მთავარი,სიახლეები

H1N1 – სერგეენკოს თქმით, სოციალურად დაუცველები „ღორის გრიპის“ მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ

03.01.2019
H1N1 – სერგეენკოს თქმით, სოციალურად დაუცველები „ღორის გრიპის“ მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სამინისტრო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ვირუსის – H1N1 [იგივე ღორის გრიპი] საწინააღმდეგო მედიკამენტს, „ტამი ფლუს“ უფასოდ გასცემს. მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობამ მუნიციპალურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს უნდა მიაკითხოს. დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაადასტურა, რომ ახალი წლის დღეებში H1N1 ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში.

ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტს უფასოდ მხოლოდ ორსულებისთვის გასცემდა, რომლებიც მოიაზრებიან, როგორც რისკ-ჯგუფები.

მედიკამენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიიღებენ ასევე ის პაციენტებიც, რომლებიც სტაციონარში მკურნალობენ. მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ ამ მედიკამენტის მიღება აუცილებლად ექიმის დანიშნულების შემთხვევაშია დასაშვები. მანვე განმარტა, რომ მედიკამენტი მაქსიმალურად ეფექტურია ვირუსის ნიშნების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყანას ამ მედიკამენტის მარაგთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს და მარაგი საკმაო რაოდენობით არის აფთიაქებშიც.

დავით სერგეენკომ ამის შესახებ დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს დროულად მიმართონ ექიმს.

როგორ დავიცვათ თავი H1N1 ვირუსისგან – პაატა იმნაძის ექვსი რჩევა

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: