მთავარი,სიახლეები

ბათუმში ავტომანქანა დაეჯახა მეეზოვეს, რომელიც ადგილზე დაიღუპა

31.12.2018
ბათუმში  ავტომანქანა დაეჯახა მეეზოვეს, რომელიც ადგილზე დაიღუპა

დღეს 31 დეკემბერს, გამთენიისას, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, წრიულთან, მეეზოვეს ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად მეეზოვე ადგილზე დაიღუპა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპული მეეზოვე საშუალო ასაკის კაცია.

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მეეზოვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ დაღუპულა: „ეს სამუშაოს შესრულების პროცესში არ მომხდარა. სახლში მიდიოდა და 9 საათზე მოუვიდა უბედური შემთხვევა. ეს ადამიანი სამუშაოდ კი იყო, მაგრამ პროცესში არ ყოფილა. ქალაქში შეიძლება სამუშაოდან წახვიდე“.

როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: