ბსუ-ს საარჩევნო კომისია: არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

„ვერ დავადასტურებ ისინი იყვნენ თუ არა უნივერსიტეტის თანამშრომლები, მაგრამ ნამდვილად არ იყვნენ აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის პირები, [არჩევნებში ხმას აძლევს მხოლოდ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი], ამიტომ მათ არ მიეცათ ხმის მიცემის საშუალება. ასევე იყო ერთი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, მაგრამ უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულია, რომ ასეთ დროს მას შეუძლია ხმა მისცეს ადმიანური რესურსების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე” – აღნიშნა გიორგი დიასამიძემ.
ტორესა მოსი: შენი ქალაქიდან უნდა წახვიდე
ტორესა მოსი: განათლებით ვარ იურისტი. წლების მანძილზე ვკითხულობდი ლექციებს თელავის უნივერსიტეტში. პარალელურად ვსწავლობდი დოქტორანტურაში. ყოველთვის ვწერდი რაღაცას, სანამ დაიბადებოდა სურვილი, რომ გააზრებული ტექსტი დამეწერა. საკმაოდ დიდი ხანი ვიწვალე, რომ რაღაც ტიპის ოსტატობა მიმეღო. ძიების პროცესი, პირველი მცდელობებიდან „სიბრძნე-სიცრუისამდე“ ცხრაწლიანი პერიოდი იყო. ეს იყო დრო, როდესაც ბევრი ექსპერიმენტი ვატარე. თვითონ სახელოვნებო სივრცე არ იყო ჩემთვის უცხო, გავიზარდე მხატვრების გარემოცვაში, მუსიკოსი ვარ. ჩემი მეორე მიმართულება, რომელზეც ბავშვობიდან ვმუშაობდი, იყო მუსიკა და ახლაც გრძელდება. ამიტომ უცხო არ იყო ჩემთვის, როგორც არტისტისთვის რაღაც კონკრეტულ თემაზე მუშაობა. ლიტერატურა იყო ახალი სივრცე, რომელიც უნდა ამეთვისებინა. „სიბრძნე სიცრუისაში“ მივხვდი, რომ პირველი შედეგი დავდე.
- იყო თუ არა რისკი ამ სათაურით სადებიუტო წიგნის გამოცემა?
იყო რისკი, ამაზე ბევრი ვიფიქრე. იყო ბევრი ვერსია, მაგრამ მაინც ჩავთვალე, რომ ეს კონცეპტი სათაურის არის ინტერპრეტაციის ძალიან დიდი ველი. ერთი მხრივ, შეგვიძლია გავიგოთ, როგორც მოგონილ ამბავში არსებული სივრცე, მეორე მხრივ – ადამიანი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს სიბრძნესა და სიცრუეს შორის. ჩემთვის, რეალობის აღქმა და გაყალბებული რეალობა, გადარჩევა ერთმანეთისგან მკვდარი მომენტებისა ნამდვილისგან, თანადროულია სივრცესა და დროშიც, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ვერ მოვიგონებდი სულხან-საბაზე უკეთეს ფორმულას. ზოგიერთმა მიიჩნია, რომ ეპატაჟი ვცადე, ზოგიერთმაც თქვა, რომ თავხედობა იყო. მე მიმაჩნია, რომ თავხედობა იქნებოდა მაგ სათაურის რაიმე სხვა ვარიაციით გადაკეთება.
როდესაც ვწერ, ვცდილობ ტექსტი გამოვიდეს როგორც ფართო სააზროვნო ველი, სადაც მკითხველი შეძლებს აზროვნებას. აზროვნება თავის თავში გულისხმობს ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. პირველ რეაქციას ველოდები ხოლმე მკითხველისგან. მინიმუმ ორი რადიკალური შეფასება თუ მივიღე, ე.ი. ინტერპრეტაციის ველი შედგა. თუ ერთ თემაზე შეიძლება რომ ორმა ადამიანმა განსხვავებული შედეგი მიიღოს, ეს ნიშნავს ჩემთვის, რომ ტექსტი გამოვიდა.
ფეისბუქმა მოიტანა ის, რომ მკითხველთან შეგიძლია უშუალო კონტაქტი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ თავი შევიკავო კომენტირებისგან, დაზუსტებისგან – „არა, არა მე ამას ასე არ ვგულისხმობდი“, „შენ არასწორად გესმის“. ყოველთვის ვცდილობ დავუტოვო მკითხველს ეს სივრცე. როგორც კი ვიტყვი, რომ რაღაცა რაღაცას ნიშნავს, იქვე ვკლავ ამ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
- ზოგჯერ მწერალს განმარტების გაკეთება უწევს მხატვრული ტექსტის გამო, იგივე ერეკლე დეისაძეს, ზურაბ ქარუმიძეს და სხვებს. რამდენად სწორია ახსნას მწერალმა ტექსტი, რომელიც დაწერა?
ეგ არის შემთხვევა, როდესაც ადამიანები ესხმიან თავს ავტორს, პერსონაჟის, ან სიუჟეტურად გამოთქმული კონკრეტული მოსაზრების გამო. მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, ვიღაცა გააღიზიანა ერთ-ერთი პერსონაჟის მონოლოგმა, რომელსაც მე შინაგანად არ ვეთანხმები, მე, როგორც ტორესა მოსი, როგორც ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი. ეს არ არის ჩემი ტექსტი. უბრალოდ, პერსონაჟი არის სახასიათო, ის მოთავსებულია რაღაც სიტუაციაში და ამ სიტუაციაში ზუსტად ეს ტექსტი უნდა თქვას. ნებისმიერი სხვა ტექსტი რომ თქვას, იქნება არაკონტექსტური და სხვანაირი. მხატვრული ტექსტი ხშირად მოითხოვს ამას.
ვფიქრობ, ჩვენთან ასეთი ფაქტები რომ ხდება, მიზეზი არის წიგნიერების დაბალი დონე. ეს არის ანბანი ლიტერატურის. თუ კითხულობ „სამ მუშკეტერს“, იცი, რომ ალექსანდრე დიუმა არ არის არც დარტანიანი, არც ათოსი, არც პორთოსი და არც არამისი. არც არავინ, ის არის ავტორი, რომელიც ამ ყველაფერს წერს. ვფიქრობ, ეს ნელ-ნელა დარეგულირდება და მკითხველიც ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამს ტექსტში ასე საჭირო ელემენტებს. ამაზრზენია და არ შეიძლება ეს ხდებოდეს.
- ჩვენი წინა თაობა ცხოვრობდა საზოგადოებაში, სადაც კრძალავდნენ წიგნებს, ფილმებს. დღეს ნებისმიერი ტექსტი შეგიძლია გამოსცე, მაგრამ ცენზორის როლში გვევლინება საზოგადოება. თქვენს თავს სად ხედავთ ამ საზოგადოებაში და რა შეგიძლიათ უთხრათ მათ, ვინც ცდილობს უკარნახოს მწერალს რაზე უნდა წეროს და რაზე – არა?
მე მიმართლებს ამ თვალსაზრისით – ცენზურას დავუსხლტე ხელიდან. ალბათ იმიტომ, რომ ოჯახში არ არის ჩემთვის ცენზურა და როცა სადღაც გაქვს თავშესაფარი, სადაც ყოველთვის გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ, მერე მარტივია ყველაფერი. საზოგადოება სხვადასხვა განვითარების ეტაპზეა და სხვადასხვა ადგილზე ავლებს ზღვარს. გავიხსენოთ მიშელ უელბეკის პლატფორმას რაც მოჰყვა – ის დაადანაშაულეს ისლამოფობიაში, მან დატოვა საფრანგეთი და გადავიდა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. ანუ იქაც არსებობს რაღაც ტიპის საზღვრები. როდესაც ხარ არტისტი, ყოველთვის ცდილობ გაიარო ამ საზღვრებზე, დისკუსია გააჩინო. უბრალოდ, ჩვენ შემთხვევაში ეს ზღვარი გადმოდის ძალიან აქეთ, მაგრამ ეს ზღვარი ევროპაშიც არსებობდა. მეც მიმაჩნია, რომ არის რაღაცა, რაც არ მომწონს, მაგალითად, კოლაბორაციონისტული დამოკიდებულება რუსეთის იმპერიის მიმართ. ჩემთვის ეს არის მტკივნეული საზღვარი. მივიჩნევ, რომ ადამიანი, როდესაც კოლაბორაციონისტია, მან საფასური უნდა გადაიხადოს, თუ ამ იდეებს ავრცელებს. მთავარია ეს არ გადაიზარდოს ფიზიკურ ძალადობაში. ადამიანებმა განსხვავებული იდეებით ერთმანეთს არ ვავნოთ. ბუნებრივია, დისკუსია უნდა იყოს.
- ხშირად მწერლებს აკისრებენ რაღაც მისიას, რომ მან რაღაც უნდა გიკარნახოს, რომლის აზრიც უპირობოდ უნდა მიიღო. როგორ ფიქრობთ, რა არის მწერლის მისია?
მწერლის ერთადერთი მისია არის დაწეროს ტექსტი. მე მეცინება, როდესაც ვიღაც მოდის და მეჩხუბება, რატომ არ ხარ შენ ენის მამა. არ ვარ და არც შემიძლია. არც მაქვს პრეტენზია და არც მინდა ვიყო. იმედგაცრუებას მოსდევს ხოლმე მერე გაბრაზება. ესეც გადაივლის. მე თუ მკითხავთ, ეს არის უფრო საბჭოთა წარსულიდან წამოსული, სადაც მწერლები მენტორის როლში გვევლინებოდნენ და მუდმივად უთითებდნენ საზოგადოებას, რა იყო კარგი და რა _ ცუდი. ინერციაა – მწერალი უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ, მაგალითად, მოკლე კაბა არ ჩაიცვათ. ეს არ ქნათ, ის არ ქნათ. ეს ჩაივლის.
მე ვცდილობ დავწერო კარგი ტექსტი, რამდენად ვახერხებ, ეს მეორეა. ამის იქით მე ვეღარ ვიფიქრებ. ამის იქით ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, მეც მაქვს ჩემი შეხედულებები, რომელსაც გამოვთქვამ ისე, როგორც ყველა, მაგრამ ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე ყოველთვის ვცდილობ, ჩემი, როგორც მწერლის პოზიციის გაჩვეულებრივებას. ვცდილობ ავხსნა, რომ ეს არის ისეთივე პროფესია, რომელიც, ვთქვათ, მატარებლის მემანქანეობა. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოება უნდა მივიდეს იქამდე, რომ არტისტი კი არა, არავინ არავინ არ არის. ყველას შეუძლია იყოს ძალიან მნიშვნელოვანი.
- თქვენს საჯარო გამოსვლებში ხშირად უსვამთ ხაზს იმ ფაქტს, რომ რეგიონები უნდა განვითარდეს. საუბრობთ კულტურულ დეცენტრალიზაციაზე. თუ გიფიქრიათ, როგორ?
მიგრაციის პროცესებს განაპირობებს უნივერსიტეტები. როგორც წესი, რეგიონულ უნივერსიტეტებში ის დონე არ არის სწავლისთვის, რაც საჭიროა და თბილისში რაც არის, ისიც არ არის საკმარისი. რეგიონულ უნივერსიტეტებს აქვთ სპეციალობების ვრცელი სპექტრი, მაგრამ ვერ უზრუნველყოფენ კონკურენტული განათლების მიცემას. რეგიონულ უნივერსიტეტებში არსებობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – შენობები არის, ყველაფერი არის. შეიძლება სეგმენტიზაცია – სადღაც იყოს ორი ძლიერი ფაკულტეტი, სადღაც ორი და სტუდენტები გააკეთებენ არჩევანს. დავუშვათ, თუ მე მინდა იურიდიულზე ჩავაბარო და ბათუმში არის ძალიან დიდი სკოლა სამართალმცოდნეობის, მე თელაველი აღარ წავალ თბილისში და წავალ ბათუმში. ბათუმელი წამოვა თელავში, თუ უნდა ისტორია ისწავლოს. ეს გამოათანაბრებს. პატარა ქალაქებიდან ვინც ვართ, ყველაზე კარგად ვიცით ეს რაც არის. ყოველ წელს ქალაქები კარგავენ თავიანთ ყველაზე მოტივირებულ და აქტიურ ნაწილს.
რა თქმა უნდა, უნდა წახვიდე შენი ქალაქიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ადგე და წახვიდე, მშობლების კალთას უნდა მოსწყდე და სხვაგან დაიწყო ცხოვრება. მაგრამ ქალაქმა უნდა მიიღოს შევსება. ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან კარგი გამოსავალი და ეს კულტურულადაც გამოათანაბრებს ქვეყანას. იმპულსებს გააჩენს და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ განვვითარდეთ.
- ტორესა, რომ არ წასულიყო თელავიდან, „სიბრძნე სიცრუისას“ დაწერდა?
მე არ წავსულვარ. მე დავიბადე, გავიზარდე, უნივერსიტეტი დავამთავრე და მერე ბევრი წელი ვიმუშავე თელავში. თბილისში წავედი ბოლო ორი წელია. „სიბრძნე სიცრუისას“ ალბათ ვერ დავწერდი თელავში. მე მივხვდი, რომ როდესაც მოვახდინე ფიზიკური დისტანცირება ჩემი საყვარელი ქალაქიდან, გაჩნდა რაღაც ტიპის იმპულსი და შევძელი ეს ტექსტი ამეგო.
შეიძლება, რომ არ წავსულიყავი, ვერ დამეწერა „სიბრძნე სიცრუისა“, მაგრამ სხვას დავწერდი. რასაც სხვა ქალაქში წასვლა გასწავლის, ერთადერთი ეს არის საკუთარი თავის იმედად ყოფნა, შენი კომფორტის ზონიდან გასვლა. თავისუფალი რეალურად მაშინ ხდები, როდესაც იცვლი გარემოს მაშინ, როდესაც მარტო ხარ.
ამ მარტოობაში იბადება შენი თავისუფლება. არ აქვს მნიშვნელობა ეს სად მოხდება, მთავარია, რომ ეს მოხდეს.
- მუსიკოსი ტორესა მოსი…
მუსიკა იყო ჩემს ცხოვრებაში იმაზე ადრეც, ვიდრე იქნებოდა ლიტერატურა, წერის მცდელობა სანამ გაჩნდებოდა. მუსიკაშიც ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე და ახლაც ვმუშაობ. ახლა ორ მეგობართან ერთად ვაკეთებ იმას, რაც გამიჩნდა. მუსიკა ცოტა უფრო რთულია. მუსიკოსი მარტო არ ხარ. ბევრი რამ გჭირდება ტექნიკურად. მუსიკაში ის შედეგი, რაც ლიტერატურაში დავდე, ცოტა დამიგვიანდა. თუმცა ჩემს ნამუშევარს ერთ თვეში მოისმენს საზოგადოება. ჟანრს ვერ ვსაზღვრავ. ვცდილობ ავხსნა – ჩემი მუსიკა იქნება ტექნოსთვის დამახასიათებელი ბიტებისა და ჟღერადობის ძველი ქართულ-ფოლკლორული მოტივების ინტონაციების და გამოგონილი, ჯადოქრული ენის სინთეზი.
- ბათუმში წაიკითხეთ საჯარო ლექცია განათლებაზე…
განათლება, ზოგადად, არის ცხოვრების შესაძლებლობა. განათლებაში მე მოვიაზრებ არა მხოლოდ ინფორმაციას, დავუშვათ იცოდე მსოფლიოს ყველა დედაქალაქი. მიმაჩნია, რომ განათლება ეს არის უნარი, მოიძიო საჭირო ინფორმაცია დღეს. სხვადასხვა მოცემულობას შორის მოახდინო ლოგიკური ბმები და აი ამაზე დაშენებით შეძლო შენი უნივერსალური რაღაცების შექმნა, რაც გინდა რომ შექმნა.
ჩვენი განათლების სისტემა, ვერ ადაპტირდა ამ რეალობასთან. ჩვენი განათლების სისტემა დარჩა ისევ იქ, როდესაც ინფორმაცია იყო პრობლემა. მაგალითად, ტექნიკურ დონეზე გვინდა შევისწავლოთ გიტარაზე დაკვრა. ეს დღეს უკვე შესაძლებელია გააკეთო პედაგოგის გარეშე. დავანებოთ გიტარას თავი, ნებისმიერი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ პედაგოგის გარეშე. რა არ შეგვიძლია პედაგოგის გარეშე და ვინ არის პედაგოგი? დღეს აქცენტირება კეთდება მკვლევარზე. ის, ვინც გაუკვალავ გზაზე მიდის. ის, ვინც ახდენს იდეების გენერირებას. რასაც ვერ ისწავლი მის გარეშე, არის ზუსტად ეს. როგორ იარო გაუკვალავ გზაზე. როგორ ხდება საღი აზრების გენერირება საკუთარ თავში.
ეს არის ის, რაც უნივერსიტეტში უნდა ხდებოდეს დღეს და რაზეც რეალურად ყველა ქვეყანა ადაპტირდა. ჩვენ დავრჩით ისევ იქ, ფუჭი ინფორმაციის ათვისებაზე. ამიტომ ვერ პასუხობს ჩვენი განათლების სისტემა თანამედროვე სტანდარტებს. სტუდენტმა უნდა იცოდეს რას ჩაავლოს ხელი, რომელ ლექტორთან იმუშაოს მეტი. მეორე არის უნივერსიტეტი, როგორც სივრცე. უნივერსიტეტში ყალიბდება პროფესიული კავშირები, რომელიც სამომავლოდ გეხმარება. უნივერსიტეტი არის სივრცე, სადაც შეგიძლია ჩაატარო ბევრი ექსპერიმენტი, რადგან არ გაქვს პასუხისმგებლობა, შენგან არავინ არ ელის რაღაც განსაკუთრებულს. შენგან ელიან ზუსტად ექპერიმენტებს. ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს სწორად მიაწოდო ინფორმაცია, რომ ისინი არ იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები.
მე ბევრი ვიმუშავე ჩემს სტუდენტებთან ამაზე, რომ მათ დაეწყოთ ექსპერიმენტების ჩატარება. როდესაც სტუდენტური ენერგია მარწუხებში ექცევა, მერე უნივერსიტეტი ხდება ხუთოსნებზე ორიენტირებული და ეს ხუთოსნები არიან ჩარჩოებში ჩასმული ადამიანები, რომლებიც ამთავრებენ უნივერსიტეტს, იციან რომ ხუთოსნები არიან და მაინც ვერ ახერხებენ ოპერირებას. ეს პრინციპში ბევრ და კარგ ადამიანს ართმევს ხოლმე შესაძლებლობას, კარგი რაღაც გააკეთოს.
არჩევნები უნივერსიტეტში – კანდიდატების კომენტარები
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთ-ერთი კანდიდატი რამაზ ხალვაში პირველი იყო დღეს, ვინც არჩევნებზე ხმა მისცა.
„ვფიქრობ, ყველაზე მეტი შანსი მე მაქვს და მინდა საქმე წავიდეს წაღმა, როგორც არჩევნებზე, ისე უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი თავისუფალ ნებას გამოხატავს. დღევანდელი მდგომარეობის სიმბოლოა რექტორის კაბინეტში გაჩერებული საათი და ვფიქრობ დღეს საღამოს ეს საათი ამოქმედდება და დაიწყება ახალი ერა უნივერსიტეტში“ – განაცხადა რამაზ ხალვაშმა.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მე ხმა მივეცი ევროპულ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების უზრუნველყოფას უნივერსიტეტში. იმედი მაქვს, ჩემი ყველა კოლეგა შეინარჩუნებს ღირსებას და ხმას მისცემს ყოველგვარი კარნახის გარეშე“ – განაცხადა მალხაზ ნაკაშიძემ.
„უნივერსიტეტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, პიველად ვატარებთ საყოველთაო არჩევნებს. ყველა კანდიდატი ღირსეულია და ჩემი არჩევის შემთხვევაში უნივერსიტეტში დაიწყება ახალი ეტაპი, რასაც ჰქვია განვითარება, სტაბილურობა და ხარისხი. ვფიქრობ, რომ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სიმპათია გადმოიხრება ჩემკენ“ – განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.
საკუთარი არჩევანი დააფიქსირა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა ვლადიმერ ბალაძემაც.
„ამ არჩევნებმა შეიძლება უდიდესი როლი ითმაშოს ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კანდიდატურას, ვინც იბრძოლებს ამ დიდი ფუნქციისა და მისიის შესრულებისთვის, რომელიც ქართველმა ერმა დააკისრა ბათუმის უნივერსიტეტს. მე იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს ჯანსღი ძალა, რომელიც იბრძოლებს სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებაზე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადებისთვის. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანს და თუ კი გავიმარჯვებ, ვიბრძოლებ ამ მიზნისთვის ჩემს კოლეგებთან ერთად”- განაცხადა ვლადიმერ ბალაძემ.
საარჩევნო კომისიის წევრების თქმით, 13 საათისთვის ამომრჩეველთა მთლიანი ოდენობის 50 პროცენტზე მეტმა, 163-მა ადამიანმა მისცა უკვე ხმა სასურველ კანდიდატს. იმისთვის, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები შედგეს, 50%ზე მეტმა, ანუ 157-მა ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა.

ყოფილი მოსამართლე პარლამენტის წინააღმდეგ

ყოფილი მოსამართლე მიიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მე-14 [მუხლი 14 ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა] და 21 -ე მუხლები [მუხლი 21 საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება].
დავის საგანს წარმოადგენს საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 77-ე მუხლის (მოსამართლეების კომპენსაციის გაანგარიშება), პირველი პუნქტი რომლის მიხედვითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩევლის გიორგი სულხანიშვილის განმარტებით, მოსარჩელე ლალი ლაზარაშვილი მიიჩნევს, რომ კანონის ეს ნაწილი არის არაკონსტიტუციური, დისკრიმინაციული და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ 2006 წლის შემდეგ. უშუალოდ მას მოსამართლის უფლებამოსილება 2010 წელს შეუწყდა და შესაბამმისად ის ვერ სარგებლობს იმ ბენეფიტით.
განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლო მხარეთა ახსნა განამრტების შემდეგ იმსჯელებს – მიიღებს თუ არა საქმეს არესებით განსახილველად.
განმწესრიგებელ სხდომას სასამართლოს მეორე კოლეგია უძღვება.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი
“არჩევნები მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, ისე როგორც გათვალისწნებულია უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებითა, წესდებთ და 19 მარტის ნომერ 27 დადგენილებით, ხმის მიცემა 17 საათამდე გაგრძელდება და შედეგები დღესვე გამოქვეყნდება უნივერისტეტის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე“ – ამბობს გიორგი დიასამიძე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის იურისტი.
ამ მომენტისათვის ხმა მისცა სამმა კანდიდატმა: რამაზ ხალვაშმა, ირაკლი ბარამიძემ და მალხაზ ნაკაშიძემ.
“ხოზრევანიძის კლინიკა” – თანამედროვე და პაციენტზე მორგებული სერვისი [ფოტო]

ხოზრევანიძის კლინიკის რეგისტრატურა
ექიმ-ოტორინოლარინგოლოგი გელა ხოზრევანიძე სინჯავს პაციენტს

პაციენტის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა. დასავლეთ საქართველოში მსგავსი ტიპის გამოკვლევა მხოლოდ ხოზრევანიძის კლინიკაშია შესაძლებელი

ე.წ. ლორკომბაინი

ე.წ ,,შეივერი“ და ენდოსკოპი – რომლითაც ხორციელდება ოპერაცია ცივი პლაზმის მეთოდით. აპარატურა ერთადერთია საქართველოში

კობლატორი

სტერილიზატორი

ოპერაცია – ადენოტოზილექტომია

ოპერაცია – ადენოტოზილექტომია

საოპერაციო

პალატები კეთილმოწყობილია. პაციენტი ოპერაციის შემდგომ კომფორტულ გარემოში გადის რეაბილიტაციას

პალატები კეთილმოწყობილია. პაციენტი ოპერაციის შემდგომ კომფორტულ გარემოში გადის რეაბილიტაციას

ოთახი სადაც ხდება სისხლის ანალიზის ჩაბარება

ლაბორატორია
ლაბორატორია, რომელიც სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე, „Human”-ას ფირმის გერმანული აპარატურით

ლაბორატორიაში ანალიზების პასუხები დგება მაქსიმალურად მცირე დროში, რომელიც გადადის სერვერზე და სურვილის შემთხვევაში პაციენტს მიეწოდება ელექტრონული ფოსტით.

ხოზრევანიძის კლინიკის ჰოლი
მისამართი:
ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქ.68
ტელ: 22 71 71
ვებგვერდი: www.khozrevanidze.ge
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს
„ვფიქრობ ყველაზე მეტი შანსი მე მაქვს და მინდა საქმე წავიდეს წაღმა, როგორც არჩევნებზე ისე უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ უნივერსიტეტი თავისუფალ ნებას გამოხატავს. დღევანდელი მდგომარეობის სიმბოლოა რექტორის კაბინეტში გაჩერებული საათი და ვფიქრობ დღეს საღამოს ეს საათი ამოქმედდება და დაიწყება ახალი ერა უნივერსიტეტში“ – ამბობს რამაზ ხალვაში.
არჩევანი ამ დროისთვის ოცამდე ამომრჩეველმა დააფიქსირა. ხმის მიცემის პროცედურა 5 საათამდე გაგრძელდება.
უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე.
ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, საარჩევნო სიის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას 312 ამომრჩეველი მიიღებს, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
გუშინ, 2 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტმა” ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გადადება და შესაბამისი პროცედურების განსაზღვრის შემდეგ ჩატარებას მოითხოვა, თუმცა უნივერსიტეტის იურისტმა, გიორგი დიასამიძემ განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 16 მარტს გამართულ რექტორის არჩევნებზე აკადემიურმა საბჭომ რექტორი ვერ აირჩია. ყოფილმა რექტორმა, ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით დატოვა.
ბათუმის სანაპირო დღეს [ფოტო, ვიდეო]
ხანძარმა ქობულეთში სოციალურად დაუცველების სახლი გაანადგურა
დამწვარი სახლის მესაკუთრე ხვიჩა შაინიძე ამბობს, რომ ხის სახლი, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ოთხი წლის წინ ააშენა. „მიწა სიდედრმა მომცა. სოციალურად დაუცველი ვართ. ხანძრის დროს გამგებელი მოვიდა და გვითხრა, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ მერე გვითხრეს, რომ სახლი უკანონოდ მაქვს აშენებული და ვერ დაგვეხმარებიან“, – ყვება ხვიჩა შაინიძე.
ხვიჩა შაინიძე ამბობს, რომ სახლის დაწვის შემდეგ მეზობელთან ცხოვრობენ – „ერთი საძინებელი მოგვცა და იქ ვიძინებთო“.
ბოლო ორი წელია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ეხმარებიან. შაინიძეების ოჯახის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის გამგეობამ უნდა შეაგროვოს, რასაც შემდგომ აჭარის მთავრობას მიაწვდის. სწორედ ამის შემდეგ მსჯელობს მთავრობა დაეხმარება თუ არა დაზარალებულს – პროცედურის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე აწვდის.
ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ამბობს, რომ იცის სოფელ გელაურში მომხდარი ხანძრის შესახებ, მაგრამ ვიდრე შს სამინისტრო არ გასცეს შესაბამის ცნობას, მანამ შაინიძეებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს აჭარის მთავრობას ვერ წარუდგენს. „ეს დასკვნა ჯერ არ გვაქვს“, – ამბობს გამგებელი.
თუმცა, შაინიძეები ამბობენ, რომ ქობულეთის პოლიციიდან სათანადო ცნობა მათ უკვე მისცეს, რასაც შს სამინისტროშიც ადასტურებენ. „მოქალაქემ მიმართა ქობულეთის პოლიციას აღნიშნული ცნობისთვის გუშინ. ცნობა, რომელიც მას სჭირდებოდა გამგეობაში წარსადგენად, დაუყოვნებლივ გაიცა“, – განმარტავენ შს სამინისტროს პრესცენტრში.
ხვიჩა შაინიძის თქმით, პოლიციიდან გაცემული ცნობა და ნახანძრალ ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები ქობულეთის გამგეობაში გუშინვე მიიტანეს.
ბათუმში 15 წლის გოგონას ნათესავის ღვიძლი გადაუნერგეს
ციროზით დაავადებულ 15 წლის გოგონას ღვიძლი საკუთარმა მამიდაშვილმა მისცა. დონორისა და რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის გადატანილი რთული ოპერაციის შესაბამისია, პაციენტებმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება დღეს დატოვეს და ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ქართველმა ექიმებმა ღვიძლის გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. 2014 წლის 14 დეკემბერს დონორმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ღვიძლის ნაწილი საკუთარ დას, ტატიანა მეგრელიშვილს გადაუნერგა. 4 თვის განმავლობაში, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვის სამი ოპერაცია ჩატარდა და სამივე წარმატებით დასრულდა.
საქართველოში ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია და ყოველწლიურად ტრანსპლანტაცია 30-40 ადამიანს ესაჭიროება, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ღვიძლის გადანერგვა პაციენტების რიგითობის მიხედვით ხორციელდება და თვეში მინიმუმ ერთი ოპერაცია ჩატარდება.
აღნიშნული სამედიცინო სერვისი საქართველოში ახალი დანერგილია და ამ პროექტისთვის “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” 2 წლის განმავლობაში ემზადებოდა.
ბსუ: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ხვალ ჩატარდება
ბატონო გიორგი, გაეცანით თუ არა „დემოკრატიის ინსტიტიტის“ განცხადებას?
დიახ, გავეცანით.
არჩევნები ხვალ ჩატარდება?
დიახ, არაფერია არ შეცვლილა, დილის ათი საათიდან 17 საათამდე ჩატარდება არჩევნები.
არჩევის წესზე გამოთქმული შენიშვნები რაზეც არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს?
აკადემიური საბჭოს დადგენილებით არის გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები.
გაწერილია კრიტერიუმები, ვინ აძლევს ხმას, ვინ უნდა წარმოადგინოს სია, რა დოკუმენტაციაა საჭირო და როგორ გამოვლინდება გამარჯვებული. სხვა პრეტენზიებს რაც შეეხება, ის საკითხები რაც არ არის დარეგულირებული აღნიშნული დადგენილებით, დარეგულირებულია უნივერსიტეტის წესდებით. ამ დადგენილებაში არ არის გაწერილი, თუ როდის უნდა დაიწყოს, მაგალითად, არჩევნები, მაგრამ წესდებასა და საარჩევნო დებულებაში წერია, რომ არჩევნები ტარდება დილის ათი საათიდან 17 საათამდე. აქვე დადგენილია გასაჩივრების წესი, პრეტენზიის შემთხვევაში შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია გასაჩივრება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი საფუძვლები არჩევნების გადატანის, არ არსებობს.
აუტიზმის საერთაშორისო დღე – საზოგადოების ინფორმირებულობა უნდა გაიზარდოს
შეხვედრის მიზანია გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება და უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების რეალიზება.

2007 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომლის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და აუტიზმით დაავადებულთა უფლებების რეალიზება.
აუტიზმის შემთხვევათა საგრძნობი მატების ფონზე, აღნიშნული პრობლემა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად შეფასდა. საქართველო „აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს“ 2011 წელს შეუერთდა.

10 შვილის დედა ჟუჟუნა: ერთჯერად დახმარებას მე რატომ არ მაძლევენ
საჩუქარი დედის დღეზე საკუთარი თავისთვის არც ჟუჟუნას გაუკეთებია, იმიტომ, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ 200 ლარია: მეფრინველეობის ფერმაში მუშაობს – კვერცხებს აგროვებს.
ჟუჟუნა საითაძე ამბობს, რომ წელს – დედის დღეზე არავის გახსენებია, რომ ის 10-შვილიანი დედაა. ვერ ხვდება სახელმწიფო უკვე მესამე წელია რატომ არ ასაჩუქრებს მრავალშვილიანი დედებისთვის დაწესებული ერთჯერადი დახმარებით – 1000 ლარით.
ზოგადად კი, ჟუჟუნას ოჯახი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო შემწეობით გააქვთ თავი.
ჟუჟუნას სახლში წყალი ჩაუდის – სახურავი აქვს დამპალი და იმიტომ. ცოტა ხნის წინ მისი სახურავის ამბით ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რის შემდეგაც გამგეობიდან მივიდნენ და სახურავი გაზომეს. მერე წავიდნენ და აღარ გამოჩენილან – ჟუჟუნას სახლში კი მთელი ზამთარი, ყოველ გაწვიმებაზე წყალი ჩადის. მაგრამ ჟუჟუნა არ ნებდება.
ჟუჟყნა საჯარო სივრცეში მარტო იბრძვის – მასთან ერთად არც მისი შვილები ჩანან და არც მეუღლე. ამბობს, რომ ბევრგან იყო მეუღლე ავტობუსის მძღოლად რომ დაენიშნათ, მაგრამ ვერაფერს გახდა. „ბიჭი კიდევ წელმოწყვეტილი დაბრუნდა თურქეთიდან – ქვების დატვირაზე მუშაობდა, მძიმე სამუშაოზე“.
ჟუჟუნამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ წელს 1000-ლარიან ერთჯერად დახმარებას, როგორც მრავალშვილიან დედას, სახელმწიფო აღარ მისცემს – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ თანხით მხოლოდ იმ მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარებიან, რომლებსაც ხუთი შვილი მაინც ჰყავთ არასრულწლოვანი. როგორც უკვე ვთქვით, ჟუჟუნას მხოლოდ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.
რაც შეეხება სახლის სახურავს – მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ სახურავები შეისყიდეს, მაგრამ ჟუჟუნას არ შეხვდა, სხვა კიდევ უფრო გაჭირვებულებს გადასცეს და იმიტომ. გამგეობაში ამბობენ, რომ სახურავების შესყიდვის პროგრამა ისევ გრძელდება და წესით ჟუჟუნას სახლს სახურავი შეხვდება, წელს თუ არა მომავალში, მომავალში თუ არა – იმის შემდგომ…
დემოკრატიის ინსტიტუტი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გადადებას ითხოვს
ხვალ, 3 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანიშნულია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ წინასწარვე არსებობს არჩევნების შედეგების გაუქმების მაღალი რისკი:
“აკადემიური საბჭო არჩევნების ჩატარებას გეგმავს იმ წესით (რექტორის 2014 წლის 20 ივნისის N01-08/25 ბრძანება), რომელიც საერთოდ არ ეხება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს და იგი სრულიად სხვა ორგანოების/პირების არჩევნების წესებს ადგენს, რაც ამ შემთხვევაში არ გამოდგება;
გაურკვეველია კონკრეტულად სად ტარდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები (ფაკულტეტებზე, რექტორის კაბინეტში, სააქტო დარბაზში და ა.შ.);
გაურკვეველია საარჩევნო პროცესი (ბიულეტენი, ხმის მიცემის პროცედურა, ფარულობა, და ა.შ.);
გაურკვეველია რექტორის მოვალეობის არჩევნების პროცესში მონაწილე, საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციის, დამტკიცების, სიების გამოქვეყნებისა და ამ პროცესის გასაჩივრების წესი;
არ არსებობს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების განმსაზღვრელი რაიმე ერთიანი პროცედურული დოკუმენტი (დებულება, ინსტრუქცია და ა.შ.), რაც არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას თავიდანვე საფრთხეს უქმნის.
რადგანაც, ამ ეტაპზე (2 აპრილი, 2015 წელი) შესაძლებელია პროცესის სამართლებრივ, გამჭვირვალე და ობიექტურ პირობებში გაგრძელება, მიგვაჩნია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების თარიღი უნდა გადავადდეს საარჩევნო პროცედურების დამტკიცებამდე (სურვილის შემთხვევში, ასეთი პროცედურა მიიღება საშუალოდ 2 დღეში, ხოლო კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ორი კვირის ვადაში) “- წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა რამდენიმე თვის წინ, ასევე არასწორად გამოაცხადეს რექტორის არჩევნები (ალიოშა ბაკურიძის განცხადების შემდეგ), რადგანაც კანონმდებლობის მოთხოვნა იყო არა რექტორის არჩევნების გამოცხადება, არამედ თავიდანვე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა.
(საქართველოს კანონი ’’უმაღლესი განათლების შესახებ’’, მუხლი 22, პუნქტი 3: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი)
სკოლა მორყეული იატაკით და მინების გარეშე [ფოტო]












აჭარის განათლების სმინისტროს ინფორმაციით სკოლის რეაბილიტაცია მომავალ წელს იგეგმება.
სკოლაში 75 მოზარდი სწავლობს.
აჭარის მთავრობა ფეისბუქში
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირს, ავთანდილ ბერიძეს, სამუშაო მაგიდაზე სხვა დოკუმენტებთან ერთად პოეტ ვახტანგ აბულაძის ლექსების კრებულიც უდევს, ან იმ ინტერნეტგვერდს, სადაც მისი ლექსებია გამოქვეყნებული, ყოველდღე ათვალიერებს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ის სტროფები აქვს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაზიარებული, რომელშიც ღალატისა და იმედგაცრუების თემატიკა სჭარბობს. „პირუთვნელი და არამედროვე, დრო იტყვის ხოლმე, ვინ ვის ღალატობს“, – ამ ფრაზით სრულდება ლექსის პირველი სტროფი, რომელიც ავთანდილ ბერიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე 27 მარტს ღამის 12 საათზე გააზიარა.
მის მიერ მანამდე რამდენიმე წუთით ადრე გაზიარებული იმავე ავტორის ლექსი კი ასე იწყება: „ოთახის კატა, გარეთ გასვლა რომ ეკრძალება, უმზერს სარკმლიდან გაფუყული თვისტომებს ქუჩის…“
ავთანდილ ბერიძეს, როგორც ოფიციალურ პირს, „ფეისბუქში“ ცალკე პროფილი არ აქვს და ისევ იმ პროფილით სარგებლობს, რაც უმაღლეს საბჭოში არჩევამდე ჰქონდა. თუმცა ამ გვერდზეც აქვს გამოქვეყნებული ოფიაციალურ შეხვედრებზე გადაღებული ფოტოები. პოსტების ინტენსივობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ავთანდილ ბერიძე „ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელია. ამბებსა და ფოტოებს ოფიციალური შეხვედრების ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფეისბუქგვერდზე“ აქვეყნებს.
„ფეისბუქის“ საძიებო ველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სახელისა და გვარის ქართული შრიფტით ჩაწერის შემთხვევაში ოთხი პროფილი იძებნება. მათ შორის ერთ-ერთ გვერდს, რომელიც რეგიონის პირველი პირის ოფიციალური გვერდია, 4 181 მოწონება აქვს. ამ პროფილზე აქვეყნებენ ინფორმაციასა და ფოტოებს ოფიციალური შეხვედრების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენივე ადამიანი ეცნობა აქ განთავსებულ ინფორმაციას. არჩილ ხაბაძეს ოფიციალური გვერდის მთავარ ფოტოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილთან და სასულიერო პირებთან ერთად გადაღებული ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული.
„ფეისბუქზე“ იძებნება ასევე პროფილი „არჩილ ხაბაძის მხარდამჭერთა ჯგუფი“. ამ გვერდის ქავერის ფოტოდ ბიძინა ივანიშვილის ფოტოა დაყენებული, შინაარსობრივად ეს გვერდი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გვერდის ანალოგიურია, ეს გვერდი 2015 წელსაა შექმნილი.
არჩილ ხაბაძის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ტოვებენ კომენტარებს კონკრეტული კითხვებით ან პრეტენზიით, თუმცა არჩილ ხაბაძე „ფეისბუქს“ საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ არ იყენებს. არჩილ ხაბაძეს ფოტოებზე ხშირად უტოვებენ მაამებელ კომენტარებსაც, აქებენ მას და წარმატებებს უსურვებენ.
„ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი. ის ამბობს, რომ „ფეისბუქი“ მისთვის კომუნიკაციის ერთ-ერთი წყაროა. „ტელეფონში მაქვს ფეისბუქი და როცა მწერენ, მომდის ხოლმე. ეს ერთ-ერთი ეფექტური კომუნიკაციის საშუალებაა მოსახლეობასთან“, – ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. სხვების მსგავსად ირაკლი ჭეიშვილი „ფეისბუქგვერდზე“ ძირითადად ოფიციალურ ინფორმაციას, საკრებულოში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მერიის ახალ პროექტებს აზიარებს, თუმცა ხანდახან ის ამ ტრადიციას ღალატობს და, როგორც თავად წერს, „არაკორექტულადაც“ იქცევა. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარ გვერდზე გააზიარა ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის ფოტო, სადაც ის ავტომატებითაა. ის ხელში აყვანილი ჰყავთ უმაღლესი საბჭოს წევრებს – მედეა ვასაძესა და ჯემალ ფუტკარაძეს (ფოტო ფოტოშოპითაა დამუშავებული. ის მას შემდეგ გავრცელდა სოციალურ ქსელში, რაც მურმან დუმბაძემ ტელევიზიების თანდასწრებით იარაღი შეიძინა).
„არაკორექტული ვარ ეხლა, მაგრამ რომ არ დამედო, ვერ მოვითმენდი:))))))))) შემთხვევით წავაწყდი და ძალიან ბევრი ვიცინეე:)))))))))))))“, – ასეთი წარწერა წაუმძღვარა ფოტოს ირაკლი ჭეიშვილმა მურმან დუმბაძის ფოტოს. ფოტოს საკრებულოს თავმჯდომარის გვერდზე ვიცე-სპიკერის მიმართ ქილიკი და არაკორექტული კომენტარები მოჰყვა. კომენტარებს ირაკლი ჭეიშვილი არ გამოხმაურებია.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ერთადერთი თანამდებობის პირია რეგიონში, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში, „ფეისბუქზე“ პოლიტიკური განცხადებების გამოქვეყნებას არ ერიდება, მაგალითად, უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენების დროს მან საკუთარ გვერდზე დაწერა: „9-საათიან პოსტკრიპტუმს უყურეთ და შემდეგ მითხარით, რომ დუმბაძე და მისი მიმდევრები არ არიან ალიანსში ნაციონალურ მოძრაობასთან:)) მურმან დუმბაძის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შემდეგ კი მის გვერდზე გაჩნდა სტატუსი: „კლოუნო დუმბაძე, ის ტოტი მოჭერი, სადაც იჯექი:))“ – ამ სტატუსს 30-მდე არცთუ ისე კორექტული კომენტარი მოჰყვა.
„ფეისბუქგვერდს“ თავად მართავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე. ის, ძირითადად, აქვეყნებს ან აზიარებს ინფორმაციას ოფიციალური შეხვედრებისა და ახალი პროექტების შესახებ, ან ამ შეხვედრების ამსახველ ფოტოებს. „ცოტა დრო მრჩება ფეისბუქით სარგებლობისთვის, თუმცა როდესაც ამის დრო მაქვს, როგორც ყველა, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების კუთხით ვიყენებ“, – ამბობს დავით ბალაძე. მინისტრის თქმით, სამინისტროს ოფიციალური გვერდიც აქვს. „აღნიშნულ გვერდზე მოქალაქეებიც გვწერენ. წერილების ადრესატი მეც ხშირად ვარ, ამდენად აქტიურად ვეცნობით ხალხის წერილებს, რათა შემდგომ დროულად მოხდეს მათზე რეაგირება“, – ამბობს მინისტრი ბალაძე „ბათუმელებთან“.
თუ გქონიათ კონკრეტულ გზავნილზე კონკრეტული რეაგირება? – მინისტრი ამბობს, რომ სკოლის მოსწავლეებისგან მიღებული ერთ-ერთი წერილის შემდეგ, სამინისტრომ აქცია დაგეგმა: „ვფიქრობ, ფეისბუქი პოზიტიური საქმისთვისაც შეიძლება იქნას გამოყენებული. საზოგადოებამდე საინტერესო და სასარგებლო ინფორმცია რომ მიიტანო, ყველა საშუალება უნდა გამოიყენო. ფეისბუქი კი ამ კუთხით, დღეისთვის ერთ-ერთი ეფექტური გზაა“.
„ფეისბუქით“ აჭარიის ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც სარგებლობენ და ძირითადად ოფიციალურ ინფორმაციებს აქვეყნებენ.
დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარირება 13:00 სთ-დან განახლდება
დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციების შევსება, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, 13 საათიდან განახლდება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის [2015 წლის 2 აპრილი, 11:54 სთ] დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 143 142 შეადგინა [აქედან დღეს 2 603-მა ადამიანმა წარადგინა დეკლარაცია].
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაციების წარდგენა 1 აპრილს დაიწყო და 2015 წლის 30 სექტემბრამდე გასტანს.
სამედიცინო გამოკვლევები ბათუმის ბავშვთა ბაღებში
დღესვე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენეიშვილი და ბათუმის მერის მოადგილე ბაგრატ მანველიძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის – ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” – ფარგლებში ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს.
ქალაქ ბათუმის N7 საბავშვო ბაღში (აღმაშენებლის ქ. N17)
მემორანდუმის მიხედვით ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკურ სამედიცინო შემოწმებას ტენდერში გამარჯვებული სს „საზღვაო ჰოსპიტალი“ განახორციელებს .
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ბაღის აღსაზრდელებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ნევროლოგის კონსულტაციები. საჭიროების შემთხვევაში პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით (მთელი წლის განმავლობაში), განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრაფია და სხვა.
დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ასევე ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია, შეიქმნება მონაცემთა რეგისტრი (ელექტრონული ბაზა), ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია.
ბათუმის თვითმმართველობა კი იღებს ვალდებულებას, ბაღების გაერთიანების მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობას და ორგანიზება გაუწიოს ბაღის აღსაზრდელთა მობილიზაციას.
ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულია 6705 აღსაზრდელი.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოს ბენეფიციართა სამედიცინო-პროფილაქტიკური სკრინინგის, სკრინინგის შემდგომი დამატებითი კონსულტაციების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების განხორციელება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
პროგრამა ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” 2015 წლის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
შსს: სარფში ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,5815 გრ ჰეროინს შეიცავს. შსს-ს ინფორმაციით დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
პატიმრების წამებაში ბრალდებულები

ბრალდებული გიორგი ვეკუა/ფოტო მანანა ქველიაშვილი
პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით, საქმეზე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა ითხოვა: “საქმეში ასზე მეტი დაზარალებულია, ისინი მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხონ. თუ მოსამართლე შეიცვალა საქმეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გამოძიება თავიდან უნდა დავიწყოთ, რომ არ შეეშალოს ხელი სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ვითხოვ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნას“.

პროკურორი ირაკლი გაჩეჩილაძე
პროკურორის მოთხოვნამ მოსამართლე დავით მამისეიშვილი გააღიზიანა: “თქვენ, ბატონო პროკურორო, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ჩემი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერების ან სადმე გადაყვანის შესახებ? ან რამდენ სათადარიგო მოსამართლის დანიშვნას ითხოვთ, ერთის, ორის, სამის… ვინ წარმოგიდგენიათ სათადარიგო მოსამართლედ? ან იცით როდის მეწურება მოსამართლის უფლებამოსილების ვადა? ეს ვადა მე 2018 წლამდე მაქვს“.
მოსამართლემ პროკურორს უთხრა, რომ “მოსაზრების დაფიქსირება შეუძლია ქუჩაში“ და არც მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ამის შემდეგ ბრალდებულ ზაზა ჯიქიას ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ ბრალდებულისთვის პასპორტის დაბრუნება მოითხოვა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ბრალდებულს სესხი დოლარში აქვს და ლარში სურს გადატანა, მაგრამ იმის გამო, რომ მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია, ამას ვერ ახერხებს. მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულს პასპორტს დაუბრუნებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი, გაეგზავნება სასამართლოს განკარგულება, რომლის მიხედვითაც ჯიქიას საზღვრის დატოვება აეკრძალება. მოსამართლემ თქვა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება შეუმსუბუქებს მდგომარეობას ბრალდებულს, მით უფრო მაშინ, როცა მხარეები ამაზე თანხმდებიან, სასამართლო სადამსჯელო ორგანო ვერ იქნება.
სასამართლომ ორი დაზარალებული მოწმის სტატუსით გამოკითხა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა გიორგი ვეკუა ვერ ამოიცნო და გვარ- ვეკუას მაგივრად გეკუა დაასახელა.
მოწმე ე.მ-ს ჩვენებიდან: „29 წლის ვარ, 2007 წელს მოვხდი ციხეში. 2009 წელს დაიძაბა მდგომარეობა მე-3 საპყრობილეში. მე თუ დავაშავე, ციხეში ვიჯექი, თუმცა აი ისინი [ხელს ბრალდებულებისკენ უთითებს] მცემდნენ, მაყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ნევროზი დამემართა, მქონდა სხეულზე დაჟეჟილობა. ექიმი ყურადღებას არ მაქცევდა, ვითმენდით ტკივილს. ერთხელ იმიტომ მცემეს, რომ ჩემს საკანში მყოფს კენჭის გავლა ჰქონდა და ექიმი მოვითხოვე. დუბინკები მირტყეს სახეში… ფილტვებში წყალი ჩამიდგა. ანაზღაურებას ვითხოვ, ჩემი ჯანმრთელობა მინდა გამოვიკვლიო… რატომ არიან ესენი გარეთ, ამიხსნით?… რომ გვაწამებდნენ, ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელს არ ვეუბნებოდით, არც ადვოკატისთვის მითქვამს არაფერი”.
მოწმე დ.ჩ-ს ჩვენებიდან: „ვხედავ ნათესავები არიან ბრალდებულების დარბაზში, უხერხულია… მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, მე ამ ტკივილის დავიწყებას ვცდილობ. გვცემდნენ, მესმოდა როგორ ყვიროდნენ პატიმრები, როგორ სცემდნენ მათ, მესმოდა, მაგრამ ვერ ვხედავდი“.
ბრალდებულის ადვოკატი სოსო ჯალაღონია: „რა იცი, რომ პატიმრებს სცემდნენ, ხედავდი?
მოწმე: “აბა, ციხის თანამშრომლები სცემდნენ ერთმანეთს? ყველას, ვინც ციხეში იყო მაგ დროს, შეგიძლიათ ჰკითხოთ”.
სოსო ჯალაღონია: “რით ადასტურებთ, რომ თქვენ გცემდნენ?“
მოწმე: „მოიკითხეთ ყველასთან, ვინც 2009 წლის 30 ნოემბერს კამერა №42-ში იყო, გეტყვიან, როგორი შემიყვანეს საკანში, მე როგორ უნდა დავადასტურო, ნაცემი რომ ვიყავი, მაგის დოკუმენტს მე ციხეში არ მაძლევდნენ“.
სოსო ჯალაღონია: „თქვენი ოჯახის წევრებს უყვებოდით იმის შესახებ, რომ გაწამებდნენ?“
მოწმე: „ჩემ ადგილზე თქვენ მოუყვებოდით დედას, რომ გაწამებდნენ? 75 წლის არის დედაჩემი, მას შეიძლება გული გახეთქოდა”.
სოსო ჯალაღონია: „ცოლისთვისაც არ მოგიყოლიათ? აბა, როგორ დავიჯერო მე, რომ თქვენ გაწამებდნენ, რით ადასტურებთ?“
მოწმე: „ცოლს რა, გული არ აქვს?“
სოსო ჯალაღონია: „ობშიაკები გროვდებოდა ციხეში? პატიმრები თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს ან მაყურებელი გყავდათ?”
მოწმე: “სად ციხეში? არა, რას ბრძანებთ”.
ბრალდებული გიორგი ვეკუა:“თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ ქურდულ სამყაროსთან?”
მოწმე: „მე არც კრიმინალი ვარ და არც კანონიერი ქურდი”.
მხარეებს შორის დიალოგი (საქმის მიხედვით, წამებაში ბრალდებულები, ხოლო მეორე მხრივ, წამების მსხვერპლები), მიუხედავად იმისა, რომ მოწმე ნერვიულად კანკალებდა, ზედმეტი დაბაძულობის გარეშე ჩაიარა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორმა თქვა, რომ გამოძახებული ჰყავდა მესამე მოწმე, რომელიც სასამართლოს ჰოლში მანდატურებმა ვერ იპოვეს, ამიტომაც სხდომა ამჯერად ბრალდების მიზეზით გადაიდო. “ასე, ბატონო პროკურორო, 22 წელიც არ გვეყოფა და 23 დაგვჭირდება ამ საქმის განსახილველად“, – უთხრა მოსამართლემ პროკურორს.

ბრალდებულები ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა
მე-3 საპყრობილის ყოფილ ხელმძღვანელს – გიორგი ვეკუასა და მის მოადგილეს ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის კოდექსის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ და ზ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, რაც კანონში ასეა განმარტებული: „პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს… სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ”.
პატიმრების წამებაში ბრალდებულები სასამართლო
ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
წინასაარჩევნო დაპირებები ბათუმში [ვიდეო]
ქობულეთში ბუნებრივი აირით ცოლ-ქმარი დაიღუპა
„ხანდაზმული ცოლ-ქმარი იყო, შემთხვევა დღეს, საღამოს მოხდა. მეზობლებმა იპოვეს გარდაცვლილები, აღმოჩნდა რომ “სოკარს” ორჯერ ჰყავდა გაფრთხილებული არასწორი მონტაჟის გამო, 17 მარტს გადაუჭრეს კიდევაც, მაგრამ მაინც მოახერხეს კუსტარულად გაკეთება“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ.
შს სამინსიტროს ცნობით, მოკვლევა 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
116 შტატი და ცვლილებები შუახევის კულტურის ცენტრში

„შუახევში, კულტურის ცენტრში, 114 თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტს მოვუწოდებთ, რომ გამოცდილი კადრები შეინარჩუნონ და თუ ახალ ხალხს ვერ ასაქმებენ, დასაქმებული ადამიანები მაინც არ გაუშვან სამსახურიდან“, – განაცხადა ასმათ დიასამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან „ბათუმელებთან.“ დღეს ასმათ დიასამიძემ ამ თემაზე ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგიც გამართა.
უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი.
„ხელშეკრულებით, 31 მარტამდე, აყვანილი იყო 116 ადამიანი, ჩემი ჩათვლით. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ყველა ნორმალურ ორგანიზაციაში ხდება ხელშეკრულების გაგრძელება. გვქონდა თათბირი და თანამშრომლებს გავაცანი ის მომავალი გეგმებიც, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. არც არავის ვითხოვ სამსახურიდან და არც არაფერს ვაუქმებ, უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, გამგებლობიდან რომ გაუშვებდნენ და მოყავდათ კლუბებში და ბიბლიოთეკებში, რომლებსაც არც სიმღერა არ შეუძლიათ, არც ცეკვა და არც ლექსის თქმა და სახელოვნებო სივრცისათვის არიან ტვირთი და მეტი არაფერი, მსგავსი ადამიანები ბუნებრივია ვერ დასაქმდებიან. რამდენიმე ანსამბლი იქმნება და ამ ანსამბლებში ადამიანები იქნებიან აყვანილი ნიჭისა და შესაძლებლობების მიხედვით. ის, რომ თითქოს 116 ადამიანი ერთი ხელის მოსმით დავითხოვეთ, დეზინფორმაციაა“, – ამბობს ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან.“
მისი თქმით, შუახევში სოფლის კლუბებს ანსამბლები ჩაანაცვლებს, რომლის წევრებსაც აჭარაში ცნობილი პროფესინალები შეარჩევენ ქასთინგის საფუძველზე. კითხვაზე, რამდენ ადამიანს არ გაუგრძელებს კულტურის ცენტრი ხელშეკრულებას, ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ ამაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება, რადგან შესაძლოა 116-დან ყველა ადამიანმა დააკმაყოფილოს კულტურის ცენტრის კრიტერიუმები, თუმცა, ცვლილება 43 ადამიანს შეიძლება შეეხოს, რომლებიც სოფლის კლუბებში მუშაობდნენ.
ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ძველ ხელისუფლებას შუახევის კულტურის ცენტრში ძალიან გაბერილი ჰქონდა შტატები, ეს „გაასწორეს და ცივილიზებული“ გახადეს:
„მაგალითად, კულტურის ცენტრს ჰყავდა რეჟისორი, დირექტორი და ღონისძიებების დამგეგმავი მთავარი სპეციალისტი. ეს აბსურდია, რას აკეთებს აბა რეჟისორი, რომელიც დგამს ღონისძიებებს. კულტურის ცენტრს ჰყავდა სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის მთავარი სპეციალისტი, რომლის ფუნქციაც ვერ მივხვდი რა არის, იმიტომ რომ კულტურის ცენტრს ჰყავს ადმინისტრაცია. ასე ქმნიდნენ [ნაციონალური მოძრაობის] შტაბიდან გადმოსროლილი ადამიანებისათვის მთავარი სპეციალისტის შტატებს, რომ ეს ადამიანები არ გაენაწყენებინათ. რთული პერიოდი შემხვდა მე, ვწუხვარ, ვიღაცებს მართლა უწევთ სამსახურის დატოვება“, – ამბობს ვახტანგ ბერიძე.
ნათელა კეკელიძე სოფელ ნიგაზეულის სოფლის კლუბის გამგეა. იგი კლუბის ერთადერთი თანამშომელია. ნათელა კეკელიძე ამბობს, რომ შუახევის კლუბები ანსამბლების დახმარებით სოფელში მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავდნენ, მაგალითად, დედის დღეს და მართავდნენ საახალწლო კონცერტებს. ნათელა კეკელიძეს ანსამბლების შექნის იდეა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ სოფელში კლუბის არ არსებობა სოფლისთვის კარგი არ იქნება.
„ეს სიახლე კი კარგია, მაგრამ გამოყრუვდა სოფელი. კარგი იყო სოფელში კლუბი, დედის დღეა, საახალწლო კარნავალია, სულ სავსე იყო კლუბი, 180 სკამი მაქვს კლუბში და 50 ადამიანი მაინც ფეხზე რჩებოდა იმდენი ხალხი მოდიოდა“, – ამბობს ნათელა კეკელიძე. იგი აპირებს ანსამბლის წევრების შესარჩევ კონკურში მიიღოს მონაწილება. მისი ხელფასი ამ დრომდე 240 ლარი იყო.
შუახევის კულტურის ცენტრის ბიუჯეტი 397 000 ლარია.
როცა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე უარს გეუბნებიან
– რას ნიშნავს როცა „შავი დეკლარაციების“ გამო დაუბეგრავი მინიმუმის გაცემაზე მოქალაქეს [დასაქმებულ პირს] უარი ეთქვა?
– დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციისა და საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს, შეუსაბამობის შემთხვევაში ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით.
– როგორ უნდა მოიქცეს დაქირავებული პირი, თუ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე უარი ეთქვა დამქირავებლის მიერ არასწორად წარდგენილი დეკლარაციების გამო?
– თუ პირს უარი ეთქვა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით სარგებლობაზე დამქირავებლის მიერ არასწორად წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში დაქირავებულმა უნდა მიმართოს დამქირავებელს. თუ დამქირავებელი წარდგენილ ინფორმაციაში განახორციელებს ცვლილებას, პირს საშუალება მიეცემა ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით და
წარმოადგინოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაცია.
– როგორ უნდა მოიქცეს დასაქმებული, თუ არ ემთხვევა დარიცხული ხელფასი დამსაქმებლის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში წარდგენილ ხელფასს?
– ამ კითხვასთან დაკავშირებით, დაქირავებულმა უნდა მიმართოს დამქირავებელს (ხოლო თავად ნორმა ზემოთ ნახსენები საკითხის მსგავსად რეგულირდება).
– გადამხდელი ორგანიზაცია თუ აზუსტებს დეკლარაციებს – თვის განაცემთა ინფორმაციას საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე – 31 მარტამდე შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თუ არა თავდაპირველად წარდგენილად?
– როგორც გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის, ისე განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარდგენა უნდა განხორციელდეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა, ამდენად, სავადო თარიღამდე წარდგენილი დეკლარაცია/ინფორმაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, ხოლო სავადო თარიღის შემდგომ – დაზუსტებულად. ამასთან, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი დეკლარაცია/ინფორმაცია იწვევს საგადასახადო ჯარიმას.
– რა ხდება თუ გადამხდელმა ორგანიზაციამ დაზუსტებული დეკლარაცია ჩააბარა საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ 31 მარტის შემდეგ? რა საურავებია გათვალისწინებული და რა ოდენობით?
– თუ თქვენ გულისხმობთ საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციას, რომლის წარდგენის ვადა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე (31 მარტის ჩათვლით), აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სავადო თარიღამდე წარდგენილი დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, ვადის გასვლის შემდგომ – დაზუსტებულად, ხოლო საურავები გათვალისწინებულია გადაუხდელ თანხაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,06 პროცენტი.
დღეს, 1 აპრილს, დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება დეკლარაციების წარდგენა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით. დღესვე, დღის 16 საათსა და 33 წუთისთვის ფინანსთა სამინისტროში დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 111 690 შეადგინა [მათ შორის ბანკებიდან – 5 747].
კერძო სკოლებს ვაუჩერიდან ჟურნალების ღირებულებას ყოველწლიურად დააკლებენ
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის თქმით, ბათუმის კერძო სკოლებს ბოლო ორი წელია ექვითებათ ჟურნალების თანხა მათთვის გადასაცემი ვაუჩერებიდან: „თვითონ სკოლებია ამაზე თანახმა. ასე გაცილებით იაფიც უჯდებათ და ამასთან, ხდება ჟურნალების რეესტრის წარმოება, ყველა ჟურნალს აქვს თავისი ნომერი, ფორმა დამტკიცებულია სამინისტროს მიერ და ერთიანად იბეჭდება“.
ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით ქალაქში 18 კერძო სკოლაა. მიმდინარე წელს კი კერძო სკოლებზე გაიცა 173 დაწყებითი [პირველი და მე-4 კლასები] და 282 მაღალი [მე-5 – მე-12 ] კლასების ჟურნალები.
შედარებისთვის, ბათუმის საჯარო სკოლებს დაურიგდათ 304 დაწყებითი და 515 მაღალი კლასის ჟურნალები. ბათუმში 27 საჯარო სკოლაა.
რაც შეეხება ჟურნალების ღირებულებას – დაწყებითი კლასის ჟურნალი, 1 ცალი, – 1,23 ლარი ღირს, ხოლო მაღალი კლასის ჟურნალი – 2,55 ლარი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამის დადგენილებაში სიტყვები – „2014 წელს“ შეიცვალა სიტყვებით – „ყოველ წელს“ და კონკრეტული მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „ყოველ წელს კერძო სკოლებზე გასაცემი ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულების პროპორციული თანხა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე“.
უსარგებლო პანდუსისთვის დახარჯული ფული
კულტურის ცენტრის გარდა შპს „საბა-555-მა“ პანდუსები ქედის მუნიციპალიტეტის ექვს სკოლაში: დაბა ქედის, პირველ მაისის, ახოს, გოგიაშვილების, მერისისა და ვაიოს საჯარო სკოლებში მოაწყო, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1905 ლარი დაიხარჯა.
ქედის გამგეობის კომისიამ ობიექტები ისე ჩაიბარა, არ გადაუმოწმებია, რამდენად აკმაყოფილებდა მოთხოვნას პანდუსები. მიღება-ჩაბარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი ახლადმოწყობილი პანდუსების მოსაპირკეთებლად ქედის გამგეობამ 2 330 ლარი გამოყო და ტენდერი ისევ გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას საჯარო სკოლებში გაკეთებულ პანდუსებზე ბეტონის ფილები უნდა დაეგო, ქედისა და გოგიაშვილების საჯარო სკოლისა და ქედის კულტურის სახლის პანდუსებზე კი, ლითონის მოაჯირები დაემონტაჟებინა.
22 სექტემბერს გამოცხადებულ ტენდერში ისევ შპს „საბა-555-მა“ გაიმარჯვა და ხელშეკრულება მასთან 1974 ლარზე გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, ამ დრომდე არც ბეტონის ფილა დაუგია და არც ლითონის მოაჯირები გაუკეთებია.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე აცხადებს, რომ, რადგან კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას თანხა არ ჩაერიცხა და ქედის გამგეობამ კომპანია შავ სიაში ჩასვა.
„უპატიოსნო აღმოჩნდა მშენებელი, არ შეასრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები და ეს კომპანია ქედაში სხვა სამუშაოს ვეღარ შეასრულებს – შავ სიაში ირიცხება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ გააკეთა მოსაცდელი და სამუშაოებში თანხა არ გადაუხადა დასაქმებულებს. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პირობების გაუმჯობესების საკითხს, არ ვაპირებ ვიღაცამ სამუშაოები არ შეასრულა და ეს ასე დავტოვოთ, პანდუსები ისე გაკეთდება, როგორც პროექტითაა გათვლილი. გარდა ამისა, ევროსტანდარტის შესაბამის პანდუსს პარკშიც გავაკეთებთ და გამგეობის შემოსასვლელშიც. მე არ ვამბობ, რომ კულტურის ცენტრის შენობაზე გაკეთებული პანდუსი სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ იმ პირობებში სხვანაირად ვერც გაკეთდებოდა“, – ამბობს გამგებელი.
„ბათუმელებმა“ შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის შავ სიაში კომპანია „საბა-555“ ვერ აღმოაჩინა. კომპანიის დირექტორს, ვაჟა ანანიძეს კი, მითითებული ნომერი გამორთული აქვს.
ბათუმის ბულვარში ვეტერანები ერთმანეთს დარტსში შეეჯიბრებიან
ვეტერან ქალთა – 50 წელს გადაცილებულები და მამაკაცთა – 60 წელს გადაცილებულები, რეგისტრაცია 4 აპრილს, 11:00 საათიდან დაიწყება. დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ბათუმელსა და ქალაქის სტუმარს.
საქალაქო პირადი პირველობა დარტსში მიზნად ისახავს აჭარაში ახალი სპორტის სახეობის დანერგვასა და პოპულარიზაციას, ვერეტანებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მათ კიდევ უფრო დამეგობრებას.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
აღნიშნული ღონისძიება აჭარაში პირველად იმართება.
შეაგროვე ლეგენდები აჭარაში – ახალი პროექტის პრეზენტაცია

„პროექტი აჭარის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას – კულტურული ტურიზმის განვითარებას ეხება. წლების განმავლობაში დავდიოდით მაღალმთიანეთში და წავაწყდით ბევრ საინტერესო ლეგენდას. გადავწყვიტეთ, რომ ეს ისტორიები, ლეგენდები შევაგროვოთ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების დახმარებით. გვინდა გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მოსწავლეებს, სტუდენტებს და ყველა მსურველს. გვინდა, ამ ადამიანებმა მოგვითხრონ მათი სოფლის ისტორია და ლეგენდები ნებისმიერი გზით, შეუძლიათ ჩაიწერონ ტექსტი, ვიდეოები, ფოტოები გადაიღონ და ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების დახმარებით ჩვენ შევარჩევთ ისტორიებს, რომლებსაც კრეატიულად შევფუთავთ და ვებგვერდზე განვათავსებთ“ – აღნიშნა ციალა ქათამიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შეეცდებიან აჭარის ყველა სოფელში დაცული ლეგენდა მოიძიონ და განათავსონ ვებგვერდზე, სადაც ასევე იქნება განთავსებული ინტერაქტიული რუკა და ყველა მსურველს შეეძლება მისდიოს ლეგენდებს ვებგვერდის დახმარებით. ვებგვერდზევე განთავსდება ფოტო და ვიდეომასალაც. ვებგვერდზე – www.geolegends.ge – განთავსებულ რუკას ასევე ექნება თემატური საძიებო სისტემა და შინაარსობრივი თემატიკით ლეგენდების მოძიებისა და გაცნობის შესაძლებლობასაც შექმნის. თითოეული ლეგენდა წარმოდგენილი იქნება სამ ენაზე – ქართულად, რუსულად და ინგლისურად.
პროექტის პირველ ეტაპზე, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ჩატარდება კონკურსი, სახელწოდებით: ,,გააცოცხლე წარსული – მომავლისათვის“, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს გამოიკვლიონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ისტორია, მოიძიონ თავიანთ სოფლებში შემორჩენილი თქმულებები, აიღონ ინტერვიუები უხუცესი ადამიანებისგან, მცირე ესეების სახით აღწერონ საინტერესო ლეგენდები, თან დაურთონ მათ მიერ გადაღებული ფოტოები და წყაროების მითითებით გამოაგზავნონ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ახალგაზრდების მიერ გამოგზავნილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური კომისია, გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადაეცემათ პრიზები.
ისტორიკოსებთან და ეთნოგრაფებთან ერთად დეტალურად იქნება შესწავლილი აღნიშნული თემატიკა და განისაზღვრება „სამიზნე გეოგრაფიული არეალი“ ანუ აჭარის ის კონკრეტული სოფლები, სადაც განხორციელდება საველე გასვლები და მოხდება საინტერესო ხალხური ლეგენდებისა და თქმულებების უკვე დეტალური ფორმით ფიქსირება.
ციალა ქათამაძის თქმით, პროექტი აგვისტოში დასრულდება, ორგანიზაცია კი უკვე იწყებს საინფორმაციო შეხვედრებს უმაღლეს სასწავლებლებში და ინფორმაციის გავრცელებას აჭარის სკოლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში.
ბრუცელოზის საფრთხე და პრევენცია აჭარაში

ბრუცელოზის სწორი დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით არის შესაძლებელი. დაავადების ლიკვიდაციისთვის კი პრევენციული ღონისძიებების გატარება და ვაქცინაცია აუცილებელია. ვეტერინარების თქმით, ამ დაავადებასთნ ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, შესაბამისად, ცხოველთა სრულყოფილი გამოკვლევები ძალიან მნიშვნელოვანია. დაავადების თავიდან ასაცილებლად საქართველოში პირუტყვს ვაქციანცია არ უტარდება, უფრო მეტიც, ვაქცინა საქართველოში არ იყიდება.
ბრუცელოზი პირუტყვის დაავადებაა, მაგრამ დაავადების ეს სახეობა ადამიანს დაავადებული საქონლის რძის ნაწარმის ან ხორცის მიღებით გადაეცემა.
2014 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბრუცელოზის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. დაავადების სიხშირით აქ სოფლები – დიდაჭარა და ღორჯომი გამოირჩევა. აჭარის ამ სოფლებში ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ და აქ დამზადებული რძის ნაწარმით ბათუმის ბაზარი მარაგდება, ბაზრის დახლებზე კი, რძის პროდუქტები უკონტროლოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე იყიდება.
ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გასულ წელს გამოკვლეული 1 248 პირუტყვიდან 92 რქოსანს აღმოაჩნდა ბრუცელოზი.
ის ფერმერები, რომელთა პირუტყვსაც ეს დაავადება აღმოაჩნდა, ამბობენ, რომ ინფიცირებული საქონელი დაკლეს. დაავადებული საქონლის ხორცი ზოგიერთმა ე.წ. გადამყიდველებს მიყიდა, ზოგიერთმაც თავად მოიხმარა. ყველა მათგანი ასევე ამბობს, რომ დაავადების შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები. აქვე იმასაც აღნიშავენ, რომ ძროხის დაკვლით იზარალეს, სახელმწიფომ კი, მათ ზარალი არ აუნაზღაურა.
სოფელ ღორჯომში მცხოვრები მარო ირემაძის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, ვინც იძულებული გახდა ამ დაავადების გამო მარჩენალი ძროხები დაეკლა.
„10 ძროხა მყავდა. შეამოწმეს და მითხრეს – ხუთი ძროხა დაავადებულია და დაკალიო. დავკალი, ძალიან კი ვიზარალე. მაშინ, როცა კილოგრამი ხორცი 8-9 ლარი ღირდა, მე მხოლოდ 6,50 ლარი გადამიხადეს. ვერ გავყიდე, ხორცი არ გამატანეს, მათ კი მხოლოდ ეს თანხა გადამიხადეს“, – ამბობს დიასახლისი.
მაროს თქმით, ხორცი ადგილზე უცნობმა ადამიანებმა ჩაიბარეს. მან არც ის იცის, სად წაიღეს გასაყიდად დაავადებული საქონლის ხორცი.
„არ ვიცი, სად გაიყიდა და ვინ იყიდა. მას შემდეგ, რაც სოფელში ძროხები დავკალით, დაზარალებულმა ოჯახებმა გამგეობას მივმართეთ დასახმარებლად, ვუთხარით ჩვენი გასაჭირი, მაგრამ არავინ დაგვეხმარა“, – ამბობს მარო.
ერთ-ერთი რესპონდენტი პრობლემის შესახებ მას შემდეგ გვესაუბრა, როცა ანონიმურობის გარანტია მიიღო. ამ ოჯახის მამაკაცმა იცის, სად წავიდა მისგან წაღებული დაავადებული ხორცი. „12 სული პირუტყვი მყავდა, აქედან უმეტესი მეწველი ძროხა იყო, რძის ნაწარმსაც ვყიდდით. მას შემდეგ, რაც საქონელს სინჯები აუღეს, 12-დან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა ბრუცელოზი, ხომ არ გადავაგდებდი – ახალი წელი მოახლოებული იყო, დავკალი და ნათესავმა ბათუმის ცენტრალურ ბაზარში გამიყიდა“.
დიდაჭარელი ჯამბულ შავაძე კი ამბობს, რომ ბრუცელოზი მისი ძროხის გარდა სოფელში სხვა ძროხებსაც დაუდგინეს, დაავადებული ძროხა ვეტერინარების რჩევით ხელთათმანებით დაკლა, მეზობლებმა კი სისხლი ხელახლა აუღეს ძროხებს: გადამოწმების გზით დადგინდა, რომ ზოგიერთ პირუტყვს ეს დაავადება არ დაუდასტურდა და ოჯახებიც ზარალს გადაურჩნენ.
„დაავადების გამოვლენიდან მესამე დღეს დავკალი ძროხა, როგორც მირჩიეს, ხორცის ნაწილი გავყიდე, ნაწილი დავიტოვე და ნაწილიც ნათესავებს ვაჩუქე, იმხელა თოვლი იყო, წაღებაც რომ მდომოდა, სხვაგან ვერ გადაიტანდი. გვითხრეს, როგორ უნდა დაგვემუშავებინა ხორცი, საკვებად რომ გამოგვეყენებინა. შემდეგ თითქოს ჩემი მეზობლების ძროხებსაც დაუდგინეს ბრუცელოზი, მაგრამ სინჯები ქუთაისში ჩაიტანეს. ზოგიერთ პირუტყვს, რომელსაც ბრუცელოზი დაუდგინდა, დაავადება არ აღმოაჩნდა“, – ამბობს ჯამბული.
ჯამბულის თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახმა დაავადებული პირუტყვი დაკლა, ვეტერინარებმა ბოსელს დეზინფექცია ჩაუტარეს.
ბრუცელოზი გამოვლენილია აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ქედის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთ სოფელში გამოკვლეული 306 პირუტყვიდან ბრუცელოზი 18 პირუტყვს აღმოაჩნდა; შუახევში დაავადების შემთხვევები შედარებით მცირეა და გამოკვლეული 321 პირუტყვიდან დაავადება შვიდს დაუფიქსირდა; რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, 306 პირუტყვიდან – 18-ს, ხოლო ბათუმში 171-დან 12-ს აღმოაჩნდა დაავადება.
ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული გეგმა სახელმწიფომ წელს შეიმუშავა. დოკუმენტს ხელი 2015 წლის თებერვალში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ მოაწერეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ჯამბულ მაღლაკელიძის თქმით, სტრატეგიულ გეგმაში ბრუცელოზთან ბრძოლის მექანიზმები გაწერილია.
„აქ მოიაზრება კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მექანიზმი, ვაქცინის შერჩევა, რომელიც აპრობირებულია ევროპისა და მოწინავე ქვეყნებში“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე.
ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ სტრატეგიულ გეგმაში, რომელზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო საუბრობს, კონკრეტული სამუშაოები გაწერილი არ არის. მისი თქმით, უკეთესი იყო სახელმწიფოს ვაქცინაციის ვალდებულება საკუთარ თავზე არ აეღო და რძისა და ხორცის პროდუქციაზე კონტროლი თავიდანვე გაემკაცრებინა.
„ბრუცელოზთან ბრძოლის კონკრეტული სტრატეგიული გეგმა არ არსებობს, მხოლოდ არის სურვილი, რომ დავიწყოთ ამ კუთხით მუშაობა, რაც შეეხება ვაქცინაციას, ვფიქრობ, ბრუცელოზის ვაქცინაციის ვალდებულება სახელმწიფოს არ უნდა აეღო საკუთარ თავზე, ეს ფერმერის საქმეა – სწორედ ფერმერი უნდა იყოს დაინტერესებული საკუთარი მეურნეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებით. ადრე რომ დაგვეწყო რძის პროდუქციის კონტროლი, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა. დაახლოებით ხუთი წლის წინ ერთ-ერთ კომპანიას შემოჰქონდა ვაქცინა და ფერმერი საფასურს თვითონ იხდიდა. ნიადაგი დაავადებასთან საბრძოლველად მომზადებული იყო, პროცესში ფერმერიც იყო ჩართული, მხოლოდ სახელმწიფოს კონტროლიღა იყო საჭირო, მაგრამ არ გამოვიდა“, – ამბობს რუსუდან გიგაშვილი.
ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის თქმით, აპრილის შუა რიცხვებში თბილისს ბუდაპეშტიდან სამუშაო ვიზიტით ბრუცელოზის დაავადების ექსპერტები ეწვევიან, მისივე თქმით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაავადებასთან ბრძოლის კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.
„FAO-ს ბუდაპეშტის ოფისის ბრუცელოზის დაავადების სპეცილისტები ჩამოვლენ თბილისში, ქართველ ექსპერტებთან ერთად გადაწყვეტენ იმ ღონისძიებების გეგმას, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციული და აღმკვეთი ღონისძიებისთვის“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე და დასძენს, რომ ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი ცხოველთა გამოკვლევას, იდენტიფიცირებას, სისხლის ანალიზის აღებას და შემდგომი პრევენციული ღონისძიების გატარებას გულისხმობს. მისივე თქმით, დაავადებულ პირუტყვს ფერმერი ვერ დაკლავს, ის სასაკლაოზე დაიკვლება და მისი რეალიზაციის საკითხსაც ექსპერტიზა გადაწყვეტს.
„დაავადებული პირუტყვი სანიტარული წესების დაცვით სასაკლაოზე დაიკვლება, ხორცი გამოიკვლევა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იქნება გამოყენებული. ფერმერს შესაძლებლობა არ ექნება, ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვი თავად დაკვლას, ექსპერტი გადაწყვეტს ხორცი გაშვებული უნდა იქნას რეალიზაციაში თუ – არა“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე.
ჯამბულ მაღლაკელიძის თქმით, დაავადების სრული ლიკვიდაციისთვის ცხოველთა სრული ვაქცინაცია, პირუტყვთა მონიტორინგი, სადგომების დეზინფექცია და რიგი სხვა სამეურნეო ღინისძიებების გატარებაა საჭირო.
„ბრუცელოზთან ბრძოლაში რიგი ღონისძიებების განხორციელებისთვის ერთი-ორი წელი არ არის საკმარისი, ხანგრძლივი პერიოდია საჭირო. რაც შეეხება ფერმერის როლს დაავადებასთან ბრძოლაში, მან უნდა უზრუნველყოს დაავადებული პირუტყვის დაკვლა და პირუტყვის სადგომის იმ დონემდე დასუფთავება, რომ სახელმწიფომ მისი დეზინფექცია მოახდინოს“, – ამბობს ჯამბული.
„ასოციაცია მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტერინარი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა ბრუცელოზისგან თავის დასაცავად მოსახლეობას ურჩევს პასტერიზებული რძე მიირთვან, ოჯახის პირობებში ყველის დამზადებისას კი, რძის ამოსვლიდან 15 წუთით ხარშონ ყველი. მისი თქმით, ყველაზე უსაფრთხო სულგუნია, ყველის დანარჩენ სახეობაში კი დაავადების რისკი მაღალია. ვეტერინარი აქვე გვირჩევს, ხორცი კარგად მოხარშული გამოვიყენოთ. მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, ადამიანში ბრუცელოზი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
„ბრუცელოზს ახასიათებს ცხელება, ტემპერატურა აღწევს 40-41 გრადუსს, შეიძლება ეს გაგრძელდეს 7-10 დღე. აღინიშნება ადინამია, უძილობა, გაღიზიანებადობა, ბოდვა, ტაქიკარდია, ხუთვა, აირების დაგროვება ნაწლავებში, ძლიერი ოფლიანობა და ფაღარათიც კი (მწვავე ფორმა). ახასიათებს ცალკეული კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ქვემწვავე ფორმა), ნევროზი.
ბრუცელოზიანი დედების შვილებს შეიძლება გამოყვეთ თანდაყოლილი სიმახინჯეები და ნერვულ-ფსიქოლოგიური აშლილობა. ზიანდება ელენთა, ღვიძლი, საშვილოსნო, სარძევე და სათესლე ჯირკვლები (ქრონიკული ფორმა). ეს ფორმა შეიძლება მიმდინარეობდეს მცირედი გამოვლინებებით 1-2 წელიც კი“.
გაცვლითი პროგრამა თურქეთში სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის
Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს შორის. Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა ფინანსდება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ.
სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი (მინიმუმ) ან ორი (მაქსიმუმ) სემესტრის განმავლობაში. აკადემიურ პერსონალს შეუძლია ლექციების ჩატარება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი კვირიდან (მინიმუმ) სამი თვის განმავლობაში (მაქსიმუმ).
იმისათვის, რომ სტუდენტებმა Mevlana – ში მიიღონ მონაწილეობა, ისინი უნდა იყვნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, უნდა ჰქონდეთ კარგი აკადემიური მოსწრება (ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულაა (GPA) მინიმუმ 2,5 და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულაა (GPA) მინიმუმ 3 და ფლობდნენ ინგლისურ ან თურქულ ენას. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას.
სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროგრამაში, არ იხდიან სწავლის გადასახადს მიმღებ უნივერსიტეტში, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან გადაიხადონ გადასახადი მშობლიურ უნივერსიტეტში, თუ ისინი სწავლობენ ფასიან სექტორზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
აპლიკაცია;
პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ნიშნების ფურცელი.
ინგლისური ან თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა/სერტიფიკატი)
საბუთების მიღება იწარმოებს 30 მარტიდან – 15 აპრილამდე;
ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 16 აპრილს. დაინტერესებულმა პირებმა 30 მარტიდან რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარებისა სამსახურში. ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტის ჩაბარება არ მოუწევთ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
სწავლა საზღვარგარეთ – რაში ეხმარება სამინისტრო სტუდენტებს
საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად აჭარის განათლების სამინისტროს შეუძლია მხოლოდ აჭარაში მცხოვრებმა მოქალაქემ მიმართოს. უცხოეთში მაგისტრატურაზე, დოქტორანტურასა და ბაკალავრიატზე სწავლის მსურველები ასაკობრივ კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ: სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი 21-დან 35 წლამდე, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი 25-დან 45 წლამდე, ხოლო საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი 18-დან 25 წლამდე ასაკის უნდა იყოს.
აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ კონკურსში უპირატესობა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულებს მიენიჭებათ, რადგან ამ პროგრამებზე სწავლა უფრო მოკლევადიანია.
„როდესაც აპლიკანტს ვუშვებთ და ორი სემესტრის შემდეგ ბრუნდება რეგიონში, მასში ჩადებული ფული უფრო მიზანმიმართულია სამინისტროს მხრიდან“, – ამბობს ნინო ნაკაშიძე, განათლების დეპარტამენტის თანამშრომელი.
ერთი სასწავლო სემესტრისთვის გათვალისწინებული თანხა მაქსიმუმ 12 500 ლარია, თუმცა ნინო ნაკაშიძე ამბობს, რომ სამინისტრო დაფინანსებას გაუგრძელებს იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური შეფასება ექნებათ.
უცხოურ უნივერსიტეტს თავად სტუდენტი ირჩევს. მისივე საზრუნავია უნივერსიტეტში შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვა, აჭარის განათლების სამინისტრო ამ ნაწილში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევს მსურველებს. „ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ რეკომენდაციები, როგორ ჩაირიცხონ, როგორ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, მივცეთ მიმართულებები, მაგრამ უნივერსიტეტი თვითონ უნდა მოიძიოს, თვითონ განსაზღვროს, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ჩვენ ხელს ვუწყობთ სწავლის დაფინანსებაში და ეს არ არის მხოლოდ სწავლის დაფინანსება, იქედან გამომდინარე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში სწავლა თითქმის უფასოა, სტუდენტს შეუძლია სამინისტროსგან მიღებული თანხა გამოიყენოს საცხოვრებელი ფართობის ქირაში, სასწავლო რესურსის შეძენაში, ტრანსპორტირებაში, სამედიცინო დაზღვევაში და ა.შ. მაგრამ ეს ხარჯვა უნდა იყოს მიზანმიმართული და სემესტრის დასრულების შემდეგ ხარჯების დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოადგინოს სამინისტროში“, – ამბობს ნინო ნაკაშიძე.
აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე მოცემულია იმ უცხოური უმაღლესი სასწავლებლების სია, სადაც ჩარიცხულ სტუდენტებს აჭარის განათლების სამინისტრო უპირატესობას მიანიჭებს. ნინო ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებია, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო იყენებს. „თუ სტუდენტი ჩააბარებს რომელიმე აღნიშნულ უნივერსიტეტში, მას მიენიჭება პრიორიტეტი შეფასების დროს, მაგრამ თუ სტუდენტმა ჩააბარა უნივერსიტეტში, რომელიც ჩამონათვალში არ არის, მას ასევე შეუძლია მონაწილეობის მიღება კონკურსში, მაგრამ 5-10 ქულით ნაკლები დაეწერება“, – განმარტავს ნინო ნაკაშიძე.
უნივერსიტეტების ჩამონათვალში მოცემულია ისეთი ცნობილი უმაღლესი სასწავლებლები, როგორიცაა: ჰარვარდის, სტენფორდის, ოქსფორდისა და სხვა ცნობილი უნივერსიტეტები, სადაც სწავლა ძვირადღირებულია. რამდენად საკმარისია სამინისტროს დაფინანსება ასეთ უნივერსიტეტებში სწავლისათვის?
ნინო ნაკაშიძე ამბობს, რომ ბევრ, ძვირადღირებულ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში უცხოელი, წარმატებული სტუდენტებისთვის დაფინანსების პროგრამებიც მოქმედებს და იმ ოთხი სტუდენტიდან, რომელიც გასულ წელს სამინისტრომ დააფინანსა, სამს სწორედ უნივერსიტეტის შიდა გრანტი ჰქონდა მიღებული. „მაგალითად, ერთ-ერთ სტუდენტს, ანა ქასრაშვილს, რომელიც სწავლობს ბერკლიში სამუსიკო მიმართულებით, იმდენად კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, რომ უნივერსიტეტმა სწავლის 70 პროცენტი დაუფინანსა. ასევე იყო მეორე აპლიკანტის შემთხვევაშიც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამართლის სკოლაში სწავლობს. თუ აპლიკანტი კარგად შეავსებს სააპლიკაციო ფორმას, კარგი ქულები ექნება, თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს შიდა დაფინანსება და სტუდენტს შეუძლია მოხვდეს ძალიან ავტორიტეტულ უნივერსიტეტში, პლუს ჩვენგან ექნება ხელშეწყობა 12500 ლარის ოდენობით, რომელიც შეუძლია დახარჯოს არა მხოლოდ სწავლაში, არამედ სხვა მიმართულებით, რაც სჭირდება მას სწავლის პროცესში“, – ამბობს ნინო ნაკაშიძე.
იმისათვის, რომ სამინისტრომ აპლიკანტი დააფინანსოს, ორი საფეხურის გავლაა საჭირო: დოკუმენტაციის წარდგენა და კომისიასთან გასაუბრება, ორივე ტურის შედეგების შეჯამების საფუძველზე კი კომისია, რომელიც 11 წევრისგან შედგება, გადაწყვეტილებას იღებს.
გასულ წელს აჭარის განათლების სამინისტრომ უცხოეთში სასწავლებლად ოთხი სტუდენტი დააფინანსა. აკაკი ბერიძე, რომელიც ილინოისის ტექნიკური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრანტია, ანა ქასრაშვილი – ბერკლის სამუსიკო კოლეჯის (აშშ) მაგისტრანტი, ზურაბ თანდილავა – ფრიდრიხ ალექსანდერის ერლანგენ – ნიურბერგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის (გერმანია) სტუდენტი და ერეკლე მუჯირი, ჯონ კაბოტის უნივერსიტეტის (იტალია) მარკეტინგის ფაკულტეტის სტუდენტი.
სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ბათუმში
სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „PH INTERNATIONAL“-ის ერთობლივი პროექტის – „სამართლებრივი განათლების პროგრამა“ ფარგლებში, ბათუმის საჯარო სკოლებში რამდენიმე თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ტარდება. გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს თამაშებს, რაც მოსწავლეებს უადვილებს სამართალდამცველების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სწორ და ეფექტურ აღქმას. შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს პერმანენტულად ატარებენ, აღნიშული პროგრამისთვის ტრენინგების მეშვეობით სპეციალურად არიან გადამზადებული.
პროექტი მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების, პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას და მოზარდებში დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად. სწავლება მეცხრე კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა – ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება.
აღნიშნული პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ამ დროისთვის თბილისის, ახალციხის, რუსთავის და ქუთაისის 20 საჯარო სკოლაში ტარდება.





ბათუმში რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის დაბადების 76-ე წელი აღნიშნეს
შეხვედრის მონაწილეებმა, ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ზვიად გამსახურდიას წვლილზე და რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მართლაც განუზომლად დიდია ზვიად გამსახურდიას როლი საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენაში. მის სახელს უკავშირდება საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქემ მისცა ხმა, მათ შორის ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმაც. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ვალია, გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას სახელი და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“.
შეხვედრის მონაწილეებმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხზეც გააკეთეს აქცენტი:
„2011 წელს, საქართველოს პარლამენტთან შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია, თუმცა, ამ დანაშაულისთვის პასუხი არავის მოეთხოვა“.

სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების პრეზენტაცია ბათუმში
ათასწლეულის კორპორაციამ საქართველოს განათლების პროექტის ფარგლებში 140 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო გრანტის სახით, ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება აღნიშნული პრიექტიც.
უნივერსიტეტის პროფესორმა კენ უოლშმა, დღეს სწორედ ამ პროგრამების პრეზენტაცია გამართა. პროგრამების განხორციელებას სან დიეგოს უნივერსიტეტი მომავალი წლიდან იწყებს საქართველოში.
პროექტის პრეზენტაციას საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეს ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა რომ სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა 20-წლიანია და პროექტი ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
სან-დიეგოს უნივერსიტეტი 1897 წელს დაარსდა, რომელიც ძირითადად საინჟინრო ტექნოლოგიური პროგრამებით არის გამორჩეული. უნივერსიტეტში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევებს და როგორც პროფესორმა აღნიშნა, მარტო გასულ წელს, უნივერსიტეტმა 150 მილიონზე მეტი დოლარი მოიძია კვლევებისთვის. „უნივერსიტეტში ძალიან პოპულარულია ამერიკაში, წელს 84 ათასი განაცხადი შემოვიდა ადგილი კი მხოლოდ 6 ათასი იყო“-აღნიშნა კენ უოლშმა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, გარდა აღნიშნული პროექტისა, უზრუნველყოფს სოციალური და გენდერული ასპექტების, გარემოსდაცვითი და სოციალური გრანტების, მდგრადი განვითარების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ინტეგრაციას და განხორციელებას საქართველოში.

Tbilisi JAM! Fest 2015 – როკ-ფესტივალი ძალადობის წინააღმდეგ

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როკ-ჯგუფები მსოფლიოს 11 ქვეყნიდან. 24 აპრილს მსმენელის წინაშე წარსდგება შვედური ჯგუფი DEAD BY APRIL და THE FADING ისრაელიდან. 25 აპრილს DIARY OF DREAMS გერმანიიდან, ხოლო 26 აპრილს ჯგუფი СЛОТ რუსეთიდან და VADER პოლონეთიდან.
გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობენ: HIGHLAND [აშშ], DJ & VJ INDIAN [თურქეთი], DISMORIAL [Georgia], TAEKKRA [გერმანია]. DUCKTAPE [საქართველო], THE JETBIRD [საქართველო], PERFECT LEGACY [სომხეთი], SILENCE LIES FEAR [აზერბაიჯანი], STORMY ATMOSPHERE [ისრაელი], SCRATCH THE FLOOR [საქართველო], DIVAHAR [სომხეთი], ILLUMINATED [საქართველო]. P.I.LIGHT [საქართველო], NAIRI [სომხეთი] და სხვები.
ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ე.წ. ნონ–სტოპ რეჟიმში გაგრძელდება – დღის 3 საათიდან ღამის 12 საათამდე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ცოცხალი შემსრულებლები, ხოლო ღამის 12 საათიდან დილამდე ფესტივალზე ელექტრონულ მუსიკას მოუსმენენ.

ორგანიზატორების შეფასებით, ფესტივალის ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის ”მუსიკალური დედაქალაქი” მოეწყობა: გასართობი ზონები, ბაიკერების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, სპორტული შეჯიბრებები და კონკურსები, lounge-ზონა დასასვენებლად და ღამის დისკოთეკები. მსმენელებისთვის მოეწყობა ავტოგრაფ-სესიები ფესტივალში მონაწილე ჯგუფებთან.
გარდა ამისა ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება უფასო, დაცული კემპინგ-ზონა, სადაც მსურველებს ფესტივალის სამივე დღის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა.
ფესტივალის ერთ დღეზე დასასწრები ბილეთის ფასია – 26 ლარი (კონცერტის დღეებში – 35 ლარი), კომბინირებული ანუ სამი დღის ბილეთის ფასი კი 55 ლარია. მათი შეძენა შესაძლებელია მუსიკალურ მაღაზია “ტიტანში” (ათონელის 29, “მშრალ” ხიდთან), 10 საათიდან 19 საათამდე (კვირას – 17 საათამდე). ელექტრონული ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
ფესტივალის ორგანიზატორია როკ მუსიკის ნაციონალური ასოციაცია RMNA, რომელიც 2007 წელს შეიქმნა და რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ატარებს კავკასიის რეგიონსა (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) და თურქეთში.




