Batumelebi | ტექნიკური ინპექტირების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს ტექნიკური ინპექტირების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

ტექნიკური ინპექტირების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვისა და გულგრილობის  ფაქტებზე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქებში ქუთაისში, წყალტუბოსა და მცხეთაში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დადებითი დასკვნები გაიცემოდა.

დანაშაულში მხილებულ   პირებს ბრალდებები წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გრძელდება გამოძიება ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და  კახეთის რეგიონებში არსებულ ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელ კიდევ  შვიდ ცენტრში აღმოჩენილი დარღვევების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com