მთავარი,სიახლეები

როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა

26.12.2018
როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, წელს გრიპის შემთხვევების რაოდენობა მეტია, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ სიტუაცია არ არის მიახლოებული ეპიდემიურ ზღვარს.

პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში გრიპის თითქმის ყველა შემთხვევა არის  H1N1 ვირუსით გამოწვეული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში პაატა იმნაძე რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

[checklist]

  • თუ ბავშვს 38,5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აქვს ერთი დღე მაინც, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, იგივე ეხება ორსულებსაც. სხვებმა, თუ სამი დღის განმავლობაში გრძელდება 38,5-ზე მეტი ტემპერატურა, აუცილებლად მათაც უნდა მიმართონ ექიმს.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, თუ ნახველში გაჩნდა თუნდაც მცირე სისხლის ან ჩირქის ნაწილაკები.
  • გრიპის დროს პაციენტები უნდა იყვნენ სახლში, რაც შეიძლება მოსვენებულ მდგომარეობაში, არ უნდა დაიტვირთონ ფიზიკურად, უნდა მიიღონ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები.
  • მკურნალობის კურსი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა და საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა ჩართოს მკურნალობაში ანტივირუსული საშუალებები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან ანტიბიოტიკები არც ერთი ვირუსის დროს ეფექტს არ იძლევა. ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში.
  • მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა, ხველების ეტიკეტის დაცვა. თუ ხელსახოცი არა გვაქვს, დაცემინებისას ან დახველებისას მივიფაროთ სახეზე ხელი, უმჯობესია – იდაყვის აფარება, რადგან ხელის აფარების შემთხვევაში შეიძლება ვირუსების გავრცელებას შეუწყოთ ხელი.
  • ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, რადგან ვირუსი ძირითადად ვრცელდება სწორედ ხელის საშუალებით, ჩვენ შეიძლება მოვკიდოთ ხელი რაიმე ზედაპირს, ვირუსი კი გარემოში, ზამთარში, როცა ცივა, რამდენიმე საათი ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას, შემდეგ ხელი შეიძლება სახეზე, თვალზე, ცხვირზე ან ტუჩზე მოვიკიდოთ. ასე გადადის ვირუსი. ასე რომ ხელების ხშირი დაბანა აუცილებელია, თუ არ არის ხელის დაბანის საშუალება, არის ხელსახოცები სადეზინფექციო საშუალებებით, რომლითაც შეიძლება ხელები დავიმუშავოთ.

[/checklist]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: