას, ირაკლი აბრამიშვილს, სანდრო კოზმანაშვილს, ნიკაკოის, ვინსენტ ვოლტს,  კოკა ნიკოლაძეს, Piotr Kurek-ს, Raf Gyoletsyan-ს და სხვებს.  ფესტივალზე გამომსვლელთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.  

 

  

ფესტივალი წელს მეორედ გაიმართება. “Soundspring” 2014 წელს  ბათუმის მერიის და ორგანიზაცია „Micro-ფონი“-ის თანამშრომლობით შეიქმნა.

ფესტივალი 3 დღიანია, ტარდება ყოველი წლის გაზაფხულის ბოლოს და მოიცავს თანამედროვე ვიდეო და მუსიკალური წარმოდგენების ფორმატს, ასევე საგანმანათლებლო სეგმენტს, რაც გულისხმობს ლექციების, მასტერკლასების და ვორკშოპების ჩატარებას.

 

Exit mobile version