სიახლეები

ბათუმში მთავარ ნაძვის ხესთან ფოიერვერკი ჰაერის ნაცვლად მიწაზე აფეთქდა – დაშავდა ოთხი ადამიანი

01.01.2019 • 7648
ბათუმში მთავარ ნაძვის ხესთან ფოიერვერკი ჰაერის ნაცვლად მიწაზე აფეთქდა – დაშავდა ოთხი ადამიანი

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან  პიროტექნიკის აპარატი გადაყირავდა, რის შედეგადაც ფოიერვერკი ჰაერის ნაცვლად ადგილზე აფეთქდა. შედეგად  ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის უცხოელი ტურისტები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ოთხივე დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა 12 საათზე მოხდა.

ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ახალი წლის ღონიძიებების ორგანიზებაზე პასუხისმგებლი იყო შპს „ნიუ დიზაინი“. კულტურის ცენტრის დირექტორის, ჯონი საბაშვილის განმარტებით, ჯერ ტექნიკოსებისგან მერიას არ აქვს განმარტება, რამ გამოიწვია ეს შემთხვევა.

მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე შეარჩია.

იხილეთ სტატია იმის შესახებ თუ რატომ და როგორც შეარჩია მერიამ ნიუ დიზაინი ახალი წლის ორგანიზატორად.

მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეარჩია

მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: