სიახლეები

კონკურსი პროექტის ასისტენტის შესარჩევად

04.01.2019 • 1374
კონკურსი პროექტის ასისტენტის შესარჩევად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ პროექტის ასისტენტის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა, განაცხადების მიღება 2019  წლის  10 იანვრს, 18:00 საათზე უნდა დასრულდეს. პროექტის  ხანგრძლივობა ერთი წელია.

კონკურსში  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  18-25 წლის ახალგაზრდებს, ვისაც  აქვს  სურვილი შეიძინოს  ახალი უნარ-ჩვევები და  მიიღოს მეტი  ცოდნა  ევროინტეგრაციასა და  საქართველო-ევროკავშირს შორის  გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე.

კონკურსი ჩატარდება  რამდენიმე  ეტაპად,  პირველი ეტაპი რეზიუმეს გადარჩევა იქნება,  მეორე  ეტაპზე, შერჩეულ  კანდიდატებს გაესაუბრებიან,  შემდეგი ეტაპი კი თემატური დავალების შესრულებას ითვალისწინებს. სასურველია ასევე  უცხო ენების  ცოდნა.

პირველ ეტაპზე,   დაინტერესებულმა პირებმა უნდა  გააგზავნონ  რეზიუმე,  ელექტრონულ მისამართზე: vacancyijh@gmail.com

კონკურსში გამარჯვებულმა უნდა შეძლოს  პრესრელიზების მომზადება,  ინფორმაციის განთავსება  ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ტრენინგებისა და შეხვედრების  ტექნიკური საკითხების მოგვარება, ევროკლუბის საქმიანობის აქტივობების  დაგეგმვასა და  ჩატარებაში  დახმარება.

გამარჯვებული ნახევარი განაკვეთზე იმუშავებს და მისი ანაზღაურება  საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით  180 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში იქნება.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკონ ნომერზე : 557 99 33 32

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“   აჭარაში, 2001 წლიდან მოქმედი ორგანიზაციაა,  რომლის  პრიორიტეტი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობაა.  

გადაბეჭდვის წესი