ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი. ჩამოშლილი სახურავის ქვეშ მოექცნენ ადამიანები. ადგილზე მუშაობს სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.



ბათუმელები
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი. ჩამოშლილი სახურავის ქვეშ მოექცნენ ადამიანები. ადგილზე მუშაობს სასწრაფო და სამაშველო სამსახურები.



„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახლახანს ძლიერმა ქარმა ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. „ბათუმელების“ ჟურნალისტი, რომელიც ადგილზე მუშაობს, ამბობს, რომ დაინახა, როგორ მოყვა რამდენიმე ადამიანი სახურავის ქვეშ. „ახლა სასწრაფოს ელოდებიან. მსხვერპლი არის თუ არა არ ვიცი“, – ამბობს ჟურნალისტი.
ცხრასართულიანი კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედ მაშინ ჩამოვარდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც.
ბათუმში ამავე მრავალსართულიან სახლს სახურავის ნაწილი ცოტა ხნის წინ გადახადა ქარმა – ჭავჭავაძის ქუჩაზე, თი ბი სი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაზიანებულია იქვე გაჩერებული მანქანები. გარდა ამისა, მოგლეჯილია ხეები.
ბათუმში ძლიერი ქარი დაახლოებით 17:20 საათზე ამოვარდა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი ქარი ბათუმში დაახლოებით 40 წუთის შემდეგ შესუსტდება, შემდეგ კი მოსალოდნელია წვიმა.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 7 იანვარს თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა (N878/877) და თბილისი–ბათუმი–თბილისის (808/807) მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს.
ასევე თბილისი–ზუგდიდი–თბილისისა და თბილისი–ოზურგეთი – თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.
დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას! |
||||||||||||||||||||||||
ინფორმაციას, რომ აჭარაში არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან შეწყდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ ადასტურებენ. „არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება იმავე პირობებით, როგორც გასული წლის ბოლოს იყო, გაგრძელდება და პარალელურად მისი მიღება შეუზღუდავი რაოდენობით იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პროდუქტი არ ამოიწურება“, – განაცხადეს სამინისტროში.
რამდენიმე ფერმერმა დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ისინი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შეწყვეტაზე გააფრთხილეს და, შესაბამისად იმაზეც, რომ საწარმო მანდარინს აღარ ჩაიბარებს: „ქობულეთში მდებარე საწარმოში კი კვლავ დიდი რიგია, მანდარინით დატვირთული მანქანების“.
„რიგები, ბუნებრივია იქნება, თუმცა ყველას მიეცემა შესაძლებლობა ჩააბაროს არასტანდარტული მანდარინი. ამ დროისთვის ასეთ მანდარინს იბარებს Giam group-ი, ხოლო უახლოეს დღეებში არასამეწარმეო მანდარინის მიღებას განაახლებს მეორე საწარმოც – TCF Georgia. 2019 წლის 4 იანვრის მდგომარეობით მიღებულია 10 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი, ხოლო 27 ათას ტონამდე სტანდარტული მანდარინი ექსპორტირებულია“, – გვითხრეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.
———–
გასული წლის 29 დეკემბერს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „2018 წელს არასამეწარმეო ციტრუსი ამოიწურა“. ერთი დღით ადრე კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ „პრობლემა გადაჭრილია“, მიუხედავად იმისა, ამ დრომდე ქობულეთში არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების მსურველთა უწყვეტი რიგია და მეციტრუსეები დღეების განმავლობაში ელიან კილოგრამი მანდარინის 20 თეთრად ჩაბარებას.
ამ თემაზე:
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, გრიპის ვირუსით ჰოსპიტალურ ქსელში 132 პაციენტი მკურნალობს, მათგან უმეტესობა ბავშვია, მათ შორის არცერთის მდგომარეობა მძიმე არ არის. ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განმარტებით, ბავშვებში მიმართვიანობის გაზრდა გარკვეულწილად მშობლების ყურადღებითაც არის განპირობებული. გრიპის ვირუსით ჰოსპიტალში მკურნალობს ორსული ქალიც, მისი მდგომარეობაც სტაბილურია.
H1N1 ვირუსით აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის სამი 2019 წელს. დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სულ 8 ადამიანი დაიღუპა ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით.
ამ დროისთვის ბათუმის საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება 18 პაციენტი, აქედან მართვით სუნთქვაზეა ექვსი, მათ შორის ბავშვი არ არის.
„ესენი გახლავთ პაციენტები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები. რაც ყოველთვის განსაკუთრებულად სენსიტიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ქრონიკულად მოავადე პაციენტები ნებისმიერ ვირუსულ დაავადებას და გრიპსაც იტანენ მძიმედ. მათ შორის ყველას არა აქვს დადგენილი H1N1 ვირუსი, ზოგს აღებული აქვს ანალიზი ამ ვირუსზე, ზოგს არა, ამაზე კლინიცისტები იღებენ გადაწყვეტილებას“, – განმარტა რუსუდან შავიშვილმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში ამბულატორიული მიმართვიანობის რიცხვი 291-მდეა გაზრდილი.
ვირუსის გავრცელების თემაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მან მოუწოდა მოსახლეობას, გრიპის ვირუსის გამოვლენისთანავე დროულად მიმართონ ოჯახის ექიმს. მინისტრის ინფორმაციით, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს „ტამი ფლუს“ მუნიციპალური ჯანდაცვის ცენტრები ორსულების გარდა, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზეც უფასოდ გასცემენ.
მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეპიდემიის ზღვარი არ ფიქსირდება, თუმცა მაინც საყურადღებოა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 4 იანვარის 21 საათიდან 5 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში თოვა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 2-7 ,დღისით 8-13 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.
რაც შეეხება ზღვის სანაპირო ზოლს – იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. მოსალოდნელია წვიმა; ზღვაზე ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე 7-12დმ [2-3 ბალი],ზღვის წყლის ტემპერატურა 9.2 გრადუსი.
5 და 6 იანვარს სანაპირო ზოლში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი თოვა. წინასწარი პროგნოზით აჭარის მაღალმთიანეთში 6 იანვარს დღისით გამოიდარებს, თუმცა 7 იანვარს ისევ გათოვდება.
სინოპტიკოსები, გაძლიერებული ანტიციკლონების გამო, უახლოეს დღეებში სანაპირო ზოლში თოვლს არ ელოდებიან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქეა დაკავებული.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ქალაქ ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7 000 ევროს ოდენობის ყალბი 500 ევროიანი კუპიურები გაასაღეს. ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6 000 ევროს ოდენობის ყალბი ფული“.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინა.
პროექტის დიზაინი მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის (მშრალი, ნაყარი, კონტეინერიზებული და გენერალური) ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების გეგმას. ნავმისადგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება ისეთი თანამედროვე ტექნიკითა და მოწყობილობებით, როგორიცაა გემი -ნაპირის (STS) ტიპის ამწეები.
ხელისუფლებასთან, ტვირთის მფლობელებთან, წილობრივ პარტნიორებთან და ფინანსურ დაწესებულებებთან მაღალი დონის და სიღრმისეული განხილვების შემდეგად ჩვენ ვასკვნით, რომ ფოთი კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც ძირითადი მისასვლელი გზა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებამდე. გვჯერა, რომ გვაქვს სათანადო უნარები, შესაძლებლობა და პროფესონალიზმი, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ფოთის საზღვაო ნავსადგურის მდგრადი განვითარების გზით“, – განაცხადა ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლაურსენმა.
პროექტის გეგმაში გათვალისწინებულია 14.5 მეტრის სიღრმის და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობა, გამოყოფილია 25 ჰექტარი ღია და დახურული სასაწყობე მეორნეობებისთვის და ნაყარი ტვირთების – ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების ოპერირებისთვის.
„ახალ ნაყარი ტვირთის სატვირთო პორტში შესაძლებელი იქნება გადატვირთვა 60.000 ტონამდე საქონლის პარტიების / გემების, რაც ქმნის ახალ დაბალ-დანახაჯებიან შესაძლებლობას საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ტვირთების მფლობელებისთვის.“
„ეიპიემ ტერმინალსის“ საკუთრებაში მყოფ და მართულ ფოთის საზღვაო ნავსადგურს უკვე დამკვიდრებული აქვს საკუთარი პოზიცია ბაზარზე და არსებული ინფრასტრუქტურის საფუძველზე, როგორც ფოთში, ასევე მის შემოგარენში, შემდგომი მზარდი განვითარებისთვის მყარ პლატფორმას ქმნის. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოთი შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას, როგორც ყველაზე ეფექტური და რაციონალური ლოგისტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ამჟამინდელი და მომავალი მომხმარებლებისთვის“ – დაურთო კლაუს ლაურსენმა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება დაახლოებით 250 მუდმივი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და 900-მდე დასაქმების შესაძლებლობა ახალ პორტთან დაკავშირებულ საწარმოებსა და მომსახურების სფროში. გარდა ამისა, მშენებლობის ეტაპზე დამატებით შეიქმება დროებითი სამუშაო ადგილები.
ფოთის ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საქართველოში, როგორც სატრანზიტო დერეფანში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
“ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ – მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 74 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით და 117 სახმელეთო მომსახურების ოპერაციებით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს.
2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.
აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის ნავსადგურმა, რომელიც ფლობს საქართველოს ნავსადგურების გავლით კონტეინერების გადაზიდვის 85%-ს, შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ პროექტის ასისტენტის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა, განაცხადების მიღება 2019 წლის 10 იანვრს, 18:00 საათზე უნდა დასრულდეს. პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-25 წლის ახალგაზრდებს, ვისაც აქვს სურვილი შეიძინოს ახალი უნარ-ჩვევები და მიიღოს მეტი ცოდნა ევროინტეგრაციასა და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე.
კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად, პირველი ეტაპი რეზიუმეს გადარჩევა იქნება, მეორე ეტაპზე, შერჩეულ კანდიდატებს გაესაუბრებიან, შემდეგი ეტაპი კი თემატური დავალების შესრულებას ითვალისწინებს. სასურველია ასევე უცხო ენების ცოდნა.
პირველ ეტაპზე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე: vacancyijh@gmail.com
კონკურსში გამარჯვებულმა უნდა შეძლოს პრესრელიზების მომზადება, ინფორმაციის განთავსება ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ტრენინგებისა და შეხვედრების ტექნიკური საკითხების მოგვარება, ევროკლუბის საქმიანობის აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებაში დახმარება.
გამარჯვებული ნახევარი განაკვეთზე იმუშავებს და მისი ანაზღაურება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 180 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში იქნება.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკონ ნომერზე : 557 99 33 32
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აჭარაში, 2001 წლიდან მოქმედი ორგანიზაციაა, რომლის პრიორიტეტი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობაა.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, „ღორის გრიპით“ დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არის: „ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა“. მინისტრის განმარტებით, დაავადების რაოდენობას კვირაში ერთხელ 100 000 მოსახლეზე ითვლიან. ბოლო მონაცემებით, დაფიქსირებულია ვირუსის გამოვლენის 277 შემთხვევა. ეპიდემიის ზღვრად კი 450-500 შემთხვევა ითვლება:
„თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ 300 იქნება თუ 500, დაავადების მიმდინარეობას ეს არ ცვლის. მაინც სჭირდება ყურადღება და ეს ჩვენებები და რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსის შესამოწმებლად აჭარიდან გაგზავნილია 33 ნიმუში, კვლევა დასრულებულია 14-ზე, დადებითი პასუხი მოვიდა 10-ზე, სამ შემთხვევაში პასუხი უარყოფითი იყო, ერთ შემთხვევაში კი დაფიქსირდა ადენო ვირუსი.
„ჩვენ გვაქვს ლაბორატორიული შემთხვევები, თუმცა არის კლინიკური შემთხვევებიც. ჩვენ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს და ორსულებს ვაკონტროლებთ. ეს ხდება ვირუსოლოგიური მონიტორინგის მიზნით“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო გუგუშვილმა.
აჭარის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში ღორის გრიპით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ახალი წლის დღეებში.
ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განმარტებით, როგორც კი პაციენტი შედის სტაციონარში და ეჭვი ჩნდება გრიპზე, პარალელურად მას აქვს ქრონიკული დაავადება ან ორსულია, მონაცემებს ლაბორატორიაში შესამოწმებლად აგზავნიან.
„მოვიდა უარყოფითი პასუხებიც. ყველა შემთხვევა ნამდვილად არ არის H1N1“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.
მისივე ინფორმაციით, არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც H1N1-ის რთული ფორმა აქვთ, ამჟამად იმყოფებიან სტაციონარში და გადიან მკურნალობას. რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს გრიპის ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახის დახმარება სჭირდება პაციენტს. დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაადასტურა, რომ ახალი წლის დღეებში H1N1 ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში.
მინისტრის განმარტებით, მოქალაქემ დაუყონებლივ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, თუკი მას განუვითარდა მკვეთრად გამოხატული გაცივების სიმპტომები. ხშირ შემთხვევაში [თუმცა არ არის აუცილებელი] ეს არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, ჩივილები კუჭნაწლავის მხრივ, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და ამ მომენტისთვის, პლიუს ერთი რომელიმე დაავადება, თანდაყოლილი, ქრონიკული ან მიმდინარე:
„ეს უკვე ცალსახად არის ჩვენება იმისთვის, რომ პაციენტმა მიმართოს ოჯახის ექიმს. მათ აქვთ კომპეტენცია იმისათვის, რომ განსაზღვრონ სწორი მკურნალობა და დროული მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – თქვა მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მინისტრმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, თუ რა შემთხვევაში უნდა დანიშნოს ექიმმა პრეპარატი „ტამი ფლუ“:
„როდესაც მკვეთრად, სწრაფად იწყება გაციების სიმპტომები და ამ მომენტისთვის ადამიანს აქვს რაიმე სხვა დაავადება, იქნება ეს თანდაყოლილი, ქრონიკული თუ რაიმე სხვა მიმდინარე დაავადება. პლუს ხანდაზმულები, ორსულები და მელოგინეები შედიან რისკ ჯგუფში.“
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ტამი ფლუ“ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, ასევ მან უნდა გადააკონტროლოს თანმდევი სხვა დაავადებები და მითი კონდიციები.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ანტივირუსული მკურნალობა დაიწყოს სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში: „ასეთ შემთხვევაში აქვს მას მაქსიმალური ეფექტი“.
დავით სერგეენკო მოსახლეობას არწმუნებს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის უფრო გაზრდილ რაოდენობაზეც გააკეთოს რეაგირება. მისივე თქმით, ახლა პანიკის საფუძველი არ არის: „მთავარია, დროულად მიმართვა ექიმთან იმ ჩვენებების მიხედვით, რომელიც მე მოგახსენეთ.“
ამავე თემაზე:
როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სამინისტრო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ვირუსის – H1N1 [იგივე ღორის გრიპი] საწინააღმდეგო მედიკამენტს, „ტამი ფლუს“ უფასოდ გასცემს. მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობამ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს უნდა მიაკითხოს. დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაადასტურა, რომ ახალი წლის დღეებში H1N1 ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში.
ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტს უფასოდ მხოლოდ ორსულებისთვის გასცემდა, რომლებიც მოიაზრებიან, როგორც რისკ-ჯგუფები.
მედიკამენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიიღებენ ასევე ის პაციენტებიც, რომლებიც სტაციონარში მკურნალობენ. მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ ამ მედიკამენტის მიღება აუცილებლად ექიმის დანიშნულების შემთხვევაშია დასაშვები. მანვე განმარტა, რომ მედიკამენტი მაქსიმალურად ეფექტურია ვირუსის ნიშნების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყანას ამ მედიკამენტის მარაგთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს და მარაგი საკმაო რაოდენობით არის აფთიაქებშიც.
დავით სერგეენკომ ამის შესახებ დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს დროულად მიმართონ ექიმს.
როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა
2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა. მფლობელი ფიზიკური პირი, რომლის ავტომანქანასაც არ აქვს გავლილი ტექდათვალიერება, 50 ლარით დაჯარიმდება. ტექდათვალიერების გავლა სამგზავროსთვის ექვს თვეში ერთხელ, ყველა სხვა ტიპის ტრანსპორტისთვის კი, წელიწადში ერთხელ, სავალდებულოა.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარა „საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, არაუგვიანეს რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული რეგისტრაციის თვისა და რიცხვისა“.
ანუ, „ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით”, – განმარტავს შსს
პერიოდულ ტექდათვალიერებას ერთნაირად გაივლიან როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიანი მანქანები. გაზზე მომუშავე ავტომანქანების მფლობელებმა კი ტექდათვალიერებისას აუცილებლად უნდა წარადგინონ აირბალონის შემოწმების დოკუმენტი.
[highlight color=”red”]გამართულ ავტომობილს[/highlight] არ უნდა ჰქონდეს ვიზუალურად შესამჩნევი დაზიანება; წინა საქარე მინაზე არ უნდა იყოს ბზარები; გამართულად უნდა მუშაობდეს ელექტრომოწყობილობები, განსაკუთრებით: მაშუქები, მოხვევისა და მუხრუჭის მაჩვენებელი; აუცილებელია მუშაობდეს შუშის საწმენდი; გამონაბოლქვის რაოდენობა არ უნდა იყოს დასაშვებ ნორმაზე მეტი; ავტომობილი სალონში არ უნდა უშვებდეს ხმასა და ჰაერს; გამართული უნდა იყოს სამუხრუჭე სისტემა და სხვ.
ტექდათვალიერებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ხარვეზი ავტომობილის მფლობელმა ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოასწოროს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად ამოქმედდა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის. ზუსტად ერთი წელია, რაც დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზიც მოქმედებს – 14 84 , რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 – 18:00 სთ-ებში.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცხელი ხაზი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაქვემდებარებაშია. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაშიც დაეხმარებიან. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა კი უფასოა.
რაც შეეხება პერიოდული ინსპექტირების დაგეგმვის პროცედურას – ნებისმიერ მსურველს ავტოსაშუალების ინსპექტირებისთვის რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებგვედზე www.pti.ge შეუძლია. ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის მფლობელს ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცხელი ხაზის ინფორმაციით, ინსპექტირების ფასი ფიქსირებულია და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის სხვადასხვაა: მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება 60 ლარი ღირს, ავტომანქანები, რომელთა ტვირთამწეობაც სამტონა-ნახევარზე მეტია – 100 ლარი; დიდი სამგზავრო ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები – 100 ლარი; მისაბმელიანი მანქანები – 60 ლარი.
[highlight color=”red”]შენიშვნა:[/highlight] შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით „ჭკვიანი“ კამერების მეშვეობით, 2019 წლის 14 იანვრიდან, ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება:
შსს: ავტომობილი, რომელსაც არ გაუვლია ტექდათვალიერება, ვიდეოკამერით დაჯარიმდება
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შავი ჯიპი „TOYOTA PRADO“ განმეორებით აუქციონზე, 30%-იანი ფასდაკლებით, 32 350 ლარად გაყიდა. მანქანის საწყისი ფასი 22 750 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი – 600 ლარი იყო.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით მანქანა დაზიანებულია, მწყობრიდან არის გამოსული ვტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გადაცემათა კოლოფი და მაღალი წნევის საწვავის ტუმბო. მანქანის სახელმწიფო ნომერია: QB 699 BQ, გამოშვების წელი: 2008.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობამ აუქციონის წესით გაყიდა ავტომანქანა „TOYOTA CAMRY“-ი [სახელმწიფო ნომერი FG 038 GF, გამოშვების წელი: 2006], საწყისი ფასი 4 000 ლარი იყო, ბიჯის ოდენობა – 100 ლარი. საბოლოოდ მანქანა 4200 ლარად გაიყიდა. ეს მანქანაც დაზიანებულია.
სსიპ ბათუმის ბულვარმა დირექტორის მოადგილეების თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილისა და კიდევ ორი მოადგილის თანამდებობა. ბულვარმა მოადგილეების შესარჩევად გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა.
გამარტივებული კონკურსი არ ითვალისწინებს ტესტირების გავლას. გარდა ამისა, საუკეთესო კანდიდატს შეარჩევს არა საკონკურსო კომისია, არამედ დაწესებულების ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. განაცხადების მიღება 5 იანვარს დასრულდება.
ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილის ხელფასი 2600 ლარია. საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველი მოადგილის თანამდებობაზე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება, იცნობდეს საქართველოს კანონმდებლობას და ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს.
თითქმის იგივე მოთხოვნებია სხვა ორი მოადგილის მიმართაც, მათი ხელფასი კი 2500 ლარი იქნება.
ხულოში, შუახევსა და ქედაში, შესაბამისად, 16, 17 და 18 იანვარს, გადასახადების გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის RS CAR [მიკროავტობუსი] ადგილზე მოემსახურება.
სამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით, რითაც „გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება“.
აჭარის მაღალმთიანეთში RS CAR-ის სერვისით სარგებლობა შემდეგ დღეებსა და ადგილებში იქნება შესაძლებელი:
[checklist]
[/checklist]
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 – 31 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადასახადის გადამხდელებს ქვეყნის მასშტაბით 25 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
H1N1 ვირუსით, გრიპის მიმდინარე სეზონზე, აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, წელს სამ დღეში კი სამი პირი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით ეს ინფორმაცია ლაბორატორიულად დადასტურებულია. ამავე ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტებს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დღეს, მათ შორის პირველ და ორ იანვარსაც, თუმცა უკავშირდებოდა თუ არა ეს შემთხვევები H1N1 – ვირუსს, ამის გასარკვევად ჯანდაცვის ცენტრში ლაბორატორიული კვლევების შედეგებს ელოდებოდნენ.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით 3 იანვრის მონაცემებით, პრევენციის მიზნით ექიმს 100 000 ადამიანზე 328 მიმართავს, ეს მონაცემები ბევრად ნაკლებია 2016 წლის მონაცემებთან, როდესაც ასევე დაფიქსირდა H1N1- ის შემთხვევები აჭარაში.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ამ დროისთვის ჰოსპიტალებში ასამდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. აჭარის ჯანდაცვის ცენტრში, „გამოცდილებიდან გამომდინარე“, ვარუდობენ, რომ ამ კვირის ბოლომდე ვირუსის გავრცელება შესუსტდება.
ამ თემაზე:
როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 17.2 მილიარდი აშშ დოლარი [45.1 მლრდ ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ]107.4 პროცენტია.
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17,5 მილიარდი აშშ დოლარი [42,2 მილიარდი ლარი] იყო. ამ თემაზე:
2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით:
[checklist]
[/checklist]
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, 2018 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 328.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა: „აქედან, 201.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა [ნსუ], რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“.
ამ თემაზე:
28 დეკემბერს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა იყო ბულინგი სკოლაში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები, დისკუსიის მომხსენებლები კი ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ჟურნალისტები იყვნენ.
ლელა დუმბაძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი: ჩვენს ონლაინგამოცემას არაერთი ბულინგის ამსახველი ფაქტი გაუშუქებია. მაგალითად, დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის ერთ-ერთი საჯაროს სკოლის მე-5 კლასის მოსწავლის შესახებ. როდესაც მოსწავლე სახლიდან სკოლაში მიდიოდა, გზად მას რამდენიმე უფროსი მოზარდი ხვდებოდა. ერთი ვერსიით ისინი მოზარდს ფულს სძალავდნენ, ხოლო მეორე ვერსიით, საქმის გარჩევას ჰქონდა ადგილი. ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც გრძელდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს ფაქტი ცნობილი მაშინ გახდა საზოგადოებისთვის, როდესაც თვითონ მოზარდმა გადაწყვიტა ესაუბრა და უამბო მშობელს. პრობლემა იმაშია, რომ სანამ ბავშვი არ გახდა იძულებული ესაუბრა, მანამ სკოლა ვერ მიხვდა რა აწუხებდა მას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მასწავლებლების დაკვირვება მოსწავლეების ქცევაზე და მათთან დიალოგი. სკოლისა და მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

აქ იკვეთება ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, როდესაც მედია ინტერესდება შემთხვევით, თუ რატომ გახდა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი, რა გახდა გამომწვევი მიზეზები და იკვლევს საკითხს, არის შემთხვევები, როდესაც სკოლა ცდილობს ფაქტის დამალვას. არ მესმის, რატომ არჩევენ გაჩუმებას, მნიშვნელოვანია ხმამაღლა ვილაპარაკოთ პრობლემაზე, მოვაგვაროთ ის და არ გავჩუმდეთ.
კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც გავაშუქეთ, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეს ეხებოდა. როდესაც ის გადმოვიდა ქართულ სკოლაში, ბუნებრივია, სწავლა ენის ბარიერის გამო უჭირდა და მარტივად ვერ შედიოდა სხვა მოსწავლეებთან კომუნიკაციაში. სწორედ ამის გამო ის გახდა დაცინვის ობიექტი კლასელების მხრიდან. დასცინოდნენ ეთნიკური ნიშნით, იმის გამო, რომ ვერ კითხულობდა, ვერ სწავლობდა. პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა და არ მოგვარდა მანამ, სანამ არ გასაჯაროვდა მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ ყველაფერს ხედავდა, გასაჯაროვებამდე არ მომხდარა შესაბამისი რეაგირება.
მედია ამ ტიპის საკითხებით იმიტომ ინტერესდება, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, დაცულია თუ არა ჩვენს საზოგადოებაში ბავშვთა უფლებები.
დისკუსიის მონაწილე მშობელი: მედია რომ გაასაჯაროებს ამ ფაქტებს, შემდეგ მედიისა და საზოგადოების მხრიდან არ განხორციელდება ძალადობა?
ლელა დუმბაძე: ჩვენს ონლაინგამოცემას მოზარდების ანონიმურობა აქვს დაცული, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ასევე არ არის ნახსენები სკოლა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.
ივანე ბაკურაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი: მეც ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი, მეუბნებოდნენ, რომ ათოსანი ვიყავი და გაკვეთილებს არასდროს არ ვაცდენდი. ჩემზე ეს ცუდ ზეგავლენას არ ახდენდა, თუმცა ყველა ადამიანი ინდივიდია და ბავშვი განსაკუთრებით, რადგან მისი ფსიქოლოგია უფრო სათუთია. ჩვენ გადაცემაში გვყოლია არაერთი სტუმარი, როგორც ქართულენოვანი, ასევე არაქართულენოვანი, რომლებსაც ჰქონიათ შეხება ამერიკულ, კანადურ, ესტონურ და ქართულ გამოცდილებასთან. საქართველოში სტატისტიკის დათვლა რთულია, რადგან რესპონდენტები არ არიან გულწრფელნი. კანადაში ოფიციალურად ყოველი 5 მოსწავლიდან ერთი არის ბულინგის მსხვერპლი და ეს მათთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. ბოლო კვლევებით მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
ბულინგის რამდენიმე სახე არსებობს: სოციალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, კიბერბულინგი, რელიგიური ბულინგი და ა.შ. ხშირად უფროსები საუბრობენ ბავშვების პრობლემებზე და არა – ბავშვები, ვფიქრობ, ესეც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოების. როდესაც სკოლის სივრცეში ხდება რაღაც პრობლემა, სკოლამ არ უნდა დახუჭოს თვალი.

ნონა ჩხაიძე, პედაგოგი: ბულინგის გამომწვევი მიზეზი რა არის, ამაზე არასდროს არავის აქვს პასუხი. შესაძლებელია კლასის გარემოსთან დაკავშირებით ბავშვს ჰქონდეს პრობლემა, მე ვფიქრობ, ფსიქოლოგის მუშაობა უნდა იყოს უფრო აქტიური.
ნიკა თურმანიძე, მოსწავლე: ხშირ შემთხვევაში როცა რაღაც ხდება და მედია ამას აშუქებს, მე ვხედავ პრობლემას. თქვენ აჩვენებთ ხალხს მოვლენას და არ აჩვენებთ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა.
ლელა ბორჩხაძე, პედაგოგი: 35 ბავშვში შეიძლება მართლა ვერ შეამჩნიო რაღაც, ან შეიძლება დააბრალო გარდატეხის ასაკს. დამრიგებელი, რა თქმა უნდა, ვალდებულია ბავშვის ფსიქოლოგია იცოდეს, მაგრამ მე მხოლოდ ერთ გაკვეთილზე შევდივარ. მშობელი ყველაზე ადრე ამჩნევს საკუთარი შვილის ცვლილებას. მაშინ მშობელმა უნდა მომმართოს მე. მერე უნდა დაიწყოს ერთად მუშაობა მშობელმა და მასწავლებელმა. თუ ძალიან გლობალური პრობლემაა, მერე უნდა ჩაერთოს მანდატური, მედია, პრესა და სხვები. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მედია როცა ერევა, ბავშვი ვაკუუმში ექცევა.
დისკუსია ქვეყნდება შემოკლებით.
______________
დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.
ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან პიროტექნიკის აპარატი გადაყირავდა, რის შედეგადაც ფოიერვერკი ჰაერის ნაცვლად ადგილზე აფეთქდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის უცხოელი ტურისტები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ოთხივე დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა 12 საათზე მოხდა.
ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ახალი წლის ღონიძიებების ორგანიზებაზე პასუხისმგებლი იყო შპს „ნიუ დიზაინი“. კულტურის ცენტრის დირექტორის, ჯონი საბაშვილის განმარტებით, ჯერ ტექნიკოსებისგან მერიას არ აქვს განმარტება, რამ გამოიწვია ეს შემთხვევა.
მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე შეარჩია.
იხილეთ სტატია იმის შესახებ თუ რატომ და როგორც შეარჩია მერიამ ნიუ დიზაინი ახალი წლის ორგანიზატორად.
მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი, რომელმაც პიროტექნიკით ხელის მტევანი დაიზიანა, თბილისში გადაჰყავთ. ზაალ მიქელაძის განმარტებით: „მას შედარებით მძიმე ფორმის დამწვრობა აქვს და მიკრო ჩარევა დასჭირდება“.
დღეს ბათუმში პიროტექნიკით ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ევროპის მოედანზე, ორი კი ბავშვია.
მინისტრის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე პიროტექნიკის არასწორად აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
[two_third last=”no”]Content[/two_third][two_third last=”no”]Content[/two_third]
31 დეკემბერს, ზუსტად 12 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, იქ, სადაც საახალწლო გალა-კონცერტი იმართება, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა და ასევე სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია – „არა ჩაბეტონებას!“
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები. აქტივისტები აპროტესტებენ, ბათუმში, ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ექვსი თაუერის მშენებლობას.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ გადაწყდა აქციის გამართვა ახალი წლის ღამეს, მონაწილეები ამბობენ, რომ ამ დროს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ქუჩაში გამოდიან და ამ ფორმით, მთავრობა კიდევ ერთხელ დაინახავს მოსახლეობის პროტესტს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტ მარი მუთიძის თქმით, უფრო ორგანიზებული და მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას ქაოტური მშენებლობების წინააღმდეგ კიდევ აპირებენ.
დღეს 31 დეკემბერს, გამთენიისას, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, წრიულთან, მეეზოვეს ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად მეეზოვე ადგილზე დაიღუპა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპული მეეზოვე საშუალო ასაკის კაცია.
ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მეეზოვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ დაღუპულა: „ეს სამუშაოს შესრულების პროცესში არ მომხდარა. სახლში მიდიოდა და 9 საათზე მოუვიდა უბედური შემთხვევა. ეს ადამიანი სამუშაოდ კი იყო, მაგრამ პროცესში არ ყოფილა. ქალაქში შეიძლება სამუშაოდან წახვიდე“.
როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ელექტრონული აუქციონის წესით 1953 წელს გამოშვებულ ავტომანქანას „GAZ M20 POBEDA”-ს ყიდის. ფასი – 600 ლარი, ბიჯი – 120 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, მანქანა არამუშა მდგომარეობაშია და ჟანგი აქვს მოდებული. გარდა ამისა, დაზიანებული აქვს სავალი ნაწილი და ძრავი. მანქანას აქვს სახელმწიფო ნომერი: BB 194 BT, ძარა N; 40842, ძრავი N: 258972.
ცნობილი საბჭოთა მანქანის – „პაბედას“ გამოშვება 1946 წელს დაიწყო. ეს სახელი მანქანას საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ინიციატივით დაარქვეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 დეკემბრის 21 საათიდან 1 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
მთაში მოსალოდნელია:
სინოპტიკოსების ცნობით, 2019 წლის 2-3 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ამავე თემაზე:
ბათუმის მერია: წვიმის შემთხვევაში დაგეგმილი კონცერტები არ გადაიდება
წინასაახალწლოდ ქედის მუნიციპალიტეტში მასშტაბური საქველმოქმედო აქციები მეორე დღეა იმართება. ერთ-ერთი აქციის ფარგლებში სოფელ ცხმორისში 8 წლის კახა ნაკაშიძეს ქედის მერი მოულოდნელად ეწვია და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა.
,,როცა ნაკაშიძეების საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, მაშინ გავიცანი კახა, რომელიც ძალიან წუხდა, რომ დაეწვა სასკოლო კომპიუტერი. მართალია, ოჯახს ქედის მერია და აჭარის მთავრობა დაეხმარა შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მინდოდა 8 წლის ბიჭუნას გახარება, რომელიც ისეთ დროსაც კი სწავლაზე ფიქრობდა”, – აღნიშნა ლევან გორგილაძემ შეხვედრისას.

ქედის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნული ფონდის“ ორგანიზებით, გუშინვე ,,შინ მოვლის“ პროგრამის 10 ბენეფიციარს საახალწლო ნობათები გადაეცათ.
დღეს კი, აქცია აჭარის მთავრობის ინიციატივით იმართება. მუნიციპალიტეტში 105 შეჭირვებულ ოჯახს სურსათისა და ტკბილეულის ფუთებს გადასცემენ.
საქველმოქმედო აქციები მუნიციპალიტეტში 14 იანვრამდე გაგრძელდება.
მოქმედი სასტუმრო „მეტეო“, კოტეჯები და რამდენიმე მიწის ნაკვეთი კურორტ „გოდერძიზე“აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიამ, ამჯერად პირობიანი აუქციონით იყიდა. ამ სასტუმროში ნომრები დეკემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე დაჯავშნილია. გაყიდვის ერთ-ერთი პირობა ამ ჯავშნების შენარჩუნებაა.
პატარაძის მეგობარი, ედნარ პაპუნაიშვილი, კურორტზე კიდევ ერთ ნაკვეთს ფლობს, მისმა კომპანიამ შპს „გთემ გროუპმა“ 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, 85 250 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე ზურაბ პატარაძემ მიიღო [ბრძანება #258 7/12/2017].
ამჯერად მოქმედ სასტუმროსთან ერთად ექვსი კოტეჯი, ერთი ე.წ. ხიჟინა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი [ჯამში 14 762 კვადრატული მეტრი] შპს „ხიდი 2006“-მა შეისყიდა. ქონება 3 708 000 ლარად გაიყიდა, საწყისი ფასი 3 მილიონ 633 000 ლარი იყო, ბიჯი კი – 75 000 ლარი. ამ შემთხვევაში კომპანიას ელექტრონულ ვაჭრობაზე კონკურენტი არ ჰყოლია.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა 2019 წლის 30 ნოემბრამდე საკუთრებაში გადაცემულ შენობებში სარემონტო სამუშაოები უნდა დაასრულოს, რისთვისაც 1 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს – ესეც აუქციონით განსაზღვრული პირობაა.
აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველს ასევე დაევალება:
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოს არანაკლებ ოცი მოქალაქის დასაქმება.
კურორტ გოდერძიზე მდებარე 948 კვ.მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში [ე.წ. „ხიჟინა“] საზოგადოებრივი კვების ობიექტის პროფილის 2019 წლის 31 მაისამდე შენარჩუნება.
ზურაბ პატარაძემ ბიზნესმენებს ქონება პირდაპირ გადასცა, მათ შორის თავის მეგობარს
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს რვა სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, თითქმის ყველა პროექტი ორწლიანია და მშენებლობა 2020 წელსაც გაგრძელდება.
2019 წელს უნდა აშენდეს: შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა, ბეღლეთის საჯარო სკოლა, დაბა შუახევის საჯარო სკოლა, ქედქედის საჯარო სკოლა, ფერიის საჯარო სკოლა, ბათუმის 23-ე საჯარო სკოლა, მახოს საჯარო სკოლა და დაბა ქედის საჯარო სკოლა, სადაც დაგეგმილია სპორტული დარბაზის მშენებლობა.
„2019 წელს დაიწყება მშენებლობა და დასრულდება 2020 წელს, რადგან ყველა პროექტი თითქმის ორწლიანია. ყველა სკოლასთან არის ალტერნატიული ფართობი და ეს სკოლები იქ შეძლებენ სწავლის გაგრძელებას,“-აცხადებენ განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.
სკოლების მშენებლობისთვის 7 მილიონი ლარია 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული. როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, სკოლების მშენებლობას აჭარის განათლების სამინისტრო დააფინანსებს.
„დაწყებით სკოლებს რეაბილიტაციას ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებდნენ და ეს ისევ რჩება მათ ფუნქციაში, მაგრამ საშუალო და საბაზო სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციას ისევ სამინისტრო გააგრძელებს“.
სამინისტროს თქმით, 2019 წელს აჭარის მასშტაბით ათი სკოლის რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი. სკოლების მშენებლობაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
მთავარი ფოტო: დაბა ქედა. „ბათუმელების“ არქივიდან.
საბავშვო ბაგა-ბაღი „მადაგასკარის“ აღსაზრდელებმა წინასაახალწლო ზეიმი „მეტრო-სითიში“ გამართეს. ზეიმი სპეციალურად მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის გაიმართა. პატარებმა თანატოლებს წინასაახალწლო განწყობა და ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. საღამოს აჭარის მთავრობის მინისტრები – ზაალ მიქელაძე და ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე დაგეგმილი ყველა კონცერტი წვიმის მიუხედავად მაინც ჩატარდება.
ევროპის მოედანზე ჯგუფი Maja & Gabunia (Mzesumzira Records)-ს კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება. 23:00 საათზე კი დაგეგმილია გალაკონცერტი, სადაც შემდეგი შემსრულებლები გამოვლენ:
ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი, ქალთა კამერული გუნდი, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, ავთო აბესლამიძე, მორის მელაძე, სალომე კალანდაძე, სულხან დევაძე, ანრი გუჩმანიძე, ნანუკა მიქაძე, ქრისტი შუშაძე და Space Jam.
00:30 საათზე კი კონცერტს დაასრულებს ჯგუფი „მარტივი გამოსავალი“ (იგივე, „გამოუვალი მდგომარეობა“).
კლინიკა „ნიუ პლაზმა“ მეორე წელია ბათუმში ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებს ემსახურება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რატომ უნდა ჩავიტაროთ სკრინინგი? რატომ უნდა გამოვიკვლიოთ გენეტიკა და კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორად წარიმართოს მკურნალობა? – ამ საკითხებზე კლინიკის დამფუძნებელი, მამოლოგი თეიმურაზ გოგიტიძე საუბრობს:
„თავდაპირველად მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კიბო დაავადებაა, რომლის დროსაც სხეულის გარკვეული ნაწილის უჯრედები უკონტროლოდ მრავლდება. კიბოს უჯრედებს ახლომდებარე ქსოვილში და ორგანოებში შესვლა და განადგურება შეუძლიათ. კიბო, როგორც წესი, ორგანიზმის ერთ ნაწილში იწყება და შემდეგ იწყებს გავრცელებას, ამ პროცესს მეტასტაზირება ჰქვია.
კიბოს 200-ზე მეტი სახეობა არსებობს, ყოველ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა სჭირდება.
აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რომლის გაცნობიერების შემდეგ ადამიანი თვითონ გააკეთებს, არჩევანს ჩაიტარებს თუ არა გამოკვლევებს შემდეგი გართულებების თავიდან ასარიდებლად.

როდესაც ადამიანი პირველად იგებს თავის დიაგნოზს – „სიმსივნე“, იგი სასწრაფოდ გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორეს, გონება უარს ამბობს მიიღოს რეალობა და საკმაოდ დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ ავადმყოფი შეეგუოს არსებულ მდგომარეობას. ზოგი სწრაფად ახდენს ადაპტაციას და ბრძოლისთვის ემზადება, არიან ადამიანები, რომლებსაც რთულად გადააქვთ ეს განსაცდელი. თუმცა, საზოგადოებაში თანდათან მკვიდრდება აზრი, რომ სიმსივნე აღარ არის საბოლოო განაჩენი და მთელ რიგ შემთხვევებში მკურნალობით შესაძლებელია განკურნება. რწმენა, რომ ეს მკურნალობა მიზანმიმართული და შედეგიანია ეხმარება ადამიანს დაძლიოს არსებული პრობლემები და იმედიანად შეხედოს მომავალს.
ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა დაუსვან სიმსივნის დიაგნოზი, ამის თავიდან ასაცილებლად და რისკების შესამცირებლად პაციენტებს ვურჩევთ დროული დიაგნოსტიკა ჩაიტარონ, მივიდნენ კონსულტაციაზე მამოლოგთან, ჩაერთონ სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში, ჩაიტარონ კიბოს რისკის მატარებელი გენის პრედიქტიული გამოკვლევები.
ჩვეულებრივ, სიმსივნე არ გადადის მემკვიდრეობით, თუმცა ზოგიერთ მათგანზე – განსაკუთრებით კი სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის და პროსტატის კიბოზე – შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს გენებმა და მემკვიდრეობითმა ინფორმაციამ. თუ ოჯახში არსებობს სიმსივნის თანდაყოლილი რისკი, აუცილებლად ჩაიტარეთ გენეტიკური კვლევა, რომელის საშუალებითაც შეამცირებთ სიმსივნის განვითარების რისკს.
ცხოვრების სტილის უმნიშვნელო ცვლილებები საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების რისკებს. მაგალითად: ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში და სიგარეტის არ-მოწევა დაგეხმარებათ რისკების შემცირებაში.
ქიმიოთერაპია არის მედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთი სახეობა. როგორც ნებისმიერ მკურნალობას, მასაც აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ამჟამად ამ მოვლენების მართვა უკვე შესაძლებელია. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ქიმიოთერაპია ასოცირდება სიკვდილთან, რადგან ადრე, ძირითადად, დაგვიანებული სტადიის დროს გამოიყენებოდა.
ახლა კი პერსონალიზებული მედიცინის ფონზე ხშირად საწყის ეტაპზეც ვიყენებთ პროფილაქტიკისთვის და შედეგებიც გაცილებით უკეთესია. ასევე, არსებობს სიმსივნეების სხვადასხვა ტიპი, რომლებიც მხოლოდ ქიმიოთერაპიის საშუალებით იკურნება.
საზოგადოების დიდი ნაწილი აღნიშნული დაავადებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, ამჯობინებს მის იგნორირებას და ბედთან შეგუებას. ეს დიდი შეცდომაა, ვინაიდან ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, კიბოსგან განკურნება, ხოლო ჯანსაღი ქცევებით მისი განვითარების თავიდან არიდებაა შესაძლებელი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. რეალურად მათ უნდა იცოდნენ ქიმიოთერაპიის მკურნალობის ეტაპები, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რომ მომზადებული შეხვდნენ ამ პროცესს. მნიშვნელოვანია ადამინმა იცოდეს, რომ დროულად განახორციელოს კონსულტაცია ონკოლოგთან, მამოლოგთან და თავი აარიდოს ან დროულად აღმოაჩინოს პრობლემა.
ქიმიოთერაპიის დროს შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, გემოს დაკარგვა, თმის ცვენა, კუნთების შესუსტება, კუჭის აშლილობა, შეკრულობა, ლორწოვანი გარსის ანთება, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების და ტრომბოციტების დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა – ქიმიური პრეპარატების ტოქსიურობა თითქმის ყველა შემთხვევაში დროებითი და მართვადი მოვლენაა: ადამიანის ორგანიზმს თავად აქვს უნარი აღიდგინოს ანტისიმსივნური მკურნალობით მიყენებული ზიანი.
ეს ყოველივე რამდენიმე კვირაში წესრიდგება და თავის საწყის ნორმას უბრუნდება. თუმცა, როდესაც შესაძლებელია ამ ყოველივეს თავიდან არიდება ადრეული დიაგნოსტიკით, ვფიქრობთ, არ უნდა გადადოს ადამიანმა ეს პროცედურა შემდეგისთვის.“

ქიმიოთერაპიის დროს ყველაზე შესამჩნევი თმის ცვენაა, რასაც პაციენტების უმრავლესობა მტკივნეულად აღიქვამს. არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ სხვებმა გაიგონ მათი დაავადების შესახებ. მაქსიმალურად ცდილობენ სხვადასხვა საშუალებით პრობლემის დამალვას. ჩვენ გვქონია შემთხვევა, თმის ცვენით გამოწვეული დისკომფორტის გამო სამსახური დატოვა პაციენტმა. თუმცა, კლინიკა „ნიუ პლაზმაში“ უკვე შესაძლებელია თმის ცვენის კონტროლი პაქსმენის ცივი ქუდების მეშვეობით. ინფორმაცია პაქსმენის შესახებ ნახეთ ვებ-გვერდზე: https://scalpcooling.ge/
ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, მრავალბინიან სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზიებულია სახანძრო სამაშველო სამსახური.
სამაშველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია“. ამ დროისათვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.



ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს უკვე წელიწადზე მეტია, პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და პრობაციონერებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. სამედიცინო დახმარება, უფასო იურიდიული კონსულტაციები, მცირე ბიზნესისა და, შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წახალისება – ეს ამ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ისახავს მიზნად.
არანაკლებ მნიშვნელოვანია რესოციალიზაციის მიმართულება, რის საშუალებითაც ხდება არამხოლოდ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, არამედ მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციაც.
ხშირად პატიმართა შვილებს სტრესი აქვთ მშობლებთან სიშორის გამო და, შესაბამისად, მათ ამ ეტაპის გადალახვაში დახმარება, სტრესის მხიარული დღეებით ჩანაცვლება, დღესასწაულები სჭირდებათ.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის მიმდინარეობისას „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბენეფიციართა შვილებისთვის არაერთი ღონისძიება მოაწყო წლის განმავლობაში.
უკვე ორი წელია პროექტის ფარგლებში პატარებს ყოველ ახალ წელს გადასცემენ საჩუქრებს, იკრიბებიან ერთად სასიამოვნო გარემოში და პროექტში ჩართული პირები ცდილობენ პატარებს წინასაახალწლო განწყობა შეუქმნან. წელს ბავშვები „მაკდონალდსს“ ესტუმრნენ, სადაც გემრიელად ისადილეს და კარგადაც გაერთნენ, მანამდე კი სანტასგან სიურპრიზები მიიღეს.
სექტემბერში მოეწყო სასწავლო წლის დასაწყისის დღესასწაული, პატარებს სასკოლო ნივთები და ინვენტარი გადაეცათ, შემდეგ კი ისინი ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ.
მშობლები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ ბავშვებისთვის ასეთი დღეები მნიშვნელოვანია, რადგან პატიმართა ოჯახებს ხშირად არ აქვთ საშუალება ისინი სპექტაკლებზე ატარონ. ზოგიც სოფლებსა და რაიონებში ცხოვრობს, სადაც არ ფუნქციონირებს საბავშვო თეატრები. შესაბამისად, სექტემბრის სპექტაკლზე რამდენიმე ბავშვი თეატრში პირველად იყო და მათი შთაბეჭდილებებიც დაუვიწყარი აღმოჩნდა.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის სარეაბილიტაციო კომპონენტი გულისხმობს პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გასვლით ღონისძიებებსა და სპორტულ შეჯიბრებებსაც.
სექტემბრის თვეში მათთვის დიდი ექსკურსია მოეწყო, 51-მა ყოფილმა პატიმარმა, პრობაციონერმა და მათმა ოჯახის წევრებმა დალაშქრეს პრომეთეს მღვიმე, მოწამეთა და ოკაცეს კანიონი. ექსკურსიაზე ჯგუფურად წავიდნენ იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრები.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე საფეხბურთო ტურნირიც ყოფილი პატიმრების მონაწილეობით, რისი მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება იყო.
არაფორმალური, სახალისო, გასართობი, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის 2019 წელსაც გაგრძელდება.
ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გარდა პროექტი მიზნად ისახავს:
ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:
აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს, ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44;
იმერეთში – აფხაზინტერკონტს, ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61;
გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს, ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26;
სამეგრელო – ზემო სვანეთში – თანაზიარს, ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ბათუმის ცენტრში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანის გვერდითი შუშა ჩაამტვრიეს და ხელჩანთა მოიპარეს. წაღებულია ფული და საბუთები.
მესაკუთრის თქმით, სულ ნახევარი საათით გადავიდა მანქანიდან და უკან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მანქანის შუშა ჩამტვრეული იყო.
შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას მოხდა. დაზარალებულის თქმით, ადგილზე უკვე მუშაობს პოლიცია. ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე, არის ვიდეოთვალიც.
დღეს, 29 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ჟურნალისტებთან 2018 წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე გააკეთა კომენტარი.
თავმჯდომარის თქმით, 2018 წელს, აჭარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რეგიონის განვითარების თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურული პროექტები იყო.
„გამოვყოფდი ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, რომელიც მომავალ წელს აქტიურ ფაზაში გადადის და ჩვენ გპირდებით, რომ ძალიან ბევრი სიახლე გვექნება პრაქტიკულად ყოველ თვეში“, – განაცხადა მან.
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენად კი საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა.
„ვფიქრობ, რომ ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო წელი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. ძალიან ღირსეულად ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევნები და მივიღეთ ძალიან ღირსეული გამარჯვება.
საქართველოს დღეს ჰყავს ქალი პრეზიდენტი, რომელიც არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვისა და გულგრილობის ფაქტებზე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქებში ქუთაისში, წყალტუბოსა და მცხეთაში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დადებითი დასკვნები გაიცემოდა.
დანაშაულში მხილებულ პირებს ბრალდებები წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გრძელდება გამოძიება ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონებში არსებულ ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ კიდევ შვიდ ცენტრში აღმოჩენილი დარღვევების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.